რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები სუფრას შლიან. ადგილზე მოქალაქეებმა საჭირო ნივთები უკვე მიიტანეს, მათ შორის საკვები პროდუქტები. პარლამენტთან საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც ელოდებიან. აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.
მეტი...დღე: დეკემბერი 31, 2024
“გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო”- გერმანიის საგარეო უწყება
“დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც დიდწილად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე”- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში შემაშფოთებელი ვითარებაა. “მშვიდობიანად პროტესტის უფლება ერთ-ერთი უნივერსალური ადამიანის უფლებაა – ჩვენი პასუხისმგებლობაა, ის დავიცვათ. ვითარება საქართველოში შემაშფოთებელი რჩება. საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთად მოუწოდეს საქართველოს შეცვალოს თავისი კურსი” – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...მსოფლიოს რამდენიმე წერტილში ახალი წელი უკვე იზეიმეს
მსოფლიოს რამდენიმე წერტილში უკვე 2025 წელია. ახალ წელს ერთი საათს წინ შეხვდნენ ავსტრალიაში. მილიონამდე ადამიანმა სიდნეიში რობი უილიამსთან ერთად იმღერა. შოუს ნაწილი იყო სიდნეის ღირსშესანიშნაობებზე მოწყობილი ილუმინაციები და გრანდიოზული ფეიერვერკი, რომელიც 15 წუთს გაგრძელდა. ახალი წელი უკვე აღნიშნეს, ოკეანეთში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო კირიბატში.
მეტი...საფრანგეთმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის ობიექტები დაბომბა
საფრანგეთმა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტები დაბომბა. ინფორმაცია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გაავრცელა. საფრანგეთთან ერთად სირიის ტერიტორიაზე ტერორისტების პოზიციებზე იერიშებს ახორციელებენ შეერთებული შტატები და ისრაელი. სირიაში 8 დეკემბერს მეამბოხეების მიერ ასადების რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას გარდამავალი მთავრობა მართავს. ქვეყნის ცალკეულ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მეტი...“განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა”- “ვაიმარის სამკუთხედი” საქართველოს ხელისუფლებას
“საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა”- ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას “ვაიმარის სამკუთხედის” – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის – საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნები გმობენ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტებზე. “ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, გაყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან მისი გადახვევაა. არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, შემოებრუნებინათ თავიანთი კურსი და დაბრუნებულიყვნენ ევროკავშირის ინტეგრაციას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვითა და რეფორმების გატარებით. მკაცრად…
მეტი...აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან
აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. როგორც ცნობილია, აქციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება. ამის შესახებ, მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით – “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” . სტუდენტების ნაწილი შეიკრიბება თსუ-სთან – “ახალი წლის ჯადოსნური მარშით”. ასევე, აქცია არის დაგეგმილი გლდანის ციხესთან სახელწოდებით – “ახალი წელი თავისუფლებისთვის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”.
მეტი...,,გერმანიაში არჩევნების ბედს სოციალური ქსელების მეპატრონეები ვერ გადაწყვეტენ” – შოლცი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის ამომრჩეველს მოუწოდა სოციალური ქსელების მეპატრონეებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედის გადაწყვეტის უფლება არ მისცენ იმ ფონზე, როცა მილიარდერი ილონ მასკი ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უჭერს მხარს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. როგორც შოლცმა მის წინასაახალწლო მილოცვაში თქვა, მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ, თუ „სად წავა გერმანია“ 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ. გერმანული საზოგადოების ბედი კი, მისი თქმით, „ჭკვიანი და ღირსეული ადამიანების დიდ უმრავლესობაზე იქნება დამოკიდებული“. მან მასკი პირდაპირ არ ახსენა, თუმცა მოუწოდა გერმანელებს წინ აღუდგნენ მანიპულაციებს და დაიცვან დემოკრატია. „ბოლოსდაბოლოს ახალი წლის ღამეს სურვილების ჩაფიქრება ხდება. მე…
მეტი...ცნობილია, მარნეულში დაღუპული მოზარდების ვინაობა
მარნეული-ბოლნისის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 15 წლის ელჩინ ბინეტოვი და სინან შარიფოვი. ერთი მოზარდი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, ხოლო, მეორე საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
მეტი...,,ევროკავშირი მზად არის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტისთვის” – ევროკომისიის წარმომადგენელი
ევროკავშირი მზად არის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტისთვის. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროპული ინფრასტრუქტურა საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ მესამე ქვეყნებიდან გაზი ალტერნატიული მარშრუტებით მიაწოდოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ერთ წელიწადზე მეტია, მუშაობდნენ ევროპული თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, რათა მომზადებულიყვნენ ალტერნატიული სქემებისთვის. ევროპის გაზის ინფრასტრუქტურა კი გაძლიერდა გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მნიშვნელოვანი სიმძლავრეების წყალობით. ევროკომისიაში ასევე განაცხადეს, რომ ბოლო წლებში ენერგოეფექტურობის გაზრდისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაფართოების ღონისძიებებმა ასევე გააძლიერეს გაზის მიწოდების საიმედოობა.
