უკრაინა და პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპული გაზის ჰაბის შექმნას გეგმავენ, რის შემდეგაც ევროპა ბუნებრივ აირს რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს. რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის კონტრაქტის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვარს იწურება. როგორც უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი კოლესნიკი აცხადებს, უკრაინული მიწისქვეშა საცავებისა და პოლონური გათხევადებული გაზის ტერმინალებით შესაძლებელი იქნება ახალი ბიზნესმოდელის შექმნა, რაც რუსული გაზის ტრანზიტს ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, უკრაინამ უკვე მიმართა პარტნიორებს შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის შეთავაზებით. „ეს დაეხმარება უკრაინასა და პოლონეთს, შეინახოს იმდენი ბუნებრივი აირი, რამდენიც მთელ აღმოსავლეთ ევროპას სჭირდება“ – განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
მეტი...დღე: დეკემბერი 19, 2024
“სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად “- მილერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მირზა კეზევაძის მაგნიტსკის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით განცახადებას ავრცელებს. მილერი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად. “აშშ დღეს სანქციებს აწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს “გლობალური მაგნიტსკის” სანქციების პროგრამის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო…
მეტი...ვახტანგ გომელაური და გდდ-ის დირექტორის მოადგილე გლობალური მაგნიტსკის სიაში არიან
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მაოდგილე, მირზა კეზევაძე გლობალური მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს. ინფორმაცია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს, 19 დეკემბერს გამოქვეყნდა. მანმდე შს მინისტრს და კიდევ ოთხ ძალოვანს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა.
მეტი...“ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი”- ზურაბიშვილი
“ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი. შევხდეთ ერთად!”- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დაანონსებულ საახალწლო პროტესტთან დაკავშრებულ აქტივობას ეხმაურება. სოციალურ ქსელში მოქალაქეების ორგანიზებით, 31 დეკემბერს 23:00 საათზე „ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამეს“ იგეგმება. პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც მიმდინარეობს.
მეტი...“მოგიწოდებთ, მოახდინოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილზე და მის მეგობრებზე”- ზელენსკი
“საქართველოში რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული მაფია მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ის ევროპულ გზას ჩამოაშოროს”- ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს მოახდინონ ზეწოლა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მეგობრებზე. “სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული მაფია მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ის ევროპულ გზას ჩამოაშოროს. თბილისში მოქმედი მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. მოგიწოდებთ თქვენ, მოახდინოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილზე და მის მეგობრებზე, რომ არ მისცეთ მას საშუალება, მიიღოს სარგებელი საქართველოს მოპარული ევროპული მომავლისგან და დაკარგული ათწლეულების…
მეტი...„ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას”- ეუთო-ს 17 ქვეყანა
ეუთო-ს 17 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცახდებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება“ აგრძელებს “რეპრესიული ტაქტიკის” გამოყენებას. “ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, მათ შორის თვითნებურ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას, რათა გააჩუმოს თავისი კრიტიკოსები. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და თვითნებური დაკავებებისგან თავისუფლების პატივისცემის შესახებ ეუთო-ს საერთო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს, შეწყვიტოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ რეპრესიული, გადამეტებულად ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დემონსტრანტები, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციონერები და სხვები, რომლებიც დააკავეს თავიანთი უფლებების მშვიდობიანი გამოყენებისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების…
მეტი...პარლამენტის მიმართულებით მამების მარში მიმდინარეობს
რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამების მარში დაიწყო. როგორც ისინი ამბობენ, მათი მთავარი მოთხოვნაა: აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნებია. მამების აქციას შეუერთდნენ კალათბურთის მოყვარულები და კალათბურთელები შეუერთდნენ. მოქალაქეთა ნაწილი უკვე იმყოფება პარლამენტთან.
მეტი...მეტროში ძალადობის საქმეზე დაკავებულ ორ ადამიანს 2000-2000 ლარიანი გირაო შეუფარდეს
რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს დაკავებული ორი ადამიანი 2000-2000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა თქვა, ის არ არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და არავის დავალებით არ მოქმედებდა: „არავინ არ დამავალა, ძალიან დავლიე და… არავის არ ვემუქრები. ჯვარი მწერია, ვინ უნდა მოვკლა, ვისი მოკლის თავი მაქვს“. რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნული ადამიანები ფიგურირებდნენ, მეტროში მომხდარ ინციდენტშიც, რაზეც გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.
