რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და მომავალ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს წარუდგინა. ფოტოებს ვაშინგტონიდან სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი წვეულებაზე დონალდ ტრამპ უმცროსმა მიიწვია.
მეტი...დღე: იანვარი 18, 2025
“მზად არიან, დაგვეხმარონ ახალი არჩევნების ჩასატარებლად”- ზურაბიშვილი აშშ-ში იმყოფება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ჩავიდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს და ევრაზიის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა. ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” საქართველოსი, მისი საზოგადოებრივი ძალებისა და პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია. ისინი მზად არიან, დაგვეხმარონ ახალი არჩევნების ჩასატარებლად იმ პირობების შექმნაში, რაც გარანტიას მოგვცემს, რომ შემდეგი არჩევნები სამართლიანი იქნება. მათი მხრიდან არის დახმარების მზაობა. ჩვენ მათ უნდა წარვუდგინოთ ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებისთვის, ახალი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მისაღები იქნება. ამაზე სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. ეს მოკლევადიანი გეგმაა, რომ ერთად მოვამზადოთ არჩევნები. მხარდაჭერა არსებობს – ჩვენ ვნახეთ…
მეტი...„გილოცავ საქართველო“ – საქართველო ოფიციალურად გამოცხადდა მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად („მედიაცენტრი მთავარის“ ექსკლუზივი)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც მალარიისგან თავისუფალი ქვეყანა. „გილოცავ, საქართველო!“ – ასე ულოცავს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუდე საქართველოს ამ მიღწევას. „ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა მდგრადი ინვესტიციების, ჯანდაცვის მუშაკთა თავდადებისა და მიზნობრივი ძალისხმევის წყალობით მალარიის ყველა შემთხვევის პრევენციაში, ადრეულ გამოვლენასა და ეფექტურ მკურნალობაში. საქართველოს სერთიფიკაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება, რომ გახდეს პირველი მალარიისგან თავისუფალი რეგიონი მსოფლიოში. მათთვის, ვინც არ იცნობს, მალარიის ელიმინაციის სერტიფიკაცია არის WHO-ს მიერ ქვეყნის მალარიისგან თავისუფალი სტატუსის ოფიციალური აღიარება. იგი მიიღება მაშინ, როდესაც ქვეყანა იძლევა მკაცრ და…
მეტი...