მილერმა სანქციებზე ისაუბრა

“აშშ აწესებს ახალ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პირებზე” – ამის შესახებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა. მილერის განცხადებით, დეტალები სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი “აშშ აწესებს ახალ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პირებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას, დავიცვათ ისინი, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს”- წერს მილერი.

მეტი...

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს

პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ცოტა ხნის წინ, ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით საღამოს რვა საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. “საბოლო ჯამში აღმოჩნდა, რომ გუშინ ვინც დაადგა კოტეს თავზე და მოწმედ იბარებდნენ, გვითხრეს, რომ თავად არ დაუკავებიათ კოტე, თუმცა შემდეგ ოჯახის წევრებს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ არის დიღომში, მე-3 იზოლატორში, 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ფაქტობრივად, ეს ადამიანის გატაცებაა, რადგან ორი საათი არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა…

მეტი...

ბათუმში ოთხი ადამიანი მოკლეს

დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი ადამიანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ბათუმში, შურისძიების მოტივით, დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ., -ს, 1997 წელს დაბადებული ვ.დ. -ს , 2004 წელს დაბადებული ჩ.ჩ -ს და 2005 წელს დაბადებულ ა.ს. – ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, სამი პირი ადგილზე, ხოლო ერთ-ერთი მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში…

მეტი...

“მზად ვარ, დამხვრიტონ, მაგრამ ეს ტყუილია“- ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას განცხადებით, მას 14 გრამი კოკაინის ქონას ედავებიან. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა. ჟურნალისტის განმარტებით, მას წინასწარ დაწერილი ტექსტი დაახვედრეს და ხელი მოაწერინეს. ამასთან მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ დამცინავ და შეურაცხმყოფელ ქმედებებს ჰქონდა ადგილი. „სასტიკად დამცინავად, შეურაცმხმყოფელად იქცეოდნენ, ბილწ სიტყვებს ვგულისხმობ, დარბაზში არ ვხედავ არც ერთს, მაგრამ ამოვიცნობ. თავიდან მეგონა, ბანდფორმირება დამესხა თავს, მერე როგორც აღმოჩნდა, იმ შენობაში ვიყავი, რომელსაც, როგორც კრიმინალურს ვიცნობთ. მზად ვარ, დამხვრიტონ, მაგრამ ეს ის სიბინძურე და ტყუილია, რომელიც მართლა “არ მოსულა”. მთელმა საზოგადოებამ იცის და ნანახი აქვს, ჩემი პოსტები…

მეტი...

“ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია – საით მიდიხარ საქართველო?” – პიტერ ფიშერი

“ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია – საით მიდიხარ საქართველო?” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. პიტერ ფიშერი ამბობს, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია. „რვა ელჩი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია. ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება მიუღებელია. გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. საით მიდიხარ, საქართველო?“, – წერს პიტერ ფიშერი.

მეტი...

„ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგონ“- აშშ-ს საელჩო

“ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ” – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს  შეხვდა, რათა „ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა“. „დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები,…

მეტი...

“მძიმე დღეები გავიარე, თუმცა თამაშია ციხეში ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება”- ელისაშვილი

“მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული – ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ” – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, მძიმე დღეები გაიარა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც. „მეგობრებო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული. არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, თამაშია აქ ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება. ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ. მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული, მაგრამ დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, უამრავ პოლიციელთან გადავიკვეთე და დამერწმუნეთ, ერთი სული აქვთ ეს…

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. მოქალქეები, ოპოზიციური პარტიის წევრები, არასამათავრობო ორგანიზაციისა და  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მე-12 დღეა ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. “მარტივი მოთხოვნაა ჩატარდეს ახალი არჩევნები, დამოუკიდებელი ადმინისტრაციით, სადაც გამოხატული იქნება ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხის ნება არ არის ეს ხელისუფლება. ქართველი ხალხის ნება თუ იქნება გამოხატული ის გააგრძელებს სვლას ევროპისკენ და ჩვენ ვიქნებით უკეთეს ქვეყანაში” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. პარალელურად აქციებია რეგიონებშიც.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება. პროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის არსებული რედაქციით, პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს − თანამდებობაზე არჩევის დღიდან პერსონალური დაცვა ენიშნება, რომელიც უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ ერთი წლის ვადით უნარჩუნდებათ, გარდა იმ შემთხვევისა თუ უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგია. “შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ პერსონალური დაცვა უნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის დამრღვევად…

მეტი...

