“დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება; ეს ბუნებრივი, თუმცა კი ურთულესი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ, და შესაძლოა ეს პროცესი ერთგვარ შიშსაც კი აღძრავდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში”- ამის შესახებ ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სამწყსოსადმი საშობაო გზავნილში. მეუფე გრიგოლმა საშობაო გზავნილში აღნიშნა, რომ მოქალქეების მიმართ ძალადობა დაუშვებელია. “მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის…
მეტი...დღე: იანვარი 6, 2025
“მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია”- მეუფე გრიგოლი
“მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის; ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ”- ამის შესახებ ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სამწყსოსადმი საშობაო გზავნილში, რომელსაც ეპარქიის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდი ავრცელებს. მიტროპოლიტმა გრიგოლმა საშობაო გზავნილში აღნიშნა, რომ ეკლესიის კრიტიკული ხმა, მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ კვლავ და კვლავ გვიწევს საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ორსაუკუნენახევრიანი მძიმე და ტრაგიკული გამოცდილების შესახებ, რადგან ე.წ. ერთმორწმუნეობა რუსული…
მეტი...აშშ-ში დიდთოვლობას და ყინვას ებრძვიან – არიან დაღუპულებიც
აშშ-ში დიდთოვლობას და ყინვას ებრძვიან. შვიდ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვაშინგტონში დახურულია სკოლები, ოფისები. ასევე, დიდთოვლობის გამო სამი ადამიანია დაღუპული ავტოავარიაში, ორი კანზასში, ხოლო ერთი მისურიში. ამერიკის მასშტაბით, მათ შორის ვაშინგტონშიც, 1700-მდე ფრენაა გაუქმებული.
მეტი...რუსებმა ხერსონზე საჰარეო იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა ხერსონის სამხრეთით საჰაერო იერიში მიიტანეს. დაზიანებულია ავტობუსი, სადაც მგზავრები ისხდნენ. დაღუპულია ერთი ადამიანია, ხოლო ცხრა დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად აცხადებს დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.
მეტი...აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ შობას ქაშუეთის ტაძართან შეხვედნენ
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. დღევანდელ აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრიდან ალილოს მონაწილეები შემოუერთდებიან, რომლებიც მსვლელობით უკვე რუსთაველის გამზირისკენ მოემართებიან. დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან ღამის 12:00 საათზე ერთად აპირებენ შობის შეხვედრას.
მეტი...დღეს, აშშ-ის კონგრესი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას დაამოწმებს
CNN- ის ინფორმაციით, დღეს აშშ-ის კონგრესი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას დაამოწმებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა და სენატი ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოლეგიის ხმებს დაითვლის. სხდომას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ 4 წლის წინ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრა არ დაივიწყონ. „ოთხი წლის შემდეგ, როცა თანამდებობას ვტოვებ, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რათა პატივი ვცე ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და აღვადგინო ტრადიციები, რომლებსაც აშშ-ში დიდი ხანია პატივს ვცემთ. არჩევნების დამოწმება მშვიდობიანად მოხდება” – დაწერა ჯო ბაიდენმა Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მეტი...კანადის პრემიერი თანამდებობას ტოვებს
ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტრუდომ კანადის პარლამენტის მუშაობა დროებით, 24 მარტამდე შეაჩერა. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა, ხოლო 2013 წლიდან იგი „ლიბერალური პარტიის“ ლიდერი იყო. უცხოური მედიის თანახმად, გადადგომის მოთხოვნით ჯასტინ ტრუდოზე ზეწოლა გასულ თვეში, კანადის ფინანსთა მინისტრის, კრისტია ფრილენდის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ გაიზარდა. იგი ჯასტინ ტრუდოსთან ხარჯების გამო არსებული უთანხმოების გამო გადადგა.
