აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის ღონისძიების შემდეგ, მეტრო “რუსთაველისკენ” წავიდა, კვლავ უკან, რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეთა ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ქუჩებზეც. აქციის მონაწილეები არიან ქაშვეთის ტაძრის ეზოშიც. სპეცრაზმი, რომელიც „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ არის განლაგებული, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა ე.წ გაზის კაფსელების გაშვების შემდეგ. რუსთაველი გამზირზე სამედიციონო სფეროს წარმომადგენლები მუშაობენ. გარდა ამისა, მუსიკოსები სპეციალურ სცენას აწყობენ, საიდანაც ისინი მოქალქეებს მიმართავენ.

მეტი...

აქციაზე დაკავებულ პოეტს 8 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა მიიღო. ინფორმაციას ადვოკატი ალეკო ცქიტიშვილი ავრცელებს. „ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიყავთ საპატიმროში. ტაში! მოსამართლე ზვიად ცეკვავა ცეკვავს! ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ გადაწყვეტილებას ხვალვე გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში“- დაწერა მან.

მეტი...

“აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას”- მეთიუ მილერი

“ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს, აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც იცით სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ მათ ვაკეთებთ. თქვენ უკვე ნახეთ, რომ სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დავაწესეთ, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მივიღეთ სხვა ზომები, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს“- განაცხადა მილერმა.…

მეტი...

“გარკვეულ ადამიანებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ”- ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, კადრებში ჩანს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გარკვეულ ადამიანებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ. მისი თქმით, ისინი მოახდენენ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. „ყველამ დავინახეთ კადრებში, სადაც გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ მოძალადეებისა, რომლებიც პოლიციაზე ძალადობს და დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია“ – განაცხადა სირაძემ.  

მეტი...

ომბუდსმენი შსს მოუწოდებს არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ. „როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს – არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა” – წერია სახალხო დამცველის მიმართვაში.  

მეტი...

“აქცია დაიწყო ძალადობრივად, იძულებული გავხდით გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა”- ვაჟა სირაძე

“დღევანდელი აქცია დაიწყო ძალადობრივად, ვიდრე შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, უკვე 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნების სროლა და ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელების მიმართ, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა” – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა. მისი თქმით, აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფი აგრესიით გამოირჩევა. „ბოლო დღეებში ხედავთ, რომ შსს-ს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იდგენენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითმენდნენ აქციის მონაწილეების, აგრესიული ხალხის მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ისინი სისტემატურად ჩადიოდნენ, ფაქტობრივად გაუჩერებლად. ასზე მეტი პოლიციელია დაზიანებული. მათ ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა…

მეტი...

აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ დაძრულმა  სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. პარალელურად  მიმდინარეონს მომიტინგეების დაკავება. დკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. სპეციალური დანიშნულების რაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებს, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

მეტი...

ლევან პირველი გარდაიცვალა

ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან პირველი გარდაიცვალა. ამის შესახებ, ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებს. “გარდაიცვალა მსოფლიოში უძლიერესი ანალიტიკოსი და სამშობლოს ჭეშმარიტად მოყვარული ქართველი ლევან პირველი ”- წერს მეგობარი.

მეტი...

“დღეს, რუსთაველზე, ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით!”- ლაშა ჟვანია

“დღეს, რუსთაველზე, ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით!.. ხვალ – ყველანი დავმარცხდებით! დღეს არის შანსი! ხვალ მოუსვლელში ვიქნებით ყველანი ერთად… – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია წერს. ჟვანია ამბობს, რომ “ჯერ კიდევ არის კომპრომისის შანსი, თუნდაც ისეთი კომპრომისის, რომლის დროსაც კარგავ ყველაფერს, მაგრამ ყველაფრის დაკარგვით ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლისუნარიანობას შევინარჩუნებთ“. “კეთილგონიერების ნაკლებობის პირობებში, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი საზოგადოების შიგნით არსებული ნაპრალი ამოუვსებელ უფსკრულად არ ვაქციოთ. ფაქტია, რომ დღეს, რუსთაველზე ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას. მომავალი, რომლის სწორი და უალტერნატივო მიზანსწრაფვის შესუსტება ძლიერი ძალის დემონსტრირებით და სავალალოდ, გამოყენებით,…

მეტი...

