რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად, რადას შენობა დაზიანდა

კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რადას შენობა დაზიანდა. ამის შესახებ, რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, დაზიანებულია შენობის რამდენიმე განყოფილება. „აფეთქების ტალღამ დააზიანა სახლები, ასევე უკრაინის პარლამენტის შენობა, სადაც განთავსებულია კომიტეტები და სამმართველოები. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის შეფასება“-  განაცხადა სტეფანჩუკმა. რუსეთის მხრიდან თავდასხმის შედეგად დაზიანდა უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის შენობაც.

მეტი...

უკრაინა სირიასთან დიპლომატიური კავშირების აღდგენისთვის ემზადება

უკრაინა ემზადება სირიასთან დიპლომატიური კავშირების აღდგენისთვის. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 იანვარს განაცხადა. “ვემზადებით სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას სირიაში ვიზიტის შესახებ მოხსენების მოსმენის შემდეგ. სიბიჰა დამასკში სირიის დე ფაქტო მმართველ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა და მოლაპარაკება ჰქონდა თავის სირიელ კოლეგასთან.  

მეტი...

“ნიუ ორლეანსა და ლას ვეგასში მომხდარ შემთხვევებს შორის ამჟამად კავშირი არ იკვეთება”- აშშ-ის ფედერალურ ბიურო

ნიუ ორლეანსა და ლას ვეგასში მომხდარ შემთხვევებს შორის ამჟამად კავშირი არ იკვეთება. ამის შესახებ, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტად შეფასდა. ლას ვეგასში, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, დაშავდა შვიდი ადამიანი. აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.  

მეტი...

რუსეთში “კროკუსზე” თავდამსხმელებთან კავშირის გამო თურქეთში ხუთ ადამიანს ბრალი წაუყენეს

ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ხუთ სავარაუდო წევრს, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. გამოძიების ვერსიის თანახმად, ისინი დაკავშირებული იყვნენ “კროკუსზე” თავდამსხმელებთან. ბრალდებულებს გაასამართლებენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის გამო. “ისლამური სახელმწიფო” ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი მრავალი ქვეყნის ხელისუფლების, მათ შორის, თურქეთის, მიერ. ამ პირებს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ 7,5-დან 15 წლამდე. ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, ფაიზოვის, შესახებ ცნობილია, რომ ის ტაჯიკეთის მოქალაქეა. უსმონოვი, სავარაუდოდ, ცხოვრობდა ისლამური სახელმწიფოს კონსპირაციულ ბინაში “კროკუსზე” თავდასხმაში ერთ-ერთ ბრალდებულ, შამსიდინ ფარიდუნისთან ერთად. 22 მარტს, მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სიტი ჰოლზე” თავდასხმა განხორციელდა. მაშინ 145 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

“რუსული გაზის მიწოდების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს უკრაინის ხელისუფლებას და ევროპის ქვეყნებს ეკისრებათ”- ზახაროვა

“რუსული გაზის მიწოდების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს, უკრაინის ხელისუფლებას და ევროპის ქვეყნებს ეკისრებათ” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვამ ამერიკის შეერთებული შტატები ენერგეტიკული ბაზრის გადანაწილების მთავარ ბენეფიციარად და უკრაინის კრიზისის სპონსორად დაასახელა. „კონკურენტული და ეკოლოგიურად სუფთა რუსული ენერგიის მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ასუსტებს ევროპის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ძალიან უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე“ – ამბობს ზახაროვა.

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. მოქალაქეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მეტი...

ჩეხეთის პარლამენტის წევრი ცხენების თავლასთან პიროტექნის გამოიყენების გამო ბოდიშს იხდის

ჩეხეთის პარლამენტის წევრი ოპოზიციური პარტიიდან, გუბერტ ლანგი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ახალი წლის ღამეს მშობლიურ სოფელში, ცხენების თავლასთან გამოიყენა პიროტექნიკა. თავლის მეპატრონემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეპუტატის მიერ ნასროლი ფოიერვერკით გამოწვეულმა ხმაურმა ცხოველები დააფრთხო. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სოფელში ფოიერვერკი აკრძალული არ არის, უნდა მივმხვდარიყავი, რომ ორ სახლს იქით თავლა იყო და ცხენებს შეეშინდებოდათ“- წერს ლანგი სოციალურ ქსელებში    

მეტი...

