შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი – ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. „დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.…
მეტი...დღე: დეკემბერი 4, 2024
დაკავებულია ალეკო ელისაშვილი
სამართალდამცველებმა, „ქორთიარდ მარიოტის“ დატოვების შემდეგ, ალეკო ელისაშვილიც დააკავეს. როგორც ამ ეტაპისთვის ცნობილია, ის დაკავებულია „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.
მეტი...დააკავეს მსოფლიო ჩემპიონი
“ქორთიარდ მარიოტთან” ვითარება ურთულესია. ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ დააკავეს მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი, რომელიც ქორთიარდში ოპოზიციური პარტიების შეხვედრას ესწრებოდა. მიმდებარე ტერიტორია სავსეა სამართალდამცველებით, რობოკოპებით, ნიღბიანებით. მაშინ, როდესაც სასტუმროში ოპოზიცია შეხვედრას მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანების მობილიზება იყო. ვითარება ამ დრომდე ურთულესია.
მეტი...სამართალდამცავებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს – დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო. ორივე მათგანი, დაკავების მომენტში სამართალდამცავების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. პროკურატურის ინფორმაციით, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ…
მეტი...“ათწლეულების პროგრესი განადგურდება”- გერმანელი ევროპარლამენტარი
“დაუბრუნებლობის წერტილი საქართველოს მთავრობისთვის. ოპოზიციის ღია რეპრესიები არის გზა პრორუსული ავტორიტარიზმისკენ” – ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი მტკიცებით, საქართველოში ერთადერთ დემოკრატიულ ძალად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქართველი ხალხი რჩება. „ათწლეულების პროგრესი განადგურდება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავისუფალ ქართველი ხალხი რჩება ერთადერთ დემოკრატიულ ძალად საქართველოში“ – წერს გერმანელი ევროპარლამენტარი.
მეტი...მეტროებში მოქალაქეებს ჩხრეკენ და აკავებენ
თბილისის მეტროებში კონტროლი გამკაცრებულია. განსაკუთრებით კი მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“ და „რუსთაველზე“. სამართალდამცველები მოქალაქეებს ჩხრეკენ და აკავებენ. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ისინი იცავენ წესრიგს და ეს არის ზედაპირული დათვალიერება, თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, თავისუფლების მეტროს ამოსასვლელში რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი დააკავეს.
მეტი...ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ამის შესახებ, გვარამიას უფლებადამცველმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ეს ომონის მხრიდან ცნობილი არ გამხდარა – პოლიციად წოდებულ დაწესებულებას ქმედებები მათ ომონზე უარესად წარმოაჩენს“- განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
მეტი...დაკავებულია აქციის 7 მონაწილე – რა განაცხადეს შსს-ში?!
შინაგან საქმეთა სამინისტროს იფპორმაციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია 7 ადამიანი. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძემ ამბობს, არსებობს ვიდეო-მტკიცებულებები. „2024 წლის 28 ნოემბრიდან, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მანიფესტაციის და გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რაც ამ დრომდე ატარებს ორგანიზებულ და ინტენსიურ ხასიათს. პირდაპირი ეთერების საშუალებით საზოგადოება თვალს ადევნებს მოძალადე ჯგუფების აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს, რაც გამოიხატება, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებში, ასევე, ინფრასტრუქტურის დაზიანებებში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის 150-ზე…
მეტი...შ.ს.ს. სასაზღვრო პოლიციისა და აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვაო ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და შ.ს.ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს იმ ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, რომლებიც 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, ვეტერანის სტატუსი არ ჰქონდათ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 68 მონაწილეს,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭა.ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობები, ვეტერანებს, კობა კობალაძემ, საზეიმო ვითარებაში პირადად გადასცა და…
მეტი...“დიდი მოლოდინით ველით აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას”- კობახიძე
“დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით. „დიახ, აშშ-ის ამჟამინდელი ანუ, მიმავალი ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს რთული მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან და ზოგადად რეგიონთან მიმართებით. იგივე სცადეს უკრაინასთან მიმართებით და საქართველოსთანაც იგივე მცდელობაა. დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი…
მეტი...პარლამენტთან აქცია განახლდა, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. შეკრებილებს აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. პროტესტის მონაწილეები მეშვიდე დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.
