,,წლიდან წლამდე, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ პენსიების ზრდა გაგრძელდება” – პრემიერი

,,ჩვენ გვქონდა ასახული საარჩევნო პროგრამაში დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე მომავალ წელს 350 ლარამდე გაიზრდებოდა მინიმალური პენსია 65 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის, 450 ლარამდე გაიზრდებოდა პენსია 65 წლის ასაკის და 65 წლის ასაკს გადაცილებული პენსიონერებისათვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეს დაპირება უკვე ასახული იქნება იმ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც დამტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ. მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 420 ლარამდე და 540 ლარამდე პენსიის ზრდა მომდევნო წლისთვის. რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ პენსიების ზრდა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ამ დროისთვის, პრეზიდენტთან აუდიენციაზე ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფება. მანამდე სალომე ზურაბიშვილს ,,ძლიერი საქართველოს” ოთხივე ლიდერი შეხვდა. მათი განცხადებით, შეხვედრაზე პრეზიდენტთან შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. შესაძლოა პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში დღეს, ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც მიიღოს.

მეტი...

18:00 საათზე, მმართველი გუნდის სახელით, ირაკლი კობახიძე ევროკავშირს განცხადებით მიმართავს

17:00 საათზე, „ქართული ოცნების” გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის შეხვედრა გაიმართება. 18:00 საათზე, მმართველი გუნდის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირს განცხადებით მიმართავს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციაში მოთხოვნილია საქართველოში ხელახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ასევე ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საუბარია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე და აღნიშნულია, რომ თბილისში დროულად უნდა გაიგზავნოს ტექნიკური მისია.

მეტი...

სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და პაპუაშვილს – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 444 ხმით მიიღო, წინააღმდეგი 72 იყო. რეზოლუციაში მოთხოვნილია საქართველოში ხელახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ასევე ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საუბარია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე და აღნიშნულია, რომ თბილისში დროულად უნდა გაიგზავნოს ტექნიკური მისია. ,,მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ასევე…

მეტი...

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ადგილებზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და ,,სპეციალური სერვისების” სამსახურები. სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ,,ინტენსიური, გადაუღებელი წვიმის გამო დაიტბორა ქუთაისის რამდენიმე ქუჩა. ჩვენი შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობის დასახმარებლად. დახმარებას აღმოვუჩენთ ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს”, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

მეტი...

პარლამენტში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე მოიხსნა

პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან, გაუქმებულია. პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ.

მეტი...

,,მათთვის აფხაზი და ოსი მტერია, ყველა ეროვნული საქმე რუსულია, ჯაშუშობა და გარედან მართვა ნიშნავს დემოკრატიას” – მამუკა მდინარაძე

..სამთავრობო პროგრამაც, ჩვენი თითოეული ნაბიჯიც უნდა იყოს მორგებული იმაზე, რომ საბოლოო გამარჯვებისათვის ვიზრუნოთ. ბრძოლაში ჩართულები არიან გარე ინტერესების, გარე ძალების წარმომადგენლები”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მდინარაძემ გარე ძალები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს ებრძვიან, დაახასიათა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა ეროვნულ საქმე რუსულია, მოსწავლეებში არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა მისაღებია. საერთო ჯამში კი, მისი თქმით, თუ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ზემოთ ხსენებული ძალები ადამიანის ტვინების ოკუპაციას ცდილობენ. ,,არ გაგიკვირდებათ, თუ გარე ძალებს ასე დავახასიათებ: მათთვის აფხაზი და ოსი მტერია; მათთვის ყველა ეროვნული საქმე, რაც…

მეტი...

„ყაველაშვილს ანტიდასავლური განცხადება არასდროს გაუკეთებია“ – პრემიერი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერია და ანტიდასავლული განცხადება არადროს გაუკეთებია. „მას არ გაუკეთებია არცერთი ანტიდასავლური განცხადება. ისევე, როგორც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ისიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას. მას არასდროს, არცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაუკეთებია. როდესაც ის აკრიტიკებდა კონკრეტულ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს, სტრუქტურების უსამართლო გადაწყვეტილებებისთვის ეს არ არის ანტიდასავლური განცხადება. ანალოგიურად, როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ შეიძლება ეს ვიღაცამ მოიხსენიოს, როგორც ანტიქართული განცხადება, რაც არასწორია. კრიტიკა არის კრიტიკა, როდესაც მითუმეტეს უსამართლობას აკრიტიკებ ეს არ არის ანტიგანცხადება. ეს არ იყო ანტიდასავლური განცხადებები, ეს იყო ჯანსაღი კრიტიკული განცხადებები იმ უსამართლობის…

მეტი...

