ვაკეში, ჭავჭავაძეზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის სახურავს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, შენობა სამშენებლო კომპაბია “მეტროპოლს” ეკუთვნის და ოფისების განთავსებული. შენობა ბიზნესმენ დავით კოდუას კუთვნილებაშია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მეტი...დღე: დეკემბერი 21, 2024
„ხორუმით ევროპისკენ“ – პარლამენტისკენ ცეკვით მიემართებიან (video)
ფილარმონიასთან შეკრებილი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით ოპერასთან მივიდნენ. მათ ბანერი წარწერით – „ხორუმით ევროპისკენ“ ჰქონდათ გაშლილი. მოცეკვავეები პარლამენტისკენ გაემართებიან. დღეს, მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობდა. მარში გამართეს ქვეყნის თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენლებმა. ისინი საბოლოო ჯამში მსვლელობებით პარლამენტთან შეიკრიბებიან. დემონსტრანტები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მეტი...მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები გასაჯაროვდა
გერმანიის პროკურატურამ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა. გამოძიების თანახმად, თავდასხმის მოტივი სავარაუდოდ, უკავშირდება „საუდის არაბეთიდან ჩამოსული ლტოლვილების მიმართ მოპყრობით უკმაყოფილებას გერმანიაში“. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპული ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთი ცხრა წლის ბავშვია. ეჭვმიტანილს ჩაუტარდა „ფიზიკური და ფსიქიკური“ გამოკვლევები. „შედეგები ჯერ არ გვაქვს, ყველაფერი კვლავ გამოძიების პროცესშია“, – განაცხადეს პოლიციაში.
მეტი...ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობამ რუსეთს ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების თხოვნით მიმართა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აფხაზეთში ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების საკითხის გადაწყვეტის თხოვნით მიმართა. „როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მე მივმართე ჩვენს მოკავშირეს და სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთის ფედერაციას, ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების საკითხის გადაწყვეტის თხოვნით. იმედი მაქვს, ეს მიმართვა რაც შეიძლება მალე იქნება მხარდაჭერილი“ – ნათქვამია გუნბას მიმართვაში. 11 დეკემბრიდან, ენგურჰესის კაშხალში წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო, დღის საათებში მოსახლეობას შუქი მხოლოდ არასრული სამი საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო რუსეთიდან მიწოდების ხარჯზე 21:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება. ვინაიდან დღისით შუქი პრაქტიკულად არ არის, ყველა სავაჭრო ობიექტი, კვების…
მეტი...„ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ ეს დასკვნა ჩვენ გვაძლევს ლეგიტიმაციასო. ეს მისი სიტყვებია“ – ზურაბიშვილი
ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეუთო/ოდირის საბოლოო პოლიტიკურ შეფასებას არ აკეთებს, რადგან ამის მანდატი აღნიშნულ ორგანიზაციას არ აქვს. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შეფასება ნეგატიურია. „სამწუხაროდ, ბატონი კობახიძისთვის არაფერს არ ცვლის ის ფაქტი, რომ 2 წუთში გამოვიდა და თქვა, ძალიან კარგია ეს დასკვნა და ჩვენ გვაძლევს ლეგიტიმაციასო. ეს მისი სიტყვებია და ჯერ არ ვართ ჩვენ საბჭოთა რეჟიმში და საბჭოთა სისტემაში, რომ მისი ნათქვამი იმდენად ჩაკეტილ სივრცეში მოხვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს და ვერავინ გაიგოს სად არის სიმართლე. სიმართლე არის სულ სხვა, ეს დასკვნა ძალიან სერიოზულია და ყველა იმ დარღვევას,…
მეტი...„დავსახეთ შეტევის სტრატეგია“- პრეზიდენტი
“ყველანი ერთად გადავდივართ იმ ძირითადი მოთხოვნის ახალ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა, რამეთუ ამ პირობებში არ შეიძლება, რომ სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, ამ კრიზისიდან სხვა, ნამდვილი გამოსავალი, თუ არა არჩევნების დანიშვნა” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე “შეტევის სტრატეგია” დასახეს. „ჩვენ დავსახეთ დღეს „შეტევის სტრატეგია“, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება უცხოელ პარტნიორებთან, შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ…
მეტი...“მზად ვარ ბიძინა ივანიშვილს შევხვდე”- პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის მზადაა ივანიშვილს შეხვდეს. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. დიდი დრო აღარ არის, მითუმეტეს, „ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს, იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, შიგნიდან თუ გარედან, იმისათვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რადგან ის არის ერთადერთი,…
