პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე 9 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ, ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში,რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18,229-ე მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან…
მეტი...დღე: დეკემბერი 5, 2024
„პრემიერი უნდა იყოს შეცვლილი. როგორც კი გადადგება 2 კვირაში უნდა ჩავნიშნო არჩევნები“- ზურაბიშვილი
“ის პრემიერი, რომელმაც ვერ გადაჭრა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმათ მუქარა, უნდა იყოს შეცვლილი”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები აუცილებელია, რადგან ქვეყანა კრიზისშია. “არჩევნები არის აუცილებელი, როდესაც ქვეყანა არის კრიზისში. ის პრემიერი, რომელმაც ვერ გადაჭრა კრიზი და მხოლოდ იცის ხალხის მიმათ მუქარა და არა კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი. როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, მე ორ კვირაში უნდა ჩავნიშნო აჩვენები. უნდა იყოს მოლაპარაკება, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არის კრიზისიდან გამოსვლა, სტაბილურობა და დეპოლარიზაცია”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეტი...პოლიციამ ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 მოქალქე დააკავა
პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. “თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული ო.ც., 1990 წელს დაბადებული გ.მ., 1975 წელს დაბადებული ჯ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.ჭ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული რ.ს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს შსს-ს ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და…
მეტი...“სკოლის მოსწავლეებისთვის არ მომიწოდებია, აქციებზე გამოსულიყვნენ” – პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას სკოლის მოსწავლეებისთვის გაფიცვის ან აქციებში მონაწილეობის მიღებისკენ მოწოდებები არ გაუკეთებია. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მან სოციალურ ქსელში მხოლოდ ფაქტები აღწერა. “დეზინფორმაცია და პროპაგანდა არ გვინდა. წარმოუდგენელია, არანაირი მოწოდება. ეს იყო ინგლისურად დაწერილი, მოწოდებები სოციალურ ქსელებში ინგლისურად არ იწერება. ეს იყო აღწერა ფაქტის, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე რაც ხდება. ვინმეს წარმოუდგენია, რომ მე დედამ, ბებიამ მოვუწოდო სკოლის ბავშვებს, რომ გამოვიდნენ?! გაოგნებული ვარ, რომ შეიძლება ვიღაცას საპატრიარქოში სჯეროდეს, რომ მე ასეთი მოწოდება გავაკეთე. მოწოდება არ გამიკეთებია არც ზრდასრულების მიმართ და ბავშვებისთვის რატომ უნდა გემეკეთებინა მოწოდება?“- განაცხადა…
მეტი...“დემოკრატია, განვითარება და არა მონობაში დაბრუნება”- სალომე ზურაბიშვილი
“მონობის მომხრე ვერასოდეს ვიქნები”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატია და განვითერება. „ჩვენი დემოკრატია, ჩვენი განვითარება და არა მონობაში ჩვენი დაბრუნება – ეს მიუღებელია. აქ მე ვარ ერთ მხარეს, ვერ ვიქნები ორივე მხარეს. მონობის მხარეს ვერასოდეს ვერ ვიქნები, ვერც შიგნით და ვერც საგარეო პოლიტიკაში“- განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის გზას გადაუხვია.
მეტი...“არ ვაპირებთ მოქმედების გარეშე შევეგუოთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს“ – ჯინ შაჰინი
“საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს” – ამის შესახებ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ჯინ შაჰინი ამბობს, რომ მოქმედების გარეშე არ შეეგუებიან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. „როგორც ვიცით იქ (საქართველოში) სიტუაცია სულ უფრო მძიმე ხდება. ეს კომიტეტი ქართველი ხალხის მიმართ დიდი ხანია ერთგულია. ვფიქრობ, ყველანი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ვფიქრობ,…
მეტი...დიღმის სამმართველოსთან მსახიობები აქციას მართავენ
დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან მსახიობები აქციას მართავენ. ისინი კოლეგის ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. ისმის შეძახილები: “ანდრო”, “ანდრო”. “თქვენი კოლეგა არის დაპატიმრებული. ანდრო ჭიჭინაძეს სახლში შეუარდნენ და აქ ჰყავთ დაპატიმრებული. მოგიწოდებთ, რომ იყოთ სოლიდარულები თქვენივე სფეროს წარმომადგენლების მიმართ. გირჩევთ გქონდეთ რეაქცია, ნუ ხართ იმ სისტემის ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს კოლეგას ციხეში ამყოფებს”- განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დაკავებულია. დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება, თუმცა, ცნობილია, რომ მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და სახლიდან აიყვანეს. ჭიჭინაძე არის ელენე ხოშტარიას ნათესავი.
