აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ბაიდენის განცხახებით, მომხდარის შემდეგ მისი პირველი რეაქცია იყო ბრაზი და იმედგაცრუება. „მე დავუკავშირდი ფედერალურ სამთავრობო სააგენტოებს. ისინი ყველანი კოორდინირებულად მუშაობენ ძირითადი ფაქტების დასადგენად“ – განაცხადა მან. მანამდე, ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ა განცხადებაში ასევე წერია, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ამ საქმეს ტერორიზმის აქტად იძიებს. „მადლიერი ვარ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების სწრაფი რეაგირებისთვის, რამაც უფრო მეტი მსხვერპლი და ზიანი აიცილა თავიდან. მე დავავალე ჩემს გუნდს, უზრუნველყოს ყველა რესურსის ხელმისაწვდომობა, რადგან ფედერალური, შტატის და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები გულმოდგინედ მუშაობენ მომხდარის გასარკვევად და…
მეტი...დღე: იანვარი 1, 2025
გერმანიაში პოლიციელებსა და მეხანძრეებს პიროტექნიკის გამოყენებით თავს დაესხნენ
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს გერმანიაში პიროტექნიკისგან შემთხვევით მიღებული დაზიანებით ქვეყნის მასშტაბით ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. გერმანიის მთავრობამ ასევე დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტების სერია, რომლის დროსაც პოლიციელებსა და მეხანძრეებს პიროტექნიკის გამოყენებით თავს დაესხნენ. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ბერლინში 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა. მომხდარის გამო, პოლიციამ 400 ადამიანი დააკავა.
მეტი...მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე დღესაც მივიდნენ
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად დღესაც მივიდნენ. მათი თქმით, დღეს რუსთაველზე დგომა სიმბოლურია. მოქალქეების მოთხოვნა, ხელახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებაა. აქციის მონაწილეები ახალ წელს პარლამენტის წინ შეხვდნენ. მათ სუფრაც კი ჰქონდათ გაშლილი. ახალ წელს აქციის მონაწილეებთან შეხვდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი.
მეტი...დისტრიბუციის ავტომანქანებისთვისაც შეზღუდვები ამოქმედდა
თბილისში დისტრიბუციის მანქანებისთვის გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. კოკრეტულად, მათ დილის 08:00-დან 11:00 საათამდე და დღის 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, გადაადგილება მათაც ეზღუდება. რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.
მეტი...“სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით”- აბაშიძის თეატრმა სპექტაკლები გააუქმა
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრმა 2,3,4 და 5 იანვარს დაგეგმილი სპექტაკლები „შეყრა“ და „გაყრა“ გააუქმა. როგორც თეატრის მიერ “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სცენას ანდრო ჭიჭინაძის გარეშე ვერ დაუბრუნდებიან. „ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები “შეყრა“ და “გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge. გილოცავთ ახალ წელს. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად”-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მეტი...ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. შესაბამისად, 1 იანვრიდან შენგენის ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს შორის საზღვრებზე შემოწმება გაუქმდება. მგზავრებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შევლენ უნგრეთსა და საბერძნეთში, აღარ დასჭირდებათ საბუთების წარდგენა. რუმინეთი და ბულგარეთი ევროპის კავშირს 2007 წელს შეუერთდნენ. 2010 წლისთვის მათ შეასრულეს შენგენის ზონაში შესვლისთვის საჭირო ყველა ტექნიკური კრიტერიუმი, მაგრამ არალეგალური მიგრაციის საფრთხის თაობაზე ავსტრიის წინააღმდეგობას წააწყდნენ.
მეტი...ევროკავშირის დაფინანსებიდან უნგრეთმა 1 მილიარდი ევრო დაკარგა
ევროკავშირმა უნგრეთს დაფინანსებაზე უარი უთხრა. საუბარია 1 მილიარდ დოლარზე, რომელიც კორუფციის შესახებ ბრალდებების გამო გაყინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება 31 დეკემბერს მიიღეს. ეს არის პირველი ასეთი ზომა, რომელსაც ბლოკი თავისი წევრის მიმართ გაატარებს. ბუდაპეშტს ჯერჯერობით ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია.
