ბათუმში, აქციაზე ელენე ხოშტარია დააკავეს

ვითარება დაძაბულია ბათუმში, სადაც „კოალიცია ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და კიდევ რამდენიმე მოქალქე დააკავეს. აქ ვითარება ამ წუთებშიც დაძაბულია. „მოდიან პროვოკაციაზე. ფეხქვეშ გათელეს ქალები“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ელენე ხოშტარია პლაკატის გაკვრას ცდილობდა.

მეტი...

“ბაბილოსთან”, აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავეს

რესტორან “ბაბილოსთან”, აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავეს. აქ ვითარება დაძაბულია. “ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას”, – აღნიშნეს ადგილზე სამართალდამცველებმა “რატომ იჭერთ მონებო”, “გაუშვით” – ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.    

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. კონკრეტულად, სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი უცნობია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძე ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

მეტი...

“მონა”, “მონა” – მოსამართლეთა ნაწილი რესტორანს ტოვებს

მოსამართლეები, რესტორან “ბაბილოს”, სადაც კორპორაციული წვეულება მიმდინარეობს, პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ. მათ აქციის მონაწილეები შეძახილებით:  “მონა”, “მონა” აცილებენ. რესტორანში  მოსამართლეთა ნაწილი კვლავ რჩება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. “ბაბილოში” მოსამართლეებმა შეკრებმა დაახლოებით, 15:00 საათის შემდეგ დაიწყეს.

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ, გუშინ ღამით, ბათუმში, „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებას. გარდა ამისა,  ჟურნალისტებმა წაიკითხეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავება არის აღბეჭდილი, „არ არის სრულყოფილი და დამუშავებულია”. “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს. ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ.…

მეტი...

„გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს”- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, კონგრესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს. „გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს: კონგრესი ადევნებს თვალს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების მომავალ ძალისხმევაზე“- წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მეტი...

“არ ვიყავი მიწვეული კორპორაციულ წვეულებაზე”- ვლადიმერ ხუჭუა მოსამართლეების შეკრებაზე

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ამბობს, რომ ის რესტორან “ბაბილოში“ მოსამართლეების კორპორაციული წვეულებაზე მიწვეული არ იყო. „ვადასტურებ, რომ არ ვიყავი მიწვეული კორპორაციულ წვეულებაზე. არავის ჰქონია ჩემთან აღნიშნულის თაობაზე კომუნიკაცია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს შეხვედრებზე არ ვარ მიწვეული. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ამით მე არაფერი დამაკლდება. სხვა დეტალებსა და ნიუანსებზე არ მსურს საუბარი, ჩემთვის მთავარია გავუფრთხილდე სასამართლოს პრესტიჟს, ქართველი მოსამართლის ღირსებას და ასევე პრესტიჟს. მე არ გამკვირვებია ზოგი მოსამართლის მხრიდან ჩემი მისამართით არაკორექტული ქმედებები, წინა წლებშიც იყო მსგავსი რამ. მე არაფერი მაკლდება, არ ვსაუბრობ სხვა რაიმე დეტალებზე…

მეტი...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს რუსეთის ფედერაციის მე-2 გვარდიის კომბინირებული შეიარაღების არმიის სამეთაურო პუნქტზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული პუნქტი, დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში მდებარეობდა. „უკრაინის შეიარაღებული ძალები ავლენენ კოორდინაციისა და პროფესიონალიზმის მაღალ დონეს მტრის სარდლობისა და კონტროლის რგოლების ძირითადი ობიექტების და სამხედრო ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებასა და განადგურებაში“ – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.  

მეტი...

„რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საწვავის ფასების ზრდა გამოიწვევს“- პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცახდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ბოლო პაკეტი ენერგეტიკასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ცენტრალურ ევროპას. „სანქციების ეს ახალი პაკეტი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ცენტრალურ ევროპას, რადგან სანქციების სიაში აქ, ცენტრალურ ევროპაში შედის კომპანია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს სერბეთისთვის ნავთობის მიწოდებაში“- განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, სანქციები იწვევს ნავთობისა და გაზის მიწოდების შემცირებას და შეიძლება გამოიწვიოს საწვავის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ცენტრალურ ევროპაში.

მეტი...

“უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ”- მოსამართლე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს რესტორან “ბაბილოსთან” განუცხადა, რომ კორპორატიული წვეულებაა დაგეგმილი. “მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ – სანქციების არავის ეშინია”- განაცხადა გვრიტიშვილმა. გვრიტიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ. „ყველას აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ სიცოცხლე და არსებობა შეწყვიტოს. მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ. პროტესტის გამოხატვა შეიძლება“- აღნიშნა მან. რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები იკრიბებიან, საპროტესტო აქცია მიმდინარებს.

მეტი...

