„გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე“- განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს. სახალხო დამცველის თქმით, ადამიანების ჯანმრთელობაზეც და უსაფრთხოებაზეც, პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. “ამ შემთხვევაში, იქ რაც ხდებოდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, ამაზე კითხვის ნიშნის დასმაც ზედმეტია. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას, რომ სასწრაფოდ აღკვეთონ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და რა კადრებიც ვრცელდება. გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი, არაფერი არის…
მეტი...დღე: დეკემბერი 7, 2024
საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
მეტი...მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას ომბუდსმენი ეხმაურება და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი თბილისში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და შს სამინისტროს დრულ გამოძიებისკენ მოუწოდებს. “ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა”- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. ბესიკის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართება, ტვ პირველის ჟურნალისტს და ოპერატორს შავებში ჩაცმული 15-მდე ნიღბიანი სასტიკად გაუსწორდა. მედიის…
მეტი...შავებში ჩაცმული ნიღბიანები ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად გაუსწორდნენ (video)
ბესიკის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართება, ტვ პირველის ჟურნალისტს და ოპერატორს შავებში ჩაცმული 15-მდე ნიღბიანი სასტიკად გაუსწორდა. მაშინ, როდესაც ჟურნალისტი პირდაპირ ჩართვას ახორციელბდა, მას ნიღბიანები თავს დაესხნენ და ძირს დააგდეს, ამის შემდეგ კი ოპერატორი დაიჭირეს, ძირს დააგდეს და სახის და თავის მიდამოებში ფესები ურტყეს. კამერა წაიღეს. დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში გადაჰყავთ. “მედიაცენტრი მთავარი” სოლიდარობას უცხადებს დაშავებულ ჟურნალისტებს და იმედს იტოვებს, დამნაშავეები კანონმდებლობის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი და დონალდ ტრამპი საფრანგეთში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახალი გახსნის ცერემონიალს ესწრება. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები, მათ შორის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იმყოფება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდეს.
მეტი...საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა დონალს ტრამპს შეხვდეს – “დეილი მეილი”
სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის ტრამპთან შეხვდერა ემანუელ მაკრონის შუამავლობით ნოტრ-დამის აღდგენილ ტაძარში გაიმართება. „არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარიზში ვიზიტის დროს ფეთქებადი დიპლომატიური შეტაკება ელოდება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოსალოდნელი შეხვედრით საქართველოში სადავო არჩევნების გამო ქუჩის პროტესტების ფონზე“, – წერს „დეილი მეილი“. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელნსკის.
მეტი...“დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უკრაინა, კოორდინაციას განახორციელებს პარტნიორებთან”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზელენსკი აცხადებს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაარწმუნა, რომ უკრაინა, კოორდინაციას განახორციელებს პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში. „შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, რომელიც იბრძვის ღირსეული მომავლისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის ხელისუფლებისგან ქვეყნის პუტინისთვის გადაცემის თავიდან აცილება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს – ეს ეხება შავი ზღვის რეგიონს, რომელიც წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს და რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა…
მეტი...თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია, მობილიზებულია პოლიცია
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, პოლიცია მობილიზებული – ადგილზე ხმაურია. სასამართლოსთან მსახიობები იმყოფებიან. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს ასასვლელ კიბეებთან და მთელ პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. მათთან მსახიობები სხვადასხვა ტექსტებით გამოხატავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ სასამართლო არ არსებობს, რადგან უდანაშაულო ადამიანები ციხეში გაუშვეს. “არა ძალადობრივ რეჟიმს”, “სირცხვილია” – სკანდირებენ მსახიობები. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და დანარჩენ მოქალქეების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სასამართლოსთან შეკრებილი მსახიობების პროტესტი მოჰყვა. ანდრო ჭიჭინაძეს და ონისე ცხადაძეს პატიმრობა შეუფარდეს – გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა
მეტი...ანდრო ჭიჭინაძეს და ონისე ცხადაძეს პატიმრობა შეუფარდეს – გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ყველა მათგანი ასაბუთებდა, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით გირაოს განსაზღვრას თავად სთავაზობდნენ. სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში იმყოფებიან თეატრის, კინოს მსახიობები, იუმორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სხდომაში მყოფების მხრიდან…
მეტი...სალომე ზურაბიშვილი ზელენსკისთან ფოტოებს ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები პრეზიდენტი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, პარიზში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტიც.
