ევროკავშირი შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში დემონსტარნტების დაკავებას გმობს. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი წერს. „ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება უნდა მოხდეს. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს“ – წერს ანიტა ჰიპერი.
მეტი...დღე: იანვარი 13, 2025
“პუტინმა ომი დაიწყო საქართველოსა და უკრაინაში, ვინ იქნება შემდეგი სამიზნე?”- რუტე
“წარსულში პუტინი იმუქრებოდა, რომ დაიწყებდა ომს და დაიწყო კიდეც – საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 და 2022 წლებში, ვინ იქნება შემდეგი სამიზნე?”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. რუტე ამბობს, რომ მშვიდობა არ გაგრძელდება თუ პუტინი უკრაინაში თავისას მიაღწევს. „ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, რომელიც გაგრძელდება. მე არ ვიცი როდის ან როგორ დასრულდება ომი, მაგრამ ვიცი, რომ მშვიდობა ვერ გაგრძელდება, თუ პუტინი უკრაინაში თავისას მიაღწევს, რადგან ის ამაზე არ გაჩერდება. წარსულში ის იმუქრებოდა, რომ დაიწყებდა ომს და დაიწყო კიდეც – საქართველოში…
მეტი...მიხაილ როთი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა. მიხაილ როთი აქციაზე დემონსტრანტებს გაესაუბრა. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მან შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სადაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს და ოპოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა.
მეტი...ვენეცია შანხაიში – უძველესი წყლის ქალაქი ჭუძიაძიაო
„შანხაის ვენეცია“ და „მარგალიტის ნაკადი“ – ეს არის წყლის ქალაქი, სახელად ჭუძიაძიაო. ეს უძველესი წყლის ქალაქი მსოფლიოში ცნობილია უნიკალური ხიდებით, რომელიც მინგისა და ცინგის დინასტიების დროს შენდა. ეს არი ხის, მარმარილოსა და ქვის უნიკალური ხიდები, რომლის ნახვის გარეშე ჩათვალეთ, რომ ქალაქი არც გინახავთ. ქალაქი ჭუძიაძიაო 36 სხვადასხვა ფორმისა და სტილის ხიდს მოიცავს, რომელიც ცალკე ისტორიის მატარებელია. ფანგშენგის ხიდი ყველაზე გრძელი ქვის ხიდია ხუთი თაღით. ის 1571 წელს აშენდა. ხიდზე ნახავთ ქვის ფირფიტას წარწერით: დრაკონის ქვის ჭიშკარი და მასზე ამოტვიფრულია 8 დახვეული დრაკონი. ასევე, ხიდის თავზე დგას 4 ქვის ლომი. ქალაქ…
მეტი...“პარასკევს კიევში ჩამოდი“ – ზელენსკი რობერტ ფიცოს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის გამართვის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოწოდებას ეხმაურება. „კარგი. პარასკევს კიევში ჩამოდი“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების საკითხზე მოლაპარაკებების მიზნით შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდა.
მეტი...რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისკენ მოუწოდებს
რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისკენ მოუწოდებს. ბინფორმაციას უკრაინული მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე დაყრდნობით ავრცელებს. „მინდა მთელი ყურადღება გაზის ტრანზიტის შეჩერებასთან დაკავშირებული ვითარების მოგვარებაზე გავამახვილო. დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის განზრახვა არ მაქვს“ – წერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრას სლოვაკეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სთავაზობს. ~
მეტი...„ბაბილოსთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულს 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულ შაკო მაღრაძეს მოსამართლემ 12 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, 300-300 ლარით დააჯარიმა ადვოკატები, რომელთაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ ვერ აიტანა, რომ თავისუფალი ადამიანები აპროტესტებდნენ მათ ქმედებებს და „შური იძია“. „დღეს სასამართლო სამართლიან მართლმსაჯულებას კი არ ეწევა, არამედ სასამართლო გადაიქცა შურისძიების მექანიზმად. დღეს სასამართლომ ის ადამიანი დასაჯა შურისძიების მოტივით. ეს მოსამართლე არის ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა აღნიშნულ რესტორანში. ვერ აიტანა სასამართლომ, რომ თავისუფალი ადამიანები აპროტესტებდნენ მათ ქმედებებს და 12 დღე მიუსაჯა ადამიანს, რომელზეც საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა. ასევე დაგვაჯარიმა ადვოკატები იმიტომ,…
მეტი...პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქცია იმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, საიდანაც მოქალაქეები მსვლელობით ასევე პარლამენტთან გადაინაცვლებენ. აქციას შეუერთდება ფარმაცევტების მარშიც. უწყვეტი პროტესტის 47-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებაა.
