ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგოულ პარტნიორობას აჩერებს. აღნიშნული განცხადება მეთიუ მილერმა გააკეთა. „ვგმობთ ძალის გამოყენებას ქართველების მიმართ“ – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. “აშშ და ევროკავშირი გამოხატავენ სინანულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ კონსტიტუციის ამ ღალატს. ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ ბასტიონია. შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან”, – ასეთია მილერის განცხადება.

მეტი...

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი გადადგა

საქართველოს ელჩი ლიეტუვაში, სალომე შაფაქიძე გადადგა. ამის შესახებ, მან „ტელეგრამის“ საკუთარ გვედზე დაწერა. „საქართველო ევროპაა“ – წერს შაფაქიძე. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკანიანმა თანამდებობა დატოვა.

მეტი...

დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში ვრცელდება. გარდა ამისა, თანამდებობას ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია. მანმადე, თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთში, იტალიასა და ნიდერლანედებში საქართველოს ელჩებმა.

მეტი...

“თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“- შსს 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ამის შესახებ შს სამინისტროს  მიერ გავრცელებულ განცახდებაშია ნათქვამი. “საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, გახდა ძალადობრივი. კერძოდ, აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, ქვების და სხვა საგნების გამოყენებით ჩაამსხვრიეს პარლამენტის ფასადზე არსებული ათამდე ფანჯრის შუშები. ამავდროულად, აქციაზე მყოფ პირებს მობილიზებული აქვთ პიროტექნიკა, ქვები, სხვადასხვა მძიმე საგნები, რომელსაც ისინი სავარაუდოდ კვლავ სამართალდამცველთა წინააღმდეგ გამოიყენებენ. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და…

მეტი...

რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანეს

რუსთაველის გამზირზე აქციის პარალელურად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და რობოკოპები. მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას აჩერებს, უკვე მესამე დღეა აპროტესტებს.

მეტი...

„პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები“- პრეზიდენტი

„იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, ამ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს!“- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ის პოლიტიკურ პროცესების სათავეში იქნება. „ჩვენ ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის დავუთმობთ. ხვალ ჩვენ კიდევ შევხვდებით. ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც…

მეტი...

“მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი, ჩემი მანდატი გრძელდება“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადა, რომ ის რჩება ქვეყნის სათავეში. “მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი, არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს პრეზიდენტს, შესაბამისად, ინაუგურაცია ვერ იქნება, ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს, ვინც უნდა შემცვალოს მე. მე თქვენთან ერთად ვიქნები”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მეტი...

„შედგა ეროვნული თანხმობა“- პრეზიდენტი

„შედგა ეროვნული თანხმობა“- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვაში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი. “ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში, არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ნება და ევროპული მომავალი. შედგა ეროვნული თანხმობა, და ყოველ წუთს ჩანს თუ როგორ ძლიერდება. თუნდაც დღეს დიპლომატიურ კორპუსში, ბიზნესში და ა.შ.“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

„პირველი არხის“ შენობაში დაპირისპირებაა

„პირველი არხის“ შენობაში სიტყვიერი დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებსა და ტელევიზიის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მან განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებისთვის დაგეგმილ საეთერო დროს თავად წაუძღვებოდა. „ახლა ვსაუბრობთ პირდაპირ ეთერზე, რომელიც ამ არხზე უნდა გაიმართოს. ყველა ბრალდების, რომელიც ამ არხს უკავშირდება, მოპასუხე მხარე ვარ მე და არა არც ერთი სხვა ჟურნალისტი. ამიტომ, ვიჯდები მე ეთერში. რა პრობლემაა, ამიხსენით“- განაცხადა ბერძენიშვილმა. „შენ რატომ ზიხარ ეთერში, იცი? ყველა ჟურნალისტმა, სავარაუდოდ, უარი გითხრა მაგ ეთერზე და მაგიტომ. ახლა შენ გადაწყვიტე, რომ დაჯდე. ზუსტად ასე მგონია“,- განაცხადა აქციის მონაწილემ. საპასუხოდ კი, თინათინ…

მეტი...

“ერთად ვუპირისპირდებით „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმს”- ბარიერგადალახული ოთხი პარტიის განცხადება

“თანამშრომლობის რეჟიმში ვთანხმდებით, რომ ქმედით დახმარებას აღმოვუჩენთ დემონსტრანტებს, მათ შორის სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით – ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს”- ამის შესახებ ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური პარტიის/კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული. პარტიები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, „გააკეთონ მკაფიო განცხადებები მიტაცებული არჩევნების შედეგების არ აღიარების თაობაზე და გადადგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები“. „ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები ერთად ვუპირისპირდებით „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევით ვიბრძვით ქუჩაში ქართველ ხალხთან ერთად…

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – მობილიზიებულია პოლიცია

რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შესაბამისად გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი. მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან განთავსებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ, რითაც პროტესტს გამოხატავენ. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოქალაქეები ასევე შეკრებილები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთანაც. თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იმართება – დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში.    

