ბუდუ ზივზივაძემ „ჰაინდემჰაიმში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუ გუნდს ალგორფეში შეკრებაზე 3 იანვრიდან შეუერთება. „ზივზივაძის თამაშს „კარლსრუეში“ დიდი ხანი ვაკვირდებოდით, ის გასულ წელს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინა თავი და 12 გოლის გატანა მოახერხა. ბუდუმ ბომბარდირული თვისებები გამოავლინა. დარწმუნებული ვართ, რომ იგი მალე შეძლებს გუნდთან შეგუებას და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“ – განაცხადა „ჰაიდენჰაიმის“ გენერალურმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა. „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა და გერმანიის მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
მეტი...დღე: იანვარი 3, 2025
ურსულა ფონ დერ ლაიენს პნევმონია აქვს
ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს პნევმონია აქვს, რის გამოც მიმდინარე თვეში დაგეგმილი რამდენიმე შეხვედრა გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელი ავრცელებს. „მას პნევმონია აქვს. შედეგად, გააუქმა რამდენიმე შეხვედრა იანვრის პირველი ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის ლისაბონში დაგეგმილი გამოსვლა და გდანსკში ვიზიტი“– განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, შტეფან დე კერსმეკერმა.
მეტი...საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია გაიმართა
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გახსნას დღის ეთერი და უფრო მეტი დრო დაუთმოს საზოგადოების პროტესტის გაშუქებას. „ვითხოვთ, გაიხსნას მთელი დღის ეთერი ისე, როგორც გვაქვს ახლა საღამოს ეთერი იმისთვის, რომ იყოს ფართო საზოგადოებრივი დიალოგი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ის გათავისუფლდეს „ქართული ოცნების“ ჰიბრიდული პროპაგანდისგან, აუცილებელია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მეტი...კონგრესში „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების“ აქტს წარადგენენ
119-ე მოწვევის კონგრესის პირველ სამუშაო დღეს, 3 იანვარს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“ და პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“. ამის შესახებ მედიას, 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კონგრესმენებმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა განუცხადეს. სტივ კოენმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება იქცა “კოშმარად“. მისი კანონპროექტის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აღიაროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
მეტი...“მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს”- კონგრესმნები
დემოკრატი კონგრსმენი გერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს მიესალმებიან. ამის შესახებ, ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან დააახლოვა უცხოური აგენტების კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“ – ნათქვამია კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში. კონგრესმენი გერი კონოლიც (დემოკრატიული პარტია) კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა…
მეტი...აშშ-ის 119-ე მოწვევის კონგრესი მუშაობას დღეიდან შეუდგება
აშშ-ის 119-ე მოწვევის კონგრესი მუშაობას დღეიდან შეუდგება. ახალი კონგრესმენები მუშაობას ვაშინგტონის დროით 12:00 საათზე ლოცვით დაიწყებენ. შემდეგ კი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს აირჩევენ. 2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკელები სრულ კონტროლს მოიპოვებენ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე – წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე მხარდაჭერა მაიკ ჯონსონს გამოუცხადა.
მეტი...პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. პარლამენტის წინ აქცია უკვე 37-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.
მეტი...“2024 წელს რუსეთის ტყვეობიდან 1358 ადამიანის დაბრუნება მოხერხდა”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, 2024 წელს რუსეთის ტყვეობიდან 1358 ადამიანის დაბრუნება მოხერხდა. “ეს არიან ჩვენი სამხედროებიც და სამოქალაქოებიც. ამ ადამიანებს განსხვავებული ბედი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი და იგივე – სახლში ყოფნის სიხარული” – აღნიშნავს ზელენსკი თავის ტელეგრამ-არხში. გასული წლის ბოლოს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ 30 დეკემბერს უკრაინაში დაბრუნდა რუსეთის ტყვეობაში მყოფი 189 მოქალაქე.