მეტი...ბათუმში დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ბათუმში წინასწარი დაკავების იზოლატორთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი „ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ. ჟურნალისტების მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდეს ის. „გვინახავს, როცა ხალხმა გაასამართლა რეჟიმი. არაერთი ძალადობის ფაქტი გაუშუქებია მზია ამაღლობელის მედიას, ეს არის მედია, რომელიც გვერდით გვედგა და უსამართლობას ებრძოდა. დღეს პატრიოტები ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე არიან. საერთაშორისო საზოგადოება სოლიდარობით გადაარჩენს მზია ამაღლობელს”- აცხადებს ერთ-ერთი მონაწილე. პოლიციამ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა
მეტი...იუსტიციის მინისტრმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა
იუსტიციის მინისტრმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. „მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში” – აღინიშნება ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მეტი...„მე ამ რეჟიმთან ერთად საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსს ვერ ვხედავ”- როთი
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ამ რეჟიმთან ერთად საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსს ვერ ხედავს. „მე ამ რეჟიმთან ერთად საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსს ვერ ვხედავ. სწორედ ამიტომ, ახალი ლეგიტიმური მთავრობისთვის, ახალი ლეგიტიმური პარლამენტისთვის, რომელიც ქუჩაში თავისუფლებისთვის გამოსული ხალხის სახელით საუბრობს, ახალი არჩევნები გვჭირდება. ისინი ქუჩაში არა მაღალი პენსიებისთვის ან უკეთესი კეთილდღეობის სახელმწიფოსთვის გამოდიან, არამედ ევროპული ღირებულებებისთვის და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“ – განაცხადა მიხაილ როთმა.
მეტი...„დონალდ ტრამპს ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ მოვახსენე“- უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ დონალდ ტარმპთან შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. „დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ. მას ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა“ და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე. ასევე, მას საქართველოს მეგობრების წერილი გავუზიარე“ – წერს ჯო უილსონი.
მეტი...ბრაზილიაში მეწყერს მსხვერპლი მოყვა
ბრაზილიაში, კოკისპირული წვიმის შედეგად მოწყვეტილმა მიწის მასამ სულ მცირე 7 ადამიანი შეიწირა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მინას-ჟეირასის შტატში მოხდა. შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ დაკარგულების პოვნას, უსახლკაროდ დარჩენილებისთვის ეწყობა თავშესაფრები.
მეტი...რაზე შეთანხმდა ჩინეთი და ბრიტანეთი ეკონომიკურ-ფინანსური დიალოგის ფარგლებში?!
ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ხე ლაფენგმა და ბრიტანეთის ფინანსთა კანცლერმა რეიჩელ რივზმა ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის მე-11 ეკონომიკური და ფინანსური დიალოგი წარმატებით დაასრულეს. მხარეები 69 ურთიერთ სასარგებლო პუნქტზე შეთანხმდა. „მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთ-დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ხელს უწყობს ორივე მხარის განვითარებას. ისინი იმუშავებენ ერთად, რომ შეინარჩუნოს გლობალური ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვები უსაფრთხოდ; ასევე, შეთანხმდნენ, რომ მოეხსნას ორმხრივ ინვესტიციებს დაბრკოლებები და ხელი შეუწყონ არადისკრიმინაციულ და ღია ბიზნეს გარემოს; მხარეებმა მიაღწიეს მრავალ საერთო შეთანხმებას სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ჩინეთ-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების…
მეტი...რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებას აპროტესტებენ
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებას აპროტესტებენ. ისინი კენჭისყრის შედეგების ოფიციალურად დამტკიცებას, მეორე ტურის ჩატარებას და მოქმედი პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის გადადგომას ითხოვდნენ. შეგახსენებთ, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე 2 დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლად დაზვერვის ინფორმაცია დაასახელა, რომლის მიხედვითაც დასტურდება არჩევნებზე რუსეთის გავლენა. ბრალდებები უარყო მოსკოვმა. ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად უკვე დასახელდა 4 და 18 მაისი. ჯერჯერობით, უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას…
მეტი...იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის გაფრთხილება გაიცა
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, წინასწარი შეფასებით, 6.9 მაგნიტუდა იყო. იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მიაძაკის პრეფექტურაში იყო. ცუნამის გაფრთხილება გაიცა მიაძაკისა და კოჩის პრეფექტურებისთვის. ამ დროისთვის, დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მეტი...FBI-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ტრამპთან უთანხმოების გამო თანამდებობას ტოვებს
FBI-ის დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპთან უთანხმოების გამო თანამდებობას ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება წასვლის შესახებ მისთვის ერთ-ერთი რთული იყო. „თუმცა, ახალმა პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ ცვლილებებს აპირებს. კანონით მას ამის გაკეთება ნებისმიერი მიზეზით, ან მის გარეშე შეუძლია. მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბიუროსთვის უკეთესი იქნებოდა გამეკეთებინა ეს ორგანიზებულად, რათა FBI პოლიტიკურ ბრძოლაში უფრო ღრმად არ ჩაგვეთრია“, – აღნიშნა რეიმ. კრისტოფერ რეი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი 2017 წლიდან არის.
