რამდენია საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი?! – ეროვნული ბანკის განცხადება

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 25.3 მლრდ აშშ დოლარი (69.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 76.9 პროცენტია. მათივე ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 734.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. “საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 25.3 მლრდ აშშ დოლარი (69.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 76.9 პროცენტია. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 734.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 450.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული…

მეტი...

“მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. „სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, – წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

მეტი...

აშშ უკრაინას დახმარების სახით 3,4 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ-მა უკრაინისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით 3,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახაზინო მდივნმა, ჯანეტ იელენიმ განაცხადა. „უკრაინისთვის ჩვენი საბიუჯეტო მხარდაჭერა მიდის კრიტიკულ მომენტში, როდესაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე. აშშ-ის და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან ეკონომიკურ დახმარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკრაინის შესაძლებლობისთვის, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას კრიტიკული სახელმწიფო მომსახურების შენარჩუნებით, რაც მისი გულადი ბრძოლის საფუძვლად დევს“ – ნათქვამია იელენის განცხადებაში. იელენის განცხადებით, ეს თანხა არის ბოლო ნაწილი კონგრესის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად 2024 წელს დამტკიცებული ორპარტიული პაკეტის ფარგლებში.

მეტი...

სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენი, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლზე 1996 წელს სექსუალურად იძალადა, ძალაში დატოვა. გარადა ამისა, არ დააკმაყოფილა ახალი სასამართლო პროცესის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მოთხოვნა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. ამავე ცნობით, ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მოსამართლემ უამრავი შეცდომა დაუშვა. დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნმა ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად განაცხადა, რომ „დროა, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება შეწყდეს“.

მეტი...

“ვაი თქვენს პატრონს” – თეა წულუკიანი

უმრავლესობის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილის მიერ, გუშინ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება. წულუკიანი სასახლესთან მოქალაქეების დაბარებას, მხარდამჭერების მოტყუებას უწოდებს. “გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაცია დაიწყო 11 საათზე, რაც წინასწარ იყო საჯაროდ ნათქვამი. 10 საათზე რომ იბარებ “მხარდამჭერებს” სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?! დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად შტერული და ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ. ერთ hint-ს კი მოგცემდით: სულ არაა საჭირო, დღევანდელ თანამედროვე…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს. ცოტა ხნის წინ აქციას ემიგრანტების მარში შეუერთდა. მარშის მონაწილეები პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ. პარლამენტის წინ აქცია უკვე 32-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას, მარნეული-ბოლნისის გზაზე, 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცობია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია.

მეტი...

„თუ „ქართული კოშმარის“ მატერებელზე იმყოფებით, ჩამოსვლის დროა“- უილსონი

“თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთის, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატერებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა”- წერს ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე. უილსონი ამბობს, რომ თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის. „თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისკენ და რუსეთისკენ მიმავალ მატერებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. საკუთარი თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით! არა ფული, არა მგზავრობა!“, – წერს ჯო უილსონი.  

მეტი...

გოჭი, ინდაური, ქათამი – საახალწლო ფასები ზუგდიდის ბაზარში  (ფოტორეპორტაჟი)

ახალი წლის დადგომამდე ბაზრებსა თუ ქუჩის სავაჭრო სივრცეებში მყიდველებისა და გამყიდველების სიმრავლეა. გოჭი, ქათამი, ინდაური, იხვი – ყველანაირ მდგომარეობაში იყიდება, ცოცხალიც და ნედლიც. სუპერმარკეტებისგან განსხვავებით, ბაზარში ფასი ოდნავ დაბალია, თუმცა, ვნახოთ რა როგორია საახალწლო ფასები ზუგდიდის ბაზარში და რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა. ცოცხალი ინდაური – 80-დან 150 ლარამდე; ცოცხალი გოჭი – 100-დან იწყება და 250-ლარამდე; ცოცხალი ქათამი – 18-დან 35 ლარი; საქონლის ხორცი 20-25 ლარი; ჭყინტი ყველი 19-20 ლარი; სულგუნი 25-26 ლარი; ჩირი და ტყლაპი  5-დან 30-მდე; ჩურჩხელა 1.5 – 3 ლარი; ყურძენი – 6 ლარი, ბანანი – 5 ლარი,…

მეტი...

“საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას აღვნიშნავთ”- ეუთო-ს ე.წ. „სამეული“

ეუთო-ს ე.წ. „სამეული“, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი, წლის შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ. ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რომელიც 2024 წელს ყურადღების ცენტრში იყო. დადგენილი ძალისხმევისა და ინიციატივების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის ერთგულები ვრჩებით“- ნათქვამია ე.წ. „სამეულის“ განცხადებაში.

მეტი...

უკრაინამ ტყვეობიდან 189 მოქალქე დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 189 დამცველი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის დაბრუნება ყოველთვის ძალიან კარგი ამბავია ყოველი ჩვენგანისთვის და დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა. ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე. ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 87 უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეა, 43 უკრაინის ევროვნული გვარდიის, 33 უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, 24 უკრაინის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.

მეტი...

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

მეტი...

,,სირიაში ახალი არჩევნები შესაძლოა ოთხ წელში ჩატარდეს” – სირიის დე ფაქტო მმართველი

სირიის დე ფაქტო მმართველის აჰმედ ალ შარას განცხადებით, სირიაში ახალი არჩევნები შესაძლოა ოთხ წელში ჩატარდეს. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის შემუშავებას შეიძლება სამი წელი დასჭირდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიელებმა შეიძლება ერთი წლის შემდეგ დაიწყონ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების დანახვა. ალ შარას განცხადებით, სირიას სამართლებრივი სისტემის აღდგენა და ლეგიტიმური არჩევნების ჩასატარებლად მოსახლეობის საყოველთაო აღწერა სჭირდება. რაც შეეხება დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული და გაეროსა და მრავალი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, დე ფაქტო ლიდერის თქმით, ის დაიშლება…

მეტი...

ბელარუსის სკოლებში სანტა კლაუსი და Jingle Bells აკრძალეს

ბელარუსის ხელისუფლებამ სკოლებში სანტა კლაუსი, ინგლისურენოვანი საახალწლო სიმღერები და ნაძვის ხის ,,დასავლური ტრადიციით გაფორმება” აკრძალა. საახალწლო დღესასწაულების წინ სკოლებისთვის სპეციალური განკარგულება გასცა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებების რეპერტუარს განსაზღვრავს. აკრძალვაში შეეხო ინგლისურენოვან სიმღერებს და დასავლურ მელოდიებს, მაგალითად, Jingle Bells. გარდა ამისა, აიკრძალა სკოლების საახალწლო ღონისძიებებზე სანტა კლაუსის მონაწილეობა, ასევე ნაძვის ხის ისეთი გაფორმება, რომლებიც დასავლურ ტრადიციებთან შეიძლება ასოცირდებოდეს. ამის სანაცვლოდ, ხელისუფლებამ ბელარუსის განათლების სისტემის ყველა დონეზე რუსული საახალწლო ტრადიციების გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

მეტი...

სირიაში 31 დეკემბერს 500 ტონა უკრაინულ ფქვილს ჩაიტანენ

დამასკოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ  განაცხადა, რომ ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, სირიაში 31 დეკემბერს 500 ტონა უკრაინულ ფქვილს ჩაიტანენ. „ჩვენ სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერის პირობა დავდეთ და დაპირება მოკლე ვადებში შევასრულეთ. ხვალ სირიაში ჩამოვა 20-ზე მეტი სატვირთო, რომლებიც ჩამოიტანენ პირველ 500 ტონა უკრაინულ ფქვილს ჰუმანიტარული პროგრამის „მარცვლეული უკრაინიდან“ ფარგლებში. ამ ფქვილს სირიელ ოჯახებს უფასოდ დაურიგებენ“, – განაცხადა სიბიგამ დამასკოში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ფქვილი საკმარისი იქნება 33 ათასი სირიელი ოჯახის ერთი თვის განმავლობაში უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პირველი პარტიაა და უკრაინა მზად არის, სირიას ბევრად მეტი ფქვილი მიაწოდოს. ამას გარდა,…

მეტი...

