საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული მომავლის მიტაცების შეჩერების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა. „საქართველოს ევროპული მომავლის მიტაცების შეჩერების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი. გარდა ამისა, ზურაბიშვილი დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს ეხმიანება და ამ კონტექსტში საბჭოთა კავშირს ახსენებს. “რეპრესიები საქართველოში. ქართველი დიპლომატების ჯერია: 27 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი დირექტივა გამოსცა, რომელიც საგარეო სამსახურში მომუშავეთა უფლებებს ზღუდავს და მათ მმართველი პარტიის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აქცევს… რეტროაქტიური ეფექტებით. უკან სსრკ-ში,” – წერს ზურაბიშვილი.
მეტი...თვე: იანვარი 2025
პარლამენტთან აქცია განახლდა
პარლამენტთან აქცია განახლდა. შეკრებილებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მიმდინარე აქციას თბილისის სხვადასხვა წერტილიდან მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ შეუერთდა. უწყვეტი პროტესტის 65-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან ორი მთავარი მოთხოვნით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
მეტი...არსებული ინფორმაციით, ლილოში ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში მამაკაცი ჩაცხრილეს
გავრცელებული ინფორმაციით, ლილოში რესტორან “კახელებთან” ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში კაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
მეტი...ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. “საპატრულო ეკიპაჟი სპეციალურად უცვლის მიმართულებას ავტომობილებს ამ გზაზე, რომ აქციის მონაწილეებს ხელი შეეშალოთ და პროტესტი შეწყვიტონ. ჩვენ აქ ვართ, მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს და გზაც ამიტომ ჩაიკეტა”- ამბობენ აქციის მონაწილეები.
მეტი...ინფექციონისტი დექსამეტაზონთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პრეპარატ დექსამეტაზონის მოხმარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს: „ჩვენთან ძალიან „უყვართ“ დექსამეტაზონი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ჰორმონებს. განსაკუთრებით პოპულარულია დექსამეტაზონის ამპულის გატეხა და დალევა. ხშირია, ინფექციური დაავადებების დროს სტეროიდების გამოყენება, რაც ხშირად პირიქით, მავნეა. არადა, დექსამეტაზონი, მაგალითად, ცხელებიან პაციენტში, ერთი შეხედვით, ეფექტურია, რადგან ტემპერატურა ქვეითდება და პაციენტი შვებას გრძნობს და კმაყოფილია. სინამდვილეში, სტერიოდების გამოყენებას თავისი სპეციფიკური, კონკრეტული ჩვენება აქვს. ასევე, ხშირად და სავარაუდოდ, ბევრჯერ ზედმეტად აქვთ დანიშნული სტეროიდები ორსულებს. ამასთან დაკავშირებით, ახლახან გამოქვეყნდა კვლევა (JAMA Network Open), რომელიც ჩატარდა ძალიან დიდ და ხანგრძლივ კოჰორტზე და დაადგინა, რომ…
მეტი...ბრიტანეთის პრემიერი ოლაფ შოლცს შეხვდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 2 თებერვალს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. „როიტერის“ ცნობით, აუდიენცია ჩეკერსის რეზიდენციაში შედგება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომი და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები იქნება. 23 თებერვალში გერმანიაში არჩევნები გაიმართება. INSA-ს მიერ 25 იანვარს გამოქვეყნებული უახლესი გამოკითხვის მიხედვით, შოლცის პარტია, სავარაუდოდ, მესამე ადგილს დაიკავებს.
მეტი...დონალდ ტრამპის სპეციალური მისიების წარმომადგენელი ნიკოლას მადუროს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური მისიების წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი ვენესუელაში გაემგზავრება. როგორც „სიენენი“წერს, „გრენელი ვენესუელის ავტორიტარ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს შეხვდება“. მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ გრენელისა და მადუროს საუბრის მთავარი თემა აშშ-დან არალეგალი ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია იქნება. „სიენენის“ ცნობით, ტრამპის წარმომადგენელმა, შესაძლოა, დააყენოს ვენესუელაში დაკავებული რამდენიმე ამერიკელის საკითხიც. გრენელი ტრამპის არჩევის შემდეგ არაერთხელ შეხვდა ვენესუელის ოპოზიციას და მოსალოდნელია, რომ მათთან შეხვედრა ამ ვიზიტის დროსაც გაიმართება.
