“გრენლანდია, შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი, თუ მის მცხოვრებლებს სურთ, მაგრამ ის აშშ-ის შტატი არ გახდება” – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გრენლანდიას აქვს საკუთარი ამბიციები. „არ მგონია, რომ საგარეო პოლიტიკურ კრიზისში ვართ. ჩვენ ღია ვართ ამერიკელებთან დიალოგისთვის, თუ როგორ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ უფრო მჭიდროდ, ვიდრე ახლა, ამერიკული ამბიციების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად“ – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრენლანდიის ლიდერმა, მუთე ეგედემ კოპენჰაგენში მოლაპარაკება გამართა დანიის მეფესთან, ფრედერიკ X-სთან.
მეტი...დღე: იანვარი 8, 2025
“საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია” – ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. ბლოინკენის განცხადებით, ცხადი ერთიანობაა აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც “საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან”. “რაც შეეხება საქართველოს. ამაზეც ვისაუბრეთ. საფრანგეთიც და აშშ-ც ხედავს დემოკრატიულ უკუსვლას. ეს ღრმად შემაშფოთებელია. არა მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლას, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან შეტრიალებას, მისწრაფებისგან, რომ შექმნან მომავალი, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლო იქნება ევროპასთან. ასე რომ, მას შემდეგ რაც ეს [დემოკრატიული] უკუსვლა დავინახეთ, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობა, რომელიც იმ ხალხის ცხადი…
მეტი...“მეამაყება ქართველი ხალხის გვერდით დგომა”- მარკ უიზი
“მეამაყება ქართველი ხალხის გვერდით დგომა მათ ბრძოლაში რუსული ჩარევისგან თავისუფალი მომავლისთვის – მომავლისთვის, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებებს”- წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი, კონგრესმენი მარკ უიზი X-ის საკუთარ გვერდზე. მისივე განცხადებით, აშშ ქართველების, მტკიცე, მხარდამჭერად რჩება. “მეამაყება “მეგობარი აქტის” თანახელმძღვანელობა და ქართველი ხალხის გვერდით დგომა მათ ბრძოლაში რუსული ჩარევისგან თავისუფალი მომავლისთვის – მომავლისთვის, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებებს. მაშინ, როდესაც ქართველები გაბედულად აგრძელებენ პროტესტს, აშშ მტკიცე დარჩება თავის მხარდაჭერაში”- წერს უიზი.
მეტი...“დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი არჩევნების მისაღწევად”- უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცახდებს, რომ ის და დონალდ ტრამპი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად ერთად იმუშავებენ. “ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აგრძელებს ტირანული რეჟიმების არაღიარების დიად ამერიკულ ტრადიციას. დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად”- წერს უილსონი. გარადა ამისა, მან „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მიმართვა გაავრცელა, სადაც ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები, მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში და უარყონ “ივანიშვილის უკანონო რეჟიმი”. „ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პარტიამ აირჩია, უგულებელყოს ოპოზიციის და საერთაშორისო მონიტორების ლეგიტიმური…
მეტი...რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად ცენტრალური გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის ავტომობილების მოძრაობა შეჩერებულია. მოქალქეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები. ისინი კვლავ, ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციის დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მეტი...ბათუმში პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს
ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. მოქალქეებმა გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს. სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. აქციის მონაწილეების თქმით, ასევე, გეგმავენ მელიქიშვილის, აბაშიძის და ბარათაშვილის ქუჩების გადაკეტვას. “ვაგრძელებთ ბრძოლას, ვართ ქუჩაში და სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს”- ამბობენ ისინი. საპროტესტო აქციებია თბილისსა და ქუთაისში.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბრიფინგს გამართავს
ხვალ, 9 იანვარს, 13:00 საათზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზუბირაშვილი ბრიფინგს გამართავს. უცნობია, თუ რა თემაზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი.
მეტი...პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვა სურთ, თუმცა ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს. სამართალდამცველებმა პარლამენტთან კორდონი გააკეთეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – ჩატარდეს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები.
მეტი...რუსეთის ძალების დარტყმას ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის ძალების დარტყმას ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 18 მოქალაქე, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს. ოლქის ხელმძღვანელის თქმით, იერიშის სამიზნე შევჩენკოვსკის რაიონი გახდა. კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია სამარშრუტო ტაქსი, ტრამვაი და მრავალსართულიანი შენობა.