მოსკოვში სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

მოსკოვში სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალ-მაიორი არშაკ კარაპეტიანი დააკავეს. ის სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრული საქმეების ფარგლებში იძებნებოდა. კერძოდ, კარაპეტიანს ბრალად ედება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. არშაკ კარაპეტიანი 2018- 2021 წლებში ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი იყო. 2021 წლის აპრილიდან ივლისამდე სომხეთის გენშტაბის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ამის შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. კარაპეტიანი თანამდებობიდან სამ თვეში გაათავისუფლეს. ამჟამად, ის ოპოზიციური მოძრაობა “საერთო ეროვნული ფრონტის” ლიდერია.

მეტი...

ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროზე, ზვიგენის თავდასხმას ერთი ტურისტი ემსხვერპლა

ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროზე, ზვიგენის თავდასხმას ერთი ტურისტი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. BBC-ს ცნობით, შემთხვევა ქალაქ მარსა ალამში მოხდა, რომელიც მყვინთავებში ძალიან პოპულარული ტურისტული ადგილია. ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზვიგენი ადამიანებს თავს ,,ღრმა წყლებში, მონიშნული საცურაო ზონის მიღმა ტერიტორიაზე დაესხა”.

მეტი...

,,დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ, გაიყინებით” – თეა წულუკიანი

,,დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ, სულ არაა საჭირო ქუჩაში გაყინვა”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს. „გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10:00 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაცია დაიწყო 11:00 საათზე, რაც წინასწარ იყო საჯაროდ ნათქვამი. 10:00 საათზე რომ იბარებ „მხარდამჭერებს“ სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?! დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად შტერული და ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ. ერთ hint-ს…

მეტი...

აშშ-მა უკრაინას $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო. დახმარება მოიცავს როგორც იარაღის სასწრაფო მიწოდებას, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და სხვა კრიტიკულად საჭირო იარაღის გრძელვადიან მიწოდებას. „ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რადგან უკრაინელი ხალხი აგრძელებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსული აგრესიისგან“, – ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.

მეტი...

„ენერგეტიკის სექტორის მდგრადობა არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი“ – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკის სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციების შესახებ სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს: „2024 წელი საქართველოს ენერგეტიკისთვის არაერთი მნიშვნელოვანი სიახლით იყო დატვირთული. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორში სწორ სახელმწიფო პოლიტიკასა და სექტორის როლს როგორც ქვეყნის ეკონომიკისათვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. სხვა ბევრ საგულისხმო მოვლენასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ექსპლუატაციაში შევიდა და სემეკმა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია აამოქმედა „ხობი 2 ჰესი“-ზე, რომლის დადგმული სიმძლავრე 44,5 მგვტ-ია. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაიხსნა ახალი ქვესადგური „წყალტუბო 500“, რომელიც საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის საკვანძო ობიექტს წარმოადგენს. საქართველოს…

მეტი...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ – ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. მას 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

მეტი...

ხერსონის ოლქში ოკუპანტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ხერსონის ოლქში ოკუპანტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, რთული ვითარება რჩება დონეცკის ოლქის ქალაქებში ტორეცკსა და ჩასივ იარში. ამ მიმართულებებით რუსეთის ძალები წინსვლას განაგრძობენ. BBC-ის ცნობით, საოკუპაციო ჯარს რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისასვლელად მხოლოდ 8 კილომეტრი დარჩა. ამის ფონზე, ცნობილია ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაახმოვანა. საუბარია უკრაინისთვის დამატებით მილიარდ 250 მილიონი დოლარის შეიარაღების პაკეტზე, რომელსაც ამერიკა ოფიციალურად გამოაცხადებს. AP News-ის მონაცემებით, დახმარების სახით, იგეგმება უკრაინაში ,,ნასამსის” და ,,ჰავკის” სისტემების აღჭურვილობის გაგზავნა.

მეტი...

