“მადლიერი ვარ მივიღო საქართველოს ეს დროშა, რომელსაც საქართველოს მამაცი ხალხი ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თავის პროტესტებზე ატარებდა” – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. კონგრესმენი ამბობს, რომ დროშაზე არსებულმა წარწერებმა გული აუჩუყა. „მადლიერი ვარ მივიღო საქართველოს ეს დროშა, რომელსაც საქართველოს მამაცი ხალხი ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თავის პროტესტებზე ატარებდა, და რომელსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ არამართებულად გამოყენებული წყლის ჭავლი მოხვდა. გულაჩუყებული ვარ მესიჯებით, რომლებიც მასზე ქართველმა ხალხმა დაწერა” – წერს უილსონი.
მეტი...დღე: იანვარი 17, 2025
ევროკომისია ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ის მიმართ გამოძიებას ამკაცრებს
ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ის მიერ ევროკავშირის კონტენტის მოდერაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას ამკაცრებენ. ამის შესახებ ევროკომისიაში განაცხადეს. ბრიუსელი სოციალური ქსელისგან გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას და დოკუმენტაციის შენახვას ითხოვს. 2023 წლის დეკემბერში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ევროკომისიამ განაცხადა, რომ სთხოვს სოციალურ ქსელ X-ს, 15 თებერვლამდე წარადგინოს შიდა დოკუმენტაცია რეკომენდაციების სისტემის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს კონტენტს სთავაზობს. „დღეს ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა ნათელი მოვფინოთ X-ის რეკომენდაციების სისტემების შესაბამისობას ევროკავშირის „ციფრული მომსახურების აქტის” ვალდებულებებთან“- განაცხადა ევროკავშირის ციფრული დირექტორატის ხელმძღვანელმა, ჰენა ვირკუნენმა. კომისიამ ასევე გასცა „შენახვის ბრძანება“, რომელიც X-სგან მოითხოვს, შეინახოს შიდა დოკუმენტები და ინფორმაცია…
მეტი...ტრამპმა მელ გიბსონი, სილვესტერ სტალონე და ჯონ ვოითი ჰოლივუდში სპეციალურ წარმომადგენლებად დანიშნა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცნობილი მსახიობები მელ გიბსონი, სილვესტერ სტალონე და ჯონ ვოითი ჰოლივუდში სპეციალურ წარმომადგენლებად დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ავრცელებს. „ჩემთვის პატივია, გამოვაცხადო ჯონ ვოითი, მელ გიბსონი და სილვესტერ სტალონე სპეციალურ ელჩებად დიდ, მაგრამ ძალიან პრობლემურ ადგილას, ჰოლივუდში, კალიფორნიაში. ისინი იქნებიან ჩემთვის სპეციალური წარმომადგენლები, რათა ჰოლივუდმა, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ბიზნესი დაკარგა უცხო ქვეყნებში, დაბრუნდეს – უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი, ვიდრე ოდესმე“- დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მეტი...მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ბრძოლას 19 იანვარს გამართავს
19 იანვარს კალიფორნიაში UFC 311 ჩატარდება, სადაც ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს პირველად რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს. დვალიშვილმა წონა წარმატებით ჩააბარა. მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ქართველს MMA-ში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 18 გამარჯვება აქვს, ასევე მან ბოლო 11 ბრძოლაში გაიმარჯვა. რაც შეეხება ნურმაგომედოვს, შერეულ ორთაბრძოლებში მას 18 მოგება აქვს და არცერთხელ დამარცხებულა.
მეტი...დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება
„ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. როგორც მედია წერს, 20 იანვარს ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.
მეტი...“შვედეთის მეგობრობის ჯგუფი ყველანაირ კონტაქტს წყვეტს საქართველოს პარლამენტთან”- შვედი დეპუტატი
შვედეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი თბილისთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს. ამის შესახებ, შვედეთის პარლამენტის წევრი, გუსტავ გოტბერგი აცხადებს. „ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურად დანიშვნას და გამოდის მოწოდებით, საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს“ – აცხადებს გოტბერგი, რმელიც შვედეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრია. „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“ – წერს შვედი პარლამენტარი.
