სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეს

კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, დონალდ ტამპის ინაუგურაციაზე იწვევს. ამის შესახებ უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მოხარული ვარ, რომ მოვიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მე აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით ივანიშვილისა და მისი მეგობრების, CCP-ში და ირანის რეჟიმის თავდასხმის წინაშე” – წერს ჯო უილსონი.

მეტი...

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის დაშვებისას უკრაინული დრონების თავდასხმის მცდელობა იყო”- „როსავიაცია”

„როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ გროზნოს აეროპორტში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის დაშვებისას უკრაინული დრონების თავდასხმის მცდელობა იყო. კომპანიის ხელმძღვანელმა, დიმიტრი იადროვმა აქთაუს რეგიონში აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის ახალი დეტალები გამოაქვეყნა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავმა გროზნოს აეროპორტში დაშვება ვერ შეძლო „კოვერის” რეჟიმის გამო, რომელიც ითვალისწინებს ყველა თვითმფრინავის დაუყოვნებლივ გაფრენას მითითებული ტერიტორიიდან. „როსავიაციაში” აცხადებენ, რომ აღნიშნული რეჟიმი შემოღებულ იქნა უკრაინელების მიერ გროზნოსა და ვლადიკავკაზში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელების მცდელობის გამო.  

მეტი...

“ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს”- ევროპარლამენტარი ივანიშვილის დასანქცირებაზე

“ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში” – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის  დასანქცირებას ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი. ევროპარლამენტარი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ღალატისთვის დასანქცირდა. „შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ღალატისთვის. ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს (როგორც ევროპარლამენტმა მოუწოდა), რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში,” – წერს კოლსი

მეტი...

“მოთხოვნაა, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები”- კალაძე ივანიშვილის დასანქცირებაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. „ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის…

მეტი...

“მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს”- ჯო უილსონი

“მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს, საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები” – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. უილსონი ამბობს, რომ ის სანქციებს 2020 წლიდან მოითხოვდა. “მივესალმები დიქტატურის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. “რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტთან” ერთად ამისკენ 2020 წელს მოვუწოდებდი. ივანიშვილს ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,” – წერს უილსონი.  

მეტი...

„სასაცილო გოგონა“ – სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური”- ირაკლი კობახიძე

“არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური”  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო სასახლის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. „არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი“ – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

“შანტაჟი და ზეწოლა არ მოქმედებს. ოპოზიციას უწევს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარება”- პრემიერი

“შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ოპოზიცია არის გაკოტრებული. „ერთადერთი ვინც მათ ასულდგმულებს, ესენი არიან გარე პატრონები, თუმცა ესეც არის აბსოლუტურად სუსტი იარაღი. საბოლოო ჯამში ოპოზიციას უწევს პარლამენტის აღიარება, ჯერ „ლელომ“ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც მათ ისარგებლეს საკუთარი კვოტით საარჩევნო ადმინისტრაციაში და ახლა ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც უარი თქვა დაფინანსებაზე, იყო გვარამიას პარტია. ყველა დანარჩენმა აღიარა არჩევნების შედეგები. ეს ნიშნავს იმას,…

მეტი...

“ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა”- კობახიძე

“ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერი ამბობს, რომ  დღევანდელი გადაწყვეტილებით რეალურად არაფერი შეცვლილა. “თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე-ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი…

მეტი...

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჯილდო საქართველოს გადარჩენისთვის“ – პრემიერი ივანიშვილის დასანქცირებაზე

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის ჯილდო, საქართველოს გადარჩენისთვის. “საინტერესო არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ასე ვმოქმედებდით ჩვენ სამი წლის გამვალობაში. ამის დამსახურებაა, რომ საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რაშიც არის უკრაინა. უკრაინაში ორჯერ შეცვალეს ხელისუფლება გარე ძალებმა. ვინც ეს გააკეთა, არ აუღიათ პასუხისმგებლობა უკრაინის ბედზე. საქართელომ თავი გადაირჩინა. დღევანდელი გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის ჯილდოა, საქართელოს გადარჩენისთვის“- განუცხადა მედიას პრემიერმა. აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა    

მეტი...