მეტი...„ხვალ პარლამენტის წინ ვიქნები, ხალხათან ერთად“- ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა. საუბრის მთავარი თემა ეუთო/ოპდირის დასკვნა იყო, 26 ოქტომბრის საპარლამენტი არჩვენების შესახებ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს დასკვნა არის საფუძველი ხელახალი არჩევნების დანიშვნის. მისივე განცხადებით, ხვალ პარლამენტის წინ აქციას შეუერთდება. პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლასაც აპირებს. “სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად – არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც…
მეტი...მარში თავისუფალი უნივერსიტეტიდან – გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები აღმაშენებლის ხეივანზე მართავენ მსვლელობას. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი. თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
მეტი...პრეზიდენტი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება
ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი 18:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.
მეტი...პრეზიდენტისთვის ჯადოს გაკეთების მცდელობა – დაკავებულია ორი მამაკაცი
ზამბიაში ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებსაც პრეზიდენტ ჰაკაინდე ჰიჩილემასთვის “ჯადოს გაკეთებას” ედავებიან. დაკავებულებმა აღიარეს, რომ მათ პრეზიდენტის “მოჯადოებაში” $73 000 შესთავაზეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ბრალდებულებს თან ჰქონდათ “ჯადოქრობისთვის საჭირო” სხვადასხვა აქსესუარი, მათ შორის, ცოცხალი ქამელეონი. ბრალდებულები სასამართლომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილებს პრეზიდენტისთვის ზიანის მიყენება ზამბიის ოპოზიციონერი დეპუტატის, ემანუელ ბანდას უმცროსმა ძმამ – ნელსონ ბანდამ დაუკვეთა.
მეტი...მოსკოვი და კიევი ევროპაში რუსული გაზის ექსპორტთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ
მოსკოვმა და კიევმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებულ გარიგებაზე. გარიგება უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ექსპორტის გაგრძელებას გულისხმობს. ამის შესახებ „როიტერთან“ საუბრისას „სოკარის“ მაღალჩინოსანმა განუცხადა. „სოკარის“ წყარო ამბობს, რომ კომპანია თითქმის ერთი წლის განმავლობაში შუამავლობდა მოლაპარაკებებში უკრაინულ და რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებს შორის უკრაინისა და ევროკავშირის თხოვნით. საბოლოოდ, უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ვერ შეძლეს პირობებზე შეთანხმება. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კიევთან ახალი შეთანხმება არ შედგება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი კიევი რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებას განიხილავს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ მოსკოვი ბუნებრივი აირის გაყიდვის შედეგად მიღებულ…
მეტი...„მაიტა ევროპა-მეთქი“ – თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე მსვლელობა მიმდინარეობს
თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნას შეუერთდნენ და მსვლელობა მოაწყვეს კახა ბენდუქიძის კამპუსის წევრებმა. მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა პედაგოგებმა, როლებიც სიმბოლურად მივიდნენ ვასო აბაშიძის თეატრთან და სოლიდარობა გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფ მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ფილარმონიასთან შეიკრიბნენ მოქალქეები სვანეთიდან. დემონსტრანტებს სხვადასხვა წარწერებით ბანერები აქვთ მიტანილი: „სვანეთში შუქი არ გვაქვს, მაგრამ არ ბნელა“, „მაიტა ევროპა-მეთქი“, „სვანური კოშკი არასდროს იქნება „ბაშნია“. გარდა ამისა, დღის განმავლობაში აქცია მსვლელობა კიდევ არის დაგეგმილი თბილისში სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს მიერ. საბოლოოდ კი მომიტინგეები…
მეტი...ქუთაისში ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან აქცია გაიმართა
ქუთაისში საპროტესტო აქცია ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართა. მოქალქეებმა აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოების და პლაკატების ნაძვის ხეზე დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი მიზნი არაა ზეიმის ჩაშლა. მათი მოთხოვნა, აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია. დღეს ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთებაა დაგეგმილი. სხვადასხვა ლოკაციებზე დილიდან მსვლელობებია დედაქალქშიც. ამ წუთებში მარშისთვის ემზადებიან კახა ბენდუქიძის კამპუსთან სტუდენტები და ლექტორები.