მეტი...სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ასევე ჩხრეკენ დათუ ფუთურიძის სახლსაც. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. გამოძიება, სავარაუდოდ, უკავშირდება თბილისის რამდენიმე ადგილზე, მათ შორის მეტროსადგურებში გამოჩენილ წარწერებს – „მოკალი ქოცი“.
მეტი...აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. მოქალაქეები მოითხოვენ, დაკავებულთა დროულ გათავისუფლებას, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას. საპროტესტო აქციის მონაწილეები მესამე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან კარვებში ღამეს ათენებენ. “სამართალი არსად არ არის ამ ქვეყანაში, როგორ შეიძლება სახლში თბილად იყო, როცა შენი ქვეყნისთვის ახალგაზრდები იბრძვიან, თავს სწირავენ ევროპული მომავლისთვის”- აცხადებენ შეკრებილები.
მეტი...“გრენლანდია არ იყიდება”- დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების საპასუხოდ დანიაში ამბობენ, რომ გრენლანდია არ იყიდება. განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გააკეთა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რუბიომ აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვები არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, სადაც გრენლანდია მდებარეობს, „სახუმარო არ არის“. „ჩვენ სერიოზულად ვამბობთ – და ეს ასევე ეხება გრენლანდიას – გრენლანდია არ იყიდება“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მეტი...ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება, თუ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება. 31 იანვარს ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება შეაჩეროს ცენტრალურ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი და ამის შედეგად გაზრდილი ენერგეტიკის ფასები “მიუღებელია”. მისი თქმით, თუ რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება, უნგრეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ გახანგრძლივებას, რაც დაახლოებით 6 თვეში მოხდება. “სხვა ყველაფერთან ერთად, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ მოაგვარებდა, რომ უკრაინელები გააგრძელებდნენ რუსული გაზის ტრანზიტსა. თუ ევროკომისია არ შეასრულებს იმას, რაზეც შევთანხმდით, მაშინ სანქციები არ გაგრძელდება” – განაცხადა ორბანმა. 27 იანვარს…
მეტი...“უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო”- მზია ამაღლობლის ადვოკატი
„ბათუმელებისა“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, ვიზუალური დაკვირვებით, უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. ამის შესახებ ადვოკატმა, ამაღლობელის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. „დავაკვირდი ვიზუალურად – უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. ნელა მოძრაობს უფრო, ეს ჩემი დაკვირვებაა იმიტომ, რომ მანძილი უნდა გამოიაროს, ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და შემდეგ საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით, ყოველ ჯერზე გვეუბნება, რომ მე არ ვარ მთავარი თემა, არა ერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და…
მეტი...თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება
თბილისში სხვადსხვა ლოკაციაზე აქცია-მსვლელობები იმართება. მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. აქციის – „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა. პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი გალაკტიონის ხიდთან “სინდისის პატიმრების” მარშს შეუერთდება, ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ. დღეს პროტესტის 65-ე დღეა.
მეტი...„გაზაფხულის ქალაქი“ 100-ზე მეტი წყაროთი (ფოტორეპორტაჟი)
ქალაქი ძინანი აღმოსავლეთ ჩინეთის შანტონგის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც გამორჩეულია ბუნებრივი წყაროებით, რომლებიც მიმოფანტულია მთელ ქალაქში. აქედან გამომდინარე, მას “წყაროების ქალაქსაც” უწოდებენ. ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორის ერთ-ერთია პარკი შემოსაზღვრული პაოტუ წყაროთი. პაოტუს წყარო ცნობილი ტურისტული ატრაქციონია და ის მიწის სიღრმიდან 29 მეტრ სიმაღლეზე ამოდის. წყაროს წყლის ტემპერატურა კი, მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება და მუდმივად 18 გრადუსია. კიდევ ერთი სანახაობა, რაც ქალაქის მარგალიტს წარმოადგენს, არის ტამინგის ტბა, ლანდშაფტური კუნძულებით, პარკები ტაძრებითა და პავილიონებით. აქ ჯამში 1000-ზე მეტი წყაროა, თუმცა ამ წყაროებიდან გამორჩეულია 72 წყაროთი წყარო. ძინანი ასევე ცნობილია როგორც “გაზაფხულის ქალაქი” და…
მეტი...,,ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას და მიესალმოს ტარიფებს!“ – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ბრიქსის” წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ. „ჩვენ მოვითხოვთ რომ მათ არც ახალი „ბრიქს” ვალუტა შექმნან და არც რაიმე სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 100%-იანი ტარიფები დაეკისრებათ. არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, რომ „ბრიქსი” ჩაანაცვლებს აშშ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში ან სადმე სხვაგან. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას და მიესალმოს ტარიფებს!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. „ბრიქსის” წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი. 2024 წლის დასაწყისიდან „ბრიქსს“ შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა…
მეტი...,,დავიხსნათ მზია ამაღლობელი ,,ოცნების” ციხიდან” – სალომე ზურაბიშვილი
,,დავიხსნათ მზია ამაღლობელი ,,ოცნების” ციხიდან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. ,,თავისუფლება მზია ამაღლობელს. საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ,,ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!”, – წერს ზურაბიშვილი.