,,ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ფარატინა ქაღალდი, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით” – პრემიერი

,,ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ფარატინა ქაღალდი შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. „რაც არ უნდა ჩაიწეროს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ არის არც საინტერესო, ამას აქვს ჩვენთვის ჩალის ფასი, ისევე როგორც ჩალის ფასი ჰქონდა წინა 4 რეზოლუციას. ეს არის ფარატინა ქაღალდი შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები 295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების – შპს „თბილისი ენერჯის“, სს „საჩხერეგაზის“, სს „ენერგოკავშირის“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „თელავგაზის “ მიერ 2025-2029 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 295,174,942 ლარს შეადგენს. კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის საიმედოობის/მდგრადობისა და ეფექტიანი ოპერირების ხელშეწყობა, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფა, ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და დანაკარგების შემცირება. შპს „თბილისი ენერჯი“ 2025-2029 წლებში 173,085,793 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების…

მეტი...

,,შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან” – მამუკა მდინარაძე

,,ოპოზიციას  შურს უკრაინის იმ მდგომარეობის, რაშიც, სამწუხაროდ, უკრაინა და უკრაინელი ხალხია და არ მალავენ იმასაც, რომ საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, სადაც დეპუტატები სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და გარე ინტერესებს შორის. ამ შემთხვევაშიც, მდინარაძის შეფასებით, მორიგ ჯერზე, საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა გაიმარჯვა. „ამ მხარდაჭერამდე, ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით, ბევრი პატარა-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ. საერთო ჯამში, ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ. ვეთანხმები ირაკლი…

მეტი...

„გერმანიის ელჩისთვის გაწვევა პატივი იქნებოდა“ – პრემიერი

ირაკლი კობხიძის განცხადებით, გერანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქვეყნიდან გასაწვევია. „მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ელჩი საქართველოს მთავრობას ევროპული კურსიდან გადახვევის გამო აკრიტიკებს.  

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს IQ საერთოდ არ გაჩნია

პრემიერ მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი ყოფილ  და მოქმედ პრეზიდენტებს ბევრად ჯობს. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს IQ (ინტელექტის კოეფიციენტი)  საერთოდ არ გააჩნია. „ერთი თავით და ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი როგორც სალომე ზურაბიშვილს ისე გიორგი მარგველაშვილს და ზოგადად სხვა პრეზიდენტს. ზურაბიშვილს რომ ჰქონოდა IQ, არ იტყოდა 20-26% აქვს “ქართულ ოცნებას”, ის არ დაარღვევდა კონსტიტუციას და არ გაყიდდა საკუთარ სამშობლოს. IQ რომ არ ჰქონდა, იმიტომ გააკეთა ეს ყველაფერი“ – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,ზოგიერთის მტკიცებით, თუ გამჭვირვალობის კანონს მივიღებთ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ და ძაღლს ერქმევა „საბაკა“ – პრემიერი

,,არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში, ასეთი საოცარი თეზისი არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა. „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში, ასეთი საოცარი თეზისი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“ და იგივე მიმართულებით, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ…

მეტი...

პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა. მთავრობას ნდობა 84-მა დეპუტატმა გამოუცხადა. მთავრობას ისევ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა შემდეგია: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი; ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე; ოკუპირებული…

მეტი...

,,ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას” – პრემიერი

,,ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლდათ „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ და ეს არის ჩვენი სამთავრობო პროგრამის სათაური; ჩვენი მიზანია მშვიდობის მყარად შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ღირსება არის ეროვნული ინტერესების დაცვის უპირველესი და უმთავრესი გარანტი. „ჩვენი მიზანია ღირსებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და მათ შორის ღირსებით ევროკავშირში წევრობის მოპოვება და ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესება. ღირსება არის უპირველესი და მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ამოცანაა, როგორც ეს იკითხება ჩვენი სლოგანიდან…

მეტი...

„ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერები მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით მიმართევენ. საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში, ამ წუთებში, მივიდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ადგილზე იმყოფებიან სხვა ლიდერებიც. შეგახსენებთ, რომ ,,კოალიცია ცვლილებისთვის, ,,ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” და  ,,ძლიერმა საქართველომ” საპარლამენტო სიები ჩახსნეს. შემდგომი პროცედურა მანდატების გაუქმებაზე ინდივიდუალურ მიმართვებს ითვალისწინებს. გუშინ, ,,კოალიცია ცვლილებისთვის” სიის 19-ვე წევრმა დაწერა განცხადება მანდატების გაუქმებაზე.