მეტი...ბოლნისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნისციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”-…
მეტი...რისი გემო აქვს შემწვარ მორიელებს, აბრეშუმის ჭიას, კალიებს და მუხლუხოებს?!
შემწვარი მორიელები, ციკადა, მუხლუხოები, კალიები და აბრეშუმის ჭია ჩინეთში ეგზოტიკურ კერძებად ითვლება. ვნახოთ როგორი გემო აქვს თითოეულ მათგანს. კალიები – როგორი გემო აქვს დაბრაწულ კალიებს? ის არის ხრაშუნა, უნდა კარგი ღეჭვა და არის ხორცის ტექსტურის. დაბრაწულ კალიებს ხის შამფურზე ტურისტულ უბნებში თითქმის ყველგან ნახავთ, ის ერთგვარ ეგზოტიკურ კერძად ითვლება, თუმცა, ყველას არ შეუძლია მისი ჭამა. ის არის პროტეინების წყარო. 100 გრამი კალია დაახლოებით 10-დან 35 გრამ პროტეინს შეიცავს. რაც შეეხება ციკადებს, მისი გემო ქათმისას ჩამოგავს. ისიც ხრაშუნაა. ისიც მდიდარია პროტეინებით. აბრეშუმის ჭია კი უფრო უცნაური საჭმელია. მისი მირთმევის შემდეგ, პირში…
მეტი...აშშ ჩინეთს ჰაკერობაში ამხელს, ჩინეთი კი პოლიტიკური ნიშნით დეზინფორმაციაზე საუბრობს
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ის დაექვემდებარა კიბერშეტევას ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მსახიობის მხრიდან. შტატების ინფორმაციით, ჰაკერებმა მიიღეს წვდომა თანამშრომლების სამუშაო სადგურებზე და ზოგიერთ დოკუმენტზე. აღნიშნულ განცხადებას ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს და ამბობს, რომ ეს დეზინფორმაციაა. „ამ სახის დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია. ჩინეთი ეწინააღმდეგება ჰაკერების ყველა ფორმას და, კერძოდ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჩინეთთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური დღის წესრიგით“ – განმარტა მაო ნინმა.
მეტი...,,თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა” – ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსი
„მამაკაცი, რომელიც პიკაპს მართავდა ბურბონის ქუჩაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა და ეს წინასწარგანზრახული საქციელი იყო. ეს კაცი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის დაერტყა“, – ამის შესახებ ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ენ კირკპატრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელმა ორ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციას თავდამსხმელის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა NBC News-ის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები
მეტი...შოტლანდიის საავადმყოფოში რობოტი-თაროები მედდებსა და პაციენტის ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ
შოტლანდიის საავადმყოფოში რობოტი-თაროები დანერგეს, რომლებიც მედდებს, პაციენტებს ან მათ ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ. BBC-ის ცნობით, ინტელექტუალური თარო ქალაქ აბერდინის საბავშვო კლინიკაში დანერგეს და ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა მსოფლიო სამედიცინო სივრცისთვის. ახალი აღჭურვილობა სამედიცინო პერსონალს უმსუბუქებს სამუშაოს. ექიმებს შეჰყავთ მონაცემები რობოტ-თაროში იმის შესახებ, თუ როდის და რა დოზით უნდა მიიღოს პაციენტმა ესა თუ ის პრეპარატი. რობოტი-თარო გაიღება მხოლოდ საჭირო დროს და ჩამოაგდებს უჯრაში იმ პრეპარატს, რომლის მიღების დროც მოვიდა. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ აიღებს წამალს უჯრიდან, რობოტი-თარო წითლად გაანათებს.
მეტი...დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის დაკრძალვას დაესწრება
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის დაკრძალვას დაესწრება. „იქ ვიქნები“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ფლორიდაში, ახალი წლის საღამოს გამართულ წვეულებაზე. ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს, რომელიც 29 დეკემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, 9 იანვარს დაკრძალავენ.
მეტი...აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები
CNN-ის ცნობით, აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა. შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 30 ადამიანი. დაშავებულები ნიუ ორლეანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ქალაქის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში მოხდა.
