თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული, სარეკლამო კომპანია ,,ლიმონის” დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ოკმელაშვილს, პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე…
მეტი...დღე: იანვარი 15, 2025
სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 255,67 გრამი) გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 162,7 ლარი შეადგინა. ,,კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში: 16 210,7 განესაზღვრათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...,,პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს” – თეთრი სახლი
თეთრი სახლის ინფორმაციით, პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს. კუბაში განაცხადეს, რომ ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 553 პატიმარს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაკავებული. კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ეს გადაწყვეტილება არის ნაბიჯი „სწორი მიმართულებით“. ცნობისთვის, კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დონალდ ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, 2021 წელს დააბრუნა, რითიც აკრძალა აშშ-ის ეკონომიკური დახმარება და ქვეყანაში იარაღის ექსპორტი. ამჟამად კუბა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასა და ირანთან ერთად არის აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში.
მეტი...აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქალებისა და გოგონების დაცვის აქტი მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქალებისა და გოგონების დაცვის აქტი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს, რომელიც ,,რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა გრეგ სტობმა შეიმუშავა, მხარი ორმა ,,დემოკრატმაც” დაუჭირა მხარი. დოკუმენტის თანახმად, ბიოლოგიურ მამაკაცს ქალთან მეტოქეობა სპორტში ეკრძალება. ასევე, სკოლებს ეკრძალებათ, გოგონებისთვის შექმნილ სპორტულ პროგრამებში ისეთი პირების ჩართვა, რომლებიც დაბადებიდან მამრობითი სქესის იყვნენ. ,,ბიოლოგიური მამაკაცის მეტოქეობა ქალთან საფრთხის მატარებელია ჩვენი გოგონებისთვის. ეს საშიშია, არასამართლიანია, რეალობის უარყოფაა და უბრალოდ არასწორია”, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.
მეტი...,,ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საგზაო ნაწილის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია იგეგმება. „გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო არეალი, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. დედაქალაქში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით ეს საკმაოდ პრობლემური ადგილია, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობა LED ლამპიონებით. უკვე მიმდინარეობს სადენების მიწის ქვემოთ ჩატანა. ასევე, უსაფრთხოების…
მეტი...,,სევდიანი დღე საქართველოში” – ფიშერი
,,სევდიანი დღე საქართველოში. პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იზრდება. ეს საქართველოს EU-სგან სულ უფრო მეტად აშორებს”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ,,სევდიანი დღე საქართველოში. გასულ კვირას, შობის დღესასწაულზე ყველა საუბრობდა სიყვარულსა და მშვიდობაზე, ბედნიერ ახალ წელსა და ერთიანობაზე დროშის დღეს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იზრდება. ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს. ეს ასე არ უნდა იყოს. ასე არ უნდა იყოს”, – წერს ფისერი.
მეტი...თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125-ლარით გაიზრდება. საჯარო ბაღებში დაგეგმილ სიახლეზე საზოგადოებას ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. „ეს არის მიმართულება, სადაც თანამშრომლებს ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ და ამ მხრივ ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს იყო წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრის დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები იზრდება საშუალოდ 25%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.…
მეტი...ჩინეთი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ
ტინგრის ოლქში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. მიწისძვრით დაზარალებული მაცხოვრებლები სოფელ კურუმკში, ქალაქ ჩანკსუოში, ტინგრის საგრაფოში, ქალაქ სიგაჭეში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და შეძლებისდაგვარად, ადგილზე მიეწოდებათ ყველას საჭიროება. პარალელურად, ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები მოხალისეებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ, ტინკრის ოლქში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაზარალებულებისთვის დროებითი თავშესაფრები სხვადასხვა ადგილას მოეწყო.
მეტი...გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა – დაღუპულია 4 ადამიანი
თბილისი – ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, ხოლო თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.
მეტი...თბილისში ავარიას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას მე-5 კლასელი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, ლილოს დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი თბილისის 168-ე საჯარო სკოლა მოსწავლე იყო. „თბილისის 168-ე საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს მე-5 კლასის მოსწავლის, ამანათაშვილი მიშიკოს ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე, ჩვენი უსაყვარლესი მიშიკო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. უფალთან იყოს შენი სავანე ონავარო ბიჭო“, – ნათქვამია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო.
მეტი...რას ელოდება ჩინეთი აშშ-ის ახალი პრეზიდენტისგან?!