მეტი...ალეკო ელისაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც დააკავეს,კლინიკა „ვივამედში“ დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მას ნახეთქი დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. უწყების ინფრმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მეტი...“დაზიანებული აქვს თვალი და ყური”- ადვოკატი ზურა დათუნაშვილზე
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ზურა დათუნაშვილის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, დათუნაშვილს ძალადობის კვალი, კისრის არეში აღენიშნება, ასევე დაზიანებული აქვს თვალი და ყური. “ზურა დათუნაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის არ შესრულებას მოიცავს. მისი დაკავება ძალადობრივი გზით მოხდა, როდესაც ის შენობიდან გამოვიდა, მას პოლიციელებთან კონტაქტი არც კი ჰქონია, შავებში ჩაცმული, ერთ-ერთი პოლიციელი პროვოკაციის მოსაწყობად მივარდა, სწვდა ქურთუკში და დააგდო ძირს. ამავე პირმა პოლიციელებს ზურას დაკავებისკენ მოუწოდა. დაკავების დროს მასზე ძალადობა…
მეტი...“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს”- გერმანიის საგარეო უწყება
“მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის” – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ პლატფორმა X-ზე გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, გერმანია ქართველი ხალხის გამბედაობას მიესალმება. „ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს. სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან მისი სიტყვებითა და მოქმედებებით“ – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. გარადა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი სოციალურ ქსელში წერს,…
მეტი...აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს
პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში: ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებში სამართალდამცავები არიან განლაგებულები. პროტესტის მონაწილეები მერვე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ.
მეტი...დაკავებულია მსახიობი ანდრო ჭიჭინაზე
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დაკავებულია. დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება, თუმცა, ცნობილია, რომ მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და სახლიდან აიყვანეს. ჭიჭინაძე არის ელენე ხოშტარიას ნათესავი.
მეტი...„2 მილიონის პიროტექნიკა გაყიდული, ეს ქაუნთერი არ არის ეს არის ლუზერი“ – მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, 2 მილიონის პიროტექნიკაა გაყიდული. მისი თქმით, წინასწარ რატომ გაიყიდა 2 მილიონს პიროტექნიკა და ეს 2 მილიონი სად წავიდა? „ბავშვებო, შვილებო, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს „ქაუნთერი“ არ არის. ეს არის „ლუზერი“ აგენტების მიერ წაქეზებული პროცესი… მზადება 16-20 დეკემბრისთვის მიმდინარეობდა, თუმცა ხელისუფლებამ მათ „ეს მავნე და ფაშისტური ენერგია“ წინასწარ დაახარჯვინა. ამოვიღეთ მონაცემები, 27 ნოემბრამდე, 2 მილიონის, თუ არ ვცდები, თითქმის ორჯერ მეტი პიროტექნიკა არის გაყიდული, სხვათა შორის, ძირითადად მსხვილკალიბრიანები“ – აცხადებს მდინარაძე.
მეტი...ალეკო ელისაშვილს ბრალი პოლიტიკური დევნის ნიშნით წარუდგინეს
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს ბრალი პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინეს. უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ელისაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მეტი...„აშშ-ის საელჩოს საშაირო ქარდები“ – მამუკა მდინარაძე
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველ დღე რაღაც საშაირო “ქარდებს” დებს“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე საელჩოს მიერ გავრცელებულ ბანერზე, სადაც წერია: „ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა“. მდინარაძე ამ „ქარდს“ შაირით პასუხობს. „ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ – „მე შაირი არ მინდოდაო“ თუ რა გავაკეთოთ? – მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა ისე გაფუჭდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდეს ამის დალაგება“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
მეტი...მსახიობებმა რუსთაველის თეატრის წინ გზა გადაკეტეს
რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვანებმა გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. ხელოვანებს დღეს დაგეგმილი ჰქონდათ, რომ რუსთაველის თეატრში შეხვედრა გაემართათ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრათ, შეედგინათ სამოქმედო გეგმაც, თუმცა ისინი თეატრში არ შეუშვას და კართან პოლიციის კორდონი ჩააყენეს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, რობერტ სტურუამ თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ ,,რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში”. ,,რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა” – რობერტ სტურუა
მეტი...,,არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად” – კახა კალაძე
„არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება იმ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება თითოეული ჩვენგანისთვის დამდგარიყო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძალადობის აღკვეთა და კანონის აღსრულება სახელმწიფოს ვალდებულებაა. „სახელმწიფოს ამოცანა დღეს საკუთარი მოქალაქეების დაცვა, ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფა, არეულობის აღკვეთაა. არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება იმ სავალალო და მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება დამდგარიყო ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. კანონის უზენაესობა – ეს არის ის მთავარი ქვაკუთხედი, რაზეც დგას ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო, მათ შორის…
მეტი...დავით კეზერაშვილის ინფორმაციით, თბილისში მდებარე მის სახლში პოლიცია შევიდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ინფორმაციით, თბილისში მდებარე მის სახლში პოლიცია შევიდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად კეზერაშვილი ავრცელებს. „ისე „გადაფსიხდა“ ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო, მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!“, – წერს კეზერაშვილი.