მეტი...ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში დღე-ღამეში ელექტროენერგია გამოირთვება 6 საათის განმავლობაში – ოთხი საათით დღის განმავლობაში, ორით კი, ღამით. ამის შესახებ ე.წ ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ. „რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის დაზოგვის აუცილებლობის გამო, 9 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას“- აღნიშნულია საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თხოვნით, რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყო.
მეტი...ლოს ანჯელესში ხანძარს ებრძვიან
ლოს ანჯელესის ოლქში ოთხ ადგილას გაჩენილი ხანძრის გამო 200 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი. მედიის ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად 1 400-ზე მეტი მეხანძრე გაგზავნეს. ხანძრის გამო შტატის ხელმძღვანელობამ ლოს ანჯელესის ოლქის ათასობით მცხოვრების ევაკუაცია განახორციელა. სანტა მონიკას მთებსა და წყნარ ოკეანეს შორის მდებარე პალისადეში ხანძარი 7 იანვარს გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ქალაქში 10 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია მოიცვა.
მეტი...“კონგრესმენები “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” დღეს წარადგენენ” – ამერიკული მედია
ამერიკული ტელეარხის Fox News-ის ინფორმაციით, რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ. მედიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – წარმომადგენლების ორპარტიული ჯგუფი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას აკრძალავს. “კანონპროექტის თანახმად, “არცერთ ფედერალურ ოფიციალურ პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არავითარი ფედერალური დაფინანსება არ იქნება ხელმისაწვდომი, რათა აღიარებულ იქნას ან სხვაგვარად მოხდეს შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებაზე” მინიშნება”- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...ხვალ გლოვის დღე გამოცხადდა
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.
მეტი...ჩინეთში მიწისძვრის შემდეგ ვითარება რთულია
ჩინეთში, ტინკრის ოლქში, სიჭანკში მომხდარ 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასთან დაკავშირებით ვითარება საგარეო საქმეთა უწყებაში შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერი კეთდება დაზარალებულთა დასახმარებლად. „მიწისძვრის შემდეგ, სი ძინპინმა დავალება გასცა, რომ ყველა ძალისხმევა გამოიყენონ გადარჩენილების მოსაძებნად და გადასარჩენად. დაშავებულების სამკურნალოდ, დაღუპულების მინიმუმამდე შესამცირებლად და მეორადი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. მან ასევე დავალება გასცა, რომ გადაიდგას ნაბიჯები მიწისძვრის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების გასაძლიერებლად, სასწრაფოდ მოხდეს დაზიანებული სახლებისა და ინფრასტრუქტურის შეკეთება, ხალხის ძირითადი საჭიროებებით დაკმაყოფილება, მათი უსაფრთხოდ გადაყვანა. ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ორგანოების ოფიციალური პირებისგან შემდგარ ჯგუფს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში. ჩინეთის მთავრობის შესაბამისმა ხელისუფლებამ დაიწყო…
მეტი...სანქტ-პეტერბურგში პოლონეთის გენერალური საკონსულო ოფიციალურად დაიხურა
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში პოლონეთის გენერალური საკონსულო ოფიციალურად დაიხურა. რუსული მედიის ინფორმაციით, შენობიდან, სადაც ევროპული ქვეყნის დიპლომატიური უწყება მდებარეობდა, პოლონეთისა და ევროკავშირის დროშები უკვე ჩამოხსნეს. შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა რუსული სპეცსამსახურები ქვეყანაში დივერსიის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოზნანში რუსეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი პოლონეთს სანქტ-პეტერბურგში პოლონეთის გენერალური საკონსულოს დახურვით უპასუხა.
მეტი...მესტიაში მომხდარი გატაცების, ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე 2 ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ”, – აღნიშნულია…
მეტი...დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს მეგობარი უწოდა
„პრეზიდენტი ერდოღანი ჩემი მეგობარია. ის არის ადამიანი, რომელიც მე მომწონს და პატივს ვცემ. მგონია, რომ ისიც მცემს პატივს“, – ამბობს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. მისი განცხადებით, სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ამბოხში გადამწყვეტი როლი სწორედ თურქეთმა შეასრულა. გაიყვანს თუ არა სირიიდან, იქ განლაგებულ 2000 ამერიკელ სამხედროს ტრამპი, ჟურნალისტის ეს კითხვა ტრამპმა უპასუხოდ დატოვა.
