დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის მეთერთმეტე სართულზე გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი. .ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.    

მეტი...

სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა  სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გააფორმეს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ვაშინგტონში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. „ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებში. ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას“, – განაცხადა ბლინკენმა. მისი თქმით, შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც ორ ქვეყანას აძლევს საგზაო რუკას, რათა გააფართოვონ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, მართლმსაჯულების სფეროებში და გააღრმავონ ხალხთაშორისი ურთიერთობები.

მეტი...

“ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მზად არის”- ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენი აცახდებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მზად არის განსახორციელებლად. თუმცა აღნიშნავს, რომ ამისთვის, „ჰამასის“ თანხმობაა საჭირო. „მჯერა, ჩვენ მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტას“- ამბობს ბლინკენმა. ბლინკენის თქმით, სხვადასხვა მოვლენამ გაართულა შეთანხმების დასრულება. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენმა ინტენსიურმა ძალისხმევამ მიგვიყვანა საბოლოო შეთანხმების ზღვარზე. კვირას შეერთებულმა შტატებმა, კატარმა და ეგვიპტემ წარმოადგინეს საბოლოო წინადადება. ბურთი ახლა ჰამასის მოედანზეა“, – განაცხადა ბლინკენმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

“ამერიკა თანახმაა! სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად აცხადებს”- კონგრესმენი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ამერიკა ეთანხმება “ევროპული სახალხო პარტიის” რეზოლუციას, რომელიც საქართველოში ახალ არჩევნებს მოითხოვს. “მივესალმები “ევროპული სახალხო პარტიის” ერთხმად მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებისა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად აცხადებს. ამერიკა თანახმაა!” – წერს უილსონი.

მეტი...

აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები გამოკითხვაზე იმყოფებიან

აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული ადამიანები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“- აცხადებენ საელჩოში. აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მეტი...

ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლიან

აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის. ამის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა. „აფხაზეთის მთავრობა ჩართულია ყველა საკითხში. შემთხვევის შედეგად დაზარალებული დროებით დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე ქალაქ თბილისის მერიასთან და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების გაწევა. ამ დროისათვის უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ყველა პირი კლინიკიდან გაწერილია, დარჩენილია მხოლოდ ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისიც…

მეტი...

“საკმაოდ სახიფათოა საქართველოში ჟურნალისტობა”- მიხაილ როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში  მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოში ჟურნალისტობა სახიფათოა. “თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება. საქართველოში ის უკვე გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაშია. ახლა უკვე საკმაოდ სახიფათოა საქართველოში ჟურნალისტობა. მადლობა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს დისკუსიისთვის დემოკრატიაზე, რომელიც ჩამოშლის პირასაა. ყველა მზერა საქართველოზე!” – წერს როთი.  

მეტი...

მსახიობებმა ახმეტელის თეატრში საპროტესტო ბანერი ჩამოკიდეს

მსახიობებმა რუსთაველის თეატრის შენობაზე საპროტესტო ბანერი ჩამოკიდეს. მათი მოთხოვნა უცვლელია – ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაპატირებული ადამიანები. ისინი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია შეუერთდებიან. საპროტესტო აქცია იყო თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. პირდაპირი ეთერის მოთხოვნით, ჟურნალისტები იმყოფებიან აჭარის ტელევიზიასთანც.

მეტი...

რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრის დანიშვნა იგეგმება

სლოვაკეთში ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრის დანიშვნას გეგმავს.  მათი თქმით, ისინი კენჭისყრას უახლოეს დღეებში ჩანიშნავენ. „რობერტ ფიცომ დატოვა სლოვაკეთი. იმის ნაცვლად, რომ სამშობლოში ყოფილიყო და პრობლემების გადაჭრაზე ემუშავა, ის მოგზაურობს მსოფლიოში და ქედს უხრის დიქტატორებს“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ.

მეტი...