მეტი...

,,ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი” – პრემიერი

,,დასაქმების ნაწილში გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. განსაკუთრებით ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, ამ ორ-ნახევარი წლის განმავლობაში შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 1 217 000 ადამიანი იყო დასაქმებული ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს და 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 1 387 000 არის დასაქმების მაჩვენებელი. „ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი. ასევე, რაც შეეხება საშუალო ხელფასს, 712-ნახევარი ლარი იყო…

მეტი...

,,რუსეთის არმია უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბომბავს” – უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი

,,რუსეთის არმია უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბომბავს”, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ განაცხადა. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დაბომბვის შედეგები გაირკვევა, როგორც კი უსაფრთხოების ვითარება დასტაბილურდება. რუსეთის თავდასხმის სამიზნეა უკრაინის დასავლეთ რეგიონები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლინის რეგიონის ქალაქ ლუცკში სარაკეტო იერიშის გამო, წყალმომარაგება და გათბობის სისტემა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადართეს. ქალაქში შეწყდა სასწავლო პროცესი. რივნეს ოლქის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ რეგიონში 280 ათასზე მეტი აბონენტი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი, ასევე არის წყალმომარაგების პრობლემა. აფეთქებები ასევე ისმოდა ივანო-ფრანკოვსკში, ლვოვში და ხმელნიცკში. ელექტროენერგია გაითიშა ჟიტომირშიც, რის გამოც წყალმომარაგების ობიექტები გენერატორებით…

მეტი...

(VIDEO) თოვლის გამო რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან

ძლიერი ნალექის გამო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. მოქალაქე იმედა ონიანი სოციალურ ქსელში ვიდეომასალას აქვეყნებს და წერს, რომ თოვლის შედეგად ადგილზე სრული კოლაფსია.

მეტი...

,,მექსიკის პრეზიდენტი დათანხმდა, შეაჩეროს მიგრაცია აშშ-ში თავისი ქვეყნის გავლით” – ტრამპი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შაიბაუმთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, კლაუდია შაიბაუმი სამხრეთის საზღვრის დახურვას დათანხმდა. „დათანხმდა, რომ შეაჩეროს მიგრაცია აშშ-ში მექსიკის გავლით და ეფექტურად დახუროს ჩვენი სამხრეთის საზღვარი“, – დაწერა ტრამპმა. მას მალევე გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ მექსიკის პოზიციაა არა საზღვრების დახურვა, არამედ მიგრაციის პრობლემის მოგვარება ადამიანების უფლებების დაცვით. შაიბაუმმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა. „ჩვენ განვიხილეთ მექსიკის სტრატეგია მიგრაციის ფენომენთან დაკავშირებით“, – დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთის საზღვარზე მიგრანტების ნაკადი არ არის, რადგან…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი  ლაგოდეხი, სოფელი ხიზაბავრაა. ბიძგების სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა. სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

,,ოპოზიციის სკამები არის ცარიელი, თუმცა, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს” – პრემიერი

,,2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ჩვენ საზოგადოებას ნათლად დავანახეთ ის, თუ რას ეხებოდა ეს არჩევნები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და  საზოგადოებამ მხარი დაუჭირა სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს. „კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც შედგა საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს. ეს იყო უკიდურესად პრინციპული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა არჩევნები იყო ერთმანეთზე მნიშვნელოვანი, ასეთი პრინციპული მნიშვნელობის…

მეტი...

პარლამენტში პლენარული სესია დაიწყო

პარლამენტში, პლენარული სესია დაიწყო. ამ წუთებში, ტრიბუნასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დგას. ის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს. როგორც ითქვა, სამთავრობო პროგრამა ყველა იმ საჭიროებასა და გამოწვევას პასუხობს, რომელიც ქვეყანაში დგას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინიციატივით, განათლება და მეცნიერება კვლავ ცალკე უწყებაა, კულტურა და სპორტი – ცალკე. ამ სფეროებს ალექსანდრე წულაძე და თინათინ რუხაძე იბარებენ. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება: იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. დღესვე, საკანონმდებლო ორგანო მთავრობას და…

მეტი...