მეტი...“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს” – ველდკამპი
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს. მისივე ინფორმაციით, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთოს 38-მა მონაწილე სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა. „გუშინ, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთოს 38-მა მონაწილე სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, რათა ღრმა შეშფოთება გამოხატოს საქართველოში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობისა და რეპრესიების გამო. ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული უნდა იყოს. ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ მექანიზმის ამოქმედებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს“ – წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე. ცნობისთვის, ვენის მექანიზმი ეუთო-ს შემდეგმა წევრმა სახელმწიფოებმა გაააქტიურეს: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია,…
მეტი...“კიდევ ერთი საფუძველია იმისა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს”- არასამთავრობო სექტორი ეუთო/ოდირის დასკვნაზე
ეუთო/ოდირის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს სამოქალქო სექტორის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, დასკვნა ერთ-ერთი საფუძველია, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. „ეუთო/ოდირისთვის აშკარა გახდა ის დარღვევები და სქემები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არჩევების დღის განმავლობაში. ასევე მკაცრად არის შეფასებული ის გარემო, რომელიც ამომრჩევლებისთვის იყო შექმნილი, მათ თავისუფლად არ შეეძლოთ ხმის მიცემა და მოლოდინი ჰქონდათ, რომ მათი არჩევანის გამო, მათზე გარკვეული უარყოფითი ქმედებები განხორციელდებოდა. ასევე საუბარია საჯარო სამსახურის წარმომადგენლებზე, მათ მიმართ უარყოფით გავლენაზე და რა თქმა უნდა, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და ზეწოლაზე. გარდა ამისა, ასევე საუბარია იმაზე, თუ რა ხდებოდა არჩევნების…
მეტი...“საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა”- ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმაურება. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა“ – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
მეტი...“საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას” – საგარეო უწყება
“ღრმად შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო”- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყებაში ამბობენ, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას. „ღრმად შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებით და ლოცვით მსხვერპლთა და მათი ოჯახების გვერდით ვართ. საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას“, – აღნიშნულია განცხადებაში. გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე გუშინ მანქანა შევარდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს.
მეტი...მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს. 41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 90 მძიმედ და 80-ზე მეტი მსუბუქად დაშავდა. 20 დეკემბერს საღამოს, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია. პლიციის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე განიხილავს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. 50 წლის საუდის არაბეთის მოქალაქე პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა. ეჭვმიტანილი გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა. ცნობილია, რომ ის ბოლო დროს საქსონია-ანჰალტში ფსიქოთერაპიის სფეროში ექიმად მუშაობდა.