მეტი...,,რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღიქვამენ მეგობრად და არა მტრად” – სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართ აშშ-ის სანქციებს გამოეხმაურა. პიტერ სიიარტომ ანტალ როგანის წინააღმდეგ აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. „ეს არის პირადი შურისძიების აქტი ამერიკის წარუმატებელი ადმინისტრაციის მხრიდან უნგრეთში მოვლენილი ელჩის, რომელიც ახლა წარუმატებლად და სამარცხვინოდ ტოვებს თანამდებობას. ეს ქმედება მიმართულია ანტალ როგანის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღიქვამენ მეგობრად და არა მტრად“, – განაცხადა სიიარტომ.
მეტი...,,აზერბაიჯანული საზოგადოება იზიარებს დონალდ ტრამპის გზავნილების აბსოლუტურ უმრავლესობას” – ალიევი
,,აზერბაიჯანული საზოგადოება იზიარებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გზავნილების აბსოლუტურ უმრავლესობას”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. „ტრამპი ძალიან მკაფიო, პირდაპირ გზავნილებს აგზავნის თავისი განცხადებებით და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აზერბაიჯანული საზოგადოება იზიარებს. ამიტომ იმედები დიდია. ეს მოიცავს აშშ-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ალიევმა.
მეტი...,,სათამაშოში ჩამონტაჟებული ბომბი, უკრაინიდან თბილისის აეროპორტში ამანათის სახით უნდა ჩასულიყო” – მედია
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის აეროპორტში აღმოაჩინეს სათამაშოში ჩამონტაჟებული ბომბი, რომელიც უკრაინიდან თბილისის აეროპორტში ამანათის სახით უნდა ჩასულიყო. მედიის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა სათამაშო ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული. მან თავიდანვე მიიპყრო მესაზღვრეების ყურადღება. მესაზღვრეებმა ის რენტგენის სკანერის მეშვეობით შეამოწმეს, რა დროსაც ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩინეს. საეჭვო ამანათი უკვე თვითმფრინავში იტვირთებოდა, რომელიც თბილისში უნდა გამოფრენილიყო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამომგზავნი და ვის უნდა მიეღო ის თბილისში.
მეტი...,,შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვი” – მასკი ტრუდოს
„გოგონი, შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვი“, – ასე მიმართა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს. ცნობისთვის, 6 იანვარს ტრუდომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას აპირებს. 7 იანვარს ტრუდომ დაწერა, რომ მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს, როგორც ეს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს.
მეტი...,,პია კაუმას პოზიცია სუვერენიტეტისადმი ეწინააღმდეგება ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის ხედვას” – შალვა პაპუაშვილი
,,ეუთოს საპარლამეტნო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას პოზიცია ქვეყნების სუვერენიტეტისადმი ეწინააღმდეგება ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის ხედვას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. „ახლა ნათელია, თუ რატომ გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თავდასხმების მსხვერპლი იმის გამო, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა: მისი პოზიცია სუვერენიტეტისადმი ეწინააღმდეგება ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის (და რაც ყველაზე ირონიულია, პოსტსაბჭოური, ევროკავშირის წევრი ქვეყნების) ხედვას. ზუსტად ამას ეყრდნობა წესებზე დამყარებული თანამედროვე მსოფლიო წესრიგი, რაც, როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის აზრს მიღმაა“, – დაწერა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, კაუმამ გუშინ ,,რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას,…
მეტი...,,შესაძლოა, ბაქო რეგიონში ესკალაციის „ლეგიტიმაციას“ ცდილობს” – ფაშინიანი
,,შესაძლოა, ბაქო რეგიონში ესკალაციის „ლეგიტიმაციას“ ცდილობს, ჩვენ გამოვიყენებთ დიალოგის ენას, გავაგრძელებთ ფოკუსირებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაზე”, – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, „ბაქო ცდილობს, მის აგრესიულ განცხადებებს სომხეთმაც აგრესიულად უპასუხოს, რათა რეგიონში შექმნას ახალი ესკალაციის გამართლება“. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არა აგრესიის, არამედ დიალოგის ენას. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას დემარკაციაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაზე, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის დაკარგულთა ბედის გარკვევის პრობლემებზე“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ალიევის განცხადებაზე, რომ სომხეთის შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს რეგიონში, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის…
მეტი...9 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება
9 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია აბონენტებს დღეში ექვსი საათის განმავლობაში გაეთიშებათ. ,,შეზღუდვები შემოღებულია რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობის გამო და მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას და ენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია ,,ჩერნომორენერგოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის დღეებში მოხსნეს.