“გაზის ტრანზიტის ბლოკირებით, უკრაინამ რუსეთს ევროპაზე გავლენის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტი ჩამოართვა”- ანდრეი სიბიგა

ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის ტრანზიტის ბლოკირებით, უკრაინამ რუსეთს ევროპაზე გავლენის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტი ჩამოართვა. ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებეს. „უკრაინამ არა მხოლოდ რუსული გაზის ტრანზიტი დაბლოკა, არამედ პუტინს ჩამოერთვა ევროპაში გავლენის ერთ-ერთი უკანასკნელი ბერკეტი და ენერგიის იარაღად გამოყენების შესაძლებლობა. ევროპა და მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება რუსული გაზის, ნავთობისა და სხვა დამოკიდებულების გარეშე, ისევე როგორც თავად რუსეთის გარეშე“- წერს სიბიგა. შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა.

მეტი...

„პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს. „პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ. ამ მნიშვნელოვან როლში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გუშინ გახდა.  

მეტი...

ჩუნგცინგი – ტურისტების მიზიდულობის ცენტრი (ფოტორეპორტაჟი)

ქალაქი 32 მილიონიანი მოსახლითა და 3 000 წლიანი ისტორიით – ეს ჩუნგცინგია.  ეს არის ქალაქი, რომელიც საოცრებაში გამოგზაურებთ განსაკუთრებით ღამით, როდესაც სპეციალური განათებები ირთვება და გგონია რომ ულამაზეს, ენით აღუწერელ ნახატს უყურებ. უნიკალური შენობების არქიტექტურა, ღამის საოცნებო ხედები, პაიუს ტრადიციული კულტურა და თანამედროვე ელემენტების შერწყმა ჩუნგცინგის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ღამის ჩუნგცინგი ცნობილია მთელს ქვეყანაში და ტურისტების მიზიდულობის ცენტრია. დგახარ თუენ მუნის ხიდზე, რომლის ქვეშ გემები დაცურავენ, უყურებ ამ ულამაზეს სანახაობას, არქიტექტურის შედევრს და თვალს ვერ აშორებ. ფეხით გადაივლი ტურისტებით გადაჭედილ ხიდს და შედიხარ სწორედ, თითქოს ფერდობზე, ტერასებად გადმოფენილ ამ ხის…

მეტი...

,,დაწვეს მანქანები, გამვლელებს პიროტექნიკა, მეხანძრეებს კი ,,მოლოტოვის” კოქტეილები დაუშინეს” – დაკავებულია 159 ადამიანი

ახალი წლის ღამეს, პოლიციამ ბელგიის დედაქალაქში 159 ადამიანი დააკავა. ბრიუსელში მოქალაქეებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს, სასწრაფო დახმარების მანქანებს კი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. ბრიუსელის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, სულ მცირე 60 მანქანა დაიწვა, მეხანძრეებს კი, ხანძრის ჩაქრობის დროს ქვები და ,,მოლოტოვის” კოქტეილები ესროლეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიუხედავად ქალაქში პიროტექნიკის აკრძალვისა, მოქალაქეების ნაწილმა დიდი რაოდენობით ფეიერვერკები გამოიყენა, ერთმა კი პიროტექნიკა გამვლელებს ესროლა. ,,ჩვენ იქ დასახმარებლად ვიყავით და მოლოტოვის კოქტეილებს გვესროდნენ. შუაღამისას, ქალაქში პიროტექნიკის აკრძალვის მიუხედავად, ცა ფეიერვერკებმა დაფარეს. ბელგიის სიდიდით მეორე ქალაქ ანტვერპენში ასევე მოხდა არეულობები და ხანძრები, პოლიციამ იქ 49 ადამიანი…

მეტი...

,,ნეთანიაჰუ გეგმავს დაესწროს ტრამპის ინაუგურაციას, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გადაიტანა” – The Times of Israel

Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გეგმავს დაესწროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ პროსტატის ოპერაცია გადაიტანა. როგორც The Times of Israel-ი აღნიშნავს, ნეთანიაჰუს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, ისრაელის მხარე შეშფოთებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული მისი დაკავების ორდერით. შეერთებული შტატებისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ ქვეყანაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავის ავარიული დაშვების შემთხვევაში, ამ სახელმწიფოების ხელისუფლებას შეუძლიათ ორდერის აღსრულება.