მეტი...პოლონეთმა ვიქტორ ორბანი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ ინაუგურაციის ცერემონიაზე არ მიიწვია
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და ელჩი ვარშავაში ქვეყნის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე არ მიიწვიეს. ამის მიზეზი გახდა, პოლონელი მინისტრის ყოფილ მოადგილესთვის ბუდაპეშტის მიერ თავშესაფარის მისცემა. ვარშავა მკაცრად გამოეხმაურა, უნგრეთის მიერ გასულ თვეში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას მარკინ რომანოვსკისთვის, რომლის წინაარმდეგაც პოლონეთში გამოძიება მიმდინარეობს. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის სტატუსს ყოველი წევრი ქვეყანა 6 თვით ფლობს ანბანის მიხედვით. პოლონეთამდე ეს სტატუსი უნგრეთს ჰქონდა 2024 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში.
მეტი...დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე მყოფებს დაეჯახა – არიან დაშავებულები
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე მყოფებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...თანამედროვე ჩინეთი
კულტურა; ხელოვნება; თანამედროვე ტექნოლოგიების ინდუსტრია; თეატრი; ოპერა; მედიცინა; ძველი ქარხნების ნანგრევები გადაკეთებული მოდერნიზებულ სივრცეებად; კულტურის, მედიცინის, ფილოსოფიისა და საბრძოლო ხელოვნების ერთიანობა – ტაიჯი – რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეს და სხვა უამრავი, სანახავი აქ მართლაც ბევრია და ეს თანამედროვე ჩინეთია. დიახ, თანამედროვე ჩინეთზე მოგიყვებით, საიდანაც, 600-ზე მეტი რეპორტაჟი მოვამზადე. ახლა კი შევეცდები, შეძლებისდაგვარად ერთად მოვუყარო თავი ამ ყველაფერს, დავურთო ჩემს მიერ მომზადებული ბმულებიც და გამოგზაუროთ ზღვა შესაძლებლობებისა და უძველესი ცივილიზაციის სამყაროში – სახელად ჩინეთი. უსაფრთხო ქვეყანა – პირველი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს სწორედ უსაფრთხოება და დაცულობაა, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა. …
მეტი...,,ვემზადებით სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად” – ზელენსკი
,,უკრაინა ხელს შეუწყობს ყველა მცდელობას სირიაში ვითარების დასტაბილურებისთვის”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა. ,,ჩვენ შევქმნით პროგრამას äმარცვლეული უკრაინიდან“ სირიის ადმინისტრაციასთან და ყველა პარტნიორთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც მხარდაჭერისთვის მზად არიან. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ევროპელებთან და აშშ-თან, რათა მხარდაჭერა მაქსიმალურად ძლიერი იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. სახელმწიფოს მეთაურის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და აგრარული პოლიტიკის მინისტრი ვიტალი კოვალი, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სირიაში იმყოფებოდნენ, ქვეყანაში დაბრუნდნენ და ზელენსკის ვიზიტის შედეგები მოახსენეს. მათ განიხილეს დამასკოში მოლაპარაკებების შედეგები, უსაფრთხოება და ეკონომიკური პერსპექტივები. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მეტი სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში ნიშნავს მეტ…
მეტი...ბელგიაში მერები ევროპის მასშტაბით პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ
ახალი წლის ღამეს მიღებული ტრავმების სერიის შემდეგ ბელგიაში კერძო პირებისთვის პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვას განიხილავენ. Politico-ს ინფორმაციით, ბელგიის ხელისუფლება განიხილავს საკითხს, პიროტექნიკის აკრძალვა ქვეყნის მასშტაბით საკმარისი იქნება, თუ ის მთელ ევროპაში უნდა აიკრძალოს. ფლანდრიელი მერები ფეიერვერკების აკრძალვას მთელი ევროპის მასშტაბით ითხოვენ, თუმცა ცხოველების უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ აკრძალვა ჯერ ეროვნულ დონეზე უნდა მოხდეს. ბელგიის რამდენიმე მუნიციპალიტეტმა ფეიერვერკების გაყიდვის აკრძალვა ადგილობრივ დონეზე უკვე შემოიღო, თუმცა ფლამანდიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაცია ამტკიცებს, რომ ფლანდრიის ხუთი მერიდან ოთხს საერთო ეროვნული აკრძალვის შემოღება სურთ.