მეტი...რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები, თსუ-დან მსვლელობით მისულ აქციის სხვა მონაწილეებს ტაშით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, სათაურით- გაიფიცე”, “შინ ევროპაში”, “ჩვენი ადგილი ევროპაშია”. პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება – გადაკეტილია მელიქიშვილის გამზირი
მეტი...ელენე ხოშტარია პარლამენტისკენ სროლა-სროლით მიემართება
აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან. თავდაპირველად ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან იყვნენ შეკრებილი. მსვლეობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წევრები და ლიდერები. სოციალურ ქსელში ვრცელდება, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფოტოები, რომელიც პარლამენტისკენ პიროტექნიკით მიემერთება. მას ხელში „მაშხალა“ უჭირავს.
მეტი...“გავიფიცეთო, ერთმანეთს ეფიცებიან, ახლა. რა გაიფიცნენ, ვინ გაიფიცა?”- მამუკა მდინარაძე
“გავიფიცეთო, ერთმანეთს ეფიცებიან, ახლა. რა გაიფიცნენ, ვინ გაიფიცა? რამდენიმე ათეული ადამიანია გაფიცული და სულ ეს არის, ოღონდ, რაც გამოსდით ზედმეტ-ნაკელები წარმატებით, ეს არის ბულინგი გარკვეული ადამიანებისა, ვინც, სამწუხაროდ, ამ ბულინგს დაექვემდებარა” – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძე ამბობს, რომ გარკვეულ ადამიანებზე ბულინგი ხორციელდება. „მათ გასაგონად მინდა ვთქვა, არ შეიძლება, ასეთი რაღაცები არ უნდა გამომქონდეს, მაგრამ მგონია, საჭიროა, რომ მიხვდნენ ჩვენი გულწრფელობის ხარისხსაც და ვიღაცებმა თავისი თავი ამოიცნონ ახლა, რასაც ვიტყვი, ძალიან ვცდილობ ხოლმე, რომ ასეთი რაღაცები გარეთ არ გამოვიტანო – პირადად მე არ მჭირდება და ჩემს…
მეტი...პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება – გადაკეტილია მელიქიშვილის გამზირი
აქციის მონაწილეები, რომლებიც თსუ-ს პირველ კორპუსთან იყვნენ შეკრებილი, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მოქალქეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს და შესაბამისად, შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. აქ სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან, მათ შორის არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და ლიდერები. აქციის მონაწილეები კვლავ ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. მომიტინგეებს ხელში საქართველოს დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერი უჭირავთ. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც.
მეტი...“უხარიათ მსხვერპლი”- მდინარაძე
„ერთი სული აქვთ მსხვერპლი როდის იქნება“- განცახადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რითაც ავტოავარიაში დარუპული ახალაგაზდა ქალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მდინარაძე ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორები მსხვერპლს ელოდებიან. „რომ არ აღმოჩენილიყო ისეთი ადამიანი, რომელმაც არ იკადრა, რაც იკადრეს აქციის ორგანიზატორებმა. დილიდან დაიწყეს წერა. ერთი სული აქვთ მსხვერპლი როდის იქნება, აი მტკიცებულება, რომ უხარიათ მსხვერპლი. სანამ შვილმ არ დაწერა, რას აკეთებთ, ხომ არ გაგიჟდითო? არ იკადრა ადამიანმა დედამისის თავს დამტყდარი ეს უდიდესი ტრაგედია და უბედურება ვიმეს გამოეყენებინა პოლიტიკური მზინებისთვის“- განაცახადა მდინარაძემ ბრიფინგზე. ცნობისთვის, დღეს გამთენიისას ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. თავდაპირველად გავრცელდა…
მეტი...ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოსთან მსახიობები მივიდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 მოქალქის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მხარდასაჭერად მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ. „ეს არ ეხება მხოლოდ იმას, ევროპაში გვინდა წასვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი სახელმწიფო გვინდა, სადაც არ იქნება ასეთი ძალადობა, სადაც არ იქნება ასეთი ძალადობრივი მეთოდები, ახალგაზრდებს ცხოვრება უნდათ და დამერწმუნეთ, მშვიდი და წყნარი ცხოვრება უნდათ. ის ვიცი, რომ წარმოუდგენელია, ანდრო ჭიჭინაძე ციხეში დარჩეს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ამათგან ყველაფერს ველოდები, მაგრამ მისი ციხეში გამოკეტვა ისეთი დანაშაულია, ვერ გეტყვით. ვნახოთ,…