“აქციის მონაწილეები სხვადასხვა აკრძალულ ნივთებს, აქტიურად იყენებენ პოლიციის წინააღმდეგ”- შსს

“რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, წინა დღეების მსგავსად აქციის მონაწილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მალევე დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატება პარლამენტის წინა შესასვლელთან განლაგებულ საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში”- ამის შესახებ განცხადებას  შს სამინისტრო ავრცელებს. „კერძოდ, მოძალადე ჯგუფის წევრები პოლიციის მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, ქვებს, შუშის ბოთლებს და პიროტექნიკას. ამასთან, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით აშკარად ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები აღჭურვილნი არიან სხვადასხვა აკრძალული ნივთებით, რომელსაც აქტიურად იყენებენ პოლიციის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაწყებისთანავე გაავრცელა შესაბამისი მოწოდება ორგანიზატორებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიუხედავად სამინისტროს…

მეტი...

“საქართველოში ვითარება უარესდება. ევროკავშირის ქვეყნებმა დაუყოვნებლივ დააწესონ სანქციები”- მარკო მიხელსონი

“ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთან დაკავშირებით სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს”- ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი ავრცელებს. მარკო მიხელსონი დემონსტრაციების სასტიკ ჩახშობას გმობს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. „რადგან საქართველოში ვითარება ყოველდღე უარესდება, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად და დაუყოვნებლივ დააწესონ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც არჩევნების გაყალბებით ძალაუფლება ხელში უკანონოდ ჩაიგდო. საკონსტიტუციო კრიზისის დასასრულებლად და დემოკრატიის აღსადგენად საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია“ – აღნიშნულია ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.  

მეტი...

“დაკავებულთა უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი, აღენიშნებათ სისხლჩაქცევები”- საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი და აღენიშნებათ სისხლჩაქცევები.  როგორც საია-ში აცხადებენ,  „დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე – დაკავების შემდეგ პერიოდში“. “მათ აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელს სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი. დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე – დაკავების შემდეგ პერიოდში. მათ მიკროავტობუსში უმოწყალოდ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა. ძალადობის პროცესში სამართალდამცავები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ისინი…

მეტი...

საქართველოს მაღალჩინოსნებს კანადაც დაასანქცირებს

“ჩვენ სანქციებს იმ ფიზიკურ პირებს და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ან ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი” – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კანადა ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რასაც რუსეთი საქართველოში ცდილობს და ჩვენ ამ თვალსაზრისით (ბალტიისპირეთის ქვეყნების) მაგალითს მივყვებით, სანქციებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ან ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი, ჩვენი სანქციების რეჟიმის საფუძველზე. ამ…

მეტი...

ახალგაზრდები წყლის ჭავლის პირისპირ (video)

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირზე ბრახუნით გამოხატავდნენ პროტესტს. მას შემდეგ კი რაც წყლის ჭავლი გამოიყენეს, ისმოდა საპროტესტო შეძახილები: “მონებო, მონებო”. რუსთაველზე რობოკოპები პერიოდულად აგრძელებენ წყლის ჭავლის გამოყენებას. ახალგაზრდები კი წყლის ჭავლის პირისპირ დგანან.

მეტი...

დაკავებულ აქციის მონაწილეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ე.წ.მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე…

მეტი...

პრემიერის განცხადებით, პროცესები, რაც ქვეყანაში ხდება, უცხოეთიდან ფინანსდება

„გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო კოორდინირებული. სხვანაირად გამორიცხულია, რომ სამი და მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართული ძალადობრივ ქმედებებში“ – აცხადებს პრემიერი. მისი შეფასებით, რეალურად იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობა, საიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ ეს იყო კოორდინირებული. „რეალურად იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩართული. მე არ მინდა, ყველა ქვეყანა დავაკონკრეტო, თუმცა რეალურად იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობა, საიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ ეს იყო კოორდინირებული, ანუ საერთაშორისო მასშტაბის კოორდინაცია ჰქონდა ამ პროცესებს. გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც…

მეტი...

ვითარება უცვლელია, პარლამენტთან აქცია განახლდა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე ქაოსია. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენება უკვე დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან 19:00 საათზე შეიკრიბნენ. ოპერატიულად დაიწყო წყლის ნაკადის გამოშვება. „მონებო“… „მონებო“… იძახიან აქციის მონაწილე ახალგაზრდები.

მეტი...

„მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი“ – პრემიერი ყოფილ თანაგუნდელებზე

ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრების ინიციატივას ეხმიანება და ამბობს, რომ მათი გულწრფელობის არ სჯერა. „ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა თუ მათ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად ვარ, ჩვენ მზად ვართ“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი პოზიცია პაპუნა ჯანელიძისა და თინათინ ხიდაშელის მხრიდან საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების სურვილის შემთხვევაში, დისკუსიისთვის მზად არის. „ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს სურვილი არსებობს, აქვე გიდასტურებთ ჩვენს მზაობას, მიუხედავად…

მეტი...

რას აცხადებს პრემიერი პრეზიდენტის დაჭერაზე?!

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან საკონკსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა კრიმინალია. „როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, უბრალოდ იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს“ – აცხადებს პრემიერი. მთავრობის მეთაურის შეფასებით,  ესეც ისტერიკის გაგრძელებაა „ამ ქალბატონს აქვს მძიმე ემოციური ფონი და შესაბამისად უკვე წითელ ხაზებს ვეღარ ინარჩუნებს, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის  საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არის მოსამართლეზე ზეწოლა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად. მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციაც კი არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პრეზიდენტად წოდებული…

მეტი...

„ამ ქალბატონს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი“  – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე

„ამ ქალბატონს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი არც ერთ თვალსაზრისით და დღესაც ავლენს ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე, ფორმალურად, მაგრამ, როგორც არის, მას აქვს დარჩეინლი ზუსტად 4 პარასკევი“ – აღნოშინა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც გაფიცვისკენ სკოლებსაც მოუწოდა.

მეტი...

„ქვები დაუშინეს და თავი გაუტესეხ“ – ირაკლი კობახიძე

„პროვოკაციები ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე, ჩვენ გვაქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ამ ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ ვაპირებთ ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირებას“ – აცხადებს პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებტან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ეს ხდება როგორც თბილისშიი, ისე რეგიონებში.  „ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე. ეს მოხდა როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. გუშინ სცადეს ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება, შემთხვევით ცეცხლი გააჩინეს სხვა სართულზე, მაგრამ ეს იყო ცეცხლის წაკიდების მცდელობა. დღეს ქვები დაუშინეს ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს, ოფისის თანამშრომელს და არის ასეთი მრავალი ფაქტი. ჩვენ გვაქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ამ ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ ვაპირებთ ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირებას. მათი მიზანია პროვოკაციები, მათი მიზანია, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა, მოთმინებით ვუპასუხებთ და არ გვექნება თუნდაც პროპორციული რეაგირება ამ ყველაფერზე “, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

განათლების სამინისტროსთან პედაგოგების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

უზნაძის ქუჩაზე, განათლების სამინისტროსთან პედაგოგების აქცია მიმდინარეობს. მათ ქუჩის ორივე სავალი ნაწილი გადაკეტეს და მოძრაობა ამ დროისთვის, პარალიზებულია. საჯარო და კერძო სკოლების, ასევე, არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. პედაგოგები აცხადებენ, რომ არ აქვთ უფლება სკოლებში იყვნენ ისე თითქოს არაფერი ხდებოდეს და ამბობენ, რომ უნდა იდგნენ იმ ახალგაზრდების გვერდით, რომელთა მიმართაც ხელისუფლება ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. შეკრება 17:30 საათზე დაიწყო. განათლების სამინისტროდან კი ისინი მსვლელობით გაემართებიან რუსთაველზე და მთავარ აქციას შეუერთდებიან.

მეტი...

„ისტერიკაშია ეს ქალი“ – კობახიძე პრეზიდენტზე

„საქართველოში ვერავითარი „ნაცმაედანი ვერ შედგება““ – აცხადებს პრემიერ მინისტრი, მისი შეფასებით, ეს არის მეოთხე მცდელობა, თუმცა, არაფერი გამოუვათ. „არავითარი შანსი აქვთ, რომ მეოთხე მცდელობაზე გამოუვიდეთ. ეს არის ისტერიკა. ისტერიკაშია ოთხივე პარტია. ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი. დღეს რა სასაცილო იყო ეს ქალი, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და სამი „პოსტი“ მომიძღვნა ამის გამო. ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე. 4 პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს საკუთარ ემოციებს. ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე.  ეს ყველაფერი არის ისტერიკის გამოხატულება, მაგრამ რაც შეეხება ე.წ ბულინგს, ლიბერალურ ფაშიზმს, ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით…

მეტი...

