“მოვუწოდებთ მშობლებს, ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები”- შსს

“მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვნების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ასევე, შსს აფრთხილებს აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. “აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს პოლიციელებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის შენობის…

მეტი...

“დაკავებულთა შორის არიან: არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები…”- საია

ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე შემოვიდა 200-ზე მეტი ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია. ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. „დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება. პირადი ნივთების მიზანმიმართული ჩამორთმევა, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტები. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამართლებრივი სტანდარტების უგულებელყოფით, რაც ართულებს ადვოკატების მუშაობას. დაკავებულთა ჯანმრთელობის დაზიანებების შემთხვევები სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია. მოვითხოვთ:…

მეტი...

“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“- ჯიმ რიში

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას” – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. „ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“ – წერს ამერიკელი სენატორი.

მეტი...

პარლამენტთან სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა. მათთან ერთად გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც. აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ პიროტექნიკას აქტიურად იყენებენ. პარალელურად ჭიჭინაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლის მანქანის საშუალებით ტერიტორიას დემონსტრანტებისგან ათავისუფლებენ.    

მეტი...

ბალტიის სამი სახელმწიფო სანქციებს დაუწესებს, მათ ვინც საქართველოში საპროტესტი აქციებს ახშობს

ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა. ამის შესახებ, აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ. „დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“ – აცხადებენ საგარეო უწყების ხელმძღვანელები.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პარლამენტის შენობის წინა მხარეს, რკინის ჯებირებთან ახლოს, ვითარება დაიძაბა. სპეცდანიშნულების რაზმი ჯებირების მიღმაა განლაგებული, ხოლო აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ნივთებს. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პიროტექნიკის გამოყენება და ლაზერების მინათება. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა. წყლის ჭავლის გამოტყორცნა ჯებირების მარცხენა მხრიდან მოხდა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მათ მიმართ აგრესია სხვადასხვა ნივთების სროლით გამოხატეს.

მეტი...

,,სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა იმდენად აქვს ქვეცნობიერში ჩაბეჭდილი, რომ ინსტინქტები მასში ახლაც იღვიძებს” – პაპუაშვილი პრეზიდენტზე

,,ქალბატონი სალომე, თავის წინა პერიოდს იხსენებს ალბათ. ვიცით, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასთან და ვიცით, რას ნიშნავს სიტყვა ,,ხუნტა” და რა იყო მაშინ გადატრიალების და სხვადასხვა ასეთი პროცესები, ვიცით და გვახსოვს, რომელ მხარეს იდგა მაშინ სალომე ზურაბიშვილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის ,,საზოგადოებრივი საბჭოს” შეფასებისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილს იმდენად აქვს ქვეცნობიერში „ჩაბეჭდილი კონსტიტუციის და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა“, რომ ის ახლაც ამ ინსტინქტებით მოქმედებს. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი კი, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ, „სახელმწიფოს ღალატია“. ,,როგორც ჩანს, სახელმწიფოს, კონსტიტუციის…

მეტი...

პრეზიდენტი მზადაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაჯდეს

,,მე მინდა აქვე გამოვაცხადო ის, რაც არ მომხდარა უკვე ძალიან დიდი ხანია, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიშვებდნენ – მე მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს სწორი იქნება, რადგან პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას. „მადლობელი უნდა ვიყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც იმედი მაქვს ჩქარ-ჩქარა დაიბრუნებს თავის ნამდვილ როლს, რომელიც არის, რომ ემსახუროს საზოგადოებას და რომელიც მას დავიწყებული ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასეთი ცოცხალია დღეს. ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს ისეთი…

მეტი...

,,ვითომც უკრაინიდან ქართველი სამხედროები ჩამოსულები არიან, რომ ჩაერთონ პროტესტში, პირდაპირი პროვოკაციაა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქციაზე დაკავებულების ჯარიმების დასაფარად ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც და საჭიროა, პროვოკაციებისგან თავის დაცვა. „მათი დაცვა, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ძალიან მალე საჭირო იყოს რამე ფონდის შექმნა. დღეს, ჯერ კიდევ არის იმის საშუალებები, რესურსები სხვადასხვა არასამთავრობოებიდან იმისთვის, რომ ჯარიმები დაფარული იყოს, მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა იყოს იმისთვის საჭირო, რომ ფონდი შეიქმნას და ამ ადამიანებს დავეხმაროთ. დახმარება კიდევ სხვა რამეში გამოიხატება, ჩვენ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან. მინდა პირდაპირ ვთქვა, ჯერ ერთი, თქვენს შორის,…

მეტი...