მეტი...დაკავებულია „ნაცმოძრაობის“ 5 წევრი
პარტიული ოფისების ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცავებმა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავეს. ისინი ოფისიდან ფორმიანებმა გაიყვანეს. ოფისიდან ასევე გაიტანეს სხვადასხვა ინვენტარი. მათ შორის, დროშები, ჩაფხუტები, აირწინაღები და სხვა.
მეტი...„რეპრესიები“ – პრეზიდენტი პარტნიორებს მიმართავს
ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს მიმართავს და სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. „რეპრესიები საქართველოში – სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდეზე აგდებს! ნუ დააგვიანებთ“, – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
მეტი...„პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა“ – ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატენში თინა ხიდაშელმა და პაპუნა ჯანელიძემ უარი იმ მოტივით თქვეს, რომ ფიქრობდნენ, დებატები არ შედგებოდა. „პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, მაგრამ როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამ საჯარო დისკუსიაზე- აცხადებს ირაკლი კობახიძე. პრემიერის თქმით, ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა… მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს ერთადერთ რამეს – სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის, სწორედ ამის გამო. რადიკალური ოპოზიცია მთლიანად, ზუსტად იცის, რომ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი არაფერთან დაკავშირებით, მათ შორის არც ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“ – აღნიშნა პრემიერმა.
მეტი...პრემიერის განცხადებით, პიროტექნიკის გაყიდვა გაორმაგებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობა წინასწარ იყო დაგეგმილი
„გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ ეს იყო დაგეგმილი ჩვენი გათვლებით დეკემბრისთვის“, – აცხადებს პრემიერი კობახიძე. მისი თქმით, სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა ასეთ პროცესებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია, გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დეკემბრისთვის დაგეგმილი. პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ პირველი…
მეტი...ნიკა გვარამია დაკავებულია ადმინისტრაციული წესით
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევესთვის დააკავეს. გვარამია თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მის სანახავად მიდის ადვოკატი. სხვა განმარტებებს უწყებაში არ აკეთებენ.
მეტი...,,ოპოზიციონერების განცხადებები, თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა” – კახა კალაძე
,,ოპოზიციონერები თითქოს გმობენ ძალადობას, მაგრამ როდესაც „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ან „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ ზეწოლა ხორციელდება, ხმას არ იღებენ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს იკვეთება, როგორც ძალადობრივი ქმედებები, ასევე ვანდალიზმის ფაქტები, რაც მიუღებელია. „სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. არსებობენ კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც ვანდალიზმით არიან დაკავებული. პოლიციელების მისამართით პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიან. ესვრიან მათ მძიმე საგნებს, იყენებენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება. ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. შეუძლებელია ნორმალურმა და გონიერმა ადამიანმა ძალადობა წაახალისოს.…
მეტი...,,ბავშვებს, სკოლას რომ მოუწოდებ გამოდიო, დამთავრდა იქ შენი დედობა და ქალობა” – მეუფე იაკობი ზურაბიშვილზე
,,რაღაცა მძიმე რომ ხდება, ხშირად ეკლესიის მსახურებს, პატრიარქს, ჩვენ მოგვდგებიან და გვეუბნებიან, რომ რატომ არ ერევით, რატომ არ აკეთებთ იმას, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაზე. ერთ-ერთ ბოლო როდესაც ვთქვი, რომ შევრიგდეთ, დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტი ვინც ბრძანდება, გამობრძანდა და მეორე დღესვე განცხადება გააკეთა ეკლესიაში არაო, მე ვარ ის ადგილიო, სადაც უნდა მოხდეს გაერთიანებაო და როგორ გავერთიანდით კი ვნახეთ. ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში ახალი დაპირისპირების პოლუსი შექმნა”, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა საქართველოს პრეზიდენტ – სალომე ზურაბიშვილზე. მეუფე იაკობის თქმით, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს, სკოლას მოუწოდებს გამოდიო, დამთავრდა იქ მისი დედობა და ქალობა, მას…
მეტი...ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას არც თინა ხიდაშელი მიიღებს
,,ქართული ოცნების“ ლიდერებთან, პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან სატელევიზიო დებატებზე არც თინა ხიდაშელი მიდის. დებატებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ შეცვლა მიხეილ ჯანელიძემაც. „პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად, რა და როგორ მიმაჩნია სწორედ, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. – ძალიან ბევრი რამეა იმ არარაობისთვის სათქმელი თავს რომ პრემიერს ეძახის, იმ აუდიტორიის წინაშე სადაც თავს უკეთ და კომფორტულად გრძნობს. მე მჯერა რომ ყველა მათი ტრიბუნა უნდა დავიკავოთ და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში ჩავაყენოთ. ჩემთვის, და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ნაწილმა ეს ვერ და სამწუხარო კითხვები…
მეტი...ნიკა გვარამია დააკავეს