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკის და პრესის განყოფილების უფროსს შეხვდნენ

ცესკო-ს ოპოზიციური წევრები ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილესთან, პიერ სალიერთან და პროექტის მენეჯერთან, ანტონიო დალ-ბორგოსთან შეხვედრას მართავენ. როგორც აღინიშნა, შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივით იმართება. მათ შორის, საელჩოში იმყოფებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირთაძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე. შეხვედრაზე შესვლამდე მათ განაცხადეს, რომ, როგორც ცესკო-ს ოპოზიციური წევრები, საელჩოს წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. „დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც, საბოლოოდ, ხელისუფლებისა და ცესკო-ს მხრიდან არჩევნების მიტაცება გამოიწვია.…

მეტი...

უკრაინაში აცხადებენ, რომ სამობილიზაციო ასაკის დაწევას, როგორც ამას ამერიკელები ითხოვენ, აზრი არ აქვს

,,სამობილიზაციო ასაკის დაწევას უკრაინაში, როგორც ამას ამერიკელები ითხოვენ, აზრი არ აქვს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხში დმიტრო ლივტინმა. ,,უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის დაწევას მეტი ადამიანის ჯარში გაწვევის მიზნით აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ადრე დაანონსებული სამხედრო ტექნიკა თავის დროზე არ ჩამოდის. ამგვარი დაყოვნებების გამო უკრაინას არ აქვს იარაღი, რათა უკვე მობილიზებული მებრძოლები შეაიარაღოს”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე. ლიტვინმა აღნიშნა, რომ პარტნიორებს სრული წვდომა აქვთ მონაცემებთან, და მათ შეუძლიათ შეადარონ დაპირებები ფაქტობრივ მიწოდებას. ,,არ შეიძლება ველოდოთ, რომ უკრაინა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაყოვნებას ან მხარდაჭერის ყოყმანს…

მეტი...

პროკურატურამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბრალდებულებმა შვიდ დაზარალებულს ჯგუფურად, დანით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით, ხოლო მეორეს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “მ” და “ლ” ქვეპუნქტებით, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე…

მეტი...

ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს – Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 725 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინას, რუსეთის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად, აშშ-ის მარაგებიდან სხვადასხვა სახის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდოს, მათ შორის სახმელეთო ნაღმები, დრონები, Stinger-ის რაკეტები და საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS). ამასთან, მოსალოდნელია, რომ პაკეტში შედის კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებიც, როგორც წესი, გვხვდება HIMARS-ის მიერ გაშვებულ რაკეტებში. Reuters-ი წერს, რომ შეიარაღების პაკეტის შესახებ კონგრესს ოფიციალურად, შესაძლოა, ორშაბათს აცნობონ. მისი შემადგენლობა და ზომა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში,…

მეტი...

,,კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, გამორიცხული არაფერია” – მედვედევი

,,იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ, ვერც ერთ სცენარს ვერ გამოვრიცხავ”, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ნატო-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა. „რაც შეეხება კონკრეტულ სამხედრო ობიექტებს, ბაზებს რომელიმე სახელმწიფოში, თუ კონფლიქტი ესკალაციის სცენარით განვითარდება, გამორიცხული არაფერია, რადგან ნატო-ს წევრი ქვეყნები, ფაქტობრივად, სრულად არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში”, – განაცხადა მედვედევმა ტელეარხ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც საუბრობდა იმაზე, შესაძლებელია თუ არა რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიაზე სამხედრო ჰაბებზე თავდასხმები უკრაინის მხრიდან ახალი დარტყმების შემთხვევაში. „იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ, ვერც ერთ სცენარს ვერ გამოვრიცხავ,…

მეტი...

,,იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი” – პრემიერი

,,იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში. მისი თქმით, ჯერ არ ყოფილა გუნდში მსჯელობა მანდატების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. „ჯერ არ გვიმსჯელია ჩვენ ამ საკითხზე. გახსოვთ, რომ 4 წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ამაზე გამოდიოდნენ მაშინ ის ე.წ. „ტოპ-ტვინები“, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ პარლამენტის მხრიდან მანდატების ლეგიტიმაციის ცნობა არ იყო კონსტიტუციური, და იგივე „ტოპ-ტვინები“, ე.წ. კონსტიტუციონალისტები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის მხრიდან ამ დეპუტატებისთვის მანდატების არ შეწყვეტა იყო არაკონსტიტუციური. თუმცა, საბოლოო ჯამში მოხდა ის,…

მეტი...

