ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ზელენსკი 9 იანვარს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან, ხოლო პარასკევს, 10 იანვარს, პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან გამართვას  შეხვედრებს. ნიკოფოროვის თქმით, ზელენსკი იტალიაში ისეთის საკითხების განხილვას გეგმავს, როგორებიცაა: თავდაცვითი მხარდაჭერა, უკრაინის აღდგენის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია (რომელიც იტალიაში ზაფხულში გაიმართება), მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევების კოორდინაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ასევე, ერთ-ერთი განსახილველი თემა შეეხება “დიდი შვიდეულის” ფარგლებში თანამშრომლობას, კერძოდ, კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებს.    

მეტი...

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის კროსოვერში (1/8-ფინალის დარ მატჩში) რუმინეთი დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა პირველივე წუთებიდან მოიპოვა ანგარიშში უპირატესობა და შეხვედრა ისე დასრულდა, რუმინელებისთვის დაწევის უფლება არ მიუცია. საბოლოოდ 23:12 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. 1/4 ფინალში საქართველო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ უნგრეთს ეთამაშება. მატჩი 10 იანვარს გაიმართება. მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდა: 16:30 უნგრეთი-საქართველო 18:00 საბერძნეთი-იაპონია 19:30 აშშ-მონტენეგრო 21:00 ხორვატია-ესპანეთი

მეტი...

ილონ მასკი ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმასა და სიძულვილის გავრცელებაში დაადანაშაულეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ილონ მასკი მეშვეობით „ინსტიტუტებზე თავდასხმაში, სიძულვილის გავრცელებასა და ნაცისტების მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა.  სანჩესი  მასკს მოუწოდებს, ევროკავშირის საქმეებში „ჩარევა“ შეწყვიტოს. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. „საერთაშორისო უკიდურესი მემარჯვენეები, რომლებსაც წლებია, ვუპირისპირდებით ესპანეთში, ამჯერად მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის მეთაურობით, ღიად უტევენ ჩვენს ინსტიტუტებს, აღვივებენ სიძულვილს და მხარს უჭერენ ნაციზმის მემკვიდრეებს გერმანიაში“, – განაცხადა პედრო სანჩესმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ კვირას ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია, სადაც საუბარია, რომ კატალონიის რეგიონში გაუპატიურების შემთხვევების უმეტესობა უცხოელების მიერ იყო ჩადენილი  

მეტი...

“ზურაბიშვილმა დეტალურად აღწერა საგანგაშო ვითარება საქართველოში”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში საგანგაშო ვითარება დეტალურად აღწერა. “დღეს, საქართველოს სხვა მეომრებთან ერთად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. მან დეტალურად აღწერა საგანგაშო ვითარება საქართველოში, სადაც რეჟიმი ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენს და ავტორიტარული მმართველობისკენ მიდის. საკანონმდებლო ზომები – მათ შორის საჯარო სამსახურის დასუსტება, მისი ერთგული პირებით დასაკომპლექტებლად და დემონსტრაციების მონაწილეების ოჯახების სამიზნეში ამოღება – სარკისებურად იმეორებს ტაქტიკებს პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან. ეს სახიფათო კურსია, ისეთი, რომელიც რეპრესიული მმართველობისკენ მიდის და სულ უფრო რთულია შემოსატრიალებლად მას შემდეგ, რაც ფესვს გაიდგამს. პრეზიდენტსა და [მონაწილეა] პარლამენტარებს მოვუწოდე, რომ აქტიურ კოორდინაციაში იყვნენ და შინაარსიანად ჩართონ ამ…

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის წინ აქცია განახლდა.  მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის დაწყებამდე დემონსტრანტებმა დუმილით პატივი მიაგეს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას.

მეტი...

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ – ბეჟან ჭკადუასა და რევაზ პაკელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ მიიღო. მოსამართლის განცხადებით, ბრალდებულ პაკელიანის გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ბოლო ქმედებები, რომელიც მათ ბრალად წარდგენილი აქვთ, ისევ ნარკოტიკულ დანაშაულებს უკავშირდება. პროკურორის თქმით, მკვლელობა რევაზ პაკელიანის ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით მოხდა. დაცვის მხარე ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა.  ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. შემთხვევა 5 იანვარს, მესტიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები – რევაზ პაკელიანი და ბეჟან ჭკადუა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო…

მეტი...