„სანქციები რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის“- ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას გამოეხმაურა. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა, “რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის”. „წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშს აცხადებდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ ძალისხმევაზე, მოეხდინა ქართული დემოკრატიის საბოტაჟი, ძალადობრივად თავს დასხმოდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და საქართველო ევრო-ატლანტიკური გზიდან გადაეგდო. დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის. ამერიკელი ხალხი ქართველებს გვერდში უდგას ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად მათ მიმდიანრე ბრძოლაში,” – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

“დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საფასური”- ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება. მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს, რომ დადგა დრო “ივანიშვილმა გადაიხადოს საფასური საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის”. „დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საფასური საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის. ესტონეთმა სანქციები დააწესა მასზე და კიდევ 27 პირზე, ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იმავე გზას მიჰყვებიან“ –  წერს მარგუს ცაჰკნა. “ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ”- ბლინკენი

მეტი...

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ”- ბლინკენი

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ”- ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებული შტატები მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენებას, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს. „შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა წაშალეს დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება. მეტიც, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან, მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ…

მეტი...

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. განცხადების თანახმად, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.

მეტი...

„სიმღერ-სიმღერით გაგისტუმრებთ!“ – მუსიკოსები მსვლელობას მართავენ

„სიმღერ-სიმღერით გაგისტუმრებთ!“ – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან, მუსიკოსებისა და მსმენელების მარში დაიწყო. მარშში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები. როგორც მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი პარლამენტთან მივლენ. როგორც ცნობილია, მარშის მიმდინარეობისას მუსიკოსები და მუსიკის მოყვარულები სხვადასხვა პერფორმანსებს დადგამენ. დღეს დედაქალაქში დღის განმავლობაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას მართავდნენ.

მეტი...

“თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“- კონგრესმენი კობახიძეს

“რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ?” – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. აღნიშნულ განცხადებას კონგრესმენი ფოტოსურათს ურთავს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და  „ჰამასის“ ლიკვიდირებული ლიდერი ისმაილ ჰანიე არიან. “თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“ – წერს უილსონი.  

მეტი...

,,ჩვენ არ გვინდა, რომ მეორე ბელარუსი გავხდეთ და სწორედ ამიტომ არის ხალხი ქუჩაში” – პრეზიდენტი

,,დიახ, ეს არის ბრძოლა რუსეთსა და ევროპას შორის და არჩევნებზეც ეს ბრძოლა იყო. რუსეთი აქტიურად ჩაერია საქართველოს არჩევნებში, რათა შედეგი მისთვის სასურველი ყოფილიყო და, სხვათა შორის, ამის გაკეთება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც 2023 წელს შემოიტანეს, შემდეგ უკან გაიწვიეს და 2024 წელს ისევ შემოიტანეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიტანულ პოდკასტში (Rest Is Politics) სტუმრობისას განაცხადა. ,,კობახიძე ემორჩილება ივანიშვილს. მოდის თუ არა პირდაპირი დირექტივები მოსკოვიდან და რა სახით ხდება კომუნიკაცია ჩრდილოეთის მეზობელთან, ამაზე პასუხის გაცემა ჩემთვის რთულია. ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია…

მეტი...

,,ჰუსიტებს ისრაელზე თავდასხმის საშუალებას არ მივცემთ” – ნეთანიაჰუ

,,ჰუსიტებს ისრაელზე თავდასხმის საშუალებას არ მივცემთ”, – ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ საჰაერო დარტყმები განახორციელა იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი სამიზნეების წინააღმდეგ. „ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ჰუსიტებს ისრაელზე თავდასხმის საშუალებას არ მივცემთ არც დღეს და არც სხვა დღეს. სანამ გაკვეთილს არ ისწავლიან, მათ დავარტყამთ. როგორც ვთქვი, „ჰამასმა“ ისწავლა გაკვეთილი, „ჰეზბოლამ“ ისწავლა და სირიამაც. ჰუსიტებიც ისწავლიან“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

მეტი...

