“მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა” – ხელოვანების ულტიმატუმი

“მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მათ გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა”- ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დოიშვილის თქმით, მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან  მოქმედებაზე გადავლენ. „ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისათვის, რომელიც 45-ე დღეა შინ არ შესულა. აქამდე ჩვენ პროტესტის პასიური ფორმა ავირჩიეთ, დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თეატრის მსახიობის…

მეტი...

“თუ გიყვარს გაუშვი“- ბორის ჯონსონი პუტინს მოუწოდებს უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. „იცით, ოდესღაც ჩვენ გვქონდა იმპერია, ეს სიმართლეა. ჩვენ გვქონდა იმპერია, რომელიც შვიდჯერ დიდი იყო, ვიდრე რომის იმპერია. ეს მსოფლიოს ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი იმპერია იყო. დღეს მისგან ფაქტობრივად არაფერი დარჩა, მაგრამ კმაყოფილები ვართ, პოსტიმპერიალისტური როლით“- აღნიშნა ჯონსონმა. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების კონტროლი საჭირო არ არის, „ თუ გიყვარს გაუშვი“.

მეტი...

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მათ ცოტა ხნის წინ შეუერთდა „მეგობრების მარში”. მომიტინგეები სკანდირებენ – „საქართველო”, “ჩვენს მეგობრულ სამშობლოს გაუმარჯოს”. შესრულდა საქართველოს ჰიმნიც. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

„საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა და თბილისით არ შემოიფარგლება. „საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა და თბილისით არ შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ დავიწყე რეგიონებში ტური. ჩემი პირველი გაჩერება სამეგრელოა, სადაც ხალხი საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად დაუღალავად იბრძვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის” – წერს ზურაბიშვილი.      

მეტი...

ცუკერბერგი ტრამპს მოუწოდებს ჩაერიოს, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება

კომპანია „მეტას“ აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ჩაერიოს, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არ შესრულების გამო. „ვფიქრობ, შეერთებული შტატების სტრატეგიული უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ბევრი ყველაზე ძლიერი კომპანია მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს აშშ-ს სტრატეგიის ნაწილი, ამის დაცვა. ეს არის ერთ-ერთი რამ, რასთან დაკავშირებითაც მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით“ – განაცხადა ცუკერბერგმა. გასული წლის ნოემბერში, „მეტას“ კონგლომერატი, რომელიც მართავს Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-ს და სხვა სოციალურ მედიასა და საკომუნიკაციო პლატფორმებს, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის 797 მილიონი ევროთი…

მეტი...

“მნიშვნელოვან მოთამაშეს ვკარგავთ”- ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლს“ ტოვებს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ  დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის დატოვება სურს. „ვითარება კვარასთან დაკავშირებით ასეთია – ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეზე. გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვთხოვე, ზუსტად მცოდნოდა, ვინ რჩებოდა გუნდში. მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაც იყო. ხვიჩამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ითხოვა გაყიდვა და ახლაც იგივე სურვილი გამოთქვა. მე მას პირადად ვესაუბრე, მანაც დამიდასტურა – წასვლა სურს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. კვარას არ სურს კონტრაქტის განახლება. იქნებ არც მე ვიყავი საკმარისად დამაჯერებელი, რათა მხარეების შეთანხმებაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჯაჭვებით ვერ დავაკავებ მათ, ვისაც დარჩენა არ…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლს დერეფანში ხმაური და დაპირისპირება იყო

თბილისის საქალაქო სასამართლს დერეფანში ხმაური იყო. დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 მოქალაქის სასამართლო პროცესი განახლდა, მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.  დაპირისპირება მოჰყვა მანდატურების მცდელობას, რომ ფოიეში შეკრებილები სასამართლოს შენობიდან გაეყვანათ. დაკავებულების ახლობლები მანდატურებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ისინი სკანდირებენ – „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!“. ასევე, მოსამართლის მისამართით სკანდირებენ: „ხუსკივაძე – მონა“. „მანდატურის თანამშრომელმა ზურგში ჩამარტყა ხელი, ზვიად ცეცხლაძის დედა იდგა და ვცდილობდი, რომ ქალბატონზე არ ყოფილიყო ზეწოლა. მანდატურები მოგვაწვნენ, დაიწყეს იდაყვების და ხელების რტყმა”- განაცხადა დაკავებულების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა. საპროტესტო აქციების დროს დაკევბული რვა ადამიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მეტი...