აქცია “ბაბილოსთან” – მოსამართლეებს რესტორანში შესვლა პროტესტის ფონზე უწევთ

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალქეები რესტორანის შესასვლელთან არიან შეკრებილი. ისინი შეძახილებით და ტაშით ხვდებიან “ბაბილოსთან” მოსულ მოსამართლეებს. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.  

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ხმაურია. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. შეკრებილები განმარტებას ითხოვენ, თუ რატომ დააკავეს გუშინ მოქალქეები. “ყველაფერზე მივიღებთ პასუხს, სტიკერებს ნებისმიერ ადგილზე დავტოვებთ. კონსტიტუციას ვიცავთ. თქვენ ადამიანებს ასისხლიანებთ”,- მიმართეს აქციის მონაწილეებმა პოლიციას. ადგილზე იმყოფება “კოალიცია ახალის” წევრი ელენე ხოშტარია.  

მეტი...

“ჩვენს წინააღმდეგ რუსებმა ერთ კვირაში 700-მდე საავიაციო ბომბი და 600-ზე მეტი თავდასხმის დრონი გამოიყენეს”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის ქალაქებზე, სოფლებსა და ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრების პოზიციებზე ასობით დარტყმა განახორციელეს. მისივე ინფორმაციით, რუსებმა მათ წინააღმდეგ მხოლოდ ერთ კვირაში 700-მდე საავიაციო ბომბი და 600-ზე მეტი თავდასხმის დრონი გამოიყენეს. „რუსეთის ომი გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული არმია ინარჩუნებს უკრაინის დატერორების უნარს და ცაში მისი უპირატესობის გამოყენების უნარს. ამიტომაც გადამწყვეტია ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენთან უკვე დადებული შეთანხმებების შესრულება. ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე როგორც „რამშტაინის“ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინის საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ არის სრულად განხორციელებული“, – წერს…

მეტი...

თბილისში ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც მოსამართლეები იკრიბებიან, აქციაა

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რესტორანში მოსამართლეები იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით ფონზე აცილებენ. გავრცელებული ინფორმაციით, “ბაბილოში”  მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.

მეტი...

“ჩინოვნიკებს არ უნდა ჰქონდეთ გამბედაობა ან სურვილი გახდნენ კორუმპირებული“ – სი ძინპინი

„ნულოვანი ტოლერანტობა ბოროტმოქმედების მიმართ“ – სი ძინპინის მკაცრი გაფრთხილება “გავაძლიეროთ ჩვენი გადაწყვეტილებები  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი. დისციპლინური შემოწმების ცენტრალური კომისიის (CCDI) მეოთხე პლენარულ სხდომაზე, მან მთავარი აქცენტი სწორედ კორუფციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა განხორციელდეს კონკრეტული, მიზანმიმართული და რეგულარული პოლიტიკური ზედამხედველობა. „პოლიტიკურად აუცილებელია მკაცრი პოლიტიკური დისციპლინისა და წესების დაცვა და არასოდეს დაუშვათ შვიდი სახის გადაცდომის უფლება, რათა ჩვენი საქმეები სიტყვას შეესაბამებოდეს. ხელი უნდა შევუწყოთ მაღალი ხარისხის განვითარებას. საჭიროა  რეგულარული და გრძელვადიანი დისციპლინური განათლება გაგრძელდეს თანამდებობის პირთა ზრდის მთელ ციკლში და ინტეგრირდეს ორგანიზაციული მართვის მთელ პროცესში“…

მეტი...

ჩეხეთში რესტორანი აფეთქდა – გარდაცვლილია ექვსი ადამიანი

ჩეხეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ მოსტში, ერთ-ერთ რესტორანში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. სახანძრო სამსახურის განცხადებით, გამათბობელის გადახურების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რასაც სავარაუდოდ რესტორნის აფეთქება მოყვა. ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

„ერთ-ერთ დაკავებულს პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს“- ომბუდსმენი

11-12 იანვრის ღამეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. „მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე. სამი მათგანის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. დაკავებულების უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. ოთხი დაკავებული პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც მიუთითებს. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს…

მეტი...

“აზერბაიჯანიდან სერბეთისთვის გაზის მიწოდება შეჩერებულია”- სერბეთის პრეზიდენტი

“აზერბაიჯანიდან სერბეთისთვის გაზის მიწოდება შეჩერებულია და უცნობია, როდის განახლდება” – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა. მისივე განცხადებით, გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სერბეთს აზერბაიჯანულმა მხარემ მიაწოდა. „ჩვენი აზერბაიჯანელი ძმებისა და მეგობრებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ფორსმაჟორული გარემოებებისა და პრობლემების გამო ჩვენ ვერ ვიქნებით იმ 1,7 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმედად, რომელიც ყოველდღიურად მოგვეწოდებოდა“ – განაცხადა ვუჩიჩმა. ​როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება გაზის მიწოდება. 2023 წელს სერბეთმა აზერბაიჯანთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ. მთლიანობაში, სერბეთი წელიწადში სამ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს…

მეტი...