მეტი...სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს
12-13 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. „თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. სახალხო დამცველი მოახდენს გამოძიების მონიტორინგს. არაერთი დაკავებული მიუთითებს, რომ ისინი უსაფუძვლოდ დააკავეს და მათ არ განუმარტეს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ასევე მიუთითებენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ერთ-ერთ დაკავებულს გამოცხადებული აქვს შიმშილობა უსაფუძვლო დაკავების გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ღამის…
მეტი...ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა
ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი 17 იანვარს მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. „მოსალოდნელია, რომ განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ პუტინი და მასუდ პეზეშკიანი ხელს მოაწერენ რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, ასევე გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...სერბეთის პრეზიდენტი ტრამპს და პუტინს შეხვედრის ჩატარებას ბელგრადში სთავაზობს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვედრის გამართვას ბელგრადში სთავაზობს. მისი თქმით, სერბეთი დაინტერესებულია ასეთი შეხვედრის ჩატარებით და ქვეყნის ხელისუფლებას აშშ-ის და რუსეთის ლიდერებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია. „ეს არის ქვეყანა, სადაც ტრამპს ევროპაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც სერბეთს ტრამპის მხარდაჭერის დონეში შეეჯიბრებოდა. მეორე მხრივ, ეს აგრეთვე არის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი პუტინი ძალიან პოპულარულია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის ადგილი დედამიწაზე, რომელიც ძალიან კარგად მოუხდება ორივეს“, – თქვა ვუჩიჩმა.
მეტი...ალპებში ზვავის ჩამოწოლას 3 მოთხილამურე ემსხვერპლა
ალპებში ზვავს სამი მოთხილამურე ემსხვერპლა. მაშველების ცნობით, თოვლის დიდი მასის ქვეშ სულ 5 ადამიანი აღმოჩნდა, აქედან ორის გადარჩენა მოხერხდა. შემთხვევა იტალია-შვეიცარიის საზღვარზე, პიემონტის რეგიონში მოხდა. ასევე, ამ დრომდე, უშედეგოდ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია ადამელოს მთის მასივში დაკარგული მთამსვლელის მოსაძებნად.