,,ჟურნალისტებზე არნახული ზეწოლა ხორციელდება” – საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ პირველი არხის ჟურნალისტებზე არნახული ზეწოლა ხორციელდება. ისინი ამბობენ, რომ ტელევიზიას მუშაობის საშუალება არ ეძლევა. ,,მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება. კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. ერთადერთი დაპირება, რაც მივეცით ჩვენს მაყურებელს, არის ის, რომ ,,პირველი არხი” იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად”, – აღნიშნულია განცხადებაში. ამ წუთებში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პირდაპირი ეთერის დათმობას და…

მეტი...

“ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი, იმის გამო რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება”- პრეზიდენტი

“ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი და საერთოდ, მმართველი პარტია იმის გამო, რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ელჩების ნაბიჯებმა ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ახალი სურათი შექმნა. “მინდა, შევეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. როგორც ჩანს, ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი და საერთოდ, მმართველი პარტია იმის გამო, რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება და პროტესტი გამოხატა ამ მიმართულებით, გადადგა რამდენიმე ელჩი მნიშვნელოვან ქვეყნებში და ეს ყველაფერი ქმნის ახალ სურათს ჩვენი საგარეო უწყების, რომელიც არა თუ საბოტაჟი და არა თუ დისკრედიტაციაა…

მეტი...

პრეზიდენტი სპეციალური ფონდის შექმნას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცახდებით, აქციის მონაწილეებს სჭირდებათ დაცვა და მხარდაჭერა. მან ბრიფინგზე გააჟღერა ინიციატივა, რომ შეიქმნას ფონდი დაჯარიმებული მომიტინგეების დასახმარებლად. „მათი დაცვა იმაში მდგომარეობს, რომ რამე ფონდის შეიქმნას. არის იმის საშუალებები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომ ჯარიმები იყოს დაფარული. შეიძლება დადგეს მომენტი, რომ საჭირო იყოს დიდი საზოგადოებრივი გაერთიანებაც” – განაცხადა პრეზიდეტმა. სალომე ზურაბიშვილი აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მიესალმა და მშვიდობა უსურვა.

მეტი...

პარლამენტთან აქციის მონაწილეების მისამართით, წყლის ჭავლი გამოიყენეს

პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით, წყლის ჭავლი გამოიყენეს. პოლიციის ამ ქმედებას აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ ,,საქართველო, საქართველო”. პარალელურად, აქციის მონაწილეები სამართალმდაცველების მისამართით, პიროტექნიკის გამოყენებას აგრძელებენ. აქციის მონაწილეები ,,ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს გაჩერებას მეოთხე დღეა, აპროტესტებენ.  

მეტი...

„ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა“ – პრეზიდენტი

ამ წუთებშო, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა. „როგორც გუშინ მქონდა ნათქვამი, მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, რომ აქაც, ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საით მივდივართ და საით არა. ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი, ყველსა გამოცხადებული მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებას არ გადაუხვევია და რჩება ამ მიზნის ერთგული”, – აღნიშნა  პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.…

მეტი...

პრეზიდენტს სთხოვენ, პირველი არხის დროებითი ხელმძღვანელი დანიშნოს

საპროტესტო აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არიან შეკრებილები და კოსტავას ქუჩა გადაკეტილი აქვთ. ისინი გზის სავალ ნაწილზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ამოიწურა ნახევარ საათიანი ვადა, რომელიც მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მისცეს. ისინი ითხოვდნენ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ეთერის დათმობას პოლიტიკოსებისთვის, პრეზიდენტისთვის და მოქალაქეებისთვის. მოქალაქეები პირველ არხთან დღეს ახალი მოთხოვნებით მივიდნენ: ვასილ მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გარდა თანამდებობები უნდა დატოვონ დეპარტამენტების ხელმძღვანელებმაც. მათი თქვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები ,,ქართული ოცნების” სამსახურში არიან. ისინი, პრეზიდენტს სთხოვენ, რომ პირველი არხის დროებითი ხელმძღვანელი დანიშნოს.

