საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეების პროტესტი განახლდა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეების პროტესტი განახლდა. აქციის მონაწილეები მაუწყებლის ეთერის დათმობასა და მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ. მოძრაობის “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციები გაიმართება 5 და 6 იანვარსაც. საპროტესტო აქციაა პარლამენტთან. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

მეტი...

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. პარლამენტის წინ აქცია უკვე 38-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.  

მეტი...

ისრაელის დარტყმას ქალაქ ღაზაში 12 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის დარტყმას ქალაქ ღაზაში 12 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველთა თქმით, დარტყმა საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა, სადაც სულ მცირე 14 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით,  ბოლო ერთი დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 65-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად, დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს კატარის და ეგვიპტის შუამავლობით.

მეტი...

რუსეთის ძალებმა სუმის ოლქზე ავიადარტყმა განახორციელეს

რუსეთის ძალებმა სუმის ოლქზე ავიადარტყმა განახორციელეს.  მედიის ცნობით, მართვადი ავიაბომბი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ავიაიერიშის შედეგად დაშავებულია ორი ბავშვი და ერთი ზრდასრული ადამიანი. სუმის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნანგრევებში შეიძლება, მოქალაქეები იყვნენ მოყოლილი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.    

მეტი...

საფრანგეთში 10 გამოკითხულიდან ექვსი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ემხრობა

გამოცემა Le Figaro-სთვის Odoxa-Backbone Consulting-ის მიერ ჩატარებული კვლევის  თანახმად, ყოველი 10 გამოკითხულიდან ექვსი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ემხრობა. კერძოდ, ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან წასვლას რესპონდენტთა 61%უჭერს მხარს. ამავე გამოკითხვით, რესპონდენტთა 86% ფიქრობს, რომ ემანუელ მაკრონს მიმდინარე წელს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა მოუწევს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფრანსუა ბაირუ დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა კაბინეტს, მიშელ ბარნიეს ხელმძღვანელობით, ქვეყნის ბიუჯეტის გარშემო დავის გამო პარლამენტმა ნდობა აღარ გამოუცხადა.

მეტი...

ბაიდენი ჯორჯ სოროსსა და ჰილარი კლინტონს თავისუფლების მედლით დააჯილდოებს

ჯო ბაიდენი ჯორჯ სოროსსა და ჰილარი კლინტონს თავისუფლების მედლით დააჯილდოებს. თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე თავისუფლების მედალი საერთო ჯამში 19 ადამიანს გადაეცემა. მათშორის იქნებიან პოლიტიკოსები, ფილანთროპები, კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლები. აქედან ოთხ ადამიანს მედალი სიკვდილის შემდეგ გადაეცემათ. „მედალი გადაეცემათ იმ პირებს, რომლებმაც სამაგალითო წვლილი შეიტანეს შეერთებული შტატების კეთილდღეობის, ღირებულებების ან უსაფრთხოების, მსოფლიო მშვიდობის, ან სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, საჯარო თუ კერძო წამოწყების საქმეში. ეს ცხრამეტი ამერიკელი დიდი ლიდერებია, რომლებმაც ამერიკა უკეთეს ადგილად აქციეს. ისინი დიდი ლიდერები არიან, რადგან კარგი ადამიანები არიან, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თავიანთ ქვეყანასა და მსოფლიოში“- აღნიშნულია თეთრი…

მეტი...

ყაზახეთში ერთმანეთს  95 ავტომობილი შეეჯახა

ყაზახეთში ერთმანეთს  95 ავტომობილი შეეჯახა. მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი დიდთოვლობა გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა 20 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სამაშველო და ავარიული სამსახურები მუშაობენ.

მეტი...

გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენების შეზღუდვას მოითხოვენ

გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენების შეზღუდვასა და საგანგებო სამსახურების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გერმანიაში აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყნის მასშტაბით ახალი წლის ღამით ხუთი ადამიანი დაიღუპა, ათობით სამოქალაქო პირი და პოლიციელი კი დაშავდა. პოლიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავენ პიროტექნიკის იმ სახეობის გამოყენების აკრძალვას, რომელიც ლეგალურად მხოლოდ პროფესიონალური ფოიერვერკებისთვის არის დაშვებული. ე.წ. ბომბების იმპორტი გერმანიაში ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან – პოლონეთიდან და ჩეხეთიდან ხდება.