დედაქალაქში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ფოტოგრაფები, ივენთ მენეჯერები, ანიმატორები, დიჯეები და მუსიკოსები, საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანებიც შეუერთდნენ. ასევე, ამ წუთებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები. დღეს, თბილისში კიდევ რამდენიმე აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი. დღის ბოლოს კი მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

მეტი...

სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 10 000 ლარი დააკისრა

ლელა ჯუღელზე ძალადობაში ბრალდებული მომღერალი არჩილ მეფარიძე სასამართლომ სრულად დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ჯარიმის სახით 10 000 ლარი დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა შკუბულიანმა მიიღო. დაცვის მხარე სასამართლოს გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

მეტი...

„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით“ – რას წერს ვანო მაჭავარიანი

უშიშროების საბჭოს ყოფილ მოადგილეს, ვანო მაჭავარიანს 24 წლის შვილი რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა. ის სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს: „რამდენიმე დღეში შესრულდება ცხრა დღე, რაც მარიამმა ამ ქვეყნიურობა დატოვა. 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშუეთის ეკლესიაში, დღის 1-ლ საათზე, მამა მიქაელი აღასრულებს ჩვენი უსაყვარლესი ქალიშვილის, მარიამის სულის მოსახსენიებელ წირვას. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით მისი უკვდავი სულისთვის ჩვენს ლოცვებში”, – წერს მაჭავარიანი.

მეტი...

რუსეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 13 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, „13 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატიდან ხუთი დრონი ჩამოგდებულია ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სამი – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორ-ორი – ბელგოროდისა და ტულის ოლქების ტერიტორიაზე და ერთი – ასტრახანის ოლქის ტერიტორიაზე“. კურსკის ოლქის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონის ტერიტორიაზე ასევე ჩამოაგდეს რაკეტა. „როსავიაცია“ ასევე იუწყება, რომ სოჭისა და ყაზანის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები „ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ დაწესდა. შეზღუდვები, ასევე დაწესდა ვოლგოგრადისა და ასტრახანის აეროპორტებში.

მეტი...

ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს რუსეთში ჩავა და სტრატეგიული ხასიათის ხელშეკრულებას გააფორმებს

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი 17 იანვარს მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ქვეყნებს შორის სტრატეგიული ხასიათის შეთანხმებას გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, ირანსა და რუსეთს შორის ახალი ხელშეკრულება ქვეყნების ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ირანი და რუსეთი აპირებენ ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კულტურა, მეცნიერება და ტექნოლოგიები.

მეტი...

,,საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკის წინაშეა” – ნაუსედა

,,საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკის წინაშეა”, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ,,გამოვხატე ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკი ემუქრება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ. ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირის გზაზე. EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება მათი ნების წინააღმდეგ წასვლა და რუსული სვლის გაკეთებაა”, – წერს ნაუსედა.

მეტი...

,,ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას, დეტალები კვირას გახდება ცნობილი” – პრეზიდენტი

,,ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას, დეტალები კვირას გახდება ცნობილი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი: „ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, – აღნიშნა…

მეტი...

ანტონიო გუტერეში იემენსა და ისრაელს შორის ესკალაციას გმობს

The Guardian-ის ინფორმაციით, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჰუსიტ მეამბოხეებსა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების ესკალაციას გმობს. „გენერალური მდივანი გმობს იემენსა და ისრაელს შორის ესკალაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისრაელის საჰაერო თავდასხმები სანას საერთაშორისო აეროპორტზე, წითელი ზღვის პორტებსა და იემენის ელექტროსადგურებზე. დღევანდელი საჰაერო თავდასხმები მოჰყვა ჰუსიტების ესკალაციის გამომწვევ, დაახლოებით, ერთი წლიან ქმედებებს წითელ ზღვასა და რეგიონში, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობას, რეგიონულ სტაბილურობას და საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებას“, – ნათქვამია ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალურ მედიაში გუშინ გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა, რომ იემენის დედაქალაქ…

მეტი...

პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნს სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და ანსამბლი „მართვე“ შეასრულებენ

,,პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნს სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და ანსამბლი „მართვე“ შეასრულებენ”, – ამის შესახებ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა და საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის სცენარის დეტალებზე ისაუბრა. „ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ამ პატარა სივრცეში წარმოდგენილი იყოს ჯარი, ძალოვანი სტრუქტურები, არჩეული პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იხმობს მას სცენაზე. რა თქმა უნდა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი, ფიცის დადების გარდა ეს ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ჰიმნს შეასრულებს სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით და ანსამბლი „მართვე“, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ. საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ…

მეტი...

სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2 500 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარება სამი წლის ვადით შეუზღუდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ  ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას მოსამართლემ 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სამი წლის ვადით იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა. ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული საქმის საფუძველი იარაღის უფლების ჩამორთმევა იყო. ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნეს 2 დეკემბრის ფაქტზე, როცა ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, თამარაშვილზე დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ.

მეტი...

„ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას“ – PSP

გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტის სახით, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სოციალურ მედიაში ქარდის სახით გაავრცელა ინფორმაცია თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან. ვთვლით, რომ არ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ განცხადებას, ხოლო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საქართველოს მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია. პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია. მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, როგორებიცაა „ბაიერ კონსუმერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი ,,ასპირინი“), „სანოფი“, (ყველაზე ცნობილი ბრენდი ნო-შპა), „რეკიტ ბენკიზერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი NUROFEN), ცნობილი ფრანგული კომპანია „ლორეალი“ (VICHY-ს ბრენდი), „შტადა“ – ,,ნიჟფარმი“. ყველა ფარმაცევტული კომპანია საქართველოში და არამარტო საქართველოში,…

მეტი...

,,ევროპა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით უნდა დაისაჯოს” – მედვედევი

,,ევროპა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით უნდა დაისაჯოს: პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველა სახის ჰიბრიდული საშუალებით და ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ ნებისმიერ დესტრუქციულ პროცესს ევროპაში”, – წერს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე. „გაუმარჯოს აგრესიულ მეამბოხეებს მის ისტორიულ ქუჩებზე! დიდება მიგრანტთა ბრბოებს, რომლებიც სიძულვილით ანადგურებენ ნათელ ევროპულ ღირებულებებს! დაე, გაქრეს ევროპელი ბიუროკრატების ყველა ამაზრზენი სახე მომავალი სამოქალაქო შეტაკებების ნაკადში!“ – წერს მედვედევი. როგორც მან აღნიშნა, მისი ამ მკაცრი მიდგომის მიზეზი ის გახდა, რომ ნორვეგიის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა Oslo Carrier 3-მა უარი განაცხადა თავის ბორტზე მიეღო ხომალდ Ursa Major-ის…

მეტი...

„ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას“ – PSP Pharma 

PSP Pharma  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცწნტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტის სახით, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სოციალურ მედიაში ქარდის სახით გაავრცელა ინფორმაცია თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან. ვთვლით, რომ არ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ განცხადებას, ხოლო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საქართველოს მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია. პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია. მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, როგორებიცაა „ბაიერ კონსუმერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი ,,ასპირინი“), „სანოფი“, (ყველაზე ცნობილი ბრენდი ნო-შპა), „რეკიტ ბენკიზერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი NUROFEN),  ცნობილი ფრანგული კომპანია „ლორეალი“ (VICHY-ს ბრენდი), „შტადა“…

მეტი...

გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 16 დეკემბერს ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. გერმანული მედიის ცნობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში, სავარაუდოდ, 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, დაიშალა.

მეტი...

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დაკ სუს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჰან დაკ სუს იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 300-დან 192-მა დეპუტატმა მისცა. მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეა დემოკრატიული სახელმწიფო გახდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტი განხორციელდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ჰან დაკ სუს ფინანსთა მინისტრი, ჩოი სანგ-მოკი ჩაანაცვლებს. ოპოზიციამ იმპიჩმენტის შუამდგომლობა მას შემდეგ წარადგინა, რაც მან დაბლოკა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დანიშვნა, რომლებიც რომლებიც მთავარმა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ წარადგინა. კორეის საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება და პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს…

მეტი...

