ქობულეთი-ბათუმის გზაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნები. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.  

მეტი...

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დაშავებული კი საავადმყოფოშია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოქალაქეები უკვე თვეზე მეტია ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია დღეს რეგიონებშიც არის დაგეგმილი.  

მეტი...

თოვლისა და ყინვის გამო გერმანიის სამ აეროპორტში ფრენები გაუქმდა

თოვლისა და ყინვის გამო გერმანიის სამ აეროპორტში ფრენები გაუქმდა. უამინდობამ  მიუნხენის, ფრანკფურტისა და შტუტგარტის აეროპორტები შეაფერხა. თოვლის გამო მიუნხენის აეროპორტში ხილვადობა იყო შემცირებული. ფრანკფურტის აეროპორტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაუქმდა 120 ავიარეისი, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა პარიზი, ვენეცია და პრაღა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური ქვეყნის მოსახლეობას ყინვისა და უხვი ნალექის შესახებ აფრთხილებს, განსაკუთრებით, ბავარიაში.

მეტი...

„ქართული კოშმარის არაღიარების” ორპარტიული აქტი წარსადგენად მზადაა”- ჯო უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე წერს, რომ „ქართული კოშმარის არაღიარების” ორპარტიული აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად. „ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. აშშ არ აღიარებს ივანიშვილის პრო CCP-სა [ჩინეთის კომუნისტური პარტია] და პროირანულ რეჟიმს!” – წერს  კონგრესმენი და შესაბამის დოკუმენტს ურთავს.

მეტი...

“სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას უსამძიმრებს. „წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.  

მეტი...

შოლცი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინთან მისი შესაძლო შეხვედრის შესახებ

გერმანიის კანცლერი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ.  ინფორმაციას, რომელიც დღეს მედიაში გავრცელდა, შოლცი ყალბ განცხადებას უწოდებს. „ეს მიუღებელია. ამის მტკიცებულება არ არსებობს. ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ამაზე თუნდაც ფიქრობდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მართალი ადამიანები აღშფოთებულები იქნებიან, როდესაც ყალბ ბრალდებებს უყენებენ. კანცლერს აქვს მკაფიო პოზიცია. მას კიდევ ერთხელ განვმარტავ. გერმანია ამ დროისთვის არის ევროპაში უკრაინის უმსხვილესი მხარდამჭერი და ასეთად დარჩება“- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მეტი...

ზუგდიდი – მესტიის გზაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააყაჩაღეს, ერთ-ერთ მათგანს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდი-მესტიის გზაზე უცხოელი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. თავდამსხმელებს პოლიცია ეძებს. არსებული ცნობით, ნაპოვნია გატაცებული მანქანა. რაც შეეხება ცოლ-ქმარს. ქალი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო კაცი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მომხდარის შესახებ, სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მეტი...

სარკინიგზო ტრანსპორტირება ანკარასა და საქართველოს შორი – თურქეთი რკინიგზის მშენებლობას იწყებს

“სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის”– განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რიზეში,  მმართველი პარტიის კონგრესზე. ერდოღანი ამბობს, რომ ერთმანეთს დაუკავშირდება ქალაქები: ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი. „ამრიგად, რიზე რკინიგზას პირველად შეხვდება, ტრანსპორტის მინისტრი აქ არის. მე ამას ვამბობ, როდესაც მას თვალებში ვუყურებ“ – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს. თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ 509 კილომეტრის სიგრძის სამსუნი-სარფის რკინიგზა 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება.

მეტი...

“ოკუპაციის პირობებში რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე”- ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანის დაღუპვის გამო. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

მეტი...

„ფანტასტიკური ქალი“- დონალდ ტრამპი და იტალიის პრემიერი ერთმანეთს შეხვდნენ

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი  აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს მამულში გაიმართა. არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განიხილეს ტრამპმა და მელონიმ მარ-ა-ლაგოში სადილზე. არჩეულმა პრეზიდენტმა მოკლე კომენტარი გააკეთა შეხვედრის შესახებ და მელონის უწოდა „ფანტასტიკური ქალი“, რომელმაც „ევროპა დაიპყრო“. იტალიის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე ძალების ლიდერია, მისი პოზიციები რიგ საკითხებში, კერძოდ მიგრაციაში, ახლოსაა ტრამპის პოზიციებთან. ამავე დროს მელონი აქტიურად ემხრობა უკრაინის მხარდაჭერას. არ არის ცნობილი, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე უკრაინის ომის თემა.

