30 ნოემბერს, ჯგუფი “დაიტოვეს“, ორგანიზებით, ახმეტელის მეტროდან გლდანის იზოლატორამდე მსვლელობა – “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” გაიმართება. მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება. “მეგობრებო, ჩვენ არ ვჩერდებით. ახლა ჩვენს თანამებრძოლებსა და მეგობრებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ციხეში მყოფ ბიჭებს უნდა მივაკითხოთ. ვანახოთ, რომ ბოლომდე მათთან ვართ”,- წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეტი...დღე: ნოემბერი 26, 2024
19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაიწყო
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში ასპარეზობა მოგებით დაიწყო. ლავრენტი დავითაშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე გავიდა.
მეტი...უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა
უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ლეკიაშვილი გასული წლის მაისში, ბახმუტის დაბომბვის დროს დაიჭრა. ის მკურნალობას ჯერ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ბოლოს კი საფრანგეთში გადიოდა.
მეტი...პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ აქციის მონაწილეს პატიმრობა შეუფარდეს
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტიკებტ, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. ანატოლი გიგაური სასამართლო სხდომაზე პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა. მას შუბლის არეზე, წარბთან სისხლის კვალი ეტყობოდა. “სანაპიროთი წამოვედით „ვეფხი და მოყმეს“ მხარეს. პოლიციამ უკნიდან გვანიშნა, რომ გაგვეჩერებინა მანქანა… კარი გავაღე, დავდექი და ხელი დავალაგე საპატრულო მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი. ამ დროს მომვარდა ორი პოლიციელი და ზურგს უკან ხელბორკილები დამადეს. მერე მესმის ხმები, აქეთ გამოიყვანეო. მანქანის უკან გამიყვანეს, ამბობდნენ, ვის დაარტყი ხელიო და თან თავში უამრავი რაღაც მომხვდა. დაბლა ვიხედებოდი, მაღლა ვერ ვწევდი…
მეტი...ნინო ლომჯარია არჩევნებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება
სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თბლისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, ჩატარდება. ლომჯარია სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ მესამე წარმომადგენელი იქნება, ვისაც პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვას. მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები: ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.
მეტი...“საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება”- ცესკო
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცესკო-მ დღესვე მიიღო განკარგულება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დადგენის თაობაზე და ასევე განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები. როგორც გავრცე;ებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, წელს პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. „პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილება პარლამენტმა დღეს მიიღო. წელს პირველად საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება – მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი…
მეტი...“საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება. დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება”- ეტრას აუსტრევიჩუსი
“როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. აუსტრევიჩუსი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება. „ველოდებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საკმაოდ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით. როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას. ჩვენ არაერთი ანგარიში მივიღეთ არჩევნებიდან და ყოველივე ამან მიგვიყვანა იმ აზრზე, რომ შევთანხმებულიყავით არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გამჭვირვალე, არც თავისუფალი და…
მეტი...“მოგზაურობის აკრძალვა” – პერსონალურ სანქციებზე საუბრობს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი
“რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები. მაგალითად, ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან” – ამის შესახებ ევროპრლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, საუბარი იქნება მოგზაურობის აკრძალვაზე ინდივიდებისთვის, რადგან „ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ ევროპაში და არ უნდა მივანიჭოთ მათ ეს ფუფუნება“. “ჩვენ ასევე ვნახეთ, რა ხდებოდა, სანამ ჩატარდებოდა არჩევნები. ტყუილები და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე, რუსეთის მთავრობის მიერ, რათა მოეტყუებინათ ქართველი მოქალაქეები. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მოქალაქეები ძირითადად პროდასავლურად და პროევროპულად არიან განწყობილი, თუმცა…
მეტი...“სანქციები, უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ.”- იუკნევიჩიენე
ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ჩამოთვალა “ქართული ოცნების” წევრები, რომლებიც სანქციების სიაში შევლენ. „ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ამჯერად ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახლეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ სიტუაციაზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე, თბილისის მერ კახი კალაძეზე, მმართველი პარტიის გენერალური მდივანზე, პარლამენტის სპიკერზე და რა თქმა უნდა , საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და სხვებზე, რომლებიც არ არიან აღნიშნულები ამ სიაში”- განაცხადა ევროპარლამენტარმა. მან ასევე ისაუბრა ოპოზიციაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რადგან ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი…
მეტი...“ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად”- რასა იუკნევიჩიენე
“ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს კიდევ უფრო ძლიერი. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთებები. რა თქმა უნდა, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევები ჩატარდება” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი მიღწეული უნდა იქნას 1 წელიწადში. “ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად. ჩემი ზარით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ ელექტორალურ გარემოში, მიუკერძოებელი…
მეტი...“აბსურდული არგუმენტაციაა გახარიას მხრიდან”- ვაშაძე პარტიული სიების ჩახსნაზე
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სიების არჩახსნასთან დაკავშირებით, პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ აბსურდული არგუმენტაცია აქვს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა. „სამმა პოლიტიკურმა ძალამ ჩახსნა სიები, შემდგომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ყველა დაწერს განცხადებას მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. დღეს მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, რომ თურმე ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას. ერთადერთი რამ, რაც დღეს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია [პარლამენტის] არალეგიტიმურობის ცნობისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი. მორჩა უკვე ამდენი შეგონებები პრესკონფერენციებიდან და „ნაციონალური…
მეტი...ცესკომ სამი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სია გააუქმა
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო „აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან…
მეტი...„ჩინეთს არასოდეს მიუწოდებია იარაღი კონფლიქტის მონაწილე მხარეებისთვის“ – ჩინეთის საგარეო უწყება
ევროკავშირი რამდენიმე ჩინურ ფირმის დასანქცირებაზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, რუსულ კომპანიებს უკრაინის წინააღმდეგ დრონების მიწოდებაში დაეხმარნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს და განაცხადეს, რომ ევროკავშირმა ორმაგი სტანდარტების გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს. მაო ნინი: „ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც არანაირი საფუძველი გააჩნიათ საერთაშორისო კანონმდებლობაში ან გაეროს უშიშროების საბჭოს ავტორიზაციაში. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს მშვიდობისთვის. ჩინეთს არასოდეს მიუწოდებია იარაღი კონფლიქტის მონაწილე მხარეებისთვის და მკაცრად აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტს, თუნდაც უპილოტო თვითმფრინავებს სამოქალაქო გამოყენებისთვის და ეწინააღმდეგება სამოქალაქო თვითმფრინავების გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის. ჩინურ და…
მეტი...ხვდება თუ არა ჩინური პროდუქცია აშშ-ში მექსიკის გავლით?!
მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომ ჩინური პროდუქცია შეერთებულ შტატებსა და კანადაში მექსიკის გავლით შედის. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ აქვთ გეგმა ჩინეთიდან შემოსული ამ იმპორტული საქონლის ჩანაცვლებისა და მათი უმეტესი ნაწილის მექსიკაში წარმოების. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხი ჩინეთის საგარეო უწყებას მოუწია. როგორც მაო ნინი აცხადებს, ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირება არავის ინტერესებში შედის. „ჩინეთი ახორციელებს სავაჭრო თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანასთან საერთაშორისო წესებისა და საბაზრო პრინციპების შესაბამისად და ურთიერთ სარგებელი ასეთი თანამშრომლობის განმსაზღვრელი მახასიათებელია. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირება არავის ინტერესს არ ემსახურება. ჩინეთი და მექსიკა კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან,…
მეტი...,,მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით” – გიორგი გახარია
,,სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით ოპოზიცია იმ კრიზისზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა. „რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თემაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არაფერი რეალური არ აქვს შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ამომრჩეველი რეალურად გაბრაზებულია. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რომ სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის…
მეტი...აქციის მონაწილე ანატოლი გიგაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ანატოლი გიგაურს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...,,ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს” – გიორგი გახარია
,,ერთპარტიულად კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს – მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს საკრებულოებში, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას განცხადებით, როდესაც საპარლამენტო არჩევნების კანონიერება, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის სხდომა ჩაატარა სრულად უკანონოდ, შესაბამისად, უკანონოდ აირჩა პარლამენტის თავმჯდომარე და ამ დღეებში უკანონოდ აირჩევენ საქართველოს მთავრობასაც. „გუშინ ჩატარდა პარლამენტის პირველი უკანონო სხდომა, რომელიც სრულად გავიდა საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. პარლამენტს დღეს…
მეტი...,,აბრახუნებდნენ, ისროდნენ ,,ხლაპუშკებს”, დაისჯებიან აუცილებლად” – ვახტანგ გომელაური
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის შენობის წინ, გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებული იქნება ყველა, ვინც რკინის ჯებირზე ხელს ურტყამდა და მისი თქმით, ,,ხლაპუშკებს” ისროდა. ,,რა თქმა უნდა, პროვოკაციები იყო, თუნდაც გუშინდელი დღე. ძალიან სიწყნარე იყო, არავინ არაფერს არ აკეთებდა, იდგენენ უბრალოდ 200-300 ადამიანი და როგორც კი დაიწყო სხდომა, მივიდნენ, ახალგაზრდებს მოუწოდეს, მივიდნენ რკინის ღობურასთან და აბრახუნებდნენ, ისროდნენ მერე ასაფეთქებელ პატარა ,,ხლაპუშკებს” და ამაზე დაისჯებიან აუცილებლად. იდენტიფიცირება მოხდება და ყველა დაისჯება იმ კუთხით, რომ ჯარიმები როგორც ადმინისტრაციული ყველას გამოეწერება”, – ამბობს გომელაური.