მეტი...,,უკრაინას დაპირებული Patriot-ის ტიპის ხუთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა დღემდე არ მიუღია” – ზელენსკი
,,უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია Patriot-ის ტიპის ხუთი ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომლის გადაცემას მას 2024 წლის ივლისში ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დროს დაჰპირდნენ”, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს. „ვთვლი, რომ ვაშინგტონში ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი ხუთი Patriot-ის შესახებ სერიოზული მიღწევაა. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ თავად გადაწყვეტილება დადებითია და ნატოში ჩვენი წევრობა, რასაც ალიანსის ყველა ქვეყანამა დაუჭირა მხარი, გარდაუვალია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მეტი...პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.
მეტი...ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია
2025 წლის პირველ სავაჭრო დღეს, 2 იანვარს ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს და გაზის გაძვირებას სამი ფაქტორის კომბინაციით ხსნის. პირველ მიზეზად ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება დასახელდა. მეორე მიზეზი არის ის, რომ ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანამ კომპრესორის გაუმართაობის გამო მუშაობა 9 იანვრამდე შეაჩერა. მესამე ფაქტორად კი ჩრდილოეთ ევროპაში ცივი ამინდი სახელდება, რამაც გაზის მოხმარება რეგიონში გაზარდა. „ამ კვირაში ნორვეგიული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებამ შეიძლება, გამოიწვიოს უფრო სწრაფი გადინება საცავებიდან. რეზერვები მთელს კონტინენტზე 2021 წლის შემდეგ უკვე…
მეტი...უკრაინაში ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებსაც ადამიანები ნაგავში დამალული საზღვარგარეთ გადაჰყავდათ
უკრაინის პოლიციამ 59 და 52 წლის მამაკაცები დააკავა, რომლებსაც ომში არ წასვლის მსურველები ნაგავში დამალული საზღვარგარეთ გადაჰყავდათ. გამოძიების ცნობით, მამაკაცებს ადამიანები უკრაინიდან რუმინეთში გადაჰყავდათ. ამის სანაცვლოდ კი ისინი 4500 აშშ დოლარს იღებდნენ. ბრალდებულების ჩხრეკის დროს პოლიციამ 2500 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მეტი...უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 9 იანვრისთვის არის დაგეგმილი
უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 9 იანვრისთვის არის დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. ეს ამ ფორმატში ჩატარებული 25-ე შეხვედრა იქნება. ცნობისთვის, „რამშტაინის“ ფორმატი 2022 წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის კოორდინაციისთვის შეერთებული შტატების ეგიდით შეიქმნა. ის აერთიანებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ცოტა ხნის წინ, იმედი გამოთქვა, რომ საკონტაქტო ჯგუფის ფორმატი ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც იქნება შენარჩუნებული.
მეტი...ტრამპმა ჯო ბაიდენს ,,ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი” და ,,სრული კატასტროფა” უწოდა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს „ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი“ და „სრული კატასტროფა“ უწოდა. ტრამპი ახალ ორლეანში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. „ბაიდენის „ღია საზღვრების პოლიტიკის“ გამო, როგორც მე არაერთხელ აღვნიშნე საარჩევნო შეხვედრებზე და სხვაგან, რადიკალური ისლამური ტერორიზმი და ძალადობრივი დანაშაულის სხვა ფორმები ამერიკაში იმდენად გაუარესდებოდა, რომ მისი წარმოდგენაც კი გაგვიჭირდებოდა. ეს დრო დადგა, თანაც გაცილებით უარესად, ვიდრე წარმოგვედგინა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მეტი...მარცვლეულის გლობალურ ბაზარზე 2025 წელი ფასების მატებით დაიწყო
2025 წელი ხორბლის გაძვირებით დაიწყო. პარიზის ბირჟაზე მარტის ფიუჩერსებით ტონა ხორბალი 2 იანვარს 238 ევროდ იყიდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ხორბლის ფასი წინა წელთან შედარებით, 17 ევროთია გაზრდილი. არსებული ინფორმაციით, ფასების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი და ევროკავშირი წელს მსოფლიო ბაზრისთვის ხორბლის გაცილებით მცირე მოცულობის მიწოდებას შეძლებენ. რუსულმა სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო კომპანია IKAR-მა გამოაცხადა, რომ ხორბლის ექსპორტი 2025/26 წლებში 41 მილიონ ტონამდე შემცირდება, 43.5 მილიონი ტონიდან. მცირე მოსავლის გამო, მსოფლიო ბაზარზე გაყიდვები შეუმცირდა ევროკავშირსაც, განსაკუთრებით კი საფრანგეთს. ევროკავშირის ქვეყნებში ფასების ზრდა კიდევ უფრო დიდია. რეგიონული ბირჟა Emmelord-ში ტონა ხორბლის ფასმა 228 ევროდან 231…
