გინეკოლოგი, რომელმაც დაბადების დღე საოპერაციოში აღნიშნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

აზერბაიჯანში, გინეკოლოგი, რომელმაც დაბადების დღე საოპერაციოში აღნიშნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაბადების დღის აღნიშვნის ვიდეო ექიმმა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს უფროსი მედდაც. საოპერაციო ბლოკში მყოფ სამ პირს კი გაფრთხილება მისცეს.    

მეტი...

,,ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ” – ომბუდსმენი

,,100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება ეს ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია”, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საუბრისას. „მე არ მაქვს მანდატი, რომ არჩევნებს დავაკვირდე. მე არჩევნებს არ დავკვირვებულვარ, 3000 უბანზე მე არ მყოლია წარმომადგენელი, მაგრამ დღემდე ვისაც ჰყავდა წარმომადგენლები და ვისაც ჰქონდა ასეთი საშუალება, მათ მიერ ჩემი აზრით არ არის წარმოდგენილი ისეთი მყარი მტკიცებულებები გაყალბების…

მეტი...

,,მილიონობით უკრაინელი აღარ ცხოვრობს უკრაინაში, რამდენი მათგანი დაბრუნდება უკან?” – რუბიო

,,არარეალისტურია იმის დაჯერება, რომ უკრაინა შეძლებს დააბრუნოს რუსული ჯარები იქ, სადაც ისინი 2022 წლამდე იდგნენ, ანუ ქვეყანაში რუსეთის შეჭრამდე”, – განაცხადა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა მარკო რუბიომ საგარეო საქმეთა სენატის კომიტეტის მოსმენაზე, რომელიც მისი კანდიდატურის დამტკიცებას ეხებოდა. რუბიომ აღნიშნა, რომ მას სურს, რომ უკრაინაში, რომლის აღდგენასაც თაობები დასჭირდება, მკვლელობა დამთავრდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მილიონობით უკრაინელი უკვე აღარ ცხოვრობს უკრაინაში. „ახლა, როდესაც მე ვსაუბრობ თქვენთან, ნადგურდება უკრაინის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. მათ აღდგენას ასობით მილიონი დოლარი დასჭირდება უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ასე რომ, ეს…

მეტი...

,,ჩვენ „ქართული ოცნების“ სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ” – როთი

„ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ოლიგარქის ხელში პარტია ჩვენს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს ვერასდროს დააკმაყოფილებდა”, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. ,,მკაფიოდ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება“ ჩემი პარტიის ოჯახს მიეკუთვნებოდა. კარგი თანამშრომლობა გვქონდა, ისინი ჩვენს პარტიულ ყრილობებს ესწრებოდნენ. „ქართული ოცნება“ ევროკავშირში პროგრესული პარტიების, სოციალ-დემოკრატებისა და სოციალისტების პარტნიორი იყო. ეს 2012 წელს დაიწყო და, რა თქმა უნდა, გვახარებდა ის, რომ გარკვეული პოზიტიური ცვლილებები იყო და გვქონდა შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიას სურდა და შეეძლო ქვეყანა სწორი მიმართულებით წარემართა. მაგრამ, ყოველთვის როცა…

მეტი...

უბედური შემთხვევა ხაშურში – 22 წლის ბიჭი მოძრავი ელმავლიდან ჩამოხტა

ხაშურში, 22 წლის ბიჭი მოძრავი ელმავლიდან ჩამოხტა. ჩამოხტომის შემდეგ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაზიანებების შედეგად კი ხელი და ფეხი დაკარგა. ,,რკინიგზის თანამშრომელია. მიმავალი ელმავალიდან ჩამოხტა, სასწრაფო გამოიძახეს და კლინიკაში გადაიყვანეს”, – ამბობს ადგილობრივი. ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე – დაღუპულია ერთი ადამიანი

მარნეული-სადახლოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 5. დაღუპულია 55 წლის კაცი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მეტი...

