პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს, რეზიდენციაში არჩევნების თარიღის შესათანხმებლად, იწვევს

საქართველოს პრეზიდენტმა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ორბელიანების სასახლეში მიიწვია. აღნიშნული განცხადება მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს,  ის მზადაა დაჯდეს ივანიშვილთან ერთად და ერთად მოიფიქრონ ახალი არჩევნების რიცხვი. „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“ – განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ელოდება ბიძინა ივანიშვილისგან პასუხს. გარდა ამისა,  ხვალ ორბელიანების სასახლეში განცხადების გააკეთებას გეგმავს.

მეტი...

“მე ვარ და ვიქნები უმაღლესი მთავარსარდალი”- სალომე ზურაბიშვილი

“მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის მე არა ვარ ყველასი პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის რჩება საქართველოს კონსტიტუციის ერთგული. “მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას როგორც სდგას საქართველო და მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. ვიქნები ერთგული ჯარის, ვისი ვეტერანებიც აქ მოდიოდნენ და რომელიც იცავს…

მეტი...

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ადგილზეა სახანძრო-სამაშველო მანქანები. პარლამენტთან მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე 25-ე დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუთაველის გამზირზე აქცის მონაწილეებთან მივიდა. პრეზიდენტი რამდენიმე წუთში სცენას დაიკვებს და შეკრებილებს სიტყვით მიმართავს. აქციის მონაწილეები ზურაბიშვილს ოვაციებით შეხვდნენ. პარალელურად გაჟღერდა საქრათველოს ჰიმნი. მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

მეტი...

ზუგდიდში, ერთ-ერთ შენობაში, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ხანძარი იყო

ზუგდიდში, ე. წ. ფაიფურის დასახლებაში ყოფილი ბაზრის ორსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შენობაში რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ხანძარი თავდაპირველად პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ მეორე სართულს მოედო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა არის ძლიერი დაკვამლიანება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაიწყო

პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. რამდენიმე წუთის წინ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერანები, პედაგოგები, ლექტორები. ასევე, გაიმართა ქიზიყელების და კახელების მარში. პარლამენტთან ელოდებიან პრეზიდენტთან. სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს  21:00 საათზე, სიტყვით მიმართავს. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისთვის სცენისთვის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია იყო, რუსთაველის გამზირზე გადასვლის საშუალება მისცეს.  

მეტი...

“შევხვდებით 21:00 საათზე “- პრეზიდენტმა საახალწლო სოფელში დამონტაჟებული სცენიდან მოქალაქეებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში დამონტაჟებული სცენიდან მიმართა აქცია-მსვლელობის მონაწილეებს. პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ ორბელიანების სასახლეც და მოედანიც ეკუთვნის ქართველ ხალხს. „მადლობა მინდა, გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერია ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა! შევხვდებით 21:00 საათზე “ – განაცხადა პრეზიდენტმა.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი კახელების მარშს შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი,  “კახელების მარშს” შეუერთდა, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ შეჩერდა. კახელები  ორბელიანების სასახლემდე აქცია-მსვლელობით ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მივიდნენ. ისინი სასახლის წინ პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ: „საქართველო“.

მეტი...

“ორუელმაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება” – პრეზიდენტი

“ორუელმაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი,  სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს და ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, მანქანა, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია იყო მოთავსებული,  პოლიციამ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. „დღეს ორუელმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება“ – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. მანამდე, კავშირი „საფარის” ხელმძღვანელმა, უფლებადამცველმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, მანქანა, რომელშიც სცენისთვის საჭირო კონსტრუქცია იყო განთავსებული საპატრულო პოლიციამ ჯერ დაათვალიერა, ხოლო შემდეგ საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.  

მეტი...

„ერასმუსის“ პროგრამების მონაწილეები მსვლელობას მართავენ

„ერასმუსის“ პროგრამების მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ისინი თავდაპირველად განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ აქციას შეუერთდებიან. მარშის მონაწილეები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში რეგისტრაციის შეჩერებას აპროტესტებენ. ისინი ასევე უერთდებიან ზოგად მოთხოვნებს, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას გულისხმობს. დღის განმავლობაში თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია-მსვლელობა გაიმართა.    

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის ე.წ. ჰუმანიტარული მიწოდება 23 დეკემბრიდან დაიწყება

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის ე.წ. ჰუმანიტარული მიწოდება 23 დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბრისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯანსუხ ნანბამ განაცხადა. „ორშაბათიდან იწყება რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის სოციალური გადადინება“, – განაცხადა ნანბამ. მისი თქმით, საუბარია 327 მილიონ კვტ/სთ მოცულობაზე.