შს მინისტრს უფლება ექნება, პოლიციელი კონკურსის გარეშე დაასაქმოს

შს მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს კადრი და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე სამსახურში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს. ამას “პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. “პოლიციის შესახებ“ ჯერ კიდევ მოქმედ კანონში წერია, რომ პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. პროექტის მიხედვით კი, პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებულ უნდა იქნას სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები კი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. პროექტის თანახმად, კანონი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. “2025 წლის…

მეტი...

ორბელიანის მოედნი იკეტება – „საახალწლო სოფელს“ აწყობენ

თბილისის მერია მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. პირველ ეტაპზე, 9 დეკემბრის 18:00-დან 22:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩები. სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების საშუალებით; მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, კერძოდ, რენა აბჟანდაძის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება…

მეტი...

დიდი ბრიტანეთი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას ზღუდავს და პროგრამებს აჩერებს

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში, საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია საქართველოსთან თანამშრომლობის შეჩერებაზე. „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას…

მეტი...

პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 5 ადამიანი დააკავა

პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 5 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით , მოსამართლის განჩინების საფუძელზე, 5 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ., 2004 წელს დაბადებული გ.მ., 2003 წელს დაბადებული დ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.დ. და 2004 წელს დაბადებული ა.კ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის…

მეტი...

,,აშშ ნატოში დარჩება, თუ სხვა წევრები თავიანთ გადასახადებს გადაიხდიან“ – ტრამპი

ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მონაწილეობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დამოკიდებული იქნება იმაზე, გადაიხდიან თუ არა მოკავშირეები გადასახადებს. „ნატო-მ, ევროპულმა ქვეყნებმა, ისარგებლა ჩვენთან სავაჭრო ურთიერთობებით. ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, ჩვენს საკვებ პროდუქტებს, ისინი არაფერს იღებენ. ეს სირცხვილია. გარდა ამისა, ჩვენ ვიცავთ მათ, ასე რომ, ეს ორმაგი დარტყმაა“, – აღნიშნა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა. „მე შევძელი ასობით მილიარდი დოლარის მობილიზება ნატოში, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, მხოლოდ ხისტი დამოკიდებულებით. მე ვუთხარი ალიანსის წევრ სახელმწიფოებს: არ დაგიცავთ, სანამ არ გადაიხდით და მათ დაიწყეს გადახდა. შედეგად, 600 მილიარდ…

მეტი...

,,არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი” – ჰერჩინსკი

,,როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ეს ასევე მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოს მოსახლეობის დაზარალება და დასჯა არ სურს. „ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება. არ გვსურს ხალხის დასჯა, რომელიც გამოხატავს ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ერთგულებას, რომელიც თბილისსა და ბევრ სხვა ქალაქში ქართულ დროშებსა და ევროპულ დროშებს აფრიალებს, მაგრამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკაზე,…

მეტი...

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბექა ჯაიანს ბრალდება დაუზუსტდა. კერძოდ, სისტემატურად ცემის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა. 26 წლის ჯაიანს გამოძიება კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას ედავება. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ 20 სექტემბერს შეუფარდა.

მეტი...

„სირიის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“ – ოფიციალური ჩინეთი

სირიის ყოფილი  პრეზიდენტის – ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დასრულებასა და პრეზიდენტის გაქცევასთან დაკავშირებთ კომენტარი ჩინეთის სგარაეო უწყებაში გაკეთდა. როგორც მაო ნინი განმარტავს, ამ ქვეყნის მომავალი თავად ამ ხალხის გადასაწყვეტია. „ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სირიაში არსებულ ვითარებას და იმედი აქვს, რომ შესაბამისი მხარეები გაითვალისწინებენ სირიელი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს და რაც შეიძლება მალე იპოვიან პოლიტიკურ გადაწყვეტას, რომელიც აღადგენს სტაბილურობას სირიაში. სირიის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. იმედი გვაქვს, შესაბამისი მხარეები იპოვიან პოლიტიკურ გადაწყვეტას სირიაში სტაბილურობისა და წესრიგის აღსადგენად სირიელი ხალხის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ინტერესებისთვის“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მეტი...

,,16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ” – ჰერჩინსკი

,,ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის 27 ელჩს, ასევე ახალ კოლეგებს ევროკავშირის ინსტიტუტებში. „16 დეკემბერს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და განიხილავენ საქართველოს საკითხს, საქართველოს საკითხს ასევე განიხილავენ მომავალი კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების…

მეტი...

“1+10” –  რას სთავაზობს ჩინეთი საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებს?!

