ესპანეთში, სათხილამურო კურორტის საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

ესპანეთში, სათხილამურო კურორტის საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. რეგიონული მთავრობის ინფორმაციით, დაშავებულებიდან ცხრა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მედია იუწყება, რომ დაახლოებით 80 ადამიანი კვლავ საბაგიროზე რჩება. ინციდენტის მიზეზი ამჟამად უცნობია. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს ხალხი, რომელიც საბაგიროს ახლოს მიწაზე წევს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ „შეძრულია ამ ავარიის შესახებ ცნობით“. „ჩვენი თანაგრძნობა დაშავებულებსა და მათ ოჯახებს“-  განაცხადა მან.

მეტი...

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ვაშინგტონში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე მოქალაქეები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ორგანიზატორების თქმით, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მიზეზით იკრიბებიან, თუმცა მათ „ტრამპიზმთან დაპირისპირების“ მიზანი აერთიანებთ. აქციის მონაწილეებს შორის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლები არიან და მათი მოთხოვნები განსხვავებულია. მარშის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები წარწერით: „დემოკრატიას -კი, ოლიგარქიას -არა“, „უსაფრთხოება მდუმარებაში არ არის“, „სიმართლე მნიშვნელოვანია, უარი ტყუილს“ და სხვა. დემონსტრანტების ნაწილს ვარდისფერი ქუდები ახურავს, რაც წინა წლების ქალთა მარშის სიმბოლო იყო.

მეტი...

“ცეცხლი ოლიგარქიას” – საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან

ფილარმონიასთან მოქალაქეები აქციას მართავენ. მათ ნაწილს, ნიღაბი უკეთია, რითაც, მათივე განმარტებით, პროტესტს და დაუმორჩილებლობას გამოხატავენ იმ კანონის მიმართ, რომელიც ე.წ “ბალაკლავას” ტარებას კრძალავს. „ცეცხლი ოლიგარქიას“ სკანდირებენ ისინი. მათ დემონსტრაციულად ფოიერვერკიც ისროლეს. აქციის მონაწილეები  ფილარმონიიდან მსვლელობით გაემართებიან პარლამენტთან და იქ მომდინარე აქციას შეუერთდებიან.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ „განს ენდ როუსს“ მიმართავს, საქართველოში კონცერტი ახალ არჩვენებამდე არ გამართოს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ „განს ენდ როუსს“ მიმართავს, საქართველოში კონცერტი ახალ არჩვენებამდე არ გამართოს. „შეკვეთილში დაგეგმილი „განს ენდ როუსის“კონცერტი არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ივანიშვილის კონტროლირებადი კონცერტი. საქართველოში საპროტესტო აქციები 51-ე დღეა, გრძელდება და არ შეწყდება ახალ არჩევნებამდე. კონცერტები მისასალმებელი იქნება ამის შემდეგ“- წერს ზურაბიშვილის .  

მეტი...

ზუგდიდელი აქტივისტები 5000 – 5000 ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა 5 000 -5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო. მოსამართლემ აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს. რაც შეეხება, მათთვის წაყენებულ კიდევ ერთ მუხლში – ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ ისინი გაამართლა.

მეტი...

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“- მშრალ ხიდზე ბანერი გადმოფინეს

„ბათუმელების“ რედაქტორს მზია ამაღლობელელს ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოუცხდეს. მედიის წარმომადგენლებმა მშრალი ხიდიდან ბანერი წარწერით: „ თავისუფლება მზია ამღლობელს“ გადმოფინეს. ისინი კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ. სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  ვაშინგტონში დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამავე ცნობით, დიასპორასთან შეხვედრა ორშაბათს, 22 იანვარს, 19:00 საათზე შედგება. მანამნდე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.  

მეტი...

შსს-მ პარტია „ლელოს” წევრებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბთან მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ შტაბიდან გამოსულებს მათ თავს დაესხნენ. „საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით“.    

მეტი...

„ბაბილოსთან“ დაკავებული შალვა მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებული შალვა მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაღრაძის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ, ინფორმაციას ადვოკატი გუჯა ავსაჯანაშვილი ავრცელებს. „ბაბილოსთან“ დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე გადაიყვანეს საავადმყოფოში“ – წერს გუჯა ავსაჯანაშვილი „ფეისბუქზე“. 12 იანვარს  რესტორან “ბაბილოსთან” ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. სასამართლომ  შაკო მაღრაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მეტი...