მეტი...

,,EU მომიტინგეების ძალადობაზე რეაგირებას მოახდენს” – სენდროვიჩი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განაყოფების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროკავშირს ძალადობაზე რეაგირება ექნება. ,,ევროკავშირი მომიტინგეების ძალადობაზე, რომლებიც ევროპულ მომავალს იცავენ, რეაგირებას მოახდენს”, – წერს სენდროვიჩი.

მეტი...

,,ვუერთდებით სამოქალაქო პროტესტს საქართველოში!” – უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები

უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და სამოქალაქო პროტესტს უერთდებიან. ,,უცხოეთში მოღვაწე მუსიკოსები ვუერთდებით საქართველოში განვითარებულ სამოქალაქო პროტესტს! ქვეყნის მიტაცების და საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობის ვითარებაში, ,,ხელოვნების და პოლიტიკის გამიჯვნა” შეუძლებლად მიგვაჩნია”, – წერია განცხადებაში. ამ დროისთვის, განცხადებას ხელს 190-ზე მეტი ადამიანი აწერს: 1. ნატალია გაბუნია, ამსტერდამი 2. ნინო გვეტაძე, ამსტერდამი 3. ლიზა ბათიაშვილი, ბერლინი 4. გიორგი გიგაშვილი, ბერლინი 5. ალექსანდრე კორსანტია, აშშ 6. ლევან ცხადაძე, ამსტერდამი 7. ქეთევან როინიშვილი, ამსტერდამი 8. ვერიკო ჭუმბურიძე, მიუნჰენი 9. ეთერი ანჯაფარიძე, აშშ 10.მარიკა ასათიანი, შტუტგარტი 11. ზურაბ გვანცელაძე, მიუნხენი 12. ქეთევან სეფაშვილი,…

მეტი...

,,დროა, აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოვიყენოთ” – სენატორები რიში და შაჰინი

სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დროა ადმინისტრაციამ აშშ-ის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოიყენოს. ,,ჩვენ ვიმუშავებთ იმიზე, რომ საქართველოს მთავრობა და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პასუხი აგონ. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხზე. ასევე, ვთხოვთ როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ადმინისტრაციებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების…

მეტი...

„ცეცხლს უკიდებენ, ისვრიან სხვადასხვა საგნებს“ – ვაჟა სირაძე

„შსს იძულებულია მიიღოს შესაბამისი ზომები…. ცეცხლს უკიდებენ, შუშებს ამტვრევენ პარლამენტის შენობაში, მთელ ქალაქში აზიანებენ ინვენტარს“ – აცხადებს ვაჟა სირაძე და აქციის მონაწილეების მხრიდან სხვადასხვა საგნის სროლასა და ძალადობაზე საუბრობს. „ჩადიან სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. აქციის დაწყებისთანავე დაიწყო სხვადასხვა სახის უკანონო მოქმედებები პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნების სროლამ რკინის ჯებირის დამტვრევა, შუშების ჩამტვრევა, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში. მოხდა რეაგირება და 2 პირი დაკავებულია. შსს-ს დანაყოფები მობილიზებულია რომ დაიცვან კანონი. განხორციელდა არაერთი დესტრუქციული ქმედება. შსს იძულებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დაკავებით და პროპორციული ძალების გამოყენებით. პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, ცეცხლს უკიდებენ, მთელ ქალაქში…

მეტი...

,,პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების საკითხს განვიხილავთ” – ბრაჟე

,,პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების საკითხს განვიხილავთ”, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე X-ზე. მან საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადება გააზიარა. ,,ზაფხულში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა. ახლა პარტნიორებთან ერთად საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განვიხილავთ”, – წერს ბრაჟე.

მეტი...

ჭიჭინაძის ქუჩაზე რობოკოპები განლაგდნენ – გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც

საპოლიციო ძალები ჭიჭინაძის ქუჩაზეც განლაგდნენ. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კი სპეცრაზმელების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც. პარალელურად, თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა. ასევე, თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი რამდენიმე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეები იკრიბებიან.

მეტი...

21:00 საათზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 21:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ამ წუთებში,  ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.

მეტი...