მეტი...,,ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ” – ეუთო-ს სამეული
ეუთოს თავმჯდომარეების სამეული, რომლის შემადგენლობაშიც ჩრდილოეთი მაკედონია, მალტა და ფინეთი შედიან, 2024 წლის შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია ევროპის უსაფრთხოებას, ნორმებისა და ღირებულებების საერთო სისტემას ძირს უთხრის. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რაც 2024 წელს ყურადღების ცენტრში იყო. ჩვენ ერთგული ვრჩებით დადგენილი ძალისხმევისა და ინიციატივების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მუშაობის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...აშშ-ში ე.წ. თოვლის კაცის ძებნისას ორი ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში, გიფორდ პინჩოტის ეროვნულ ტყეში, ე.წ. თოვლის კაცის ძებნისას ორი ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, 37 და 59 წლის მამაკაცების ცხედრები სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ისინი ცდილობდნენ მოეპოვებინათ ე.წ. თოვლის კაცის არსებობის დამადასტურებელი ნივთმტკიცებულებები. ტყეში გაუჩინარებული მამაკაცების სამძებრო სამუშაოებში 60-მდე მოხალისე იღებდა მონაწილეობას. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცების გარდაცვალების მიზეზი სიცივე და ექსპედიციისთვის არასათანადო მომზადება გახდა.
მეტი...საფრანგეთმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყა
„საფრანეთის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყეს“, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. ცნობისთვის, გასულ კვირას, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმაც დაარტყეს, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი დაიღუპა და ერთი კი დაშავდა.
მეტი...NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს. მარკ რუტე, ოფიციალურ მილოცვაში, საქართველოს მთავრობის მეთაურს ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს უსურვებს. „გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს“, – აღნიშნულია მარკ რუტეს მისალოც წერილში.
მეტი...აშშ-ის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის გამო, კანადის მოქალაქე დააკავეს
აშშ-ში, მაიამის საერთაშორისო ეროპორტში მომხდარი თავდასხმის გამო, კანადის მოქალაქე დააკავეს. 28 წლის კანადელს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორისაა, პოლიციელზე თავდასხმა, 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანზე თავდასხმა და დაუმორჩილებლობა. სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება, წინა დღეს, ფრენის დროს არეულობაში მონაწილეობდა, რის გამოც თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა, მაიამის აეროპორტში დაბრუნებულიყო.
მეტი...ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების უდიდესმა ნაწილმა, საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულების გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს ვალდებულებების ვადებში სრულად შესრულებას, მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით, მათ საშეღავათო პერიოდი მიეცათ. ,,მიმდინარე წელს, დღის წესრიგში იყო დაყენებული ამოცანა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2024 წლის ბოლომდე უნდა მოეპოვებინათ საერთაშორისო აკრედიტაცია. სამედიცინო დაწესებულებების უდიდესმა ნაწილმა თავი გაართვა ამ გამოწვევას და მათ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. თუმცა რჩება გარკვეული ნაწილი…
მეტი...ლოცვა, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა წაიკითხოთ
ლოცვა, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა წაიკითხოთ: „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ ერი და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა. რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეჲ და ქალაქი, და ერი შენი, მრავალ მოწყალე”.
მეტი...ახალ ზელანდიასა და რამდენიმე ქვეყანაში 2025 წელი დადგა
BBc-ის ცნობით, ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი, 2025 წელი უკვე დადგა. დედამიწაზე პირველმა ახალი, 2025 წელი კირიბატის რესპუბლიკამ თბილისის დროით 14:00-ზე იზეიმა, ხოლო ერთი საათის შემდეგ ახალ წელს ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეხვდა. ახალი, 2025 წელი ტონგასა და სამოაშიც დადგა. ავსტრალიის მოსახლეობა ახალი წლის დადგომას თბილისის დროით 17:00-ზე, სიდნეის საახალწლო ფოიერვერკების გრანდიოზული შოუს ფონზე იზეიმებს.
მეტი...პორტუგალიაში ბანანებში დამალული 3,5 ტონა კოკაინი ამოიღეს
პორტუგალიელმა სამართალდამცველებმა ბანანების სხვადასხვა პარტიებში დამალული საერთო ჯამში 3,5 ტონა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კოკაინი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი. ბანანების პარტია, რომელშიც კოკაინი იყო დამალული, გემზე აღმოაჩინეს. გემი, ლათინურ ამერიკასა და ევროპის კონტინენტს შორის მოგზაურობდა და ხილი გადაჰქონდა.