თბილისში, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბარაკული ტიპის საცხოვრებელში გაჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

მეტი...

“ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის წინასაინაუგურაციო მიღებაზე “ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროებაზე” ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს აშშ-ის პრეზიდენტის მომავალი ადმინისტრაციის ქართველი ხალხის თხოვნა გადასცა. „პატივი მქონდა დავსწრებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაინაუგურაციო მიღებას დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში საკვანძო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადამეცა: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება,” – წერს ზურაბიშვილი.  

მეტი...

ბათუმში, ზღვამ ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ზღვაში დაღუპული კაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება, სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.  

მეტი...

„მინდოდა ცირკს დამსგავსებოდა“- მოქალქე სასამართლოში “კლოუნის ცხვირით” მივიდა (video)

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც აქტივისტის მარიამ სიჭინავას საქმეს განიხილავდნენ, მოქალაქე „კლოუნის ცხვირით“ მივიდა. გარდა ამისა, ის სასამართლოს პროცესის დროს ამღერდა, რაზეც მოსამართლემ შენიშვნა მისცა. როსტომ ზარანდიამ კი აღნიშნა, რომ სურდა პროცესი ცირკს დამსგავსებოდა. აღნიშნული გამო, ზარანდია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. დღეს, მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართა. სიჭინავა პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავეს. მანამდე ის 5000 ლარით დააჯარიმეს.

მეტი...

ორ კვირიანი ძებნის შემდეგ 25 წლის არამ მურადიანი გარდაცვლილი იპოვეს

ორ კვირიანი ძებნის შემდეგ დღეს, 25 წლის არამ მურადიანი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით,  ცხედარი, დღეს სოფელ ხაკის ტერიტორიაზე ნახეს. უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

თემქის პოლიციასთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

თემქის პოლიციასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიციამ  რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოქალაქეები ამ დრომდე რჩებიან ადგილზე. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავებიც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალქეების პირბადის ტარების გამო დააკავეს. “ძალის გამოყენებით დააკავეს ადამიანები. პირბადეების გამო ადამიანს არ აკავებენ. იძალადეს ჩვენზე, ჩემს მეგობას შუშა ჩაამტვრევინეს თავით. 6 ადამიანი არის დაკავებული”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მოქალქეები თემქის პოლიციასთან აქციას მართავდნენ.

მეტი...

ანალენა ბერბოკმა შოლცთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა და მინისტრთა კაბინეტი პროტესტის ნიშნად დატოვა

გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა. ამის შესახებ გამოცემა „ბილდის“ წერს. გამოცემა იუწყება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უარი თქვა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა კაბინეტის სხდომა დატოვა. როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი არის ის, რომ შოლცი ბლოკავს უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე. მანამდე ბერბოკმა ხმამაღლა გააკრიტიკა კანცლერის ვეტო. ბერბოკის თქმით, ოლაფ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ.

მეტი...

ბაჩო ქაჯაია 5000 ლარით დააჯარიმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს. ქაჯაია აცხადებს, რომ მას უბრალოდ სასამართლოდან უწყება მიუვიდა. ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი ქაჯაიას მხრიდან, სასამართლო 21 იანვარს, 17:00 საათზე იმსჯელებს. მსახიობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუცავა სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. რაც შეეხება, ანა ტყებუჩავას, მისი სასამართლო პროცესი 22 იანვარს გაიმართება.  

მეტი...

“დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მასობრივ დეპორტაციებს 21 იანვრიდან დაიწყებს”- მედია

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მასობრივ დეპორტაციებს 21 იანვრიდან დაიწყებს. ინფორმაციას, The Wall Street Journa l-ი ავრცელებს. ამავე ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი რეიდის განხორციელებას პირველივე დღეს, ჩიკაგოში გეგმავს და ოპერაციის სამიზნე კრიმინალური წარსული მქონე მოქალაქეები იქნებიან. „მასშტაბური რეიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ჩიკაგო მრავალი ადგილიდან მხოლოდ ერთია. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 ადგილობრივი ფილიალი გვაქვს. სამშაბათს აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო თავის საქმეს გააკეთებს” – განაცხადა ტომ ჰომენმა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ე.წ. საზღვრის მეფის თანამდებობას დაიკავებს.