მეტი...20-ზე მეტი ამერიკელი უკრაინაში ფრონტის ხაზზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა
CNN-ის ინფორმაციით, 20-ზე მეტი ამერიკელი, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად იყო ჩასული, ფრონტის ხაზზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამერიკული ტელეარხის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია იამზე, რომ აშშ-ის ხელისუფლება სირთულეებს აწყდება მისი დაღუპული მოქალაქეების გადმოსვენების პროცედურების დროს. CNN-ის მტკიცებით, ბოლო ნახევარ წელიწადში ბრძოლის ველიდან ხუთი დაღუპული ამერიკელის ცხედრის გამოყვანა გახდა შესაძლებელი. ორი მათგანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გადმოსვენებული. ტელეარხის ჟურნალისტებმა კიევში გაიცნეს და ჩაწერეს ლორენ გიომი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია RT Weatherman Foundation-ში მუშაობს. ორგანიზაცია ეხმარება ოჯახებს საკუთარი წევრების მოძებნაში. გიომის თქმით, დღესდღეობით მისი ორგანიზაცია 88 გარდაცვლილი ან დაკარგული უცხოელის საქმეებით არის დაკავებული, რომელთაგან ნახევარი…
მეტი...„ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში შესვლა აეკრძალება” – სლოვაკეთის შს მინისტრი
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატუს სუტაი-ესტოკის განცხადებით, ,,ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაციის გამო ქვეყანაში შესვლა აეკრძალება. მანამდე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს. ,,სლოვაკეთში მიმდინარე აქციების ორგანიზების უკან „ქართული ლეგიონი“ დგას” – ფიცო
მეტი...,,ტრამპი სანქციებზე მშვიდობის მისაღწევად საუბრობს, ევროკავშირი კი სანქციებს სხვა მიზნით იყენებს” – ორბანი
,,აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი სანქციებზე იმ მიზნით საუბრობს, რომ მშვიდობა დამყარდეს, ევროკავშირი კი სანქციებს მხოლოდ შეზღუდვების დაწესების მიზნით იყენებს და მოლაპარაკებებისკენ არ მიისწრაფვის”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. „ამერიკელებს არ სურთ სანქციები. მათ მშვიდობა უნდათ, ხოლო ევროპელებს სანქციები სურთ მშვიდობის ნაცვლად. ამერიკელებს მშვიდობა უნდათ და ამის მისაღწევად ერთ-ერთი საშუალება სანქციებია. ისინი ამბობენ: ,,აწარმოვეთ მოლაპარაკებები და თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრი სანქციები მიიღოთ”. ეს ორი სრულებით განსხვავებული მოცემულობაა“, – ამბობს ორბანი.
მეტი...აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ ერთხელ, 3 თვით, 3 მაისამდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა. პოლიციამ ის 3 აგვისტოს დააკავა და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. აფგან სადიგოვმა 21 სექტემბერს შიმშილობა დაიწყო, მას შემდეგ, რაც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში. სადიგოვი, მისი ადვოკატი და ოჯახი შიშობს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემდეგ, ჟურნალისტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
მეტი...(VIDEO) ბათუმში დაკარგული ბიჭის გუნდელების და მწვრთნელის ვიდეომიამართვა
სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის თანაგუდელებისა და მწვრთნელის მიმართვა: შეგახსენებთ, რომ მოზარდი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ის ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.
