გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა. როგორც მან მედიას განუცხადა, უკრაინაში მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა და აპირებს განიხილოს ომში მყოფი ქვეყნის შემდგომი დახმარება. ის გაეცნობა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასაც. ,,ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანია, როგორც ნატოს უდიდესი ქვეყანა ევროპაში, მხარს უჭერს უკრაინას ბევრ სხვა მოკავშირესთან ერთად“, – თქვა პისტორიუსმა.
მეტი...დღე: იანვარი 14, 2025
,,ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გამოცემა ,,ბათუმელების” დამფუძნებელს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის. მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მარტისთვის ჩაინიშნა.…
მეტი...ბელარუსში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ხელისუფლების ოპონენტებს შვილების ჩამორთმევა ემუქრებათ
ბელარუსში კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც ხელისუფლების ოპონენტებს შვილების ჩამორთმევა ემუქრებათ. შესაბამისი კანონი გასული წლის 30 დეკემბერს მიიღეს და ის ძალაში, პრემიერმინისტრის ხელმოწერის შემდეგ, იანვრიდან შევიდა. დოკუმენტის სახელწოდებაა ,,მინისტრთა საბჭოს დადგენილება სოციალურად სახიფათო მდგომარეობაში მყოფი და სახელმწიფოს დაცვის საჭიროების მქონე ბავშვთა აღიარების შესახებ”. დადგენილების მიხედვით, სახელმწიფოს შეუძლია მშობლებს შვილები ჩამოართვას, თუ ბავშვს ,,სოციალურად სახიფათო მდგომარეობა” აქვს, მათ შორის, თუ არასრულწლოვანზე მზრუნველი პირი ადმინისტრაციული მუხლით არის გასამართლებული. ასევე, ბავშვის ჩამორთმევის საფუძველს იძლევა: ,,დადგინდა ფაქტები მშობლებთან დაკავშირებით, რომ ისინი არ აკონტროლებენ ბავშვის ქცევას და ადგილსამყოფელს”; ,,ორივე მშობელი ან ერთ-ერთი მშობელი 3 თვეზე მეტია…
მეტი...ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარის“ ნომინანტების გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო
ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტების გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო. ცერემონია მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა ჰოლივუდში შექმნილი სტიქიური ვითარების გათვალისწინებით, ის ჯერ 19 იანვრისთვის გადაიტანეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ნომინანტებს 23 იანვარს დაასახელებენ. არსებული ინფორმაციით, გაუქმდა 10 თებერვალს დაგეგმილი, ოსკარის ნომინანტების საზეიმო ვახშამიც. უცვლელი დარჩა მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიის თარიღი, რომელიც 2 მარტს შედგება.
მეტი...მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა პაატა დიასამიძემ სასამართლოს მიმართა, რომ ამაღლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათას ლარიანი გირაო გამოიყენოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესი თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ბრალდების მხარე მზია ამაღლობელისთვის ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება და მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
მეტი...,,იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება” – ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და მისი ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს. იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება. დაე, საქართველოს დროშა მუდამ ამაყად ფრიალებდეს!“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...უკრაინამ დრონებით რუსეთში ქიმიური ქარხანა დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით, დრონებით რუსეთში, ქალაქ ყაზანში მდებარე ქიმიური საწარმო დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს არის რუსეთში ერთადერთი ქარხანა, რომელიც მაღალი სიმკვრივის პლასტიკს აწარმოებს. მედიის ინფორმაციით, ასევე, ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანა, რომელიც მაღალი და საშუალო სიმკვრივის მქონე პოლიეთილენს ამზადებს. „ტელეგრამში“ სხვადასხვა ჯგუფები ქარხანაში დრონების შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძრის ვიდეომასალას ავრცელებენ. ინფორმაციის თანახმად, დრონებმა ქარხანაში მდებარე გათხევადებული გაზის საცავს დაარტყეს. ქარხანაზე შეტევა დაადასტურა თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რუსტამ მინინხანოვმა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, თავდასხმას მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია.
მეტი...ორთაჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა. „საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები. თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. ასევე, დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და მოხდება ტერიტორიის დასუფთავება. მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი…
მეტი...ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ბრალდების მხარე მზია ამაღლობელისთვის ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება და მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სასამართლო პროცესს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილი ესწრება, დასწრების მსურველ კიდევ ერთ ნაწილს კი დარბაზში არ უშვებენ. ისინი სკანდირებენ: „შეგვიშვით“.
