აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 17 იანვარს ეთერის დათმობის პირობა მიიღეს

აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელის ტერიტორია დატოვეს. ისინი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ. მედიის წარმომადგენლებმა, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია მას შემდე დატოვეს, რაც საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის მხრიდან ხვალინდელი ეთერის დათმობის პირობა მიიღეს. მედიის წარმომადგენლების თქმით, მათ არ სჯერათ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის, თუმცა ხვალ დილიდან დაუკავშირდებიან ეთერის დასაგეგმად. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტებმა “ბათუმელებისა” ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს და პირდეპირი ეთერი მოითხოვეს.  

მეტი...

ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული მასწავლებელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ზუგდიდში დაკავებული მასწავლებელი მანანა მიქავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის პოლიციის სამმართველოსთან ცოტა ხნის წინ ფოიერვერკის გამოყენების შემდეგ დააკავეს. მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას, რაც პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს. მიქავას დაკავებას წინ უძღოდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე პარტია “დროას” წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას და სამოქალაქო აქტივისტ კერენ ესებუას დაკავება.  

მეტი...

“უკრაინის ნატოში გაწევრიანებას აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ამერიკის შეერთებული შტატები, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან.  როგორც „უნიანი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა. „აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია – ისინი იყვნენ გულწრფელები, მათ არ სურდათ ჩვენი ნახვა ნატო-ში. ეს არის ღია საუბარი. ვფიქრობ, საიდუმლო არ არის, რომ ეს არის ოთხი ქვეყანა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერჯერობით ვერ ხედავდნენ უკრაინას ნატო-ში“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

“საქართველოს მთავრობა დაუღალავად მიათრევს ქვეყანას რეპრესიულ ეპოქაში”- Human Rights Watch-ის დირექტორი

Human Rights Watch -ი საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ მიატოვა. “2024 წელს საქართველომ ადამიანის უფლებების მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა უკან რიგი ახალი რეპრესიული კანონებით, რომლებიც ძირს უთხრიან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ნოემბერში მმართველმა პარტიამ 2028 წლის ბოლომდე შეახერა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნისთვის ძალისხმევები, რამაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტები გამოიწვია” – ნათქვამია ანგარიშში. განცხადებას აქვეყნებს, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორიც. მისი თქმით, “საქართველოს მთავრობა დაუღალავად მიათრევს ქვეყანას რეპრესიულ ეპოქაში” “საქართველოს მთავრობა დაუღალავად მიათრევს…

მეტი...

„სლოვაკური მხარე მსჯელობს ზელენსკისთან შეხვედრის სხვა თარიღზე”- ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის თარიღზე შესათანხმებლად მუშაობენ. „სლოვაკური მხარე მსჯელობს ზელენსკისთან შეხვედრის სხვა თარიღზე. როგორც კი ეს თარიღი გვეცოდინება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ“-  განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა. ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ დამატებით განცხადებას გააკეთებს შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით.  

მეტი...

სლოვაკეთში სკოლის მოსწავლე ორ თანაკლასელსა და მასწავლებელს თავს დაესხა – არიან დაღუპულები

სლოვაკეთში სკოლის მოსწავლე ორ თანაკლასელსა და მასწავლებელს ცივი იარაღით თავს დაესხა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა. მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ ქვეყნის შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები.

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ახალი არჩვენების მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციას მარშით, მეთევზეები, მონადირეები და მოლაშქრეებიც შეუერთდნენ. პარალელურად, ჟურნალისტები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. აქციის მონაწილეები  ახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად  და დაკავებულები ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.

მეტი...

“მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს”- ევროპარლამენტარების განცხადება

ევროპარლამენტარების ნაწილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონალურ ორგანიზაციებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ “ქართული ოცნების” „თვითგამოცხადებული ოფიციალური პირების აქტიურ ლეგიტიმაციას“  და შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო. “უარესობისკენ მიმავალი ვითარება საქართველოში პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს. იმ პოზიციაზე ვართ, რომ ამჟამად პრეზიდენტი სალოე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის ნების ერთადერთი ნათლად ლეგიტიმური წარმომადგენელია. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ვინაიდან ის თაღლითური იყო და დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს არ სცემდა პატივს. ამ ორგანოს…

მეტი...