მეტი...სირიის პრეზიდენტის განცხადებით, შეიქმნება ინკლუზიური, გარდამავალ მთავრობა
სირიის პრეზიდენტის განცხადებით, შეიქმნება ინკლუზიური, გარდამავალ მთავრობა, რომელიც ქვეყნის სათავეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე იქნება. მისი თქმით, უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ ეროვნული დიალოგის კონფერენციის მოსამზადებელ კომიტეტს, რომელიც იქნება პლატფორმა აზრების გაცვლისა და კონსულტაციებისთვის. აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, გარდამავალი მმართველობა ახალი ინსტიტუტების აღდგენაზე პასუხისმგებლობას აიღებს.
მეტი...ეგეოსის ზღვაში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ჩეშმეს სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 5,4 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მეტი...სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 21 ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
მეტი...,,სლოვაკეთში მიმდინარე აქციების ორგანიზების უკან „ქართული ლეგიონი“ დგას” – ფიცო
,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთში მიმდინარე აქციების ორგანიზების უკან „ქართული ლეგიონი“ დგას”, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქართული ეროვნული ლეგიონი დგას. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია“, – განაცხადა ფიცომ.
მეტი...პანამის პრეზიდენტი პანამის არხის მფლობელობასთან დაკავშირებით აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვას გამორიცხავს
პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო პანამის არხის მფლობელობასთან დაკავშირებით აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვას გამორიცხავს. ის იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პანამაში დაგეგმილი ვიზიტი საერთო ინტერესებზე, როგორიცაა მიგრაცია და ნარკოტიკებთან ბრძოლა, ყურადღების გამახვილებას ხელს შეუწყობს. Associated Press-ის ცნობით, რუბიო ამერიკაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლის სახით ჩავა, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ პანამის არხზე ამერიკული კონტროლის აღდგენა სურს. ამასთან ერთად, მულინომ განაცხადა, რომ არხის აშშ-ის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოება არ შეუძლია, ვინაიდან მას ჰონკონგის კონსორციუმი მართავს, ხოლო თავად არხი პანამას ეკუთვნის.
მეტი...,,მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში” – პენიტენციური მზია ამაღლობელზე
,,მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. ლაბორატორიული კვლევები ტარდება ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება”, – განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 20 დღეა შიმშილობს. ,,ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში. მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა…
მეტი...იტალიის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა – ეკიპაჟის წევრები უკრაინელები არიან
იტალიაში, მარინა დი მასას სანაპიროზე სატვირთო გემი Guang Rong-ი ჩაიძირა, რომლის ეკიპაჟის წევრები უკრაინელები არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უამინდობის გამო, გემი სანაპიროზე მდებარე პირსს შეეჯახა და გადაყირავდა. მაშველებმა ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია ვერტმფრენით განახორციელეს. როგორც ცნობილია, 103-მეტრიან გემს ხრეში გადაჰქონდა, თუმცა ძირითად საფრთხეს ის საწვავი წარმოადგენს, რომელიც გემზე იყო და შესაძლოა წყალში მოხვდეს. ამ დროისთვის, ექსპერტები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.