მეტი...

აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ეხმაურება

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ეხმაურება. “სრულიად საქართველო შეძრა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ენით აღუწერელია ტკივილი, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი განიცდის. დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას” – აცხადებს ჯემალ გამახარია. ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში – ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

მეტი...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს. ამის შესახებ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს. „კურსკი, კარგი ამბავი, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს“, – აცხადებს ერმაკი. კურსკის ოლქში შეტევითი მოქმედებების დაწყების შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის პრევენციის ცენტრიც იუწყება.

მეტი...

„ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ უმეტესობას კრიტიკული აზროვნების უნარი არა აქვს“- მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, ამბობს რომ საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, თუმცა კრიტიკული აზროვნების უნარი არ გააჩნიათ. ამის შესახებ, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. „ძალაინ ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ანალიზის გაკეთების და კრიტიკული ანალიზის უნარი, უმეტესობა არა აქვს. ამიტომ ადვილად მოსანადირებელი არის ხოლმე, ლამაზი იდეებით. არავისთან არ უნდა მოერიდოთ საუბარი, არც ოპოზიციასთან, არც მთავრობასთან, არც ეკლესიასთან. შეიძლება სახვადასხვა აზრები გაგვაჩნდეს. დაველაპარაკოთ ერთმანეთს. ადამიანი გონიერი არსებაა, მივა სახლში გააკეთებს ანალიზს და რაც მისაღებია მიიღებს“- აცხადებს მეუფე იაკობი.

მეტი...

„დიდი შერიგება უნდა მოხდეს“- მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოოისის ქადაგებით, საქართველოში შესამცირებელია უცხოური გავლენა.  საკვირაო ქადაგების შემდეგ, მეუფემ სწორედ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. „მინდა, უცხოეთში ამ ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, რომ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსის იმპერია მოიქცეოდა, 150 კაცი ავირჩიეთ, კეთილი უნდა ინებონ და გაახსენდეთ რისთვის ავირჩიეთ და ერთობით, ერთად აკეთონ კეთილი საქმე. დიდი შერიგება უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა შევრიგდეთ“, – განაცხადა მეუფემ.

მეტი...

„არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას“- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.   ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში – ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

მეტი...

“პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა”- მიხაილ როთი

“პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნებიდან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია” – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. როტი ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებია. „ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთომ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!“  – წერს როთი. ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

მეტი...

პოლიციამ ბერლინში საცხოვრებელი სახლის მისამართით ფოიერვერკის სროლისთვის 23 წლის ბლოგერი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ბერლინში საცხოვრებელი სახლის მისამართით ფოიერვერკის სროლისთვის 23 წლის ბლოგერი დააკავა. მას ბრალად,  ბერლინის აეროპორტში ცეცხლის წაკიდების მცდელობა, სხეულის მძიმე დაზიანების მცდელობოსა და ქონებრივი ზიანის მიყენებას ედავებიან. ბლოგერი თავად იღებდა ფოიერვერკის სროლის ვიდეოს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ბინის მცხოვრებლებმა შეძლეს ხანძრის სწრაფად ჩაქრობა.  

მეტი...

ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში – ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. ბავშვები  სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ-ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. გამ­გე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე ფი­ლია მი­ვი­და. რო­გორც dnewsabkhazia კონ­სტან­ტი­ნე ფი­ლი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ბავ­შვე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ოთხი თვის იყო.

მეტი...

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილისთვისაა სასარგებლო”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება. მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა. „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო“- წერს ევროპარლამენტარი. ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

მეტი...

ოლაფ შოლცი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრესსპიკერის, უსაფრთხოების საკითხებში, როდერიხ კიზევეტერზე დაყრდნობით ავრცელებს. „სულ უფრო მზარდი ნიშნებია ჩნდება იმისა, რომ 23 თებერვლამდე კანცლერი შოლცი მოსკოვში გაემგზავრება, ან პუტინს შეხვდება. უკრაინისთვის დაგეგმილი გეგმების განხორციელება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს პარიზის ქარტიის 10-20 წლით შეჩერებას. საჩვენებელი იქნება, როგორი რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე უკრაინის მოსახლეობას თუ ჩვენს მეზობლებს“ – აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა.  

მეტი...