“89 ბრაკონიერი პარლამენტში” – საპროტესტო მსვლელობა თბილისში

“89 ბრაკონიერი პარლამენტში” –  თბილისში მეთევზეების, მონადირეებისა და მოლაშქრეების მარში მიმდინარეობს.  ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. “ვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგრო გაყალბდა არჩევნები, ვიყავი დამკვირვებელი. ჩემთან ერთად ვინც იყო დამკვირვებელი, ყველამ დააფიქსირა ეს, რომ არჩევნები გაყალბდა” – ამბობს მარშის მონაწილე. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. მოქალაქეები, ასევე  იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე.

მეტი...

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტები აქციას მართავენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის „ხალხისთვის დაბრუნებას“ და პირდაპირ ეთერს ითხოვენ. აქციაზე მყოფი ჟურნალისტები პარლამენტის წინ მსვლელობით გადაინაცვლებენ და მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. მზია ამაღლობელი ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ დამფუძნებელს,  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

ზუგდიდელი აქტივისტი, რომელიც სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა, კვლავ დააკავეს

ზუგდიდელი აქტივისტი და  „დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა დააკავეს. დაკავების მიზეზი ფოიერვერკის გამოყენება გახდა. მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარსაც დააკავა. მან ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი გამოიყენა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული 5000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი ჩაბარდება წარსულს“- „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. „დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს. სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად…

მეტი...

„საქართველოში არსებული პოლიტიკური არეულობა” – ევროპარლამენტი დებატებს გამართავს

ევროპარლამენტი მომდევნო კვირას „საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” დებატებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ დებატები გაიმართება, „პოლიტიკურ არეულობაზე საქართველოში და მიმდინარე რეპრესიებზე ბელარუსში”. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტი საქართველოზე დებატებს 21 იანვარს გამართავს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კენჭისყრა თებერვლის სესიის პირველ სხდომაზე გაიმართება.

მეტი...

ტრამპის სახელმწიფო მდივანი ჩინეთს აფრთხილებს – რას პასუხობს ჩინეთი?!

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კანდიდატმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ  ჩინეთი იყო ყველაზე ძლიერი და საშიში მოწინააღმდეგე, რომელსაც აშშ ოდესმე შეხვედრია. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს ჩინეთს, რომ გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს, თუ იგი ტაივანში შეიჭრება. აღნიშნულთან განცხადებას ჩინეთის საგარეო უწყებაში უპასუხეს და განმარტეს, რომ  აშშ-მა ჩინეთის მიმართ უსაფუძვლო თავდასხმები უნდა შეწყვიტოს. „არაფერია დასამალი ჩვენს მიზანში, რომელიც არის ხალხისთვის უკეთესი ცხოვრება და  მსოფლიო განვითარებისთვის მეტი წვლილის შეტანა. ჩვენ ვამუშავებთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და თანამშრომლობის მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად, რომლებიც წამოყენებულია პრეზიდენტ სი ძინპინის…

მეტი...

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. უკრაინული მედიის ცნობით, შეთანხმება უსაფრთხოების კავშირების გაღრმავებისა და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით გაფორმდა. არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას საზღვაო უსაფრთხოების სფეროში ახალი სტრუქტურის მეშვეობით ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიმდინარე რუსული აგრესიის შეკავების მიზნით. შეთანხმება, ასევე უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის, როგორც უკრაინის პრიორიტეტული პარტნიორის სტატუსს ენერგეტიკის სექტორში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვებისა და ეკოლოგიურად სუფთა ფოლადის წარმოების სტრატეგიაში.

მეტი...

ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა, საპატიმროში, ანდრო ჭიჭინაძე და ზვიად ცეცხლაძე მოინახულეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს. როგორც ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი აღნიშნავს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს“. მისი თქმით, შეხვედრაზე ანდრო ჭიჭინაძის გარდა, სხვა ათობით დაკავებულებზე და ასევე, ძალადობის მსხვერპლ ასობით ადამიანზე ისაუბრეს. გარდა ანდრო ჭიჭინაძისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საპატიმროში მოინახულეს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძეც.

მეტი...

