“ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას დემონსტრანტების წინააღმდეგ და შეშფოთებული ვართ ჟურნალისტების დაკავების, მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით” – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცახადა. მისი განმარტებით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. “მე არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, რასაც აშშ-მ შესაძლოა, მიმართოს ან არ მიმართოს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ამჟამად ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე და მათთვის იმ მძიმე პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე, რაც მათ აკისრიათ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით, რაც, ჩვენი რწმენით,…
მეტი...დღე: დეკემბერი 3, 2024
აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმმა სრულიად დაიკავა პარლამენტის წინა ტერიტორია, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური საშუალებები, ე.წ. გაზის კაფსულები ისროლეს. ამ დროისთვის, მომიტინგეებმა „თბილისი მერიოტთან“ გადაინაცვლეს. რამდენიმე სპეცრაზმელი კი მომიტინგეებს დაედევნა და დააკავა. მანამდე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი და გაუშვეს წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეები საპირისპიროდ პიროტექნიკას იყენებენ.
მეტი...ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩა მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს
სპეცდანიშნულების რაზმმა როგორც ჩიტაძის, ისე ჭიჭინაძის ქუჩის ბოლომდე დაიწია და მომიტინგეებისგან გაათავისუფლა. ასევე, თავისუფლების მოედანზე მობილიზებული რაზმი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა. მოქალაქებიი პარლამენტის წინა ტერიტორიას ტოვებენ და რუსთაველის მეტროს მიმართულებით მიდიან. ისმის გამაფრთხილებელი ხმაც. პერიოდულად აკავებენ აქციის მონაწილეებს.
მეტი...საპროტესტო აქციაზე აფეთქების მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
აფეთქების მომზადების ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. “სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დ.ხ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა. პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი”- აცხადებენ უწყებაში. გამოძიება სისხლის სამართლის…
მეტი...“შეშფოთებული ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით”- ბერნარ კენტენი
“შეშფოთებული ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით” – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კენტენიმ განაცხადა. ბერნარ კენტენი ამბობს, რომ სიტუაციას თვალყურს ადევნებენ. „ჩვენ ვადევნებთ თვალყურს სიტუაციას. ჩვენ შეშფოთებული ვართ მოვლენების განვითარებით. ახლა ძალიან ნაადრევია საუბარი ევროკავშირის მხრიდან რაიმე სახის ქმედებებზე, თუმცა ამაზე ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ“, – აღნიშნა მან. კითხვაზე, როგორ ფიქრობთ დადგა დრო, სანქციები დაუწესდეს „ქართულ ოცნებას“, ბერნარ კენტენიმ აღნიშნა, რომ „ეს უნდა განიხილონ“. „ეს უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ბელგიაში, არამედ კოლეგებთანაც. უაზრობა იქნება მხოლოდ ბელგიის მიერ ზომების გატარება“ – აღნიშნა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მეტი...პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას პატიმრობა შეეფარდა
29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 21 წლის ახალგაზრდის, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. რაც შეეხება 17 წლის მოზარდს, მას 29 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა. კიდევ ერთ დაკავებული, რომელმაც ბრალდების მიხედვით ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას,…
მეტი...“ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია”- ჯანელიძე აქციაზე დაშავებული ახლგაზრდის შესახებ
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის დემონსტრანტის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ დგას. „მას თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაეწია. უკლებლივ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია. შეინიშნება პოზიტიური დინამიკა. ახლო მომავალში სრულფასოვანი სურათი გვექნება, რომლის შედეგადაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ მის ჯანმრთელობას არავითარი პრობლემა არ გააჩნია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როდესაც ის კონკრეტულმა პირებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მიიყვანეს, თვითონ პაციენტმა განაცხადა, რომ მან დაზიანება შუშხუნა ფოიერვერკის აფეთქების შედეგად მიიღო. „მთლიანად თუ მისი ნაწილი მომხვდაო“…
მეტი...ომბუდსმენი მოუწოდებს შს მინისტრს – საჯაროდ დაგმოს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. „მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს. ამჯერად გვსურს, საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ აქციებზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის აპარატმა ჯამში 201 პირი მოინახულა, მათ შორის, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 21…
მეტი...“საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ” – ლუის გრაჩა
“ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ” – საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ლუის გრაჩა განცხადებას ავრცელებს. ლუის გრაჩა ყველა მხარეს კონსტრუქციულ დიალოგისკენ მოუწოდებს. „ბოლოდროინდელი დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ოდირის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ვიზიარებ. ასევე, ყველა დემონსტრანტს კანონის უზენაესობის პატივისცემით მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებისკენ მოვუწოდებ, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. ჩემი მოწოდებაა, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყოს. ამავდროულად, იმის ხაზგასმით, რომ პოლიცია ვალდებულია დემონსტრანტების წინაშე თავშეკავება გამოიჩინოს, მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტებს მოუსმინოს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი სცეს“ – აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის…