ჩინეთში ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩინეთში ეპიდემიაა, რის გამოც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ვირუსები ვრცელდება, მათ შორის – ინფლუენზა, HMPV, მიკოპლაზმური პნევმონია და კოვიდ-19. ვირუსების სწრაფი გავრცელების გამო, პაციენტების სიჭარბეა საავადმყოფოებში, არიან გარდაცვლილებიც.

მეტი...

თალიბანმა ფანჯრები აკრძალა, ისეთ ადგილებში, საიდანაც შეიძლება ქალები ჩანდნენ

თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბატულა ახუნდზადამ გამოსცა ბრძანებულება, რომელიც კრძალავს ფანჯრების გაკეთებას საცხოვრებელი შენობებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას თალიბების წარმომადგენელი ზაბიულა მუჯაჰიდი სოციალურ ქსელ “X-ზე” აქვეყნებს. მათივე თქმით, ახალ შენობებს არ უნდა ჰქონდეთ ფანჯრები, რომლებიდანაც მოჩანს “ეზო, სამზარეულო, მეზობლის ჭა და სხვა ადგილები, რომელთაც შეიძლება იყენებდნენ ქალები”.

მეტი...

ისრაელის ელექტროსადგურზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს

ისრაელის ელექტროსადგურზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ, იემენელი „ჰუსიტები“  აცხადებენ. თავდასხმის სამიზნე იყო ოროთ რაბინის ელექტროსადგური ქალაქ ჰადერას მახლობლად. თავდასხმის შემთხვევაში, ეს გამოდის „ჰუსიტების“ მიერ ისრაელში განხორციელებული ყველაზე ღრმა დარტყმა. „ისრაელის თავდაცვის ძალებმა“ განაცხადა, რომ რაკეტა წარმატებით იქნა შეჩერებული ქვეყნის საზღვრების გადაკვეთამდე. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება აცხადებს, რომ „ოპერაციამ წარმატებით მიაღწია თავის მიზნებს“. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო ავიაციამ იემენის ტერიტორია დაბომბა.

მეტი...

აშშ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვას გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელისთვის 8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს.  BBC-ის ინფორმაციით, იარაღის აღნიშნული პარტია მოიცავს რაკეტებს, ჭურვებს და სხვა საბრძოლო მასალებს. ამ ნაბიჯის განხორციელება საჭიროებს გადაწყვეტილების დამტკიცებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კომიტეტებისგან. მიმდინარე წლის აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების მოიერიშე თვითმფრინავების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.

მეტი...

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 70 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 70 ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინის „სამოქალაქო თავდაცვის დანაყოფში“ აცხადებენ, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ანკლავზე სულ მცირე 30 თავდასხმა მოხდა. მასშტაბური თავდასხმების გამო ღაზის სექტორში საავადმყოფოები გადატვირთულია. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შუამავლების მონაწილეობით ყატარში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები განახლდა.

მეტი...

იმერეთში ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ო.მ., რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული თანხის…

მეტი...

ბრიტანეთში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობის სკანდალის გამო ილონ მასკი მეფე ჩარლზს პარლამენტის დათხოვნისკენ მოუწოდებს

ამერიკელი მილიარდერი, დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრი ილონ მასკი გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზს პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს. მასკმა მწვავედ გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ასევე უსაფრთხოების საკითხებში მინისტრი ჯეს ფილიპსი მოძალადეთა ბანდების საქმეზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირების გამო. გაერთიანებულ სამეფოში მწვავე დებატები მოჰყვა მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უსაფრთხოების მინისტრმა, ჯეს ფილიპსმა უარი უთხრა ქალაქ ოლდჰემის საბჭოს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე სახელმწიფო გამოძიების ჩატარებაზე და, სანაცვლოდ, საქმის წარმოება ადგილობრივ საბჭოს დაავალა.. ანგარიშის თანახმად, ორგანიზებული ბანდების მიერ ქალებისა და ბავშვების სისტემური სექსუალური ძალადობის შესახებ მრავალი გამოძიება მიმდინარეობდა როტერდამში,…

მეტი...

