ფიზიკური ანგარიშწორება, დაკავებები დაიწყო

სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს. ნიღბიანები აქციის მონაწილებს გაეკიდნენ.  პარალელურად, აქტიურად იყენებს წყლის ჭავლის მანქანებს. ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც დაკავებულია და სისხლი სდის, ნიღბიანმა რობოკომპა წიხლი რამდენჯერმე ჩაარტყა, მათ შორის მუცლის არეში. ის დააკავეს და წაიყვანეს. ნიღბიანი მას კამერების თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა. დაკავებები აქტიურად დაიწყო. ერთმანეთს ფიზიკურად უსწეორდებიან. მისდევენ და ყველას იჭერენ, ვის დაჭერასაც შეძლებენ.

მეტი...

“დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭირო საქართველოს დემოკრატიის დასაცავად” – ევროპარლამენტარი

“დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭირო საქართველოს დემოკრატიის დასაცავად” – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ უკვე დააინფიცირა წერილი, რომელშიც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სთხოვს სანქციების შემოღებას საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ. „ევროპარლამენტში კოლეგა დეპუტატებთან ერთად დავაინფიცირე წერილი, რომელიც მიუწოდებს [უმაღლეს წარმომადგენელს] კაია კალასს და ევროკავშირს სანქციები შემოიღონ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო თაღლითობაზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებაზე. დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭიროა საქართველოს დემოკრატიის დასაცავად,” – წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.    

მეტი...

აქციის მონაწილეებს აკავებენ, პროტესტანტები კი სხვადასხვა ნივთს ისვრიან

პარლამენტის მიმდებარედ,  9 აპრილის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ვითტარება ურთილესია. ერთმანეთის საპირისპიროდ დგანან სპეცრაზმელები და აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების მხრიდან ხდება პლასტიკატის ბოთლებისა და სხვა ნივთების სროლა. ოპროვე მხრიდან კი ისმის გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები. აქტიურად ხდება წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება. აქციის მონაწილეები სკანდირებენ “რუსებო, რუსებო!” მათ ნაგვის ბუნკერს ცეცხლი წაუკიდეს. არიან დაშავებულები.

მეტი...

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ

9 აპრილის ქუჩაზე განლაგებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს. წყალს უშვებენ უშუალოდ პარლამენტის ეზოში განთავსებული წყლის ჭავლის მანქანებიდანაც. პარალელურად, ადგილზე ხდება ცრემლსადენი საშუალებების გაშვება და ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენება. ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების დაკავებასაც. მომიტინგეები კი სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისვრიან.

მეტი...

“მინდა მივმართო სამართალდამცავებს – არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებზე!”- პრეზიდენტი

“მინდა მივმართო სამართალდამცავებს – არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არის „უაღრესად მშვიდობიანი პროტესტი“. „ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება. ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს. თქვენ დღეს ძალიან ბევრნი ხართ გამოსულები. გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია,…

მეტი...

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა – გამოიყენეს წყლის ჭავლი

პარლამენტის მიმდებარედ ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი. პერიოდულად იყენებენ ე.წ წიწაკის სპრეის. აქ  დაპირისპირება აქციის ერთ-ერთი  მონაწილის დაკავების მცდელობას მოჰყვა. მიუხედავად წყლის ჭავლის გამოყენებისა, მომიტინგეები ადგილზე რჩებიან. აქციის მონაწილეები, პროტესტის ნიშნად სპეც-დანიშნულების რაზმის მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან.  

მეტი...

“ქართველებს მთავრობამ უღალატა”- ევროპარლამენტარი

“ქართველებს მთავრობამ უღალატა”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. “ქართველები აგრძელებენ საღამოს თბილისში პარლამენტის წინ პროტესტს. მათ მთავრობამ უღალატა. დაუჭერს ევროკავშირი მათ მხარს? ევროპარლამენტმა გზა აჩვენა” – წერს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო.

მეტი...

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა – გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება დაძაბულია.  თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგად მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს პლასტიკატის ბოთლების სროლა, რაც პოლიციამ უკან დაუბრუნა სროლით. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სპეციალურ საშუალებებს. ადგილზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური და საპატრულო პოლიცია ასევე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.  

მეტი...

“მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები”- შსს

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. „აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, დააზიანეს განათების ფანრები და სხვა ინვენტარი, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ელექტრო გაყვანილობას. პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს” –…

მეტი...