“უკრაინამ და მოლდოვამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტონ”- რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი

“უკრაინამ და მოლდოვამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტონ” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. პატრუშევი ამბობს, რომ  კიშინეუს ანტირუსული პოლიტიკა გამოიწვევს იმას, რომ მოლდოვა სხვა ქვეყნის ნაწილი გახდება ან არსებობას შეწყვეტს. „ნეონაცისტური იდეოლოგიის ძალადობრივი აღსრულება და მძვინვარე რუსოფობია ანადგურებს უკრაინის ერთ დროს აყვავებულ ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს, ოდესას, ნიკოლაევს, დნეპროპეტროვსკს“- აცხადებს ის.

მეტი...

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალქეებმა  რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა, კვლავ, გადაკეტეს. პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან მსახიობები. უწყვეტი პროტესტის 48-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული მოქალქეების  გათავისუფლებაა. აქცია მიმდინარეობს, აჭარის ტელევიზიასთან.

მეტი...

“ბაიდენმა უკრაინაში წარუმატებლობა განიცადა”- ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში წარუმატებლობა განიცადა. „ბაიდენმა უკრაინაში წარუმატებლობა განიცადა. მას ჰქონდა შესაძლებლობა, სწრაფად და გადამწყვეტად მოეგო ომი – ეს არ გააკეთა. სამაგიეროდ, მან აირჩია „რამდენი ხანიც საჭირო იქნება“ და ესკალაციის მენეჯმენტი, რაც ამერიკულ ოჯახებს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის“- წერს ჯო უილსონი.

მეტი...

აჭარის ტელევიზიასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია  მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები პირდაპირ ერთერს ითხოვენ. მათი თქმით, ეს ტელევიზია ეწევა პროპაგანდას და  მოქალაქეების დაკავებას უკვეთავს. გარდა ამის, აცხადებენ რომ  ტელევიზიის თანამშრომლებმა, კოლეგის მზია ამაღლობელის, დაკავებას სათანადო ყურადღება არ დაუთმეს. „ეს დაწესებულება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი. მე დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არის შსს-ს დანაყოფი. მათი წამყავანის შეჩერება და ჩემი გამოძევება უზრუნველყო პოლიციამ“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მეტი...

“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები მიუღებელია”- ესტონეთის საგარეო უწყება

ესტონეთი ყველა ჟურნალისტის გათვისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც “უსამართლოდ” დააკავეს ბათუმსა და თბილისში. განცახდებას, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებები, მიუღებელია. ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების თანათავმჯდომარე”, ყველა ჟურნალისტის გათვისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 7 მოქალქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. დღეს სასამართლოში დაკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები მათ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალი ნაწილიდან არ გადადიოდნენ. რესტორანში დაკავებულებს: ზურაბ მანჩხაშვილს – 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს – 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს -15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მეტი...

დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას აანონსებენ

დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას აანონსებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მეტი...

“საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს”- ლავროვი

საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას 3+3 მექანიზმის შექმნის შესახებ მხარი აქტიურად დავუჭირეთ – სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და მათი სამი მეზობელი: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, თურქეთი, ირანი“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, საქართველოსთვის ადგილი კვლავ ხელმისაწვდომი რჩება. „პირველი კონტაქტები უკვე შედგა. ჩვენს ქართველ მეზობლებს მათთვის განკუთვნილი ადგილი ჯერ არ დაუკავებიათ, მაგრამ ეს ადგილი იმ მაგიდასთან, სადაც ჩვენ რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩება“,…

მეტი...

ბლინკენი და ოსტინი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მშვიდობის პუტინისეული გეგმა მდგრადი მშვიდობის მომტანი არ არის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მშვიდობის პუტინისეული გეგმა მდგრადი მშვიდობის მომტანი არ არის. The New York Times-თვის დაწერილ ერთობლივ სტატიაში ისინი შტატების მომავალ ლიდერსა და მის ადმინისტრაციას უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ნაადრევი ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არმიას ძალების მოკრების საშუალებას მისცემს. ბლინკენი და ოსტინი წერენ, რომ უკრაინის გადასარჩენად და ამერიკის უსაფრთხოებისთვის საჭიროა ძალაზე დაფუძნებული მშვიდობის პოლიტიკის გატარება. მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ და გააძლიერონ კიევის პოზიციები მოლაპარაკებების დასაწყებად, იმ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და იურისტებს ხვდება

ამ წუთებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვდებიან. კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილის ახალ ოფისში იმართება. ადგილზე იმყოფებიან იურისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც. გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის ლიდერები ერთობლივ დოკუმენტს ამზადებენ, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი გზა, რომელიც ქვეყანას ახალ არჩევნებამდე მიიყვანს.