“ქვეყანაში ბანდები ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ”- ჟურნალისტური გამოძიება დიდ ბრიტანეთში

გამოცემა The Telegraph-ი დიდ ბრიტანეთში სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ბანდები ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ, მსხვერპლ მოზარდებს კი სახელმწიფოს მხრიდან მართლმსაჯულებასა და დაცვაზე უარი ეთქვათ, „რათა შეენარჩუნებინათ წარმატებული მულტიკულტურული საზოგადოების იმიჯი“. „ეს არის სკანდალი, რომელიც სრულად უნდა აღმოიფხვრას და ბრიტანეთის სახელმწიფომ სრული ძალით გამოიძიოს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობას არ სურს მაღალჩინოსნების შეცდომებში ჩაძიება. ეს ახალი არ არის. ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებში, ქუჩებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომლებიც შექმნილია საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების დასაცავად, ხელისუფლებამ შეგნებულად დახუჭა თვალი ძირითადად თეთრკანიან ბავშვებზე საშინელ სექსუალურ ძალადობაზე, რომელსაც პაკისტანური წარმოშობის ბანდები…

მეტი...

“კურსკში რუსეთის არმიამ ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები დაკარგა”- ზელენსკი

“კურსკის ოლქში, სოფელ მახნოვკას მახლობლად, 3 და 4 იანვრის ბრძოლებში, რუსეთის არმიამ ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები დაკარგა” – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა ზელესნკი ამბობს, რომ ეს საგანგებო დანაკარგია. „მახნოვკას ერთ-ერთი სოფლის მიდამოებში, რუსეთის არმიამ დაკარგა ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები. ეს საგრნობი დანაკარგია“ – აღნიშნა ზელენსკიმ.  

მეტი...

რუსეთის ტერიტორიაზე 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების განმარტებით, 37 დრონი როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს, 20 – ბრიანსკში, 2 – ვორონეჟში და თითო-თითო ბელგოროდისა და ორლოვსკის ოლქებში. როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის განცხადებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე სახლი და ავტომობილი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

ბაიდენმა 19 ადამიანი, მათ შორის სოროსი, კლინტონი და დენზელ ვაშინგტონი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 19 ადამიანი, მათ შორის ჯორჯ სოროსი, ჰილარი კლინტონი, დენზელ ვაშინგტონი, ანა ვინტური და ბონო თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. „ერთად თქვენ ტოვებთ წარმოუდგენელ კვალს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ბაიდენმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ჰილარი კლინტონი 2016 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც დემოკრატიულმა პარტიამ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპთან დამარცხდა; მედალი მიიღო სოროსმა, რომელმაც დააარსა ღია საზოგადოების ფონდები და 32 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა შეიტანა თავის ორგანიზაციაში. თეთრი სახლის განცხადებით, მილიარდერი ფილანტროპი და დემოკრატიული პარტიის უმსხვილესი დონორი მხარს უჭერდა ორგანიზაციებს და პროექტებს მთელ…

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ჩანაცვლდა პუტინის მარიონეტით”- ჯო უილსონი

კონგრესმენი და  აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი აცხადებს, რომ „სალომე ზურაბიშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ჩანაცვლდა “პუტინის მარიონეტით“. „ჩვენ, ყველანი, კონგრესში ერთად ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე. სამწუხაროდ, იყო გაყალბებული არჩევნები და დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი სწორად იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩანაცვლდა პუტინის მარიონეტით. მე მოვიწვიე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სტუმრად დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე“ – აღნიშნა უილსონმა. კონგრესმენის თქმით. დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს უნდა გამოსწორდეს. „ჩვენ გვაქვს ომის დამნაშავის, პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანში რეჟიმთან და ყველა მათგანი მუშაობს…

მეტი...

“ეუთოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა”- ევროპალრამენტარი

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა”- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ საქართველოში 8-10 იანვარს დაგეგმილ ვიზიტს. ევროპარალემნტარი ამბობს, რომ მსგავსი ვიზიტი “რეჟიმს” პროპაგანდისტულ გამარჯვებას მისცემს. “მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს – კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა. ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით, პროტესტების ძალადობრივი ჩახშობით ძალაუფლების კონსოლიდირებას და პერიოდს არჩევნების შემდეგ, რომელიც ზოგადად, თავისუფალი იყო,…

მეტი...

“ტრამპი აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო”- კონგრესმენი

“დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს”-  ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა. კონგრესენი ამბობს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე მუშაობენ. “ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე. სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ის პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს. ასე რომ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავპატიჟე დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სტუმრად. სალომე [ზურაბიშვილი] შესანიშნავია. მოწვევა გავუგზავნე, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ჩემი მოწვევით ჩამოდის ფილიპინების წარმომადგენელთა…

მეტი...