მეტი...,,ინფორმაცია, თითქოს უწყებას სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება” – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უწყების თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უწყების და თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყების და თითოეული თანამშრომლის, დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება, ემსახურება საზოგადოებაში შინაგან საქმეთა…
მეტი...,,მეგობრებო, აი, ამიტომ იყო საჭირო და აუცილებელი „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება” – კახა კალაძე
თბილისის მერის შეფასებით, აქციების ძალადობრივი მხარე იმართებოდა იმ ორგანიზაციებიდან და პარტიებიდან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობის წყაროდ ქცეული რადიკალური ორგანიზაციების ფინანსები გამხდარიყო საჯარო. „დღეს უკვე ცხადი გახდა ყველასთვის, რომ აქციის ძალადობრივი მხარე იმართებოდა იმ ორგანიზაციებიდან და პარტიებიდან, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან უცხოეთიდან. როგორც კი მათ ხელიდან გამოეცალათ ძალადობის ინსტრუმენტები, აქცია მაშინვე გახდა მშვიდობიანი. შესაბამისად, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირებაც აღარ გახდა საჭირო. მახსოვს, როდესაც „გამჭვირვალობის კანონი“ მივიღეთ, ბევრი ჩვენი მოქალაქე სვამდა კითხვას: რატომ გახდა…
მეტი...ეუთო-ს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ დატოვა
ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოსვლისას ზოგიერთი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ლავროვის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ეუთო-ს პლენარული შეხვედრების დარბაზი დატოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის განცხადებით, ლავროვის გამოსვლის წინ დარბაზი დატოვეს საქართველოს, ჩეხეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრა მალტაში მიმდინარეობს.
მეტი...ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსამდე მომიმატებს, 7-8 დეკემბერს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,…
მეტი...,,ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა” – აშშ-ის საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველი ხალხის მხარდამჭერ მორიგ ,,ქარდს” აქვეყნებს. ,,ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა”, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ. ქარდზე.
მეტი...,,ალეკო ელისაშვილის დაკავებისას პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს” – ომბუდსმენი
,,ჩემმა რწმუნებულმა დაკავების პირველივე საათებში მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია და ზურაბ დათუნაშვილი, ასევე ალეკო ელისაშვილი. შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები მოქალაქეების დაკავების დროს იყენებენ. საგანგაშოდ ბევრი მათგანი მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართეს. „ჩემმა რწმუნებულებმა დაკავების პირველივე საათებში მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია და ზურაბ დათუნაშვილი. ასევე, სისხლის სამართლის წესით დაკავებული 7 პირი. ნიკა გვარამიას განცხადებით, იგი უკანონოდ დააკავეს. დაკავების პროცესში მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და პოლიციელებმა მიაყენეს…
მეტი...,,ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი” – მაკა ბოჭორიშილი
,,დღეს ის პრინციპები, რომლებზეც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა დაფუძნებული, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. სწორედ საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მალტაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. მან…
მეტი...,,პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია” – ომბუდსმენი
,,ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ომბუდსმენი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებსაც გამოეხმაურა და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება. „მინდა გამოვეხმაურო ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობას. პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია. საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ პატარა საზოგადოება ვართ და ასეთ პირობებში, დაპირისპირება სოციუმის ყველა რგოლში აღწევს. ამ დროს ყველა…
მეტი...,,5 დეკემბრის მონაცემებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 18 ადამიანი, საქმეებს სასამართლოში დავაკვირდებით” – საია
5 დეკემბრის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 18 ადამიანი. დაკავებულების საქმეებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სასამართლოში დააკვირდება. ,,4 დეკემბერს, ლეგიტიმური პროტესტის მე-7 დღეს, რეპრესიის დამატებითი საშუალებები ამოქმედდა. კერძოდ, ძალადობრივად, ღირსების შემლახავად აკავებდნენ და ჩხრეკდნენ პირების საცხოვრებელ ადგილებსა და ოფისებს, რაც მიზნად ისახავს, ადამიანების დაშინების გზით ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. კერძოდ, პარალელურ რეჟიმში ჩხრეკა დაიწყეს ოპოზიციური პარტიების „კოალიცია ცვლილებებისთვის“ „ენმ-ის“ და „გირჩი-დროას“ ოფისებში. ოფისებიდან გამოიტანეს ფიზიოლოგიური ხსნარები, ნიღბები, ჩაფხუტები. სამართალდამცავები ასევე შევიდნენ ახალგაზრდული მოძრაობა “ნაბიჯის” ოფისში. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე…
მეტი...ვინ არის სენაკში ქმრის მიერ მოკლული ქალი
სენაკში მკვლელობა მოხდა. შუახნის მამაკაცმა ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა, რაც ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. 46 წლის ქეთინო ძაძუა, ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, 49 წლის გოჩა ბარამია ცხელ კვალზე დაკავეს.
