ბიზნესდოკუმენტების გაყალბების საქმეზე ტრამპი მოსამართლემ სასჯელისგან უპირობოდ გაათავისუფლა

ბიზნესდოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპს არ დაეკისრება არც პატიმრობა, არც ჯარიმა და არც პრობაცია. მოსამართლემ ის სასჯელისგან უპირობოდ გაათავისუფლა. შესაბამისი გადაწყვეტილება ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ, ხუან მერჩანმა გამოაცხადა. „გისურვებთ წარმატებას თანამდებობის მეორე ვადით დაკავებისას“, – უთხრა მოსამართლემ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც სასამართლოს სხდომას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი განცხადებით, მას ბრალი წაუყენეს იმისთვის, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა. დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპი სასამართლომ დამნაშავედ გასული წლის მაისში ცნო. ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპმა 2016 წლის არჩევნების წინ სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის…

მეტი...

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში. შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

მეტი...

კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონად იქცა

მესამე დღეა, კალიფორნიას მასშტაბური ხანძარი ანადგურებს.ლოს ანჯელესთან მდებარე ქალაქებში – ფესიფიქ ფერედაისში და იტან-კანიონში ხანძარი უკვე შეაფასეს, როგორც შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება. გადამწვარია 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საკუთარი საცხოვრებელი უკვე დატოვა 360 000-მა ადამიანმა. ხანძარმა10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წინასწარი შეფასებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 135-150 მილიარდ დოლარს აღწევს.

მეტი...

აშშ-მა 25 მილიონამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შეუწყობს ხელს

აშშ-მა 25 მილიონამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შეუწყობს ხელს. შტატებმა ასევე დააწესა ფულადი ჯილდო ინფორმაციისთვის ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელიოსა და თავდაცვის მინისტრის,  ვლადიმირ პადრინოს დასაკავებლად. ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ივლისში ჩატარდა, რომელშიც გამარჯვებულად საარჩევნო ადმინისტრაციამ ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიცია ნიკოლას მადუროს გამარჯვებას არ აღიარებს და არჩევნებში გამარჯვებულად თავის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს მიიჩნევს. არჩევნების შედეგები არ აღიარეს აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ლათინური ამერიკის ზოგიერთმა ქვეყანამ. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც ასობით ადამიანი დააპატიმრეს.  

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა არ მიუღია

ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულო პინომ განაცხადა. „ვნახოთ, თუ მიიღებს მიწვევას, თუმცა ამ ეტაპზე ინაუგურაციაზე დასწრების გეგმები არ არის“- განაცხადა პაულო პინომ პრესბრიფინგზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ისტორიულად უცხოელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციას არ ესწრებიან და ცერემონიალზე დიპლომატებს აგზავნიან, თუმცა დონალდ ტრამპმა რამდენიმე ლიდერი მიიწვია. მიწვეულებს შორის არიან ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. გავრცელებული ცნობებით, სი ძინპინი ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა ვაშინგტონში თავის წარმომადგენელს…

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “საქართველოს გაუმარჯოს”. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები. მოქალაქეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ხელახალი ვადამდელი არჩევნები.  

მეტი...

ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენი დაბომბა. სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს 20-მა საჰაერო აპარატმა, მათ შორის ავიაგამანადგურებლებმა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო 50-მდე საბრძოლო მასალა სამ მთავარ სამიზნეზე. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ იემენის ტერიტორიაზე ავიაიერიშები განახორციელეს აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებმა.  

მეტი...

აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღო

აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების მსხვილი პაკეტი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება, რომელიც ასევე ასანქცირებს ნავთობის ორ უდიდეს რუსულ კომპანიას – “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”. “შეერთებული შტატები ყოვლისმომცველ ზომებს იღებს რუსეთის შემოსავლის საკვანძო წყაროს წინააღმდეგ, მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და უკანონო ომის დაფინანსებისთვის. ეს გადაწყვეტილება აგრძელებს და აძლიერებს ომის დაწყებიდან ჩვენს მიზანს ჩავშალოთ კრემლის ენერგეტიკული შემოსავლები, მათ შორის “დიდი შვიდეულის” ფასის ზედა ჭერის მეშვეობით, რომელიც 2022 წელს დავამტკიცეთ. დღევანდელი ქმედებით ჩვენ ვზრდით სანქციების რისკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის…

მეტი...

“მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ გვჯერა”- მსვლელობა პარლამენტისკენ

“ვერელებისა და ვაკელების მარში”- ამ სლოგანით, მოქალქეები პარლამენტისკენ მიემართებიან. მათ ხელში უჭირავთ ბანერი წარწერით – “მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ გვჯერა”. აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ. მსვლელობაში მონაწილეობას ვაკეში მცხოვრები მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც იღებენ. მსვლელობას ასევე, შსს-ს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.  

მეტი...

„ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია!”- სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა ადამიანის პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. ზურაბიშვილი წერს, რომ „მონობა ცუდად სრულდება“. „ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება! კაფკა როგორც სჩანს, არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!“, – წერს სალომე ზურაბიშვლი. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო…

მეტი...

სასამართლოში ხმაურია – აქციაზე დაკავებული 11 ადამიანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია. ადგილზე შეკრებილები არიან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადის და სხვა დაკავებული ცხრა ადამიანის ახლობლები, რომლებიც ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ აქციაზე დაკავებული 11 მოქალაქე პატიმრობაში დატოვა. ამ წუთებში ხმაური კვლავ გრძელდება სასამართლოს ეზოში. ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული.  

მეტი...

უკრაინის არმიამ როსტოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საწყობი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის როსტოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საწყობი დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმა რაკეტა „ნეპტუნით“ განახორციელა. გავრცელებული ცნობით, პირველ ეტაპზე უკრაინის უპილოტო თვითმფრინავებმა „გადატვირთეს“ რუსული საჰაერო თავდაცვა, შემდეგ კი „ნეპტუნმა“ დაარტყა ობიექტს. შედეგად კი განადგურდა სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების საწყობი, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ქალაქებსა და ფრონტის ხაზზე დაბომბვის დროს თავდასხმის კორექტირებისთვის.

მეტი...

ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება

ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება. საქმის მოსამართლემ, ხუან მერჩანმა უკვე განაცხადა, რომ ის ტრამპს პატიმრობას არ მიუსჯის. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი სასამართლო სხდომას არ დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს ონლაინ, ფლორიდაში მდებარე საკუთარი სახლიდან. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა ბიზნესჩანაწერების გაყალბების ბრალდებით დამნაშავედ მაისში ცნეს. ტრამპს ედავებიან 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, გამოძიების ვერსიით, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი საერთოდ უარყოფს, რომ მას ინტიმური სახის…

მეტი...

ბენზინმზიდი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ადიამანის რეგიონში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად კიდევ სამი ადამიანია დაშავებული. ექიმების ინფორმაციით, ისინი კლინიკაში მკურნალობას გადიან და მათი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,დანიის პრემიერმა გრენლანდიის საკითხის გამო ტრამპთან საუბარი მოითხოვა” – Politico

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გრენლანდიის საკითხის გარშემო სატელეფონო საუბარი მოითხოვა. ინფორმაციას Politico ავრცელებს. როგორც დანიის პრემიერმა აღნიშნა, ტრამპს მის თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. ფრედერიკსენი ფიქრობს, რომ ტრამპთან დიალოგი მისი ინაუგურაციის შემდეგ შედგება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ტრამპი გრენლანდიაში სამხედრო გზით შეიჭრება. მისი თქმით, დანია და აშშ ნატოში მოკავშირეები არიან და მჭიდროდ თანამშრომლობენ.

მეტი...

,,ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს” – შალვა პაპუაშვილი

„ევროპაში საგარეო ინტერვენციისა და დეზინფორმაციის თაობაზე ცხარე განხილვების პარალელურად, გერმანიის წამყვანი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს, რომ თავად ერევა სხვის საქმეში და დეზინფორმაციასაც თვითონ ავრცელებს”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ,,საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშკარა ტყუილებს შეიცავს. ჯერ ერთი, ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის საპირისპიროდ, ეუთო/ოდირის დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და ყველანაირი პირობაც შეექმნა საქმიანობისათვის. მეორეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არასოდეს უთქვამს, რომ „გამორიცხავდა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე”. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არ წამოწევდა ამ საკითხს…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს, იცით რა ქნა?” – მამუკა მდინარაძე

„სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. იცით რა ქნა? შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო. მოვიკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არა დატოვებულიაო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. ,,როგორც ჩანს, ან სათადარიგო ჰქონდა დამზადებული, ან დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის პრეზიდენტი ვარო. საოცრებაა, უკვე უხერხულია მისი კომენტარების და პოზიციონირების შეფასება. თანავუგრძნობ, გულწრფელად, მისი ემოციური მდგომარეობის გამო“, – განაცხადა მდინარაძემ. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უხერხულია სალომე ზურაბიშვილის კომენტარების შეფასება და თანაუგრძნობს ემოციური მდგომარეობის გამო.