მეტი...,,ანუ ინტრიგანობა, პროვოკატორობა, მერე ძველბიჭობა და მერე ჩივილი რანაირი ქართულია?” – მამუკა მდინარაძე
„ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ კალამი და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან. ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ რომ აქციონ“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აბუ-დაბიში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატსა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის დაპირისპირებას. „ნაცის” „ბლატაობა”, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაში გამოიხატება: ჯერ უნდა იუზრდელოს, მერე უნდა იპროვოკატოროს და იძველბიჭოს თან, ნაცმა, რომლების 80%-ზე მეტი სადარბაზოებიდან თავს ვერ ყოფდნენ თავის დროზე, იძველბიჭოს, იგინოს, დედა იგინოს და ყურს შეაჩვიოს ეს დედის გინება თითქოს…
მეტი...ცნობილია, რა თანხას მიიღებს კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლის შემდეგ
,,ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ოთხშაბათს გახდეს ცნობილი”, – წერს ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი. „კლუბებმა პოზიციები დაახლოვეს, მაგრამ გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. მოლაპარაკებები ფრთხილად მიმდინარეობს, რათა მხარეებს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდეს. „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს ითხოვს. პარიზელებმა ვაჭრობა 65 მილიონიდან დაიწყეს და მზად არიან, მაქსიმუმ, 75 მილიონი გადაიხადონ. პსჟ ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა კლუბში სიფრთხილეს მაინც ინარჩუნებენ. ქართველი ფეხბურთელი გადასვლის შემთხვევაში ხელფასის სახით სეზონში, მინიმუმ, 8 მილიონ ევროს მიიღებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ტრანსფერზე თანხმობა ზაფხულში განაცხადა, რადგან სურდა შემტევი ხაზის გაძლიერება“,…
მეტი...14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
მეტი...ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის სამ კერას ებრძვიან, დაღუპულია 24 ადამიანი, 23 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
BBC-ის ცნობით, ლოს-ანჯელესში მეხანძრეები ტყის ხანძრის სამ კერას ებრძვიან. ყველაზე დიდი, პალისეიდსის ხანძარი, მხოლოდ 14%-ით არის ლოკალიზებული, სიდიდით მეორე, იტონის ხანძარი, კი – 33%-ით. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარს 24 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი ქარიშხლის ფონზე მიმდინარეობს სასწრაფო მზადება, რადგან ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძრის ახალი კერები გამოიწვიოს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. „ლოს-ანჯელესელ ხალხს : გმადლობთ ერთად დგომისთვის, წარმოუდგენელი დანაკარგის დროს ერთმანეთისთვის დახმარების გაწევისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი თქვენი უსაფრთხოებაა.…
მეტი...რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა
რუსებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა ჟიტომირის, კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავას, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
მეტი...სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ
სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოაწერენ. ხელმოწერის ცერემონია, დღეს სომხეთის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
მეტი...,,ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას” – ჯინ შაჰინი
,,ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას”, – ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაავრცელა. „ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკამ ნატო-ს მსგავსი ალიანსები გააფართოვა და გააძლიერა და გლობალური კოალიცია გააერთიანა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის უკანონო და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას – დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ჩვენს მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, როდესაც ისინი ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს უქმნიან; საქართველოს…
მეტი...,,ვიცი, რომ პუტინს შეხვედრა სურს და მე ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად” – ტრამპი
„ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინს სურს შეხვედრა და მე ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად. ამას უფრო ადრე გავაკეთებდი, მაგრამ საჭიროა ოფისში ყოფნა. ზოგიერთი რამისთვის საჭიროა, იქ იყო“, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. კითხვაზე, რა არის ომის დასრულების მისი სტრატეგია, ტრამპმა Newsmax-ს განუცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული. „არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული. ვერ წარმომიდგენია, ის ძალიან აღფრთოვანებული იყოს იმით, თუ როგორ მიდის საქმე, რადგან მისთვისაც არ მიდის სავსებით კარგად“, – აღნიშნა ტრამპმა.
მეტი...ზელენსკიმ და მაკრონმა უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებაზე ისაუბრეს
უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განთავსების საკითხი განიხილეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამ“ არხზე ამბობს, სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და კურსკის ოპერაციაში უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატება. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ მოკავშირეებთან მშვიდობის მისაღწევად და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების შემუშავების მიზნით.
მეტი...,,პუტინი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მან ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია” – ბაიდენი
„როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, იგი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც კიევის ცენტრში იდგა და არა ის. პუტინს ეს არასდროს გაუკეთებია”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, ის იყო ერთადერთი მთავარსარდალი, ვინც საომარი მოქმედებების ზონას ეწვია, რომელსაც აშშ არ აკონტროლებს. მისი თქმით, დღეს უკრაინას ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს. „ჩვენ უკრაინელებს პუტინის შეჩერებაში დავეხმარეთ და ახლა, თითქმის სამი წლის შემდეგ, პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს…
მეტი...,,მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს!” – უილსონი
,,მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს!”, – წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე. ,,მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს! უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!”, – წერს უილსონი.
მეტი...რუსეთის ორი აეროპორტი დროებით დაიხურა
რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინული დრონების შეტევის გამო, დროებით დაიხურა პენზისა და ულიანოვსკის აეროპორტები. იქამდე, ,,როსავიაციამ” ფრენები შეაჩერა კალუგასა და ტამბოვის აეროპორტებში, თუმცა, ამ დროისათვის, იქ შეზღუდვები უკვე მოხსნილია.
მეტი...ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში მომხადარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ასევე, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც, ამ დროისთვის, კლინიკაში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ასაკოვანი მამაკაცი. აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
მეტი...