მეტი...,,ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება ,,განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!” – პრეზიდენტი
,,ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება ,,განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამიდან ამოღებულ ნაწარმოებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ,,2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას ბედნიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთარაანთ ქვრივს , როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას ,,პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმ”-ს. ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება ,,განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!”, – წერს ზურაბიშვილი.
მეტი...„ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ხელს უწყობს ფასების შემცირებას და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას“ – ნიკოლოზ სუმბაძე
„ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს“ – როგორც სემეკის ბაზრის მონიტორინგის დირექტორი ნიკოლოზ სუმბაძე აცხადებს, რეფორმის ერთ-ერთ მიზანს ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენცია წარმოადგენს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით სემეკი არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებას ახორციელებს. „ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენციის ხელშეწყობა. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სემეკი აქტიურად მუშაობს მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში იცვლება რამდენიმე მთავარი პრინციპი და ემატება ახალი სავაჭრო სეგმენტები. კერძოდ, ბაზრის ახალ მოდელში ბაზრის მონაწილეები პასუხისმგებლები იქნებიან…
მეტი...სახალხო დამცველის თანამშრონლები იოსელიანს ემიჯნებიან და პარლამენტს არაკონსტიტუციურს უწოდებენ
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ეხმაურებიან ლევან იოსელიანის მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრებას. ,,ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. როგორც საჯარო მოხელეები, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ფიცის დადების მომენტიდან, ვხელმძღვანელობთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ჩვენი ერთადერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვაზე დროული, სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საჯაროდ გამოვხატოთ პოზიცია პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის დასწრების და პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ცნობის…
მეტი...გერმანია საზოგადოებრივ შენობებში ბუნკერების განთავსებას აპირებს
გერმანიის მოსახლეობის დაცვისა და კატასტროფებზე რეაგირების ფედერალური უწყება განიხილავს საკითხს, რომელიც საზოგადოებრივ შენობებში ბუნკერების მოწყობას ეხება, – წერს The telegraph. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება გერმანიაში „გამძაფრებული საერთაშორისო საფრთხეების ფონზე“ მიიღეს. უწყების თანამშრომლები ადგენენ იმ შენობების სიას, სადაც ბუნკერების განთავსება იქნება შესაძლებელი. „რუსეთთან ომის მზარდი შიში აიძულებს პოლიტიკოსებს განიხილონ ის საზოგადოებრივი შენობები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ბუნკერებად“, – ნათქვამია სტატიაში. ასევე, იქმნება მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა მიიღებს შეტყობინებებს საფრთხისა და უახლოესი თავშესაფრის შესახებ. გერმანიის მთავრობა აპირებს მოუწოდოს მოსახლეობას მოაწყონ ბუნკერები საკუთარ სახლებში. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სიტუაცია არ შეიქმნება, თუმცა ჩვენ…
მეტი...რას ამბობს განათლების სამინისტრო საგამოცდო პროგრამებში შეტანილ ცვლილებებზე?!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით. ,,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი…
მეტი...,,უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმის ტოლფასი იქნება” – მედვედევი
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების შესაბამისად, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე განხორციელებული თავდასხმის ტოლფასი იქნება. მედვედევმა შესაბამისი განცხადება „ტელეგრამ“ არხზე გაავრცელა. „კიევის რეჟიმისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საფრთხე შეიძლება ჩაითვალოს რუსეთთან ბირთვული კონფლიქტისთვის მომზადებად. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის შესაბამისად, ასეთი იარაღის ფაქტობრივი გადაცემა შეიძლება გაიგივდეს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის აქტთთან“, – აღნიშნა მედვედევმა. გასულ კვირას New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირის ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, უკრაინას ბირთვული იარაღის გადასცეს, თუმცა არსებობს შიში,…
მეტი...,,რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მოხდა მოლდოვაში და საქართველოშიც” – რუმინელი ევროპარლამენტარი
,,ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მოხდა მოლდოვაში და საქართველოშიც”, – ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი ზიგფრიდ მურეშანი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს შეუშალოს ხელი და რომ მნიშვნელოვანია ექსტრემიზმის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. ,,ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, ეს მოხდა საქართველოში და ეს ყველგან შეიძლება მოხდეს. რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ვიბრძოლოთ ექსტრემიზმის წინააღმდეგ და შევინარჩუნოთ რუმინეთის ევროპული გზა,” – წერს ზიგფრიდ მურეშანი.