,,მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ ის სურვილები, რაც მას ამოძრავებს საქართველოსთან მიმართებაში, განახორციელოს” – მაკა ბოჭორიშვილი

,,არანაირად არ არის გასაკვირი ის ძალადობრივი ხასიათი თუ მოწოდებები, რასაც ის ახორციელებს”, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება“. ,,ეს არის ის ხასიათი და ის სახე, რაც ჰქონდა იმ დროს ხელისუფლებას და შესაბამისად, იგივე ნოტაზე აგრძელებს ის იქიდან, სადაც არის. საბედნიეროდ, მას არანაირი უნარი და არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ ის სურვილები, რაც მას ამოძრავებს საქართველოსთან მიმართებაში, განახორციელოს“, – აღნიშნა მაკა…

მეტი...

ტაილანდში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდში, ბანგკოკის ტურისტულ ზონასთან სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

უკრაინის დელეგაცია სირიაში ჩავიდა და ამბოხებულების ლიდერს შეხვდა

უკრაინის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ხელმძღვანელობით სირიაში იმყოფება. უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დამასკოში სირიელი ამბოხებულების ლიდერს, აჰმედ ალ-შარას შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად დელეგაციაში წარმოდგენილი არიან უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმის ჩამოშლისა და მისი მოსკოვში გაქცევის შემდეგ, სირიის ახალი დროებითი პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ალ-ბაშირი გახდა.

მეტი...

,,რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მშვიდობის სამიტში“ და აღარ ადევნებს თვალს ზელენსკის განცხადებებს” – ლავროვი

,,რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მშვიდობის სამიტში“ და აღარ ადევნებს თვალს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია, გამოიცნო, რაზე მიუთითებს ზელენსკის საჯარო აღიარება დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ. „ეს ფიგურა მუდმივად რაღაცას აცხადებს. მართალი გითხრათ, ჩვენ შევწყვიტეთ თვალყურის დევნება. არაერთხელ ავხსენი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას „მშვიდობის სამიტში“, თუნდაც მიწვევა მივიღოთ. კიევს ჯერ არ გაუუქმებია 1991 წლის საზღვრებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ამ საზღვრებს გარეთ რუსული ჯარების გაყვანის ამოცანა. ეს ამოცანა ჩანს ვოლოდიმირ ზელენსკის ფორმულაში. მათ სურთ, რუსეთი…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღეში ახალ ოფისში გადავა

სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღეში ახალ ოფისში გადავა და მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებს ამ ოფისში ახალი წლის შემდეგ მიიწვევს. ,,ჯერ უნდა დავალაგოთ იქ რაღაცები, არ მიგიყვანთ არეულობაში. ალბათ, ახალი წლის შემდეგ, სანამ ყველაფერს იქ გადავიტანთ და მოვაგვარებთ”, – თქვა დღეს ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

ლატვია უკრაინას 1 ათასზე მეტ დრონს გადასცემს

,,ლატვია უახლოეს მომავალში უკრაინას 1 ათასზე მეტ სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს”, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. „ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების ლატვიელ მწარმოებლებთან ერთად უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ. მომზადებულია უკანასკნელი პარტია, რომელიც 1 ათასზე მეტი სხვადასხვა ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებისგან შედგება“, – დაწერა სპრუდსმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების კოალიციას ლატვია და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ. მინისტრის თქმით, 2025 წელს ლატვია კოალიციის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად დამატებით 20 მილიონ ევროს გამოყოფს.

მეტი...

ბაიდენმა კარტერის გარდაცვალების გამო აშშ-ში გლოვა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო გლოვა გამოაცხადა. ბაიდენის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, 30 დღის განმავლობაში აშშ-ის ტერიტორიაზე, მათ შორის საჯარო შენობებზე, სამხედრო ბაზებზე, სასამართლოებსა სამხედრო-საზღვაო ბაზებზე ქვეყნის დროშები დაშვებული იქნება. დროშები უნდა დაუშვან აგრეთვე საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებმა, საკონსულოებმა და სხვა ორგანიზაციებმა. 100 წლის ასაკში ჯიმი კარტერი გარდაიცვალა  

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილის გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა, ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა” – მარიანი

,,დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის წევრი, ტიერი მარიანი სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლის დატოვებას. „3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის დარბაზის წინ სალომე ზურაბიშვილმა დაიფიცა, რომ არასდროს დატოვებდა თანამდებობას, რომლის ვადაც 29 დეკემბერს ამოიწურა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.