მეტი...

,,ჩინეთი ტიკტოკის მიყიდვას ილონ მასკისთვის გეგმავს” – The Guardian

The Guardian-ის ცნობით, ჩინელი მაღალჩინოსნები ტიკტოკის ამერიკული ოპერაციების კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისთვის, ილონ მასკისთვის მიყიდვის იდეას განიხილავენ. გამოცემის ინფორმაციით, პეკინში ამ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდეოპლატფორმის აკრძალვის თავიდან აცილება ვერ მოხერხდება. ერთ-ერთი ვერსიით, ტიკტოკის ამერიკულ ოპერაციებზე კონტროლს მასკის სოციალური პლატფორმა X-ი აიღებს. ცნობისთვის, 2024 წლის აპრილში აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც ამერიკაში ტიკტოკის მფლობელ კომპანია ByteDance-ს წილების გაყიდვას აიძულებს. ამერიკის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კომპანია ByteDance-ი ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის ხელისუფლებას გადასცემს, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მეტი...

,,დროა დავიწყოთ ფიქრი იმ გეგმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს მოპარული ხმების დაბრუნებაში” – იუკნევიჩიანე

,,დროა დავიწყოთ ფიქრი იმ გეგმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს მოპარული ხმების დაბრუნებაში. სხვა გზა არ არის”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ. ,,რაც ახლა საქართველოში ხდება მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის არ არის, რომელიც ევროპის პერიფერიაზე ხდება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც იქ ხდება. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია: არაღიარება, სანქციები და ახალი არჩევნები. პირველი, არაღიარება – ,,ქართული კოშმარი” სასოწარკვეთილად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზიტების თავიდან აცილება მოხდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ქართველმა ხალხმა დებიძინიზაციის პროცესი დაიწყო და ისინი ამ პროცესს გააგრძელებენ. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გვხვდებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ არასდროს…

მეტი...

,,ეუთო-ს დამკვირვებლებს საქართველოში არჩევნების დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ” – ლავროვი

„ნახეთ, როგორ დასცინიან ქართველ ხალხს. სხვათა შორის, გვაბრალებდნენ, რომ იქ რაღაც მოვაწყვეთ. ეუთო-ს დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი გაკეთდა სწორად, ლეგიტიმურად, მაგრამ არა, მათ ეს არ მოსწონთ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მის თქმით, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა, ედმუნდო გონსალესმა და ხუან გუაიდომ შესაძლოა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მაგალითს მიბაძონ. „ალბათ, ე.წ. პრეზიდენტები გონსალესი და გუაიდო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მაგალითს მიჰყვებიან. მან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ არსად წავიდოდა და როგორც…

მეტი...

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვარიანტი წარუდგინა

კატარმა ისრაელსა და დაჯგუფება ,,ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო ტექსტი გადასცა, რომელიც ასევე,  2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ტყვეების გათავისუფლებას გულისხმობს. Reuters-ს ერთ-ერთი წყარო უყვება, რომ შეთანხმების პროექტი მოლაპარაკებების შედეგად გვიან ღამე შეადგინეს. მოლაპარაკებებში კონფლიქტის მხარეების გარდა მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ბრეტ მაკგერკი და არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიკტოფი. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ისრაელი და „ჰამასი“ ახლა შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან. ანალოგიური რამ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მხარეებს…

მეტი...