თვითმფრინავი, რომელიც რეისს ბაქო-მინვოდის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან მალევე აზერბაიჯანის დედაქალაქში დაბრუნდა

თვითმფრინავი, რომელიც რეისს ბაქო-მინვოდის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან მალევე უკან აზერბაიჯანის დედაქალაქში დაბრუნდა. „თვითმფრინავი განრიგის შესაბამისად გაფრინდა, მაგრამ 10:13 საათზე უკან დაბრუნდა. დღევანდელი რეისი გაუქმებულია. მიზეზი უცნობია“, – განუცხადა სააგენტო Turan-ს აეროპორტის წარმომადგენელმა. აღსანიშნავია, რომ დღეს დილიდან რუსეთის რამდენიმე აეროპორტი უკრაინული დრონების თავდასხმების გამო დაიხურა. ორი დღის წინ ბაქოდან გროზნოში მიმავალი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა. Euronews-ის, Reuters-ის, თურქული Anadolu-ს და აზერბაიჯანული მედიის ანონიმურმა წყაროებმა აზერბაიჯანის ხელისუფლების სტრუქტურებში ანონიმურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე შესაძლოა დაზიანებულიყო საზენიტო რაკეტით ჩეჩნეთში, საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობისას რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის…

მეტი...

ბოსფორის სრუტეში მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია

ბოსფორის სრუტეში მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. თურქული მედიის ცნობით, მიზეზი გიგანტური, 325 მეტრიანი გემი ,,კასტორონეა”, რომელმაც სრუტე უნდა გაიაროს. არსებული ინფორმაციით, ,,კასტორონემ” მონაწილეობა უნდა მიიღოს თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მოპოვების მეორე ფაზის ფარგლებში წარმოებულ სამუშაოებში. გაზსადენი მილები უნდა განთავსდეს როგორც ხმელეთზე, ასევე მცურავი გემის პლატფორმაზე. გემ ,,კასტორონეს” თან ახლავს სასწრაფო დახმარების გემი, 4 სამაშველო გემი, ბუქსირი და სამაშველო ნავები.

მეტი...

ყაზახეთში, ავიაკატასტროფის ადგილას მეორე შავი ყუთიც იპოვეს

ყაზახეთში, ავიაკატასტროფის ადგილას მეორე შავი ყუთიც იპოვეს. მედიის ინფორმაციით, ეს ექსპერტებს საშუალებას მისცემს, შეკითხვებს პასუხები გასცენ. NATO მხარეებს გამოძიებისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა ავიალაინერმა, Embraer 190-მა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, კატასტროფა ყაზახეთს ქალაქ აქთაუსთან განიცადა. ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავი ორად გადატყდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილები თვითმფრინავის უკანა ნაწილში იმყოფებოდნენ. ფიუზელაჟის წინა ნაწილი კი მთლიანად დაიწვა. დაიღუპა 38 ადამიანი. 29 ადამიანი გადარჩა.

მეტი...

სამგორის პარკში ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება

სამგორის პარკში ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება. ისნის რაიონში, ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ისნის რაიონში მიმდინარეობს კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი. ე.წ. სამგორის პარკი, რომელიც იყო კერძო საკუთრებაში, იყო მიგდებული, განადგურებული, აქ განთავსებული იყო რაღაც ატრაქციონები, რომელიც გაუბედურებული იყო. მოგვიწია ტერიტორიის გასუფთავება, მიმდინარეობს ახალი პროექტის განხორციელება, ბავშვებისთვის მოეწყობა შესაბამისი ატრაქციონები, რეაბილიტირდება საფეხბურთო მოედანი, მოეწყობა განათება და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, ძაღლებისთვის შესაბამისი სივრცე არის გამოყოფილი და ძალიან მაგარია, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარკის შემოსასვლელში, შსს-ს მხრიდან განთავსდება ერეკლე მეორის ძეგლი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პიედესტალის…

მეტი...