,,კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, დაპირისპირებაა. სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს. ადგილზე შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეეშვან, რათა ჩხრეკას დააკვირვებოდა, რისი შესაძლებლობაც პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებული იყო და გააფრთხილეს, რომ „ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ“. ნიკა გვარამია, ამ დროისთვის დაკავებულია. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ცნობისთვის, დღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისში პოლიცია შევიდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მეტი...მიხეილ ჯანელიძე, ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. როგორც ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, ამის მიზეზი დებატებთან დაკავშირებით საზოგადოების უარყოფითი რეაქციაა და არ სურს, აღნიშნულმა ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს. ,,საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს, უკურეაქცია გამოიწვია ჩემმა გადაწყვეტილებამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი კობახიძესთან ერთად დაჯდომასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში, რათა არ გამოვიწვიო საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანება და პატივი ვცე მათ ემოციებს. როგორც ადრეც…
მეტი...,,მოსკოვს ქართველი ხალხის გონიერებისა და კეთილშობილების სჯერა” – მარია ზახაროვა
,,ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „რაც შეეხება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომ პერსპექტივებს, ჩვენ ამ გზის გავლისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება“, – განაცხადა ზახაროვამ. როგორც მან აღნიშნა, მოსკოვს ქართველი ხალხის გონიერებისა და კეთილშობილების სჯერა. „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას საკმარისი წინდახედულობა და რწმენა ეყოფა, რომ სხვის ბინძურ და ძალიან საშიშ თამაშში მარიონეტი არ გახდეს“, – განაცხადა ზახაროვამ.
მეტი...პოლიცია პარტია „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისშიც შევიდა
პოლიცია პარტია „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისშიც შევიდა. პოლიციელი პარტიის წევრებს ლაზერებსა და პიროტექნიკაზე უსვამს კითხვებს. პარტიის წევრები კი აცხადებენ, რომ ოფისი დაკეტილი იყო და ადგილზე მისვლისას მათ პოლიცია შენობაში დახვდათ. მანამდე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ პარტია „ახლების“და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისებში და ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში.
მეტი...გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის თანამდებობა დატოვა
გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს და წერს, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურშიც დაუდასტურეს. მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში არ აზუსტებენ მისი გადაწყვეტილების მიზეზს. გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა. ცნობისთვის, დღეს დილით, გვიმრაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ ის არის პასუხისმგებელი კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუზე, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას გააცნო როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ევროკავშირში. „ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“, – დაწერა გვიმრაძემ.
მეტი...,,არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს” – მეუფე შიო
,,არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს. რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის”, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა. „სამწუხაროდ მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და მეტი დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს”, – აღნიშნა მეუფე შიომ.
მეტი...,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიცია შევიდა
პოლიცია ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა. რას ეძებენ სამართალდამცავები, ამ დროისთვის, უცნობია. მანამდე, პოლიცია მისული იყო ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისშიც, თუმცა ჩხრეკის ორდერის მოთხოვნის შემდეგ ოფისი რამდენიმე წუთში დატოვეს. ასევე, ჩხრეკა ტარდება ჯგუფ ,,დაიტოვეს” ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლშიც.
მეტი...,,დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვნები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები” – ომბუდსმენი
სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე დღეებში სკოლებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში. მათივე განცხადებით, დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვნები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები. „არასრულწლოვნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში, რაც გარანტირებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით. აღნიშნული უფლებები უზრუნველყოფს არასრულწლოვნების გამოხატვის, შეკრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება პატივს სცემდეს და იცავდეს არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას, შექმნას უსაფრთხო…
მეტი...,,კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისში პოლიცია შევიდა
,,კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისში პოლიცია შევიდა. ინფორმაციას ფეისბუქ ლაივის საშუალებით კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ავრცელებს. რას ეძებენ სამართალდამცველები ადგილზე, ეს ჯერჯერობით, უცნობია.