მეტი...პარლამენტთან მოქალაქეების პროტესტი გრძელდება – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პარლამენტთან მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. მანამდე რუსთაველის გამზირზე განლაგებული პოლიციელები მოქალაქეებს გამზირის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზა მაინც გადაკეტეს, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებული არიან და ხვალ სახლებში მიუვათ 5000 – ლარიანი ჯარიმა.
მეტი...ინაუგურაციამდე, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა?!
დღეს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დონალდ ტრამპს, პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა. „ჩვენ ორივე დაინტერესებული ვართ კონტაქტებით, ჩვენ ვხედავთ ახალი პრეზიდენტის ვადაში ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს. მზად ვართ, ჩინეთ-ამერიკული ურთიერთობები განვითარების ახალ ტრაექტორიაზე ავიყვანოთ ახალ საწყის წერტილში“ – აღნიშნა სი ძინპინმა ტრამპთან საუბრისას. სი ძინპინის თქმით, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ორი დიდი სახელმწიფო ცდილობს განახორციელოს საკუთარი ოცნებები, რათა ხალხს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს. „საერთო ინტერესების და თანამშრომლობის ფართო სპექტრის მქონე ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა ექნებათ,…
მეტი...“ჩემზეა დამოკიდებლი”- ტრამპი აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვაზე
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ტიკ-ტოკთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილებას „არც ისე შორეულ მომავალში მიიღებს. „საბოლოო გადაწყვეტილებაუ ჩემზეა დამოკიდებლი, ასე რომ, ნახავთ, რას გადავწყვეტ“- განუცხადა ტრამპმა „სიენენს“ სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ. ამის შესახებ ტრამპმა მას შემდეგ განაცხადა, რაც უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კანონი, რომელიც აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, ან გაყიდოს იგი, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აკრძალვას.
მეტი...ბუნდესტაგის ყოფილ დეპუტატებს აზერბაიჯანიდან ქრთამის მიღების გამო ასამართლებენ
გერმანიაში ბუნდესტაგის ყოფილ დეპუტატებს აზერბაიჯანიდან ქრთამის მიღების გამო ასამართლებენ. მათ აზერბაიჯანის ინტერესების ლობირების სანაცვლოდ სოლიდური თანხების მიღებაში ადანაშაულებენ. საუბარია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ წევრებზე – ედუარდ ლინტნერზე და აკსელ ფიშერზე. ბრალდება ეხება იმ პერიოდს, როდესაც ლინტნერი და ფიშერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები იყვნენ. ყოფილი დეპუტატები ბრალს არ აღიარებენ.
მეტი...პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში გაიმართა
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მათ მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. პარლამენტთან უკვე 51-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
მეტი...“სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრებს ფარულად იყენებდა ჯიბის ფულად”- პროკურორი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის და სდსს-ს ყოფილი უფროსის, საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას კორუფციული სქემა ჰქონდათ შემუშავებული და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს პირადი მიზნებისთვის ხარჯავდნენ. „თეიმურაზ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს საქმის მრავალწლიანი განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარემ შეაჯერა და ანალიზი გაუკეთა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებს, რაც ამ სასამართლოში იყო წარმოდგენილი. ამ მტკიცებულებების განხილვამ ჩვენ ერთადერთ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, ისინი მხილებული არიან კორუფციულ დანაშაულში, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრები მათი ფუფუნებისთვის, მათი გარემოცვისთვის კომფორტის…
მეტი...„მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი“- ჯო უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. “მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი! მადლობელი ვარ, ვიყო კონგრესის დიდი ბრიტანეთის ჯგუფის თანათავმჯდომარე” – წერს უილსონი.
