„თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის“ უფროსის ირაკლი დეკანოიძის ინფორმაციით, გასულ კვირას ბუნებრივი აირით 11 ადამიანი მოიწამლა. მისივე თქმით, ასეთი შემთხვევები გამოწვეულია ღია წვის გამათბობლების გამოყენებით, რომელთა დამონტაჟებაც დახურულ სივრცეში არ შეიძლება. „ეს ორი საფრთხეა CO-თი ინტოქსიკაცია და გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეული საფრთხე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება-აალება. ამისთვის, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მუდმივად ახდენს შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც საშიშროება მაღალია, გაზის მიწოდების შეწყვეტასაც კი. მაგრამ გვაქვს ცუდი ტენდენცია: ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით და იგივე მდგომარეობით“ – აცხადებს დეკანოიძე.
მეტი...დღე: ნოემბერი 27, 2024
გოგონა კარადის უჯრაში ჰყავდა დამწყვდეული – დედამ ბრალი აღიარა
დიდ ბრიტანეთში, ქალი, რომელსაც გოგონა დაბადების შემდეგ, 3 წლის განმავლობაში, კარადის უჯრაში ჰყავდა დამწყვდეული დააკავეს. მას “განსაკუთრებული გულგრილობისთვის” 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პროკურორები განმარტებით, გოგონამ არ იცოდა, როგორი იყო დღის შუქი და არასდროს არ ყოფილა გარეთ. ის მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სახლში მყოფმა სტუმარმა მისი ტირილის ხმა გაიგო. გოგონას დედამ, სასამართლო სხდომაზე, მის წინააღმდეგ წარდგენილი ბავშვზე ძალადობის ოთხი ბრალდება აღიარა.
მეტი...“ძლიერი საქართველო“ პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით 28 ნოემბერს მიმართავს
“ძლიერი საქართველო“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით 28 ნოემბერს ოფიციალურად მიმართავს. “ძლიერი საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 13:00 საათზე, „ ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: ანა დილიძე, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე, საქართველოს პარლამენტში წარადგენენ ძლიერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს, მანდატების დათმობის შესახებ. ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.
მეტი...რა შეზღუდვები ვრცელდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის გარკვეულ მონაკვეთზე?
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მეტი...ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “გასული კვირის მინისტრთა წარმატებული შეხვედრის შემდეგ ბუდაპეშტში, რომელზეც უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ავსტრია საზღვრის დაცვის პაკეტზე შეთანხმდნენ, დღეს ევროპული ინტეგრაციისა და შენგენის ზონისკენ საკვანძო ნაბიჯი აღინიშნება. Coreper-მა [მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა] დაასრულა საბჭოს გადაწყვეტილების მომზადება გააუქმოს შიდა სასაზღვრო შემოწმებები ბულგარეთთან და რუმინეთთან 2025 წლის 1 იანვრიდან. ფორმალური მიღება მოსალოდნელია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოზე 12 დეკემბერს” – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონაში შესვლას 2010 წლიდან…
მეტი...თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო
თურქეთის ქალაქ ბითლისთან მიწისძვრა იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიძგები თურქეთის დროით დილის 05:50 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი 8.71 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მეტი...ისრაელს ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავებისთვის ჰააგის სასამართლოს ორდერების წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს
ისრაელს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავებისთვის ჰააგის სასამართლოს ორდერების წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ შეტანილი საჩივარი “დეტალურად ამხელს რამდენად აბსურდული იყო დაკავების ორდერების გაცემა და რამდენად აკლია რაიმე ფაქტობრივი ან იურიდიული საფუძველი”. თუ ჰააგის სასამართლო უარყოფს ისრაელის საჩივარს ეს მხოლოდ “ხაზს გაუსვამს ისრაელის მეგობრებისთვის აშშ-სა და მსოფლიოში, რამდენად მიკერძოებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ”.
მეტი...აზერბაიჯანი ანჯეი დუდას სომხეთში ვიზიტს პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით ვიზიტს პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში სომხეთში ევროკავშირის მისიის (EUMA) წევრების თანხლებით, სამწუხაროდ, წარმოადგენს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის და ევროპული ინსტიტუტების ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის მორიგ დემონსტრაციას. ვწუხვართ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ოფიციალურად არის აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი, მონაწილეობა მიიღო დაუშვებელ „საჩვენებელ შოუში“, რაც აზერბაიჯანსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას იწვევს. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი აზერბაიჯანის ოფიციალური…
მეტი...ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი?!
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია. ის პარტიაში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ყაველაშვილი დაოჯახებულია და ცოლად მომღერალ ლიზა ბაგრატიონის და თამარ ბაგრატიონი ჰყავს. წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავთ.