მეტი...დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ „საახალწლო სოფელს“, სადაც მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ. ინფორმაციას მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ „საახალწლო სოფელში“ მოწყობილია: სამეწარმეო და გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“, საბავშვო თემატური სივრცეები, სანტას სახლი და სახელოსნო, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები. რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე „საახალწლო სოფელში“ მისულ სტუმრებს დახვდებათ: გასტრონომიული მარკეტი, „თბილისის საშობაო ბაზარი“, საახალწლო მატარებელი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები, ტკბილეულის ფესტივალი. „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება: ზღაპრის გმირების მსვლელობა, საბავშვო კონცერტები, საღამოს…
მეტი...“EQAR-ში რეგისტრაციის გაუქმება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციის აღიარებას არ უკავშირდება”- მარგიშვილი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა მარგიშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში ცენტრისთვის რეგისტრაციის გაუქმება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციის აღიარებას, გაცვლითი პროგრამების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტების შეჩერებას არ უკავშირდება. ამის შესახებ, მან ბრიფინგზე ისაუბრა. მარგიშვილის განმარტებით, რეგისტრაციის შეჩერება უკავშირდება ENQA-ს მიერ ცენტრის დამოუკიდებლობის თაობაზე სტანდარტთან შეუსაბამობის დადგენას. „მინდა, დავამშვიდო საზოგადოება, სტუდენტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირად არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციების აღიარების საკითხი. ცენტრი წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის EQAR-ს წევრ ორგანიზაციას 2019 წლიდან. ასევე, 2019 წელს ცენტრი ასევე გახდა უმაღლესი…
მეტი...რობერტ ფიცოს განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ ზელენსკიმ 500 მლნ ევრო შესთავაზა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას 500 მლნ ევრო შესთავაზა რუსული აქტივებიდან, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. საპასუხოდ, ზელენსკიმ გააკრიტიკა სლოვაკეთი და განაცხადა, რომ „სამარცხვინოა ფულზე საუბარი, როდესაც უკრაინა ადამიანებს კარგავს“. მოგვიანებით, ფიცომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკის წინადადებები დახურულ კარს მიღმა იყო „აბსურდული“ და ვარაუდი გამოთქვა, რომ უკრაინა თავს უფლებას აძლევს, ზიანი მიაყენოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ეკონომიკას. ფიცოს განცხადებით, მან ზელენსკის უთხრა, რომ სლოვაკეთმა შეიძლება, დაკარგოს დაახლოებით 500 მილიონი ევრო გაზის ტრანზიტის გადასახადზე წელიწადში. „საპასუხოდ ზელენსკიმ მკითხა, დავუჭერდი თუ არა მაშინ მხარს უკრაინის ნატო-ში…
მეტი...თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება
თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. მსვლელობებს, თბილისში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ლოკაციიდან გამართავენ. ასევე დაგეგმილია ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან თბილისის მიმართულებით მანქანების კოლონით გადაადგილებაც. აქცია-მსვლელობა გაიმართება რეგიონებშიც. საბოლოოდ, მოქალაქეები 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.
მეტი...დონალდ ტრამპი უკრაინის დახმარების გაგრძელებას გეგმავს
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ უკრაინის დახმარების გაგრძელებას გეგმავს. ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ რესპუბლიკელების გუნდზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის წყაროების თანახმად, ტრამპი აპირებს, ნატო-ს წევრებს მოსთხოვოს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდა. ამჟამად, ნატო-ს 32 წევრიდან მხოლოდ 23 ხარჯავს სამხედრო საჭიროებებზე მშპ-ს 2%-ს, ამ ხარჯების 5%-მდე გაზრდა მათ გაორმაგებაზე მეტს ნიშნავს. „თეთრი სახლის მონაცემებით, 2024 წელს აშშ-ის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს დაახლოებით 3.1%-ს შეადგენს. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს (2020 წელს) პენტაგონის ხარჯებმა 3.4%-ს მიაღწია“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.
მეტი...მაკრონმა ციკლონით დაზარალებულ მოქალაქეებთან კამათისას უცენზურო ლექსიკა გამოიყენა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ციკლონით დაზარალებულ მაიოტის მცხოვრებლებთან კამათისას უცენზურო ლექსიკა გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. მაკრონი სიტყვიერად დაუპირისპირდა მაიოტის მცხოვრებლებს, რომლებიც გასულ კვირას ციკლონ „ჩიდოს“ შემდეგ კვლავ წყლის გარეშე რჩებიან. მან გაბრაზებულ ხალხს უთხრა: „საფრანგეთი რომ არა, 10 000-ჯერ უფრო დიდ ქა-ში იქნებოდით“. მაკრონის გამონათქვამებმა საფრანგეთში მწვავე კრიტიკა გამოიწვია ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებმაც მის სიტყვებს „სრულიად უღირსი“ და „არასათანადო“ უწოდეს.