მეტი...

,,ახალი წლის ღამესაც კი რუსეთს მხოლოდ ის აწუხებდა, თუ როგორ მიეყენებინა ზიანი უკრაინისთვის” – ზელენსკი

„ახალი წლის ღამესაც კი რუსეთს მხოლოდ ის აწუხებდა, თუ როგორ მიეყენებინა ზიანი უკრაინისთვის”, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის თავდასხმას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ,,111 დრონი ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, უმეტესობამ ვერ მიაღწია სამიზნეებს ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

ხელვაჩაურში მანქანა გზიდან გადავარდა – დაღუპულია მძღოლი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლისპირთან, მანქანა გზიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად მძღოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველი იანვრის დილას მოხდა. მანქანა თითქმის 24-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.  

მეტი...

,,შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ” – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ ორლეანში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა: „შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და გვერდში ვუდგავართ, სოლიდარობას ვუცხადებთ მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს”, – წერს უწყება სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში, ახალ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, შეჯახების შემდეგ მძღოლი გადმოვიდა და იარაღიდან სროლა დაიწყო, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

მეტი...

,,შტაინმაიერი ანტიდემოკრატიული ტირანია” – ილონ მასკი გერმანიის პრეზიდენტზე

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს „ტირანი“ უწოდა. „შტაინმაიერი ანტიდემოკრატიული ტირანია! სირცხვილი მას“, – თქვა ილონ მასკმა, რომლის კომენტარიც ეხებოდა შტაინმაიერის სიტყვით გამოსვლას, რომელშიც ის უცხოური გავლენის წინააღმდეგ საუბრობდა.

მეტი...

,,ევროკავშირი კარგად მომზადებულია, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერებას” – ევროკომისია

„ევროკავშირი კარგად მომზადებულია, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერებას, კომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით“, – აღნიშნეს ევროკომისიაში. ევროკომისიაში ასევე განაცხადეს, რომ არსებობს მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები, ძირითადად LNG ტერმინალებიდან გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და პოლონეთში. შეგახსენებთ, რომ 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.  

მეტი...

გერმანიაში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკისგან შემთხვევით მიღებული დაზიანებით ქვეყნის მასშტაბით ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ასევე, გერმანიის მთავრობამ დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტების სერია, რომლის დროსაც პოლიციელებსა და მეხანძრეებს პიროტექნიკის გამოყენებით თავს დაესხნენ. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ბერლინში 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა. მომხდარის გამო, პოლიციამ 400 ადამიანი დააკავა.

მეტი...

თალიბანმა ქალებს ფანჯარაში გამოჩენა აუკრძალა

თალიბანის ლიდერმა ჰიბატულა ახუნდზადამ ბრძანება გასცა, რომ შენობებს არ უნდა ჰქონდეთ ფანჯრები იმ ადგილებზე, სადაც ქალებს შეუძლიათ ისხდნენ ან იდგნენ. განკარგულებაში, რომელიც მთავრობის სპიკერის ზაბიჰულა მუჯაჰიდის მიერ X-ზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ახალ შენობებს არ უნდა ჰქონდეს ფანჯრები იმ მხარეს, საიდანაც ეზოს, სამზარეულოს, მეზობლის ჭისა და იმ ადგილების დანახვა იქნება შესაძლებელი, რომლებსაც ჩვეულებრივ ქალები იყენებენ. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ფანჯრების მქონე სახლებში, რომლებიც არ შეესაბამება ახალ წესებს, მფლობელებს სთხოვენ ან ააშენონ კედელი ან გადაკეტონ ხედი ,,მეზობლების უხერხულობის თავიდან ასაცილებლად”.

მეტი...

,,საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია” – იუკნევიჩიანე

„მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც დემოკრატიის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და საქართველოს რუსეთისადმი დაქვემდებარება დაასრულოს”, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე წერს. ,,ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს, თავად ქართულმა საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი. საქართველო რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ომის ფართო სურათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უნდა გადავწყვიტოთ: რა გავაკეთოთ? არჩევანი მცირეა, ან გამარჯვების მისაღწევად გადაწყვეტილების მიღება, ან აგრესიული რესპუბლიკის არსებობასთან შეგუება. აშშ-მა მნიშვნელოვანი წინმსწრები ნაბიჯი…

მეტი...