მეტი...“მოტეხილობა, ინტოქსიკაცია”- წუხელ კლინიკაში აქციის ცხრა მონაწილე გადაიყვნეს
6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული. ინფორმაციას ჯანდაცვა ავრცელებს. “გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია. ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან. საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების…
მეტი...“აქციაზე დაკავებულთა ნაწილს დაზიანებები აღენიშნება”- ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 მოქალაქე მოინახულა. როგორც ლევან იოსელიანმა, განაცახადა დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები. „თბილისსა და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით, 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს სახეზე ნაჟღენთებიც აღენიშნება. ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც დაკავების დროს ჩამოართვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას. მათ შორს, ვნახე ბექა ყორშიაც, დაზიანებები არ აღენიშნება“- განაცხადა იოსელიანმა. იოსელიანი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით…
მეტი...“ანდრო ჭიჭინაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია”- ადვოკატი
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ, ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განუცხადა. „რაც წარმოდგენილია, ამის მტკიცებულებები ჯერ არაფერია შიგნით, გარდა იმისა, რაც მედიაში გავრცელდა, რაღაც ჯოხის მოქნევის კადრი, არც ჩანს ვის მოხვდა, სად მოხვდა, სად დავარდა, საქმეში არც დაზარალებულია, ფაქტობრივად, არანაირი მტკიცებულება არ არის. საინტერესოა, რა მტკიცებულებას წარმოადგენენ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე დანაშაული დაადასტურონ. ანდრო, რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს, წარმოდგენილ ბრალს სრულად ემიჯნება, ამბობს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია, ის მხნედაა, საზოგადოებას მადლობას უხდის. სხვა აქტივისტებისგან განსხვავებით, ანდროს ნაწილში არც…
მეტი...“ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის… ამაზრზენია!”- რას წერს ავტოავარიაში დაღუპული ქალის შვილი
თბილისში ტრაგიკულად დაღუპული ქალის შვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დედა აქციაზე მის დასახმარებლად არ მიდიოდა, არამედ მას საკუთარი მოქალქეობრივი ვალის მოხდა სურდა. როგორც თამუნა კბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მომხდართან დაკავშირებით, მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. “ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული. თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია! დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა!ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!” – წერს გარდაცვლილის შვილი. ცნობისთვის, ტრაგედია თბილისში…
მეტი...ავტოავარიას ემსხვერპლა ქალი, რომელიც, საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა
დღეს, გამთენიისას ავტოავარიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ მათი თანამშრომელი იყო. „დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა. ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან. ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.…
მეტი...არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა
“2023 წელს, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა” – ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, ასევე, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3680 მოქალაქეს ეთქვა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. „2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა. 2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი…
მეტი...ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 6 მოქალქეს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 6 მოქალქეს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. ასევე, დაზიანდა და განადგურდა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ქონება, მათ შორის თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”- აცხადებენ უწყებაში.