ომბუდსმენმა ქუთაისის სააპელაციოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, 16 იანვარს, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც იქნება კონკრეტული საფრთხეებით დასაბუთებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ,,სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისათვის საჭიროა, სახეზე იყოს რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულისათვის თავისუფლების ამ ხარისხით შეზღუდვას გაამართლებს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობაში პროკურატურა როგორც მიმალვის, ასევე, მტკიცებულებების განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებდა.…

მეტი...

ინდონეზიაში ვულკანი „იბუ“ ამოიფრქვა – დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია

ინდონეზიაში, აღმოსავლეთ კუნძულ ჰალმაჰერას ვულკანი ,,იბუ” ამოიფრქვა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 3000 მაცხოვრებლის ევაკუაცია დაიწყო. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ცაში 4 კილომეტრის სიმაღლის სქელი ფერფლის ღრუბელი გაიფანტა. სტიქიის გამო, რეგიონში განგაშის ყველაზე მაღალი დონეა გამოცხადებული. კატასტროფების მართვის სააგენტოს სპიკერმა აბდულ მუხარიმ Reuters-ს განუცხადა, რომ ევაკუაცია ოთხშაბათს გვიან ღამით დაიწყო. მის განმარტებით, ევაკუაცია, დაახლოებით, 3000 მაცხოვრებელს შეეხო, რომლებსაც ვულკანთან სიახლოვის გამო პრიორიტეტი მიენიჭათ.  

მეტი...

,,პოლონეთი რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს” – პესკოვი

„ეს სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ”, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა. ,,პოლონეთი მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებებით კარგად არის ცნობილი და ცდილობს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ სფეროში ლიდერობა შეინარჩუნოს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ,,რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა” – ტუსკი

მეტი...

,,ტრამპის გუნდს არ მიუწვევია უცხო სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები ინაუგურაციაზე” – უნგრეთის მთავრობის სპიკერი

,,პრეზიდენტ ტრამპის გუნდს არ მიუწვევია უცხო სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები ინაუგურაციაზე”, – ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა. „აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია ტრადიციულად არის ღონისძიება, რომელიც აღნიშნავს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და არა უცხოელი ოფიციალური პირების შეკრებას. ნებისმიერი დამსწრე ამას აკეთებს პირადი მოწვევით და არა ოფიციალური სტატუსით, რადგან ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების ან შეხვედრების შემთხვევა, მაგრამ ემსახურება სრულიად განსხვავებულ მიზანს. ვიქტორ ორბანი ღონისძიებას არ დაესწრება. პრეზიდენტ ტრამპის გუნდს არ მიუწვევია უცხო სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები“, – აღნიშნა ზოლტან კოვაჩმა.

მეტი...

ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კოალიცია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძალების კავშირის“ წარმომადგენელი, როსენ ჟელიაზკოვი გახდა. მისი მთავრობის შემადგენლობას მხარი 125-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 114-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ბულგარეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში 19 მინისტრი იქნება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გეორგ გეორგიევი გახდა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ატანას ზაპრიანოვი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გამართულ ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძალების კავშირი“ გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობის ფორმირების შესახებ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

მეტი...

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება 19 იანვარს შევა ძალაში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმიც. მისი თქმით, შეთანხმება 19 იანვარს შევა ძალაში. „კატარი, ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულები ვართ, განვაცხადოთ ღაზაში მეომარ მხარეებს შორის პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ერთობლივი შუამავლობის ძალისხმევის წარმატებაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს დოჰაში პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

ოჯახი თურქეთში დაკარგულ 29 წლის თორნიკე მეგრელიშვილს ეძებს

ოჯახი თურქეთში დაკარგულ 29 წლის თორნიკე მეგრელიშვილს ეძებს. ოჯახის ცნობით, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე თორნიკე მეგრელიშვილი, საქართველოდან თურქეთში სტამბოლის საბიჰა გოკჩენის აეროპორტში 2024 წლის 29 დეკემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. რაც შეეხება გარეგნობას, დაკარგვამდე თორნიკე მეგრელიშვილს გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. ტანთ ეცვა შავი ქურთუკი და ყვითელი ჩექმები. ის საუბრობს ქართულად და რუსულად, არ იცის თურქული. თორნიკე მეგრელიშვილთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევისთვის საკონტაქტო ნომერია 0530 600 17 40

მეტი...

