დანიის პრემიერმა და დონალდ ტრამპმა გრენლანდიის საკითხი განიხილეს

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ფრედერიქსენის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და გრენლანდიას. „საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს განცხადებას, რომ გრენლანდია არ იყიდება და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილება თავად გრენლანდიამ უნდა მიიღოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

მეტი...

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. შეზღუდვები 200-ზე მეტ იურიდიულ პირს შეეხო. სანქციების სიაში ასევე არის ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური“. სიაში მოხვდა რამდენიმე ქარხანას, ასევე „პოჩტა-ბანკი“. შეზღუდვები ასევე შეეხო კომპანიებს ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და თურქეთიდან.

მეტი...

“რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს”- “ბლუმბერგი”

რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს. ინფორმაციას, ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს. გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმა იქნება. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარე – უკრაინაც და რუსეთიც, მზად უნდა იყვნენ დათმობებისთვის.

მეტი...

ბათუმში აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება იყო

ბათუმში აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. შესაბამისი ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი მომიტინგე, სავარაუდოდ დაშავებულია. „მსვლელობის დროს, ჯოხი გადაატეხა ჯერ ერთს, მერე მეორეს დაზარალებული გვყავს, ვერ დგებოდა ადამიანი ფეხზე და პოლიცია არც კი დაინტერესებულა, იდგა სანამ ყურით არ მოვათრიეთ და ჩვენ რის გამო გვიჭერენ ბიჭო” – აცხადებს აქტივისტი რომა მახარაძე.

მეტი...

“დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებს“- მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ორივე ქვეყანას მოუწევს დათმობებზე წასვლა. „ეს ომი უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ჩვენ გვინდა მისი დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს რეალისტი. დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებს“- განაცხადა მარკო რუბიომ.

მეტი...

“ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს”- მედია

მედიის ინფორმაციით, ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება. ისრაელის მედიის თანახმად, „ჰამასი“ ადასტურებს, რომ „პასუხისმეგებლობით“ უპასუხა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების წინადადებაზე. შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.  

მეტი...

“მძევლები მალე გათავისუფლდებიან”- ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმებაზე

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მძევლები მალე გათავისუფლდებიან. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ“– წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება.

მეტი...

საქართველოში, 2024 წელს ფულადი გზავნილების სახით 3.36 მილიარდი დოლარია გადმორიცხული

საქართველოში, გასულ წელს, ფულადი გზავნილების სახით 3.36 მილიარდი დოლარია გადმორიცხული. ამის შესახებ ინფორამციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამავე ცნობით, ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილების მოცულობით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ცნობით, 267 მილიონი დოლარი გადმორიცხეს 2024 წელს გერმანიიდან, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი, საბერძნეთიდან გზავნილებმა 7%-ით, 263 მილიონ დოლარამდე იმატა, ისრაელიდან გზავნილები კი 249 მილიონი დოლარი იყო. „წინა…

მეტი...

რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია როგორც არასდროს მშვიდობიანი იქნება” – უილსონი

„სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს პუტინისგან საკუთარი თავის დისტანცირებისთვის”- ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. უილსონი აცხადებს, რომ რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია მშვიდობიანი და აყვავებული იქნება. “მივესალმები აშშ-სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობას. სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ომის დამნაშავე პუტინისგან საკუთარი თავის დისტანცირებისთვის. რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია როგორც არასდროს მშვიდობიანი და აყვავებული იქნება” – წერს უილსონი.

მეტი...

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა 25 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი. მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები, ასევე კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაში მონაწილე სამხედროები. გათავისუფლებულებს შორის არიან მძიმედ დაჭრილები და დაავადებულები. „და ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ყველა ჩვენიანს არ დავაბრუნებთ“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. სამხედრო ტყვეების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის ტყვეობიდან 25 რუსი სამხედრო გათავისუფლდა.  

მეტი...

„ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი”- პრემიერი

„ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, არჩევნებზე მმართველი გუნდის შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის თითქმის ხუთმაგი სხვაობაა, შესაბამისად, ხელახალ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება. „რა ხელახალ არჩევნებზეა საუბარი, როდესაც არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამართულად და ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი ნება. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ ეს არჩევნები, სხვაობა ჩვენს შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის არის დაახლოებით ხუთმაგი, ასეთ პირობებში საერთოდ რაზეა საუბარი. შესაბამისად,…

მეტი...

„თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის გათვალისწინებული სასჯელი“- კობახიძე

„თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ვერ იქნება ოპოზიციის გადასაწყვეტი. „თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები“, – განაცხაცდა პრემიერმა.  

მეტი...

„საქართველოში პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის მზარდი შემთხვევები შემაშფოთებელია”- ნიდერლანდების ელჩი

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიები შემაშფოთებელია. „საქართველოში პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის მზარდი შემთხვევები შემაშფოთებელია, ქართული საზოგადოება უკეთესს იმსახურებს. დღეს საქართველოში ბედობაა და გთხოვთ, ამ წელს ძალადობას ნუ დავაბედებთ“- წერს ნიდერლანდების ელჩი.  

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოღალატეობრივ ქმედებებზე პასუხის გაცემა მოუწევს”- კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს პარლამენტში სპეციალურ კომისიასთან თანამშრომლობას, მისთვის გასაგებია. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულმა პარტიამ ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. „მესმის მათი განწყობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოღალატე პარტია იმ თავისი ქმედებებით და დანაშაულით, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. ამ ქმედებების შედეგად დაიღუპა არაერთი გმირი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა. გასარკვევია ვისი დავალებით დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიუძღვის, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

ზუგდიდში, აქციაზე დაკავებული აქტივისტი 5000 ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციაზე დაკავებული „დროას“ წევრი და  აქტივისტი მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ სიჭინავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც ქტივისტი აცხადებს, ის ჯარისმის გადახდას არ აპირებს. “სიმართლე გითხრა ამის მოლოდინი არ მქონდა და მზად ვიყავი 10-15 დღე ან რამდენსაც მომისჯიდა უსამართლო სასამართლო გამეტარებინა იზოლატორში, სადაც არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. ჯარიმას, რომლის გადახდაც სასამართლომ დამაკისრა, არ გადავიხდი “ – განაცხადა მარიამ სიჭინავამ. მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარს ზუგდიდში დააკავა. მან საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკი გამოიყენა.

მეტი...

“ჩინეთი და ევროპა ორი მთავარი ძალაა” – რა საუბარი შედგა სი ძინპინსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შორის?!  

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. სი ძინპინმა და ანტონიო კოსტამ მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  ჩინეთი და ევროპა ორი მთავარი ძალაა მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობაში. პრეზიდენტების კომუნიკაციაზე განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა, სადაც დიალოგის შინაარსზე ისაუბრეს. „საუკუნის განმავლობაში, არნახული ცვლილებები სწრაფად ვითარდება და სამყარო ნაკლებად სტაბილურ და გარკვეულ ადგილად გადაიქცევა, დაყოფის, ფრაგმენტაციისა და არეულობის რისკები დიდია. ჩინეთი და ევროპა ორი მთავარი ძალაა მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობაში, ორი დიდი ბაზარი, რომელიც მხარს უჭერს გლობალიზაციას და ორი დიდი ცივილიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ მრავალფეროვნებას. ჩინეთი-ევროკავშირის ურთიერთობებს…

მეტი...

ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა. ის ასევე შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების ძირითადი თემა უკრაინაში ომი და ევროკავშირის მომავალი სამხედრო დახმარების გაგრძელება იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი მორიგი კონფერენცია 2026 წელს პოლონეთში ჩატარდება. მედიის ცნობით, ლიდერებმა ასევე განიხილეს ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის საკითხიც.

მეტი...

თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია იმართება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ათასობით დემონსტრანტმა გზა გადაკეტა. აქციის ორგანიზატორთა ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე მათი წარმომადგენელი იერუსალიმში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ეს იქნება ყველაზე გრძელი ღამე“, რადგან ისინი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე „ჰამასის“ პასუხს ელოდებიან. აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ მძევლების ფოტოები და ბანერები წარწერები: „შეაჩერე სისხლიანი ომი“. დემონსტრანტები სკანდირებენ: „ბოლო მძევლის დაბრუნების გარეშე გამარჯვება არ იქნება“.

მეტი...

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი სერგეი კაპირკინი დაიბარეს. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ელჩს გადაეცა საპროტესტო ნოტა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ეთერში გასული გადაცემის გამო, სადაც სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ხელოვნურად შექმნილი ნარატივები გაჟღერდა“, – განაცხადეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

მეტი...

