ირანში ენერგეტიკული კრიზისია

ენერგეტიკული კრიზისის გამო, ირანის ხელისუფლებამ სკოლების, უნივერსიტეტებისა და სამთავრობო ოფისების ნაწილი დახურა. უწყებების და დაწესებულებების ნაწილს გაზი და ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საწვავის უქონლობის გამო 13 ელექტროსადგური გამოირთო. კრიზისის მართვის მცდელობისას, ოფიციალურმა პირებმა მოქალაქეებს ენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდეს კამპანიების საშუალებით, როგორიცაა „ორი გრადუსით ნაკლები”, და მოუწოდებენ ოჯახებს, შეამცირონ გათბობა. ინიციატივას ფართო კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს არის არაადეკვატური პასუხი ინფრასტრუქტურის სისტემურ ჩავარდნაზე. ოფიციალური პირები შეფერხებებს ცივ ამინდს აბრალებენ და არ საუბრობენ ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პრობლემებზე.  

მეტი...

“გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა” – ელჩი

“გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. ფიშერი ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება. „გერმანიამ, სინანულით, საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ეხმაურებიან. მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება შევაჩერეთ. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება“ – წერს პიტერ ფიშერი.

მეტი...

“ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია“- IRI – ის პრეზიდენტი

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „სამწუხარო თავს“ უწოდებს. ტვინგი ამბობს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია, „საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მოქალაქეების თვალში სარწმუნო არ ყოფილა და ქვეყნის მიერ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში სამწუხარო თავს აღნიშნავს. ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია“ – წერს დენიელ ტვინინგი.

მეტი...

“პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია”- ედგარს რინკევიჩსი

“პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია” – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს. მისივე ინფორმაციით, ზურაბიშვილთან საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი ჰქონდა. “პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას მხარს ვუჭერ, რათა საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება უზრუნველყოფილი იქნას. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია“- წერს ედგარს რინკევიჩსი.

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც უკვე 26 დღეა რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვთ. მათი მოთხოვნაა, აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მეტი...

„29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი“- სალომე ზურაბიშვილი

“29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, 29 დეკემბრის შემდეგაც ის პრეზიდენტი იქნება. „29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ვთქვა „აბა, რა“. მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებიდან და ბევრი ჯგუფებიდან, რომ „აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს“, მაგრამ დასაცავიც არა…

მეტი...

“წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით” – IRI

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ  არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა. მისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც წარმოიშვა არჩევნების შედეგად. „წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით, რამაც დააკნინა პროცესის სანდოობა. დაკვირვებით გამოვლინდა ამომრჩეველთა იძულებისა და შედეგებზე მანიპულირების რთული ტაქტიკის მთელი სპექტრი. მათ შორის იყო მზაკვრული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვებას, მათზე ზეწოლას, თვალთვალსა და ხმის ფარულობის დარღვევას ისახავდა მიზნად. ამ ყველაფერს ემატებოდა არჩევნების დღეს განხორციელებული…

მეტი...

“შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. პრეზიდენტი ამბობს, რომ  ახალი არჩევნებისთვის ალბათ, „გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“. „შეიქმნება საბჭო იმისათვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება ერთი და მხოლოდ ერთი, ეს იქნება მომზადება ახალი არჩევნების. უკვე მზადდება და ხვალ ალბათ უკვე მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობებს, რომელიც არის მინიმალური იმისათვის, რომ ჩატარდეს ძალიან მალე არჩევნები და შემდეგ იქნება მუშაობა იმისათვის, რომ ყველა კუთხით და შესაძლო მიმართულებით მოვემზადოთ. ეს ახალი…

მეტი...

“მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის” – სალომე ზურაბიშვილი

“თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული ვარიანტი, ეს დიალოგი, არის მეორე ვარიანტიც – მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, არ არსებობს არანაირი სამარლებრივი  გზა, გარდა რომ ახალი არჩევნების დანიშვნისა. “ეს კრიზისი ისეთ ფაზაში გადავიდა, რომ არც ერთი გამოსავალი აღარ დაგვიტოვა. ჩვენ კი ვცადეთ და გამოვცადეთ ყველა შესაძლო საშუალება, რაც არსებობდა სამართლებრივად იმისთვის, რომ ეს კრიზისი დაძლეული ყოფილიყო, სანამ ამ მასშტაბებს შეიძენდა. ეს იყო ის სასამართლო დავები, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შედეგს – ეს არის ჩვენი სასამართლოს სავალალო მდგომარეობა.…

მეტი...

“ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება”- „IRI-ის დასკვნა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. „IRI-ის მისიის დასკვნით, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი. სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას. ხდებოდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება. ასევე, აღინიშნებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა“ – ნათქვამია ანგარიშში.    

მეტი...