მეტი...“ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა”- ჰერჩინსკი
“დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა” – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. ელჩი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ დაშავებული ჟურნალისტები მალე გამოჯანმრთელდებიან და მსგავსი „ამაზრზენი“ თავდასხმები აღარ განმეორდება. “ძალიან მადლობელი ვარ ამ რთულ დროს თქვენთან შეხვედრისთვის. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ყველანი გავხდით მომსწრენი ძალადობრივი, ამაზრზენი თავდასხმების თქვენი და თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დაშავებულები, თქვენი კოლეგები, სწრაფად გამოჯანმრთელდებიან და ასეთი ამაზრზენი თავდასხმები აღარ განმეორდება. ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისაჯოს. არ მინდა ამ ნეგატიური განწყობით…
მეტი...დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს
დიდმა ბრიტანეთმა ვახტანგ გომელაური დაასანქცირა. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ სასანქციო სიაში მოხვდა გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურიც. ასევე, სანქცირებულია შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი. არსებული ინფორმაციით, სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას.
მეტი...,,აშშ-ის კონგრესმა ტრამპის ინაუგურაციამდე არცერთი კანონი არ უნდა მიიღოს” – ილონ მასკი
,,აშშ-ს კონგრესმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი, არცერთი კანონი არ უნდა მიიღოს”, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. „კონგრესში 20 იანვრამდე, დონალდ ტრამპის სამუშაო კაბინეტში შესვლამდე არცერთი კანონი არ უნდა იყოს მიღებული. არცერთი. ნული“, – დაწერა მასკმა.
მეტი...1.5 ტონა კოკაინი ჩაძირულ ნავში – ნავის ჩაძირვის დროს გადარჩენილი ორი მამაკაცი ნარკოტიკების გამო დააკავეს
კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა ჩაძირული ნავიდან 1.5 ტონა კოკაინი ამოიღეს. კოლუმბიის არმიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ნავი ცენტრალური ამერიკისკენ მიემართებოდა. სანაპირო დაცვის მეთაურის თქმით, გადაარჩინეს 2 მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით დააკავეს. არმიის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩამორთმეული კოკაინის სავარაუდო ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 50 მილიონ დოლარს აღემატება.
მეტი...ევროკავშირის მთავარი დიპლომატი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, აღარ უბიძგონ ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მოუწოდებს დასავლეთს, შეასრულონ დაპირებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და აღარ უბიძგონ ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. ,,ევროკავშირის მთავარი დიპლომატის თქმით, დასავლეთის დედაქალაქებმა უნდა შეწყვიტონ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება, ამის ნაცვლად კი, უზრუნველყონ, რომ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მათი დაპირებები ,,ცარიელი” სიტყვები არ იყოს”, – წერს Financial Times-ი.
მეტი...,,ევროპა და ევროკავშირი ერთგულია საერთო პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის” – შოლცი
,,ევროპა და ევროკავშირი ერთგულია საერთო პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის”, – აღნიშნულით გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უპასუხა კითხვას, „რას ეტყოდა საქართველოს ქუჩებში გამოსულ ხალხს, რომელიც ევროპული მომავლისთვის იბრძვის, როგორია მისი პოზიცია“. „ევროპა და ევროკავშირი წარმოადგენს სახელმწიფოთა საზოგადოებას, რომელიც საერთო პრინციპების – კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ერთგულია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მეტი...თურქეთში ხანძრის შედეგად 4 საცხოვრებელი სახლი დაიწვა – არიან დაშავებულებიც
თურქეთში, ბეიშეჰირის, დოგანბეის რაიონში ხანძრის შედეგად 4 საცხოვრებელი სახლი დაიწვა, დაშავდა ორი ადამიანი. თურქული მედიის ცნობით, ხანძარი ერთ-ერთ სახლში დენცქვიტადან გაჩნდა და ძალიან სწრაფად გავრცელდა შენობაში, რის შემდეგაც ცეცხლი გვერდით მდგომ კიდევ სამ სახლს მოედო. ადგილზე მეხანძრე მაშველები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად, 2 სახლის დემონტაჟი გახდა საჭირო.