მეტი...

თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ

თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. მოქალქეები მეტროსადგურ სარაჯიშვილთან შეიკრბნენ. დემონსტრანტები მსვლელობით გურამიშვილის გამზირზე მიემართებიან. საბოლოო გაჩერება კი თემქის პოლიციის შენობა იქნება. აქციის მონაწილეებს, სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი. ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

მეტი...

ეუთო ბელარუსში 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გაგზავნის

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო ბელარუსში 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ, ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს. „არჩევნებამდე10 დღით ადრე ბელარუსისგან მოწვევა არ აძლევს ოდირს საშუალებას მიიღოს წვდომა საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე, რაც შეუძლებელს ხდის შინაარსობრივ დაკვირვებას“ – ნათქვამია განცხადებაში. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მინსკიდან დამკვირვებლების მიწვევა დაგვიანებით მოხდა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ განცხადება 9 იანვარსაც გამოაქვეყნა, სადაც გამოხატა სინანული, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ ეუთო-ს დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მიიწვია. „ღრმად ვწუხვართ, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, არ მიეწვია ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები ODIHR-ის მეშვეობით მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ქვეყნის…

მეტი...

ღაზის სექტორში ცეცხლი 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე შეწყდება

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე დაიწყება. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ. „ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან მძევლების მისაღებად „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ და მუშაობენ შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ყველა დეტალის გულმოდგინე გათვალისწინებით“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. მათი განცხადებით, შეიარაღებული ძალები „გააგრძელებენ მოქმედებას“ ღაზის სექტორის სიახლოვეს მცხოვრები ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მეტი...

სროლა თეირანში – დაღუპულია უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე

სროლა იყო თეირანში. სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმა თეირანში, ირანის უზენაესი სასამართლოს შენობასთან მოხდა. „უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლეს თავს დაესხნენ. ორი მათგანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა“ – აცხადებს ირანის სახელმწიფო მედია. მედიის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

მეტი...

“შესანიშნავი ამბავი ფრანგულ-ქართული ურთიერთობისთვის”-  საფრანგეთის საელჩო კვარაცხელიაზე

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “შესანიშნავი ამბავი ფრანგულ-ქართული მეგობრობისა და ურთიერთობისთვის”. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში. წარმატებებს ვუსურვებთ ქართული ფეხბურთის საგანძურს. შესანიშნავი ამბავი ფრანგულ-ქართული მეგობრობისა და ურთიერთობისთვის. Bienvenue à Paris“, – წერს საქართველოში საფრანგეთის საელჩო.  

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 46 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 46 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, ტულისა და კალუგის ოლქების გუბერნატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ მათ რეგიონებში დრონებმა საწვავის ობიექტებს შეუტიეს. ტულის ოლქში დრონებმა დაარტყეს ნავთობბაზას ქალაქ უზლოვაიას მახლობლად, ხოლო კალუგის ოლქში იწვის ნავთობსაცავი ქალაქ ლუდინოვოში.    

მეტი...

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის ორ ოლქში ნავთობსაცავებს ხანძარი გაუჩნდა

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის ტულისა და კალუგის ოლქებში მდებარე ნავთობსაცავებს ხანძარი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსეთის ოლქების გუბერნატორები ავრცელებენ. „დღეს ღამით ტულის ოლქს კიევის რეჟიმი თავს დაესხა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 დრონი ჩამოაგდო“ – წერს გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე.  

მეტი...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფორვარდი დენის ლოუ გარდაიცვალა. შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე 84 წლის იყო. ლოუს მესამე ადგილი უკავია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ბობი ჩარლტონისა და უეინ რუნის შემდეგ – 237 გოლი 404 ოფიციალურ მატჩში. გარდა ამისა, ლოუს ეკუთვნის „იუნაიტედის“ რეკორდი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით (46 გოლი 1963-64 წლების სეზონში). საკლუბო კარიერაში შოტლანდიელმა 14 ჰეთთრიკი და ოთხი პოკერი შეასრულა. 1964 წელს დენის ლოუმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და დღემდე ერთადერთ შოტლანდიელად რჩება, ვინც ეს მოახერხა.  