,,ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევა ამერიკული დიპლომატიის შედეგია” – ბაიდენი

„ეს არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის დასუსტების შედეგი, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი“, – აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და äჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს. მისი თქმით, მიღწეული შეთანხმების პირველი ფაზა მოიცავს ღაზის სექტორიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ასევე, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელებს შეეძლებათ საკუთარ სახლებში დაბრუნება. მეორე ფაზა მოიცავს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებს, თუ რა იქნება ომის სამუდამოდ დასრულების გზები, ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები მხარეებს…

მეტი...

ევროპარლამენტარები ილონ მასკს პლენარულ სხდომაზე ეპატიჟებიან და სიტყვით გამოსვლას სთავაზობენ

ევროპარლამენტარები კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელს და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალ თანახელმძღვანელს ილონ მასკს პლენარულ სხდომაზე ეპატიჟებიან და სიტყვით გამოსვლას სთავაზობენ. ინფორმაცია მილიარდერმა X-ზე თავად გააზიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის 40 დეპუტატმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც მასკის მიწვევას და მასთან სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, კონსერვატიულ ღირებულებებსა და ტექნოლოგიურ წინსვლაზე საუბარს ითვალისწინებს.

მეტი...

თბილისი-ბაკურციხის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან რომან ოსიტაშვილი, მისი ორი ვაჟი დავითი და ნიკა, ასევე რომან ოსიტაშვილის ქვისლი დავით ჭუაძე. „არ ვიცი რა ვთქვა საშინელი დღე გათენდა ერთი ოჯახის 4 წევრი უმძიმესი ტრაგედიაა ჩვენთვის სიტყვები უძლურია განადგურებულები ვართ“, – წერენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში. გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა – დაღუპულია 4 ადამიანი  

მეტი...

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ასევე, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

„გასახდელში ყველა შეკრიბა და სიტყვა მოითხოვა” – ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელებს ემშვიდობება

ხვიჩა კვარცხელია დღეს, „ნაპოლის“ დილის დავრჯიშის დაწყებამდე თანაგუნდელებს დაემშვიდობა და უახლოეს საათებში პარიზში გაემგზავრება. ინფორმაციას იტალიური სააგენტო Il Mattino ავრცელებს და სანდრო წყაროზე დაყრდნობით, ხვიჩას გამოსამშვიდობებელ სიტყვასაც ასაჯაროებს. „როდესაც საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, Castel Volturno-ს გასახდელში ყველა ფეხბურთელი შეკრიბა და სიტყვა მოითხოვა. მან უკვე ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა ყველა იმ ერთად გატარებული წუთისთვის, სიხარულისთვის და მწუხარებისთვის. ასევე იმ დახვედრისთვის, რომელიც გუნდში მოსვლის პირველივე წუთიდან მიიღო, სკუდეტოს იმ ემოციებისთვის, რომელიც მთელმა გუნდმა ერთად განიცადა და თქვა, რომ ეს მის გულში სამუდამოდ დარჩება. შემდეგ, აიღო ფოტო, რომელიც თავის სათავსოზე ჰქონდა და ყველა ფეხბურთელს…

მეტი...

რუსეთის ვორონეჟის ოლქის ნავთობის ბაზაზე ხანძარია

მასშტაბური ხანძარია რუსეთის ვორონეჟის ოლქის ლისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია რამდენიმე უკრაინული დრონის „ჩამოვარდნამ“. გუბერნატორის თანახმად, „რამდენიმე რეზერვუარში“ ცეცხლს ებრძვიან მეხანძრეების „გაძლიერებული“ რაზმები ათეულობით ტექნიკით და ორი სახანძრო მატარებლით და დამატებითი ძალებია გაგზავნილი მეზობელი რეგიონებიდან. გუსევის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, წინასწარი მონაცემებით მოქალაქეების ქონება არ დაზიანებულა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ვორონეჟის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ბაზებს და სამხედრო ობიექტებს. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო…

მეტი...

