პრეზიდენტი ღამეს სასახლეში გაათენებს და დილით ყველას მასთან იწვევს

სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა ხვალ ეწურება, დღეს ღამე პრეზიდენტის სასახლეში დარჩება. ხვალ კი, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიამდე ერთი საათით ადრე, მის მხარდამჭერებს სასახლეში იწვევს. „აქა ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ დილას გელოდებით 10:00 საათზე ორბელიანების სასახლეში. აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე , როგორი იქნება შემდეგი დღეები და გამარჯვების დღეები“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ ხვალ 11:00-ზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

მეტი...

ხვალ, პარლამენტში მიხეილ ყაველაშივილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება

მიხეილ ყაველაშივილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება. ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. ინაუგურაციაზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან: პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე არ არიან მიწვეული ელჩები. პარალელურად დაგეგმილია საპროტესტო აქცია.

მეტი...

„არაღიარების აქტს” წარვადგენ, რომელიც აშშ-ში აკრძალავს საქართველოში არალეგიტიმური რეჟიმის აღიარებას”- უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მომავალ კვირას “არაღიარების აქტს” წარადგენს. უილისონი ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში. „მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანამ, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ იქნება ჩატარებული“ – წერს უილსონი.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ დაზიანება აღენიშნებათ. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გვირაბთან გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მეტი...

„გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდებას პირველი იანვრიდან შეუწყვეტს

რუსული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდებას პირველი იანვრიდან შეუწყვეტს. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მოლდოვას მიერ ხელშეკრულების დარღვევასა და დავალიანების დაფარვის დარეგულირებაზე უარით. „გაზპრომი“ იტოვებს ყველა უფლებას, მათ შორის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის და „მოლდოვაგაზისგან“ ზარალის კომპენსირების, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არასათანადო შესრულებისთვის ჯარიმის გადახდას“-  აღნიშნულია „გაზპრომის“ განცხადებაში.

მეტი...

„სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ”- პარლამნტისკენ მსვლელობას მართავენ

„სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ”- პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი სპორტსმენები მსვლელობას მართავენ. ისინი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”. გარდა ამისა, „პოლიციური და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდებით, ფილარმონიასთან მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები მორიგი აქცია-მსვლელობისთვის ემზადებიან. დღეს, ქვეყნის მასშტაბით მოქალქეებმა “ერთობის ჯაჭვი” შეკრეს.

მეტი...

“დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვის”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

“დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ ‘ბალტიის გზაში’, რათა თავი დაეღწიათ საბჭოური ციხიდან” – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა. მინისტრი ქართველ ხალხს მოუწოდებს “მყარად დარჩით” „თავისუფლების სული უტეხია. დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ „ბალტიის გზაში“, რათა თავი დაეღწიათ საბჭოური ციხიდან. ძვირფასო ქართველებო, მყარად დარჩით – ლიეტუვა თქვენთანაა“, – განაცხადა ბუდრისმა.  

მეტი...

“რუსეთმა უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტებები ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.  ინფორმაციას, ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც 38 ადამიანი ემსხვერპლა. „ამჟამად მთავარი პრიორიტეტი არის საფუძვლიანი გამოძიება, რომელიც უპასუხებს ყველა შეკითხვას, თუ რა მოხდა რეალურად“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, რუსეთმა უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტებები ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით და უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფოტოებსა და ვიდეოებში აშკარად ჩანს თვითმფრინავის დაზიანება, რომელიც ძალიან ჰგავს სარაკეტო დარტყმას. „ჩვენ ყველა საჭირო საშუალებით დავუჭერთ მხარს აზერბაიჯანს ამ ვითარებაში და მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებსაც,…

მეტი...

“შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან”- მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, თბილისსა და რეგიონებში გამართულ „ერთობის ჯაჭვის“ აქციას ეხმიანება. „შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან. ესტონელებმა ყველაფერი იციან ერთობლივი მიზნისთვის ხელების ჩაკიდების ძალაზე. პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია – ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას“ – წერს ცაჰკნა X-ის საკუთარ გვერდზე.  

მეტი...

„ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეების ნაწილმა პარლამენტთან გადაინაცვლა

თბილისში გამართული „ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეების ნაწილმა პარლამენტთან გადაინაცვლა. საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით მიდიან დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან „ერთობის ჯაჭვის“ დანარჩენი მონაწილეებიც. „ცოცხალ ჯაჭვში“ მონაწილეობდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. დღეს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” გაიმართა. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი „ტრაგიკული ინციდენტის“ გამო დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. „თვითმფრინავმა გროზნოს აეროპორტში დაშვება არაერთხელ სცადა. ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული დრონები ესხმოდნენ თავს და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ თავდასხმებს იგერიებდნენ“ – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ…

მეტი...

“წელს რუსმა ოკუპანტებმა 421 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგეს”- უკრაინული მხარე

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ წელს რუსმა ოკუპანტებმა 421 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგეს. „2024 წლის დასაწყისიდან შეტევაში მონაწილე ოკუპანტების ჯამურმა დანაკარგებმა უკვე 421 ათას დაღუპულსა და დაჭრილს გადააჭარბა. ასე რომ, წელს უკრაინაში შემოჭრის დაწყების შემდეგ რუსებმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადეს“ – განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცნობით, სულ, რუსული ძალების დანაკარგები დაახლოებით 785 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.

მეტი...

“ერთობის ჯაჭვის” მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან

მოქალქეები, რომლებმაც დედაქალქის სხვადსხვა ადგილებში “ერთობის ჯაჭვი” შეკრეს, პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან. მათ საქართველოს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები აქვთ მიტანილი. 28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ. თბილისში “ცოცხალი ჯაჭვი” ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე შეიკრა. მსგავსი აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა.    

მეტი...

ძლიერი ნისლის გამო დიდი ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენები გაუქმდა

ძლიერი ნისლის გამო დიდი ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენები გაუქმდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტში 20 რეისი გაუქმდა და 29 გადაიდო, ხოლო „გატვიკის“ აეროპორტში 26 გაუქმდა და ერთი რეისი გადაიდო. ნისლის გამო ფრენები მანჩესტერის, გლაზგოსა და კარდიფის აეროპორტებშიც გაუქმდა ან გადაიდო.

მეტი...

უწყვეტი პროტესტის ერთი თვის თავზე, მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით, „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს

უწყვეტი პროტესტის ერთი თვის თავზე მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით „ცოცხალ ჯაჭვში“ ჩადგნენ. აქცია თბილისში რამდემიე ადგილას გაიმართა. მასში მონაწილეობა ქვეყნის პრეზიდენტმაც მიიღო. მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანები. „ერთობის ჯაჭვი“ გაიმართა რეგიონებშიც.

მეტი...

„ერთობის ჯაჭვი“ მყინვარზე

მოქალქეებმა „ერთობის ჯაჭვი“ მყინვარზეც შეკრეს. “ცოცხალი ჯაჭვი” დღეს  მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიკრა. აქციაში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო. 28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.    

მეტი...

თბილისთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე წუთის უკან, თბილისიდან 50 კილომეტრში მიწისძვრა დაფიქსირდა მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი – ქალაქი დმანისი,  სოფელი სოღუთლო . ბიძგები თბლისში საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა.

მეტი...

ქუთაისში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა

ქუთაისში რუსთაველის და წითელი ხიდების მიმდებარედ მოქალაქეები  შეიკრიბნენ და „ერთობის ჯაჭვში“ ჩაებნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება. “ერთობის ჯაჭვი” საქართველოს სხავადსხვა ქალაქებშიც შეიკრა. “ცოცხალ ჯაჭვში” მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ. აქციას თბილისში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.

მეტი...

პრეზიდენტი “ცოცხალ ჯაჭვში” ჩადგა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო. მას მოქალქეები ტაშით შეხვდნენ.  ისმოდა შეძახილები “მადლობა”. სალომე ზურაბიშვილთან ერთად “ცოცხალ ჯაჭვში” თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი დავით თევზაძე დგას. 28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.  

მეტი...

ქვეყნის მასშტაბით „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა

საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით გაბმული აქვთ „ერთობის ჯაჭვი“. როგორც ისინი აცხადებენ, ამ “პერფორმანსით” ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ.მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. 28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს: დაინიუს ჟალიმასის და მიხალ ვავრიკიევიჩის შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი თბილისში იმყოფებიან ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში. „სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა“ – განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა. პრეზიდენტთან შეხვედრამდე თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ.  

მეტი...