მეტი...,,ახალ ორლეანში მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორი აშშ-ის სამხედრო ძალების ვეტერანია” – FBI
გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ახალ ორლეანში მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორი შეერთებული შტატების არმიის სერჟანტი, 42 წლის შამსუდ-დინ ჯაბაარია. პირველ იანვარს, დამნაშავე მანქანით ხალხში შევარდა, შემდეგ ავტომობილიდან გადმოვიდა და ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ ის ადგილზე მოკლა. თავდასხმას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 35 კი დაიჭრა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ბრალდებულის მანქანაში ნაპოვნია ,,ისლამური სახელმწიფოს” დროშა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. თავდამსხმელი ტეხასში დაიბადა, ის 2007-დან 2015 წლამდე არმიაში მსახურობდა, ბოლო წლებში კი ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიაში მსახურობდა. ძმის ინფორმაციით, ჯაბაარი ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, ბოლოს კი ისლამი მიიღო. პირველ იანვარს მან ვიდეო ჩაწერა, სადაც საკუთარი ოჯახის მკვლელობის…
მეტი...დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.9% შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა. ,,ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 პროცენტი), ზეთი და…
მეტი...დონალდ ტრამპი 19 იანვარს, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ვაშინგტონში ღონისძიებას გამართავს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 იანვარს, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ვაშინგტონში ღონისძიებას გამართავს. გამოცემა „ჰილის” ცნობით, ღონისძიება, რომელსაც ტრამპი „გამარჯვების მიტინგს“ უწოდებს, ვაშინგტონის ცენტრში, Capital One Arena-ზე გაიმართება. აქციაზე გამომსვლელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, იქ შეკრიებილებს სიტყვით თავად არჩეული პრეზიდენტი მიმართავს. ცნობისთვის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. ტრამპი ფიცს კაპიტოლიუმში დადებს.
მეტი...რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ
რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ორმა ქვეყანამ სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი გააუქმა და შეუერთდნენ ბლოკს, რომლის მოქალაქეებსაც მოგზაურობა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეუძლიათ. გადასასვლელი საერთაშორისო ვაჭრობის ტრანზიტის მნიშვნელოვანი პუნქტია. „ეს ისტორიული მომენტია. სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, საბერძნეთიდან ფინეთამდე და დასავლეთისკენ პორტუგალიამდე საზღვრების გარეშე მოგზაურობა შესაძლებელია“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ გლავჩევმა.
მეტი...,,შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშებს განიხილავდა” – Axios
Axios-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშებს განიხილავდა. სააგენტოს ცნობით, შესაბამისი სცენარი პრეზიდენტ ბაიდენს განსახილველად მისმა მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა წარუდგინა. გეგმა პოტენციურ იერიშს იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუ ირანი 20 იანვრამდე ბირთვული იარაღის შექმნისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდა. Axios-ი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისა და მისი მრჩევლის საუბარი ამ საკითხზე რამდენიმე კვირის წინ შედგა, თუმცა მისი შინაარსი დღემდე გასაიდუმლოებული იყო. ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრისას ბაიდენმა სალივანის წინადადებას მწვანე შუქი არ აუნთო.
მეტი...პრემიერ-მინისტრი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ნიკო გამორჩეული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით ემსახურა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში. ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა
მეტი...ანალენა ბერბოკი, ფრანგ კოლეგასთან ერთად, დღეს სირიაში გაემგზავრება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთად ერთდღიანი ვიზიტით სირიაში მიემგზავრება. ისინი სირიის ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარას შეხვდებიან. „ჩემი ვიზიტი დღეს ჩემს ფრანგ კოლეგასთან ერთად და ევროკავშირის სახელით არის ნათელი გზავნილი სირიელებისთვის: შესაძლებელია ახალი პოლიტიკური დასაწყისი ევროპასა და სირიას შორის, გერმანიასა და სირიას შორის“, – განაცხადა ბერბოკმა.