,,ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

,,ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს, დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. „საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,ჩანაწერები წაშლილი არ არის და ყველა ვიდეო არსებობს” – ბათუმის „შერატონის“ მენეჯერი

,,პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია”, – ამის შესახებ ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერმა, მეგი ჟღენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ეს არის სასტუმრო, რომელიც შორს არის პოლიტიკისგან. ჩვენი მხრიდან მოხდა ყველაფერი სწორად. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. არაფერი წაშლილი არ არის, ყველა ჩანაწერი არსებობს და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ისე სხვა, ნებისმიერ უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნით. სასტუმროს შემოსასვლელში იყო სისხლი. ის ტერიტორიაა, სადაც სტუმრები მოძრაობენ და შესაბამისად დასუფთავდა. პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა, თუმცაღა სხვა, ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, ყველაფერი…

მეტი...

დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა

დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს. ცნობისთვის, საქართველოში დღეს 3-საათიანი „გამაფრთხილებელი გაფიცვა“ მიმდინარეობს. დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3-დან 6 საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები, ოფისები და საწარმოები. მოქალაქეები გაფიცვის შემდეგ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქციას შეუერთდებიან. მათი მთავარი მოთხოვნები საპროტესტო აქციებზე დაკავებულო მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

მეტი...

,,ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე” – ფაშინიანი

,,ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი საუბრობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რეგიონის მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაზე. „ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია, ვიდრე ოდესმე. ეს ურთიერთობები ეფუძნება ბუნებრივ ინტერესებს, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველი და სტაბილურობის გარანტია. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა. სომხეთის რესპუბლიკამ წარადგინა კონსტრუქციული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანთან ურთიერთობების ყველა არსებულ საკითხზე. სომხეთმა…

მეტი...

გამომძიებლები სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დასაკავებლად კედელზე გადაძვრნენ და მავთულხლართები გადაჭრეს

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, გამომძიებლები კედელზე გადაძვრნენ და მავთულხლართები გადაჭრეს, რომ დაკავების ოპერაცია განეხორციელებინათ. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ თანამდებობაზე აღადგინოს. იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა იუნ სუკ იოლი სასამართლოში არ გამოცხადდა და პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით იუნ სუკ იოლს ბრალი ამბოხებაში ედება. სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი დააკავეს  …

მეტი...

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის თანამდებობაზე კონსტანტინე ტასულასი წარადგინა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა პრეზიდენტის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე ტასულასი წარადგინა. საბერძნეთის კონსტიტუციის თანახმადა, პრეზიდენტის ასარჩევად პარლამენტში შესაძლებელია გაიმართოს ხუთი ტური. პირველი ორი კენჭისყრისთვის საჭიროა 200 დეპუტატის ხმა, მესამე კენჭისყრისთვის 180, მეოთხე კენჭისყრას 151 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო პრეზიდენტი თუ კვლავ ვერ იქნება არჩეული, მეხუთე კენჭისყრა ფარდობითი უმრავლესობით წყდება. მოქმედ პრეზიდენტის, კატერინა საკელაროპულუს ხუთწლიანი ვადა მარტში იწურება და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად პარლამენტში კენჭისყრა თებერვლის შუა რიცხვებამდე უნდა ჩატარდეს.

მეტი...

,,პარიზი მკტიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც ილონ მასკია” – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი

,,პარიზი მტკიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკია”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ განაცხადა. მისი თქმით, Space-X-ისა და ტესლას მფლობელი „ახალ მსოფლიო უწესრიგობასთან“ ასოცირდება, რაც საფრთხეს უქმნის თავდაცვის ყველა არსებულ წესს. საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანსუა ბაირუმ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის, პანამის არხისა და კანადის შემოერთების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მუქარა უწოდა და განმარტა, რომ დროა საფრანგეთმა გლობალურ ძალებს საკუთარი სახე და ძალისხმევა დაანახოს.

მეტი...

,,გამაფრთხილებელ გაფიცვას” სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, გაფიცულ მოქალაქეებთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. საქართველოში დღეს 3-საათიანი „გამაფრთხილებელი გაფიცვა“ მიმდინარეობს. დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3-დან 6 საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები,  ოფისები და საწარმოები. მოქალაქეები გაფიცვის შემდეგ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქციას შეუერთდებიან. მათი მთავარი მოთხოვნები საპროტესტო აქციებზე დაკავებულო მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა. გაფიცვა დაიწყო – ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს

მეტი...