“სანქციები რეალურად მუშაობს, ასუსტებს ამ ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სანქციები მუშაობს და ასუსტებს „ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს“ და ის უნდა გაგრძელდეს. “არაღიარების პოლიტიკა, არალეგიტიმური მთავრობის, პარლამენტის და დე ფაქტო პრეზიდენტის არაღიარება საკვანძოა ზეწოლისთვის. სანქციები სხვადასხვა სახის ზეწოლას ახდენს მათ მხარეზე, ვინაიდან, ისინი ზეწოლას ახდენენ არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც. როგორც ყველა მსგავს ავტოკრატიულ რეჟიმში, ისინი უკვე არიან ავტოკრატიული, ერთპარტიული რეჟიმი, ისინი დამოკიდებულები არიან მათ გარშემო ამ პირველ წრეზე – პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ და რომლებიც მათ ხელშია. ასე რომ, სანქციები რეალურად მუშაობს ამ მხრივ…

მეტი...

ჰოლივუდში, ხანძრისას ვარსკვლავების სახლებს ძარცვავდნენ

ლოს-ანჯელესში, ხანძრისგან გამოწვეული ევაკუაციის გამო მიტოვებული სახლები, მათ შორის ცნობილი ადამიანების ვილები, გაძარცვეს. ქურდობის გამო 20-მდე ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ჯერჯერობით ვერ ხერხდება მასშტაბური ხანძრების ლოკალიზება. სიტუაციას ძლიერი ქარი ართულებს. ხანძარმა უკვე იმსხვერპლა, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე.    

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე, ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალნი არიან. ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების თანახმად, ივანე ლუტიძის, ნიკა მამასტარაშვილის და ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.…

მეტი...

“მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი”- სალომე ზურაბიშვილი

“ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყანაში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს იყო „არჩევნების ორგანიზებული მოპარვა“. “ერთ პატარა, მაგრამ დიდ შესწორებას შევიტანდი თქვენს წარდგენაში – მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი. დღეს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, მმართველი პარტიის პრეტენზიების მიუხედავად ჰყავდეთ ახალი პრეზიდენტი. რაც შეეხება არჩევნებს, ეს არ არის ორ ძალას ან ორ პარტიას შორის შეჯიბრის საკითხი, როცე ერთი მეორეს არჩევნების მოპარვას აბრალებს. რეალობაში ეს არის არჩევნების ორგანიზებული მოპარვა, რაც ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, კარგად იყო ორგანიზებული. ამის…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი გადაიხადეს

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ გლოვის დღეს, 9 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თხოვნით, თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სათანადო ლიტურგია იმავე ეკლესიის მღვდელმა მამა ლევან ჯანაშიამ შეასრულა. პანაშვიდს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ მჟავია, ეთერ ასტემიროვა, ასევე აპარატის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ესწრებოდნენ. მიმდინარე წლის 5 იანვარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში გაჩენილ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი შეეწირა. ხანძრის შედეგად დაღუპულები 9 იანვარს საგვარეულო…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის მარიონეტია”- უილსონი

“ბიძინა ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის მარიონეტია” – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. უილსონი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდ საფრთხეს წარმოადგენს “შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის“. “ძალიან მიხარია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. მიხარია აქ საქართველოს ლეგიტიმურ ქალბატონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ყოფნა და მიხარია აქ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერებთან ერთად ყოფნა. ქალბატონი ლეგიტიმური პრეზიდენტისადმი მესიჯი მაქვს და ეს ამერიკული ტერმინია მისი შთამაგონებელი გამოსვლისთვის – “ამინ”. რამდენად შთამაგონებელი და რამდენად ცხადია მისი გამოსვლა… ვიცით, რომ ამ რეჟიმმა დიდი…

მეტი...

გადამწვარი ჰოლივუდი – ვარსკვლავების ვილები განადგურდა (video)

კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებს. ლოს-ანჯელესში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ბოლო მონაცემებით, წყნარი ოკეანის პალიფიკ-პალისეიდში ტყის ხანძრის ფართობმა უკვე 6390 ჰექტარს გადააჭარბა. ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები განადგურდა,ხანძარი ემუქრება ჰოლივუდის ბულვარს და დიდების ხეივანს.        