“ეს იგივეა, იარაღი გესროლონ თავში და გადარჩე”- ექიმი აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტზე

ექიმი ზაზა თელია, აქციის დაშლის დროს დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას შესახებ წერს.  როგორც თელია ამბობს, გურამ როგავას ბედი ჰქონია, რომ სიკვდილს გადაურჩა. “ამ ადამიანს ბედი ჰქონია, რომ გადაურჩა სიკვდილს, ეს იგივეა ვინმემ იარაღი გესროლოს თავში და გაგიმართლოს და გადარჩე… არა, უარესია, რაც ვიდეოში ჩანს, რადგან ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ტრავმა ამ ადამიანს არააფექტურ მდგომარეობაში მიაყენეს. ანუ ის პირუტყვი ნაძირალა, რომელიც ზურგიდან თავში ურტყამს ამ კაცს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იქნას იდენტიფიცირებული და უმკაცრესად დასჯილი. ან ოჯახი არ ჰყავს, ან შვილები არ ჰყავს ამ პირუტყვს. რაღა დარჩა ზღვარი – „ცხოველების ფერმაში“ ვართ“…

მეტი...

“ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია!”- გუგული მაღრაძე

“ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია!”-ამის შესახებ “ქართული ოცნების ყოფილი თანაგუნდელი გუგული მაღრაძე წერს. მაღრაძის განცხადებით, ნებისმიერი აქტივობა რაც ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას დამღუპველია. “ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია! ნებისმიერი აქტივობა, რაც ხელს უშლის ამ პროცესს, არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, გვაახლოებს რუსეთს და შესაძლოა ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვის საფუძველი გახდეს.  1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ყველა ერთად ვიღწვით იმისათვის, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, რადგან „ჩვენ ვართ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.“ მიუღებელია, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ამდენი ხნის მცდელობა შეფერხდეს ან გადაიდოს. მოლაპარაკების პროცესის გადადება ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს…

მეტი...

“4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას”- ტალახაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლაშა ტალახაძე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების გამო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. როგორც ტალახაძე სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება არ აპირებს „4 წელი ეხვეწოს ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა”. „დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი. საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე. ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად. შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა “რას ჰქვია არ შეეხვეწებით”. აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი…

მეტი...

“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით”- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – ხალხის ნების საწინააღმდეგოდ” – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს. ფინელი მინისტრი  გმობს მშვიდობიანო დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. “ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. საქართველო ევროპაა” – წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი.  

მეტი...

“ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ახლავე შეგიძლიათ გადამთელოთ” – სასულიერო პირი სამართალდამცველებს

„იქ, სათავეში რომ ხალხი დგას, ერთ-ერთს მაინც გაახსენდეს რომ „მამაო ჩვენო“ მაიც თქვას“ – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებულ სამართალდამცველებთან სასულიერო პირი გამოჩნდა და სთხოვა „მამაო ჩვენო“ წაიკითხონ და ძალა არ გამოიყენონ. „კარგად მახოვს ეროვნული მოძრაობის პერიოდი… ნუ გამოხატავთ აგრესიას, უმორჩილესად გთხოვთ. ქაოსს, აგრესიას ურთიერთ დაპირისპირებას კარგი არაფერი მოუტანია. იქ, სათავეში რომ ხალხი დგას, ერთ-ერთს მაინც გაახსენდეს რომ „მამაო ჩვენო“ მაიც თქვას. ილოცეთ, ილოცეთ, ლოცვა გადაარჩენს ქართველ ერს. ე არავინ და არაფერი, ვარ ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც არის თქვენს გვერდით, ჩემი სახე არასდროს არავის უნახავს არც ერთ შეკრებაზე. ეს უკვე შეკრება არ არის, ეს…

მეტი...

“მონებო” – აქცია ბათუმის მერიასთან

„მონებო“ – ამ შეძახილებით ბათუმის მერიის შენობასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ბათუმის თვითმმართველობას რუსული ხელისუფლება მართავს და ქალაქის მერი გაყალბებული არჩევნების მონაწილეა. „მოქალაქეებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ ქალაქის თვითმმართველობაში შესვლის შესაძლებლობა. აქ რუსულ მთავრობას მილიციელები გაუმაგრებია და თავს იცავს“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები. მანამდე გადაკეტილი იყო ქალაქის მთავარი შესასვლელი.

მეტი...

პარლამენტის ტერიტორიაზე დამატებითი რობოკოპები შეიყვანეს

საკანონმდებლო ორგანოსთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. გარდა ამისა, პარლამენტის ტერიტორიაზე დამატებითი რობოკოპები შეიყვანეს. ადგილზე ათობით ავტობუსი და მიკროავტობუსია, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება. ადგილზეა წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა და ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 მანქანა.   აქციის პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა

მეტი...

აქციის პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა. სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე ათობით ავტობუსი და მიკროავტობუსია, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება. ადგილზეა წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა და ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 მანქანა. პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქციაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. მათ გადაკეტილი აქვთ გზა. თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ განცხადებიდან მალევე საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს მასშტაბით. განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება, პარლამენტის წინ. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ…

მეტი...

“საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი”- ლატვიის პრეზიდენტი

“საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი” – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება თბილისში მიმდინარე მოვლენებს. პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და პრეზიდენტს. „ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიული საქართველოს ევროპულ გზას, ყოველთვის დაუჭერს. ჩემი სრული სოლიდარობა საქართველოს ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და პროტესტის უფლებას სრულიად უნდა სცენ პატივი”, – წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი.  

მეტი...

რუსთაველზე აქციას მსვლელობით ჟურნალისტებიც შეუერთდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია გამართეს, სადაც 28 ნოემბრის მიტინგზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს. პოლიციის მხრიდან 28 ნოემბრის აქციაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ისაუბრეს მედიის წარმომადგენლებმა. “მთავრობა თვითონაც ვერ უარყოფს, იმდენად ცხადია ყველა კადრი, მიზანმიმართულად, პროფესიული ნიშნით ხდებოდა ჟურნალისტებზე გადავლა და ოპერატორების დაზიანება, მათი აპარატურის დაზიანება. ამას აკეთებდნენ შენიღბული სამართალდამცველები, რომლებსაც არ ჰქონდათ მანიშნებლები, თუ ვის წარმოადგენდნენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კისერზე არის საქმეები, რომელთაგან ვერცერთი ვერ გახსნა, ერთი ეჭვმიტანილიც არ ჰყავს მსგავსი შემთხვევის” – განაცხადა ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა. ცნობისთვის, წუხელ რუსთაველის გამზირზე…

მეტი...

,,შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს” – გერმანიის საგარეო უწყების სპიკერი

გერმანიის ხელისუფლება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებულია და ელის, რომ პროტესტის ფონზე ხელისუფლება უარს იტყვის ძალადობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს. ,,გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და თუ ქვეყანა გადაწყვეტს მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს, ევროკავშირის კარი ღია რჩება”, – ეს განცხადება პარასკევს, 29 ნოემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კრისტიან ვაგნერმა სამთავრობო პრესკონფერენციაზე გააკეთა. „რაც შეეხება თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, ჩანს, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს ხელისუფლების კურსს და ფაქტია, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ ადამიანებს აქვთ სრული უფლება, რომ მათი მოთხოვნების მხარდასაჭერად…

მეტი...

აქციაა ბათუმში – გადაკეტილია ქალაქის მთავარი შესასვლელი

აქციის მონაწილეებმა ბათუმის მთავარი შესასვლელი გადაკეტეს – მოქალაქეები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე, აპროტესტებენ. ბათუმის გარდა, საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ამ წუთებში თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილი ,,ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნება

,,ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს კონსტიტუციურ რანგში აყვანილ, ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის ერთ-ერთ ფუნდამენტს – ევროინტეგრაციის პროცესს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც  საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილი ავრცელებს: ,,ჩვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, ვიზიარებთ საჯარო მოხელეთა მიერ გავრცელებულ განცხადებათა სულისკვეთებას და ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობის გააზრებითა და რწმენით, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების ერთგულებით, მივიჩნევთ, რომ: ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს კონსტიტუციურ რანგში აყვანილ, ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის ერთ-ერთ ფუნდამენტს – ევროინტეგრაციის პროცესს. აღნიშნული გადაწყვეტილება…

მეტი...

,,ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ახლა შეეწინააღმდეგა თავის თავს” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან ევროკავშირის ელჩის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ელჩი იტყუება. „შეფასება მოჰყვება ტყუილ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც არ არსებობს. ანუ, ფაქტი არ არსებობს და ამ ფაქტს ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს არსებობს – შეაჩერეს, შეაფერხეს, მსგავსი არაფერი ეწერა იმ განცხადებაში, რომელიც წარმოადგინა საზოგადოების წინაშე პარტიის სახით ირაკლი კობახიძემ. სამწუხაროა, რომ გვიწევს იმის თქმა, რომ ელჩი პირდაპირ იტყუება. თუკი ვინმეს კიდევ არ სჯერა, ჩვენი იმ განცხადების, რომ შანტაჟის ბერკეტად და იარაღად სჭირდებოდათ ამ საკითხის გამოყენება, მაშინ ნახონ ევროკავშირის გუშინდელი განცხადება, ელჩის გუშინდელი განცხადება და…

მეტი...

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მოქალაქეები, რომლებიც ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ. პროტესტის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ. შეკრებილებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: ,,ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა”. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ აქციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება და ის მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.

მეტი...