“კრიზისი ღრმავდება სანქციების ფონზე”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიზისი დღითი დღე მატულობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” თვალს ხუჭავს და ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი კარგად არის “როცა არჩევნები არ შემდგარა და ნდობა აღარ არის უკვე ქვეყანასა და საზოგადოებაში ამ არჩევნების შედეგის, ესე იგი, ყველაფერი დანარჩენი, რაც მოჰყვება დემოკრატიულ სისტემაში არჩევნებს, აღარ არის დამაჯერებელი, აღარ არის ლეგიტიმური, აღარა რის კონსტიტუციური და შევდივართ ძალიან ღრმა კრიზისში. პოლარიზაცია იზრდება და იზრდება იმიტომ, რომ მოდის იმ ვითომ და გამარჯვებული მხრიდან, რომელიც უნდა იყოს გახარებული, ლაღი – მათგან მოდის ძალიან დიდი…

მეტი...

ბელარუსის ცესკომ ლუკაშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუკაშენკომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში განაცხადი 17 დეკემბერს შეიტანა. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 2025 წლის 26 იანვარს ჩატარდება. 1 იანვრიდან 25 იანვრამდე კი ქვეყანაში წინასარჩევნო კამპანია წარიმართება.

მეტი...

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა. კერძოდ, უკრაინა გერმანიისგან Leopard-ის ტიპის 15 ტანკს, IRIS-T SLM და IRIS-T SLS ტიპის ორ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, Patriot-ის ტიპის ორ გამშვებ დანადგარს, TRML-4D ორ რადარს მიიღებს. გერმანიის მთავრობის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში უკრაინას ასევე გადაეცემა უპილოტო საფრენი აპარატები, სადესანტო მანქანები და ავტომობილები. რაც შეეხება მიწოდების ვადებს, როგორც გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ეს საიდუმლოა.

მეტი...

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს.

მეტი...

,,ჩემი მოწოდება ეუთო/ოდირის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა” – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

„როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩემი მოწოდება დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა“, – წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა სოციალურ ქსელში.

მეტი...

„დარბაზში გული შეუწუხდა და ვერ მოვასულიერეთ“ – 16 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცეკური“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გარდაიცვალა მათი ანსამბლის წევრი. არსებული ინფორმაციით, 16 წლის გოგოს გული გაუჩერდა. „დარბაზში გული შეუწუხდა და ვერ მოვასულიერეთ, სასწრაფომ გადაიყვანა მაგრამ ამაოდ, ვერ გადარჩა, უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, ვუსამძიმრებ ოჯახს”; „როგორი დიდი ტკივილია ოჯახისთვის, ასეთი შვილის დაკარგვა, ასევე ანსამბლ ცეკურისთვის, ის ხომ ანის მეორე ოჯახი იყო. გამძლეობა ყველას, მართლა გული მეწვის ასეთი ახალგაზრდა რომ მიდის ამ ქვეყნიდან“; „საცოდაობა მოხდა დღეს დარბაზში. მოულოდნელად გახდა ცუდად დარბაზში. უგონო გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაიღუპა“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მეტი...

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დეტალები – შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი ადამიანის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე…

მეტი...

,,რატომ არის ეს ლიდერი მოსკოვზე ასე დამოკიდებული?” – ზელენსკი რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, მოსკოვი მნიშვნელოვან ფასდაკლებებს აძლევს ფიცოს, მაგრამ სლოვაკეთი იხდის ამისთვის, ასეთი ფასდაკლებები უფასო არ არის – რუსეთში გადახდები სუვერენიტეტის ან ბუნდოვანი სქემებით ხდება. „ჩვენ ვკარგავთ ხალხს იმ ომის შედეგად, რომელიც პუტინმა დაიწყო და მიგვაჩნია, რომ პუტინისთვის ასეთი დახმარება ამორალურია. ბატონმა ფიცომ კომპენსაციაზეც კი თქვა უარი გარდამავალი პერიოდის შესამსუბუქებლად და დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მისთვის უსაფრთხოების საკითხი არ არის. ის დაინტერესებულია კონკრეტულად რუსული გაზით და ამის ღირებულება 500 მილიონი…

მეტი...

,,არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას” – ლუაზო

,,არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას”, – წერს ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში. „ქართველი „პრემიერ-მინისტრი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და მას გისოსებს მიღმა წარმოიდგენს. არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, – წერს ლუაზო.

მეტი...

„პირველივე დღეს, ჩემი კალმის მოსმით, ვაპირებთ შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე” – ტრამპი

„პირველივე დღეს, ჩემი კალმის მოსმით, ვაპირებთ შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე, ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს, რათა შეწყდეს ბავშვთა სექსუალური დამახინჯება, ტრანსგენდერებს მოვაშორებთ სკოლებიდან“, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი. „ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მდედრობითი და მამრობითი. ძალიან რთულად არ ჟღერს, არა?”, – აღნიშნა ტრამპმა.