მეტი...,,თუ ისინი ამას არ შეცვლიან, ჩვენ სანქციებს გავაუქმებთ” – ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დაბლოკავს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ბრიუსელი არ დაეხმარება უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენაში. „მიუღებელია, რომ უკრაინა უარს ამბობს თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის გატარებაზე ცენტრალური ევროპისკენ, რითაც იწვევს გაზის ფასების ზრდას, რაც თავის მხრივ ყველაფრის, მათ შორის საწვავის გაძვირებას იწვევს. ამიტომ, სხვა არჩევანი არ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ძალიან სერიოზულად და მკაცრად ვთქვათ – თუ ისინი ამას არ შეცვლიან, ჩვენ სანქციებს გავაუქმებთ. ისინი თუ არ შეასრულებენ პირობებს, ჩვენ არა მხოლოდ დავაყენებთ სანქციების გაუქმების საკითხს, არამედ გავაუქმებთ კიდეც მათ“, – განაცხადა ორბანმა. მისი თქმით,…
მეტი...მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს
დღე, 31 იანვარს, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმა, კიდევ ერთხელ (მერვედ) მოინახულეს. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი. ,,ექიმი გაესაუბრა მზია ამაღლობელს, გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და გაესაუბრა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი. მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. აქვე…
მეტი...,,ნურაფრის გეშინია, დე” – დაკარგული 14 წლის ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
2 კვირაა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. ის 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება. 14 წლის ბიჭის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „პირველ რიგში მივმართავ ალექსანდრეს, დე. ნურაფრის გეშინია, დე. გთხოვ გამოჩნდი, ჩემამდე მოდი და ყველა შენი პრობლემა იქნება განულებული. ასევე მივმართავ საზოგადოებას: მხოლოდ ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდენით. მე ორი სიტყვით მაინც დავწერ, რომ ჩემი ალექსანდრე ვნახე“, – ამბობს…
მეტი...„ჰამასმა“ ისრაელს სამი მძევლის სია გადასცა, რომელსაც ხვალ გაათავისუფლებს
„ჰამასმა“ ისრაელს სამი მძევლის სია გადასცა, რომელსაც ხვალ გაათავისუფლებს. ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ სიას მას შემდეგ გაასაჯაროებენ, რაც ოჯახებს ინფორმაციას მიაწვდიან. Reuters-ის ინფორმაციით, „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის წარმომადგენელმა, აბუ ობეიდამ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ხვალ ოფერ კალდერონის, კიტ სიგელისა და იარდენ ბიბასის გათავისუფლება იგეგმება. შეგახსენებთ, რომ 19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 15 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
მეტი...„ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა“ – 14 წლის ფეხბურთელი მოკლეს
RMC Sport-ის ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი, სახელად ელიასი, 26 იანვარს პარიზში, ფეხბურთზე იმყოფებოდა და ვარჯიშის შემდეგ, ჟიულ-ნოელის სტადიონთან მოკლეს. მას სახლში დაბრუნების დროს ორმა ახალგაზრდამ ტელეფონის წართმევა დაუპირა, წინააღმდეგობის გაწევის მომენტში კი ელიასს დანა რამდენჯერმე დაარტყეს. პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. 16 და 17 წლის მოზარდები, რომლებიც გარდაცვლილის მეგობარმა ამოიცნო. განზრახ ძალადობა, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა – ამ მუხლით ორივე მათგანს ბრალი უკვე წარედგინა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელიასის მკვლელი არასრულწლოვნები, აქამდე ძალადობისთვის ნასამრთლევი უკვე იყვნენ და პოლიციამ ეს იცოდა.
მეტი...ზვავის ჩამოწოლის შედეგად 5 მოთხილამურე დაიღუპა
BBCის ცნობით, საფრანგეთში, ალპებში, ორი ცალკეული ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 5 მოთხილამურე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ზვავი ვალ სენისს სამხრეთ-აღმოსავლეთ სავოიას რეგიონში ჩამოწვა, რის შედეგადაც ოთხი ნორვეგიელი მოთხილამურე დაიღუპა, ხოლო შვეიცარიელი მოთხილამურე ჩრდილოეთით, მაღლა-სავოის რეგიონში, შამონის მახლობლად დაიღუპა. სამი ნორვეგიელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეოთხე, ქალი, ახლომდებარე საავადმყოფოში, მძიმე ჰიპოთერმიისა და გულისცემის გაჩერების გამო გარდაიცვალა. ზვავის ჩამოწოლას 3 ადამიანი გადაურჩა.
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა 29 იანვარს, სოფელ მაჭარაში მოხდა. 30 წლის მამაკაცი ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოძიება სხეულის მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
მეტი...„არავის მოუნდება ისეთი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, როგორიც იყო კანვასის ტრენინგი” – პრემიერი
,,ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითი“ საბოლოოდ დამარცხდება აშშ-ში და ასეთ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე შეიცვლება მიდგომა საქართველოს მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არავის უნდა იმის გასაჯაროება, რომ აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება აფინანსებდა საქართველოში რევოლუციურ პროცესებს და არეულობას. „არავის მოუნდება ისეთი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, როგორიც იყო კანვასის ტრენინგი. გახსოვთ, მაშინ განსაკუთრებით შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს უტარებდნენ ტრენინგებს USAID-ის დაფინანსებით, კონკრეტულად რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიეყენებინათ ბულდოზერი სამთავრობო შენობებზე, ასეთ დეტალებზე იყო იქ საუბარი. რა თქმა უნდა, არავის უნდა ასეთი დეტალების გასაჯაროება,…
მეტი...