აქციის მონაწილეებმა ,,პირველ არხთან” გზა გადაკეტეს

მელიქიშვილის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ტელევიზიასთან გზაც გადაკეტილია. აქციის მონაწილეები არხის ხელმძღვანელობის ვასილ მაღლაფერიძის, თინათინ ბერძენიშვილისა და ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ, რომლებიც, მათი განცხადებით,  ,,ქართული ოცნების” პროპაგანდას უწყობენ ხელს. ისინი ასევე ითხოვენ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საზმაუს ეთერი დაეთმოთ, რათა საზოგადოებამ ქვეყანაშ განვითარეულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე იცოდეს. აქციის მონაწილეები ტყუილს უწოდებენ ინფორმაციასაც, თითქოს, საქართველო პრეზიდენტი ,,პირველ არხზე” მისვლაზე უარს აცხადებს.

მეტი...

,,საქართველო უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე” – პოდოლიაკი

,,საქართველო უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს”, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი X-ზე. ,,საქართველო სისხლიანმა ცეცხლმა მოიცვა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის კლასიკურ მცდელობას, შთანთქოს სხვა ერის სუვერენიტეტი, რომელსაც უპირისპირდება ქართული სამოქალაქო საზოგადოების სასტიკი წინააღმდეგობა. საქართველო – ამაყი და ღირსეული ერია, რომელიც ნამდვილად ასეთია – უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე. ის უარს ამბობს გახდეს კიდევ ერთი გაღატაკებული, ბანაკის მსგავსი ტერიტორია, რომელსაც გაბოროტებული რუსები მართავენ. ის უარს ამბობს საკუთარი თავისუფლების გაყიდვაზე ან შვილების მომავლის გაცვლაზე გარკვეული პრორუსული ოლიგარქების კორუფციასა და სარგებელზე. რუსეთი ყოველთვის…

მეტი...

,,საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია” – ლაიენი

,,საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია”, – ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ,,ქართული ოცნების” განცხადებას. ,,ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია”, – წერს ევროკომისარი.

მეტი...

,,აქციის მონაწილეს ძალის გამოყენების უფლება არ აქვს, წერტილი” – შალვა პაპუაშვილი

,,ორი რამ უნდა განვასხვაოთ, ეს არის ძალის გამოყენება და ძალადობა. აქციის მონაწილეს ძალის გამოყენების უფლება არ აქვს, წერტილი. არანაირი მაშხალის, ქვების სროლას, არანაირი მათი ემოციური მდგომარეობა არ ამართლებს. ამ ძალადობის საპასუხოდ, სახელმწიფო და ამ შემთხვევაში პოლიცია არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მაშინ როდესაც პოლიციას უწევს ძალის გამოყენება, არსებობს რისკი, რომ შეიძლება ძალა ჭარბად გამოიყენონ. მისივე თქმით, ამ აქციების დროს იყო რამდენიმე ასეთი ექსცესი, თუმცა საერთო ჯამში, პოლიცია კანონით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. „ზოგადად ძალადობრივი აქციების მართვა ერთ-ერთი…

მეტი...

ოპოზიცია ათონელის სასახლეში პრეზიდენტთან კონსულტაციაზე მივიდა

ამ წუთებში, ათონელის სასახლეში კონსულტაციები იწყება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი პრეზიდენტთან უკვე მივიდნენ. ორბელიანების სასახლეში მისულები, ჯერჯერობით, ვერ ამბობენ, კონკრეტულად რაზე იქნება სალომე ზურაბიშვილთან საუბარი. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნის საკითხზე მუშაობა კოორდინირებულად უნდა გაგრძელდეს.

მეტი...

„ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება“ – ევროკავშირი საქართველოს შესახებ

„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება, არ მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და უარს ამბობს ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე“ –  ეს გახლავთ ამონარიდი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადებიდან საქართველოს შესახებ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ,  დღევანდელი მოცემულობით, შეცვლილია საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკა. „ეს განცხადება მიანიშნებს, რომ შეიცვალა საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ევროპული მისწრაფებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების…

მეტი...

“ვგმობთ, დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ”- საგარეო უწყება

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას”- ამის შესახებ საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სამინისტრო აღნიშნავს, რომ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ”. “საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც კეთილსინდისიერად ასრულებდა ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული მომავალში ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის. ევროკავშირს ამ დრომდე არ…

მეტი...