მეტი...,,ძალიან ცოტა კომპანია იქნება მზად, მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში, ბრიტანეთში ინვესტიცია ჩადოს” – ილონ მასკი
,,ძალიან ცოტა ბიზნესს აქვს სურვილი, ბრიტანეთის მოქმედი პრემიერის ადმინისტრაციის პირობებში, გაერთიანებულ სამეფოში ინვესტიცია ჩადოს”, – განაცხადა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა. ილონ მასკმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა შოტლანდიელი პოლიტიკოსების წერილის პასუხად, რომლითაც გამოთქვეს სურვილი, Tesla-მ ქვეყანაში საწარმო გახსნას.
მეტი...უკრაინელებმა კურსკში დასახლებული პუნქტი აიღეს
,,უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა, შეტევითი მოქმედებების წყალობით, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს”, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდა ამისა, დასახლებული პუნქტის აღებას წინ უძღოდა უკრაინული არტილერიის მუშაობა, რის შემდეგაც ჯარისკაცები შევიდნენ სოფელში, სპეცოპერაციის ფარგლებში აიღეს და გაასუფთავეს რაიონი. ,,აღმოჩნდა, რომ რუს სამხედროებთან ერთად სოფელი ჩრდილოეთ კორეის ჯარებსაც ეკავათ”, – წერია განცხადებაში.
მეტი...,,ასადის დამხობის შემდეგ სირიაში 35 114 სირიელი დაბრუნდა” – თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი ერლიკაიამის განცხადებით, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიაში 35 114 სირიელი დაბრუნდა, რომელიც მანამდე ლტოლვილად თურქეთში იყო გადახვეწილი. მისი თქმით, ახლა სირიელთა უმეტესობა ალეპოში ბრუნდება. როგორც ერლიკაიამ დასძინა, დღესდღეობით თურქეთში 3 მილიონი სირიელი ცხოვრობს, რომელთაგან 805 ათასი თურქეთში დაბადებული ბავშვია. ცნობისთვის, 8 დეკემბერს სირიელი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქის აღების შემდეგ ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
მეტი...თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 536 ადამიანი დააკავეს
თურქეთში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ოპერაცია 12 დღის განმავლობაში გაგრძელდა და ქვეყნის 57 რეგიონი მოიცვა. ოპერაციის ფარგლებში 536 ადამიანი დააკავეს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში, ან მასთან კავშირში მყოფი ადამიანები არიან.
მეტი...ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს
,,ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს”, – თბილისის მერია საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ,,სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს. გაცნობეთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება. როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება”, –…
მეტი...წყნარ ოკეანეში ძლიერი მიწისძვრა იყო
წყნარ ოკეანეში, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის ეპიცენტრი ცენტრალური ჩილეს სანაპიროსთან, ქალაქ კოკიმბოდან ჩრდილო-დასავლეთით 61 კილომეტრში მდებარეობდა. volcanodiscovery-ის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:40 საათზე, მიწის ქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. სააგენტოს ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძგების ეპიცენტრი ხმელეთის ზედაპირთან ახლოს მდებარეობდა, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შესამჩნევი იყო, თუმცა ძლიერი რყევები არ ყოფილა.
მეტი...სამხრეთ კორეის სასამართლო იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა
სამხრეთ კორეის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განაცხადა, რომ სასამართლომ იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავებისა და მისი ოფისის ჩხრეკის შესახებ ორდერები გასცა. ასევე, უწყებამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარო მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება. მათივე თქმით, მან უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა. იუნ სუკ იოლს სისხლისსამართლებრივი დევნისგან საპრეზიდენტო იმუნიტეტი იცავს, მაგრამ ეს არ ვრცელდება ამბოხების ან ღალატის ბრალდებებზე. შეგახსენებთ, რომ იუნ სუკ იოლს უფლებამოსილება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ეროვნულმა ასამბლეამ 14 დეკემბერს მხარი…
მეტი...კოკა კაციტაძეს და გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ. განკარგულება 26 დეკემბრით თარიღდება და აღნიშნულია, რომ ,,დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური” უზრუნველყოფს. ცესკო-ს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა „გაუგრძელდეს-დაენიშნოს შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნას, განკარგულებში აღნიშნულია, რომ კაციტაძეს „2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების…
მეტი...,,ნახიდურის ტრაგიკული შემთხვევა მიუთითებს მნიშვნელოვან გამოწვევებზე” – ომბუდსმენი
სახალხო დამცველი ნახიდურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. ლევან იოსელიანის თქმით, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა. ,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, გუშინ, ნახიდურში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს ამ ურთულეს დროს. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა. ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც მოიცავს უსაფრთხო გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პრიორიტეტი მიანიჭონ…
მეტი...„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად ბრაზილიაში რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები ჩადიან
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად ბრაზილიაში რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები ჩადიან. ინფორმაციას რუსული მედია ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად და ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, საავიაციო შემთხვევების გამოძიებისა და მოხსენების ცენტრი მიიღებს მათ სამ წარმომადგენელს და ამ ქვეყნის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს – სამს აზერბაიჯანიდან და სამს რუსეთიდან“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, შავი ყუთები ბრაზილიაში სამშაბათს ჩავა და სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოპოვებული მონაცემები გადაეცემა ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დირექტორატს, ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ კატასტროფის გამოძიებაზე.