მეტი...

სოფელ ბავრასა და განძაში 2 ადამიანი დაჭრეს

ახალქალაქის  სოფელ ბავრაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჭრილობის შედეგად განძაში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

მეტი...

სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება

სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს. „ვაცხადებთ, რომ სამშაბათიდან დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდება“, – განაცხადა სირიის სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, აშად ალ-სალიბიმ. მისი თქმით, პარტნიორების დახმარებით ალეპოსა და დამასკოს აეროპორტების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მეტი...

ოლაფ შოლცმა ილონ მასკს ტროლი უწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს ტროლი უწოდა. „სოციალურ ქსელებში ბევრია, ვისაც ყურადღების მიპყრობა მკვეთრი ლოზუნგებით სურს. წესი ასეთია: ნუ კვებავ ტროლს“ – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა შოლცს სულელი უწოდა. ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ ილონ მასკის მხარდაჭერის გამო გერმანიის კანცლერმა შეშფოთება გამოთქვა. შოლცის თქმით, ამგვარ შეურაცხყოფაზე ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მასკი მხარს უჭერს პარტიას, რომელიც პუტინის რუსეთთან დაახლოების მომხრეა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტებას ცდილობს. ოლაფ შოლცის განცხადებით, საიდუმლო არ არის, რომ კომპანია „ტესლა“ გერმანიის ელექტრული დამტენი სადგურების მთავრობის მხრიდან დაფინანსების…

მეტი...

„ვიღებ მოწვევას“- სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში ელოდებიან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, სამოქალქო სოლიდარობის ფონდი ზუგდიდში იწვევს. ამის შესახებ არასამტავრობო ორგანიზაციამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა „ვიღებ მოწვევას“. “ჩვენი ფონდი ორი წლის წინ უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად შეიქმნა, თუმცა მისი საქმიანობა ამ მისიით არ შემოიფარგლება. ფონდის შექმნასა და მუშაობაში ჩართული არიან სამეგრელოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები – ადამიანები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდებთან, ქალებთან, დევნილებთან, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კორუფციის კვლევაზე, გარემოს გაუმჯობესებასა და კარგი მმართველობის განვითარებაზე. დაფუძნების დღიდანვე ფონდი ორგანიზებას უწევს თითქმის ყველა აქციას, რომელიც რუსულ რეჟიმთან ბრძოლას უკავშირდება. ზუგდიდში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, უკვე 38 დღეა…

მეტი...

ეჭვმიტანილს, რომელმაც ტრამპის სასტუმროსთან ავტომობილი ააფეთქა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიმართ მტრობა ჰქონდა

ეჭვმიტანილს, რომელმაც ტრამპის სასტუმროსთან „ტესლას“ ავტომობილი ააფეთქა, დონალდ ტრამპის მიმართ მტრობა არ ჰქონდა. ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა განაცხადეს. ლას ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე წაიკითხეს ეჭვმიტანილ მეთიუ ლიველსბერგერის მიერ დაწერილი წერილები, რომლებიც აღმოაჩინეს ჩანაწერების აპლიკაციაში, რომელსაც ეჭვმიტანილი იყენებდა აფეთქებამდე ათი დღის განმავლობაში. „მეგობრებს, ვეტერანებს და ყველა ამერიკელს, დროა, გაიღვიძოთ. ჩვენ გვმართავს სუსტი და უგუნური ხელმძღვანელობა, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის გამდიდრებას ემსახურება. ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები, საუკეთესო ქვეყანა, რომელიც ოდესმე არსებობდა. მაგრამ ახლა ჩვენ სასიკვდილოდ ავად ვართ და მივდივართ ჩამოშლისკენ“ – წერდა ეჭვმიტანილი. ბიუროში აცხადებენ,…

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილს თურქული კლუბი იწვევს

თურქულ კლუბს „ლევანტედან“ – გიორგი ქოჩორაშვილის, ხოლო „ლიონიდან“ ტოლისოს დამატება სურს. ინფორმაციას Takagazete ავრცელებს. „შუალედურ სატრანსფერო პერიოდში „ტრაბზონსპორი“ ნახევარმცველებს ეძებს. გუნდი ცდილობს „ლიონიდან“ ფრანგი ვარსკვლავის, კორენტინ ტოლისოს დამატებას. თუმცა სიაში ახალი სახელიც გამოჩნდა – „ტრაბზონსპორში“ გადმოსვლის კანდიდატი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც ლა ლიგა 2-ის „ლევანტეში“ თამაშობს. „ლევანტესთან“ ქოჩორაშვილის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, ხოლო ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს. „ტრაბზონსპორი“ ესპანური კლუბის ფინანსური მოთხოვნებით უკვე დაინტერესდა“ – ამტკიცებს გამოცემა Takagazete.  