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა  „1+10“ ფორმატის ფარგლებში, საერთაშორისო ეკონომიკურ ლიდერებთან დიალოგი გამართა.   მასში მონაწილეობა მიიღო: ახალი განვითარების ბანკის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა აჯაი ბანგან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა  კრისტალინა გეორგიევამ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა  ნგოზი ოკონჯო-ივეალამ და სხვა ლიდერებმა. დიალოგის თემა იყო „განვითარებაზე კონსენსუსის შექმნა გლობალური საერთო კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“. პრემიერმა ლი ციანმა აღნიშნა, რომ ამჟამად მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას აკლია იმპულსი, ხოლო ეკონომიკური გლობალიზაციაგამოწვევებს აწყდება, რაც უფრო მეტ გაურკვევლობას იწვევს. მისივე შეფასებით, ჩინეთი ეკონომიკური გლობალიზაციის მტკიცე დამცველია. „ათწლეულების განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკამ ძლიერი იმპულსი შეიტანა…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება. ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა. პროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის არსებული რედაქციით, პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს − თანამდებობაზე არჩევის დღიდან პერსონალური დაცვა ენიშნება,…

მეტი...

,,ის, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს” – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის რთული პროცედურაა, ის რაც საქართველოში ხდება ნამდვილად მოითხოვს სანქციების დაწესებას. ,,სანქციების პოლიტიკა ძალიან რთულია ევროკავშირისთვის. ამას სჭირდება 27 ქვეყნის ერთსულოვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, რომ მოვამზადოთ სანქციები და მივაღწევთ თუ არა ერთსულოვნებას ეს დამოკიდებულია 27-ვე წევრ ქვეყანაზე. რთული იქნება ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნისთვის, რომ თვალი აარიდოს იმ სისასტიკეს, რომელიც საქართველოში ხდება”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მეტი...

,,უკრაინა მზადაა, ქვეყნის ტერიტორიაზე, ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილოს” – ზელენსკი

,,უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის განიხილოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება უკრაინის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განთავსების შესახებ”, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის წინ განაცხადა. მისი თქმით, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, მან ჰკითხა მათ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებამდე. „გულწრფელად გეტყვით, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე. შეგახსენებთ, მან შემოგვთავაზა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ჯარების ნაწილი იმყოფებოდნენ უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებზე, რაც…

მეტი...

,,საქართველოს ხელმძღვანელობის პრაგმატული პოლიტიკა ვაშინგტონსა და ბრიუსელში გულძმარვას იწვევს” – გალუზინი

,,საქართველოს პოლიტიკა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში „გულძმარვას იწვევს“, საქართველოს ხელმძღვანელობაზე თავდასხმები შეიძლება გაგრძელდეს”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა. „საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების პატივისცემასა და დაცვაზე, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და დასავლეთის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გულძმარვას იწვევს. თუ ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაზე თავდასხმები შესაძლოა, გაგრძელდეს”, – აღნიშნა გალუზინმა. მისი მტკიცებით, საქართველოს ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა დაიცვას თავისი პრაგმატული კურსი, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.

მეტი...

,,იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ” – მამუკა მდინარაძე

,,იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ. რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ”, – დაწერა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში. მდინარაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპის ქვეყნების შემდეგ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები რუსეთშიც აღმოაჩინეს. „იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ. ბოლოს წილებზე ვეღარ დალაგდნენ როგორც ჩანს. მერე მომადგება რუსული ქოლცენტრიდან დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი და „ბატონო მამუკა,…

მეტი...

,,ბლინკენი ძალიან შორიდან, უსაფრთხოდ მყოფი და კომფორტიდან მოუწოდებს, რომ დროა უკრაინელებმა შეამცირონ გაწვევის ასაკი” – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ძალიან შორიდან, უსაფრთხოდ მყოფი და კომფორტიდან მოუწოდებს, რომ დროა უკრაინელებმა შეამცირონ გაწვევის ასაკი. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მეტი ახალგაზრდა უკრაინელი უნდა დაიღუპოს. აქედან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ ამის თავხედურად წარმოჩენა მსოფლიოს წინაშე, აჩვენებს, რომ დრო იყო, ამერიკაში მომხდარიყო ცვლილება“, – ციტირებს ზოლტანი ორბანს.

მეტი...

საქალაქო სასამართლომ, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ორ ადამიანს ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო სხდომები გრძელდება. დღეს გადაწყვეტილება ორ ადმინისტრაციულ საქმეზე გამოცხადდა, ორივე ბრალდებულს ჯარიმა დაეკისრა. დაკავებულები აყვანის მომენტსა და მის შემდეგ, ცემაზე მიუთითებენ. როგორც ისინი აცხადებენ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩაუდენიათ. ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს, 40-ზე მეტს კი ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს.