მეტი...,,ჩვენ მზად ვართ, მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს” – პუტინი
,,ჩვენ მზად ვართ. მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ. „ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით, ჩავიდა და მან თქვა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლონ. ისინიც იბრძვიან, მაგრამ ის უკრაინელები, რომელთაც ბრძოლა სურთ, მალე ამოიწურება. ჩემი აზრით, მალე აღარ დარჩებიან ისინი, ვისაც ბრძოლა სურთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მეტი...,,საქართველოს არ დავტოვებ” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს არ დავტოვებ. არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდე, რომელიც აღიარეს, როგორც კი ქვეყანა დატოვა. ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება. რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას. მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას. მისი თქმით, ევროკავშირმა „არალეგიტიმური პარლამენტის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი არ უნდა აღიაროს. „ის, რაც ევროკავშირს შეუძლია გააკეთოს, არის, რომ მინიმუმ არ აღიაროს პრეზიდენტი, რომელიც აირჩია არალეგიტიმურმა…
მეტი...,,ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა” – ილია მეორე
საქართველოს საპატრიარქო წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვას ავრცელებს. „ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას. მისი მეოხება და მეოხება წმ. იოანე დამასკელის, წმ. ბარბარესი და ღირსი საბა განწმენდილისა, რომელთა ხსენებაც გუშინ და გუშინწინ ვიზეიმეთ, არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში.
მეტი...რომში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
რომში, ქართველი ემიგრანტი ნარგიზი ბერიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ერთ-ერთ საემიგრაციო ჯგუფში გავრცელდა. „სამწუხაროდ, რომში გარდაიცვალა ემიგრანტი, დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრანტებს, ქალბატონი ნარგიზას გარდაცვალებას. უფალმა ნათელში ამყოფოს. აწ გარდაცვლილი ქალბატონი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...ევროკავშირმა რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო Tik Tok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო
ევროკავშირმა რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო Tik Tok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ევროკომისია სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. „დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ საქმის წარმოება Tik Tok-ის წინააღმდეგ ციფრული მომსახურების კანონის დარღვევის ბრალდებით, კერძოდ მისი ვალდებულების სისტემური რისკების შეფასებისა და მინიმიზაციის უგულებელყოფის გამო, რომელიც არჩევნების სამართლიანობას, განსაკუთრებით რუმინეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, რუმინეთში 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში კანდიდატმა კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა 2 დეკემბერს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ შედეგები გააუქმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯორჯესკუ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად სარგებლობდა Tik Tok-ის პლატფორმით.
მეტი...ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს – ესტონეთის პრემიერი
ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველოდებით, რომ ევროპას ასევე ექნება მტკიცე პოზიცია”, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალიმ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, – აღნიშნა მიხალიმ.
მეტი...სროლა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში – მოკლულია ერთი დეპუტატი
აფხაზეთში, დე ფაქტო პარლამენტში სროლის შედეგად ერთი ე.წ დეპუტატი ვახტანგ გოლანძია გარდაიცვალა. ოპოზიციის ერთი-ერთი ლიდერი კან კვარჭია საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლაში მონაწილეობდა ე.წ დეპუტატი ადგურ ხარაზია. გოლანძია კი კვარჭიასა და ხარაზიას გაშველებას ცდილობდა. შეგახსენებთ, დღეს დე ფაქტო პარლამენტში განიხილებოდა ,,კანონპროექტი” მაინინგების შესახებ, სადაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა.
მეტი...ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ121-კმ146 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. უწყების ცნობით, ამავე გზის კმ94-კმ120 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მეტი...,,რაც დღეს ხდება, ხდება იმიტომ, რომ საქართველოში არის ბევრი უცხოური გავლენა” – ბელგიის პრემიერ-მინისტრი
,,მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა გავაგრძელოთ. არ უნდა შევქმნათ იმიჯი, რომ ზურგს ვაქცევთ”, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრუმ ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. ,,მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა გავაგრძელოთ. არ უნდა შევქმნათ იმის იმიჯი, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ. მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ურთიერთობები. ვხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ საქართველოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ და ურთიერთობა შევინარჩუნოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რაც იქ ხდება, იმიტომ ხდება, რომ იქ ბევრი უცხოური გავლენაა”, – განაცხადა პრემიერმა.