მეტი...გორში, რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გორში, რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი რკინიგზის სადგურის შენობაში გაჩნდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...დონალდ ტრამპი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს პირადად არ დაესწრება და ღონისძიებას ონლაინ ჩაერთვება
აშშ-ის პრეზიდენტი, ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაში ვირტუალურად ჩაერთვება. ,,ხუთშაბათს, ნაშუადღევს, ის ციფრული ფორმატით, ონლაინ რეჟიმში, შემოუერთდება ჩვენს მონაწილეებთან დიალოგს. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან განსაკუთრებული მომენტი იქნება”, – ამბობს ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორგე ბრენდე. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს შვეიცარიის ქალაქი დავოსი 20-24 იანვარს უმასპინძლებს. პირველი ვადით პრეზიდენტობის განმავლობაში, ტრამპი ბიზნესის, მთავრობებისა და სხვა ლიდერების ელიტარულ შეკრებას სულ ორჯერ დაესწრო პირადად.
მეტი...,,2024 წელი დავხურეთ, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით” – პრემიერი
,,ჩვენ 2024 წელი დავხურეთ, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ამ მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზეა, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. „ეს ყველაფერი არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის დამსახურება. გარდა ამისა, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა. ეს არის ის, რასაც მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმუმ იგივე შედეგი გავიმეოროთ 2025 წლისთვის, მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს არის ის სამიზნე მაჩვენებელი, რაც მიზნად გვაქვს დასახული 2025 წლისთვის. მგონია, რომ ეს…
მეტი...,,გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ტყუილები დაგაჯერათ” – ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დღეს სახალხო დამცველის ოფისთან გამართულ აქციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, დღეს მის ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ შეცდომაშია შეყვანილი. ,,მსაყვედურობენ, თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. იმის დასტურად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოგიდგენთ ჩემ მიერ აქციების მიმდინარეობის პერიოდში გაკეთებული განცხადებების მხოლოდ ნაწილს, რომელთა სრული ვერსიები თანდართულ ბმულებზე შეგიძლიათ, იხილოთ. რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მე ვერ შევაფასებ არჩევნების გაყალბების საკითხს,…
მეტი...,,ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოკითხვებშიც კი ვერ მიიღეს მონაწილეობა” – პრემიერი
,,ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოკითხვებშიც კი ვერ მიიღეს მონაწილეობა. თუ რაიმე ფაქტი ჰქონდათ, მათ შეეძლოთ მისვლა პროკურატურაში და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ვერ გაბედეს გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ან თუნდაც რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებით არ არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამის დასტურია სახალხო დამცველის განცხადებაც. „მან ერთი მარტივი რამ მოითხოვა, წარმოადგინონ ფაქტები და მტკიცებულებები. ჩვენც ვითხოვთ ზუსტად იგივეს, ვითხოვთ ფაქტების, მტკიცებულებების წარმოდგენას. ამის მაგივრად, ჩვენ ვიღებთ სრულიას აბსურდულ განცხადებებს, 300 000, ხან 200 000, ხან 400 000 ხმის გაყალბებასთან…
მეტი...თურქეთში ბეშიქთაშის მუნიციპალიტეტის მერი სახელმწიფო ტენდერების გაყალბების ბრალდებით დააკავეს
თურქეთში სტამბოლის ცენტრალური რაიონის, ბეშიქთაშის მუნიციპალიტეტის მერი დააკავეს, რომელიც ოპოზიციურ „სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენს. პროკურატურა რიზა აქპოლატს სახელმწიფო ტენდერების გაყალბებაში ადანაშაულებს, თუმცა „სახალხო-რესპუბლიკური პარტია“ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. გამოძიება სავარაუდო კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობაზე მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვით, სატენდერო გარიგებების მანიპულირებაში არის ეჭვმიტანილი. რიზა აქპოლატი ბრალდებას უარყოფს. „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებით, დაკავებისთვის არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და ეს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებაა. სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუი, რომელიც ასევე „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის” წევრია, არ გამორიცხავს, რომ თავადაც გახდეს გამოძიების სამიზნე.
