“ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს”- ვედანტ პატელი 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა  განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. მისივე ინფორმაციით, ამზადებენ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს. „ამ ადმინისტრაციას კვლავ საკმაოდ დიდი სამოქმედო არეალი აქვს. ჩემი თვალსაზრისით, ოთხი-ხუთი კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. საბოლოოდ, საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ადრე განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც, ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის“- განაცხადა პატელმა.

მეტი...

“ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს”- თიის როიტენი

“საქართველო გაიმარჯვებს და თავის ევროპულ მომავალს დაიბრუნებს”- წერს პლატფორმა X-ზე ევროპარლამენტარი თიის როიტენი. ევროპარლამენტარი მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს. “ქართველი ხალხი ამაში გაიმარჯვებს და დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს. “ევროკავშირი ძალიან ნელა იღვიძებს და ევროკავშირი ძალიან ნელა მოქმედებს”. მადლობა, სალომე ზურაბიშვილო ევროპარლამენტისადმი მიმართვისთვის და საქართველოს კონსტიტუციისა და ჩვენი ევროპული ღირებულებების დაცვისთვის” – წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი.

მეტი...

ჩეხეთი რუსებისთვის მოქალაქეობის მიღებას ზღუდავს

ჩეხეთი რუსებს მნიშვნელოვნად უზღუდავს  მოქალაქეობის მიღებას. ამის შესახებ გადაწყვეტილება, ქვეყნის დეპუტატების პალატამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. დამტკიცებული შესწორებით რუსეთის მოქალაქეები, გარკვეული გამონაკლისებით, ვერ შეძლებენ ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას რუსეთის მოქალაქეობის დათმობის გარეშე. ამასთან, შესწორება ითვალისწინებს 15 წელზე მეტი ასაკის რუსების განაცხადების განხილვის სრულ შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით – მათ შორის განაცხადების, რომლებიც ამ დრომდეა შეტანილი. გამონაკლისები დაიშვება იმ ადამიანებისთვის , რომლებმაც ჩეხეთში თავშესაფარი მიღეს და ასევე მათთვის, ვინც, ქვეყნის მმართველთა შეფასებით, მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.  

მეტი...

“სავარაუდო, ძალადობისა და დაკავებების გამოძიების გამჭვირვალობისთვის ომბუდსემნის მუშობა მნიშვნელოვანია”- ალენ ბერსე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანა შეხვდა. ამის შესახებ, ბერსე სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს ომბუდსმენთან. თქვენი სამუშაო მნიშვნელოვანია პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობისა და უსაფუძვლო დაკავებების გამოძიების გამჭვირვალობისთვის. ევროპის საბჭო თავის როლს შეასრულებს“ – წერს ალენ ბერსე.    

მეტი...

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. შეხვედრის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. მანამდე ალენ ბერსე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. ასევე, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. ის ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართავს შეხვედრას.  

მეტი...

სასამართლომ ნიკოლა სარკოზის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამამტყუნებელი განაჩენი კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საქმეზე. სარკოზი დამნაშავედ ცნო 2021 წელს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც ორი პირობითი იყო, ერთი წლით კი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა. როგორც ცნობილია, სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება მომავალ წელს, 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის ლიბიის მიერ უკანონო დაფინანსების საქმეზეც. ის დანაშაულს უარყოფს. ლიბიის საქმეზე დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე მარში,  20:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან გაერთიანდა. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. პარლამენტთან 21-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს.

მეტი...

ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ  განცხადებას ეხმაურება. ორბანი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს. „ჩვენ არ ვუპასუხებთ არცერთ პროვოკაციას. ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს. მიიღეთ ის ან უარი თქვით. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა“- დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში. 17 დეკემბერს უკრაინის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა. მანამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს საშობაო ზავის გამოცხადებისა და სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის წინადადება შესთავაზა, თუმცა, მისი თქმით, ზელენსკიმ ეს შეთავაზება უარყო.

მეტი...

“ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ”- ევროკომისარი

“ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ” – წერს ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე. კუბილიუსუს განცხადებით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ყურადღებით მოუსმინა. „დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ყურადღებით მოვუსმინე. ჩვენ ქართველ ხალხსა და საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ“ – წერს ანდრიუს კუბილიუსი.  

მეტი...

პარლემენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სააკაძის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.  მათ გზის  ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი და მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. სტუდენტები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”. მარში მიმდინარეობს სხვა ლოკაციებზეც, კერძოდ, განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე. მსვლელობას მართავენ ევროპული ფონდების ყოფილი სტიპენდიატებიც. საპროტესტო აქციები 20 დღეზე მეტია, თბილისსა და რეგიონებში იმართება. მოქალქეები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

მეტი...

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს შეხვდება

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელში საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ხვალ შეხვედრები ექნება ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ამ დილით თავდაპირველად შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველოდები აზრების გაცვლას საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე მექნება შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – წერს ალენ ბერსე.

მეტი...

ქალაქი შენჭენი – ჩინეთის „სილოკონი ველი“

ეს ულამაზესი ქალაქი  სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარეობს და თანამედროვე მეტროპოლს წარმოადგენს. ქალაქი წელიწადის ყველა დროს ტურისტების ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი, გასართობი, კულტურული თუ სავაჭრო ადგილია. განსაკუთრებით თვალში საცემია სიმწვანე, ბუნება, ფერები, ხე-მცენარეების მრავალფეროვნება, რომელიც საოცრებაში გამოგზაურებთ. ქალაქის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობას თანამედროვე შენობები წარმოადგენს. მათ შორისაა  როგორიცაა 600 მეტრ სიმაღლის ცათამბჯენი და არაერთი გასართობი პარკი. შენჟენს „ჩინეთის სილიკონის ველსაც“ კი უწოდებენ. ეს არის სამეწარმეო ქალაქი არაერთი ინოვაციით. აქ თავს იყრის  მრავალი მცირე მწარმოებელი და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები. დიახ, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მომგებიანი ტურისტული ქალაქი, შენჟენი ითვლება ჩინეთის თემატური პარკებისა და ტურისტული ინოვაციების…

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, დენიზლიში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 03:01 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრე მიწის ქვეშ სულ რაღაც 7,6 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ის ახლომდებარე პროვინციებსა და რეგიონებშიც იგრძნობოდა.

მეტი...

,,მაკრონს არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს, არა, იგი საქართველოშიც უნდა შეძვრეს“ – ალიევი

„კარგია, რომ საქართველოში ახლა ვითარება უკვე სტაბილურობისკენ მიდის. თქვენ ხედავთ, რომ მაკრონს ყურები აქვს წამოწეული. არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს, არა, იგი საქართველოშიც უნდა შეძვრეს“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მედია უცხოეთიდან არ ფინანსდება. „აღმოჩნდა, რომ საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც დასავლეთისგან დაფინანსებას იღებენ და ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ ან ხელფასს იღებენ, ალბათ, ათიათასობით არიან, თუ უფრო მეტი არა. ჩვენ ყველაფერი მოვაგვარეთ. მაგალითად, აზერბაიჯანული მედიის დაფინანსება…

მეტი...

გერმანელმა სამართალდამცველებმა თაღლითური ქსელი გამოავლინეს – საუბარია ე.წ. ქოლცენტრებზე

გერმანელმა სამართალდამცველებმა თაღლითური ქსელი გამოავლინეს. საუბარია ე.წ. ქოლცენტრებზე, რომლებიც ხანდაზმულ მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ. ადგილობრივი პრესა წერს, რომ ოპერაციაზე გამომძიებლები გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ერთობლივად მუშაობდნენ. გერმანიაში აღკვეთილია თაღლითობის 400 შემთხვევა. მიყენებული ზარალი კი 5 მილიონ ევრომდეა. ასევე, უცხოური მედიის ცნობით, პოლონეთში აღმოჩენილია 3 ქოლცენტრი, დაკავებულია 20 ეჭვმიტანილი. საერთაშორისო ოპერაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესში ევროპოლის მხარდაჭერით ჩართულები იყვნენ გერმანიის, ლუქსემბურგის, ავსტრიის, პოლონეთის, შვეიცარიის, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის სამართალდამცავი ორგანოები.