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ანდჟეი დუდასთან და ალარ კარისთან საუბრის თემა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო.

მეტი...

იტალიაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

იტალიაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ვეკუამ თანამდებობა დატოვა. “როგორ ეწერა სენიორ პესოას? – არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე… ყველას გვაქვს ასეთი. მე – ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ. დღეს ამ ფიქრებით ვამბობ “უარს” და ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანმა განგებას აჩუქოს. მათ შორის იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან…

მეტი...

“პუტინის დამქაშები მუდმივად მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას”- როთი

“პუტინის დამქაშები მუდმივად მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას, ქუჩაში გამოსული ქართველები საკუთარი თავისუფალი და სუვერენული ნებით მოქმედებენ” – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მიხაილ როთი ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში წევრობისთვის მუშაობას კონსტიტუციური სტატუსი აქვს საქართველოში. “ევროკავშირსა და ნატოში წევრობისთვის მუშაობას კონსტიტუციური სტატუსი აქვს საქართველოში. ეს ყოველი მთავრობისა და ყოველი საპარლამენტო უმრავლესობის ვალდებულებაა. ქვეყანა უკვეა ევროკავშირის კანდიდატი და ნატოში წევრობა ჰორიზონტზეა. რამდენიმე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. განცხადებები, თითქოს მაიდანი უცხოურმა ძალებმა (CIA, ევროკავშირი, მარსიანელები) მოიტანეს, კრემლის საშინელი პროპაგანდაა და გამეორებით სიმართლე არ…

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

წყლის ჭავლის, დარბევის, ცემის, დაშლის, დაჭერის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია ისევ განახლდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პერიმეტრზე არიან შეკრებილები და რკინის ჯებირებზე სხვადასხვა საგნებით აბრახუნებენ. ასე გამოხატავენ პროტესტს, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 2 დღის განმავლობაში, სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავა. ათეულობითაა დაშავებული აქციის მონაწილე და სამართალდამცველი. რამდენიმე აქციის მონაწილეს და ჟურნალისტს ძვლები აქვს გატეხილი. აქციის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ.

მეტი...

მოქალაქეები, ქვეყნის მასშტაბით,  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ

თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იმართება – დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში. მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ. ქუთაისში მოქალაქეები მერიასთან არიან შეკრებილები, გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. ზუგდიდში კი, საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო აქცია ბათუმში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. დედაქალაქში საპროტესტო აქცია რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი, მათ შორის, „საქართველოს პირველ არხთან“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 19:00 საათზე კი, მოქალაქეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთან შეიკრიბებიან.

მეტი...

მოლდოვა საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დიპლომატებს სოლიდარობას უცხადებს. „სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, რაც მისი ხალხის მისწრაფებებს ასახავს. ერთად, ჩვენ ვიცავთ დემოკრატიისა და ერთიანობის ღირებულებებს. ერთად საქართველოსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

20:00 საათზე საზოგადოებრივი არხის ეთერს აქციის მონაწილეები დაიკავებენ – პროტესტი მოლაპარაკებით დასრულდა

ხმაურინი დისკუსიის შემდეგ, შეთანხმება შედგა. მოქალაქეებს ეთერი 20:00-ზე დაეთმობათ.  მათი სიტყვა ნინო ზაუტაშვილის გადაცემა ”რეალურ სივრცეში” გაჟღერდება. რამდენიმე წუთის წინ ვასილ მაღლაფერიძესა და ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. შეგახსენებთ, რომ “პირველი არხის” შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის, მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგებით – “საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“.

მეტი...

“ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას მერიის თანამშრომლები ემიჯნებიან

თბილისის მერიის 130-მდე თანამშრომელი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან. „ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის…

მეტი...

ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს  შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს  შეხვდა. ამის შესახებ­ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა პრეზიდენტს აქციაზე დაკავებულთა ფიზიკური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აპარატის მიერ ბოლო დღეებში გაწეული საქმიანობა გააცნო.

მეტი...