მეტი...სასამართლომ აქტივისტებს ჯამში 9 500 ლარის ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართული აქციების მონაწილეებს ჯამში 9 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 500-500 ლარით დაჯარიმდნენ ილია სეთური, ლუკა ბერაია, ნინო ჭილაშვილი, დავით ცინცაბაძე, ქეთევან დაუდიშვილი. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა შეკრება-მანიფესტაციის კანონის დარღვევას, რაც გზის გადაკეტვაში გამოიხატა. მოსამართლეებმა ერთად განიხილეს 10 ნოემბრისა და 17 ნოემბრის აქციებზე შსს-ს მიერ სასამართლოში შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრები. 5 000 ლარით დააჯარიმეს ილია ღლონტი, ფეისბუკის ჯგუფ “დაიტოვეს” თანადამფუძნებელი და ორგანიზატორი 10 ნოემბრის საპროტესტო მარშისა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა მტკვრის სანაპიროები გადაკეტეს. 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს ვანო გომურაშვილს, 16 ნოემბერს ცესკოს სხდომის გასაპროტესტებლად…
მეტი...პარლამენტი მთავრობას ნდობას 28 ნოემბერს გამოუცხადებს
28 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს. მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება. მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა: პრემიერ მინისტრი – ირაკლი კობახიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი; იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; თავდაცვის…
მეტი...იაპონიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე, 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. მათივე ცნობით, ამ მიწისძვრამ, შესაძლოა, ზღვის დონის უმნიშვნელო ცვლილებები გამოიწვიოს. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ცვლილებები არც ატომურ ელექტროსადგურებზე დაფიქსირებულა.
მეტი...„რინოსტომიას ვიკეთებ 6 დეკემბერს, ვისაც სურვილი გაქვთ დახმარების“ – მარიამ ტატანაშვილი მიმართვას ავრცელებს
წლების წინ, ავარიაში მძიმედ დაშავებულ ბლოგერს, მარიამ ტატანაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონა 6 დეკემბერს კიდევ ერთ ოპერაციას იკეთებს. „რინოსტომია არის ახალი საცრემლე არხის გაყვანა. ეს ხდება იმის გამო, რომ საცრემლე ჯირკვალი ან შევიწროებულია, ან გადაკეტილი და არ უშველა ზონდირებამ. ჩემი საცრემლე მილი გადაკეტა ცხვირის ძვალმა, რომელიც ავარიის შემდეგ სახესთან მქონდა გაბრტყელებული და ოპერაციის მერე ძალიან ცუდად შეხორცდა. რინოსტომია დაახლოებით 1800 ჯდება და ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ჩარიცხოთ. ჩემი პირადი ნომერია – 01036001932 შორენა სიზიაშვილია მიმღები“, – განმარტავს მარიამი.
მეტი...,,საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი” – ფიშერი
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველო გერმანიას პარტნიორად და მეგობრად აღარ მოიაზრებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია. ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ განაცხადა. „ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 – 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: „ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ“. სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის…
მეტი...ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს, რომელიც ასტანაში გაიმართება, არ დაესწრება, განაცხადა პრემიერის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა. „სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მოღვაწეობაში მონაწილეობის შეჩერებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა“, – განაცხადა ბაღდასარიანმა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი ასტანაში 28 ნოემბერს გაიმართება. ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩასვლას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გეგმავს.
მეტი...,,რა ყაველაშვილი თქვენ…” – ერთი მოქალაქის პროტესტი პარლამენტთან
,,რა ყაველაშვილი თქვენ…”, – ამ წარწერით მოქალაქე ეკა გუნაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან ბანერი მიიტანა და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირა. ,,არ შეიძლება, დაგვცინიან. არ შეძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ყაველაშვილი. დანარჩენი ყველამ თავისი იფიქროს. იმიტომ დავსვი მრავალი წერტილი. სიცხე გაქვთ? ხომ კარგად ხართ? ვერ მოიძებნა საქართველოში? არაფერი კარგი არ შემიძლია ვთქვა. პატრიოტი ვარ ნამდვილად, კარგი დედა ვარ, კარგი თანამშრომელი, კარგი მოქალაქე ვარ არასოდეს არაფერი არ მომიპარია, პატრიოტიზმი კიდე რა არის? მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამირჩიონ, სპორტსმენიც ვარ ყოფილი, მოფარიკავე”, – ამბობს ,,ფორმულასთან” მოქალაქე, რომელმაც პარლამენტის წინ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დასახელება გააპროტესტა.