პარლამენტთან სამართალდამცავების მობილიზებაა

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩაზე სამართალდამცავების მობილიზებაა. პარალელურად, პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი რკინის ჯებირზე აბრახუნებენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. ისვრიან პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს. რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც.

მეტი...

ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში აქციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს. საპროტესტო აქციაა ზუგდიდში. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს სავტომობილო გზა. მოქალაქეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი, ერთ – ერთი გზა – გადაკეტეს. დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ამ წუთებში მოქალქეები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, თბილისში. საპროტესტო აქციაა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან.

მეტი...

“ჰა, ბურთი და მოედანი ევროკავშირისთვის, უნდათ ახლა გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ მოგვიანებით”- პაპუაშვილი

“ჰა, ბურთი და მოედანი ევროკავშირისთვის, უნდათ ახლა გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ მოგვიანებით გახსნან. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, რაც არ უნდა ხდებოდეს”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩვენ კანონებს, რეგულაციებს, სტანდარტებს იმისთვის კი არ ვაკეთებთ ევროკავშირს რომ მოვაწონოთ თავი. „ჩვენ დავდეთ პირობა ქართველი ხალხის წინაშე, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, რომ ევროკავშირში წევრობისთვის, 2030 წელს, საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ჰა, ბურთი და მოედანი ევროკავშირისთვის, უნდათ ახლა ახსნან მოლაპარაკებები, უნდათ მოგვიანებით გახსნან. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, რაც არ უნდა ხდებოდეს. ერთი რამეა…

მეტი...

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეები პარლამენტთან განთავსებულ ჯებირს უბრახუნებენ და სტვენით, შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო, საქართველოს გაუმარჯოს!”. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, ბანერები. აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

მეტი...

საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვლავ აქციაა. ამჯერად 24 საათიან ეთერს ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვალავ აქციაა. შეკრებილები 24 საათიან, უწყვეტ ეთერს ითხოვენ. მათი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციურ პარტიებს უნდა დაუთმონ. გარდა ამისა, ითხოვენ ხელმძღვანელების ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გუშინ ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეები პირდაპირ ეთრეს ითხოვდნენ. ხმაუურიანი დისკუსიის შემდეგ მათი მოთხოვნა არხის მენეჯმენტმა დააკმაყოფილა.

მეტი...

“წიხლებს მირტყამდნენ, რამდენი მცმედა, ვერც კი დავასახელებ”- რას ყვება აქციზე დაშავებული ახალგაზრდა

აქციაზე სასტიკად ნცაემი აქტივისტი დავით გოგილაშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელების ჯგუფი მას წიხლებს და იდაყვებს ურტყამდნენ. მას ცხვირი აქვს გატეხილი და სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. “სადაც მე ვცხოვრობ, უბნის მაღაზიაში ამოვედი, საკვები ვიყიდე მე და ჩემი მეგობრებისთვის, ჩავედით თუ არა, ცუდ მომენტში მომიწია ყოფნა, ალყაში აღმოვჩნდი და არც გაქცევა დავაპირეთ. მე, ჩემი მეგობრები და მათი მშობლები ვიდექით, ვთხოვეთ, რომ გავიდოდით, არ ვაპირებდით არსად წასვლას, სახლში წავიდოდით და ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა გვითხრა, კი, ბატონო, გაგიშვებთო, გაგვიყვანა გვერდზე და შემოტრიალდა და უცებ ეცა ჩემი მეგობრის მშობელს. სადაც მე დამიჭირეს, ვიდეოში სადაც ჩანს, ტელეწამყვანებთან ერთად,…

მეტი...

“ჩვენი არჩევანი ევროპაშია“- პროტესტი რეგიონებში

„არა რუსულ ხელისუფლების, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ – ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს. უწყვეტი ხმოვანი სიგნალებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, მათ ქვეყნის ევროინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ავტომსვლელობისას ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებს შეუერთდნენ და 18:00 საათზე მერიის წინ დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. აქცია-მსვლელობა გაიმართა ახმეტაშიც. მოქალაქეებმა თავდაპირველად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ავტომანქანებით მსვლელობა გამართეს, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ხელისუფლების ცვლილება ერთხელ მოითხოვეს. მოქალაქეები მსვლელობით “ოცნების” ოფისთან მივიდნენ ხაშურში. აქცია გაიმართა ჩოხატაურშიც.

მეტი...