,,ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა” – პოდოლიაკი

„ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა”, – ციტირებს გამოცემა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს. ,,არავითარი მოლაპარაკების პროცესი არ შეიძლება განხორციელდეს, რადგან რუსეთი ვერ აიძულეს, ამ ომისთვის საკმარისად მაღალი ფასი გადაეხადა“, – განაცხადა პოდოლიაკმა. როგორც BBC წერს, ,,ტრამპის დაპირება, რომ კონფლიქტს თანამდებობის დაკავებიდან 24 საათში დაასრულებს, ტიპურად გრანდიოზული ტრაბახია, მაგრამ ის მოდის ადამიანისგან, რომელმაც აშკარად დაკარგა მოთმინება ომთან და ომთან დაკავშირებული ამერიკის ხარჯების გამო”.

მეტი...

,,უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას სერიოზული შედეგები მოჰყვება” – ფიცო

,,უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროკავშირში ყველასათვის”, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. მისი თქმით, სლოვაკეთი ასობით მილიონ ევროს დაკარგავს ტრანზიტის შეჩერების გამო, ხოლო ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასები გაიზრდება. თავის გამოსვლაში ფიცომ ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს საგარეო პოლიტიკის გატარებას, რომელიც „საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და სხვათა საშინაო საქმეებში ჩაურევლობას ეფუძნება“.

მეტი...

,,მხოლოდ ძლიერი ხელმძღვანელობა შეაჩერებს ამას, შევხვდებით 20 იანვარს” – ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. მან აშშ-ის ხელისუფლება და სამართალდამცავი უწყებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ,,არაეფექტურია” და ,,ფაქტობრივად არ არსებობს ხელმძღვანელობა”. „აშშ იშლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საფრთხისგან დაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მკვეთრი ეროზია მიმდინარეობს. ამის შეჩერება მხოლოდ სიძლიერესა და ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია. ახლავე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) უნდა ჩაერიოს, სანამ გვიანი არ არის. 20 იანვარს შევხვდებით. MAGA!“, – წერს დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე. შეგახსენებთ, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. თავდამსხმელი 42 წლის შამსუდ დინ-ჯაბარია,…

მეტი...

,,უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტის მთავარი ბენეფიციარი შეერთებული შტატებია” – ზახაროვა

,,კიევმა გადაწყვიტა შეწყვიტოს ცისფერი საწვავის გადატუმბვა რუსეთიდან ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, კონკურენტული და ეკოლოგიურად სუფთა რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ასუსტებს ევროპის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ძალიან უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე. „რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შეერთებულ შტატებს, მარიონეტულ კიევის რეჟიმს, ისევე როგორც ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებებს, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობა ამერიკის ეკონომიკის ფინანსურ მხარდაჭერას შესწირეს“, – აღნიშნა ზახაროვამ. შეგახსენებთ, რომ 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით…

მეტი...

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 72 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 47 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 24 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 1 დრონი ჯერ კიდევ ჰაერშია. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.

მეტი...

ღაზაში ისრაელის თავდასხმას „ჰამასის“ პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ემსხვერპლნენ

ღაზას სექტორში, ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ პოლიციის უფროსი, მაჰმუდ სალაჰი და მისი მოადგილე, ჰუსამ შაჰვანი დაიღუპნენ. The Times of Israel-ის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე მავასის რაიონში მაჰმუდ სალაჰის კარავი იყო, სადაც ის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა. მედიკოსები აცხადებენ, რომ თავდასხმას სულ 11 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ემსხვერპლა.

მეტი...

ნიუ-იორკში, ღამის კლუბთან მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკში, ღამის კლუბთან მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა. New York Post-ის ცნობით, შემთხვევა ღამის კლუბ „ამაზურას“ მახლობლად, ადგილობრივი დროით საღამოს 23:20 საათზე მოხდა. ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს” – პოლონელი დიპლომატი

,,პოლონეთი თანამშრომლობს უკრაინასთან იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში, მაგრამ ამ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიზნით არ ამჟღავნებს”, – ამის შესახებ უკრაინაში პოლონეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა პიოტრ ლუკასევიჩმა ZN.UA-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლონეთში უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანა აშენდა, თუმცა დიპლომატმა დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა. „ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც აცხადებს ასეთ თანამშრომლობას, როგორიცაა სამხედრო ტექნიკის წარმოების ქარხნის მშენებლობა, გეოგრაფიულად რუსეთისგან შორს მდებარეობს და რადგან მათ საფრთხე არ ემუქრებათ, შეუძლიათ ამაზე ისაუბრონ. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ამიტომ არ ვსაუბრობთ ამაზე. ანუ გეოგრაფია ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს დიპლომატი.