შოლცი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდის წინააღმდეგია, თუ ეს ბიუჯეტის სხვა პუნქტების შემცირებას მოითხოვს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდის წინააღმდეგია, თუ ეს ბიუჯეტის სხვა პუნქტების შემცირებას მოითხოვს. „მე წინააღმდეგი ვარ, რომ ეს თანხები პენსიებიდან ავიღოთ. მე წინააღმდეგი ვარ, რომ ეს გავაკეთოთ ადგილობრივი ბიუჯეტების შემცირების გზით. მე წინააღმდეგი ვარ, რომ ნაკლები თანხა ჩავდოთ სარკინიგზო და საავტომობილო გზებში“, – ამის შესახებ მან ქალაქ ბილეფელდში წინასაარჩევნო ღონისძიების დროს განაცხადა. თუმცა, შოლცი აცხადებს, რომ პარლამენტში არ არის უმრავლესობა, რომელიც მხარს დაუჭერდა გერმანიაში სახელმწიფო სესხების მკაცრი შეზღუდვების, ე.წ. ვალის მუხრუჭის შეჩერებას უკრაინისთვის დახმარების დასაფინანსებლად. ცნობისთვის, გასულ კვირას „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი…

მეტი...

ტრამპის თანამოაზრეებმა კონგრესში გრენლანდიის ყიდვის კანონპროექტი წარადგინეს

Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური“ პარტიის კონგრესმენების ჯგუფმა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მიერ გრენლანდიის ყიდვას გულისხმობს. „რესპუბლიკელმა“ ტენესის შტატიდან ენდი ოგლსმა 10 თანაპარტიელთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი სახელწოდებით „დავუბრუნოთ გრენლანდიას დიდება“. კანონმდებლების თქმით, აღნიშნული კანონის დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გრენლანდიის ყიდვის იურიდიული საფუძველი ექნება. ახალი ინიციატივის თანახმად, ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ დანიასთან გრენლანდიის ყიდვის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს, ხოლო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ის ვალდებული იქნება კონგრესს, როგორც სახაზინო ფულის განმკარგველს, მიმართოს.

მეტი...

,,უკრაინას სამხედრო მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე დაწევა მოუწევს” – სალივანი

,,უკრაინას სამხედრო მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე დაწევა მოუწევს”, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ცოცხალი ძალის დეფიციტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იქცა. სალივანი განმარტავს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან კიევისთვის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის მასობრივად მიწოდების ფონზე, უკრაინა სამხედრო ბრიგადებისა და ბატალიონების შევსების სერიოზული საჭიროების წინაშე დგას.

მეტი...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია არასამთავრობო სექტორთან პირველ შეხვედრას მართავს

ამ წუთებში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია არასამთავრობო სექტორთან პირველ შეხვედრას მართავს. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა თბილისში იმყოფებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი მომხსენებლებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესების შესახებ გააცნობენ ინფორმაციას. ასევე, შეხვედრაზე ისინი მოქალაქეებზე ფიზიკურ ძალადობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანია შეფასდეს, როგორ ასრულებს ვალდებულებებს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი. ევროსაბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც თანამომხსენებლები…

მეტი...

,,საგრძნობლად აცივდება და იწვიმებს” – მეტეოროლოგი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში, განახლებული ამინდის შესახებ წერს: „მთელს ქვეყანაში მომდევნო 1 კვირის განმავლობაში უმეტესად მოღრუბლული და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, საგრძნობლად აცივდება და იწვიმებს დაბლობსა და ბარში, მთიან და მაღალმთიან ზონაში, კი მოსალოდნელია თოვლი. მოგზაურობს ვინც გეგმავთ, უხვთოვლიანი პერიოდი იქნება ზამთრის კურორტებისთვის, შეგიძლიათ ისიამოვნოთ.მართალია თოვლი ყველას მოგვენატრა და თითოეულ ქალაქში სითეთრეს ბედნიერება მოაქვს, მაგრამ ვერ დაგისტურებთ, რომ დაბლობზე ან ბარში ითოვებს, სამწუხაროდ არა“, – წერს მეტეოროლოგი.

მეტი...

თბილისში, აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ, გვიან ღამით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი. „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის ირაკლი კორძახიას თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის, 25 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. „კლინიკაში ამჟამად 25 წლის მამაკაცი რჩება, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არის აპარატულ სუნთქვაზე. ჩვენთან კლინიკაში ასევე კიდევ 2 პაციენტი იყო გადმოყვანილი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის 12 წლის. მოზარდი გარკვეული რეკომენდაციებით ბინაზე ეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა“, –…

მეტი...