მეტი...“დაშავებულია 143 თანამშრომელი, დაკავებულია 5 ადამიანი”- შსს
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებიტ მიმდინარე აქციებზე სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა. მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 ადამიანი. „პირდაპირი ეთერების საშუალებით უკვე ვიხილეთ, მოძალადე ჯგუფების აგრესიული ქმედებები, აქციის დაწყებისთანავე, რაც გამოიხატა პარლამენტის წინა მხარეს განთავსებული ჯებირების დაზიანებაში. აგრესიული მომიტინგეები პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც საპოლიციო ძალები იყვნენ განთავსებულები ისვრიან ქვებს, ბლაგვს საგნებს, რკინის საგნებს და ცეცხლმოკიდებული ნივთებს. სწორედ აღნიშნული ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების შედეგია, რომ სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 143-მა თანამშრომელმა.…
მეტი...პროკურატურამ აქციაზე დაკავებულ 3 ადამიანს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 3 პირს პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. როგორც უსყებაში აცხადებენ, ერთ-ერთმა დაკავებულმა პიროტექნიკა პოლიციელს ესროლა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო დამწვრობის სახით. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე დღეს, მეორე ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას. რაც შეეხება…
მეტი...შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქციებზე 300-მდე მოქალაქეა დაკავებული
სხვადასხვა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 ადამიანი. მათ ბრალად, პოლიციელზე თავდასხმა და ნივთის დაზიანება ედებათ. ამის შესახებ, შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 მოქალქე. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დღეს მიმდინარე აქციაზე, უკვე, გამოვლინდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. “დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა აქციის რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს. პირდაპირი ეთერების საშუალებით უკვე ვიხილეთ, მოძალადე ჯგუფების აგრესიული ქმედებები, აქციის დაწყებისთანავე, რაც გამოიხატა პარლამენტის წინა მხარეს განთავსებული ჯებირების დაზიანებაში. აგრესიული მომიტინგეები პარლამენტის შენობის…
მეტი...აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. მათ ადგილზე საქართველოს, ევროკავშირისა და გერმანიის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით- “სიყვარულით ვდგავართ… ვერ შეგვაშინებთ!” საპროტესტო აქციის პარალელურად, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც არიან მობილიზებული. საპროტესტო აქციებია რეგიონებშიც.
მეტი...„გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება შემაშფოთებელია”- ვოლკერ თურქი
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ფონზე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები დაიცვას. ამის შესახებ განცხადებას უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ვოლკერ თურქმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს პატივი სცეს. „გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია. ყველა ქართველს, მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისი ქვეყნის მომავლის შესახებ შეხედულებების გამოხატვა თავისუფლად და მშვიდობიანად უნდა შეეძლოს“ – აცხადებს ვოლკერ თურქი.ასევე, უმაღლესი კომისარი დემონსტრანტებს საკუთარი უფლებების მშვიდობიანი გზით გამოხატვისკენ მოუწოდებს. „გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთმა უსაფრთხოების ძალებს ქვები, ფოიერვერკები და ბოთლები ესროლა…
მეტი...პრემიერი დისკუსიებისთვის მზადაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს სთავაზობს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ხვალ, 4 დეკემბერს, საჯარო დისკუსიის გასამართად ეთერი დაუთმოს. კობახიძის დისკუსიაში იწვევს ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად” – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტი...პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ერც ერთი ლეგიტიმური ორგანო არ არსებობს
საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში სპეციალურ განცხადებას აკეთებს. დღეს საკონსტიტუციო გამოუტანა განაჩენი თავის თავს და ქვეყანას, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს. დღეს არა არსებობს არც ერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ქვეყანაში“ – აცხადებს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში არც მიიღო.
მეტი...იპონიის საგარო უწყება საქართველოს მთავრობას მიმართავს
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო მთავრობას მიმარტავს და თავშეკავებისკენ მოუწოდებს. განცხადებას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, კიტამურა ტოშიჰირო ავრცელებს. „იაპონია 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. კერძოდ, ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა, საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყებდა, რასაც დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოჰყვა, რამაც დაკავებები და დაზიანებები გამოიწვია. ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს თავშეკავება გამოიჩინოს და იმედოვნებს, რომ იგი კონსტრუქციულ ზომებს მიიღებს თავისი…
მეტი...როგორ შევარჩიოთ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ მობილური ოპერატორი?
თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი ყოველდღიურობის უზარმაზარი ნაწილი გახდა. მეტიც, მის გარეშე ჩვენი ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, მობილური ოპერატორები აბონენტებს სპეციალურად მოგზაურობაზე გათვლილ როუმინგ ინტერნეტის პაკეტებს სთავაზობენ, რათა უცხო ქვეყანაშიც გვქონდეს უწყვეტი კავშირი. ამ მხრივ არჩევანის დიდი თავისუფლებაა. ბაზარზე არაერთი მობილური ოპერატორია და მათი ტარიფებიც განსხვავდება. როგორ გავაკეთოთ მათ შორის სწორი არჩევანი? დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელთა გათვალისწინებაც ჩვენს საჭიროებებზე მორგებული მობილური ოპერატორის არჩევაში დაგვეხმარება. გადავაფასოთ პრიორიტეტები იმისთვის, რომ მობილური ოპერატორი და პაკეტი სწორად აარჩიო, პირველ რიგში, საკუთარ საჭიროებებსა და პრეფერენციებში უნდა გაერკვე. რამდენი ხნით გეგმავ საზღვარგარეთ დარჩენას? გრძელვადიანი…
მეტი...საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. ასევე, აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს სახელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ,,მიუღებელია განცხადებები, რომელიც მიმართულია სუვერენული…
მეტი...ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებად თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნნენ
ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები: თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნნენ. ,,ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები – თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნნენ. მიხეილ სარჯველაძისა და თამარ გაბუნიას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა. მიხეილ სარჯველაძემ, თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა.…
მეტი...,,არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი აქვს – ამ ტყუილების აღარ მჯერა” – ცაჰკნა
,,გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობამ მოატყუა ქართველი ხალხი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოელის თუ არა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს გააგრძელებს. „არ ვფიქრობ, რომ არსებობს ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი, პირიქით. ევროკავშირმა ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება ამ პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ შეხვედრაზე საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვას გეგმავენ. „მომავალ საბჭოზე ვგეგმავთ განვიხილოთ საქართველოში არსებული…
მეტი...,,სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი” – კახა კალაძე
„სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი და არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ სამართალდამცველებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, წარმოუდგენელია პრეზიდენტის მოწოდება არასრულწლოვანების მიმართაც, რომ მიმდინარე აქციებს შეუერთდნენ. „ეს განცხადება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ ვინ არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ყველაფრისმკადრებელი ადამიანი. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი. ის არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს – ჩვეულებრივი დაქირავებული აგენტია, ემსახურება სხვა კონკრეტული, გარე ძალების ინტერესებს და პირველი ადამიანია, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში…
მეტი...,,აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს საელჩოს სოცმედიას” – კალაძე აშშ-ს საელჩოს „ქარდზე“
,,აშკარად ხაბეიშვილი მართავს აშშ-ის საელჩოს სოცმედიას”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“ ეხებოდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია ამხელა სახელმწიფო ამ ტიპის „ქარდებს“ რომ აქვეყნებს. „რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე განცხადება და იმავეს გავიმეორებ, რომ აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს აშკარად აშშ-ის საელჩოს სოცმედიას. წარმოუდგენია, ამხელა სახელმწიფო ამ დონეზე დაეცა მისი საელჩო და ამ ტიპის „ქარდებს“ აქვეყნებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოში აშშ-ის საელჩო მორიგ ,,ქარდს” აქვეყნებს
მეტი...პრემიერი საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...,,მიუღებელია ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში” – განათლების სამინისტრო
,,ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. „ვეხმიანებით სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით მიმდინარეობს. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და…
მეტი...,,გასაკვირი არაა” – მარკო მიჰკელსონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. „გასაკვირი არაა. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი საქართველოში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტია. „ქართულ ოცნებას“ ამ დამოუკიდებლობის დანგრევა 14 დეკემბერს სურს“, – წერს მარკო მიჰკელსონი.
მეტი...დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა, აქტივისტის სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს
აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პოლიციამ სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო. მათი თქმით, ხარხელის სახლში მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდნენ. თავად აქტივისტი მედიასთან ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, ხალხი დააშინოს და პროტესტი ჩაახშოს. ,,ყველაფერი, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის ერთადერთ რამესთან დაკავშირებული – პროცესებთან, რაც მიმდინარეობს ქუჩაში”, – თქვა ხარხელმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ სვამს რამდენიმე პოლიციელი შვილის საბავშვო ბაღთან დოდი ხარხელს მანქანაში. მოგვიანებით ისინი ხარხელის სახლში მივიდნენ, სადაც, მათი თქმით, ,,საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ”.
მეტი...,,მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას” – მოლდოვას პრემიერი
,,მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ”, – ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრი, დორინ რეჩანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მოლდოვა მხარს უჭერს ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას. „ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ.მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“, – წერს დორინ რეჩანი.