მეტი...ახალი წლის ღამეს, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით 131 პაციენტი
ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 131 პაციენტი. თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა. რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.
მეტი...,,უკრაინა ევროპელი სამშვიდობოების განლაგების მომხრეა, მაგრამ არა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ” – ზელენსკი
,,უკრაინა ევროპელი სამშვიდობოების განლაგების მომხრეა, მაგრამ არა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ” – ზელენსკი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე ფრანგული ჯარების განთავსების თაობაზე. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ევროპელი სამშვიდობოების იდეას მაკრონთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროსაც შეეხნენ. „დავინახე, რომ ტრამპი დადებითად იყო განწყობილი ამ იდეის მიმართ, მაგრამ მე დავაყენე საკითხი, რომ ჯერჯერობით არ მოგვისმენია, რომელი კონკრეტული ქვეყნები იქნება ამ ძალებში და იქნება თუ არა მათ შორის შეერთებული შტატები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მეტი...ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა
თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილის. 1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა. 1995 – 1998 წლებში კი საქართველოს პირველი სახელმწიფო მინისტრის პოსტი. ნიკო ლეკიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის მე-3, მე-5 და მე-6 მოწვევის წევრიც იყო.
მეტი...რობერტ ფიცო, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერების გამო, კიევს საპასუხო ზომებით ემუქრება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს ზომებს უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ. მისი თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „ზელენსკის დივერსიაა“ და ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონ ევროს შეადგენს. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მისი ქვეყნისთვის სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის გაზის ტრანზიტის აღდგენა ან კომპენსაცია თითქმის 500 მილიონი ევროს დანაკარგისთვის. ბრიუსელში მოლაპარაკებების შემდეგ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი კოალიციური საბჭოს მოწვევას გეგმავს, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც კოალიციის პარტნიორები შესაბამის ზომებს განიხილავენ. შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული…
მეტი...აშშ-ის კონგრესი დღეს MEGOBARI Act-ს განიხილავს
აშშ-ის კონგრესი დღეს MEGOBARI Act-ს განიხილავს. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც კონგრესის განახლებული შემადგენლობა განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, დღეს დაგეგმილია MEGOBARI Act-ის ვტორის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილოსნის პრესკონფერენციაც.
მეტი...,,დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, მას ნამდვილად სურს ომის დასრულება” – ზელენსკი
,,ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი – უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება“, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკვე რამდენჯერმე ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. ,,ვისურვებდი, რომ პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციას შეეხოს. ვთვლი, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. მჯერა, რომ ეს სიმართლეა“, – ამბობს ზელენსკი.
მეტი...,,საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს” – პოდოლიაკი
,,იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც უეჭველია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ლიეტუვურ ტელეარხ Delfi-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ,,ქართული ოცნება”, პრო-რუსული პარტია ატარებს. ,,ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 2008 წლის დამამცირებელი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სრულიად ნათლად აჩვენა საქართველოსადმი თავისი რეალური დამოკიდებულება. პრინციპში, სიმართლე რომ გითხრათ, რუსეთის ნებისმიერ ვინმესთან რეალურ დამოკიდებულებაზე საუბარი ცუდი ტონია, ვინაიდან რუსეთს ყოველთვის ეზიზღება ქვეყნები, რომლებიც სუვერენულები, სუბიექტურები არიან და…
მეტი...,,ქვეყნის ტერიტორიაზე 22 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ” – რუსეთის თავდაცვის უწყება
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 22 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ათი დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი ორიოლისა და როსტოვის ოლქების თავზე, ორი ბელგოროდის რეგიონში და თითო ვოლგოგრადისა და ლიპეცკის ოლქებში. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა სოფელ იასნიე ზორიზე, სადაც ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეტი...სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს
სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს და პრეზიდენტის რეზიდენცია დატოვეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ,,დაკავება პრაქტიკულად შეუძლებელია განხორციელდეს უწყვეტი დაპირისპირების გამო”, – განაცხადეს გამომძიებლებმა. ასევე, იუნ სუკ იოლის მომხრეები მისი რეზიდენციის გარეთ სკანდირებენ: ,,ჩვენ გავიმარჯვეთ!”. სამხრეთ კორეაში სამართალდამცავები პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის დაპატიმრებას ცდილობენ
მეტი...