,,გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია, თეატრი ყველა აქტივობას აჩერებს” – თუმანიშვილის თეატრი

თუმანიშვილის თეატრი მსახიობ გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო, პროტესტის ნიშნად ყველა აქტივობას აჩერებს. „თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას! ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ! თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს დაგეგმილი ჰქონდა აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია, თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას“, – აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.…

მეტი...

,,ვაგრძელებთ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას საქართველოში, 8,5 მილიონი ევრო უკვე გადამისამართდა მათთვის” – მარტა კოსი

„ქართველი ხალხის მიერ ევროინტეგრაციის არჩევანი არის საკონსტიტუციო ვალდებულებით გაწერილი და ისინი ყოველ ღამე გამოდიან ქუჩაში, რადგან მათ ნათლად სურთ ამის შენარჩუნება”, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დმეონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანზიაციებისა და ჟურნალისტებს წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია. ევროკომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დაფინანსება, რომელიც უშულოდ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ იყო განკუთვნილი და განიხილავს დამატებით გადამისამართებას. ჩვენ ასევე გამოვედით ინიციატივით, ნაწილობრივ შევაჩეროთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზელიბერალიზაციის შეთანხმება, რათა დავაწესოთ სავიზო მოთხოვნები საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური…

მეტი...

,,აშშ-ს არასდროს შეუსრულებია სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში” – პესკოვი

„შეერთებულ შტატებს არასოდეს უთამაშია განსაკუთრებული სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში და შეიძლება, პირიქითაც ითქვას“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, ახალი ქვეყნების ჩათრევას თავის კვალდაკვალ. პესკოვმა ახსენა მნიშვნელოვანი დივიდენდები, რასაც სომხეთი იღებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ფარგლებში. „ორმხრივი ასპექტების გარდა, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრაციის პროცესების ფარგლებში ჩვენი ურთიერთობის ასპექტები, მათ შორის არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. ეს ყველაფერი ერთად არის თანამშრომლობა, რომელიც მნიშვნელოვან დივიდენდებს აძლევს სომხეთსა და მის ხალხს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დღეს…

მეტი...

მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, აქცია იმართება. პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ. ისინი ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა. ,,ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა  

მეტი...

,,სამსუნიდან სარფამდე 509-კილომეტრიანი რკინიგზა აშენდება” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ რიზეში რამდენიმე დღის წინ გამართულ პოლიტიკურ კონგრესზე განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს რკინიგზის ქსელით აღჭურვას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, 509-კილომეტრიანი რკინიგზა, რომელიც თურქეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სამსუნში დაიწყება, ორდუს, გირესუნს, ტრაპიზონს, რიზეს და ართვინს გაივლის და საქართველოს საზღვართან, სარფში დასრულდება. თურქეთის ხელისუფლების პროგნოზით, რკინიგზით ყოველწლიურად ათი მილიონი ადამიანი ისარგებლებს.

მეტი...

დღეს საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტს მონიტორინგის ხასიათი ექნება, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში პერიოდულად ხორციელდება. ვიზიტის დროს, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, საქართველოს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, შეხვედრისას დელეგაციის წევრებს არჩევნებისა და მიმდინარე პროცესების ირგვლივ ინფორმაციას მიაწვდიან. დელეგაცია ვიზიტს 16 იანვარს დაასრულებს.

მეტი...

,,თუ თავდაცვითი ხარჯები არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა მოუწევთ” – რუტე

,,ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავისი ხარჯების პრიორიტეტებს თავდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად. ,,თუ თავდაცვითი ხარჯები არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა მოუწევთ”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „საშუალოდ, ევროპული ქვეყნები იოლად ხარჯავენ თავიანთი ეროვნული შემოსავლის მეოთხედს პენსიებზე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემებზე და ჩვენ გვჭირდება ამ ფულის მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის, რომ თავდაცვა ბევრად უფრო გაძლიერდეს. ჩვენ ახლა უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ არა ოთხ ან ხუთ წელიწადში. თუ თავდაცვითი ხარჯები არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა მოუწევთ ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით.…

მეტი...