მეტი...

“ქარბუქი და ძლიერი თოვა”- საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს  ზღვაზე 4-6 ბალიან  შტორმს პროგნოზირებენ. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)”- აღნიშნულია ინფორმაციაში.    

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თილიძის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ნათესავები და მეგობრები დახვდნენ. უკრაინა -რუსეთის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, სავარაუდოდ,  21 იანვარს დაკრძალავენ. კახა თილიძე საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა. მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, წრთვნიდა და ამზადებდა უკრაინელ ოფიცრებს. კახა თილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ქუჩის ბრძოლებისას დაიღუპა.  

მეტი...

“საქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლაა”- სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სერბეთში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის ბრძოლაა. „საპროტესტო აქციები საქართველოში და საპროტესტო აქციები სერბეთში ერთი და იგივე ბრძოლაა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.    

მეტი...

საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ 1981 წელს დაბადებულმა ს.ო.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ო.ფ., 1988 წელს დაბადებული თ.ჩ., 1985 წელს დაბადებული ს.ი., 1989 წელს დაბადებული ჰ.ო. და 1987 წელს დაბადებული ა.ქ. სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად, უკანონოდ გადმოიყვანა. პოლიციამ ექვსივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- აცხადებენ უწყებაში. გამოძიება…

მეტი...

ბრიტანეთის პრემიერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ვარშავაში ვიზიტისას გააკეთა. „როგორც ევროპის ორი უდიდესი სამხედრო ძალა, რომელთა ჯარები ერთად მსახურობენ აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისას, ჩვენ გვაქვს ურღვევი ერთობა ნატო-სთან და უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ ერთად ნათლად ვხედავთ, რომ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობამდე მისასვლელი გზა ძალაზე გადის, ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას უკრაინის პირობებით. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან ამ მიზნით, გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინა ახლა ყველაზე ძლიერ პოზიციაში ჩავაყენოთ და გარანტირებული იყოს, რომ უკრაინას შეეძლება საკუთარი თავის დაცვა და რუსეთის შეკავება მომავალში“, – განაცხადა დიდი…

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება

თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება.  მსვლელობები დედაქალაქში 14:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება რეგიონებს ქუთაისში, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება აქცია სახელწოდებით „კი ევროპას, არა რუსეთს!“ ბათუმში, 19:00 საათზე მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართავენ აქციას – „სამშობლოს სამსახურში!“; ზუგდიდში, 17:00 საათზე – „ბრძოლა გამარჯვებამდე“ – სამხარეო ადმინისტრაციის წინ; თელავში, 18:00 – „უწყვეტი პროტესტი თელავში!“ – მერიის წინ; ახალციხეში, 18:00 საათზე – „არა რუსულ რეჟიმს“ – შოთა რუსთაველის ძეგლთან. საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოქალქეები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.    

მეტი...

სერბეთში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. მომიტინგეები მათ კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი 15 წუთიანი დუმილით მიაგეს და ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა მოითხოვეს.

მეტი...

ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

„ბიბისის“ ინფორმაციით, ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება. გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მიიღეს, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. ორმა ულტრამემარჯვენე მინისტრმა შეთანხმებას წინააღმდეგობა გაუწია. შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ეს ფაზა ექვს კვირას გაგრძელდება. ისრაელის ძალები ასევე დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს მიეცემათ საშუალება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება და ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შევა ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად; მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია “პარი სენ – ჟერმენის” ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია “პარი სენ – ჟერმენის” ფეხბურთელია. ის პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს. ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. კვარაცხელიამ პსჟ-სთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბს “ნაპოლის” 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის.  

მეტი...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს. „სამწუხაროდ, 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა“, – აცხადებს კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის მეტროსადგურ „ლუკიანოვსკაიას“ შესასვლელი დაზიანდა. უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 05:50 საათზე გამოცხადდა.  

მეტი...