მეტი...,,თუ კანადას ასე ესაუბრებიან, დაფიქრდით უკრაინაზე” – ალექსეი გონჩარენკო
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო კანადასთან მიმართებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და უკრაინელებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს. „კანადა „დიდი შვიდეულის“ წევრია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკაა. ის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. ადამიანები ინგლისურად საუბრობენ და ამერიკულ კონტექსტში ძალიან არიან ჩართულნი. მაგალითად, მათ ჰოკეის საერთო ლიგა აქვთ. ბევრი საერთო ბიზნესი, ვარსკვლავი და კავშირი და მას ასე ელაპარაკებიან. ახლა უკრაინაზე დაფიქრდით. ჩვენი ადგილი ამ მაგიდასთანაა“, – წერს გონჩარენკო. ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ თავის რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ განიხილავს ეკონომიკური ძალის გამოყენებას კანადის მიერთებისთვის. მოგვიანებით მან…
მეტი...ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია
CNN-ის ინფორმაციით, ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია. „დიპლომატიური და სადაზვერვო არხების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი თანამემამულე ირანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და ის იტალიაში ბრუნდება“, – ნათქვამია იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟურნალისტი სესილია სალა თეირანის პოლიციამ 19 დეკემბერს მაშინ დააკავა, როცა ის რეპორტაჟს იღებდა. მოგვიანებით, იტალიელი ჟურნალისტის დაკავება ირანის კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, სესილია სალამ „ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონები დაარღვია“.
მეტი...ავსტრალია 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას გეგმავს
ავსტრალიის მთავრობა გეგმავს, 16 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აუკრძალოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანესის თქმით, შემოთავაზებული კანონპროექტები, მიზნად ისახავს ავსტრალიელ ბავშვებზე სოციალური ქსელების მავნე ზეგავლენა შეამსუბუქოს. ,,ეს არის დედებისთვის და მამებისთვის. ისინი, ისევე როგორც მე, ძალიან ზრუნავენ ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე ინტერნეტში. მინდა, რომ ავსტრალიელმა ოჯახებმა იცოდნენ, რომ მთავრობა მშობლებს მხარს უჭერს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა არ გავრცელდება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც უკვე იყენებენ სოციალურ ქსელებს.
მეტი...ავსტრიის კანცლერის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი შეასრულებს
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი ავსტრიის კანცლერის მოვალეობას დროებით, ქვეყანაში ახალი მთავრობის შექმნამდე შეასრულებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მის კონსერვატიულ „სახალხო პარტიასა“ და „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ახალი მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს დაავალა.