მეტი...დღეიდან, თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება
თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 25 დეკემბერს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ. ,,აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები,…
მეტი...,,დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ყველა ერთად ვიტყვით: ,,გაუმარჯოს ბელარუსს!” – ზელენსკი
დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ყველა ერთად ვიტყვით: ,,გაუმარჯოს ბელარუსს!“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვისას განაცხადა. „რუსებს თავისუფალი ხალხის ეშინიათ. იმის, რასაც არ იცნობენ. თავისუფლების ეშინიათ. ისინი პუტინის მმართველობის დროს დაიბადნენ, სკოლაში პუტინის დროს წავიდნენ, პუტინის მმართველობის ქვეშ მსახურობენ და მისი ავადმყოფური იდეებისთვის კვდებიან. ამიტომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მხარი დავუჭიროთ ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს. ვინც არ თმობს მას კიშინიოვში. ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ყველა ერთად ვიტყვით: „გაუმარჯოს ბელარუსს!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მეტი...,,ჩემი შვილი ვინც მოკლა ის ცოცხალი არ დარჩება” – რას ამბობენ ავარიაში დაღუპული ბიჭების ახლობლები
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რა დროსაც ორი მოზარდი დაიღუპა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შემთხვევის შედეგად, ერთი მოზარდი ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკაში გადაყვანის დროს დაიღუპა. დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძღოლი ნასვამი იყო. ,,ჩემი შვილი ვინც მოკლა ის ცოცხალი არ დარჩება”, – ამბობს ერთ-ერთი დაღუპულის დედა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეტი...უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა
,,უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა”, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,2025 წლის 1 იანვარს, კიევის დროით დილის 7 საათზე, დასრულდა 2019 წლის 30 დეკემბრიდან არსებული შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის, რომელიც გაზის ტრანსპორტირებას შეეხებოდა. შესაბამისად, შეჩერებულია ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე “სუჯას” შესასვლელი პუნქტიდან დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე გასასვლელ პუნქტებამდე”, – აცხადებენ უკრაინულ კომპანიაში. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას ისტორიული მოვლენა უწოდა. „რუსული გაზის ტრანზიტი შევაჩერეთ. ეს ისტორიული მოვლენაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, ფინანსურ ზარალს…
მეტი...პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
,,პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს”, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს. ,,მას შემდეგ, რაც პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მზად ვართ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისთვის და საერთო მიღწევებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უფრო უსაფრთხო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის”, – წერია ინფორმაციაში.
მეტი...ტრამპმა სენატის „დემოკრატები“ მის მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სენატის „დემოკრატები“ მის მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა. „ჩვენ ახლახან მივიღეთ ამერიკელი ხალხისგან ისტორიული მანდატი, მაგრამ სენატის „დემოკრატები“ ჩვენი კანდიდატების დამტკიცების პროცესს არასათანადოდ აფერხებენ. ისინი გამოიყენებენ ყველა სახის ხრიკს. „რესპუბლიკელებმა“ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცენ. ბევრი დიდი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი, ძირითადად „დემოკრატების“ მიერ შექმნილი“, – განაცხადა ტრამპმა.
მეტი...,,2025 წელს თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება მშვიდობის მიღწევა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში” – ერდოღანი
,,2025 წელს თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება მშვიდობის მიღწევა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა და რუსეთი თურქეთის მეზობლები არიან შავი ზღვის რეგიონში. მან რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულება ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ დაასახელა.
მეტი...ნანი ბრეგვაძე ახალ წელს რუსთაველზე ქართველ ხალხთან ერთად შეხვდა
ნანი ბრეგვაძე ახალ წელს რუსთაველზე ქართველ ხალხთან ერთად შეხვდა. აქციის მონაწილეებმა, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე სუფრა გაშალეს. მოქალაქეებმა გამზირზე მაგიდები მიიტანეს, რომლებიც გზის სავალი ნაწილის შუა ზოლზე განალაგეს. მაგიდები განლაგებული იყო თავისუფლების მოედნიან სასტუმრო ,,თბილისი მარიოტამდე”. მათ საახალწლო სუფრა სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში: წითელ და თეთრ ფერებში გააწყვეს და ახალ წელს პარლამენტის მიმდებარედ შეხვდნენ.
