“ვის ემსახურებით რუსეთს თუ საქართველოს?”- პრეზიდენტი სპეცრაზმის პირისპირ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების გამზირზე აქციის მონაწილეების პირისპირ მყოფ სპეცდანიშნულების რაზმს მიმართა.  მან კითხვა დაუსვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, ვის ემსახურებიან, საქართველოს თუ რუსეთს? „თქვენი მოვალეობა არის დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არ არის ხალხი დაშალოთ. ვის ემსახურებით რუსეთს თუ საქართველოს?, ფიცი ვის წინაშე დადეთ?, მაინტერესებს პასუხი, თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ?”- უთხრა პრეზიდენტმა მათ.  

მეტი...

პრეზიდენტი რუსთაველზე აქციას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციაზე მივიდა. მან რუსთაველის გამზირზე მედიას განუცხადა, რომ წინააღმდეგობრივი ბრძოლა დაწყებულია და გაგრძელდება ახალი არჩევნების დანიშვნამდე. „იწყება წინააღმდეგობა, სანამ ახალი არჩევნები არ გაიმართება“- განაცხადა ზურაბიშვილმა. მას აქციის მონაწილები ოვაციებით შეხვდნენ. “მადლობა” სკანდირებდნენ შეკრებილები.  

მეტი...

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაიძაბა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. სავარაუდოდ, პოლიცია ცდილობს ჭიჭინაძის ქუჩიდან შეკრებილების გაყვნას. სამართალდამცავებს მიმართეს ახალგაზრდებმა – „ რატომ აკეთებთ ამას“, რა გსურთ თქვენი შვილებისთვის? დროა ხალხის მხარეს გადმოხვიდეთ“. აქციას ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც უერთდებიან.

მეტი...

„მიდით საელჩოებში, ჩაკეტეთ ელჩები“- პრეზიდენტის ძმა ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდა. მან ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალქეებს მიმართა. მისი თქმით, ისინი უნდა მივიდნე საელჩოებში „- მიდით საელჩოებში, ჩაკეტეთ ელჩები“. მისივე თქმით, ის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა არ დატოვებენ თანამდებობებს, ისინი ხელს მოაწერენ ღალატს.        

მეტი...

“დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ”- ყოფილი მინისტრის მიმართვა საჯარო მოხელეებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიმართავს საჯარო მოხელეებს, რომ დროა, გადაწყვეტილებები მიიღონ. “არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ”- წერს ჯანელიძე „ფეისბუქზე“.  

მეტი...

“ერთიანობა იქნება”- პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა

“როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა” – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, ყველა პროცესში მისი გუნდი სრულად იქნება ჩართული. “პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან კარგი ბრიფინგი, ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა მასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების. უმთავრესი საკითხი, რაც მან დააყენა და აბსოლუტურად ვიზიარებთ და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხის ირგვლივ ერთობა იქნება, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება. მან თქვა, რომ…

მეტი...

“რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა?”- მდინარაძე ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება

“ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვასალზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს” – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი. მან ის პუნქტები ჩამოთვალა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანას მოამზადებს. “ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს: ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება 90%-ზე მეტი. 2030 წლისთვის საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის. 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რათა ეს არ იყოს მუდმივი შანტაჟის მექანიზმი ვინმეს მხრიდან და წყნარად შევძლოთ შესაბამისი რეფორმების გატარება და…

მეტი...

რეგიონებში პროტესტის ნიშნად მოქალაქეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ

“გამოდით” – ამ შეძახილებით ზუგდიდში მოქალაქეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს არ დათმობენ. ქუჩაში მსვლელობას აწყობენ ბათუმშიც. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს. ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში, სადაც საპროტესტო აქციაზე პოლიცია ერთ-ერთი მომიტინგის დაკავებას ცდილობდა. პროტესტის ნიშნად იკრიბებიან გორშიც. ამ წუთებში გადაკეტილია თბილისში, რუსთაველის გამზირი. საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით მიდიან  მოქალაქეები, რომლებიც “ქართული ოცნები” ოფისთან იმყოფებოდნენ.  

მეტი...

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში  იმართება. საპროტესტო აქციები მას შემდერგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.  

მეტი...