,,კიევმა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, შესაძლოა, დროებით დათმოს” – სტოლტენბერგი

,,ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ომის სწრაფად დასრულების შესაძლო ვარიანტად რუსეთისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დათმობას განიხილავს”, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა პორტალ Table.Briefings-თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ ცეცხლის შეწყვეტის ხაზი ნიშნავს, რომ რუსეთი გააგრძელებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიის კონტროლს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ სამუდამოდ უნდა მიატოვოს ეს მიწები“, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა. ასევე, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმის მნიშვნელობას, რომ უკრაინამ, ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ, უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. მისი განმარტებით, ეს შეიძლება იყოს გარანტიები ნატო-ში გაწევრიანების სახით, ისევე როგორც უკრაინის შეიარაღებისა და მხარდაჭერის სხვა ვარიანტები. მისი…

მეტი...

სიახლე მძღოლებისთვის – ცვლილებები, რომელიც დეკემბერში ამოქმედდება

გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა წლის ბოლოდან ორეტაპიანი გახდება. 2024 წლის 31 დეკემბრიდან გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის გამოცდის ქუჩაში რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო ხდება. კერძოდ, საუბარია, „CE“, „DE“, C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე. ცნობისთვის, ეს კატეგორიები მოიცავს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს: CE – სატვირთო მისაბმელით; DE – სამგზავრო მისაბმელით; C1E – მსუბუქი სატვირთო მისაბმელით; D1E – სამგზავრო მისაბმელით. 2. დაიწყება განცხადების მიღება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვის მისაღებად 1-ლი დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში ქვეყნის შიდა…

მეტი...

„სულ ნიკაზე ნერვიულობდი და მაინც მისი ხელით წახვედი“ – თბილისში მოკლულ ქალს ემშვიდობებიან

შვილის მიერ მოკლულ 49 წლის ნინო ხოჭოლავას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან. „სულ ნიკაზე ნერვიულობდი და მაინც მისი ხელით წახვედი ამ ქვეყნიდან, ჩემო გოგო მშვიდად განისვენეთ დედა-შვილმა“. „ნინ, ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ერთმანეთისთვის იმის მტკიცება თუ როგორ ვგმობდით ყველანაირ ძალადობას, როგორ გვიყვარდა და ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს, ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მეზობლებს, ახლობლებს. დღეს, რაც ჩვენს უსაყვარლეს საქართველოში ხდება, მეც შენთან ერთად დაუჯერებელი ძალადობის მსხვერპლად ვიქეცი, რომელმაც შენი თავი, შენივე შვილის ხელით წამართვა. როგორი გადამკვდარი დედა იყავი, რამდენი იბრძოლე ნიკას სწორად აღზრდისთვის და ლამაზი მომავლისთვის! ამ მძიმე ბრძოლაში, ასე ტრაგიკულად და უსამართლოდ…

მეტი...

,,საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად” – მიხეილ სააკაშვილი

,,საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცილაურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ეს არის ჩვენი გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკის ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი“. „მიუხედავად მთელს მსოფლიოში სხვადასხვა რეგიონებისა და სენსაციური ამბების დუღილისა, საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც. ეს არის ჩვენი გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკის ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი. ვამაყობ ჩვენი ხალხით! დიდება საქართველოს!“, – წერს სააკაშვილი.

მეტი...

ევროკავშირის წევრმა სამმა ქვეყანამ ქართველი მაღალჩინოსნები დაასანქცირა

ბალტიის სამმა სახელმწიფომ, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ,,ქართული ოცნების” თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა X-ზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა. მანამდე კი ბალტიის სამი სახელმწიფო წერდა, რომ ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტს ახშობდა ერთობლივად შეთანხმდნენ.

მეტი...

,,რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია” – პრეზიდენტი გიორგი გაბეხაძეზე

,,რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია”, – წერს Facebook-ის პირად გვერდზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გიორგი გაბეხაძეზე, რომელმაც შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ უნდა იყოთ, თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ!”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

,,სახალხო პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა” – ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ სახალხო პროტესტია აჩვენებს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა. სტუბის ინფორმაციით, მას საუბარი ჰქონდათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან: ,,პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. სახალხო პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა იყოს ჩახშობილი. ფინეთი ქართველების გვერდით დგას”, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.

მეტი...