მეტი...

დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გაყვანას გეგმავს

დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გაყვანას გეგმავს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. ტრამპის გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის უნიკალური ორგანიზაცია და იმედოვნებდა პარტნიორობას ამერიკელ პოლიტიკოსებთან. „ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად. მჯერა, აშშ-ის ლიდერებს ესმით, რომ აშშ არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, თუ დანარჩენი მსოფლიო არ იქნება უსაფრთხო“ – თქვა გებრეიესუსმა. როგორც მედია წერს, იმ შეთმხვევაში, თუ აშშ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ეს ზიანს მიაყენებს ორგანიზაციის უნარს, უპასუხოს ჯანდაცვის კრიზისებს,…

მეტი...

“რუსებმა კიდევ 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს”- უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი აცხადებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი უკრაინელი ტყვე. „რუსი ომის დამნაშავეები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ხვრეტენ, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელით დაისაჯონ“ – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა. მისი თქმით, მან ნახა ვიდეო სადაც ასახულია, როგორ დახვრიტეს რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი უკრაინელი ტყვე. ომბუდსმენი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ და გერო-ს მიაწვდის.

მეტი...

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 17 პალესტინელი დაიღუპა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 17 პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ღაზას სექტორის ჯადაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პალესტინელი მედიკოსების ცნობით, აქედან 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მუსა ბინ ნუსეირის სკოლაში დაიღუპა, რომელსაც დევნილი ოჯახები აფარებდნენ თავს. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, თავდასხმის სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ. ღაზას ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმებს დღემდე 45 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, 2.3 მილიონიანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი იძულებით გადაადგილებული გახდა.  

მეტი...

“სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს” – მაიკლ კარპენტერი

“სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ საქართველოში ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. “სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს. მართლაც, ახლა სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შემაძრწუნებელია – ძალადობა, მთავრობის მიერ დაფინანსებული მოქმედი პირების გამოყენება, ე.წ ტიტუშკები, რომელიც დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს და სტუდენტებს სცემენ. ეს შემაძრწუნებელია და არაა იმგვარი მოქმედება, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა ვიხილოთ. ასე რომ, ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა – მომავალი ევროკავშირში, ნატოში, უსაფრთხოება,…

მეტი...

“გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი”- სალომე ზურაბიშვილი

“ვერც ხორუმში ჩავერთე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად… თუმცა იქ ვარ, სადაც ხართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი. “კახელებს (ასევე, მეგრელებს, გურულებს, იმერლებს, აჭარლებს, ქართლელებს…) ვერ ვუერთდები, ვერც ხორუმში ჩავერთე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად … თუმცა იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!,- წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

“ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს”- პრემიერი

“ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს – შესაბამისი გადაწყვეტილების განცხადება კომიკურთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, დღეს 21:00 საათამდე აქვს მოსაფიქრებელი დრო, ვნახოთ, ვინ გადაწონის ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის „ვიღაც ჭკვიანი“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს. „რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის საქმე. ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით არჩევნების დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი. რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს.…

მეტი...

„ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გისოსებს გარეთ“- კობახიძე პრეზიდენტზე

„ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმოდგენილი, 2 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს გააკეთებს. „მართალია, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება, „დიფ სთეითი“ საქართველოში ვერ…

მეტი...

„მსჯელობა ჰქონდათ არჩევნების დანიშვნაზე, ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა“- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, გუშინ პრეზიდენტმა  ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი ორბელიანების სასახლეში იმისთვის მიიწვია, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაენიშნა. ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიზანი აჟიოტაჟის შექმნა იყო. „ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა. შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში. ასევე, კიდევ უფრო დაუმძიმდა ემოციური ფონი სალომე ზურაბიშვილს და ამ ისტერიულ ფონზე გუშინ საინტერესო დისკუსია შედგა სალომე ზურაბიშვილსა  და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შორის. მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლებს შორის. გვეუბნებიან, რომ მათ სერიოზული მსჯელობა ჰქონდათ არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. რეალურად, ოპოზიციური სპექტრი…

მეტი...

ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს გიორგი ლელაშვილის ოჯახს და ახლობლებს. „გუშინ, ხანძრის ჩაქრობის დროს, თბილისში, ვაკის რაიონში, დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი, მე მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს, მინდა სამძიმარი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით” – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას”- პრემიერი

“გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე” – ამის შესახებ პრემიერმა გუშინ დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ისტერიული მდგომარეობაა “რადიკალურ ოპოზიციაში”. „ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ ხედავდით, რომ აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას. ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს პოლიციის გამოწვევა, ძალადობით ვეღარ ახერხებენ პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

თურქეთში ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა – არიან დაღუპულები

“თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა” – ინფორმაციას Reuters- ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ. მუგლას რეგიონის გუბერნატორმა, იდრის აკბიიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერტმფრენი ჯერ საავადმყოფოს შენობის მეოთხე სართულს, შემდეგ კი მიწას შეეჯახა. შენობის შიგნით და ადგილზე არავინ დაშავებულა.

მეტი...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის მიღებას გეგმავს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის მიღებას გეგმავს.  ამის შესახებ გერმანული გამოცემა წერს. მაღალჩინოსნები გამოცემასთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს პაკეტი  მოიცავს ზომებს რუსული ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც აქამდე სანქციები ან საერთოდ არ შეხებია, ან სანახევროდ შეეხო. გარდა ამისა, სანქციების მე-16 პაკეტი მოიცავს დამატებით სანქციებს იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც უნდა ჩაითვალონ რუსული რეჟიმის პროპაგანდისტებად და პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე. საუბარია შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვაზეც.  

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინა-რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, „თავისუფალი საქართველოს“ მეთაური, ბადრი კვარაცხელია კურსკის ოლქში კონტაქტურ ბრძოლაში დაპირისპირებისას დაიღუპა. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

მეტი...

„ქართულო ოცნებავ“, შენი დღეები დათვლილია”- ლორა თორნტონი

“მიყვარს ეს! „ქართულო ოცნებავ“, შენი დღეები დათვლილია. არავინაა თქვენს მხარეს, არც მოცეკვავეები, არც IT და HR სფეროს წარმომადგენლები, დედები, ბავშვები, ბებიები. თქვენს მხარეს, მხოლოდ რუსეთია და ისინი სუსტები არიან“” – ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში წერს და აქციაზე „ხორუმის“ ცეკვის ვიდეოს აზიარებს. გარდა ამისა მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არ აკმაყოფილებდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების სტანდარტებს. „ჩვენი დელეგაცია მიიჩნევს, რომ არჩევნები არ აკმაყოფილებდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების სტანდარტებს. ამასთან, საარჩევნო კოლეგია, რომლის…

მეტი...

ბუდუ ლიგის ბომბარდირი და მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ საშემოდგომო ეტაპი შესანიშნავად დაასრულა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ლიდერი „პადერბორნი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა – ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, მერე თავად გაიტანა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბუდუ ზივზივაძე მატჩის მოთამაშედ დაასახელა ორმა ყველაზე ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალმა – whoscored-მა (8,4 ბალი) და sofascore-მ, რომელმაც ქართველის გრაფაში კიდევ უფრო მაღალი ქულა, 9,0 დაწერა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საშემოდგომო ეტაპზე ყველა ტურნირზე 20 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო მეორე ბუნდესლიგაში 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. ამას…

მეტი...

პრეზიდენტი დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი, დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე, სიტყვით გამოვა. ამის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად – არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ”-…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე – მაშველი დაიღუპა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.

მეტი...

“მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საფრთხეები იზრდება”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საფრთხეები იზრდება. „იცით, არავის შეშინება არ არის საჭირო. საფრთხე ბევრია და იზრდება და ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ჩვენი მტერი დღეს – ის ამძაფრებს სიტუაციას“- განაცხადა პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს. პუტინი ამბობს, რომ  მზად არის დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, მაგრამ არა ქვეყნის საზიანოდ. „თუ დავინახავთ, რომ სიტუაცია ისე იცვლება, რომ არსებობს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობები და პერსპექტივები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ მხოლოდ არა რუსეთის ფედერაციის ინტერესების საზიანოდ”- აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში აქციები გამართეს

ისრაელში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეები ქვეყნის ხელისუფლებისგან ღაზის სექტორში დაკავებული მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმებას მოითხოვენ. ყველაზე მრავალრიცხოვანი მიტინგი თელ ავივის აღმოსავლეთით, სამთავრობო შენობების კომპლექსთან გაიმართა. ისმოდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის გადადგომისა და ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მოწოდებები. მიტინგზე გამომსვლელთა შორის ამჯერად იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი. თავის გამოსვლაში მან გამოთქვა რწმენა, რომ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით მმართველი კოალიცია დღითიდღე სუსტდება. თელ ავივის გარდა, მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციები გაიმართა ისრაელის მრავალ სხვა დასახლებულ პუნქტშიც, მათ შორის იერუსალიმსა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რამდენიმე დასახლებაში.​​​​​​​​​​​​​​​​  

მეტი...