მეტი...

რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ. „ტელეგრამ“ არხ ASTRA-ს ცნობით, რუსეთის თავდაცვამ დრონების უმეტესობა ლენინგრადის ოლქში მდებარე „უსტ-ლუგას“ საზღვაო სავაჭრო პორტის ტერიტორიაზე ჩამოაგდო. ცნობისთვის, დღეს დილით, სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა.  

მეტი...

ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. „დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია. ჩინეთის ქალაქ ჟანჯიაკუში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა.  

მეტი...

კენიის ერთ-ერთ სოფელში გავარვარებული კოსმოსური ობიექტი ჩამოვარდა

კენიის ერთ-ერთ სოფელში გავარვარებული კოსმოსური ობიექტი ჩამოვარდა. მისი დიამეტრი 2.5 მეტრია, ხოლო წონა 500 კგ-ს აღწევს. წინასწარი შეფასებით, ის რაკეტის სეპარაციის რგოლია რომელიც, ჩვეულებრივ, დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას იწვის, ან ოკეანეში ვარდება ხოლმე. ადგილზე მისული პოლიციის განცხადებით, ობიექტი ჯერ კიდევ ცხელი იყო. ტერიტორია დაცულ ზონად გამოცხადდა, ხოლო კოსმოსური სააგენტო ობიექტის წარმომავლობას არკვევს.

მეტი...

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ორი დღის განმავლობაში 150 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ორი დღის განმავლობაში 150 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს. ადგილობრივები იუწყებიან, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ორ საავადმყოფოს ევაკუაციას აიძულებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა ალყა შემოარტყეს ინდონეზიის საავადმყოფოს. გაერო-ში აცხადებენ, რომ დაფიქსირდა ისრაელის 136 თავდასხმა ღაზაში 27 სამედიცინო დაწესებულებაზე, რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის დაღუპვა და მნიშვნელოვანი ნგრევა.  

მეტი...

ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეას, იაპონიასა და საფრანგეთს ეწვევა

ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეას, იაპონიასა და საფრანგეთს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სამხრეთ კორეელ და იაპონელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე ენტონი ბლინკენი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შტატების მტკიცე მხარდაჭერას და ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სამხრეთ კორეას, იაპონიასა და საფრანგეთს 4-9 იანვარს ეწვევა.

მეტი...

სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა

სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა.ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს, მოსკოვის დროით 07:45 საათიდან სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა“ – აცხადებს „როსავიაცია“. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ფრენების შეჩერების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ოლქებში 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.  

მეტი...

“პუტინი ბოროტი დიქტატორია. ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს”- კონგრესმენი

“ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს” – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი აცხადებს. კონგრესმენი ამბობს, რომ თავისუფლებაზე თავდასხმას არ შეეგუებიან. “ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს და ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აძლიერებს და ცხადყოფს იმას, რომ მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს ჩვენ არ შევეგუებით“ – აცხადებს რიჩარდ ჰადსონი. კონგრესმენი მარკ ვიზი აღნიშნავს, რომ აშშ და კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას. “საქართველოსთან ჩვენი მეგობრობა კრიტიკულ ეტაპზეა…

მეტი...

უცხო ქვეყნების 25 მოქალაქე, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილეობდნენ საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტმა, უცხო ქვეყნების 25 მოქალაქე, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილეობდნენ, ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას, შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოდან, ჯამში, სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევეს. „გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები – ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2024 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან…

მეტი...

“დამონტაჟებული იყო”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის საახალწლო მილოცვაზე

პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პატრიარქის საახალწლო მილოცვა, დამონტაჟებული იყო. “პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი “საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს” იხსენიებს აუგად. დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთნ არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს. ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამოტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი”- წერს ჯაღმაიძე.  

მეტი...