ტრამპი ბაიდენს საკუთარი ვაჟის შეწყალების გამო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ მისი ვაჟის ჰანტერ ბაიდენის შეწყალების ამბავს გამოეხმაურა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. როგორც ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, ის ელოდა, რომ ბაიდენი იმ ექვს ადამიანს შეიწყალებდა, რომლებსაც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე შტურმში სდებენ ბრალს. ,,ვრცელდება, თუ არა ჯოს მიერ ჰანტერის შეწყალება ტყვეებზე, რომლებიც მრავალი წელია ციხეში იმყოფებიან? ეს უფლებამოსილების ბორტად გამოყენება და სასამართლო შეცდომაა!”, – დაწერა ტრამპმა. ბაიდენის მიერ საკუთარი ვაჟის შეწყალებას ტრამპის გარდამავალი ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. ,,პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ კუდიანებზე ნადირობამ დაამტკიცა, რომ ,,დემოკრატების” მიერ კონტროლირებადი იუსტიციის დეპარტამენტი და სხვა რადიკალი…

მეტი...

„ორი მძარცველი მიქაუტაძეს სახლში ელოდებოდა“ – რას წერს ფრანგული მედია

ფრანგული მედიის ცნობით, ლიონთან ახლოს მდებარე კომუნა შალეში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ძვირფასეულობა და ტყავის ნივთები მოიპარეს, ზარალი 150 000-200 000 ათასი ევროა. არსებული ინფორმაციით, ორი მძარცველი მიქაუტაძის სახლში შეიჭრა და სახლში ელოდებოდა. როცა ფეხბურთელი დაბრუნდა, მძარცველები მას დაემუქრნენ, თუმცა ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იძულებული იყო მათთვის ძვირად ღირებული ნივთები მიეცა. შემთხვევა პირველ დეკემბერს მოხდა, როცა „ლიონი’’ „ნიცასთან’’ მატჩს მართავდა. სამართალდამცველებმა გამოძიება დღეს დილით დაიწყეს. ბოლო წლებში ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ეს პირველი შემთხვევაა არაა, 2022 წლის დეკემბერში ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს, როცა ფეხბურთელი სახლში იმყოფებოდა. მძარცველებმა ავტომობილი Mini Countryman-ი…

მეტი...

18:00 საათზე ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მსვლელობას გამართავენ

,,დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია”, – 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება. ,,შეშფოთებულები ვართ იმ განსაკუთრებული სისასტიკით, რომელსაც ამ დღეებში იყენებენ ჩვენი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ვგმობთ ძალადობას დემონსტრანტებზე, რომლებიც დგანან საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე. დღეს, 2 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ორგანიზებით იგეგმება მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით”, – ნათქვამია უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები განცხადებაში.

მეტი...

,,უკრაინის არმიას არ ჰყოფნის ძალა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, საჭიროა დიპლომატიური გადაწყვეტა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნით რესურსი ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ამის შესახებ მან „კიოდო ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუშვა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ რუსეთის მხრიდან თავდაუსხმელობის გარანტიის პირობით. „ჩვენ არ გვყოფნის ძალა ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენს არმიას ამჟამად არასაკმარისი ძალა აქვს, ეს ასეა. დიახ, უნდა ვიპოვოთ დიპლომატიური გადაწყვეტა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავიგებთ, რომ იმდენად ძლიერები ვართ, ისინი არ დაიწყებენ ახალ აგრესიას, მხოლოდ მაშინ შეიძლება სხვა დიპლომატიურ ნაბიჯებზე ფიქრი“, – განაცხადა ზელენსკიმ იაპონელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, რომ გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ მთელი საქართველოს მასშტაბით”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

,,აშშ უკრაინას ბირთვულ იარაღს არ დაუბრუნებს” – ჯეიკ სალივანი

,,აშშ უკრაინას ბირთვულ იარაღს არ დაუბრუნებს”, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანს შეკითხვა დაუსვეს გასულ თვეში „ნიუ იორქ თაიმსის“ სტატიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი ვარაუდობდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შესაძლოა, უკრაინას ბირთვული იარაღი გადასცეს თანამდებობის დატოვებამდე. „ეს არ არის განხილული, არა. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის უკრაინაში სხვადასხვა ჩვეულებრივი შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ შეძლონ, ეფექტურად დაიცვან თავი და აწარმოონ ბრძოლა რუსებთან და არა ბირთვული შესაძლებლობების. ჩვენ ვაპირებთ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მომავალ გუნდთან, რადგან ამ გამოწვევებიდან ბევრი ძირეულად არ შეიცვლება 21 იანვარს.…

მეტი...