ავსტრალიაში ფეიერვერკის აფეთქების შედეგად მიღებული ტრავმების გამო 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ავსტრალიაში, მელბურნში, შობის დღესასწაულზე 19 წლის ბიჭს სახესთან ფეიერვერკი აუფეთქდა და დაიღუპა. შემთხვევა მელბურნის შემოგარენში, სამშენებლო მოედანზე ოთხშაბათს მოხდა. მედიის ცნობით, ბიჭი ფეიერვერკის აფეთქების შედეგად მიღებული ტრავმების გამო, დიდი ალბათობით ადგილზე დაიღუპა. პოლიციის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, ფეიერვერკი ხელნაკეთი იყო თუ არა.  

მეტი...

ლონდონიდან პარიზში მიმავალი მატარებლის მგზავრებმა ორ საათზე მეტი გაატარეს არხის გვირაბში

ლონდონიდან პარიზში მიმავალი მატარებლის მგზავრებმა ორ საათზე მეტი გაატარეს არხის გვირაბში. მედიის ცნობით, მატარებელი სენტ-პანკრას სადგურიდან ადგილობრივი დროით 06:01 საათზე გაემგზავრა და ორსაათნახევარზე ნაკლებ დროში უნდა მიეღწია პარიზში Gare du Nord-ში, მაგრამ გამგზავრებიდან ერთი საათის შემდეგ გვირაბში გაიჭედა. შეფერხების მიზეზად ტექნიკური ავარია სახელდება. “დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ტექნიკური ავარიის შედეგად, მგზავრები გადაიყვანეს სხვა მატარებელში. ისინი პარიზში 6 საათით დაგვიანებით ჩავიდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში. ინციდენტმა ასევე დააგვიანა Eurostar-ის მატარებლები ამსტერდამიდან, ბრიუსელიდან და პარიზიდან ლონდონამდე დაახლოებით 70 წუთით. ანალოგიური ვითარება მოხდა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქიდან პარიზში გამავალი მატარებლების დროსაც.

მეტი...

“ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქართველები ადამიანების ჯაჭვს ქმნიან”- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ. „დღეს თავისუფლების, დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქართველები ადამიანების ჯაჭვს ქმნიან. ისინი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ. ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს ლატვია მხარს სრულად უჭერს“ – წერს ბაიბა ბრაჟე.  

მეტი...

„რომეო და ჯულიეტას“ მსახიობი ოლივია ჰასი გარდაიცვალა

73 წლის ასაკში კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი ოლივია ჰასი გარდაიცვალა.  მას საყოველთაო აღიარება „რომეო და ჯულიეტაში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა, რომელიც მსახიობმა 16 წლის ასაკში ითამაშა. ოლივია ჰასი მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა. „ოლივია იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლის სითბომ, სიბრძნემ და ნაზმა სიკეთემ გამოძახილი ჰპოვეს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვინც მას იცნობდა“ – ნათქვამია ჰასის ოჯახის წევრების განცხადებაში.  

მეტი...

“მხარს ვუჭერთ ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში“- ევროპარლამენტარი

ქართულ ოპოზიციასა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიის შემდეგ ევროპარლამენტარებმა მედიასთან განცხადებები გააკეთეს. პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა. „ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში. ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, ამიტომ ჩვენ მომავალში თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში ოპოზიციას მხარს ვუჭერთ და ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში“ – განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა.

მეტი...

ჩინეთში სიკვდილით დასჯიან ადამიანს, რომელმაც 35 მოქალაქე მოკლა

ჩინეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ადამიანს, რომელმაც ავტომობილით გამიზნულად დაჯახების შედეგად 35 მოქალაქე მოკლა. სასამართლოს განცხადებით, მსჯავრდებულის მოტივები უკიდურესად ამაზრზენი, დანაშაულის ხასიათი – უკიდურესად აღმაშფოთებელი, ხოლო მეთოდი – სისასტიკე იყო. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმის დღეს ეჭვმიტანილი განქორწინების შეთანხმების პირობების გამო იყო განრისხებული.  

მეტი...

“ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ”- მიხელსონი

“ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ”- ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მიხელსონი თქმით, ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. „31-ე დღე. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ“ – წერს მარკო მიხელსონი.  

მეტი...

“ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოში რეიდი ჩაატარა, თანამშრომლებთან კონტაქტი ვერ ხერხდება” – „როიტერი“

ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოში რეიდი ჩაატარა, თანამშრომლებთან კი კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ათეულობით პაციენტსა და ასობით ადამიანს, რომლებიც საავადმყოფოს თავშესაფრად იყენებდნენ, ევაკუაცია უბრძანეს. მათივე ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დააკავეს საავადმყოფოს დირექტორი, აბუ საფია და ათობით თანამშრომელი. „ჰამასის“ მიერ დანიშნულმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, იუსეფ აბუ ელ-რიშმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი წაუკიდეს ქირურგიულ განყოფილებას, ლაბორატორიასა და საწყობს. ისრაელის სამხედროების განცხადებით, საავადმყოფოს შიგნით, ცარიელ შენობაში მცირე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც, მათი თქმით, აკონტროლებდნენ.

მეტი...

ლუკაშენკომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 20 ადამიანი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 20 ადამიანი შეიწყალა. შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. „ალექსანდრე ლუკაშენკომ ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულის ჩამდენი 20 ადამიანის შეწყალების შესახებ კიდევ ერთ განკარგულებას ხელი მოაწერა. შეწყალების შესახებ განცხადება ყველა მათგანმა შეიტანა და მათ ჩადენილი ქმედებები მოინანიეს“ – წერს „ბელტა“. გათავისუფლებულთა შორის 11 ქალია, 14-ს ქრონიკული დაავადება აქვს და 10-ს შვილი ჰყავს.

მეტი...

აფრიკიდან ესპანეთისკენ მიმავალი გემი ჩაიძირა – 69 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ აფრიკიდან ესპანეთისკენ მიმავალი გემი მაროკოს მახლობლად ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად, 69 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია BBC ავრცელებს. ნავში სულ 80 ადამიანი იჯდა, მაგრამ მათგან მხოლოდ 11 გადარჩა. ესპანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჰუმანიტარული ორგანიზაციის Caminando Fronteras-ის მონაცემებით, 2024 წელს, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელიც აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ნავით ცდილობდა.  

მეტი...

“კურსკის ოლქში 1000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა”- ჯონ კირბი

“გასული კვირის განმავლობაში კურსკის ოლქში 1000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა” – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხდა. კირბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეული ქვედანაყოფები კურსკის ოლქში „ტალღისებურ შეტევებს“ ახორციელებენ, მაგრამ უშედეგოდ. „აშკარაა, რომ რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ლიდერები ამ ჯარისკაცებს თავიდანვე მსხვერპლად განიხილავენ და უკრაინის თავდაცვაზე უიმედო შეტევების ბრძანებას გასცემენ“ – განაცხადა კირბიმ.

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს 2024 წლის კაცი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. ნომინაციის გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ საღამო GFF Awards-ზე სასტუმრო „პულმანში“ დაასახელეს. ნომინაციაშიყვნენ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა. ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ: ვეტერანი ფეხბურთელები – 38 ხმა; ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – 27 ხმა; საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება – 11 ხმა; სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია – 20 ხმა.

მეტი...

ძლიერი თოვა და ქარბუქი – ამინდი საქართველოში

28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).

მეტი...

„მივესალმები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, საჭირო სანქციების დაწესებას”- მაკკოლი

„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას”- წერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი. როგორც მაკკოლი სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. „მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს“ – წერს მაიკლ მაკკოლი.

მეტი...

რობერტ ფიცო რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უკრაინის უარის გამო საპასუხო ზომებით იმუქრება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის ხელისუფლებას 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უარის გამო საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს. მისი შეფასებით, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „უკიდურესად ძვირიანი ჟესტია“ ევროკავშირისთვის. „სლოვაკეთი ნახევარმილიონ ევროს დაკარგავს ტრანზიტისთვის, უკრაინა თითქმის მილიარდ ევროს, რუსეთი კი, სავარაუდოდ მხოლოდ 2.5 მილიარდ ევროს. ჩვენ კვლავ რუსები დავსაჯეთ არა?!“ – აცხადებს ფიცო. ფიცო აღნიშნავს, რომ სლოვაკეთი დაკარგავს არამხოლოდ ტრანზიტიდან შემოსავალს, არამედ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის წინაშეც აღმოჩნდება. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ რაც 2025 წლის პირველი იანვრიდან რუსული გაზის უკრაინით ტრანზიტი შეწყდება, სლოვაკეთი შესაძლო საპასუხო ზომებზე დაფიქრდება და…

მეტი...