პრეზიდენტი ქართულ პოლიციას და ჯარს მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიციას და ჯარს მიმართა და მოუწოდა, რომ დაიცვან ხალხი და არა „მონები“. „მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს, თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არა ხართ. და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები. ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი. მე მინდა მივმართო ქართულ ჯარს, მე მინდა მივმართო იმ ჯარს, რომელსაც დღეს ჩვენს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება.…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს სთხოვა ახლავე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე უნდა მიეღოთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს მიმართა და მოუწოდა, რომ ახლავე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე უნდა მიეღოთ. ამის შესახებ, პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. “მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. რაღაც ბევრს ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდევ რაღაც არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი, ეს ყველაფერი ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც არის მტკიცებულება, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება. ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, თუ რაც ხდება. მათ მივმართე და…

მეტი...

“კონსტიტუციური გადატრიალება – ევროპიდან რუსეთისკენ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს. პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციურ გადატრიალებას დღეს წერტილი დაესვა. „დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თევა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა. დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა”- განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ელჩებს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

მეტი...

ხმაური და დაპირისპირებაა ქუთაისში

ხმაური და დაპირისპირებაა ქუთაისში, სადაც აქციის მონაწილეებს ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.  პოლიცია აქციის ერთ-ერთ მომიტინგეს აკავებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, საქართველოში პროტესტის რამდენიმე კერა გაჩნდა. საპროტესტო აქციები თბილისში, “ქართული ოცნების” მთავარ ოფისთან და პარლამენტთან იმართება. მოქალქეები შეიკრიბნენ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც. თბილისის პარალელურად აქციაა ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში (video)

მეტი...

თბილისის პარალელურად აქციაა ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში (video)

ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები  შეიკრიბნენ. ისინი პრემირ-მინისტრის ირაკლი კობახიუძის განცხადებას აპროტესტებენ. აქციაა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისიში. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავალი საბოლოოდ დაასრულა. შეკრებილების თქმით, ქართველი ხალხს “რუსული რეჟიმის” წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.  

მეტი...

„ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციაა მობილიზებული

მმართველი პარტიის ოფისთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, პოლიციაა მობილიზებული. სამოქალაქო სექტორი დღეს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელმა განცხადებამ გააბრაზა. „ქართული ოცნების“ ოფისთან ისმის შეძახილები: „მონა“, რუსეთის მონა“. სამოქალაქო საზოგადოებამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. მოქალქეები იკრიბებიან რეგიონებშიც. ეროვნული დაუმორჩილებლობა დაანონსდა

მეტი...

ეროვნული დაუმორჩილებლობა დაანონსდა

მმართველი პარტიის ოფისთან ამ წუთებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. აქ პოეტმა, რატი ამაღლობელმა, სამოქალქო საზოგადოების საერთო განცხადება წაიკითხა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეიდან იწყება ბრძოლა „რუსულ რეჟიმთან“. გარდა ამისა, ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. “28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელმაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე…

მეტი...

მოქალაქეები “ქართული ოცნების” ოფისთან იკრიბებიან

“ქართული ოცნების” ოფისთან მოქალქეები იკრიბებიან. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ მიიღეს. „ვიკრიბებით “ოცნების” ოფისთან” – თვითაღიარებული პრემიერმინისტრის რუსული განცხადების შემდეგ, მოქალაქეები “ქართული ოცნების” ოფისთან, გორგასლის 20-ში, აქციას აანონსებენ. ამის შესახებ ისინი ჯგუფში  „დაიტოვე“ წერენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. „უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“ – საქართველო ევროკავშირს დროებით უერს ეუბნება

მეტი...

პრემიერის განცხადების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში ელჩები იკრიბებიან

საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო  შეხვედრა ჩანიშნა. ეს შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შეაჩერა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო, ასევე უარს ამბობს ყოველგვარ გრანტზე და დახმარებაზე ევროკავშირის მხრიდან. პრეზიდენტი 20:00 საათზე განცხადების გაკეთებას გეგმავს.

მეტი...

პუტინი საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაოცებულია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას პოზიტიურად აფასებს. „გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავს თავის პოზიციას”, – აცხადებს პრეზიდენტი პუტინი.    

მეტი...

„უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“ – საქართველო ევროკავშირს დროებით უერს ეუბნება

ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია; ასევე, ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ; ფულის შანტაჟისთვის გამოყენებაც არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა, რომელიც თავმოყვარე ქართველი ხალხისთვის არასოდეს გახდება მისაღები; ყველას გვახსოვს ისიც, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსის საკითხი საქართველოს დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში არეულობის შემოსატანად და საზოგადოების გასახლეჩად; უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა სიმშვიდე, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენა; საქართველოს თხოვენ არა რეფორმებს, არამედ…

მეტი...

„მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება“ – გაწევრიანების პროცესი შეჩერდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს დროებით ხურავს. მიზეზებზე კი თავად საუბრობს: „საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, როგორც ქრისტიანობის დაცვის მთავარი ბასტიონისკენ. ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქვეყანა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ქართული სამოქალაქო აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს.   ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ.   ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი…

მეტი...

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი” – პრემიერი

,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი”, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ევროკავშირს მიმართა. ,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”, – აღნიშნა კობახიძემ.

მეტი...

პრემიერის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე საქართველო უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარს  და პროცესს ხურავს

„კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მიმდინარე პროცესს აჩერებს. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, საქართველოს არც ევროკავშირისგან მიღებული ფულადი დახმარებები სჭირდება.

მეტი...

„კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირში ინტეგრაცია როგორ მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა უნდა გაიღოს“ – პრემიერ მინისტრი ევროკავშირს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრო ევროკავშირს მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირში ინტეგრაცია როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა უნდა გაიღოს. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფილ გრანტებს საქართველოს შანტაჟისთვის იყენებს. ირაკლი კობახიძე განცხადებას ამ წუთებში აკეთებს, რომლის სრულ ვერსიას მისი დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ.

მეტი...

ქართველი ემიგრანტები, 1-ელ დეკემბერს, ფლორენციაში აქციას აანონსებენ

,,მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს! არა რუსულ რეჟიმს!”, – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქციას ქართველი ემიგრანტები 1-ელ დეკემბერს ფლორენციაში აანონსებენ. ,,1 დეკემბერი, 13:00 სთ, ფლორენცია, სანტა მარია ნოველას მოედანი – შევიკრიბოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი თვითაღიარებული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ! ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს. ის გააყალბეს! მოვითხოვოთ ხელახალი არჩევნები; მოვითხოვოთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება; მოვითხოვოთ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრების დასანქცირება; მოვითხოვოთ ყველა პოლიტიკოსის დასანქცირება, რომლებიც ემსახურებიან რუსულ რეჟიმს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, მშვიდად ვისხდეთ, მაშინ როდესაც ქვეყანაში რუსეთიზაცია მიდის. წლიდან წლამდე, ნელ-ნელა ვუბრუნდებით საბჭოთა წარსულს. არა ღრუსულ ხელისუფლებას; არა თვითაღიარებულ პარლამენტს; არა…

მეტი...

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყება და კენჭისყრამდე 40 დღით ადრე დასრულდება. თუ კანდიდატს პარტია წარადგენს, ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება საჭირო არ იქნება, ხოლო თუ ადამიანი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას კენჭი იყაროს ე.წ. პრეზიდენტად, მაშინ მას 2 – 2,5 ათასი ხელმოწერის შეგროვება დასჭირდება. ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა. გადადგომას წინ ოპოზიციის მასობრივი მიტინგი უძღოდა. მიზეზი ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება გახდა. შეთანხმება რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების…

მეტი...

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი” უამინდობის გამო, დროებით მუშაობას წყვეტს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი” უამინდობის გამო, დროებით წყვეტს მუშაობას. ,,დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, “ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება. ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება მოხდება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირებული იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. დღევანდელ პროცესზე სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა. სხდომას ესწრებოდა თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის, ორი თვეა, შიმშილობს. სადიგოვი პენიტენციური დაწესებულებიდან ეტლით მოიყვანეს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას ითხოვდა. კერძოდ კი, პროკურორი ქეთევან ვაშაკიძე აფგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხის დაკმაყოფილებას ითხოვდა, ვინაიდან, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდეს, რომელიც აზერბაიჯანის შსს-ს დადგენილებაშია მოცემული. ამასთან, პროკურორი სხდომაზე განმარტავდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული აქვთ გარანტიები, რომ სადიგოვი არ დაექვემდებარება წამებას,…

მეტი...