მეტი...ოქრიაშვილი რუსთაველის გამზირზე გიგანტური გოზინაყისა და საცივის მომზადებას დაასპონსორებს
პოლიტიკოსმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე გიგანტური გოზინაყისა და საცივის მომზადებას დაასპონსორებს. „გვიახლოვდება ახალი წელი და ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების მთელი სტრატეგია საცივს უკავშირდება. იმედი აქვთ, საახალწლოდ ხალხი საცივში ჩაყოფს თავს და ჩვენც გადავრჩებითო. მე კი მსურს, რომ ყველა ქართველი და ჩვენი საყვარელი საქართველო გადარჩეს. სამწუხაროდ, ასე არამარტო ფიქრობენ, არამედ ამას ოფიციალურად აცხადებენ კიდეც, რაც ძალიან სახალისოა. დიდი სიამოვნებით ვიქნები ახალი, მართალი საქართველოს მეკვლე რუსთაველზე. თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას! მსურს, 2025 წელს გაიმართოს ახალი, სამართლიანი…
მეტი...,,იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპას საკუთარ სახლად უყურებს, ჩვენ გავეცით დაპირება, რომ არ დავუხურავთ კარს” – მეცოლა
,,იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპას საკუთარ სახლად უყურებს, ჩვენ გავეცით დაპირება, რომ არ დავუხურავთ კარს. ეს მოიცავს საქართველოს მოსახლეობას, ვინც დღეს კვლავ ქუჩაშია ევროკაშირის დროშებით, ჩვენ მათ არ მივატოვებთ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „თქვენ შეგიძლიათ, ელოდოთ ძლიერ ფორმულირებას ევროპარლამენტიდან. თქვენ ნახეთ ჩვენ მიერ მიღებული რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, იმ შეშფოთებაზე, რომელიც გვაქვს შედეგებთან დაკავშირებით და იმაზე, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქართველების მიმართ ჩვენი მიმართვა არის, არ მიატოვონ ევროპული გზა. მე წლებია, მოვდივარ ევროკავშირის საბჭოში და არის ერთი რაღაც, რაც დომინირებს ყველა საბჭოზე – ჩვენ გავეცით…
მეტი...,,განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის” – კაია კალასი
,,ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან”, – ამის შესსახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა არ გამოიყენოს ძალადობა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, არ ჩაახშოს ოპოზიცია და გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, თუმცა ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე. ჩვენ გვჭირდება შემდგომი მუშაობა“, – აღნიშნა კაია კალასმა.
მეტი...ონში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
ონში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთის ცენტრალური ფილიალის ონის მომსახურების წარმომადგენლის განცხადებით, ქსელში ავარიული დაზიანების გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ონის მუნიციპალიტეტს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით მიმდინარეობს დაზიანებული უბნების დადგენის სამუშაოები და სავარაუდო მიწოდება 20:00 საათისთვის აღდგება. გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით კი ონში დილიდან გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა გზები. ასევე, გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა სოფლებში: გლოლა, ჭიორა, საკაო, ლაჩთა, ჭალა, კვაშხიეთი.
მეტი...,,შეშფოთებული ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით” – ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი
,,ჩვენ საკმაოდ შეშფოთებული ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით, ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც გვინდა, რომ იყოს ევროპაში და ახლოს ევროკავშირთან”, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა. ,,ყველას მოვუწოდებთ, ვისაც საქართველოსთვის პროევროპული გზა სურს, რომ პირველ რიგში, ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვჯერა, ევროპის კონტინენტზე ყველგან დაცული უნდა იყოს. ასე რომ, ჩვენ ვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ და მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცენ“, – განაცხადა ლუკ ფრიდენმა.