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სიტყვით გამოსვლისას ჩინეთთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი ვერასდროს გადააჭარბებს შეერთებულ შტატებს. მისივე განცხადებით, ვაშინგტონი მართავდა კავშირებს პეკინთან მისი პრეზიდენტობის პერიოდში ურთიერთობა კონფლიქტური არასდროს ყოფილა. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში იყო აღმავლობაც და ვარდნაც, თუმცა, საბოლოოდ, თანამშრომლობა იყო სტაბილური და დონალდ ტრამპთანაც თანამშრომლობის იმედი აქვთ. „გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებმა აღმავლობა და ვარდნა განიცადა, მაგრამ მთლიანობაში ის დარჩა სტაბილური დარჩა. ორი პრეზიდენტის სტრატეგიული ხელმძღვანელობით, მხარეებმა კონსულტაციების შედეგად ჩამოაყალიბეს ორმხრივი კავშირების რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპი, ჩაერთნენ დიალოგსა და თანამშრომლობაში, განაახლეს და შექმნეს კომუნიკაციის…
მეტი...ომბუდსმენი გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმას გმობს და შესაბამის სამსახურს გამოძიების სრულყოფილად ჩატარებისკენ მოუწოდებს
,,საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს”, – ამის შესახებ ომბუდსმენი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საგამოძიებო სამსახურს გამოძიების სრულყოფილად ჩატარებისკენ მოუწოდებს. „საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. ცნობისთვის, „გახარია –…
მეტი...,,ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ” – გიორგი გახარიას პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ
,,გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ბათუმში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ,,დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ. დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. დანარჩენი მოგვიანებით”, – წერს გიორგი გახარია. ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ
მეტი...ზელენსკი დღეს ვარშავაში დონალდ ტუსკს შეხვდება
დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. 2025 წლის პირველი იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ხელმძღვანელობდა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი ეცდება, უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს.
მეტი...დაწესებულებები, რომლებიც 15 იანვარს იფიცებიან და საქმიანობას აჩერებენ
დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას „იფიცება საქართველო!“ იწყებენ. ორგანიზატორების თქმით, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც აცხადებენ, რომ უერთდებიან გაფიცვას და 15 იანვარს აჩერებენ საქმიანობას: „PSP ჯგუფი“ – კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცვას უერთდებიან, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სამედიცინო სფეროს წარმოადგენენ და მათი გაჩერება 3 საათით წარმოუდგენელია, ჯგუფის წევრი დაწესებულებები 5 წუთის განმავლობაში შეწყვეტენ მუშაობას; Start Business Solutions; „აი სი არ ჯგუფი“; „გასტრონომ ჯგუფი“; „ფაბრიკა“ და მის სივრცეში განლაგებული ობიექტები; „ქართული…
მეტი...,,მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება” – მეზვრიშვილი გახარიაზე თავდასხმაზე
პარტია ,,საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე იკვეთება მტკიცებულებების განადგურება. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ადგილას პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა. ,,დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ”, – წერს მეზვრიშვილი. ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ
მეტი...,,მოგიწოდებთ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი” – ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
,,მოგიწოდებთ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში”, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. ,,მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განგრძობადი რეპრესიები, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება საქართველოში მიუღებელია. ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე, მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
მეტი...შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ბათუმში „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ
მეტი...,,ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს” – ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს. „ჩვენ ეს არასდროს გვიცდია და ამას არც არასდროს გავაკეთებთ. ირანს ვინმეს მკვლელობა არასდროს უცდია და დაუგეგმავს. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე ვიცი“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზად არის. „პრობლემას დიალოგი არ წარმოადგენს. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ რის შესახებაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და არა პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.
მეტი...სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი დააკავეს
სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი გამომძიებლებმა მეორე მცდელობის შემდეგ დააკავეს. BBC-ის ცნობით, სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულებისთვის იუნ სუკ ოილის რეზიდენციასთან პოლიციამ დაახლოებით 1000 ოფიცერი განათავსა. იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ პოლიციას იუნ სუკ იოლის დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ თანამდებობაზე აღადგინოს. იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა იუნ სუკ იოლი სასამართლოში არ გამოცხადდა და პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში…
მეტი...ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ
,,გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, გვიან ღამით, ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა სასტუმრო ,,შერატონში” მოხდა. ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. ,,რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე, ასევე, სხვები (სავარაუდოდ – ვარლამ ლიპარტელიანი) ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას – ყოფილ პრემიერს, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი”, – წერს გელა მთივლიშვილი. გახარას ექიმის თქმით, მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. თუმცა, მან კლინიკა საკუთარი ნებით, უკვე…
მეტი...გერმანიამ უკრაინას 155 მმ-იანი ჭურვები და დრონები გადასცა
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების სია განაახლა, რომელიც ათასობით საარტილერიო ჭურვისა და დრონის მიწოდებას ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოდან გერმანიამ უკრაინას 155 მმ კალიბრის 14 000 ჭურვი და 122 მმ კალიბრის 19 000 ჭურვი, ასევე Leopard 1 ტანკების საბრძოლო მასალა გადასცა. კიევმა ასევე მიიღო HF-1 ტიპის 600 თავდასხმის დრონი, VECTOR-ის ტიპის 50 სადაზვერვო დრონი, RQ-35 HEIDRUN ტიპის 46 სადაზვერვო დრონი და SONGBIRD-ის ტიპის 43 სადაზვერვო დრონი. გერმანიის მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარება ასევე მოიცავდა 120 მმ-იან 11 000 საბრძოლო მასალას ნაღმმტყორცნებისთვის, საველე სათვალეებს, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, RCT-30 Boxer-ის ქვეითთა…
მეტი...უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა. რაკეტები დაფიქსირდა ხარკოვის ოლქის სამხრეთით, ასევე სუმის ოლქში და უკრაინის სხვა ტერიტორიაზე. სამხედროებმა ჩერნიგოვის რაიონის ქალაქ პრილუკის მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
მეტი...