აშშ-მა იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე იერიში მიიტანა. თავდასხმა იემენის დედაქალაქ სანააში განხორციელდა სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების რაკეტების შესანახი და სამეთაურო პუნქტი მდებარეობდა. სამხედროების განცხადებით, დარტყმა ასახავს აშშ-ის ვალდებულებას, დაიცვას თავისი და კოალიციის პერსონალი, რეგიონული პარტნიორები და საერთაშორისო გემები.  

მეტი...

“პოლონეთი მზად არის ჩამოაგდოს რუსული რაკეტები”- ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრი

“პოლონეთი მზად არის ჩამოაგდოს რუსული რაკეტები, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ ერთი პირობით, თუ მისი საჰაერო სივრცე დაირღვევა” – განაცხადა ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსნიაკ-კამიშმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულენოვალ რედაქციასთან ინტერვიუში. მინისტრის თქმით, უკრაინის საჰაერო სივრცეში სამიზნეების ჩამოგდებაზე ჯერ არ არის საუბარი, რადგან ამ საკითხზე ნატო-ს ერთიანი გადაწყვეტილება არ არსებობს. პოლონელები კი თავიანთ ტერიტორიას დაიცავენ. „ჩვენ მოვამზადეთ საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე გვაქვს გაძლიერებული საჰაერო თავდაცვა. საუბარია ჟეშუვის აეროპორტზე, რომელიც გადაყვანილია ნატო-ს მფარველობის ქვეშ. ჩვენი მოკავშირეები ამერიკა, ბრიტანეთი, გერმანია, ნორვეგია და სხვა ქვეყნები გვიცავენ საჰაერო ბაზაზე და თუ ეს საჰაერო სივრცე დაირღვევა, რაკეტას…

მეტი...

“ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია”- “ბიბისი”

“ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები 90%-ით დასრულებულია, თუმცა რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გადაჭრას საჭიროებს”– ამის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულმა პალესტინელმა მაღალჩინოსანმა „ბიბისის“ განუცხადა. როგორც “ბიბისი” წერს, სადავო საკითხია ისრაელის სამხედრო ძალების ყოფნა ე.წ. ფილადელფიის კორიდორში. შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე 20 პალესტინელი პატიმრის გაცვლას თითოეულ გათავისუფლებულ ქალ ჯარისკაცში. პატიმრების ვინაობა ჯერ არ შეთანხმებულა, მაგრამ ისინი შეირჩევიან დაახლოებით 400 პატიმრისგან, რომლებიც ისრაელში 25 წელზე მეტი ვადით იხდიან სასჯელს. სავარაუდოდ, მათ შორის არ იქნება ფათაჰის ლიდერი მარვან ბარღუთი, რომლის გათავისუფლებაზეც ისრაელი, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს.…

მეტი...

“ქართული ოცნების” უკანასკნელ ფანტაზიას – თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა”- კოლსი

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის შესახებ  “ქართული ოცნების” შეფასებას ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა “უკანასკნელი ფანტაზია” უწოდა. “ტყუილები იქამდე იზრდებიან, სანამ თავიანთ მთქმელებს არ გადაყლაპავენ. “ქართული ოცნების” უკანასკნელ ფანტაზიას – თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა – სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია: ამომრჩეველთა დაშინება, ძალადობა და სისტემური მანიპულაცია – ეს დემოკრატია არაა; ეს საკონსტიტუციო გადატრიალებაა! საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ქართველ ხალხის გვერდში დგომა და ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა აღდგენილ იქნას საქართველოს გზა თავისუფლებასა და სამართლიანობისკენ. ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რჩება. ძველი საბჭოური ჩვევები რთულად კვდება, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს”- წერს  კოლსი.

მეტი...

“ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა”- ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომლის დროსაც გუშინ ცეკვა „ხორუმი“ შესრულდა. პრეზიდენტის განცხადებით, ხორუმი გამარჯვების ცეკვაა. „საქართველო აპროტესტებს: ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა 23-ე დღეს!“- წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, „ხორუმით ევროპისკენ“ – ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები გუშინ პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.  

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.  შენობაში, სადაც საოფისე ფართებია განლაგებული, ხანძარი ღამით გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა, შემდეგ კი ხანძარი მესამე სართულზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.

მეტი...