მეტი...

,,ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი” – მამუკა მდინარაძე

,,ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. ფული არ გადავუხადეთ და როგორც ჩანს, სტილი შეცვალა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის ,,ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე, ჯო უილსონზე საუბრისას განაცხადა. „მგონი, ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. ჯო უილსონი არის ერთ-ერთი კომუნიკაბელური ადამიანი წარსულიდან, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილთან იღებდა ფოტოს, დაბეჭდავდა – გამოუგზავნიდა, ხან ნიკა სამხარაძესთან გადაიღებდა ფოტოს, ლობირებას შესთავაზებდა. როგორც ჩანს, სტილი შეცვალა, ფული არ გადავუხადეთ. არასდროს გვითქვამს, რომ მოდით, ბატონო ჯო, ახლა გადაგიხდით ფულს ლობირებაში. უშუალო…

მეტი...

,,როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობის“ მთლიანი შემადგენლობა” – მამუკა მდინარაძე

„ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობის მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უამრავი ადამიანია, ვინც სისხლიანი რეჟიმის ქმედებებზე სამართლებრივი სახელის დარქმევას ელის. „კომისიაში იმუშავებენ პარლამენტის წევრები, შეიძლება მოწვეული იყვნენ სპეციალისტებიც. კონკრეტულად, დღეს ცოტა გამიჭირდება საუბარია იმიტომ, რომ ჩვენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები გამოგვეყვნენ, მათ თქვეს, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ წინააღმდეგობა. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის სხვა წევრები არ ინებებენ შემოსვლას, მაშინ ფორმალური…

მეტი...

მიგრანტებით სავსე ნავში, რომელიც კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა, გოგონა დაიბადა

მიგრანტებით სავსე ნავში, რომელიც კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა, გოგონა დაიბადა. ინფორმაციას  News.Sky ავრცელებს. ნავმა 135 საზღვაო მილი გამოიარა. ნავში 14 ქალი და 4 ბავშვი იჯდა. დედა და ახალშობილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დედას და ახალშობილს მიგრანტებისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ ცენტრში გადაიყვანენ.  

მეტი...

პოლონეთი ისრაელის პრემიერს არ დააპატიმრებს, თუ ის აუშვიცის ბანაკის გათავისუფლების წლისთავს ეწვევა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ მისი ხელისუფლება არ დააპატიმრებს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, თუ ის აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავს ეწვევა. „ჩემთვის ნათელია, რომ ისრაელის სახელმწიფოს თითოეულ წარმომადგენელს ვიზიტის უფლება უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით წლისთავზე. ამიტომაც, პოლონეთის მთავრობა ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოს ამ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის“, – ციტირებს პოლონური მედია პოლონეთის პრემიერის კანცელარიას.  

მეტი...

,,ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს” – ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „მე ვერ ვხედავ ამაში საფრთხეს დემოკრატიისთვის. ილონ მასკი ძალიან ცნობილი და მდიდარი ადამიანია, რომელიც საკუთარ იდეებს ამუშავებს“, – თქვა მელონიმ. იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, დემოკრატიას საფრთხეს არა მასკი, არამედ ჯორჯ სოროსი უქმნის, რომელიც რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად იყენებს, რითაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებსა და სუვერენიტეტში ერევა.

მეტი...

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. სანქციები შეეხო რუსეთის 29 ორგანიზაციას და სამ ბანკს. 335 პროდუქტის დასახელების მიმართ კი დაწესდა საექსპორტო შეზღუდვები. ასევე, იაპონიის ხელისუფლებამ სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთის 10-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის არიან „როსტეხის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ვლადიმირ არტიაკოვი, „ალროსის“ გენერალური დირექტორი პაველ მარინიჩევი, „პსვ ტეხნოლოგიის“ გენერალური დირექტორი სერგეი პეტროვი და სამეცნიერო-სამრეწველო ორგანიზაცია „ელექტრომაშინის“ ხელმძღვანელი იგორ აფანასიევი. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა 31 უცხოურ კომპანიას ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან, ასევე კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ მოქალაქეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ იაპონიამ სხვა ქვეყნებთან…

მეტი...

საქართველოს 14-16 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ეწვევიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოში 14-16 იანვარს ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვლენ თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ლიბერალ დემოკრატების ალიანსი) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, სოციალ-დემოკრატიული პარტია). ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პრესრელიზის თანახმად, ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერა ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან. „ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე. ვიზიტის დროს, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს,…

მეტი...