მეტი...,,რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა” – რობერტ სტურუა
,,რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი”, – ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა. მისი თქმით, რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა. „რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი”, – წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის „ფეისბუქ“ გვერდზე.
მეტი...,,დაველოდებით არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან” – პრემიერი
,,დაველოდებით არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ევროპელ პარტნიორებთან, ძირითადად, მრავალმხრივ ფორმატში გვაქვს ურთიერთობები და მუდმივ რეჟიმში გრძელდება ეს კონსულტაციები. პირველ რიგში, დაველოდებით არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებას თითოეული ქვეყნების მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ყველამ უნდა აღიაროს ეუთო/ოდირის დასკვნა, დაველოდებით ასეთ აღიარებას და ამის შემდეგ ჩვენ ვიაქტიურებთ ნებისმიერ ქვეყანასთან”, – განაცხადა პრემიერმა.
მეტი...პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 10 მსჯავრდებულიდან 3 სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. ,,4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...,,პირველი, ვინც ხელს გაუწვდის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, სწორედ ჩვენ ვიქნებით“ – პრემიერი
,,მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, რომ ის სისტემური და უხეში ძალადობა, რომელსაც თბილისის ქუჩებში ვხედავდით, არ დაგმო არავინ, განსაკუთრებით ვგულისხმობ შესაბამის საელჩოებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, ბუნებრივია ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს. „მათ შორის, ჩვენ ვხედავდით, რომ კონკრეტული ელჩები, ვისი პოზიციაც განსაკუთრებით საინტერესო იყო, წინასაარჩევნო პერიოდში ზოგჯერ პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ თავიდან ბოლომდე სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, როგორც კი დასრულდება…
მეტი...,,ელენე ხოშტარიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ პარტიული რესურსი” – პრემიერი
,,ელენე ხოშტარიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ პარტიული რესურსი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოთხივე ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული „ნაცმაიდანის“ მოწყობის მცდელობაში. „ელენე ხოშტარიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, ჯერჯერობით ის არის პარლამენტის წევრი, შესაბამისად, უფრო რთულია მის მიმართ შესაბამისი მოქმედებების დაწყება, თუმცა რეალურად, ჩვენთვის ეს არის, რა თქმა უნდა, აღიარებითი ჩვენება. პოლიტიკურად მან დადო პირდაპირი აღიარება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ ძალადობის უკან იდგა თავიდან ბოლომდე პარტიული…
მეტი...სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული 46 საკითხი განიხილა, რომელთა უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს შეეხებოდა. კომისიამ იმსჯელა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების (ახალი ობიექტის) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდებისა და პროცედურების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებების მიხედვით, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად კომპანიებს ვადები განესაზღვრათ. სემეკის მიერ დადგენილი „მომსახურების ხარისხის წესებით“ განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევისას, კომუნალურ კომპანიებს მომხმარებლისთვის კომპენსაციის გადახდა ეკისრებათ. სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე 2017 წლიდან დღემდე გაცემული კომპენსაციების ჯამი…
მეტი...,,ფიზიკური ძალადობის რესურსის ამოწურვის შემდეგ, გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და დაიწყეს სიების გამოქვეყნება” – პრემიერი
,,თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, როცა ამოიწურა ფიზიკური ძალადობის რესურსი, გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ,,როდესაც ვეღარ ძალადობდნენ ფიზიკურად, როცა ამოიწურა ამის რესურსი გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც არის დამახასიათებელი ლიბერალური ფაშიზმისთვის. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების. თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას”, – განაცხადა პრემიერმა.
მეტი...,,მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა” – პრემიერი
,,არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი, „დაიტოვე“, აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც უკრაინაშიც კი სტუმრობდა სააკაშვილს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა. „რაც შეეხება მითს ე.წ გულწრფელი ახალგაზრდების თაობაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გულწრფელი ახალგაზრდაა საქართველოში, მათ შორის, საქართველოში, მათ შორის, მათი მცირე ნაწილი არის ოპოზიციის მხარეს, აქვს შესაბამისი განწყობები, უმეტესი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, მაგრამ მითი იმის თაობაზე, რომ…
მეტი...