,,ამერიკაში ყალიბდება სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია” – ბაიდენი

„დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „მინდა გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც ჩემთვის დიდ შეშფოთებას იწვევს. ეს არის ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია ძალიან ცოტა ულტრა მდიდარი ადამიანის ხელში. იქნება სახიფათო შედეგები, თუ მათ მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას არ შეაჩერებენ“, – აღნიშნა ბაიდენმა, რომელმაც ამერიკის მოსახლეობას ოვალური კაბინეტიდან გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენი ოვალურ კაბინეტს ოფიციალურად 20 იანვარს დატოვებს, როდესაც არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს დადებს.

მეტი...

,,ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა” – სებ

საქართველოში, გასულ წელს, ფულადი გზავნილების სახით 3.36 მილიარდი დოლარია გადმორიცხული. ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, საიდანაც წლიური ზრდა 10.2% იყო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ,,ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილების მოცულობით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა. 267 მილიონი დოლარი გადმორიცხეს 2024 წელს გერმანიიდან, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი, საბერძნეთიდან გზავნილებმა 7%-ით, 263 მილიონ დოლარამდე იმატა, ისრაელიდან გზავნილები კი 249 მილიონი დოლარი იყო. 2024 წელს…

მეტი...

,,რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა” – ტუსკი

,,რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პოლონეთი „მთავარ როლს თამაშობს ევროპაში დივერსიის აქტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც რუსეთი აწყობს და არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე“. დონალდ ტუსკმა აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვი ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მიმავალი სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ცეცხლის წაკიდების მიზნით ოპერაციებს გეგმავდა. The Wall Street Journal-ი, დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით, წერდა, რომ დივერსიული აქტები მოიცავდა ზაფხულის ინციდენტებს, მათ შორის ხანძრებს DHL ლოჯისტიკურ ცენტრებში ლაიფციგში, გერმანიაში და ბირმინგემში, ბრიტანეთში.…

მეტი...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს კიევში ჩავა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს კიევს ეწვევა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ეს კიევში კირ სტარმერის პირველი ვიზიტი იქნება. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, კიევში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 100 წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. „უსაფრთხოების საკითხებში კავშირების გაღრმავებისა და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გასაძლიერებლად დიდი ბრიტანეთი და უკრაინა 100-წლიან პარტნიორობის შესახებ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ხელშეკრულება საზღვაო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო თანამშრომლობას განამტკიცებს, რათა ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების გაძლიერება და მიმდინარე რუსული აგრესია შეჩერება მოხდეს“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა.

მეტი...

,,მამაცი ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს, მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგნენ” – ჯო უილსონი

,,მამაცი ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს, მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგნენ” – ჯო უილსონი”, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს. „მიუხედავად ამისა, მამაცი ქართველი ხალხი აგრძელებს პროტესტს. სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ორპარტიულ და ორპალატიან კოლეგებთან ერთად ქართველი ხალხის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს გვერდით ვდგავარ. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგეს ქართველებს, რადგან ისინი იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის“, – წერს უილსონი. მისი თქმით, ქართველი ხალხი შეერთებული შტატების დიდ მეგობრებს…

მეტი...

,,გრენლანდია არ იყიდება” – დანიის პრემიერი დონალ ტრამპს

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ გრენლანდიამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი. ინფორმაციას Politico დანიის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ფრედერიქსენმა ტრამპს გაუმეორა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს განცხადება, რომ „გრენლანდია არ იყიდება“. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა კუნძულ გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა და ამ სურვილის შესასრულებლად კი სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ვიშეგრადის ერთობლივი პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სლოვაკეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტრენინგები ჩაატარეს ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციის, Sandbox-ის რეგულირების, დეკარბონიზაციის, ენერგიის დამგროვებლების რეგულირების, საბოლოო მომხმარებლის ტარიფების განსაზღვრის, მარეგულირებელი ორგანოების როლისა და დანახარჯების ამსახველი ფასწარმოქმნის, ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების კომპანიების სატარიფო რეგულირების პოლიტიკის შესახებ. 2024 წლის თებერვლიდან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების…

მეტი...