“ამხილე რეჟიმი“- საქართველოს პირველი არხის შენობასთან აქციაა

„საზოგადოებრივი მატყუარა“, “ამხილე რეჟიმი“ – ამ მოწოდებებით საქართველოს პირველი არხის შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათივე შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არასრულად აშუქებს. „ჩვენ ვხედავთ თუ რა პროპაგანდით ებრძვის მედია საზოგადოებას და ამის სათავეში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს მაუწყებელი წარმოუდგენელია მონაწილეობდეს ამ პროპაგანდაში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, სრულად უნდა გააშუქოს, როგორც ამას სხვა ტელევიზიები აკეთებენ. ასევე აუცილებელია საზოგადოებრივ ჯგუფებს ტელევიზიამ დაუთმოს დებატების სივრცე. ხალხის ხმა უნდა ისმოდეს. ახლა უპირველესი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო მარწუხებისგან დავიხსნათ”- განაცხადა მოძრაობა…

მეტი...

29-30 ნოემბერს, აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში, 40 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 40 ადამიანი გადაიყვანეს. მათივე ცნობით, აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. „არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება. გარდა ამისა, ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ სხვა აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის…

მეტი...

“აქციის მონაწილეთა დესტრუქციული ქმედებები, საფრთხეს უქმნიდა შსს-ს თანამშრომლების სიცოცხლეს”- ალექსანდრე დარახველიძე

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა დესტრუქციული ქმედებები, საფრთხეს უქმნიდა როგორც პროტესტის მონაწილეთა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროტესტის გამომხატველთა ქმედებები, არაერთხელ გასცდა შეკრება-მანიფესტაციის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. „აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ჩიტაძის ქუჩაზე მყოფ პოლიციელებს ესროდნენ ქვებს, შუშის ბოთლებს, პიროტექნიკას, სხვადასხვა რკინის საგანს, კვერცხებს, საღებავებს, პოლიციელებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, რამდენიმე პოლიციელმა სხვადასხვა, მათ შორის, მძიმე სახის დაზიანება მიიღო. სიტუაციის დეესკალაციისა და სამართალდამცველთა…

მეტი...

დიღმის იზოლატორის შესასვლელთან რიგი დგას

თბილისი პოლიციის მთავარი სამმართველოს დიღმის იზოლატორში, დაკავებული აქციის მონაწილეების სანახავად ახლობლები და ადვოკატები მიდიან. ოჯახი წევრებს მათთვის ტანსაცმელი, საკვები და სხვადასხვა საჭირო ნივთი მიაქვთ. პარალელურ რეჟიმში, მათთან შესახვედრად მიდიან ადვოკატები. ოთახი, სადაც ამანათების ჩაბარება მიმდინარეობს, უამრავი ხალხია. ყველა თავოს რიგს ელოდება რომ დაკავებულს ამანათი გადასცეს.    

მეტი...

საპროეტსტო აქციები მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში

თელავში, მერიის მიმდებარედ მესამეა დღეა აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეჩერებას და დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. მსვლელობა იმართება ბათუმში. აქციის მონაწილეებმა მოსამართლის სახლთან სიმბოლურად შეჩერდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა უმოქმედობაში დაადანაშაულეს. დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ მედიის წარმომადგენლები ზუგდიდში. ისინი ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილი. პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან თბილისში. აქციის მონაწილეები პირდაპირ ერთეს ითხოვენ.    

მეტი...

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი გადადგა

თანამდებობა დატოვა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა დავით სოლომონიამ. “საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.  დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა. მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.  ვგმობ ნებისმიერი ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას” – ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელსაც, მისი და ავრცელებს.  

მეტი...

„ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს“- კალაძე

„არც ერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი არ აქვს“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. „ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ არჩევნების წინ მოვისმინეთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ. არც ერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი არ აქვს. მთელმა ქვეყანამ დაინახა, როგორ ჩატარდა არჩევნები – ღიად, გამჭვირვალედ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის განცხადება, სადაც პირდაპირ და ნათლად არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მთელი კამპანიის განმავლობაში იყო სიმშვიდე, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა…

მეტი...

“დაისაჯოს ყველა პირუტყვი, ვინც ექიმზე იძალადა… ზღვარი გადალახულია” – ზაზა თელია

ექიმი ზაზა თელია, აქციაზე  მისი კოლეგის კახა ეცადაშვილის დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ვინ, ექიმზე იძალადა. „დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ პატიმრობიდან უწესიერესი და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი ექიმი ჩვენი კოლეგა კახა ეცადაშვილი, ასევე დაუყოვნებლივ დაისაჯოს უმკაცრესად ყველა ის პირუტყვი ვინც მასზე ხელი აწია და ტრავმები მიაყენა. ყველა ზღვარი გადალახულია!!!!“- წერს თელია.

მეტი...