მეტი...

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში თოვლმა პრობლემები შექმნა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა. სოფლების ნაწილს შეწყვეტილი აქვს ელექტრომომარაგება, გადაადგილება გართულებულია შიდა სასოფლო გზებზეც. არსებული ინფორმაციით, სამუშაოები დაწყებულია, ასუფთავებენ ქუჩებს და ცდილობენ, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება.

მეტი...

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე თავი საქართველოს ეთმობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ, ევროპული საბჭოს ბოლოდროინდელი დასკვნების გათვალისწინებით, საბჭო ხელახლა ადასტურებს კავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე. „საბჭო სინანულს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის უახლეს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს. საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელი პირები – დასჯილი. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს…

მეტი...

ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, ბრალდებულმა ორ თანამზრახველთან, მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან ერთად ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსი“-თ დაახრჩვეს. კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს ტერიტორიაზე გადაიტანეს და დამარხეს, შემდეგ მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“,…

მეტი...

სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი ფრენა შესრულდა

თურქული მედიის ცნობით, სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი ავიარეისი შესრულდა. ავიარეისი დამასკოდან ალეპოში განხორციელდა. რეისი Siryan Airlines-მა შეასრულა. დამასკოს აეროპორტი 8 დეკემბრიდან იყო დაკეტილი. შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. მოგვიანებით ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია.

მეტი...

სი ძინპინის 9 პუნქტი და ეკონომიკური ხედვები 2025 წლისთვის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა,  მსოფლიოს ცენტრალურ ეკონომიკურ კონფერენციაზე, რომელსაც პეკინმა უმასპინძლა, 9 ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2025 წლის პრიორიტეტები უნდა გახდეს. „უნდა მოხდეს შემოსავლების გაზრდა, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ჯგუფების ტვირთის შემსუბუქება, მოხმარების უნარის, სურვილისა და დონის ამაღლება. სამუშაო უნდა განხორციელდეს პენსიონერებისთვის საბაზისო პენსიების სათანადოდ გაზრდისა და სოფლისა და არამუშა ქალაქებში მცხოვრებთათვის საბაზისო სიბერის შეღავათებისა და სახელმწიფო სუბსიდიების გაზრდის მიზნით“ – აღნიშნა სი ძინპინმა და 2025 წლის პრიორიტეტები ჩამოაყალიბა. აქტიური ძალისხმევა უნდა განხორციელდეს ეკონომიკის, ყინულისა და თოვლის ეკონომიკისა და ვერცხლის ეკონომიკის განვითარებისთვის. სათანადოდ უნდა გაიზარდოს ინვესტიციები ცენტრალური მთავრობის…

მეტი...

მოსამართლე შალვა თადუმაძე, სანქციის დაწესების გამო, ევროსასამართლოს მიმართავს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე, რომელიც ლიეტუვის მიერ დასანქცირებულ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირთა სიაშია, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. თადუმაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა, სადაც სთხოვს, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, საგარეო უწყებამ მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს ამ შეხვედრაზე მისი დასწრება, რათა ოფიციალური პირისგან მიიღოს განმარტება, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მოიხსენია იგი დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი“.

მეტი...

რუისთან ტრაილერი გადაბრუნდა

რუისთან ტრაილერი გადაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა” – ცესკოში რეორგანიზაცია დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისია დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 17 დეკემბერს, 12:00 საათზე ცესკო-ს სხდომა გაიმართა და ახალი საშტატო ნუსხა დამტკიცდა და აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა, რის თაობაზეც, კანონმდებლობის სრული დაცვით, მოსალოდნელი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობათ შესაბამის თანამშრომლებს. „მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ზუსტი ინფორმირება ამ პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი არ იქნას ინტერპრეტირებული და მიკერძოებულად დაკავშირებული გათავისუფლებული თანამშრომლების რაიმე შეხედულებებთან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეორგანიზაციას საფუძვლად უდევს ინსტიტუციური საჭიროებები. ცენტრალური საარჩევნო კომისია თითოეული თანამშრომლის დასაქმების პროცესში, ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ…

მეტი...