მეტი...

ღაზაში ისრაელის იერიშებს 50 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის იერიშებს ღაზაში 50 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის დეფიციტის გამო, იხურება სამი მსხვილი ჰოსპიტალი. ისრაელი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საშუალებას არ აძლევს, კლინიკებს ტვირთი მიაწოდონ. ,,ცაჰალის” განცხადებით, მიწისქვეშა გვირაბში, მოკლული მძევალი იპოვეს. ღაზაში ომის შეწყვეტის შესახებ ბლინკენმა პარიზში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა.

მეტი...

მესტიაში მკვლელობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ორ ბრალდებულს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად. მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ბეჟან ჭკადუას ადვოკატმა სასამართლოზე დააყენა შუამდგომლობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის სახით 5 ათას ლაიანი გირაო შეფარდებოდა. მისი თქმით, არ არსებობს ჭკადუას ბრალის დამამტკიცებელი მასალები. ადვოკატი თვლის, რომ მომხდარში გამოძიებამ უნდა დაადგინოს დაზარალებული ქალის როლი. უფლებადამცველი თვლის, რომ უნდა გაირკვეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ნარკორეალიზაციას. ,,არც ყაჩაღობა დასტურდება და არც მკვლელობაში თანამონაწილეობა. პაკელიანის ჩვენება, რომელიც საქმეში დევს, პაკელიანი ამბობს, რომ ტელეფონო მოვთხოვე რომ ჩამეხედა…

მეტი...

თბილისში დაკარგულ ქალს ეძებენ

თბილისში, დაკარგულ ქალს ეძებენ. ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ,,გუშინ საღამოს რვა საათისთვის სახლიდან გავიდა და კონტაქტზე საერთოდ არ გამოდის. მეტროსთან თანამშრომელს უნდა შეხვედროდა და არ მივიდა. სახლიდან მეტრომდე ათი წუთი უნდა. ეცვა მუქი იასამნისფერი ქურთუკი. იქნებ ვინმემ დაინახა. მილიციაში განცხადება უკვე დავწერეთ. საავადმყოფოებშიც არ არის. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ”, – წერს ახლობელი.

მეტი...

ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ვარკეთილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

,,უკრაინის წინააღმდეგ ომში, 4 000-მდე ჩრდილო კორეელი სამხედრო დაიჭრა, ან დაიღუპა” – ზელენსკი

,,უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამ დროისათვის დაახლოებით 4 000-მდე ჩრდილო კორეელი სამხედრო დაიჭრა, ან დაიღუპა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ,,რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა. ,,პუტინი არ ინახავს თავის ინვესტიციებს მხოლოდ აგრესიაში, ის აორმაგებს მათ. მან ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების დაქირავებაც კი დაიწყო ამ ომის გასაგრძელებლად. ჩრდილოეთ კორეა ომის წარმოების თანამედროვე მეთოდებს სწავლობს. ისინი არ აფასებენ თავიანთ ხალხს. დღეს მათ დაკარგეს 4000 ადამიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრაზე.

მეტი...

,,მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში” – როთი

,,მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში”, – წერს X-ზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი. ,,მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში. მსურს, მხარი დავუჭირო ყველა ერთგულ ევროპელს, თავისუფლებისთვის მებრძოლს და დავემშვიდობო ჩემს მეგობრებს, როგორც გერმანელი პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, მე გავაგრძელებ ევროკავშირის გულში თავისუფალი საქართველოს ერთგულებას”, – წერს როთი.

მეტი...

,,ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ახალი ეტაპი იწყება” – ზელენსკი

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინსტრუმენტი ვიპოვოთ, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს. ვფიქრობ, პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ,,რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თანამდებობას დაიკავებს, მოკავშირეებს უფრო მეტი თანამშრომლობა მოუწევთ. „აშკარაა, რომ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ახალი ეტაპი იწყება, სულ რაღაც 11 დღეში, დრო, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად უნდა დავეყრდნოთ და კიდევ უფრო დიდ შედეგებს ერთად უნდა…

მეტი...

ბაიდენმა ლოს-ანჯელესში ხანძრის გამო კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის გამო კალიფორნიის მთელ შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა. „დღეს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და ფედერალური დახმარების შესახებ განკარგულება გასცა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 5 დაღუპული და 100 000-ზე მეტი ევაკუირებული – ლოს ანჯელესში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან  

მეტი...