მეტი...რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს
„თქვენს დღევანდელ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ჩვენ არა მხოლოდ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულება, არამედ ასევე ხელს მოვაწერთ რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დიდ საბაზისო შეთანხმებას“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრისას განაცხადა. ირანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი ხასიათი აქვს. ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს, მათ შორის ბირთვულ ენერგეტიკაში. ამასთან დაკავშირებით ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს ატომური ელექტროსადგურის…
მეტი...შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს
,,შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან”, – წერს სოციალურ ქსელში შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გეტბერგი. ,,შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და მოუწოდებს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – წერს პარლამენტარი.
მეტი...თოვლი, ძლიერი ქარი და შტორმი – უახლოეს დღეებში, საქართველოში ამინდი გაუარესდება
18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს. ,,მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...კალიფორნიაში მსოფლიოს უდიდესი ლითიუმის საცავი იწვის
კალიფორნიაში მსოფლიოს უდიდესი ლითიუმის საცავი იწვის. ცეცხლი მონტერეის რაიონში მდებარე ქარხანაში გაჩნდა, რომელიც ლითიუმისგან ბატარეებსა და აკუმულატორებს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
მეტი...„ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით” – კახა კალაძე
„ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში – ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის განცხადებას, რომ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი არიან და იმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს. „ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით. რაც შეეხება კონტროლს, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა, 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, მხარი დაუჭირა მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას; ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ ბოროტებას, რომელსაც ქადაგებს პატივცემული; უთხრა „არა“ იმ სიყალბეს,…
მეტი...,,ადამიანების მიზანში ამოღება ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას” – აშშ-ის საელჩო
,,ადამიანების მიზანში ამოღება ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს. ,,აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას”, – წერს აშშ-ს საელჩო.
მეტი...,,ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება” – ერდოღანი
თურქეთის მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა ისრაელის მხრიდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ღაზაზე თავდასხმების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუშალოს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში. „შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის მიერ შეტევებისა და ხოცვა-ჟლეტვის გაგრძელება დღეს სამართლიანად ზრდის ჩვენს შეშფოთებას. ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და ბოროტად გამოყენების უფლება“, – აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეასრულოს ვალდებულებები ღაზის მოსახლეობის მიმართ. „მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ღაზის მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს, უმეტესად…
მეტი...,,ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს – საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი” – კახა კალაძე
,,საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი – არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ისინი ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ. ,,ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს. საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი, იმიტომ, რომ არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი, არ გაითვალისწინა კონკრეტული ელჩების მუქარები, მოწოდებები კაბინეტებში, როდესაც პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ ჩვენ უნდა დაგვეწყო ომი და შემდეგ გადავსულიყავით პარტიზანულ მოქმედებებზე. ეს ყველაფერი არ გავითვალისწინეთ. არ შევუერთდით სანქციებს და ამით არ ჩამოვაქციეთ ქვეყნის ეკონომიკა, არ…
მეტი...სახალხო დამცველის ოფისთან აქცია მიმდინარეობს
,,გააგონე ხმა რეჟიმის დამცველს” – ამ სახელწოდებით სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ლევან იოსელიანის ბოლოდროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ იმის ნაცვლად რომ ის მოქალაქეებს იცავდეს, ძალადობრივი რეჟიმის მცველად და ნაწილად იქცა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ბანერები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოცემა ,,ბათუმელების” დირექტორის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. ,,ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ” – ომბუდსმენი
მეტი...,,აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში” – ალიევი