მეტი...“მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელი დროის შერჩევას”- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმპუ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელ დროს შეარჩევს. წერილის ინგლისურ ვერსიას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჩემი წინა მიმოწერის შემდეგ, ბოდიშის მოხდით უნდა გაცნობოთ, რომ ვიზიტი, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, 8-10 იანვარს ვერ შედგება. ეს გადაწყვეტილება არსებული გარემოებების გულდასმით განხილვის შემდეგ იქნა მიღებული. როგორც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაშია ხაზგასმული და როგორც გუშინ, პრემიერ-მინისტრთან კონსტრუქციულად იქნა განხილული, საქართველოს საარჩევნო პროცესების ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან…
მეტი...საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მაუწყებელმა დაარღვია შეთანხმება და გააუქმა საღამოს ეთერი. ისინი ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ. „რამდენიმე დღეა ჩვენი შეთანხმების საპირისპიროდ მენეჯმენტი და მათი წარმომადგენლები, პროდიუსერები არ გამოდიან ჩვენთან კონტაქტზე, არ პასუხობენ არც ჩვენს სატელეფონო ზარებს, არც ტექსტურ შეტყობინებებს. 3 იანვარს უნდა განახლებულიყო საღამოს ეთერი და დრო უნდა დათმობდა საზოგადოების წარმომადგენლებს, ეს დრო, 3 იანვრიდან გადაიდო 6 რიცხვამდე, თუმცა ეს ადამიანები აორთქლდნენ და კონტაქტზე არ გამოდიან”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი, „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს
9 იანვარს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას „ჰადსონის“ ინსტიტუტი ავრცელებს. „შემოუერთდით „ჰადსონს“ თავისუფლებისთვის მებრძოლისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სპეციალური მიმართვისთვის, რომელსაც კონგრესმენ ჯო უილსონის კომენტარი და ექსპერტთა პანელის დისკუსია მოჰყვება“ – ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება.
მეტი...მოკლეს და ცხედარი მდინარეში გადააგდეს, რუსი ტურისტის მკვლელობისთვის 2 ადამიანი დააკავეს
შსს-ს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი ადამიანი – 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებებ, რომ დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და…
მეტი...“რუსეთი მეზობლების მიმართ აგრესიული გახდა, ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში”- მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა. ამის შესახებ, მან ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მაკრონი ამბობს, რომ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოში საპარალემნტო არჩევნების დროს, “დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით” იხილეს. „ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის ქცევამ რადიკალური ცვლილება განიცადა, რომელიც უფრო მკაცრი გახდა, ასევე, ბევრად უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება. ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში…
მეტი...ცნობილია, ქარელში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა
ქარელი-კეხიჯვრის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა გურამ კაკაშვილია. როგორც ირკვევა, ის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. „ძალიან მძიმეა ჩვენთვის ამ შინაარსის ტექსტის დაწერა. გარდაიცვალა განათლების ფაკულტეტის სტუდენტი, გურამ კაკაშვილი. ძალიან კარგი ადამიანი. ვიზიარებთ და ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განცხადებაში. ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მეტი...ინდოეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი
ინდოეთში, გუჯარათის შტატში, სანაპირო დაცვის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Times Of India ავრცელებს. ვერტმფრენის ბორტზე სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 2 პილოტი იყო. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...,,ავიაკატასტროფაში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ” – ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ. ,,სრული რწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ კატასტროფაში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ადამიანურ ქცევას გროზნოს რომ დროულად მიეღო ზომები საჰაერო სივრცის ჩაკეტვისთვის, დაცული ყოფილიყო სახმელეთო მომსახურების ყველა წესი და კოორდინაცია შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო სამსახურებს შორის, მაშინ ეს ტრაგედია არ მოხდებოდა”, – აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ არ შეატყობინა თვითმფრინავის კაპიტანს საჰაერო სივრცის დაკეტვისა და გროზნოსთან…
მეტი...მანჩესტერის აეროპორტში, უამინდობის გამო, ასაფრენი ბილიკები დაიხურა – აეროპორტი შეფერხებით მუშაობს
დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის აეროპორტში, ტექნიკური ჯგუფები ასაფრენი ბილიკების თოვლისგან გაწმენდას ცდილობენ, რის გამოც ასაფრენი გზები დაკეტილია. BBC-ის ცნობით, შეფერხებების გამო, რეისები გადამისამართდა ან მოლოდინის რეჟიმში არიან. Flightradar24-ის მიხედვით, easyJet-ის რეისი ჰურგადადან, ბოლო თვითმფრინავი იყო, რომელიც მანჩესტერში, ადგილობრივი დროით 05:30 საათზე, ასაფრენი ბილიკის დახურვამდე დაეშვა. აეროპორტმა თვითმფრინავი რამდენიმესაათიანი დაგვიანების შემდეგ მიიღო. ასევე, Qatar Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც დოჰადან ასრულებდა რეისს, ბირმინგემში გადამისამართდა – გუშინ, ათზე მეტი რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, მათ შორის, ჰითროუსში, გეტვიკში, დუბლინში, გლაზგოსა და პარიზშიც კი. Flightradar24-ის ცნობით, მანჩესტერის აეროპორტის ტაბლოზე შეფერხებული რეისების რაოდენობა მატულობს, ამ დროისთვის მხოლოდ ორი…
მეტი...,,ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ოთხი წლის წინ მომხდარის გამეორება” – ბაიდენი
,,ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერი, რომელიც თავის წარსულს ივიწყებს, განწირულია მისი გამეორებით. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ოთხი წლის წინ მომხდარის გამეორება”, – ჯო ბაიდენი ამერიკელებს მოუწოდებს, არ დაივიწყონ კაპიტოლიუმზე თავდასხმა და მოუწოდებს მათ, არ დაუშვან დემოკრატიაზე თავდასხმის გამეორება. ,,მიმდინარეობს დაუღალავი მცდელობა, გადაიწეროს ან სულაც წაიშალოს იმ დღის ისტორია, რომ გვითხრან, თითქოს არ გვინახავს ის, რაც საკუთარი თვალით ვიხილეთ. დროთა განმავლობაში იქნებიან ამერიკელები, რომლებსაც 6 იანვრის აჯანყება საკუთარი თვალით არ უნახავთ, მაგრამ ამის შესახებ შეიტყობენ იმ დღის კადრებიდან, ჩვენებებიდან, ისტორიის წიგნებში დაწერილიდან და იმ სიმართლიდან, რომელსაც ჩვენს შვილებს გადავცემთ. ჩვენ არ…
მეტი...ფრანგმა ფერმერებმა პარიზის მახლობლად საპროტესტო აქცია გამართეს და გზების გადაკეტვა სცადეს
ფრანგმა ფერმერებმა პარიზის მახლობლად საპროტესტო აქცია გამართეს და გზების გადაკეტვა სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მიზეზი ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესაძლო შედეგებია. ფერმერები აცხადებენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესს დააზარალებს. ფერმერების პროტესტის საპასუხოდ, პარიზისა და ვალ-დე-მარნის პოლიციის პრეფექტურებმა გარკვეული პერიოდით აკრძალეს პარიზის ცენტრში ყველა შეკრება, რომელიც წინასწარ არ არის დაანონსებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, 13 იანვარს სასოფლო-სამეურნეო პროფკავშირების წარმომადგენლები საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუს შეხვდებიან. ფრანგი ფერმერები ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმებას, დიდი ხანია, აპროტესტებენ.
მეტი...,,აფხაზეთი საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. ის ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა ” – ზელენსკი
,,პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა. საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიდიოდა, მთლიანად რუსეთისკენ ტრიალდება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა. ,,არ მინდა ვილაპარაკო ამ ბანალურ საკითხებზე, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ის ამას აკეთებს. ხალხმა დეტალები უნდა იცოდეს. მაგალითად, საქართველო, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფოდა, მთლიანად რუსეთისკენ ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტი, აფხაზეთი საკითხი, როგორც ჩვენ გვაქვს დონბასი, კონტროლდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ…
მეტი...2025 წლის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია
ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად ,,ემილია პერესი” დასახელდა, ნომინაციაში: წლის საუკეთესო დრამა „ბრუტალისტმა“ გაიმარჯვა. საუკეთესო რეჟისორად ბრედი კორბეტი დასახელდა ფილმისთვის „ბრუტალისტი“. „ოქროს გლობუსი“ დრამატულ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ედრიენ ბროუდს გადასცეს ფილმ „ბრუტალისტში“ შესრულებული როლისთვის. დრამატულ ფილმში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფერნანდა ტორესი დაჯილდოვდა ფილმში: „ჯერ კიდევ აქ ვარ“ შესრულებული როლისთვის. მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობ ქალად დემი მური დასახელდა ფილმ “სუბსტანციაში“ განსახიერებული როლისთვის. მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში კი სებასტიან სტენმა გაიმარჯვა ფილმში „განსხვავებული კაცი“ შესრულებული როლისთვის. მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის…
მეტი...აშშ-ში, ხიდის ჩანგრევის შედეგად, მატარებელი მდინარეში ჩავარდა
აშშ-ში, ორეგონის შტატში, ხიდის ჩანგრევის შედეგად, მატარებელი მდინარეში ჩავარდა. მედიის ცნობით, საყრდენი სწორედ მაშინ ჩაინგრა, როდესაც მატარებელი ხიდს კვეთდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, 19-ვაგონიანი მატარებელი ორგანული ნივთიერება შარდოვანით იყო დატვირთული. აღნიშნული ნივთიერება გამოიყენება სასუქის, კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებებისთვის. ადგილობრივების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხიდს პრობლემა შეექმნა. როგორც ისინი ამბობენ, რამდენიმე წლის წინ ხიდის საყრდენს ცეცხლი გაუჩნდა და ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა.