„ასეთი ადამიანები, ასე ადრიანად არ უნდა ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს” – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

ქუთაისში, ავტოავარიის შედეგად დაღუპულ სალი ყაზაიშვილს მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. ავარია ნიკეას ქუჩაზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ახალგაზრდა ქალი, რომელიც მსუბუქ ვტომობილს მართავდა ადგილზე დაიღუპა. „ვაიმე, სალო, ეს რა გავიგე, ჩემო ლამაზო და კეთილო გოგო, არ მჯერა. მშვიდად განისვენე“; „ჩემო სულით ხორცამდე ლამაზო ბიძაშვილო”; „ასეთი ადამიანები, ასე ადრიანად არ უნდა ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს. საშინელებაა“; „ბავშვობის ნაწილი დასრულდა”; „დასანანია მიწისთვის, სალომე ყოველთვის თავისი ღიმილით მახსოვს”; „რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე, რა ვთქვა არ ვიცი, სალო, ჩემო ცქრიალა გოგო, ეს რა დაგემართა, გული დამეწვა, ვერ ვიჯერებ“, – წერენ სოციალურ ქსელში.…

მეტი...

პიტერ სიიარტომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ომის მომხრე სოროსის აგენტი უწოდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მის პოლონელ კოლეგას რადოსლავ სიკორსკის ომის მომხრე ჯორჯ სოროსის აგეიტნ უწოდა. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი X-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სიიარტომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონურ მედიაში სიკორსკის კონფიდენციალური წერილი გავრცელდა. „პოლონურ-უნგრული ძმობა ევროპაში სოროსის ომის მომხრე ერთ-ერთი აგენტის ინტრიგებს გადაიტანს“, – ციტირებს კოვაჩი სიიარტოს. წერილში სიკორსკი წინადადებით გამოდის, რომ უნგრეთის ელჩისთვის ვარშავაში ყველა მოსაწვევი გაუუქმონ და აგრეთვე უნგრეთის საელჩოსთან ყველა ტიპის, მათ შორის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, თანამშრომლობა შეაჩერონ.

მეტი...

,,აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, უკრაინაში კონფლიქტის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთოს” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა აპირებს, უკრაინაში კონფლიქტის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთოს. „ვხედავთ, რომ ქვეყნები აგრძელებენ თავიანთი პოლიტიკური ნების გამოცხადებას და აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. შეერთებული შტატები, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, რომელსაც 10 დღე აქვს დარჩენილი, აპირებს გააგრძელოს ყველაფრის გაკეთება ომის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნები ამ ზოგადი ხაზის გავლენას განიცდიან. ეს არის ის, რაც ეხება შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციას და მის სატელიტებს, რომლებიც „რამშტაინში“ იმყოფებოდნენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

,,ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად” – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

,,ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად, არავის ეგონა, რომ რუსეთი უკრაინას დაესხმებოდა თავს, მოდით, უფრო ჭკვიანები ვიყოთ”, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა. „ჰიბრიდული ომი არა მხოლოდ პოლონეთში, მთელს ევროპაში მიმდინარეობს. ეს არის ომის ძალიან სახიფათო ნაწილი. ინტერნეტში სიცრუის დათესვა, ფაქტების დამახინჯება, მანიპულაცია, სოციალური მდგრადობის შესუსტება უსაფრთხოების ერთ-ერთი საყრდენის განადგურებაა. ეს არის სერიოზული თავდასხმა პოლონეთზე. ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. არავის ეგონა, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა. მოდით, უფრო ჭკვიანები ვიყოთ. მოდით, მზად ვიყოთ,“ – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ სკანდინავიის ქვეყნებთან გრძელვადიანი სტრატეგიული…

მეტი...

,,ევროკავშირი უკრაინას დღეს 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს” – ლაიენი

,,უკრაინას დღეს 3 მილიარდ ევროს გადავცემთ, „დიდი შვიდეულის“ სესხის ფარგლებში ევროკავშირის წილის პირველ გადახდას”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს. რუსეთის აგრესიული ომიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, უკრაინას შეუძლია მეგობრების და პარტნიორებზე იმედი ჰქონდეს. საჭიროა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა, რათა მან თავისუფლებისთვის ბრძოლა გააგრძელოს და გაიმარჯვოს”, – აღნიშნა ლაიენმა. გასული წლის ბოლოს, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სესხის პირველ ტრანშს უკრაინა 2025 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებდა. სესხის მთლიანი თანხა, 18,1 მილიარდი ევრო, კიევს 2025 წლის განმავლობაში გადაეცემა და ის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის დაიფარება.

მეტი...