,,პრობლემაა შეთქმულების თეორიები, რაც ძირს გვითხრის” – მარკო რუბიო

გუშინ, აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე შეერთებული შტატების მომავალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ის წინააღმდეგ მოქმედი შეთქმულების თეორიებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზების შესახებ ისაუბრა. ,,ეს არ არის უბრალოდ დეზინფორმაცია. ეს არის ცალსახა ზეგავლენის მოხდენა სახელმწიფოების შეხედულებებზე აშშ-სთან დაკავშირებით, შეთქმულების თეორიებისა და პროპაგანდის გავრცელების გზით, რომელიც ძირს გვითხრის ჩვენ და ჩვენს პოზიციებს, ეს ხდება აფრიკაშიც და სულ უფრო ხშირად ვხედავთ იმავეს დასავლეთ ნახევარსფეროშიც. ამასთან დაპირისპირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იყო წარმოდგენილი, იყო იქ და აჩვენო ის, რასაც ვაკეთებთ და ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ. ერთი რამ, რაც მაწუხებს, არის ის რომ USAID-ში არის გარკვეული…

მეტი...

,,ევროპას უკრაინის არმიის გარეშე რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს” – ზელენსკი

„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ეშინია აშშ-ის, ჩინეთის და გაერთიანებული ევროპის. ევროპას უკრაინის არმიის გარეშე რუსეთის ჯართან გამკლავება არ შეუძლია, რადგან რუსული არმია რიცხოვნობით უფრო დიდია. რუსეთს მეტი იარაღი აქვს, მეტი ხალხი ჰყავს და უფრო სასტკია, ვიდრე ევროპელები”, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ევროპელები ცხოვრობენ დემოკრატიაში და რუსეთისგან განსხვავებით არ იციან რა არის ომი. „ევროპას, სამწუხაროდ, უკრაინული არმიის გარეშე დღეს რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს. პუტინმა ეს იცის და ამის შესახებ თავის წრეში საუბრობს. ამიტომ, თუ უკრაინა თავს არ დაიცავს, ის სწრაფად წავა…

მეტი...

,,სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ ადამიანებს, ვინც ეს მამაცი ნაბიჯი გადადგა და გაიფიცა” – სალომე ზურაბიშვილი

,,სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ ადამიანებს, ვინც ეს მამაცი ნაბიჯი გადადგა და გაიფიცა”, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ,,სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ ადამიანებს, ვინც ეს მამაცი ნაბიჯი გადადგა და გაიფიცა. მათი კანონიერი პროტესტი ახალი არჩევნებისთვის ასახავს ქართველი ხალხის ურყევ ნებას”, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობები” – პრემიერი

,,რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობები”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე გუშინდელ საყოველთაო გაფიცვას. ,,რეალურად, ყველამ იცის, რომ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება. ყველაფერი დანარჩენი არის რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობები”, – ამბობს პრემიერი.

მეტი...

,,ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი” – ფიშერი

,,სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი, ქვეყნის შიგნით, ასევე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობაში”, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი X-ზე წერს და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ,,დიდი პატივი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დეპუტატ მიხაილ როთის მასპინძლობა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი – ქვეყნის შიგნით, ასევე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობაში. მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია დარჩება საქართველოს სანდო მეგობრად”, – წერს ფიშერი.

მეტი...

,,სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენგან ახალ სანქციებს, დახმარების შემცირებას და სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერებას” – მილერი

,,სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენგან ახალ სანქციებს, დახმარების შემცირებას და სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერებას”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა. ,,გვრჩება დიდი შეშფოთებები საქართველოს მთავრობის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა საკუთარ მოსახლეობაზე ზეწოლა, დემოკრატიული გზიდან და უფრო დიდი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ. სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენგან ახალ სანქციებს საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, დახმარების შემცირებას, რომლის გადაცემასაც ვაპირებდით საქართველოს მთავრობისთვის, მათთან სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერებას”, – ამბობს მილერი.

მეტი...

16 იანვრის ამინდის პროგნოზი

16  იანვარს, ხუთშაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი . დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით  უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +6, +11°; მთაში დღისით  +1, +6°; მაღალმთაში დღისით -4, +1°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. დღისით დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით  +7, +12°; მთაში დღისით +5, +10°; მაღალმთაში დღისით +1, +6°.

მეტი...