მეტი...1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. შსს-ს განმარტებით, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ, შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. „ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3); საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10…
მეტი...რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ თავად სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა. „ბუნებრივია, როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ფაშიზმზე გამარჯვების ოფიციალურ ზეიმში მონაწილეობით, რომელიც 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გაიმართება, უაღრესად დაინტერესებული ვარ. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოფიციალური მიწვევა, ამ მნიშვნელოვან დღესასწაულში მონაწილეობა მივიღო, რასაც მე გავაკეთებ, სიამოვნებით მივიღე“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
მეტი...რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 28 და 29 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. „მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება…
მეტი...,,ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ეთერს” – ნათია მეზვრიშვილი
,,ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ეთერს. მთავარი ისაა, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა”, – წერს სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ,,ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე. ,,ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს. არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი, რის ირგვლივაც ახლა დღის წესრიგი უნდა იქმნებოდეს (მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ივანიშვილს დაეხმარება). მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა. გვყავს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა და გვეყოლება არალეგიტიმური პრეზიდენტი. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროდან არავინ აღიარებს. სრულყოფილი ავტორიტარიზმის ფაზაში ვართ და აქედან…
მეტი...,,საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება” – როთი
,,საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება”, – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას. „მმართველ პარტიას სრული ძალაუფლება სურს. მას გაყოფილი ქვეყნის ერთმანეთთან შერიგება არ სურს. საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.
მეტი...,,ნინო ლომჯარიას არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე განსხვავებული, რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია” – პროკურორი
თითქმის 3 საათს გაგრძელდა საქალაქო სასამართლოში ნინო ლომჯარიას გამოკითხვა. ყოფილი სახალხო დამცველი და ორგანიზაცია ,,ჩემი ხმა ევროკავშირის” დამფუძნებელი გამოძიების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, დახურულ კარს მიღმა პასუხობდა. საუბარია გამოძიებაზე, რომელიც არჩევნებს ეხება და რომელიც პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო. საქმის პროკურორი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ ნინო ლომჯარიას მიერ წარდგენილი დოკუმენტები იყო ან უკვე სიუჟეტებში გასული მასალა, ან ბრიფინგებზე და განცხადებებზე. პროკურორის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები უკვე გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს. ,,ნამდვილად წარმოადგინა მოწმემ გარკვეული დოკუმენტები, მაგრამ, ძირითადად, ეს იყო ის საჩივრები, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ შეტანილი არის ცენტრალურ საარჩევნო…
მეტი...,,საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები” – ნინო ლომჯარია
,,საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები. ცესკომ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადა პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადებს”, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, გუშინ ცესკომ პარლამენტის ფუნქცია შეითავსა. „პრეზიდენტის არჩევნების გამოცხადების და კანდიდატის წარდგენის დროსთან დაკავშირებით კანონი შეცვალა საკუთარი ნორმატიული აქტით. ეს არის უკანონო. არამარტო პარლამენტის შეკრებაა არალეგიტიმური, საკუთარი უფლებამოსილების ცნობაა არალეგიტიმური, არამედ ახლა არის პრეზიდენტის არჩევნების გამოცხადება ცესკო-ს მიერ კანონის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით. საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები. ცესკომ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადეს პრეზიდენტის…
მეტი...ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. დღეს, ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის 26 კომისრისგან შემდგარი გუნდი დაამტკიცეს. ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მხარი 370-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 282-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს. ცნობისთვის, ახალ ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი კი სლოვენიელი დიპლომატი, მარტა კოსი იქნება.
მეტი...,,ახლა სალომეს ფანჩატური გააკეთონ, იქ დანიშნონ სალომე პრეზიდენტად და ითამაშონ სახლობანა” – მამუკა მდინარაძე
,,ახლა სალომეს ფანჩატური გააკეთონ, იქ დანიშნონ სალომე პრეზიდენტად და ითამაშონ სახლობანა, იძახონ – ჩელიაბინსკში არ გვინდა, ფანჩატურში გვირჩევნიაო”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მან ხუმრობით თქვა, რომ უნდა გაკეთდეს პარალელური პარლამენტი, რაც ძალიან კარგი იდეაა. „უნდა გაკეთდეს პარალელური პარლამენტი, ძალიან მაგარი იდეაა. შალვას ფანჩატურში აღარ შეესვლებათ იმიტომ, რომ გაბრაზდა თურმე შალვა. იმ დღეს გაუკეთებია განცხადება, რომ გვარამია გაიქცა იქო და ძალიან გაბრაზდა ეს, რომ დაინახა. ახლა რაიმე სხვა ფანჩატური, მაგალითად, სალომეს ფანჩატური გააკეთონ, 5 თუ 4 პოლიტიკური პარასკევი დარჩა სალომეს, ის დანიშნონ პრეზიდენტად და…
მეტი...საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წევრები. კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ კანდიდატი პირველივე ტურში აირჩეს, მან კოლეგიის წევრთა ხმების 2/3 მაინც უნდა მოაგროვოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მეორე ტური გაიმართება. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევის დღის მესამე კვირა დღეს – 29 დეკემბერს გაიმართება. სახელმწიფოს…
მეტი...,,რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა” – თინა ბოკუჩავა
,,ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე, ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი”, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი „შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა“. „ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი. ერთადერთი გამოსავალი შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მეტი...თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსდება ყინულის მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. „საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი. გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, რადგან ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს დაემატება იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული საციგურაო მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. 26 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას ვგეგმავთ. დედაქალაქის მოსახლეობისა და…
მეტი...მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. ასევე, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ,,საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. 2024 წლის ოქტომბერში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18.6% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. 2024…
მეტი...,,საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში” – მიხეილ სააკაშვილი
,,საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში”, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამის მიზანი ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითებაა. „უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება“, – წერს სააკაშვილი.