,,ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი” – სალომე ზურაბიშვილი

,,ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, სანამ ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს”, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ,,მე ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლის სულს. დემოკრატიისთვის ჩვენი ბრძოლა გრძელდება და იქნება მტკიცე მანამ, სანამ ქართველი ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს”, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი უფრო დიდ დარბაზში გაგრძელდება

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძესთან, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა, ვიდრე შუამდგომლობას განიხილავდა, ჯაჭვაძემ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილ დარბაზს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, ამასთან, საუბარი იყო 11 დაკავებულის უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მისივე თქმით, სასამართლოს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, სხდომა პატარა დარბაზში ჩაეტარებინა, რის შემდეგაც მან ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, მოთხოვნილი დარბაზის მდგომარეობის გადასამოწმებლად. აღნიშნულის შემდეგ კი მოსამართლემ პროცესი იმ დარბაზში გადაიტანა, რომელსაც ადვოკატები ითხოვდნენ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული…

მეტი...

,,ევროკავშირი მზადაა, უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე ლიდერობა გადაიბაროს, თუ ამის სურვილი აშშ-ს აღარ ექნება” – კაია კალასი

,,ევროკავშირი მზად იქნება, უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე ლიდერობა გადაიბაროს, თუ ამის სურვილი აღარ ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს”, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. „მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სხვა წევრი და იმედია, ამერიკის შეერთებული შტატებიც, მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. ევროკავშირი ასევე მზად არის, გადაიბაროს ეს ლიდერობა, თუ ამერიკის შეერთებული შტატებს აღარ ექნება ამის სურვილი“, – განაცხადა კალასმა. მისი თქმით, აშშ-ის ინტერესებში არ შედის, რომ რუსეთი იყოს ყველაზე ძლიერი ძალა მსოფლიოში.

მეტი...

,,აუცილებელია დემოკრატიული პრინციპების აღდგენა, რათა ჩატარდეს სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები” – ბუნდესტაგის ფრაქციები

გერმანიის ბუნდესტაგის რამდენიმე ფრაქცია საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ევროკავშირის დონეზე იმ პირებისთვის, რომლებიც მათი თქმით, პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ,,ფედერალური მთავრობა სამართლიანად უჭერს მხარს მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ევროკავშირის დონეზე იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. ეროვნულ დონეზე 9 პირის მიმართ უკვე დაწესებულია ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მხარდაჭერის ბევრი ღონისძიება შეჩერებულია. ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის კანონიერი – ევროპისა და დემოკრატიისკენ მისწრაფებების მიმართ. მყარად ვდგავართ საქართველოს დემოკრატების მხარეს და…

მეტი...

,,ფქვილზე საიმპორტო გადასახადი თუ მოიხსნება, წისქვილკომბინატები გაჩერდება” – ლევან სილაგავა ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ფქვილზე საიმპორტო გადასახადი თუ მოიხსნება, წისქვილკომბინატები გაჩერდება”, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან, ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დაწესდა ფქვილზე საიმპორტო გადასახადი. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არის ინფლაცია და ასე თუ ისე, ყველა პროდუქციაზე ფასი იზრდება. პური არის სენსიტიური თემა და სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვისა და მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. ,,პრობლემა არის ის, რომ რეალურად, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალსა და ფქვილზე ფასები გაზრდილია. საიმპორტო გადასახადის მოხსნა ნიშნავს, რომ წისქვილკომბინატი უნდა გაჩერდეს და სეზონზე ხორბალი ვერ ჩაიბაროს წისქვილკომბინატებმა. ანუ, 2…

მეტი...

,,ფქვილის ფასი გაიზარდა, შესაძლებელია პურის ფასმა 10-15 თეთრით მოიმატოს” – მალხაზ დოლიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფქვილის ფასი გაიზარდა და შესაძლებელია პურის ფასმა 10-15 თეთრით მოიმატოს. მისი თქმით, მეპურეები ფქვილზე იმპორტის გადასახადის მოხსნას მოითხოვენ. ეს კი მათ საშუალებას მისცემს, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. ,,მეპურეები ვითხოვთ, რომ ფქვილზე დაწესებული დროებითი გადასახადი შეჩერდეს და პურის მწარმოებლებს საშუალება ჰქონდეთ, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. საიმპორტო გადასახადი თუ მოიხსნება, პურის ფასიც არ გაიზრდება. ეს იქნება იმის საშუალება, რომ ჩვენ ხელმისაწვდომობა გვქონდეს ფქვილზე, რითაც შესაძლებელია ფასი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”. როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ…

მეტი...