მეტი...,,თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს” – მეუფე ზენონი
,,თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს”, – წერს Facebook-ზე დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული. ,,ჩვენი გულების დამბადებელმა ქრისტე ღმერთმა დაგვილოცოს ხვალინდელი დღე და წლები, ბედნიერ და სამართლიან საქართველოში. ქრისტემ ნამდვილმა ღმერთმა და ნამდვილმა ადამიანმა მოგვანიჭოს გამარჯვება საკუთარ თავზე და მტერზე. თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა საქართველოს სიყვარულისთვის ვნებულებს. ცხოვრება აჩვენებს ვინ მამა და ვინ მამინაცვალი, ვინ ძმა არის და ვინ ძმის ნაცვალი. ბედნიერი შობა-ახალი წელი გქონოდეთ!”, – წერს მეუფე ზენონი.
მეტი...ჯო უილსონი ტრამპის მომდევნო ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების და ახლობლების დასანქცირებას სთხოვს
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) დონალდ ტრამპის მომდევნო ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების და ახლობლების დასანქცირებას სთხოვს. კონგრესმენი მომდევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს გამოიყენოს ამერიკული კანონით გათვალისწინებული მექანიზმები საქართველოს მიერ სანქციებისთვის თავის არიდების გამოსააშკარავებლად, ასევე ქოლ ცენტრების და ქართული ოცნების სხვა საქმიანობების გამოსააშკარავებლად. ,,ივანიშვილის რეჟიმს და მის კორუმპირებულ კადრებს მსგავსი ოპერაციები უმაგრებს ზურგს ფინანსურად. ისინი სარგებლობენ უკრაინაში რუსეთის აგრესიით. შეერთებული შტატების გადამწყვეტ, მოკავშირეებთან შეთანხმებულ მოქმედებებს ,,ქართული ოცნების” რეჟიმის ოპერაციების აღმოფხვრა და არადემოკრატიული რეჟიმის შესუსტება შეუძლია”, – წერს კონგრესმენი.
მეტი...საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა
პარლამენტმა 2024 წლის ივლისში დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან კი ყველა ის ნორმა ამოქმედდა, რომლის გათვალისწინებით, მწარმოებელ კომპანიებს სალიცენზიო სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, პირობების დარღვევისთვის კი, ჯარიმები დაეკისრებათ. ახალი წლიდან თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა 50 000 ლარი იქნება. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის პირობების დარღვევით ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით.
მეტი...ჯანმო ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობის გასაგებად სრულ მონაცემებს სთხოვს
გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ჩინეთს მოუწოდებს COVID-19 მონაცემები გაუზიაროს და უზრუნველყოს წვდომა ვირუსის წარმოშობის გასაგებად. ოფიციალური ჩინეთი კი აცხადებს, რომ ჯანმოს მონაცემები არაერთხელ გაუზიარა. „ხუთი წლის წინ COVID-19-ის გავრცელების შემდეგ, ვირუსის გავრცელებისა და გენომის თანმიმდევრობის შესახებ ჩინეთმა შეიძლება WHO-ს ოპერატიულად გაუგზავნა. COVID-19-ის წარმოშობის კვალდაკვალ, ჩინეთი მიჰყვება მეცნიერების, ღიაობისა და გამჭვირვალობის სულისკვეთებას, აქტიურად უჭერს მხარს და მონაწილეობს გლობალურ მეცნიერებაზე დაფუძნებული წარმოშობის კვალიფიკაციაში და მტკიცედ ეწინააღმდეგება პოლიტიკური მანიპულაციის ნებისმიერ ფორმას. ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც არაერთხელ მიიწვია ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფები ქვეყანაში ერთობლივი წარმოშობის კვლევის ჩასატარებლად. ჩინეთი ასევე ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოაწყო მრავალი…
მეტი...,,2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი” – პრემიერი
,,2024 წელი იყო წარმატებული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს. მთავრობის მეთაურის თქმით, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. „დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რაც მთავარია, მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გილოცავთ დამდეგ შობას! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, სიყვარულით, სიკეთით და გამარჯვებებით სავსე 2025 წელს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს! ღმერთი ფარავდეს თქვენს ოჯახებს!“,…
მეტი...,,საქართველოსა და რუმინეთში არჩევნების მანიპულირება აჩვენებს, რომ დემოკრატიის სწორი ფუნქციონირება არასოდეს არ არის გარანტირებული” – მაკრონი