მეტი...ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ოთხი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს. უკანონო თანხებით ქონება შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირებზე გააფორმეს, რითაც მისი წარმოშობის წყარო შენიღბეს, თუმცა თავად ფლობდნენ და განაგებდნენ აღნიშნულ ქონებას”, – ნათქვამია განცხადებაში. ფიზიკურ პირებს ბრალდება საქართველოს…
მეტი...„ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა წაართვას ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება” – ნაუსედა
„ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა წაართვას ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება”, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა. „ეს ბევრჯერ მითქვამს და მე მთელი გულით საქართველოს მეგობარი ვარ, თუმცა რასაც ახლა ვხედავ, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ ჩვენ ვიპოვით ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს იყო ყალბი არჩევნები და რომ ისინი არ აღიარებენ შედეგებს და იქნება სხვა ნაწილიც, რომელიც საპირისპიროს იტყვის. თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას იწვევს მთავრობის განცხადება, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის 80 პროცენტი მტკიცედ…
მეტი...„გრიპი არ არის უსაფრთხო, ყოველწლიურად მსოფლიოში ფიქსირდება გარდაცვალების 400 000-დან 650 000-მდე შემთხვევა“ – ივანე ჩხაიძე
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის – ივანე ჩხაიძის განცხადებით, იაშვილის კლინიკაში ადგილების დეფიციტი გაჩნდა. „ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით. ეს სწორედ ის არის, რაც ახასიათებს გრიპის ვირუსს. ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაცია გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“ – განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მისივე შეფასებით, ამ ფონზე, ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. „სამწუხაროდ, ვაქცინაცია არასაკმარისია. 200 000 დოზა შემოვიდა ქვეყანაში, 130 000 გახარჯული დოზა ნამდვილად არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ვითარებას. მომდევნო 7-10 დღე იქნება შესაძლებლობა, დავასწროთ პიკს. გრიპის ვაქცინაცია მოქმედებას იწყებს 2 კვირის…
მეტი...,,ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს, მიიღეთ ის ან უარი თქვით” – ორბანი ზელენსკის მიმართავს
17 დეკემბერს უკრაინის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ძლიერი ქვეყანაა და ეს ბრძოლის ველზე აჩვენა. „ვინმე სხვას ევროპაში აქვს ახლა ასეთი გამოცდილება? არავის. ორბანს ჰყავს ასეთი არმია? არა. როგორ განახორციელებს ის პუტინზე ზეწოლას? ანეკდოტით, ღიმილით? თავისთვის დაიტოვოს“, – ციტირებს უკრაინული მედია ზელენსკის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ზელენსკის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას გამოეხმაურა. ,,ჩვენ არ ვუპასუხებთ არცერთ პროვოკაციას. ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს. მიიღეთ ის ან უარი თქვით. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა“, – დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ…
მეტი...დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰელი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჰელიმ კიევში შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან გამართა. მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისგან ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თავი შეიკავა, რაც იმით ახსნა, რომ გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ერთობლივი გეგმები პუტინისთვის მიუწვდომელი უნდა იყოს. როგორც BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნასაც არ გამორიცხავს. ცნობილი ხდება ისიც, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარების პაკეტს გამოყოფს.
მეტი...არგენტინაში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 2 პილოტი
არგენტინაში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 პილოტი დაიღუპა. ინციდენტი სან ფერნანდოში მოხდა. თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი ურუგვაიდან მოფრინავდა და ბუენოს-აირესთან კონტროლი დაკარგა. ჩამოვარდნის დროს საჰაერო ხომალდი საცხოვრებელ სახლებს შეეჯახა. გაჩნდა ხანძარი, დაზიანებულია მანქანებიც. მაშველების მოსვლამდე, ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა.
მეტი...„მომდევნო პერიოდი იქნება გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“
„44-ე კვირიდან საქართველოში გრიპის შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდეზეა. ზოგადად, პიკი ფიქსირდება დეკემბერ-იანვრის პერიოდში. მოლოდინი იმისა, რომ მატება გაგრძელდება შემდეგ რამდენიმე კვირაშიც გვაქვს. პიკის მოლოდინიც დეკემბერის მეორე ნახევარი-იანვარია“ – განაცხადა ,,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, მომდევნო პერიოდი იქნება გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი „ბოლო 2 კვირის დინამიკით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი იყო 12%, დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მეტია და 35%-ს მიაღწია. უკვე გამოჩნდა B ტიპის ვირუსიც. შემთხვევების ყველაზე მეტი მაჩვენებელი კი H1N1 ვირუსზე…
მეტი...