პროკურორმა, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, თანამდებობა დატოვა

სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, თანამდებობა დატოვა. მანამდე, „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა, რომ სმიტის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ ნაწილობრივ განპირობებული იყო ტრამპის დაპირებით, რომ იგი სმიტს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა ინაუგურაციიდან „ორ წამში“. მას შემდეგ, რაც ტრამპმა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, სმიტმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ შემწყდარიყო წარმოებული საქმეები. წარდგენილ დოკუმენტში სმიტი აღნიშნავდა, რომ საქმე უნდა დაიხუროს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას. ჯეკ სმიტმა ტრამპის წინააღმდეგ ორი ფედერალური საქმე აღძრა – ერთი საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვასთან დაკავშირებით,…

მეტი...

სეულში ადასტურებენ, რომ უკრაინაში მათი ჯარისკაცები დაატყვევეს

სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახური ადასტურებს უკრაინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს. „დადასტურდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 9 იანვარს, კურსკის ბრძოლის ველზე, ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს“, – აღნიშნულია სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დატყვევებულმა ჯარისკაცმა დაკითხვისას განაცხადა, რომ თავდაპირველად ეგონა, რუსეთში წვრთნებისთვის გზავნიდნენ.

მეტი...

ქერჩის სრუტეში მაზუთის დაღვრის შედეგად დაღუპული დელფინების რაოდენობა გაორმაგდა

5 იანვრიდან ქერჩის სრუტეში მაზუთის დაღვრის შედეგად დაღუპული დელფინების რაოდენობა გაორმაგდა. ინფორმაციას, დელფინების გადარჩენის სამეცნიერო და ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“ ავრცელებს. მათი მონაცემებით, სულ ნაპოვნია 58 მკვდარი დელფინი. ცხედრების მდგომარეობიდან ჩანს, რომ დელფინები დაიღუპნენ არაუმეტეს 3 კვირის განმავლობაში. ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ნავთობის ჩაღვრის გამო შექმნილი ეკოლოგიური ვითარება შეიძლება გაუარესდეს და დაბინძურების მასშტაბმა მიაღწიოს ისეთ დონეს, როგორიც უკვე დაფიქსირდა კრასნოდარის მხარეში.  

მეტი...

“ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და ტერორად აფასებს. „ტერორი საქართველოში. ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ბათუმში გუშინ დაკავებული 12 ადამიანიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა მოქალქე, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. რაც შეეხება „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მეტი...

“ჩინოვნიკებს არ უნდა ჰქონდეთ გამბედაობა ან სურვილი გახდნენ კორუმპირებული“ – სი ძინპინი

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კომპრომისის გარეშე.  კოორდინირება უნდა მოვახდინოთ, რომ ჩინოვნიკებს არ ჰქონდეთ გამბედაობა, შესაძლებლობა ან სურვილი გახდნენ კორუმპირებული და მტკიცედ მოვიგოთ ეს მკაცრი, გაჭიანურებული და ყოვლისმომცველი ბრძოლა“ – ეს გახლავთ ამონარიდი ჩინეთის პრეზიდენტის გამოსვლიდან  დისციპლინური შემოწმების ცენტრალური კომისიის (CCDI) მეოთხე პლენარულ სხდომაზე. მისი განცხადებით, უპრეცედენტო ძალისხმევა გაწიეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობისთვის, რამაც საყოველთაოდ აღიარებული შედეგი გამოიღო. „აუცილებელია კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში ურყევი პოზიცია და სტრატეგიული გადაწყვეტილების შენარჩუნება. მნიშვნელოვნად გაძლიერდა ძალისხმევა კორუფციასთან საბრძოლველად, რათა აღმოიფხვრას კორუფციის გამრავლების საფუძველი და პირობები. განხორციელდა კონკრეტული ქმედებები პირველადი დონეზე არასწორი ქმედებებისა და კორუფციის აღმოსაფხვრელად, გადაჭრეს…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შესაძლოა, კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მან შესაძლოა, კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი. როგორც თურქული გაზეთი წერს, ქალაქ შანლიურფაში ჩასულ ერდოღანს ადგილობრივმა მომღერალმა ჰკითხა, არის თუ არა ის მომდევნო ვადით პრეზიდენტობის მომხრე, რაზეც მოქმედმა პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა. „მე მომხრე ვარ, თუ თქვენ ხართ მომხრე“ – აღნიშნა ერდოღანმა. თურქეთში ბოლო საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მაისში ჩატარდა, სადაც მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18% მიიღო.

მეტი...

დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრას ორგანიზებას შვეიცარია გაუწევს

შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ბიდომ შვეიცარიული გამოცემა Le Temps-ს განუცხადა. „ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი მზადყოფნის შესახებ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიური ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. Le Temps – წერს, რომ შვეიცარიის ხელისუფლება მოლაპარაკებების ორგანიზების ინიციატივას არ აპირებს, მაგრამ მზადაა გააკეთოს ეს მხარეების თხოვნით.

მეტი...

“პოლიციელზე თავდასხმა”- ბათუმში გუშინ 12 ადამიანი დააკავეს

ბათუმში გუშინ დაკავებული 12 ადამიანიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა მოქალქე, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. რაც შეეხება „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს საპროტესტო აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, დაკავებიდან ორ საათში გამოუშვეს და გამოშვებიდან მალევე კიდევ ერთხელ დააკავეს. ადვოკატებამდე მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა – დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები  09:23 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ეპიცენტრი თიანეთთან ჩრდილო-აღმოსავლეთით 34კმ-ში სოფელი უკანაფშავში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

“აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რეპრესიები გრძელდება. „45-ე დღე- დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა. აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი განცხადებით, დაკავებული აქციის მონაწილეები პატიმრობაში ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე რჩებიან. „საპროტესტო აქციების მონაწილე ყველა დაკავებული სასამართლოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებით ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

მეტი...

სტრასბურგის ცენტრალურ სადგურზე ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა

სტრასბურგის ცენტრალურ სადგურზე ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა. მომხდარის შედეგად, 30 ადამიანი დაშავდა. ადგილზე დაახლოებით 130 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. დაწყებულია გამოძიება შემთხვევის მიზეზის დასადგენად. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახება მოხდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ტრამვაიმ ლიანდაგი შეიცვალა და გაჩერებულ ტრამვაის შეეჯახა.

მეტი...

“ზელენსკი ევროპაში „მათხოვრობს“ და „სხვებს აშანტაჟებს“- რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში „მათხოვრობს“ და „სხვებს აშანტაჟებს“. ამის შესახებ ფიცომ საპარლამენტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ის დადის ევროპაში, უბრალოდ მათხოვრობს და აშანტაჟებს სხვებს, ფულს ითხოვს. ეს უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ფიცომ.  

მეტი...

ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით,  ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის ოთხ კერას ებრძვიან. დაღუპული 16 ადამიანიდან 11 იტონის ხანძარს ემსხვერპლა, 5 – პალისეიდს. ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. რეგიონში ქარი ძალას იკრებს და მოსალოდნელი პროგნოზით, უახლოეს დღეებში გაძლიერდება, რაც, პოტენციურად, ხანძარს კიდევ უფრო გაამწვავებს.

მეტი...

“იმყოფება “ალადაშვილის კლინიკაში”, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”- ადვოკატი აქციის დროს დაკავებულზე

ადვოკატის, ილონა დიასამიძის ინფორმაციით,  თბილისში 11 იანვრის აქციაზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი, “ალადაშვილის კლინიკაში”, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ადვოკატი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელბს. მისი თქმით, გია ჯვარშეიშვილის დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური. “გიას ინფორმაციით, დაკავების წუთიდან ჩვენთან შეხვედრამდე მას პოლიცია აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც როცა გია ვნახეთ, იყო ძალიან აღელვებული (მცირე ხნით გავესაუბრე, ამიტომ სრულად თვითონ მოგვიყვება); დაკავებიდან მალევე სასწრაფო დახმარების ექიმების გადაწყვეტილებით გადაიყვანეს კლინიკაში; კლინიკაში გადაყვანის წუთიდან ათამდე პოლიციელი იმყოფებოდა კლინიკაში, რაც რასაკვირველია გიას მდგომარეობაზე ცუდად აისახებოდა, იყო აღელვებული; ჩვენი არაერთი მოთხოვნის…

მეტი...

ომბუდსმენის წარმომადგენლებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს. ომბუდსმენმა სამართალდამცავებს მოუწოდა, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმადვე, სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას. არსებული ინფორმაციით, წუხელ ბათუმში აქციაზე, მედიის წარმომადგენლები და კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

მეტი...

“მადურო აქებს ივანიშვილის მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს ტოტალიტარული შთანთქმა”- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადებით, „ნიკოლას მადურო აქებს ბიძინა ივანიშვილის მიმდინარე მცდელობას, ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს თავისი ტოტალიტარული შთანთქმა“. ამის შესახებ კონგრესმენმა ფლატფორმა X-ზე დაწერა. “მადურო აქებს ივანიშვილის მიმდინარე მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს თავისი ტოტალიტარული შთანთქმა. როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები,” – წერს უილსონი. უილსონი განცხადებას თან ურთავს ნიკოლას მადუროს გამოსვლის ვიდეორგოლს, რომელშიც ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სამაგალითო, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქართველი ხალხის 56%-ის ხმის მიღებით”.

მეტი...