მეტი...,,როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას?” – კახა კალაძე
„როცა დასაქმებულთან ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას – ან ვაგრძელებთ, ან – არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურების ხელმძღვანელებმა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებული სიის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც თითქოს თბილისის მერიის სამსახურების უფროსები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით უშვებენ. კახა კალაძის თქმით, პოლიტიკური ნიშნით ან საპროტესტო აქციებზე დგომის გამო არავის უშვებენ და ამის მაგალითია მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც პარალელურად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია. „როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი პარტიის წევრი, რომელიც დედაქალაქის მერიაში მუშაობს. პოლიტიკური ნიშნით მისი გაშვების სურვილი…
მეტი...ფიზიკური დაპირისპირება დუბაიში ქართველებს შორის – საქმეში პოლიცია ჩაერთო
აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ წევრებსა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეში პოლიცია ჩაერთო. ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას სოციალურ ქსელში გაბიტაშილის მეგობარი ავრცელებს: ,,მეგობრებო, ბევრნი მეკითხებით და აქ დავწერ – ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს ფეისბუქი. გადმომცა გითხრათ, რომ არის კარგად, ისიც, და მისი მეუღლეც. ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა. შესაბამისად, ლაშამ გამოიძახა პოლიცია და ახლა ცდილობს სასამართლოში აღძრას საქმე მათ წინააღმდეგ. წინასწარი მონაცემით, მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი (ვისმა ნასროლმა თეფშმაც სასტუმროს თანამშრომლის დაზიანება…
მეტი...,,არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას” – კახა კალაძე
„არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, რომელსაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. „დეპუტატი, თანამდებობის პირი თავს არავის ესხმის. რა თქმა უნდა, ვნახე ვიდეოკადრები და არავის ეპატიება არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც ფიზიკური. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი, თავს დასხმოდა მოქალაქეს. არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას. ძალადობა, ჩემთვის ყოველთვის…
მეტი...,,რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთკორეელებიდან 3 ათასი დაიღუპა ან დაიჭრა” – Reuters
რუსეთის მხარეს და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოეთკორეელებიდან 3 ათასი დაიღუპა ან დასახიჩრდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრი ამბობს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარ ჯარისკაცებს მოუწოდა თავი მოიკლან, რათა ტყვედ არ ჩავარდნენ. ტყვედ ჩავარდნილ ჩრდილოეთკორეელებს სამხრეთ კორეაში გადასვლის სურვილი ჯერ არ გამოუხატავთ, თუმცა ოფიციალური სეული მზად არის ითანამშრომლოს კიევთან, თუ ასეთი თხოვნა იქნება.
მეტი...,,საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ” – კახა კალაძე
,,მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას ეხება, კახა კალაძე პასუხსობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნისგან ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარი შვილი ომში მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ხალხს ქუჩაში აკავებდნენ და ფრონტზე უშვებდნენ. „ის რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ვხედავთ ყველა, რამხელა უბედურება ტრიალებს. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი, უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა დაეღუპა, ქვეყნიდან გავიდა უამრავი ოჯახი. რა თქმა უნდა, ამის მოსმენა ძალიან მძიმეა,…
მეტი...ტაილანდის მთავრობამ კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზაციის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ტაილანდის მთავრობამ კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზაციის კანონპროექტი მოიწონა და დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, რომელიც დასამტკიცებლად ტაილანდის პარლამენტს გადაეგზავნება, კაზინოების და აზარტული თამაშების მოწყობა დიდ გასართობ კომპლექსებში იქნება შესაძლებელი. Reuters-ის ცნობით, კაზინოების და აზარტული თამაშების მოწყობა ტაილანდში აკრძალულია, მაგრამ არალეგალური ტოტალიზატორები და სხვა სახის ლატარიები მაინც იმართება. ქვეყანაში ლეგალური მხოლოდ ცხენის ჯირითი და სახელმწიფო ლატარიაა. სააგენტოს ინფორმაციით, ტაილანდის მეზობელ ქვეყნებში, კამბოჯაში, სინგაპურში, ფილიპინებზე, ლაოსსა და მიანმაში კაზინოები და აზარტული თამაშები დაშვებულია, რაც მათ დამატებითი ფინანსური შემოსავლის მიღებაში ეხმარება. წინასწარი გათვლებით, კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზება ქვეყანაში დამატებით 9 ათასიდან 15 ათასამდე…
მეტი...ბელგიაში საპენსიო რეფორმის გამო საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
ბელგიაში მოსალოდნელი საპენსიო რეფორმის გამო საერთოეროვნული გაფიცვა დაიწყო. Reuters-ის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტის რეისების ნახევარი გაუქმებულია. გაფიცულები არიან აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ბარგის მტვირთავები და სხვა პერსონალი. გაფიცვა შეეხო ასევე სარკინიგზო ტრანსპორტსაც. ბელგიის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მატარებლების ლიმიტირებული რაოდენობა მოძრაობს. ქვეყანაში გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ბელგიაში დაიხურა სკოლებიც, რადგან ათი ათასობით მასწავლებელი გაიფიცა და საპენსიო რეფორმას აპროტესტებს.