,,უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ” – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, დიდი ხანია, უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ. მისი თქმით, სისხლისღვრისა და ნგრევის მიუხედავად, რაც უკრაინაში ხდება, მაგიდასთან, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ, უკრაინისთვის ადგილი არ მოიძებნა. არესტოვიჩის მტკიცებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არასერიოზულად უყურებენ და ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ, რომლის გამეორებაც უხერხულია. ,,ჩვენ ვართ ინსტრუმენტი, რომელსაც ხელს დააჭერ და რაკეტას გაუშვებ. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი რაღაც დაინგრა და არც კი დაგვიმსახურებია მაგიდასთან ადგილი, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ. და მთელი ომი ჩვენს თავს ხდება. ზელენსკის არანაირი…

მეტი...

ტყეში, ხუთი კვირის განმავლობაში დაკარგული მოლაშქრე ცოცხალი იპოვეს

კანადის ტყეში დაკარგული ახალგაზრდა ხუთკვირიანი გაუჩინარების შემდეგ ცოცხალი იპოვეს. 20 წლის სემ ბენასტიკი Redfern-Keily-ის პარკში 10-დღიან ლაშქრობასა და თევზაობას გეგმავდა, რა დროსაც დაიკარგა. ახალგაზრდა დაკარგულად 17 ოქტომბერს გამოცხადდა და პოლიციამ მისი ძებნა მალევე დაიწყო. სამძებრო სამუშაოები, რომელშიც 120 მოხალისე იყო ჩართული, 28 ოქტომბერს, ამინდის გაუარესების გამო შეწყდა – ტემპერატურა რეგიონში -20°C-მდე დაეცა. ბენასტიკს ტყეში, ბილიკზე, ორი ადამიანი გადააწყდა, რომლებიც გზების მარკირების სამუშაოებს ატარებდნენ. მათ 20 წლის ახალგაზრდაში დაკარგული ამოიცნეს და დახმარება გაუწიეს. ისინი მედიასთან ამბობენ, რომ სემს ხელში ჯოხები ეჭირა, ფეხებზე კი გაჭრილი საძილე ტომარა ჰქონდა შემოხვეული, სითბოსთვის. სემ ბენასტიკმა…

მეტი...

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასიური იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასიური იერიში მიიტანა. „ბიბისის” ცნობით, უკრაინის მასშტაბით საყოველთაო საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ თავდასხმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მთელი უკრაინის მასშტაბით მიმდინარეობს და საჭირო გახდა ელექტროენერგიის საგანგებოდ გამორთვა. ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა მოჰყვა თუ არა მსხვერპლი თავდასხმას, ამ დროისთვის უცნობია. საჰაერო იერიში განხორციელდა ქალაქ ლუცკიზეც. აფეთქებები გაისმა საპორტო ქალაქ ოდესაშიც, ხოლო რეგიონის გუბერნატორმა, ოლეგ კიპერმა მოსახლეობას მოუწოდა, უსაფრთხო ადგილას დარჩნენ. ცნობისთვის, ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინაზე 1500 საჰაერო იერიში განახორციელა.

მეტი...

კურორტ გოდერძის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

უამინდობის გამო საქართველოს გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა კურორტ გოდერძის მონაკვეთზე. ,,რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,რუსეთი დასავლეთთან ომისთვის ემზადება” – გერმანიის დაზვერვის სამსახურის უფროსი

,,რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადებას აგრძელებს, მაგრამ მანამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) წევრებს შორის განხეთქილების შექმნას შეეცდება”, – როგორც DW წერს, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა 27 ნოემბერს, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სრულმასშტაბიან შეტევამდე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ლოკალურ ოპერაციებს, რომელსაც ნატოს სიმტკიცის შემოწმება ექნება მიზნად. კერძოდ, მოსკოვი შეეცდება ძირი გამოუთხაროს ნატოს წევრებისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია თავდაცვითი ალიანსის წესდების მე-5 მუხლში. რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შექმნან “საგანგებო სიტუაცია” ნატოს ერთ-ერთი…

მეტი...

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის. ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად ცნობენ და შედეგებს არ აღიარებენ. ასევე, ევროპელი პარტნიორები ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და კონკრეტულად იმ პირების დასანქცირებას მოითხოვენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შალვა პაპუაშვილის დასანქცირებას ითხოვს. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტარები აპირებენ გაყინონ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება და გადახედოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხს. დოკუმენტი თავისი რეკომენდაციებით ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას გადაეგზავნება.

მეტი...