მეტი...

2 იანვარს აქცია „ბედობა რუსთაველზე” გაიმართება

2 იანვარს, რუსთაველის გამზირზე აქცია „ბედობა რუსთაველზე” გაიმართება. აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული. ანალოგიური აქცია 2 იანვარს, ასევე 19:00 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთანაა დაგეგმილი.

მეტი...

,,ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია” – ზელენსკი

,,უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს. „როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ძალაუფლება პუტინს უბოძეს, უკრაინის ტერიტორიით ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ს შეადგენს. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია. ენერგორესურსების იარაღად გადაქცევა და პარტნიორების ცინიკური ენერგეტიკული შანტაჟი არის ის, რამაც რუსეთს ჩამოართვა მისთვის ყველაზე მიმზიდველი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით შეეგუა მსგავს ცვლილებებს. ,,დღეს…

მეტი...

,,საშინელი ამბავი ნიუ ორლეანიდან: ბედნიერი ადამიანები მოკლეს ბრმა სიძულვილის გამო” – შოლცი

,,საშინელი ამბავი ნიუ ორლეანიდან: ბედნიერი ადამიანები, რომლებიც ზეიმობდნენ, მოკლეს და დაჭრეს ბრმა სიძულვილის გამო”, – გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქა. ,,ჩვენ გლოვობთ დაღუპულთა ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად და ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაზარალებულს”, – წერს შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე. შეგახსენებთ, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე საახალწლო ზეიმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცავებს და ორი მათგანი დაჭრა. ის სამართალდამცავების საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი…

მეტი...

სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აეროპორტსა და ავიაკომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა

სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აეროპორტსა და ავიაკომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩხრეკის მიზანი გამომძიებლების მიერ სეულში მდებარე ავიაკომპანია Jeju Air-ის ოფისიდან და ქალაქ მუანის აეროპორტიდან დოკუმენტებისა და მასალების ამოღება იყო. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა. სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

ევროკავშირი იაპონიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსა და იაპონიას შორის პირველი ორმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ძალაში შევიდა. „სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების წყალობით, ევროკავშირი და იაპონია უკეთესად შეძლებენ მრავალმხრივი და წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის გაძლიერებას, რომლის ბირთვია გაერო, ერთობლივი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ღია ბაზრები, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა. შეთანხმება გააძლიერებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ტერორიზმთან და სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლაში, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. გარდა ამისა, შეთანხმება გააძლიერებს სექტორულ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კოსმოსი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამრეწველო პოლიტიკა, ენერგეტიკა,…

მეტი...

ბოლნისში მომხდარი ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნისციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ”, – ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების…

მეტი...

მონტენეგროში შეიარაღებულმა მამაკაცმა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, მოკლა

მონტენეგროს სამხრეთ ნაწილში შეიარაღებულმა მამაკაცმა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, მოკლა. დაღუპულია თავდამსხმელიც 45 წლის, ალექსანდრე მარტინოვიჩი. BBC-ის ცნობით, სროლა რესტორანში სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათის შემდეგ მოხდა. შინაგან საქმეთა მინისტრის, დანილო სარანოვიჩის თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, რესტორნის მფლობელი და მისი ორი შვილი მოკლა. მონტენეგროს მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მეტი...

,,საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა, ეს არავის ეპატიება!” – სალომე ზურაბიშვილი

,,საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა, ეს არავის ეპატიება! ​​​​​​​დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!”, – წერს Facebook-ზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ,,ვისაც იმედი გქონდათ, მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო… ესეც ვერ გათვალეთ! ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა , ვერც გერმანიის სანქციები, აი, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა, ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!”, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...