მეტი...,,პირდაპირ ვერ აგინებთ ამერიკას და აგინებთ აბსტრაქტულ „დიფ სთეითს“ და „ომის პარტიას“ – ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება დღეს ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. „ქოცების“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ამოქოქა პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ბერნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, თავიდანვე იდიოტებზეა გათვლილი და ორი ამორფული, არარსებული სტრუქტურა გამოიყენა: ერთი „დიფ სთეითია“, ანუ გაურკვეველი ვიღაცები, ვინც „სიღრმიდან, ქვეშიდან მართავენ მსოფლიოს“ და მეორე – „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ყველა ომს იწყებს. გამოდის, რომ ეს ორი „სტრუქტურა“ ფლობს ზესახელმწიფოებრივ ძალებს. თქვე ოჯახაშენებულებო, პუტინის გეშინიათ, ომი არ დაგვიწყოსო და ამათი არ გეშინიათ, თუკი მართლა არსებობენ და ასეთ სუპერძალებს ფლობენ? სიმართლე ისაა, რომ…
მეტი...შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა
ქერჩის სრუტეში ორი რუსული ტანკერის ჩაძირვისა და შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შემდეგ 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა. ინფორმაციას დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-ეკოლოგიურ ცენტრი ავრცელებს. „დელფამ” სულ 61 დაღუპული ვეშაპისებრი დააფიქსირეს, საიდანაც 32 დელფინი 15 დეკემბრის შემდეგ დაიღუპა. კერძოდ, გარემოსდამცველები თვლიან, რომ ამ 32 დელფინის დაღუპვა, სავარაუდოდ, მაზუთის ჩაღვრას უკავშირდება, ხოლო დანარჩენი, რომლებსაც ,,დაბერებული სხეული” აქვთ, მანამდე დაიღუპნენ. ,,დელფა” წერს, რომ ამ პერიოდისთვის, ანუ გამორიყვის სეზონის მიღმა მკვდარ ვეშაპისებრთა ასეთი რაოდენობა ატიპიურია. დელფინების უმეტესობა ტანკერების ჩაძირვიდან პირველი 10 დღის განმავლობაში დაიღუპა და ამჟამად ზღვიდან მათი გამორიყვა ხდება. მსხვერპლი, ძირითადად, აზოვის ვეშაპისებრნი არიან, რომლებიც,…
მეტი...,,პანამის არხის სუვერენიტეტი მოლაპარაკებას არ ექვემდებარება” – პანამის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,პანამის არხის სუვერენიტეტი მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. პანამის არხი ჩვენი ბრძოლის ისტორიის ნაწილია“, – ამის შესახებ პანამის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხავიერ მარტინეს-აჩამ განაცხადა. ცნობისთვის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პანამის არხი, რომელიც აშშ-მა ააშენა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ნაწილობრივ გადასცა პანამას 1977 წელს, სრულად კი – 1999 წელს, ახლა ჩინეთის მიერ არის მართული. „შეხედეთ, პანამის არხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მას მართავს ჩინეთი. ჩვენ მივეცით პანამის არხი პანამას, არ მიგვიცია ჩინეთისთვის. მათ ბოროტად გამოიყენეს ეს საჩუქარი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მეტი...სამგზავრო ავტობუსში 14 წლის მოზარდი მოკლეს
ლონდონში, სამგზავრო ავტობუსში 14 წლის მოზარდი დანის გამოყენებით მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული, მათ შორის, ადგილზე სასწრაფო დახმარების ვერტმფრენიც გამოიძახეს.
მეტი...,,ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს” – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
„რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ“, – ასე ეხმაურება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“. „არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპი…
მეტი...,,ევროკავშირი ცდილობდა პრეზიდენტ ტრამპთან ონლაინ საუბარი შემეჩერებინა” – ილონ მასკი
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ ის მას ჯერ ტრამპთან ონლაინ საუბრის გამართვაში უშლიდა ხელს, ხოლო ახლა აპირებს ხელი შეუშალოს ინტერვიუს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერთან, ალისა ვაინდელთან. „ჯერ, ევროკავშირი ცდილობდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ონლაინ საუბარი შემეჩერებინა, ხოლო ახლა მათ სურთ, ხელი შეუშალონ ხალხს ალისა ვაიდელთან საუბრის მოსმენაში, რომელიც შესაძლოა, გერმანიის შემდეგი კანცლერი იყოს. ამ ხალხს მართლა სძულს დემოკრატია!!“, – დაწერა მასკმა X-ზე.
მეტი...უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 41 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 41 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 64 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 41 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 22 გაუჩინარდა, მათგან 3 რუსეთის და 1 ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.
მეტი...,,სუდანის „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ გენოციდი ჩაიდინა” – ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სუდანის „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ გენოციდი ჩაიდინა. „სუდანის „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ (RSF) და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული რაზმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს აგრძელებენ. ისინი ეთნიკურ საფუძველზე სისტემატურად ხოცავენ კაცებს, ბავშვებსა და ჩვილებს და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან გაუპატიურებისა და სასტიკი სექსუალური ძალადობის მიზნით ქალებსა და გოგონებს მიზანში იღებენ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დასკვნა გამომაქვს, რომ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ და მასთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა რაზმებმა სუდანში გენოციდი ჩაიდინეს“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი. ასევე, აშშ-მა „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ლიდერს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს, ცნობილი როგორც ჰემედტი, სუდანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი ძალადობის…
მეტი...