მეტი...2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილები შევიდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილები შევიდა. კერძოდ, შემცირებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული მასალის მოცულობა და რიგ შემთხვევაში, აბიტურიენტებს გარკვეული მწერლების შემოქმედების ჩაბარების ვალდებულებაც აღარ აქვთ. პედაგოგი ოლიკო გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,ცენზურის მანქანა ჩაირთო. ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ისარლოვებმა. გიხაროდეს, ერო ბედნიერო! ვეღარ მოწამლავენ ჩვენს მოსწავლეებს შემდეგი ნაწარმოებები: “ბედნიერი ერი”, “აჩრდილი”, “ჩემო კალამო”, “პასუხის პასუხი”, “განდეგილი”(ილია); “ბახტრიონი”, “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”(ვაჟა); “აღმართ-აღმართ”(აკაკი); “მშობლიური ეფემერა”(გალაკტიონი); “ყვრყვარე თუთაბერი”(პოლიკარპე კაკაბაძე); “ხევისბერი გოჩა”(ალ. ყაზბეგი)…
მეტი...ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს 23, ვანო ნადირაძეს 14 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის ლიდერს მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, მამულაშვილმა 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში ,,დაქირავებული” მებრძოლები, ძირითადად საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები ,,გაწვრთნა და უზრუნველყო მათი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში”. რუსული რეჟიმი ამტკიცებს, რომ მამულაშვილმა ამაში ფული აიღო. დაუსწრებლად ,,სასჯელი” კიდევ სამ მებრძოლს შეუფარდეს – 34 წლის გიორგი რუსიტაშვილს, 30 წლის ნოდარ პეტრიაშვილისა და 54 წლის ვანო ნადირაძეს. მათ არაღიარებულმა სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა “დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ მუხლით.
მეტი...,,ძლიერმა საქართველომ” ცესკოს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ კოალიციის საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს ოფიციალურად მიმართა. რამდენიმე წუთში ცესკოში ელოდებიან ,,ერთიანობა ნაციონალური” მოძრაობის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ასევე მიმართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას სიების ჩახსნის განცხადებით. ცესკოს სიის ჩახსნის მოთხოვნით გუშინვე მიმართა ,,კოალიციამ ცვლილებისთვის”. რაც შეეხება გახარიას პარტიას, იქ აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯს გადადგამენ მაშინ, როცა ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ.
მეტი...უკრაინის თავდაცვის ძალებმა კუპიანსკი რუსული ჯარებისგან გაათავისუფლეს
DeepState-ის ანალიტიკოსების განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსული ჯარებისგან გაათავისუფლეს. ,,უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაასრულეს კუპიანსკის წმენდა,” – წერია განცხადებაში. თუმცა ანალიტიკოსების ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის ჯარები ნოვომლინსკთან, ხარკოვის ოლქში, დონეცკის რეგიონში, რაზდოლნში, პეტროვკაში და კურახოვოს მახლობლად, წინ მიიწევენ. მანამდე DeepState-ის ანგარიშით, 14 ნოემბრის ღამეს, რუსებმა მოახერხეს ილინკას დაპყრობა და კუპიანსკში შესვლა.