,,ქართული ოცნების” ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრა დაიწყო

,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის სახელით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირს განცხადებით მიმართავს. კობახიძე განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს. უმრავლესობის წევრებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მეტი...

,,უკრაინისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდებაც კი არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე” – პუტინი

,,უკრაინისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდებაც კი არ შეცვლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობას და სიტუაციას ბრძოლის ველზე”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ბედი ბრძოლის ველზე წყდება, ყველაფერი ჯარისკაცებზეა დამოკიდებული. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაზე თანამედროვე იარაღითაც კი, ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის, სამხედრო კამპანიის, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ბედი, წყდება ადგილზე, ბრძოლის ველზე, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჯარისკაცზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა პუტინმა. მან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მას მაღალ დონეზე დაცული…

მეტი...

კახეთში მე-3 დღეა ოჯახი 86 წლის კაცს ეძებს

კახეთში, მესამე დღეა 86 წლის ზურაბ (ჟორა) პაპუაშვილს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის სახლიდან, სოფელ ქვემო მაჩხაანიდან 25 ნოემბერს 12:00 საათისთვის გავიდა და აღარ დაბრუნებულა. 86 წლის კაცს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ბოლოს წნორში შენიშნეს. დაკარგულს სახლიდან გასვლისას ლურჯი ფერის მოსაცმელი ელვა შესაკრავით და შავი სპორტული შარვალი ეცვა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიციაც. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 597098182

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

უამინდობის გამო, საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კმ58-კმ62 მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ჩინეთმა და ამერიკამ პატიმრები გაცვალეს

ჩინეთმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას და პატიმრები გაცვალეს. ჩინეთში 3 პატიმარი დაბრუნდა, რომლებიც სასჯელს შტატებში იხდიდნენ. იგივე მოხდა ამერიკელ პატიმრებთან დაკავშირებით. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსში აცხადებენ, ჩინეთი არასდროს დათმობს საკუთარ მოქალაქეებს. „ჩინეთის მთავრობის დაუღალავი ძალისხმევით, აშშ-ს მიერ უკანონოდ დაკავებული ჩინეთის სამი მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ჩინეთში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩინეთი არასოდეს დათმობს თავის მოქალაქეებს. მათ სამშობლოს მზარდაწერა ყოველთვის  ექნებათ. ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ს მიერ ჩინეთის მოქალაქეების პოლიტიკურად განხორციელებულ ჩახშობას და დევნას და გააგრძელებს ყველა საჭირო ზომას ჩინეთის მოქალაქეების ლეგიტიმური და კანონიერი უფლებებისა და…

მეტი...

,,განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული” – პრემიერი

,,განათლების სისტემა პატრიოტის, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლის აღზრდაზე და შესაბამისი განათლების მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული – ლაშა ბუღაძის პიესები ვასწავლოთ და ძალიან კარგად დავინახავთ, როგორ განათლებას მიიღებენ მოსწავლეები”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განათლების სისტემაში „ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული, რომელიც ბოლომდე უნდა შეიცვალოს“. „განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული. ეს ფესვები, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის. მთავარია, წინ გავიხედოთ და მთავარია, ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები. საქართველოში განათლების სისტემა პატრიოტის, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლის აღზრდაზე და შესაბამისი…

მეტი...

,,ვიღაცები, ვითომ ევროპელობას რომ იჩემებენ, სინამდვილეში, იბრძვიან ევროპის და ევროპელობის წინააღმდეგ” – მამუკა მდინარაძე

„არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს  – ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს“, –  განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ გამოსვლისას. მამუკა მდინარაძის თქმით, სწორედ ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე შექმნილი და დაფუძნებული ქვეყნების ერთობა. მისივე განმარტებით, 10-15 წლის წინ ამაზე რომ გვესაუბრა, შეიძლება ვიღაცას დაეცინა, მაგრამ სამწუხარო რეალობა გვაქვს, რადგან თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა არჩევნებმა უზრუნველყო, რომ დღეს იქაც ასე…

მეტი...

,,ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო” – იოზვიაკი

,,ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 444 დეპუტატმა დაუჭირა მხარი”, – წერს ,,რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ში. „ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და იმავეს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას. ის ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის“, – წერს იოზვიაკი.

მეტი...