,,საქართველოსა და რუმინეთში არჩევნების მანიპულირება აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატიის სწორი ფუნქციონირება არასოდეს არ არის გარანტირებული”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საახალწლო მილოცვაში. ,,ომები უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთში არ არის შორეული კონფლიქტები. პირდაპირ გვეხება და ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ერთიანობას, ჩვენს ეკონომიკას. სირიის უახლესი მოვლენები, მოლდოვაში არჩევნების მანიპულირება, საქართველოსა და რუმინეთში არჩევნების მანიპულირება, ტერორისტული თავდასხმები ევროპაში და ჩვენს სამეზობლოში აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატიის სწორი ფუნქციონირება არასოდეს არ არის გარანტირებული”, – განაცხადა მაკრონმა.
მეტი...,,დაე, ყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულისა და ერთიანობის წელი” – მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. ,,ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და სიხარულს. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივულოცო ჩვენს პატარებს. ვისურვებ, სწორედ დღევანდელი ახალი წლის ჯადოსნური ღამე ყოფილიყოს მათი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი. სიყვარული, სითბო და სიხარული შემოსულიყოს 2025 წელს თითოეული ჩვენგანის ოჯახში. სწორედ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა მივულოცო ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლის საწინდარი. მე მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს…
მეტი...,,მჯერა, 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება” – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაშია აღნიშნული, გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი. მაგრამ, მისი თქმით, დამდეგი 2025 წელი საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ,,ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებო თანამოქალაქეებო. ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. გილოცავთ ახალი, იმედითა და გამარჯვებით აღვსილი წლის დადგომას. ახალ წელს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს განსაკუთრებით მინდა ვუსურვო ორი რამ – მშვიდობა და ერთობა. ჩვენი სამშობლოს ისტორიული გზა არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ და მსოფლიომ ურთულესი პერიოდი გაიარა. გლობალური პანდემია, დამანგრერეველი…
მეტი...,,საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა” – პრემიერი
,,2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს. პრემიერის თქმით, საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. „გილოცავთ ახალ წელს! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! 2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად.უწევდა ბრძოლა გარედან თავს მოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ. თუმცა, მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული…
მეტი...“2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს!”- ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი საქართველოს ახალ წელს ულოცავენ. მისალოც წერილს „ქართული ოცნების” ოფიციალური „ფეისბუქ” გვერდი ავრცელებს. „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, თავისუფლებასა და სულიერ სიძლიერეს! შეგვძლებოდეს, ვიყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ძალისხმევის ღირსეული მემკვიდრეები – ხალხი, რომელიც პატივს ვცემთ ჩვენს წარსულს და სამშობლოსადმი ერთგულებით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ვქმნით! დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას! ნაბიჯების, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება. ერთად გავიარეთ რთული გამოწვევებით და გამარჯვებებით სავსე წელი. ქართველმა…
მეტი...„მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა”- პატრიარქი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე საქართველოს ახალ წელს ულოცავს. „მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას. ღმერთს მადლობა შევთხოვოთ. ამინ“, – განაცხადა პატრიარქმა.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი ახალ წელს აქციის მონაწილეებთან ერთად, რუსთაველზე შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალ წელს აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდა. სსახელდახელოდ მოწყობილ სუფრასთან მივიდა და სალომე ზურაბიშვილი ღვინის ჭიქით, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე სუფრა გაშალეს და ახალ წელს პარლამენტის მიმდებარედ შეხვდნენ.
მეტი...