მეტი...

100 წლის ასაკში ჯიმი კარტერი გარდაიცვალა

100 წლის ასაკში, აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა. მას კიბოს დიაგნოზი ჰქონდა. კარტერის პოლიტიკური კარიერა 1962 წელს დაიწყო, როდესაც იგი ჯორჯიის შტატის სენატორად აირჩიეს. ის ასევე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი და ჯორჯიის შტატის გუბერნატორი იყო. კარტერის ადმინისტრაციის მიღწევებს შორისაა კემპ დევიდის შეთანხმება, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. კარტერმა ასევე შექმნა განათლებისა და ენერგიის დეპარტამენტები. თუმცა, მოსახლეობა უკმაყოფილო იყო მისი ეკონომიკური პოლიტიკისა და აშშ-ირანის მძევლების კრიზისის გამო, რის შემდეგაც კარტერი მეორე ვადით აღარ აურჩევიათ. 1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კარტერი რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა დაამარცხა. პრეზიდენტის ოფისის დატოვების შემდეგ, ის…

მეტი...

ეთიოპიაში ავტოკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიაში ავტოკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, მგზავრებით სავსე სატვირთო მანქანა მდინარეში გადავარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მგზავრთა ნაწილი ქორწილის ცერემონიაზე მიდიოდა. მანქანა გადატვირთული იყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად განიხილება.

მეტი...

უნგრეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. გიდასტურებთ, რომ უნგრეთი მზადაა როგორც ჩვენს ერებს შორის მეგობრული თანამშრომლობის ორმხრივად მომგებიანი განვითარებისთვის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების გაფართოებისთვის ახალ სფეროებში. გარწმუნებთ, რომ უნგრეთი ყველაზე მტკიცედ იცავს თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროინტეგრაციის მიმართულებით. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. გიდასტურებთ ჩემს გულწრფელ პატივისცემას“, – აღნიშნულია მილოცვის წერილში.

მეტი...

,,ოპოზიციას ქალბატონი სალომეს მიმართ რიტორიკა იმიტომ ჰქონდა შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ” – შალვა პაპუაშვილი

,,ქალბატონი სალომეს სტატუსის გამოყენება ხდებოდა ოპოზიციის მიერ. ეს ის ოპოზიციაა, რომლის ეპიტეთები გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ და არა მხოლოდ ეპიტეთები, რომელიც ყოველგვარ ეთიკურ ზღვარს გასცდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ზუსტად იმ ოპოზიციის მიერ იყო ქალბატონი სალომე არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოცხადებული. „რა თქმა უნდა, ეს რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ. ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ახლა ნახეთ, როგორ აირევა მათი ურთიერთობა. ასე რომ, ეს მოსალოდნელიც იყო საბოლოო ჯამში. ჩვენ საქმე გვაქვს არა ამ ქვეყნის პატრიოტებთან, არა ხალხთან, რომელსაც პოლიტიკური…

მეტი...

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება” – პრეზიდენტი

„უკვე სამ ათეულ წელს ითვლის ჩვენი ტკივილი, ჩვენი აფხაზეთი და ოსეთი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. დაკარგული ტერიტორიების, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიპლომატიით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მჯერა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ძალას არ დაიშურებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს დეოკუპაციის დღის წესრიგში წარმატების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას და ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

,,დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ” – შალვა პაპუაშვილი

,,33 წლის წინ ბრძოლითა და სისხლით დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ყველა ქვეყნის მიმართ ჩემი მოწოდებაა, პატივი სცენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, ეს არის საფუძველთა საფუძველი საერთაშორისო წესრიგისა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილი სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. „განცხადების ავტორებს შორის არიან იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში. ვგულისხმობ ესტონეთის, ლიეტუვის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვეულებრივად წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილენი იყვნენ ოპოზიციის მხარეს. როგორც…

მეტი...