მეტი...დიღმის იზოლატორთან აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
თბილისში, დიღმის იზოლატორთან აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. იქ შეკრებილები მხარს უჭერენ დაკავებულებს და ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის გამო იმყოფებიან იზოლატორში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აქციებზე პოლიციამ დაახლოებით ჯამში 300-მდე ადამიანი დააკავა.
მეტი...„ლელოც“ არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება, რა ხელწერაც ჰქონდათ, იგივე ხელწერა აქვთ დღესაც” – პრემიერი „ლელოს“ წევრების ვიდეოჩანაწერზე
„ლელოც“ არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება, რა ხელწერაც ჰქონდათ, იგივე ხელწერა აქვთ დღესაც, იგივე ბუნება, სულისკვეთება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ლელოს“ წევრების ვიდეოჩანაწერს ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი გეგმები ვერ აღსრულდება. „ერთი, რომ „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება და მეორე, ეს ყველაფერი მეტყველებს, რა თქმა უნდა, მათ ბუნებაზე. რასაც აკეთებდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „ლელოც“ არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება, რა ხელწერაც ჰქონდათ, იგივე ხელწერა აქვთ დღესაც, იგივე ბუნება, სულისკვეთება და არავის უკვირს ასეთი ჩანაწერები, თუმცა ყველას შეგვიძლია…
მეტი...საქართველოში აშშ-ის საელჩო მორიგ ,,ქარდს” აქვეყნებს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მიმართვით და „ქარდით“ ეხმაურება. „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველაფერი გასაგებია, ნუ აბრალებთ სხვებს“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე.
მეტი...ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია
ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი 22 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ექიმი განმარტავს, 22 წლის ბიჭმა გონების დაკარგვამდე მათთან განაცხადა, რომ სავარაუდოდ დაზიანება ბლაგვი საგნით მიიღო, თუმცა ვერ დააკონკრეტა რით. „22 წლის პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით. დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ჩაუტარდა დაზიანებულო ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებით…
მეტი...,,მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით” – პრემიერი
,,არის სამი სუბიექტი – ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი, მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდება, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო, ადგილი და ფორმატი. „პრესკონფერენციის დასრულებიდან ძალიან მალევე ჩვენ გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო და ფორმატი. ჩემი მიდგომა არის ასეთი, არის…
მეტი...საკონსტიტუციომ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ,,1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის…
მეტი...,,ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია, მათ ცალსახად ვგმობ” – მარკ რუტე
NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს. ,,ცნობები ძალადობის შესახებ არის ღრმად შემაშფოთებელი და მე მათ ვგმობ ცალსახად. მე მოვუწოდებ მთავრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად, რაც ყველას ინტერესშია. ნატო არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიასა და ფასეულობებზე, რომლებიც გულისხმობს თავისუფლების პატივისცემას. მე მწამს, რომ ეს ფასეულობები არის ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. ამიტომ, ნატოს ყველა მოკავშირეს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც აზიანებს დემოკრატიას საქართველოში და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, არის მიუღებელი. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მტკიცედ დადგეს იმ გზაზე, რომელიც…
მეტი...საბრძოლო იარაღის მჭედლობის ისტორია საქართველოში
მჭედლობა ხელოსნობის დარგია, რომელიც დიდ შრომას, პროფესიონალიზმს, თანმიმდევრულობასა და ტექნიკურ სიზუსტეს მოითხოვს. იმისთვის, რომ ამ დარგმა რეგიონში ფეხი მოიკიდოს, აუცილებელია სათანადო ნედლეულის ბაზა. ეთნოგრაფიული წყაროებით საქართველოს ტერიტორიაზე ამ ტიპის მასალა აღმოჩენილია თითქმის ყველა რეგიონში. მელითონეობის დიდი ცენტრები არსებობდა მტკვრის ხეობაში, სვანეთში, ჭოროხის ხეობაში, შავიზღვისპირეთში. ძვ.წ. მე-5 საუკუნეში საქართველოში რკინა-ფოლადის დამუშავება უკვე მაღალ დონეზეა. ისტორიულად საქართველოში რკინა-მჭედლობის დარგში დასაქმებულთა პროფესიონალიზმზე მიუთითებს სპეციალიზაცია-დიფერენციაციის არსებობა. მჭედლები ჭედდნენ და აწრთობდნენ როგორც სამეურნეო, ისე საბრძოლო იარაღებს. დღეს ტრადიციულ ქართულ საბრძოლო იარაღებზე, მჭედლობის ისტორიასა და იმ ექსპონატებზე მოგიყვებით, რომლებიც დღემდე შემოგვრჩა. ტრადიციული ქართული საბრძოლო იარაღები რთული…
მეტი...