“ნაცემი ადამიანების ნაწილს სამედიცინო დახმარება სჭირდება”- ადვოკატი

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, ნაცემი ადამიანების ნაწილი დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამ დრომდე არ შეუსახლებიათ. ტყეშელაშვილის ინფორმაციით, იზოლატორებში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია, თუმცა, დაკავებულების ნაწილმა იქამდე ვერ მიაღწია. „ნაცემი ადამიანების ნაწილი იზოლატორებში ამ დრომდე შესახლებული არ არის, მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ვინაიდან მათზე ფიზიკურად იძალადეს. მათ სისხლის კვალი ტანის მიდამოებში, ასევე ტანსაცმელზე აღენიშნებათ. მე ვინც მოვინახულე, მას სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მისი ტანსაცმელიც სისხლიანი არის. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მათზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა“- განაცხადა ტყეშელაძემ.

მეტი...

“მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა”- კალაძე

„არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით შეუძლიათ, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა. „ცხადია, თუ საიდან იმართება ეს ყველაფერი. ეს არის გარე ძალებისგან მართული პროცესები, რომელსაც შიდა რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ. გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი აქცია, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია”- აღნიშნა კალაძემ. რაც შეეხება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების საკითხს, თბილისის მერის თქმით, ამ ყველაფერს შესაბამისი გამოძიება შეისწავლის. „სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ…

მეტი...

„აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია“- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის სრულიად ეთანხმება ყველას იმ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქართველი ფეხბურთელების იმ განცხადებების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. „აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და ამ გზას გავივლით ღირსეულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებებიც, რომელიც ხელოვნურად იქმნება, როგორც კანდიდატის…

მეტი...

„ჩვენი გუნდის წარმომადგენლები არიან დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ“- გახარია

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცახადებს, რომ  საპროტესტო აქციაზე მათი გუნდის წევრები დააკავეს, ზოგიერთ მათგანს ამ დრომდე ეძებენ. „ჩვენი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი უკანონო თავდასხმების შედეგად უკანონოდ არის დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ, სად და რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილები, ამასაც ვერ ვიგებთ და სახალხო დამცველი არაფერს არ აკეთებს. დრო და ადგილი დაუთმო პრემიერს ელაპარაკა ტყუილების მთელი კასკადი, არაპროვოცირებულ ადამიანებს ესხმოდნენ ნიღბიანი პოლიციელები თავს, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები. ჩვენს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს ლევან თორიას, როდესაც ის აქციას ტოვებდა ათობით ნიღბიანი პოლიციელი, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები, თავს დაესხა და ეს ადამიანი…

მეტი...

„ჩემი შვილია, ხელი გაუშვი“- დღეს, თბილისში ორი აქცია დაიგეგმა

დღეს, თბილისში ორი აქცია დაიგეგმა. აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით – „ხალხის ტელევიზიაა“, ხოლო 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას – „ჩემი შვილია, ხელი გაუშვი“. პროტესტის მონაწილეები მივლენ პარლამენტთანაც, თუმცა რომელ საათზე დაიწყებენ მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას – საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

მეტი...

„შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ… ეს არის სიმხეცე“ – სახალხო დამცველი  

„ამას გამართლება არ აქვს. ეს არის სიმხეცე. დამნაშავეს კანონით უნდა მიუდგე და არა ლინჩის წესით“ – სახალხო დამცველის პირველი განცხადება ლევან იოსელიანმა დაკავებულები იზოლატორში მოინახულა და ნანახით გაოგნებულია. „სიმხეცე“ ასეთია მისი მოკლე შეფასება. „ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს“,-  აცხადებს ლევან იოსელიანი. მისი თქმით, დიღმის იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. „ამ იზოლატორში, სადაც…

მეტი...

აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28-30 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. სამსახური, ცხელის ხაზის მეშვეობით, სახალხო დამცველის აპარატიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს,…

მეტი...

“მომიტინგეები პოლიციელების წინააღმდეგ ბრუტალუარდ ძალადობდნენ”- კობახიძე

“ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო ცალკეული ინციდენტები, ასევე უკიდურესად შემაშფოთებელი, ორივე მიმართულებით მიუღებელია ძალადობა, შესაბამისად, გამოძიებაც უნდა წარიმართოს ორივე მიმართულებით” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობა შობს ძალადობას, ძალადობა წაახალისებს ძალადობას, შესაბამისად, ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში. “ბრუტალური ძალადობის განმახორციელებელ ადამიანებს როდესაც იწყალებენ, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციელების დაწვას, ასეთი ფაქტები ახალისებს ძალადობას და ასეთ ადამიანებს შემდეგ აღარ აქვთ მორალური უფლება, რომ ძალადობაზე ისაუბრონ. ძალადობა შობს ძალადობას, ძალადობა წაახალისებს ძალადობას, შესაბამისად, ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა…

მეტი...