ხობის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

აშშ-მა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზა „რამშტაინში“ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრაზე უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, ჭურვებს და სხვა აღჭურვილობას F-16-ებისთვის. „აქ, რამშტაინში, გადაწყვეტილი მაქვს გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა დავეხმარო უკრაინას იცხოვროს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში – და შევქმნა უფრო სამართლიანი და ღირსეული სამყარო. ჩვენი ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ეს არის ,,რამშტაინის” ბოლო შეხვედრა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის.

მეტი...

ქუთაისში ავარიას ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დაკრძალეს

ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურზე გადასასვლელად სპეციალური საშვები დაუშვა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

მეტი...

,,მოსკოვი დაინტერესებულია არქტიკის ზონაში, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით” – პესკოვი

კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გრენლანდიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ არქტიკა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონაა და მოსკოვი დაინტერესებულია იქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით. „თქვენ იცით, რომ არქტიკული ზონა არის ჩვენი ეროვნული ინტერესების, სტრატეგიული ინტერესების ზონა. ჩვენ არქტიკულ ზონაში ვართ წარმოდგენილი და მომავალშიც ვიქნებით. დაინტერესებული ვართ არქტიკულ ზონაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებით, მზად ვართ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ურთიერთობისთვის ამ მშვიდობის, სტაბილურობისთვის ყველგან და არქტიკულ ზონაშიც“, – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

მეტი...

,,ორი ვარიანტი აქვს ,,ოცნებას”, ჩვენ ორივე ალტერნატივისთვის მზად ვართ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუტე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ,,ქართულ ოცნებას” ორი ვარიანტი აქვს, თვითონ კი ორივე ალტერნატივისთვის მზად არის. ,,დღეს მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ერთი, რომ ეს რეალობა დაინახოს, დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე იმ ძალებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში არიან და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს. ამაზე დოკუმენტი მზადდება და მომდევნო დღეებში პრაქტიკულად მზად იქნება. მეორე ვარიანტი ბევრად უფრო ძნელი და რთულია ქვეყნისთვის, თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე, რომ მმართველი პარტია თავის ბოლომდე დაშლას დაელოდოს, რაც სხვა ტიპის პასუხისმგებლობის…

მეტი...

,,ემოციური ფოტო იყო „მაიდნის“ დროს უკრაინაში, ჭადრაკს რომ თამაშობდნენ მომიტინგეები” – მამუკა მდინარაძე

,,ერთ-ერთი ემოციური ფოტო იყო „მაიდნის“ დროს უკრაინაში, როდესაც ჭადრაკს თამაშობდნენ მომიტინგეები?! ხომ დეტალია, მაგრამ ზუსტად იმავე დავალებას გაძლევენ ახლა, შენც რომ ჭადრაკი გაგაქვს და ერთი ერთში მეორდება ახლა, არაფერი იცვლება ე.წ. გაიდლაინებში”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საასუხოდ, როდესაც მას ჰკითხა, თუ სად არიან ოპოზიციური ლიდერები და რატომ არ ჩანან პოლიტიკურ ველზე. „ახალი წლებიდან გამომდინარე, შესაძლოა ნაკლები დავალება მოსდიოდეთ ოპოზიციას. ვიღაცისთვის შესაძლოა ცოტა რთული დასაჯერებელი იყოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მმართველი პარტიის მომხრეები არ არიან, მაგრამ რეალობა…

მეტი...

,,ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომის საქმეზე  პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დააანონსა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიების ადრესატები სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები არ იქნებიან. ,,სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები. დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოჰკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ,,შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და პოლიტიკოსების საქმიანობის შემსწავლელი…

მეტი...

,,მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი” – სალომე ზურაბიშვილი

,,მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დაშლა გარდაუვალია, თუ პარტია „გონს არ მოვა“. „ახალი არჩევნები თავისთავად ჩაინიშნება, თუ მმართველი პარტია დაიშლება, რაც მისი გარდაუვალი მომავალია, თუ თვითონ არ მოვა გონს და ახალ არჩევნებს არ დანიშნავს. ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და მასში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი კითხვა არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეტი...