ზუგდიდში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ზუგდიდში, ორდღიანი უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე ქუჩა და სოფელი დაიტბორა. თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. დატბორილია ასევე ბარამიას ქუჩაზე დევნილთა დასახლების ეზო. „ჩემი ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია ყოველი წვიმის მერე ასე გამოიყურება, ძალიან ცუდი მდგომარეობაა“, – ამბობს სოფელ ინგირის მკვიდრი. ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. კეთილმოწყობის მართვის ცენტრი აქტიურადაა ჩართული და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას.

მეტი...

პირველი არხი სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპარლამენტში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

საქართველოს პირველი არხი ეხმაურება ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს დეზინფორმაციას უწოდებს. ,,სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არის დეზინფორმაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობა. საქართველოს პირველი არხის მიერ გამოქვეყნდა სამივე ქვეყნის – რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებები, რომლებიც ასევე გაშუქდა 18 დეკემბრის 10:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ,,მოამბე”. დაბეჯითებით ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილ დაძაბულ ვითარებაში შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა”, – აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას განაცხადა: “ახლა უკვე თქვენც ყველა ხედავთ ტყუილს, როდესაც ოფიციალურ განცხადებებში აღწერენ თქვენი ქვეყნების…

მეტი...

,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა” – ადმინისტრაცია

,,საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტისადმი მიმართვას; ეს ხდება ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და უპრეცედენტო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, იმ დროს, როცა გადასარჩენია ქვეყნის ევროპული მომავალი. საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალენ ბერსეს ვიზიტის მნიშვნელობას და ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე – ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. „ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად გენერალური მდივნის როლი…

მეტი...

,,ფაშისტებს რაც არ მოუფიქრებიათ ის მოიყვანეს რეალიზებაში ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა” – მამუკა მდინარაძე

დღეს, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს უმრავლესობის ლიდერს, ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ პრემიერ-მინისტრის მამის დასანქცირებაზე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სანქციები იმ ქვეყნიდან წამოვიდა, სადაც ყველაზე დაბალია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი. ,,ფაშისტებს, წინა საუკუნის 40-იან წლებშიც კი არ მოუფიქრებიათ, რომ მაგალითად: დაესაჯათ მამა იმის გულისთვის, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი. ასეთი ფაშისტებსაც არ მოუფიქრებიათ. ან თავისი აზრის გამოხატვის გამო დაესაჯათ ადამიანი, მაგალითად: გოგა ხაინდრავა რატომ არის დასანქცირებული, ვერ გაიგო ვერავინ, ან ზვიად შალამბერიძე რა შუაშია. კაი, ჩვენ ვერ გვიტანენ ვიღაცები და დაავალეს იმ ქვეყნებს, სადაც ყველაზე დაბალია დამოუკიდებლობის ხარისხი…

მეტი...

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ოცნებებს ახდენა არ უწერია” – ირაკლი კობახიძე

,,მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია;”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმად, „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება“, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის „მაკკეინის ინსტიტუტის“ და ზოგადად ასეთი ადამიანების ოცნება, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს საწადელს. „მათ, როგორც ჩანს, ამ დღეების განმავლობაშიც ჰქონდათ გათვლა მსხვერპლზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მალე, ხუთ დღეში ძალიან მარტივად შეძლო ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ, დაპირისპირებოდა სისტემურ და უხეშ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში და…

მეტი...