მეტი...სავერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე გამოცხადდა
სოფელ სავერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე გამოცხადდა. გალის რაიონის სოფელში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას შეშის ღუმელის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია. ხანძარი საცხოვრებელ სახლს სწრაფად მოედო და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში – ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა
მეტი...ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ ტოკიოში გაემგზავრა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ ტოკიოში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში ბლინკენის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იაპონიასთან სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა. იაპონიის შემდეგ ბლინკენი საფრანგეთში ჩავა, სადაც განიხილავს ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის გამოწვევებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობების ფონზე. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის ინფორმაციით, მოგვიანებით ბლინკენი იტალიასაც ეწვევა, სადაც ევროპელ კოლეგებს შეხვდება. როგორც მეთიუ მილერი წერს, ლიდერები შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
მეტი...გერმანიაში, მილიონზე მეტმა მოქალაქემ პიროტექნიკის აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა
გერმანიაში, 1 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ პიროტექნიკის აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პიროტექნიკას სამართალდამცავების წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. პოლიციელთა პროფკავშირი მოუწოდებს მთავრობას, გაითვალისწინოს ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკა და კერძო პირების მიერ პიროტექნიკის გამოყენება აკრძალოს. საუბარია გაყიდვის აკრძალვაზე ყველა პირისთვის, რომლისთვისაც პიროტექნიკა პროფესიული კუთხით არ არის დაკავშირებული. Deutsche Welle-ს ცნობით, წელს გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენებას ახალი წლის დღეებში 5 ადამიანი ემსხვერპლა. ბერლინში, არეულობის მოწყობის გამო, 330 ადამიანი დააკავეს. 13-მა პოლიციელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.
მეტი...ზელენსკის განცხადებით, ის ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟების გარეშე არ ჩავა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტთან ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 20 იანვარს გასამართ ინაუგურაციაზე დაპატიჟების გარეშე არ ჩავა. „სიმართლე რომ გითხრათ, არ შემიძლია ჩამოსვლა, განსაკუთრებით ომის დროს და თუ პრეზიდენტი ტრამპი მე პირადად არ დამპატიჟებს. ეს უბრალოდ ლამაზი არ იქნება. ვიცი, რომ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ მარტივად ჩასვლა. მოისურვებენ და ჩავლენ. მე ზოგი ადამიანის ტემპერამენტს ვიცნობ. მათ შეუძლიათ თავად ჩასვლა. ჩემთვის, კი ეს ძალიან მძიმეა. მე ასეთი ადამიანი ვარ, სტუმრად დაპატიჟების გარეშე არ დავდივარ. პუტინს ჩვენ არ ვეპატიჟებოდით, ის თავად მოვიდა ჩვენთან. ხოლო…
მეტი...ნიკო ლეკიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
ნიკო ლეკიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვამდე, სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პოლიტიკოსებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერი და სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ნიკო ლეკიშვილი, 77 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მეტი...ქალაქ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ,,ცაჰალის” იერიშებს 6 ადამიანი ემსხვერპლა
ქალაქ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ,,ცაhალის” იერიშებს 6 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო, დევნილები სიცივისგან იღუპებიან. ამავე ცნობით, ისრაელის ძალები ანკლავში შეზღუდული რაოდენობით ატარებენ ჰუმანიტარულ ტვირთს, მათ შორის კარვებს, თბილ ტანსაცმელსა და საბნებს. ასევე, ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები, შუამავლების მონაწილეობით, ყატარში განახლდა.
მეტი...შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გვიანობამდე მოემსახურება
თბილისის მერიის ინფორმაციით, შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გვიანობამდე მოემსახურება. ,,შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. მეტროპილიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს. 6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტი...ახალი დეტალები სვანეთში მომხდარ ყაჩაღობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტ ცოლ-ქმარს, სავარაუდოდ ორი ადამიანი დაესხა თავს. დაზარალებული ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, ხოლო მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულმა ქალმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. გაუჩინარებული ტურისტი მამაკაცის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქე, რომელმაც დაზარალებული ქალი იპოვა გზაზე, მედიასთან ამბობს, რომ თავდამსხმელებს მანქანით სურდა მისი გატაცება, რა დროსაც კაცმა წინააღმდეგობა გაუწია. ამ დროს მოხდა გასროლა. ამის შემდეგ კი ქალი დატოვეს და მისი მეუღლე გაიტაცეს. სამართალდამცველები ასევე ეძებენ დანაშაულში ბრალდებულებს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ყაჩაღობას გულისხმობს.