მეტი...,,პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს. „ბევრი ქვეყანა გვთავაზობს თავის, როგორც ქვეყნის, მომსახურებას, სადაც ჰიპოთეზურად, შესაძლებელია კონტაქტების დამყარება, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ არანაირი არსებითი მზადება არ მიმდინარეობს. არსებობს დეკლარირებული გაგება და პოლიტიკური ნება, რომ ასეთი კონტაქტები იქნება საჭირო და მიზანშეწონილი“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც კომენტარი გააკეთა სხვადასხვა ქვეყნების განცხადებებზე მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მათ მზადყოფნასთან დაკავშირებით. პესკოვის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვაშინგტონში ადმინისტრაცია შეიცვლება.
მეტი...,,რკინის ჯებირების” საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების პროცესი ისევ გადაიდო
,,რკინის ჯებირების” საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების პროცესი ისევ გადაიდო. უფლებადამცველები საქმეზე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ. ადვოკატები მოსამართლეს უმტკიცებდნენ, რომ ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს დანაშაული, მითუმეტეს ჯგუფურად არ ჩაუდენიათ. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ომარ ოკრიბელაშვილს სურს საპროცესო შეთანხმება შედგეს ადვოკატსა და პროკურორს შორის. ეს შუამდგომლობა პირველად გაჟღერდა 8 თვიანი პატიმრობის განმავლობაში. შესაბამისად მოსამართლემ, პროკურორმაც და ადვოკატმაც პროცესის გადადებაზე ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება. შემდეგი სასამართლო პროცესი 20 იანვარს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად…
მეტი...,,ზოგიერთს კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება” – შალვა პაპუაშვილი
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მის შვილს ომში მოხალისედ წასვლა ძლივს გადააფიქრებინა, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება. „ძლივს გადავაფიქრებინე ჩემს შვილს ომში მოხალისედ წასვლა – თქვა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც უკრაინის ხელისუფლებამ მებრძოლების გაგზავნა მოსთხოვა. როდესაც ამაზე უარი მიიღო, საპასუხოდ, კულებამ უკრაინის ელჩი გაიწვია, აქაურმა ოპოზიციამ და ენჯეოებმა კი რუსთაველზე საპროტესტო…
მეტი...,,PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით” – კახა ოქრიაშვილი
PSP ჯგუფი, 15 იანვარს, საყოველთაო გაფიცვას უერთდება. ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა, PSP ჯგუფი სამედიცინო კომპანიაა, რამდენიმე საათით მუშაობას ვერ შეაჩერებენ, თუმცა პროტესტს 5 წუთით შეუერთდებიან. ,,PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით – ვითხოვთ სამართლიანობას! რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე…
მეტი...,,ბაბილოსთან” დაკავებულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო
რესტორან ,,ბაბილოსთან” საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, დანიელ ბუკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ,,დანიელ ბუკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მიიღო დაზიანება, რამდენჯერმე ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო და პროტესტის ნიშნად შიმშილობს”, – თქვა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, რესტორან ,,ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეებმა კორპორატიული წვეულება გამართეს, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავეს, მათგან 4 ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.
მეტი...ლიეტუვა უკრაინას 4 500 დრონს გადასცემს
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამ კვირაში ლიეტუვა უკრაინაში 5 მილიონი ევროს ღირებულების 4 500 დრონს აგზავნის“, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე საკალიენემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ბოლო სხდომაზე ასევე დამტკიცდა სახელმწიფო აქტივების გადაცემის დაჩქარებული პროცედურა, რაც შეამცირებს უკრაინისთვის დახმარების გადაცემის პროცესში ბიუროკრატიულ პროცედურებზე დახარჯულ დროს.
მეტი...,,პოლონური საზოგადოება პოლონეთში ჩასული უკრაინელებისგან დაიღალა” – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
,,პოლონური საზოგადოება პოლონეთში ჩასული უკრაინელებისგან დაიღალა”, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშიმ განაცხადა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს. მისი თქმით, ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება, რაც უკრაინული იაფი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტსაც უკავშირდება. „რა თქმა უნდა, პოლონური საზოგადოება დაღლილია და ეს გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი აქ ხედავს ახალგაზრდა უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობენ“, – თქვა კოსინიაკ-კამიშმა.
მეტი...,,მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ” – ლანდსბერგისი პაპუაშვილს
,,მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების ისტორია აქვთ”, – ასე ეხმაურება X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ: ,,საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია”. ,,მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების ისტორია აქვთ”, – წერს ლანდსბერგისი. ,,ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია” – შალვა პაპუაშვილი
მეტი...