,,რუსეთმა წააგო სირიაში, ვერ მოახერხა უკრაინაში ყველაფრის მიღწევა, ვერ მოიგო მოლდოვაში, უნდა მოიგოს საქართველოში? – არა” – პრეზიდენტი

,,მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, მან უნდა მოიგოს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოახერხა უკრაინაში ყველაფრის მიღწევა, მან უნდა მოახერხოს ეს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოიგო მოლდოვაში, უნდა მოიგოს საქართველოში? წააგო რუმინეთში და მან უნდა მოიგოს საქართველოში? – არა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში, ევროდეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას: „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს გახლავთ ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გზა, რომელიც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს. მაგრამ ეს საკითხი გეხებათ თქვენც, ეხება ევროპას. ქვეყანამ, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპა თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ ამ ქვეყანას მისცეს საშუალება, გათელოს ყველა დემოკრატიული წესები…

მეტი...

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მეწყრული პროცესი განვითარდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო, მიწა ჩამოიშალა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, დაიტბორა საავტომობილო გზები, სასტუმრო ,,მაგნოლია”. მთის ფერდობიდან ღვარცოფი ჩამოვიდა, რამაც საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის, პერიმეტრზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.

მეტი...

სი ძინპინის გზავნილები  მსოფილიო ეკონომიკურ კონფერენციაზე

პეკინში მსოფლიოს ცენტრალური ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა გახსნა და სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა  შეაჯამა 2024 წლის ეკონომიკური ვითარება, განიხილა  მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობაზე და ისაუბრა 2025 წლის ეკონომიკურ გეგმებზე. როგორც მან აღნიშნა, 2025 წელი გადამწყვეტი წელია მე-14 ხუთწლიანი გეგმისა. მისივე შეფასებით, ჩინეთი უნდა გაუმკლავდეს სირთულეებს, გააძლიეროს  ნდობა და ყველა პოზიტიური ფაქტორი გარდაქმნას რეალურ მიღწევად განვითარებაში. „აუცილებელია კოორდინირება ახალი მამოძრავებლების ხელშეწყობასა და ძველთა განახლებას შორის;  ხელშეწყობა ახალი ხარისხის საწარმოო ძალების განვითარებას ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით; აუცილებელია ახალი განვითარების პარადიგმის ჩამოყალიბების დაჩქარება, მაღალი ხარისხის განვითარების მყარად ხელშეწყობა, ყოვლისმომცველი რეფორმების შემდგომი გაღრმავება, მაღალი სტანდარტების…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, კვირა-ნახევარი დარჩა თანამდებობაზე, ამიტომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში” – პრემიერი

,,სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, კვირა-ნახევარი დარჩა თანამდებობაზე, შესაბამისად არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება აბსურდულია. „ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი სკამის მიმართ, როგორც აქვს სალომე ზურაბიშვილს, მართლა პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას, შესაბამისად აქვს ძალიან მძიმე ემოციური მდგომარეობა, კადრულობს ყველაფერს, ყველაფერ უკადრებელს. ეს არის რეალური შეფასება. დანარჩენი საინტერესო არ არის“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

,,მოვიდეს შოთა არველაძე და 10 კაცი წამოიყვანოს” – ირაკლი კობახიძე

,,ორი კვირაა, ვადასტურებთ მზაობას დიალოგისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიალოგზე შეთავაზებას გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია. „გუშინ გამოვეხმაურე მაგალითად შოთა არველაძის განცხადებას, მასაც შეუძლია, წამოიყვანოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ენდობა, მათ შორის კომპეტენციის კუთხით, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა საკითხზე. დისკუსია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები. თუ ვინმეს კითხვები აქვს, ეს კითხვები ღიად უნდა გაირჩეს, ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენი…

მეტი...

,,კაია კალასმა განაცხადა, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა წავიდა სანქციების წინააღმდეგ” – პრემიერი

,,კაია კალასმა განაცხადა, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა  წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  გუშინ გაკეთებული  განცხადება სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა. „ამ თემას მოჰყვა სპეკულაციები. მე გუშინ გავაკეთე განცხადება, 5 ქვეყანას გადავუხადე მადლობა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის და გუშინ აქედან სამი ქვეყანა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მათ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა აზრადაც არ გაუვლიათ. სინამდვილეში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქალბატონი კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ…

მეტი...

,,იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან” – პრემიერი

,,უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან. „უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ…

მეტი...