,,აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით ორ ქვეყანას შესანიშნავი შედეგები აქვს ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებში „ჩვენი ერები მეგობრულად, კეთილმეზობლურად და ძმურად ცხოვრობენ საუკუნეებია და ეს განსაკუთრებული ურთიერთობები გრძელდება დღესაც. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი. ეკონომიკურ ურთიერთობებში შესანიშნავი შედეგები გვაქვს, აზერბაიჯანმა 3,6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება…
მეტი...„ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს” – კახა კალაძე
,,ტრამპის ინაუგურაციის ბილეთის ღირებულება 500 000-დან 2 მილიონამდეა. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გადაიხადოს თანხა და დაესწროს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შესაბამისი საფასურის გადახდის შედეგად. „ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 000-დან და ადის 2 მილიონ დოლარამდე. ამაში ოფიციალურ წყაროებშიც ღიად წერია. შესაბამისად, თუ აქვთ სურვილი, გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა, შეუძლიათ, ინაუგურაციას დაესწრონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა. რაც შეეხება კითხვას, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ თუ არა…
მეტი...,,საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია” – ალიევი
,,ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. ილჰამ ალიევის თქმით, ეს ორივე ქვეყნის ინტერესებსა და მთელს რეგიონს ემსახურება. „განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ბევრი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია, 25 მლრდ კუბური მეტრი იყო გასულ წელს მისი მოცულობა და 10% ექსპორტიდან საქართველოს წილია. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიღე საქართველოში ბუნებრივი…
მეტი...,,ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს – ქვეყნის ინტერესი არ ითმობა” – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული. კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბრიტანული მხარის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზეა საუბარი. „ბოლო თვეების განმავლობაში, ისეთ განცხადებებსა და იმ ტიპის გადაწყვეტილებებს ვისმენთ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე – პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. ვხედავთ, თუ რა ვითარებაა მთელ მსოფლიოში. 20 იანვრის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ამის იმედი აქვს ყველას. ამერიკის შეერთებული შტატების…
მეტი...,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა” – ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს
,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით, ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის. „უღრმესი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, უღრმესი მადლობა მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ არჩევნებში გამარჯვების მოლოცვისთვის. ნამდვილად ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით ჩვენი ორი…
მეტი...,,მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია” – კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს ჰქონია. კითხვაზე, მოგზაურობის დროს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით სარგებლობს თუ აქვს სხვა ტიპის დოკუმენტიც, მაგალითად, იტალიის მოქალაქეობა ან ბინადრობის მოწმობა, კახა კალაძის თქმით, იტალიაში არც სახლი აქვს და არც ბინადრობის უფლება. „მე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და არ მაქვს სხვა ქვეყნის პასპორტი. არც იტალიაში ბინადრობის უფლება მაქვს, არც სახლი მაქვს. როდესაც საქართველოში წამოვედი, იტალიაში სახლი გავყიდე. სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, სხვებისგან განსხვავებით, არც რუსეთის მოქალაქე ვარ და რომც მქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, რა პრობლემაა?…
მეტი...თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო
ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც 16 იანვარს დააკავეს, შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,შემატყობინეს, რომ ჩვენმა მედროშემ, მუჰაჯირთა შთამომავალმა, საქართველოსთვის და უსამართლობასთან მებრძოლმა თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო”, – წერს აკაკი გვიანიძე. შეგახსენებთ, რომ თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 16 იანვარს, სამტრედიის იზოლატორიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე დააკავეს. შსს-ს თქმით, ის საქართველოში არალეგალურად იმყოფება.
მეტი...14 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი ადამიანიდან ორი არასრულწლოვანია
დიდ ბრიტანეთში, სამგზავრო ავტობუსში, 14 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს. BBC-ის ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან 15 და 16 წლის მოზარდები, ხოლო 44 წლის ქალი მათთვის დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს. ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, სამივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია. საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, დაკავებები გამოძიებისთვის წინ გადადგმულია ნაბიჯია. ცნობისთვის, 14 წლის მოზარდი ლონდონში, 7 იანვარს, სამგზავრო ავტობუსში, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს.
მეტი...