მეტი...ცესკო-ს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაც“ მიმართავს
ცესკო-ს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაც“ მიმართავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სტრასბურგში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამის წერილს დღეს შეიტანენ. „მინდა გავაკეთო განცხადება, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკო-ში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, უარს ვაცხადებთ მანდატებზე, არ ვცნობთ ამ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმაციას. იცით, რომ ჩვენ ცესკო-ს უკვე მივმართეთ ყველა სიის წევრის სახელით, სადაც ხელმოწერილი წერილები…
მეტი...გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, ყაჩაღობაა. მეზობლების თქმით, ქალს თავი გატეხილი და სახეზე დაზიანებები ჰქონდა. მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა, რამდენიმე ჯიხური გაქირავებული ჰქონდა და თავადაც, სახლიდან სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელს ჰყიდდა. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჰყვება, ისინი ქირის მისაცემად აღნიშნულ ადამიანს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა, რკინის კარზე ბოქლომი დადებული დახვდათ წარწერით, რომ ის ერთი კვირა არ უნდა მოეძებნათ. „ვეძებდით, რადგან ქირა მქონდა მისაცემი, მაგრამ კარებს ბოქლომი ედო, რაც არ გაგვკვირვებია, რადგან შვილი ჰყავდა ცუდად, საავადმყოფოში იწვა და გვეგონა, იქ…
მეტი...,,ისეთ ტყუილებში გაიხლართნენ, რომ ჩიხური სიტუაცია თავად შექმნეს” – მამუკა მდინარაძე
,,სამომავლო გეგმა იქნება დღეს, ან ხვალ – ეს არის რადიკალური ოპოზიციის ყოველდღიური რეალობა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გეგმებზე კომენტირებისას. „რა მუხტზე უნდა ვილაპარაკოთ და რა გეგმებზე უნდა ვილაპარაკოთ. მათი გეგმა არის, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ, ყოველდღიური გეგმა ეს არის. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს, როდესაც შენ ატყუებ საზოგადოებას, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა უკვე ჩიხში შედიხარ შენ თვითონ, ჩიხში შეიყვანეს თავი“, – განაცხადა მდინარაძემ. მისი თქმით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ 300 ათასი ხმის გაყალბებაში სდებს ბრალს, რასაც არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ელექტრონული…
მეტი...,,ოპოზიციას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, არცერთი არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში” – მამუკა მდინარაძე
,,ოპოზიციას ამომრჩეველი არ აინტერესებს. თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, არცერთი არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ. თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციიდან მანდატების დატოვებაზე განცხადებებს არ დაწერენ. „ჩემი აზრით, გამორიცხულია, მათ მანდატები დატოვონ. რეალურად, ახლა ეს ხალხი ეძებს გამოსავალს, დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებებს, ყველა მით უმეტეს არ დაწერს. მეორე დღეა, აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები, რომელმაც შეიძლება, მათი მანდატების დატოვება გამოიწვიოს. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ. საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს ამომრჩეველს, მათ აინტერესებთ,…
მეტი...აჭარის უმაღლეს საბჭოს კვლავ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს
აჭარის უმაღლეს საბჭოს კვლავ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. გაბაიძე თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურა იყო და მას მხარი დარბაზში მყოფმა 13-ივე დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. დავით გაბაიძე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ზედიზედ უკვე მესამე ვადით უხელმძღვანელებს. რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, მას რამაზ ჯინჭარაძე დაიკავებს. იგი არჩევნებამდე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
მეტი...ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანიის ტერიტორიაზე ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებას არ გამორიცხავს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გერმანიის ტერიტორიაზე, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება ბერბოკმა დიდი შვიდეულის სამიტზე გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას. „არსებობს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა , რომელიც ამ შემთხვევაში მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ამ ნაბიჯის გადასადგმელად“, – აღნინავს ბერბოკი. დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავენ და ცდილობენ შეიმუშაონ საერთო პოზიცია ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებასთან დაკავშირებით, თუ ის საზღვარგარეთ გაემგზავრება.
მეტი...,,რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ? – ეს არის სიცრუე და ცილისწამება” – კახა კალაძე
,,ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტში დასარეგისტრირებელ იმ რეზოლუციების შეფასებისას, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას და 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას ეხება. მისი შეფასებით, კონკრეტულ ადამიანებს სხვადასხვა რეზოლუციის მიღებისთვის გარკვეულ თანხას უხდიდნენ, რის გამოც მოსახლეობას უსამართლობის განცდა უჩნდებოდა. „ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, სიძულვილით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი – კონკრეტულ ადამიანებს უხდიდნენ თანხას და ლობიზმში ფულს აკეთებდნენ. ასე ხდებოდა რეზოლუციების მიღება, რაც ძალიან მძიმეა. როდესაც ამ ყველაფერს…
მეტი...