საპროტესტო აქციების დროს დაკევბული რვა ადამიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით რვავე დაკავებული  პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა. პროკურორები შუამდგომლობაში ასაბუთებდნენ, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, მათივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გაგრძელდა, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ბრალდებულებმა კი შესაძლოა, თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოძიებას ხელი შეუშალონ. ადვოკატებმა აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაფიქსირება ვერ მოასწრეს, ვინაიდან მათ და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. დაკავებულებიდან…

მეტი...

ჩინეთში გავრცელებულ ვირუსზე საგარეო უწყებაში განმარტებები გაკეთდა

როგორც ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განმარტა, ეს არის ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექცია და მსგავსი ინფექციები პიკს სწორედ ზამთრის სეზონზე აღწევს. მისივე თქმით, ჩინეთში რესპირატორული ინფექციური დაავადებების საერთო მასშტაბი და ინტენსივობა უფრო დაბალია, ვიდრე გასულ წელს. „რაც შეეხება მეტაპნევმოვირუსს (HMPV), როგორც კომპეტენტური ორგანოებიდან შევიტყვეთ, ეს არ არის ახალი ვირუსი. HMPV ადამიანებში ცირკულირებს სულ მცირე 60 წლის განმავლობაში და არის გავრცელებული ვირუსი, რომელიც იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. ჩინეთის მთავრობა სერიოზულად ეკიდება ჩინეთში საკუთარი ხალხის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას. ჩინეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა და ტექნიკურმა სააგენტოებმა გადადგეს პროაქტიული ნაბიჯები სხვადასხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური…

მეტი...

„ტრამპის საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება პოლიტიკურად მოტივირებული იყო“- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. „აშშ-ში, ქალაქ ნიუ იორკის მოსამართლემ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიუსაჯა უპირობო გამოშვება, რაც იშვიათი განაჩენია და ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება. ამ საქმეს საიდანაც არ უნდა შეხედო, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამ დროს რთულია, არ გაგახსენდეს, როგორ მოსთხოვა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ქართველ მოსამართლეს ჯერ ახსნა-განმარტება, შემდეგ კი ის…

მეტი...

“უკრაინელებმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს. „ორი ჯარისკაცი, რომლებიც დაჭრილები არიან, გადარჩნენ და ისინი კიევში გადაიყვანეს. ეს ადვილი ამოცანა არ ყოფილა, როგორც წესი რუსეთის ძალები და ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები თავიანთ დაჭრილებს კლავენ, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობის ნებისმიერ მტკიცებულება გააქრონ“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, როგორც ყველა სამხედრო ტყვე, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ.

მეტი...

სროლა იყო სოხუმში – გარდაცვლილია სამი ადამიანი

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა  კაფე „ბისკვიტში“ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეჭმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

მეტი...

“ზუგდიდის სახელით ჩავალ ვაშინგტონში”- სალომე ზურაბიშვილი

“ბოლომდე ჩართული ვიქნები ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის”- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა  ზუგდიდში აქციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ზუგდიდის სახელით ვაშინგტონში ჩავა. „მე, თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელით იქაც ჩავალ, ვაშინგტონში. იქ, დღეს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც ვიდრე, ვთხოვთ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოელი არამეგობრისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი გინდათ, ევროპაში და გინდათ, ამერიკაში. ეს არის ჩვენი ძალა, მაგრამ ისიც უნდა…

მეტი...

“ვერავინ ვერ წაგვართმევს, ვერც სამეგრელოს და ვერც აფხაზეთს”- ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფება. მან მოქალქეებს სიტყვით მიმართა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიზანი იყო – „დაყავი და იბატონ”. “რუსეთის მიზანი ისტორიულად იყო – დაყავი და იბატონე – და ყველანაირად ეცადა. ეს სამეგრელოსაც შეეხო, ამიტომ არის რომ დღემდე, ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მეგრული ენა უნდა იყოს დაცული, რომ ეს არის ჩვენი საგანძური, რომ სვანური ენა უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი საგანძური და აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენი ძალიან დიდი მრავალფეროვნებით, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი წარსული…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მოქალქეებთან ერთად ზუგდიდში მსვლელობას მართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალქეებთან ერთად ზუგდიდში მსვლელობას მართავს. ზურაბიშვილი ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა. მან სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრენილ მოქალქეებს მიმართა. როგორც აღნიშნა რეგიონული ტურნე ზუგდიდიდან იწყება.

მეტი...