გაფიცვა დაიწყო – ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს

ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3-დან 6 საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები, ოფისები და საწარმოები. თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე ქუჩაში დგას, ნაწილი კი პროტესტს ოფისებიდან უერთდება. დილიდან თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების სხვადასხვა შენობებზე საპროტესტო ბანერები გამოჩნდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომლის მთავარი მოთხოვნები საპროტესტო აქციებზე დაკავებულო მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა. დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას აანონსებენ  

მეტი...

,,ახალი წლების შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა” – სალომე ზურაბიშვილი

,,ახალი წლების შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რომლის მიზანია პროტესტის გაჩერება, რომელიც არ გაჩერდება”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ,,ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმი ახალ ეტაპზე,რომელიც აშკარად ხმარობს ყელა იმ საშუალებებს რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც პუტინის რეჟიმს. ამის მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ დაბიში მოქალაქის მიმართ. დეპუტატებს, რომლებსაც სხვა თუ არაფერი გააჩნიათ და უნდა გააჩნდეთ თმენის ვალდებულება, მაგრამ არ ჩანს…

მეტი...

,,ექსპერიმენტით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის შესაძლებლობა” – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა 2024 საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ბექა კვიციანმა იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე ისაუბრა, რაც გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და განაცხადა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. მისივე თქმით, ასევე, ჩატარდა არჩევნებზე გამოყენებული მარკირების სითხის ქიმიური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში, ულტრაიისფერი სხივებით დანათებით ნათებას ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში, ხელის მრავალჯერადი…

მეტი...

,,არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა მტკიცებულება” – პროკურატურა

,,არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა”, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ბექა კვიციანმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა იმ პირს, ვინც მიუთითებდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მიეცა შესაძლებლობა მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ მტკიცებულებები, მათ მიერვე გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით. თუმცა, მათმა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა, ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე. ,,აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა…

მეტი...

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა. საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 315-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო საყოველთაო მობილიზაციის შესახებ 310-მა დეპუტატმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ეს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საერთო მობილიზაციის გასახანგრძლივებლად ჩატარებული მე-14 კენჭისყრაა.

მეტი...

,,ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს” – სალომე ზურაბიშვილი

,,ერთ მხარესაა რეჟიმი და მეორე მხარეს საზოგადოება. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. ,,მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ დაგვაშინოს რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი. არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები – იქნებიან ეს დეპუტატები თუ კერძო ადამიანები, რომლებიც თავს ნებას აძლევენ სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე ძალადობრივი რეჟიმის. ასე, რომ ერთ მხარესაა რეჟიმი და მეორე მხარეს…

მეტი...

,,არ შეიძლება EU-სთან მჭიდრო ურთიერთობების უპირატესობებით ისარგებლო, როცა აღებულ ვალდებულებებს არ იცავ” – სტენერგარდი

,,არ შეიძლება EU-სთან მჭიდრო ურთიერთობების უპირატესობებით ისარგებლო, როცა აღებულ ვალდებულებებს არ იცავ”, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა რიქსდაგში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ,,2024 წელს რამდენიმე კანონი იქნა მიღებული, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასა და ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას ზღუდავს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთო-ს დამკვირვებლებმა, დარღვევების შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 28 ნოემბერს ,,ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ პარტია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ აპირებს და ასევე, იმავე პერიოდში…

მეტი...

წვიმა, ნისლი და ქარბუქი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. დედაქალაქში – ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. 16 და 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 – 17 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +11 +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16 -17 იანვარს +6,+8 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 – 17 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +14…

მეტი...

რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40-ზე მეტი რაკეტა და 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40-ზე მეტი რაკეტა და 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს. „კიდევ ერთი მასიური რუსული შეტევა. შუა ზამთარში რუსების სამიზნე უცვლელი რჩება: ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი აირისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს. თავდასხმის დროს 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. მათგან, სულ მცირე, 30 განადგურდა. ასევე, 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის და „რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს გაცემული დაპირებები ბოლომდე ჯერ კიდევ არ შესრულებულა.

მეტი...