მეტი...,,უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი დიპლომიანი” – რას ამბობს მამუკა მდინარაძე
შეკითხვაზე, მომავალ პრეზიდენტს არ ექნება დიპლომი არის თუ არა ეს პრობლემა? „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პასუხობს: „არა. რატომ არ არის გეტყვით, იმიტომ რომ, თქვენ შემთხვევითი გგონიათ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში ცენზებთან მიმართებაში, პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტების ცენზთან დაკავშირებულ რაიმე საკითხებში დიპლომი მოხსენიებული არ არის, ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება. ბევრზე მეტად განათლებულია დიპლომის გარეშეც მიხეილ ყაველაშვილი, ბევრად განათლებულია დიპლომის გარეშე მიხეილ ყაველაშვილი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება”, –…
მეტი...„ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა“ – სოფიო ხორგუანი
„დღეს ოპოზიციის მთავარი საზრუნავია, ლეგიტიმაციის მცირედი შესაძლებლობაც არ დავუტოვოთ ამ ხელისუფლებას. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რომ პრეზიდენტის არჩევნებიც არალეგიტიმურად გაგრძელდეს და ლეგიტიმაციის მცირედი შესაძლებლობაც არ დავტოვოთ“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ პოლიტიკური სუბიექტი „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა გააკეთა. ის დარწმუნებულია, რომ არაერთი მიზეზის გამო, ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა. „ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა. სულ რომ 1 ადამიანი გამოვიდეს აქციაზე, ეს არ შეცვლის ფაქტს რომ არჩევნები გაყალბდა, ხალხი საერთოდ რომ არ გამოვიდეს, ეს არ შეცვლის ფაქტს რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია. ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობა არ უცნიათ არც შიგნით და არც გარეთ. თავადაც ამას ამბობენ…
მეტი...,,მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული ადამიანი და პატრიოტი კაცია” – კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული ადამიანი და პატრიოტი კაცია. მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილს წარმატება უსურვა. კალაძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი „მოწოდების სიმაღლეზე იქნება“. „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილის სახით. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო. ის მართლაც ღირსეული ადამიანი, პატრიოტი კაცია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება, უნდა მოვახერხოთ ეს ყველაფერი სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ვფიქრობ, ერთობ მნიშვნელოვანია და მას წარმატებებს ვუსურვებ“,…
მეტი...,,ამ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, არც შიდა და არც გარე ლეგიტიმაცია” – სოფიო ხორგუანი
,,ილუზიაა, რომ არალეგიტიმურობა ამ ხელისუფლებისთვის პრობლემა არ არის და მათ ამით ხელი არ ეშლებათ. ისინი, უბრალოდ ცდილობენ ამაზე აქცენტი არ გაკეთდეს”, – ამის შესახებ ,,გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ჩვენ არ ვართ რუსეთი, არც ბელორუსია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ დავრჩეთ და ვიყოთ ცივილიზებული, ქრისტიანული, დასავლური სამყაროს ნაწილი. ეს არის ჩვენი გადარჩენა. პროქართულობა ნიშნავს პროევროპულობას. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და შევდგეთ, როგორც სახელმწიფო ძალიან გვჭირდება ეს სტატუსი შევინარჩუნოთ. სხვაგვარად ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლება, რომ როგორც სახელმწიფო თვითმყოფადი გადავრჩეთ. ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ…
მეტი...,,მიშა მაგარია!” – მამუკა მდინარაძე
..მიშა მაგარია!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს, რითაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.
მეტი...თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის, ხოლო მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძეს მარიამ კვერნაძე ჩაანაცვლებს.
მეტი...