,,ქართველი ხალხი უარს ამბობს რუსეთის კოლონიად გადაქცევაზე” – ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ,,ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, რათა მშვიდობიანად დაიცვას სუვერენიტეტი, დემოკრატია და ევროპული მომავალი, რასაც ძალადობა და რეპრესიები შეხვდა. ისინი უარს ამბობენ, რუსეთის კოლონიად გადაქცევაზე. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს ჰელსინკის კომისია.

მეტი...

,,შსს-ს თანამშრომლები დღესაც მობილიზებულები იქნებიან დაგეგმილ აქციაზე და დაიცავენ მართლწესრიგს” – ალექსანდრე დარახველიძე

,,აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ასევე, შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. ,,აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს. აქციის მონაწილეებს, ასევე, ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია…

მეტი...

საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ

,,ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების შესახებ, საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარები ეხმაურებიან: განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე: „ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც ეს 28 ნოემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში და რომ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის დეკემბერში. იმის ნაცვლად, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოეყენებინათ და გაწევრიანების პროცესი წინ…

მეტი...

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი ,,ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს და ,,ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნება. 30-ზე მეტ თანამშრომელს მიაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. ,,ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია, რომლის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკების…

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი და მოქალაქეები უკვე მივიდნენ. საპროტესტო აქცია 19:00 საათზეა დაანონსებული. რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

მეტი...

,,საზიზღრობებს კადრულობს – ქართველ პოლიციელს რომ რუსს ეძახის, ის პრეზიდენტია?” – მამუკა მდინარაძე

,,მინდა სპეცრაზმელებს მივმართო იმიტომ, რომ წინ შეიძლება რამდენიმე ასეთი მძიმე დღე იყოს. მესმის ქართველი ახალგაზრდა ვაჟკაცი ბიჭებისთვის რა მძიმეა, როცა შენს მეგობარს, თანამშრომელს ისე რომ გიმახინჯებენ, საოპერაციო ხდება. ესეც პირველ რიგში, დასაგმობი რამ არის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან სპეცრაზმელებს მიმართა, რომ თუ შეურაცხყოფას აყენებენ, ამას სამშობლოს წინააღმდეგ იყენებენ და მოითმინონ. „უმძიმესია, დედას და ცოლ-შვილს გაგინებენ, ესეც ზუსტად ვიცი, რატომ ვთქვი. უმძიმესია, როცა ახალგაზრდა ქართველ კაცს დედას და ცოლ-შვილს გაგინებენ. რამდენად უნდა აიტანო და ვის მოუწოდო, ესეც არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ…

მეტი...

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ,,ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქმედი თანამშრომლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. ,,სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, ვაცხადებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის განვითარებას, თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის სისტემის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საფუძველია (მაგალითად: სააგენტოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ვიზალიბერალიზაციის, სერვისების მიწოდების ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაციის, კვალიფიციური, სანდო მომსახურების დანერგვასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებში). ევროპული სტანდარტების დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უდიდეს ენერგიასა და რესურსს ვხარჯავთ. ეს არ არის…

მეტი...

განათლების უწყების 150-ზე მეტი თანამშრომელი ,,ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნება

განათლების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ,,ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. ,,ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური…

მეტი...

,,მტკიცედ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს” – აშშ-ის ელჩი

,,მტკიცედ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია”, – აღნიშნულია აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაში. ,,ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა. გუშინ…

მეტი...

ქართველი სპორტსმენების გამოხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ქართველი სპორტსმენები, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას სოციალური ქსელში აფიქსირებენ და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. იხილეთ, ვეტერანი კალათბურთელის, გიორგი ცინცაძის სთორი ინსტაგრამზე ვაკო ყაზარაშვილის სთორი ინსტაგრამზე გიორგი პაპუნაშვილის სთორი ინსტაგრამზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის სთორი ინსტაგრამზე, რომელიც ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენასაც ესწრებოდა

მეტი...

18:00 საათზე ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართება

18:00 საათზე ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია დაანონსდა. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობამდე მსვლელობას გამართავენ. 19 საათზე კი საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც მოქალაქეები ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. ცნობისთვის, საპოლიციო ძალებმა გუშინ, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს მედიის წარმომადგენლების მიმართაც და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

მეტი...

,,პროტესტს ვუცხადებთ ,,ოცნების” დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთთან კოლაბორაციის ტოლფასია” – რონდელის ფონდი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ როგორც ფაქტობრივად, ისე ფორმალურად ეს ნიშნავს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, როგორც ფაქტობრივად, ისე ფორმალურად ნიშნავს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას, საბოლოოდ უარის თქმას ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და კონსტიტუციას, რომლის 78-ე მუხლის თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს „ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“ მმართველი პარტიის მიერ…

მეტი...