მეტი...

პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შეუსრულებლობას ადმინისტრაციული ჯარიმები მოჰყვება

პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებას და მის შეუსრულებლობას ადმინისტრაციული ჯარიმები მოჰყვება. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ახალი მუხლები ემატება, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი ქმედებებისთვის: პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ; პიროტექნიკური ნაწარმის…

მეტი...

ართვინის პროვინციაში შავი ზღვის სანაპირო ზოლთან მიმდებარე საქალაქთაშორისო მაგისტრალზე, მეწყერი ჩამოწვა

ართვინის პროვინციაში შავი ზღვის სანაპირო ზოლთან მიმდებარე საქალაქთაშორისო მაგისტრალზე, 250 კვმ-ზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის საფრთხე ლოკალიზებულია, ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, არსებობს შემთხვევის განმეორების რისკი. მგზავრებსა და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან საპროტესტო აქცია იმართება

სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან საპროტესტო აქცია გამართა. აქტივისტები დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ფიტული მიიტანეს, რომელიც მათივე თქმით, აქციებზე დაშავებული დემონსტრანტის გამოსახულებაა.

მეტი...

,,ევროკავშირი რუსული აგრესიისგან თავდაცვისთვის ემზადება” – Politico

Politico-ს ცნობით, თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი თავდაცვის სფეროსთვის ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტში 100 მილიარდი ევროს გამოყოფას ითხოვს. ევროკომისარი ამბობს, რომ ევროპამ უკრაინის სამხედრო დახმარება უნდა განაგრძოს და პარალელურად, შესაძლო რუსული აგრესიისთვის მოემზადოს. მისი თქმით, თუ უკრაინა ომში დამარცხდება, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე რუსული სამხედრო აგრესიის რისკი გაიზრდება, მანამდე კი ევროკავშირმა საკუთარი სამხედრო წარმოება უნდა გაზარდოს.

მეტი...

იუსტიციის სახლთან ხელოვანების აქციაა – პროტესტია კინოცენტრშიც

კულტურის სამინისტროსთან გამართული აქციის შემდეგ, მსახიობები, რეჟისორები, მუსიკოსები და სახელოვნებო სფეროს სხვა წარმომადგენლები პროტესტს იუსტიციის სახლთან აგრძელებენ. ისინი მსვლელობების გამართვასა და პოლიციის შენობებთან მისვლას გეგმავენ. პარალელურად, ხმაურია კინოცენტრში. კინოინდუსტრიის წარმომადგენლები თანამშრომლებს მათი განცხადებით, უკანონოდ დაკავებული და ნაცემი ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომლებმაც პროტესტის მონაწილეებს ტერიტორია ძალით დაატოვებინეს. ისინი აქციას, ამ დროისთვის, გარე პერიმეტრზე აგრძელებენ.

მეტი...

,,ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი” – პრემიერი

,,ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და გვინდა დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერის თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის „გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც…

მეტი...

,,ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია” – პრემიერი

,,ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია, პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული. „ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს გზავნილი ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გაიგეს ეს ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნა ვეღარ დგება მათი მხრიდან დღის წესრიგში, გამომდინარე იქიდან,…

მეტი...

,,20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას” – პრემიერი

,,ერთ-ერთ ოპოზიციის ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ, თუმცა მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერის თქმით, 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. „ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალია აშინებთ, თუმცა მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ…

მეტი...

ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ზვიად რატიანმა, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ,  დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ცნობისთვის, რატიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ზვიად რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მეტი...

საქართველოს საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირს ამხელს, რომელიც პოლონეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ფულს სძალავს

საქართველოს საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირის, ე.წ. მღვდელ-მონაზონ დავით აბშილავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ,,პოლონეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდება დახმარებას ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, რაშიც ფულს სძალავს მათ და ეწევა სხვადასხვაგვარ თაღლითურ საქმიანობას”. ,,პოლონეთში მცხოვრები თანამემამულეებისაგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამავე ქვეყანაში მოქმედებს თვითმარქვია პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს მღვდელ-მონაზვნად მოიხსენიებს, აღასრულებს საეკლესიო წესებს, პოლონეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ჰპირდება დახმარებას ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, რაშიც ფულს სძალავს მათ და ეწევა სხვადასხვაგვარ თაღლითურ საქმიანობას. არსებული ინფორმაციით, საკუთარი ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად მას აქვს გარკვეული “დოკუმენტი”. სინამდვილეში, მის ხელთ…

მეტი...