,,შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და პოლიტიკოსების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია” – მამუკა მდინარაძე

,,საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და შესაბამისი დასკვნა სექტემბრისთვის მზად იქნება. ,,სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისათვის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ეს ბაიდენის ბოლო ვიზიტი უნდა ყოფილიყო საზღვარგარეთ მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე. „ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის შეხვდა პოლიციას, სახანძრო და სასწრაფო დახმარების პერსონალს, რომლებიც ებრძვიან ხანძარს ამ მხარეში და კალიფორნიისთვის დიდი კატასტროფის დეკლარაცია დაამტკიცა, მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს დაგეგმილი მოგზაურობა იტალიაში და მომდევნო დღეებში ორიენტირებული იყოს ფედერალური რეაგირების წარმართვაზე“, – აღნიშნულია თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინე ჟან-პიერის განცხადებაში. ჯო ბაიდენის ვიზიტი იტალიასა და ვატიკანში 9-12 იანვარს იყო დაგეგმილი და მოიცავდა შეხვედრებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან, პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან და რომის…

მეტი...

,,ხელისუფლება იშლება!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება უკვე იშლება. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია, რისი ალტერნატივაც არ არსებობს. „არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ცნობილი არა პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდ ხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ. ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალიან სერიოზული კითხვებია. პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს. დიდ ხანს ვერც ერთი ინსტიტუტი და ვერც ერთი ადამიანი, რომელიც მიყიდული არ არის, ვერ…

მეტი...

შავი ყუთი გაშიფრულია! – ახალი დეტალები ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაზე

ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფიდან 2 კვირა გავიდა. ბრაზილიის ავიაკატასტროფების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრმა (CENIPA) ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის გაშიფვრა დაასრულა. შავი ყუთის გაშიფვრის პროცესს ესწრებოდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის წარმომადგენლები. ადგილობრივი მედიის ცნობით, მონაცემები უკვე გადაეცა ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოებს საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად.  ყაზახეთის მთავრობის კომისია გამოძიების პირველ შედეგებს 30 დღეში გაასაჯაროებს. ცნობისთვის, გასაჯაროვდა პილოტისა და გროზნოში ავიაციის მართვის ოპერატორის საუბრის სტენოგრამა. გაირკვა, რომ ფრენის დროს პილოტს სანავიგაციო სისტემის სიგნალის შეფერხება ჰქონდა, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინული დრონების იერიშების საშიშროების გამო რუსი სამხედროები ახშობდნენ. როდესაც პილოტი გროზნოში დაშვებას ცდილობდა, მართვის პანელიდან ,,ჯიპიესის” სისტემა ითიშებოდა,…

მეტი...

,,ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუტე პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. როგორც მან განაცხადა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით მივა. „გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ იზოლაციიდან. მე მაქვს როლი და ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. სხვადასხვა ვარიანტია ინაუგურაციაზე მიწვევის, რომელშიც არავინ იხდის ფულს. ასე რომ იყოს, სხვებს, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ ეს თანხები გადაიხადოს. ეს ხუმრობა გვერდზე…

მეტი...

,,არც სლოვაკეთი და არც ევროკავშირი არ არიან საომარ მდგომარეობაში, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, შევეგუოთ ზელენსკის ავანტიურას” – ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ,,სლოვაკეთისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების საბოტაჟში” დაადანაშაულა. ,,უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტა და სლოვაკეთის ეროვნული ფინანსური ინტერესებისთვის ზარალის მიყენება, მოსკოვში ჩემი ვიზიტის მიზეზი გახდა. სულ მცირე, მე მჭირდებოდა გაზის უზრუნველყოფა სლოვაკეთის შიდა მოხმარებისთვის, რაც ჩვენ გაზის საფასურის გაზრდის გარეშე გავაკეთეთ. ზელენსკის ცალმხრივი გადაწყვეტილება უკრაინის გავლით ნებისმიერი სახის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ, არსებითად აზარალებს სლოვაკეთს და მთელს ევროკავშირს. არსებითად, ეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც საშუალება აქვს, ევროპაში გაზის მიწოდება გაზარდოს. არც სლოვაკეთი და არც ევროკავშირი არ არიან საომარ მდგომარეობაში, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი,…

მეტი...