მეტი...,,დებატებისთვის მზად ვართ! ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი” – პრემიერი
,,დებატების პირობებში კიდევ უფრო მეტი რესურსია იმისა, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება. „დებატების მიზანია, რომ სიმართლე გავაგებინოთ საზოგადოებას. ჩვენ ვსაუბრობთ მონოლოგის რეჟიმში, დღესაც ვსაუბრობთ ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით ბრიფინგის ფორმატში. დებატებს აქვს განსხვავებული დატვირთვა და დებატების პირობებში კიდევ უფრო მეტი რესურსია იმისა, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე. ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი. თუ რამეში დაგვარწმუნებენ ეს ადამიანები, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, ეს გაგვიკეთებია სხვადასხვა დროს, ჩვენ არ…
მეტი...პოლიციის შენობებთან ქალებისა და დედების აქცია მიმდინარეობს
ვაკე- საბურთალოს პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ქალებისა და დედების აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შეწყდეს ძალადობა მათი შვილების წინააღმდეგ. ქალების თქმით, სამართალდამცველები ამ მოთხოვნის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ. ქალებისა და დედების აქციები მიმდინარეობს თბილისის პოლიციის სხვა განყოფილებებთანაც. მათ შორის, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის სამმართველოს შენობებთან. მოთხოვნა ყველგან ერთია – შეწყდეს აქციის მონაწილეების დარბევა, ცემა და წამება. ქალებს ადგილზე მიტანილი აქვთ საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოები.
მეტი...,,დაიტოვეს” ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა
ჯგუფ ,,დაიტოვეს” ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა. როგორც პოლიციელები ამბობენ, ღლონტის სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები უნდა ამოიღონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.
მეტი...,,სალომე ზურაბიშვილი სკამს ვერ ელევა, ეს არის მთავარი მიზეზი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობისა” – პრემიერი
,,სალომე ზურაბიშვილი მართლა სკამს ვერ ელევა და ეს არის მთავარი მიზეზი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობისა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა მთავრობის მეთაური სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს. „თავისთავად, ამ სიტყვებს რომ იყენებს სალომე ზურაბიშვილი, ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე. მართლა სკამს ვერ ელევა, ეს არის მთავარი მიზეზი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობისა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა უმარტივესი ჭეშმარიტება – რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან…
მეტი...,,ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ ქარდიგანი დაარქვეს” – პრემიერი
,,აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო აშშ-ის საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშშ-ში ყველა ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას და ღია მცდელობაა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა საქართველოში. „ხედავთ, რომ ყველა ელოდება პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ში, მანამდე სამწუხაროდ, არის იმის ღია მცდელობა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში. მოქმედი საელჩოც, მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ გვაქვს ჩვენს მოქმედ ელჩთან.…
მეტი...,,სახეზეა წამება” – საია-მ შესაძლოა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს და ამ მიზნით, საკოორდინაციო ფორმატს ქმნის. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საკოორდინაციო ფორმატში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება, მათ შორის, აქციებზე დაშავებულ ადამიანებს. „მზარდი რეპრესიების და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ. კერძოდ, სახეზეა წამება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმების სახით, ასევე, ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური განზრახი ქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე…
მეტი...,,უხეში, სისტემური ძალადობა თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ საერთაშორისო სუბიექტებს” – პრემიერი
,,უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე. „მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს. არავითარი დაგმობა ძალადობის. ეს რა თქმა უნდა, არ შეშვენის არც ევროკავშირის წარმომადგენელ კონკრეტულ დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და არც აშშ-ის წარმომადგენელ…
მეტი...ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს მოერიდონ საპროტესტო ზონებს, მაშინ როცა ზურაბიშვილი სკოლის მოსწავლეებს საპირისპიროს მოუწოდებს. „ქალბატონო… ამერიკის საელჩო აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, ,,დიდი მასები არაპროგნოზირებადია”, ,,ძალადობა შეიძლება მოხდეს გაფრთხილების გარეშე” , ,,მოერიდეთ საპროტესტო ზონებს” და თქვენ რას მოუწოდებთ ჩვენს შვილებს, სკოლის მოსწავლეებს?“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
მეტი...