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქის გარეუბანში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. სარაკეტო დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთმა უპილოტო აპარატები კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და პოლტავის მიმართულებით გაუშვა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უპილოტო აპარატების წინააღმდეგ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.    

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება!”- მარკო მიჰკელსონი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. “სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება! ეს ტესტია ყველა პოლიტიკოსისთვის, რომელიც ევროპის ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს იცავს”- წერს მიჰკელსონი.

მეტი...

“საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ”- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი  აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, ახალი არჩევნების შესახებ მხარს უჭრეს. „სიტყვა „megobari“ ქართულ ენაზე „მეგობარს“ ნიშნავს და ეს კანონპროექტი აშშ-სა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობას ასახავს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს თავისუფლებას ძირი გამოუთხაროს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ. ეს კანონპროექტი „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს არჩევანის საშუალებას აძლევს: მიატოვონ ივანიშვილი, რომელსაც დიქტატორობა სურს ან სანქციების წინაშე აღმოჩნდნენ. საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის“ – აცხადებს ჯო უილსონი. ცნობისთვის,…

მეტი...

“ჩვენი პატრიარქი ქართველი ერის ერთობის, თვითმყოფადობისა და ღირებულებების სადარაჯოზე დგას”- ბიძინა ივანიშვილები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავენ. მილოცვას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, 92 წელი შეუსრულდა. განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული საზოგადოების სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ფასდაუდებელია მისი შრომა და თავდადება – აღსაყდრებიდან 47-ე წელია, რაც ჩვენი პატრიარქი ქართველი ერის ერთობის, თვითმყოფადობისა და ღირებულებების სადარაჯოზე დგას. ჩვენი სამშობლო, სხვა ბევრ მახასიათებელთან ერთად, იმითაცაა გამორჩეული, რომ სულიერ წინამძღოლად სწორედ ადამიანთა სიყვარულის, სიბრძნის, თავმდაბლობისა და მაღალზნეობრიობის ცოცხალი მაგალითი – ილია…

მეტი...

დღეს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა

4 იანვარი კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა. საქართველოს პატრიარქს 91 წელი შეუსრულდება. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია.    

მეტი...

2024 წელს, მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.  უწყების ცნობით, გაძევების პროცედურის ფარგლებში, ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან. „შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ…

მეტი...

„კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს”- სტივ კოენი

კონგრესმენი სტივ კოენი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია საქართველოს რუსულ კოლონად აქცევს. „კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს. რეჟიმის ბანდიტები არბევენ და აკავებენ დემონსტრანტებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნები ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. „MEGOBARI აქტი“ ამ დახმარებას უზრუნველყოფს, პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში ურთიერთობების გაღრმავებით“ – აცხადებს სტივ კოენი.

მეტი...

“ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასასრულის უზრუნველყოფა”- კონგრესმენი

“კონგრესში ხელახლა წარვადგინეთ “მეგობარი აქტი”, ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასასრულის უზრუნველყოფა”- ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. უილსონო ამბობს, რომ მათი მიზანი „ქართული კოშმარის” დასრულება  და აგრესორთა ღერძის მიერ ქართველი ხალხის ტერორიზების შეწყვეტის უზრუნველყოფაა. “დღეს მე, კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად ხელახლა წარვადგინე “MEGOBARI აქტი” 119-ე მოწვევის კონგრესში როგორც H.R. 36. ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასრულებისა და აგრესორთა ღერძის მიერ ქართველი ხალხის ტერორიზების შეწყვეტის უზრუნველყოფა” – წერს…

მეტი...

„ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს! მაგრამ მე არავინ მეძახის!”- რობერტ სტურუა

“მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ღვთებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს!მაგრამ მე არავინ მეძახის!”- ამის შესახებ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს. სტურუა ამბობს, რომ სახლში მარტოა და მას არავინ ეპატიჟება. „სამი დღეა მარტო ვარ სახლში. ტრადიციულად ახალ წელს ან მაღვიძებენ, ან სროლის შემდეგ ვიძინებ! სრულიად ფხიზელი!.. მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ღვთებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს! მაგრამ მე არავინ მეძახის! ვარ ჩემთვის მეუღლესთან ერთად!.. სხვა თეატრების არანაკლებ ნიჭიერი მსახიობებიც, გაყუჩებულნი მრავალჟამიერს…

მეტი...