მეტი...,,ილონ მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს” – გერმანიის ვიცე-კანცლერი
გერმანიის ვიცე-კანცლერის რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ილონ მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს. მისი თქმით, მასკის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა ლოგიკურია. „ეს ლოგიკური და სისტემატურია. მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს. სუსტი ევროპა მათ ინტერესებშია, ვისთვისაც რეგულაცია მათი ძალაუფლებისთვის შეუსაბამო შეზღუდვას წარმოადგენს“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. შეგახსენებთ, რომ ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი თებერვალში გასამართ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე „მწვანეთა პარტიამ“ კანცლერობის კანდიდატად დაასახელა.
მეტი...,,ნება მომეცით, შეგახსენოთ, რა დაემართა „ჰამასს“, „ჰეზბოლას“, ასადს – ეს არ არის მუქარა, ეს დაპირებაა” – გაერო-ში ისრაელის ელჩი
„მივმართავ ჰუსიტებს: თქვენ, ალბათ, არ აქცევთ ყურადღებას იმას, რაც მოხდა ახლო აღმოსავლეთში გასული წლის განმავლობაში. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რა დაემართა „ჰამასს“, „ჰეზბოლას“, ასადს, ყველას, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობდა. დაე, ეს იყოს თქვენი ბოლო გაფრთხილება. ეს არ არის მუქარა, ეს დაპირებაა. თქვენც იგივე სავალალო ბედს გაიზიარებთ“, – ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა. ელჩმა, გააფრთხილა თეირანი, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანში, ნებისმიერ სამიზნეს დაარტყას და რომ ისრაელი არ მოითმენს ირანის მარიონეტების მხრიდან თავდასხმებს.
მეტი...ისტორიაში პირველად, უკრაინელებმა რუსული Ми-8 საზღვაო დრონით გაანადგურეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, ისტორიაში პირველად, სპეცდანიშნულების რაზმმა Group 13-მა რუსული Ми-8 ტიპის ვერტმფრენი საზღვაო დრონით გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, შავ ზღვაში გამართული ბრძოლის დროს, Ми-8 ტიპის ვერტმფრენი R-73 SeeDragon რაკეტებით განადგურდა.
მეტი...ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2 ადამიანი რჩება, 8 გაწერეს
ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ ხელმძღვანელის, ოთარ ქებაძის განცხადებით, სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ათი ადამიანიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ,,შემოიყვანეს 10 პაციენტი, აქედან ორი მკურნალობს ჩვენს კლინიკაში, 8 გაწერა. მიეცათ რეკომენდაცია ამბულატორიული მკურნალობის ბინაზე. ერთი გადაყვანილია პალატაში, ნევროლოგიის განყოფილებაში, მეორე ჯერჯერობით იმყოფება დაკვირვების დარბაზში და ცოტა ხანში, ალბათ გადავიყვანთ ინტენსიურში. მძიმე დაზიანებები აქვთ და ამიტომ რჩებიან სამკურნალოდ”, – განაცხადა ოთარ ქებაძემ, ბოლნისის ,,ემერჯენსის” ხელმძღვანელმა.
მეტი...იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლევან ხარანაული დანიშნა
იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა. ,,ლევან ხარანაული სამართლის დოქტორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა
ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. „დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, – ნათქვამია ტელეკომპანია ,,ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...მექსიკაში საიმიგრაციო აგენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი დააკავეს
მექსიკაში საიმიგრაციო აგენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი მექსიკის უსაფრთხოებისა და საიმიგრაციო სამსახურების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ საიმიგრაციო აგენტს თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. დაკავებულთაგან ორი ვენესუელის, ხოლო ერთი კოლუმბიის მოქალაქეა. მექსიკის საიმიგრაციო სააგენტო INM-ის ცნობით, ეჭვმიტანილები აგენტს სიუდად-ხუარესში მდებარე საკონტროლო პუნქტზე დაესხნენ თავს, როდესაც მან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები მოსთხოვა.
მეტი...საქართველოს რკინიგზა 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დამატებითი რეისები 11 და 12 იანვარს თბილისიდან 08:50 საათზე გავა, ხოლო ფოთიდან თბილისის მიმართულებით 17:15 საათზე გამოვა. ბილეთების შეძენა რკინიგზის ვებგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, რკინიგზის სალაროებში და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
მეტი...