მეტი...

აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ბელარუსი

ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ბელარუსი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ხდება კანონების თვითნებური აღსრულება და არსებობს დაკავებების რისკი, ასევე საკმაოდ მაღალია საზღვრის დახურვის ალბათობა. ,,უკრაინის წინააღმდეგ ომის ხელშეწყობის გამო ბელორუსში არასტაბილური ვითარებაა, არ გაემგზავროთ ბელორუსში”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

თბილისში 25 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი

თბილისში, გუშინ გვიან ღამით, მეტროსადგურ ,,ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულია 25 წლამდე ბიჭი. ასევე დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი. არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული უკვე დაკავებულია. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,თქვენ, ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო!” – ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს

ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ლაშა ბექაურის დედა, ვიკა წიკლაური სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: „მე არ მინდოდა ამის დაწერა, რასაც ახლა ვწერ… არ მინდოდა, რადგან ქრისტე უნდა იშვას მალე და არაფერია ამ მოვლენაზე ზე აღმატებული. არ მინდოდა, რადგან ჩემს პოსტზე გიენებივით სისინებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს აზრს არ იზიარებენ. დღევანდელ დაძაბულ მდგომარეობაში, სადაც ნაპრალის იქით მხარეს დარჩა ბევრი ჩემი ნაცნობ-უცნობი, არც კი დამიშვია ფიქრშიც კი, გამელანძღა ან დამეწყევლა ისინი, რადგან ვიცი, ამაზე დიდი ნაპრალი ამოუვსია იმ დიად ძალას, რასაც უფლის რწმენა და სიყვარული ჰქვია. უღმერთოდ არც…

მეტი...

,,ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე” – მამუკა მდინარაძე

,,ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები არ უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საქართველოს პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. „ტრამპის ორი მთავარი დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. 1. ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესები. 2. „დიფ სთეითის“ დამარცხება. როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე, (ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი…

მეტი...

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის „ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო

რუსეთმა დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო. ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრი ჯანსუხ ნანბა ავრცელებს. მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მილიონი კილოვატ/საათია. კომპანია „ჩერნომორენერგოში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ეს მოცულობა გათიშვის არსებული გრაფიკით საკმარისი იქნება იანვარსა და თებერვალში. „ამჟამად, გათიშვის გრაფიკი არის დღე-ღამეში ოთხი საათი, ორი ღამით და ორი დღის განმავლობაში, მოწოდებული ენერგია საკმარისი უნდა იყოს იანვარსა და თებერვალში არსებული გათიშვის გრაფიკით“, – აღნიშნეს ენერგოკომპანიაში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ვითარება დაკავშირებულია ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალ დონესთან, რის გამოც, ოკუპირებული აფხაზეთი იძულებულია ელექტროენერგია რუსეთიდან შეიტანოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის დღიური ნაკადი…

მეტი...

,,მოწოდება პირდაპირ, რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, არის დანაშაულებრივი” – მდინარაძე ხაზარაძეზე

,,მოწოდება პირდაპირ, რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, არის დანაშაულებრივი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. „არ მინდა მითითებასავით გამომივიდეს, ასე ვინმემ შეაფასოს, ამის საშუალება მივცეთ, მაგრამ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უნდა განიხილონ საგამოძიებო ორგანოებმა, ხომ არ არის აქ დანაშაულის ნიშნები. მოწოდება პირდაპირ, რომ არ დაემორჩილო, არის დანაშაულებრივი მოწოდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

მეტი...

(VIDEO) ფილადელფიაში 100 წლის კაცმა და 102 წლის ქალმა იქორწინეს

ფილადელფიაში 100 წლის კაცმა და 102 წლის ქალმა იქორწინეს. უცხოური მედიის ცნობით, ამ ნაბიჯით ისინი მსოფლიოში ყველაზე უხუცესი ცოლ-ქმარი გახდნენ. არსებული ინფორმაციით, ლიტმანმა და ფიტერმანმა ერთმანეთი კოსტიუმების წვეულებაზე გაიცნეს. მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ ისინი პენსილვანიის უნივერსიტეტში ერთსა და იმავე დროს სწავლობდნენ, თუმცა იმ დროს ერთმანეთს არ შეხვედრილან.

მეტი...

,,იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ” – კახა ოქრიაშვილი

,,იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ”, – წერს Facebook-ზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, კახა ოქრიაშვილი. ,,გასულ კვირას ეუთო-ოდირის ოფისმა არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფართოდ იყო გამოყენებული არჩევნებზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი: დაშინება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა,  მოსყიდვა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით ხაზგასმულია არჩევნების დღეს გამეფებული შიშის ატმოსფერო, რადგან ამომრჩევლებს „წართმეული ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეცათ ხმა შურისძიების შიშის გარეშე“. ხოლო საარჩევნო კომისიებში და სასამართლოში სარჩელების განხილვის არარსებობამ, „ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი გამოსწორების შესაძლებლობას“. ამავდროულად, დასკვნაში წერია, რომ არჩევნების დღეს…

მეტი...