მეტი...„საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს შევიყვან პერსონა ნონ გრატათა სიაში”- ბაიბა ბრაჟე
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ბაიბა ბრაჟემ სოციალურ ქსელში დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკის პერსონა ნონ გრატათა სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად. ლატვიაში ფიზიკურ პირთა შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა“- წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.
მეტი...ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავა
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს. შოლცთან ერთად მაგდებურგს, სადაც გუშინ საღამოს საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი შევარდა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერიც ეწვევა. შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი გუშინ საღამოს შევარდა, რის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი ბავშვია. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 60 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 მძიმედ.
მეტი...“ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა”- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიში შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. „მინდა გაგაცნოთ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის. მისივე განმარტებით, ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა,…
მეტი...დადგენილია, ვინ დაესხა თავს გერმანიის საშობაო ბაზრობას
“შპიგელის“ ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი საუდის არაბეთის მოქალაქეა. როგორც გამოცემა წერს, თალებ. ა. საუდის არაბეთის ქალაქ ჰუფუფში დაიბადა და 2006 წლის მარტში გერმანიაში სასწავლებლად ჩავიდა. 2016 წლის ივლისში მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, რადგან ისლამის უარყოფის გამო სიკვდილით ემუქრებოდნენ. ბრალდებულს შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. მომხდარის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი,ხოლო 68 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 15 მძიმედაა.
მეტი...„ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა – არიან დაშავებულები
„ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა, რის შედეგად, 16 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით . ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. „ჰუსიტების“ ოფიციალური პირის, ჰეზამ ალ-ასადის განცხადებით, „ისრაელის თავდაცვის სისტემების წარუმატებლობა ნიშნავს, რომ სიონისტური მტრის გული დაცული აღარ არის“.
მეტი...“დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ” – პრეზიდენტი
“დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია იმ ადამიანების დაჯილდოებას აპირებს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დააწესეს. „როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ღირსების ორდენით“ დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის ოფიციალურ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც ახლახან სანქციები დააწესეს, რა რეაქცია უნდა გქონდეს? ძველი საბჭოთა ჩვევა! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
მეტი...დრონებით თავდასხმის შედეგად ყაზანში საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა
დრონებით თავდასხმის შედეგად ყაზანში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს დილით ყაზანში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, სოვეცკისა და კიროვსკის რაიონებში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“ – აცხადებენ ყაზანის მერიაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დილით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები გაანადგურეს.
მეტი...„შოლცი ახლავე უნდა გადადგეს. არაკომპეტენტური მასხარა“- ილიონ მასკი
ილონ მასკი გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება წერს, რომ აღნიშნულის გამო ოლაფ შოლცი უნდა გადადგეს. „შოლცი ახლავე უნდა გადადგეს. არაკომპეტენტური მასხარა“ – წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში. გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
მეტი...“ტოტალური ტყუილი სუფევს, სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ”- სალომე ზურაბიშვილი
“ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ!” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. “სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას. უკვე არც “რუსული” კანონები, თუ “რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ახლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ უნდათ. ტოტალური ტყუილი სუფევს, სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ!…
მეტი...“ეუთო/ოდირის დასკვნა ხელახალი არჩევნების საფუძველია”- ოპოზიციის განცხადება
„ძლიერი საქართველოსთვის,“ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია. „ეუთო/ოდირი უკვე მრავალი წელია, აკვირდება საარჩევნო პროცესს საქართველოში. 2024 წლის არჩევნების შეფასება ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ოდესმე დაუწერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია. დასკვნის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა…
მეტი...“ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს“- ელინა ვალტონენი
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმაურება. მინისტრი მიიჩნევს, რომ ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს. „შურისძიების შიშის გარეშე არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე აღნიშნული დემოკრატიული უფლება დაირღვა. ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს“, – წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
მეტი...