მეტი...თბილისში, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეფერხდება და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით. მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან…
მეტი...,,გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო” – პია კაუმა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ,,დისკუსიებისა და სიტუაციის ყურადღებით განხილვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, გადავდო საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა უფრო ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა მხარეს და გავწიოთ დახმარება ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით”, – წერს პია კაუმა X-ზე.
მეტი...,,ჩინური ვირუსი” საფრთხეს არ წარმოადგენს” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში, წინა კვირას, მეტაპნევმოვირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა. ,,მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს მეტაპნევმოვირუსი გადატანილი აქვს. არანაირი საფუძველი, რომ ეს ვირუსი განვიხილოთ, როგორც მორიგი პანდემიური ვირუსი, არ არსებობს”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”. მისი თქმით, მეტაპნევმოვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და ასევე, იმ ადამიანებში, რომელთაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ბრონქული ასთმა აქვთ. რაც შეეხება 5-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს,…
მეტი...,,ასეთი უდროო ვიზიტი კრიზისს ვერ მოაგვარებს, ამის გაკეთება მხოლოდ არჩევნებს შეუძლია” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში OSCEPA-ს პრეზიდენტის პია ლისა კაუმას მოსალოდნელ ვიზიტს გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, პია ლისა კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს არის დაგეგმილი. ,,ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში აღშფოთებას იწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც თბილისის ქუჩებში ორმოცი დღეა დგანან და გაყალბებულ არჩევნებსა და რუსეთისკენ შეტრიალებას აპროტესტებენ. ასეთი უდროო ვიზიტი კრიზისს ვერ მოაგვარებს, ამის გაკეთება მხოლოდ არჩევნებს შეუძლია”, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
მეტი...როგორია სიმპტომები და როდის არის აუცილებელი მივმართოთ კლინიკას – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში” განმარტავს, თუ რა სიმპტომები ახასიათებს გრიპის ვირუსს, რამდენად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა და როდის უნდა მიაქციოს მშობელმა ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება. ,,გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ასევე, ხველა, საერთო სისუსტე და უმადობა. ყველაფერი ეს მდგომარეობის სიმძიმის მიმანიშნებელია. ყველა ის ვირუსი, რომელიც ფიქსირდება გრიპის ვირუსთან ერთად და ამ ვირუსების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მათი მიმდინარეობა არ არის ასეთი მძიმე. 2 წლამდე ასაკის ბავშვები არის ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი და აქ, რა თქმა უნდა, უმჯობესია პირველივე დღიდან…
მეტი...,,დონალდ ტამპის კონგრესში დამტკიცებას უამინდობა ხელს ვერ შეუშლის” – მაიკ ჯონსონი
,,გამარჯვებული დონალდ ტამპის კონგრესში დამტკიცებას უამინდობა ხელს ვერ შეუშლის”, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა. მისი თქმით, კანონი მოითხოვს, რომ ეს მოხდეს 6 იანვარს, 13:00 საათზე. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, უამინდობა ხელს ვერ შეუშლის კონგრესს, რომ დღეს ოფიციალურად დაადასტუროს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა. მას უამინდობის მიუხედავად, სრული დასწრების იმედი აქვს. „ამიტომ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ქარბუქი, ჩვენ ამ დარბაზში ვიქნებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს გაკეთდება“, – აღნიშნა ჯონსონმა.
მეტი...,,გრიპის შემთხვევები ყოველკვირეულად მატულობს” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”
,,თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო სამი კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მატულობს”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ,,კალენდარული წლის 50-ე კვირას, ანუ დეკემბრის მეორე კვირას, გრიპის საერთო მაჩვენებელი იყო 25 პროცენტი, შესაბამისად საქართველოში გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება და მოლოდინი, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგი კვირების განმავლობაშიც და, ალბათ, იანვარში მიაღწევს პიკს. ეს სტატისტიკა წლების მიხედვით არ იცვლება, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს. სწორედ, დეკემბერ-იანვარია გრიპის შემთხვევის მატების მაქსიმალური პერიოდი”, – განაცხადა…
მეტი...