“ზუგდიდი არის ადგილი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან“- სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამ წუთებში სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილ მოქალქეებს სიტყვით მიმართავს. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი რეგიონული ტურნე, შეიძლება ასე ითქვას, იწყება ზუგდიდში. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება და არა მხოლოდ ბედნიერება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სწორი იმიტომ, რომ ზუგდიდი, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ის ადგილი არის, რომელიც ყველაზე ახლოსაა ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებული ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის შავი ზღვის მეორე მხარე – ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით“- განაცხადა ზურაბიშვილმა.…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს დღეს ზუგდიდში ელოდებიან

სალომე ზურაბიშვილს დღეს ზუგდიდში ელოდებიან.  მეხუთე პრეზიდენტი შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან გეგმავს. ზუგდიდის ცენტრში შეკრებილი არიან მოქალქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ისინი აქ ზურაბიშვილთან შესახვედრად შეიკრიბნენ.

მეტი...

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე ხანძრით დაზარალებულ ადამიანებთან ჩავიდნენ

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კალიფორნიაში, ხანძრით დაზარალებულ ადამიანებთან ჩავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში, ხანძრის გამო, მარკლისა და პრინცი ჰარის რამდენიმე მეგობარმა დაკარგა სახლი. წყვილი თავად სანტა ბარბარას მახლობლად, მონტესიტოში ცხოვრობს. ეს დასახლება ლოს- ანჯელესიდან დაახლოებით 150 კილომეტრითაა დაშორებული. მეოთხე დღეა, კალიფორნიის შტატის დასახლებებს მასშტაბური ხანძარი ანადგურებს. გადამწვარია 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა.  

მეტი...

“არ გამოიყენოთ ნაძვის ხეები საჭმელად”- ბელგიაში მოსახლეობას აფრთხილებენ

ბელგიის სურსათის უვნებლობის სააგენტო მოქალქეებს მოუწოდებს, არ გამოიყენოს ნაძვის ხეები საჭმელად. სააგენტომ აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქალაქ გენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნარჩენების მართვისთვის, წიწვების მეორადი გამოყენება და საკვებად მოხმარება შესაძლებელია. “სკანდინავიაში ამას დიდი ხანია აკეთებენ: ტოტებიდან წიწვის ნემსისებრ მასას კრეფენ, ცოტა ხნით აჩერებენ ადუღებულ წყალში, საწურში ატარებენ და სუფთა ქსოვილზე აშრობენ”, – წერია გენტის ვებგვერდზე. “როგორც კი წიწვები გაშრება, შეგიძლიათ, გემრიელი ჯემი მოამზადოთ პურის ან ტოსტისთვის” – ვკითხულობთ ვებგვერდზე. ბელგიის სურსათის უვნებლობის სააგენტოს საპასუხო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაძვის ხეები საკვებ ჯაჭვში გამოყენებისთვის არაა გათვალისწინებული.

მეტი...

რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

რუსეთის ტამბოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „განახლებული ინფორმაციის თანახმად, შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა“ – აცხადებს ტამბოვის ოლქის გუბერნატორი. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 85 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

მეტი...

ჯო ბაიდენი მოსახლეობას 15 იანვარს მიმართავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას 15 იანვარს მიმართავს. ეს იქნება ბაიდენის გამოსამშვიდობებელი სიტყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი მოსახლეობას ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მიმართავს. ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება.    

მეტი...

ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. „ბიბისის“  ინფორმაციით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი – ქალაქ პასადენას სამხრეთით. მსხვერპლთა ვინაობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია ათი ათასზე მეტი სახლი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს ანჯელესი საომარ ველს შეადარა.

მეტი...

აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში კანონპროექტი „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ დაარეგისტრირეს

აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” სახელითაა ცნობილი, კრძალავს ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან. კანონპროექტი წარდგენილია და ის გადაეგზავნა საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებს განსახილველად.  

მეტი...

“პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია”- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი რთულ მდგომარეობაშია. „პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანია მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რათა იმ საშინელებების კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, „უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს“, თუ დასავლეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს.

მეტი...

ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსამართლემ დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატების განცხადებით, დარბაზის სიმცირის გამო ბრალდებულები შეუძლოდ ხდებიან და დარბაზის შეცვლა აუცილებელია. სასამართლო სხდომაზე მყოფები სკანდირებდნენ – „მონებო“, „რუსებო“, „რევოლუცია“. ამ წუთებში სასამართლოს დერეფანში, სადაც დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან ხმაურია. მოქალქეები იმყოფებიან სასამართლოს ეზოშიც.    

მეტი...

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 74 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 47 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 27 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, კიროვოგრადისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს. ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად უკრაინის შვიდ ოლქში კერძო სახლები, სხვადასხვა დაწესებულებები და ავტომობილები დაზიანდა

მეტი...