მეტი...“სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით საქართველოს წინსვლა არ განუცდია”- ევროკავშირის ანგარიში
„საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობაში მოყვანის კუთხით წინსვლა არ განუცდია. პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაშორება გაიზარდა”- ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა. 2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან…
მეტი...„რაც ჩავიდინე, მართლა ცუდია, ვნანობ” – პატიმრობა შეუფარდეს 18 წლის საბა ჯიქიასაც
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო. მოსამართლე მგელიაშვილის განმარტებით, წარდგენილ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფეხს წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ პოლიციელს საბა ჯიქია. მგელიაშვილის თქმით, „წაქცეულ ადამიანზე მივარდნა და ფეხის დარტყმა მისთვის დაუსაბუთებელია, იმის ფონზე, როცა ეს არ იყო მოგერიების მდგომარეობა“. დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ნინო მჭედლიშვილის განმარტებით, საერთოდ არ იკვეთება, რომ ის დანის კი არა, რაიმე სახის მჩხვლეტავ-ბასრი საგნის გამოყენებას არ აპირებდა. ადვოკატის თქმით, 18 წლის სტუდენტი ციხეში არ უნდა გაუშვან, ის…
მეტი...“სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს”- ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისია საქართველოს შესახებ მეშვიდე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შეეხება. „საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს“ – ნათქვამია ანგარიშში. ევროკომისია რეკომენდაციების სახით კონკრეტულ საკითხებს გამოყოფს: „უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. გააუქმოს და გაიწვიოს ნებისმიერი…
მეტი...მოქალაქე, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან პატიმრობაში დატოვეს
ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების განმარტებით, ანზორ კვარაცხელიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და არც ამის შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ადვოკატებმა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით დატოვების შუამდგომლობა დააყენეს, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზეს. ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.…
მეტი...ისრაელის თავდასხმას ღაზის სექტორში 20 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში, ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ავიაიერიში საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები და ქალები. დაშავებულია, სულ მცირე, 30 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე განხორციელდა საარტილერიო დაბომბვა.
მეტი...აქციაზე დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს, 20 მოქალქე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება
გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით 48 პირი დააკავა. დაკავებულების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 20 პირი კი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მათ მოსანახულებლად ადვოკატები არიან შესული. ამასთან, დაკავებულების ნაწილი რეგიონებშია გადაყვანილი. ასევე, წინასწარი მოთავსების იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები იმყოფებიან. გამომძიებლის განცხადებით, დამატებითი დეტალები დაკავებულების მონახულების შემდეგ ექნებათ.
მეტი...“ქართული ოცნების” ლიდერები ევროკავშირს ატყუებენ”- მარგუს ცაჰკნა
“პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ქართველ ხალხს ატყუებდნენ” – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ნიღბები ჩამოხსნილია. „ქართული ოცნების“ ნიღბები ჩამოხსნილია და ეს უკვე რამდენიმე თვის წინ იყო აშკარა, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რაც რეალურად ქართველ ხალხს არ სურს და ასევე, დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრმა, ეს საკითხი უკვე დავაყენეთ და კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ამას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომავალ…
მეტი...“ახალგაზრდობასთან ბრძოლაში ვერასოდეს ვერ და არ უნდა გაიმარჯვოს მამების თაობამ”- ამირან გამყრელიძე
“მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია, ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ მტრებს”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირაგ გამყრელიძის განცხადებაშია ნათქვამი. გამყრელიძე სოცილაურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებს პირებს, ვითარების ესკალაცია შეუძლიათ. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს რეგულარულად უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე. „როგორც ექიმი და ათეული წლების განმავლობაში პიროვნება მდგარი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ძალიან განვიცდი ასეთ ესკალაციას, რომელიც შეიძლება…
მეტი...“აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა”- საია
“ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ”- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. საია-ში ამბობენ, რომ ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს. „6 დეკემბერს…
მეტი...“საუკეთესო ნაბიჯი ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა” – მიხელსონი
“საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა” – ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლას. მისივე განცხადებით, ქართველი ხალხი მხარდაჭერას ელოდება. „ყოველი დღე მნიშვნელოვანია. თავისუფალი ქართველი ხალხი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას ელოდება. საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაა. მალტაში, ფინეთმა და ავსტრიამ უშუალოდ გამოსცადეს, თუ რას ნიშნავს საქართველოს თვითგამოცხადებულ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. ეს შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს“- წერს მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში მიემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. კონკრეტულად ვის შეხვდება პრეზიდენტი, ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხოეთის მოქალქეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხოეთის მოქალქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 მოქალაქე. “პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წინა ორი დღის მსგავსად მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. შინაგან საქმეთა…
მეტი...“შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ”- პრეზიდენტი
“რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში?” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს“. „გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ. მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მეტი...