„ჰამასი“ უარს ამბობს შეთანხმების ზოგიერთი პუნქტის მიღებაზე და ბოლო მომენტში კრიზისს ქმნის” – ისრაელის მთავრობა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც შეთანხმების დასასრულებლად ბოლო მომენტში კრიზისს ქმნის. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ისრაელის კაბინეტი არ შეიკრიბება ვიდრე შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ მიიღო შეთანხმების ყველა ელემენტი“, – აღნიშნულია განცხადებაში. გუშინ ღამით კატარის მთავრობამ, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ საბოლოო შეთანხმება არ არის დადებული და დარჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. ცნობისთვის, ისრაელის მედიამ…

მეტი...

,,არ არსებობს უფრო მაღალი მორალური, ადამიანური ვალდებულება, ვიდრე ჩვენი შვილების სახლში დაბრუნებაა” – ისრაელის პრეზიდენტი

,,არ არსებობს უფრო მაღალი მორალური, ადამიანური ვალდებულება, ვიდრე ჩვენი შვილების სახლში დაბრუნებაა”, – ასე ეხმაურება ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი ისრაელსა და ,,ჰამასს” შორის მიღწეულ შეთანხმებას. მისი თქმით, მძევლების ქვეყანაში დაბრუნება ყველაზე ღირებული რამ არის. ,,როგორც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ეს მართებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ არსებობს უფრო მაღალი მორალური, ადამიანური ვალდებულება, ვიდრე ჩვენი შვილების სახლში დაბრუნებაა. ჩვენი დებისა და ძმების დაბრუნებაზე ვოცნებობთ. არავითარი ილუზია არ უნდა არსებობდეს, როდესაც ეს შეთანხმება ხელმოწერილი და რეალიზებული იქნება, რომ ის არ მოიტანს მძიმე მტკივნეულ რთულ და მტანჯველ მომენტებს”, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

მეტი...

,,მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს შეთანხმების სრულად რეალიზება” – გუტიერეში

,,მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმების სრულად რეალიზება უზრუნველყოს”, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა და ისრაელსა და ,,ჰამასს” შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. ,,მივესალმები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შეთანხმების მიღწევისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების გამოცხადებას. ჩემს მადლიერებას გამოვხატავ შუამავლების – ეგვიპტეს, ყატარისა და შეერთებული შტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმების სრულად რეალიზება უზრუნველყოს. ახლა ჩვენს პრიორიტეტად უნდა იქცეს იმ უდიდესი ტანჯვის შემსუბუქება, რომელიც ამ კონფლიქტმა გამოიწვია”, – აღნიშნა გუტიერეშმა.

მეტი...

ჰუსიტები ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას წყვეტენ

იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის დაბონმბვას წყვეტენ. შიიტური დაჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაიცავენ. ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება 19 იანვრიდან შეწყდება, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებები ოფიციალურად ამოქმედდება. ასევე, ჰუსიტები აცხადებენ, რომ ისრაელი რეგიონში სტაბილურობისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.

მეტი...

მამა შალვა კეკელიას ძმა გარდაიცვალა

მამა შალვა კეკელიას ძმა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი ავრცელებს: „გარდაიცვალა დეკანოზი შალვა კეკელიას ძმა. გადასვენებულია მის მშობლიურ სოფელში ( ბანძა, მარტვილის რაიონი). პანაშვიდები ყოველდღე. დაკრძალვა სამშაბათი 21 იანვარი 15:00 საათი გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი მთელი გულით ვუსამძიმრებთ მამა შალვას და მის ოჯახს“, – წერია ინფორმაციაში.

მეტი...

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ისევ პატიმრობაში დატოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფებისა და დევიძის ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი სკანდირებდნენ: „მონებო”, “სირცხვილი თქვენ, თქვენი დროც მოვა”, “ივანიშვილის მონებო”. „იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას”, – განაცხადა დევიძემ. ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის…

მეტი...

ახალგაზრდა ძიუდოისტი ტრაგიკულად დაიღუპა

20 წლის ძიუდოისტი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი ყვარელი, დღეს შავებით შეიმოსა… გაუსაძლისი ტკივილია შენი შეწყვეტილი სიცოცხლე გიგი. გისამძიმრებთ უდიდეს ტკივილს სრულიად კახეთს. დღეს, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა ყვარლის ძიუდოს სკოლის აღზრდილი, პერსპექტიული ძიუდოისტი 20 წლის გიგი ხარებაშვილი. სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად“, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

მეტი...