,,სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, თავს დამნაშავედ ვცნობ მკვლელობაში” – ბექა ჯაიანი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა. სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებულიც. „თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ ნაწილობრივ, გენდერს არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პოზიცია. სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი”, – განაცხადა ბექა ჯაიანმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გამოძიება მიმდინარეობს 126- მუხლით, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ბექა ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

,,რუსეთში განადგურებულია $16 მილიონის ღირებულების დრონების ნაწილების საწყობი” – უკრაინის დაზვერვა

,,რუსეთის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკაში, განადგურებულია დრონების საწყობი. ოკუპანტებისთვის მიყენებული ზარალის ჯამური ოდენობა 16 მილიონი დოლარია”, – ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. ,,განადგურდა საწყობი, სადაც ინახებოდა შაჰედ-136 ტიპის კამიკაძე დრონების ნაწილები, რომლებსაც აგრესორი უკრაინაზე თავდასხმებისთვის იყენებს. იქ გაჩნდა ხანძარი, დაიწვა უპილოტო საფრენი აპარატის წარმოების აღჭურვილობა. აგრესორმა 16 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

მეტი...

,,NATO-ში გაწევრიანება მიღწევადია, თუმცა კიევს დიდი ბრძოლა მოუწევს იმისათვის, რომ მოკავშირეები დაარწმუნოს” – ზელენსკი

,,NATO-ში გაწევრიანება მიღწევადია, თუმცა კიევს დიდი ბრძოლა მოუწევს იმისათვის, რომ მოკავშირეები დაარწმუნოს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებთან შეხვედრისას. მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ უკრაინას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მსოფლიო უსაფრთხოებაში და მისი წევრობა ნატოში საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობას შეუწყობს ხელს. „ჩვენ ყველას გვესმის, რომ უკრაინის ალიანსში მიწვევა და გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის მიღწევადია, მაგრამ ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის ყველა მიმართულებით ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს ხვდება

ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ბიზნესის წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და მეტი დეტალის შესახებ მისი დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

მეტი...

3 დონიანი გვირაბი და საოცრებები შანქსის პროვინციაში

ეს შანქსის პროვინციაა, უძველესი სოფელი ჭანგპი. ის ითვლება  იშვიათ, კარგად შემონახულ მინიატურული ციხედ, სამხედრო და საცხოვრებელ სოფლად, რომელიც ასევე შემკულია ძვირფასი ისტორიული ადგილებით. ჭანგპი,  უძველესი ციხესიმაგრე მიწის ქვეშ ლაბირინთებს მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მიწისქვეშა სამყარო გვირაბების  ქსელით.  ეს არის უძველესი მრავალფუნქციური ციხე. ეს ფარული მიწისქვეშა გვირაბები რეალურად წარმოადგენს ჭანგპი უძველესი სოფლის თავდაცვის სისტემას. უძველესი ციხე ამაყობს დიდი რაოდენობით კულტურული რელიკვიებითა და ისტორიული ადგილებით, რომლებიც დიდი ღირებულების მქონეა როგორც აკადემიური კვლევისთვის, ასევე ტურიზმისთვის. აქ ნახავთ სხვადასხვა დინასტიის სამარხებს, საცხოვრებელს, საგვარეულო ტაძრებს და  ულამაზეს, ფერად, გამაოგნებელ მოჭიქურ ტაბლეტებს. უძველესი ციხე…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი იწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს წინასასამართლო სხდომა ჩატარდება, რომელზეც მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ. დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ბრალდება. ცოტა ხნის წინ, მას ბრალი დაუმძიმეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ტრანსგენდერ ქალზე სისტემატურად ძალადობდა.

მეტი...

,,გიო, მიწისთვის ვერ გიმეტებ“ – ჭავჭავაძეზე დაღუპულ მეხანძრეს გლოვობენ

ჭავჭავაძის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ მეხანძრეს, გიორგი ლელაშვილს გლოვობენ. „საუკეთესო ადამიანი, მამა, მეგობარი, ყველას იმედი, როგორ ვერ გიმეტებ გიო, მიწისთვის“; „სამწუხაროა, ასეთ ვაჟკაცს რომ დაკარგავს ქვეყანა“; „გიო, ჩვენი ძმა და საამაყო კაცი იყავი. გაანათლოს შენი ვაჟკაცი სული უფალმა, შენ სულ ჩვენი „მეხანძრე“ იქნები, ძმაო“, – წერენ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ გიორგი ლელაშვილი 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

მეტი...