„საკმარისია რუსეთი” – სლოვაკეთში საპროტესტო გაიმართა

სლოვაკეთის დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსულობაში ადანაშაულებენ. „სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ რუსეთი არ ვართ“ – განაცხადა „როიტერთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციის მონაწილეებს ეროვნულ დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშებიც ეჭირათ და სკანდირებდნენ: „საკმარისია რუსეთი”. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი განსაკუთრებული გაღიზიანება რამდენიმე კვირის წინ რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტმა გამოიწვია.  

მეტი...

სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი დაკავებული შეუძლოდ გახდა

აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების პროცესზე შესვენება გამოცხადდა.  მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის უჰაერობის გამო ცუდად გახდა. მანამდე ხალხის სიმრავლის გამო ადვოკატებმა დარბაზის შეცვლა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე 8 ბრალდებულის პატიმრობის საკითხზე მსჯელობს. მათ, ჯგუფური ძალადობას ედავებიან. პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.

მეტი...

ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი ეკონომიკურ-ფინანსური დიალოგისთვის ემზადებიან

6 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის შემდეგი ეტაპი იგეგმება.  როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, შეთანხმება პრეზიდენტ სი ძინპინსა და ბრიტანეთის პრემიერ – კირ სტრმერს შორის მოხდა. „ჩინეთსა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური და ფინანსური დიალოგი მიზნად ისახავს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კირ სტარმერსს და სი ძინპინს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი საერთო გაგების განხორციელებას. 2008 წელს დაარსებული ეს მაღალი დონის დიალოგის მექანიზმი ემსახურებოდა დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებში სტრატეგიულ, ყოვლისმომცველ და გრძელვადიან საკითხებზე. ამ დიალოგის დროს განსახილველი თემებია მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური…

მეტი...

“ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ”- აქციების დროს დაკავებული მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთმა დაკავებუმა მოსამართლეს სიტყვით მიმართა. “თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ”- ამ სიტყვებით მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ მიმართა. მანამდე დაკავებულების ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვეს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

მეტი...

“რუსეთ – უკრაინის ომის არცერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის”- ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის არცერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. კირბის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული ბოლო სანქციები სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანი ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაა საპასუხოდ, კირბიმ აღნიშნა: „ეს არ გაკეთებულა იმ მოლოდინით, რომ სანქციები გახდება ვაჭრობის მონეტა, როდესაც უკრაინას მოუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ახლა არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ რომელიმე მხარე მოლაპარაკებებისთვის მზადაა“  

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხი „კანდიდატი“ დაარეგისტრირა: ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა; რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელი, ოლეგ ბარციცი; ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის“ ლიდერი, ადგურ არძინბა და ე.წ. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, რობერტ არშბა. ინფორმაცია „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

მეტი...

ლოს-ანჯელესის ქუჩებში მასშტაბურ ხანძარს, კვლავ, ებრძვიან (video)

უკვე მეოთხე დღეა მეხანძრეები ლოს-ანჯელესის ქუჩებში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. მათ ვერ შეძლეს ერთი კვირის წინ ტყეში გაჩენილი ძლიერი ხანძრის კონტროლი და ის ახლა კალიფორნიის შტატის ამ ყველაზე დასახლებულ ქალაქში მძვინვარებს. ხანძრის გამო 10 ადამიანი დაიღუპა და ათასობით შენობა, ბიზნესი თუ საცხოვრებელი სახლი სრულებით განადგურდა. მეხანძრეები დღედაღამ მუშაობას აგრძელებენ. ლოს-ანჯელესის ოფიციალურმა პირებმა 10 იანვარს განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს მას შემდეგ, რაც ხანძარს მეტად გააკონტროლებენ და საგანგებო სამსახურები შეძლებენ დამწვარი შენობების ნანგრევებში შეღწევას.

მეტი...

აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას იშუამდგომლობენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ. ერთ-ერთი დაკავებულის, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მას სასამართლოში ბრალდებულის ჯანმრთელობის ცნობა ექნება წარდგენილი და ამასთან, მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი…

მეტი...

სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ იმას, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის შავი ყუთების მუშაობის შეჩერება. 29 დეკემბერს Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა.  

მეტი...

“ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოლიდარობას უცხადებს ამერიკელ ხალხს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. “მთელი გულით ვუსამძიმრებ მათ, ვინც ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის შედეგად ახლობლები დაკარგა. ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთ რთულ დროს”- წერს ზურაბიშვილი.  

მეტი...