რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, 6 თვის ტყუპების დედამ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ, ბავშვებს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ერთ-ერთი ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რუსული მედია წერს, ჩვილებისთვის დაზიანებების მიყენების შემდეგ, დედამ ბავშვების სხეულები ჩანთებში ჩააწყო და ერთ-ერთი მაღაზიის წინ დატოვა. მაღაზიის თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა ერთ-ერთი ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
მეტი...დღე: ნოემბერი 25, 2024
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ
ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, სავარაუდოდ, მომდევნო 36 საათის განმავლობაში განაცხადებენ. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. „ახლოს ვართ. დისკუსიები კონსტრუქციული იყო და მოვლენები პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, მაგრამ არაფერია შეთანხმებული, სანამ შეთანხმება ყველაფრის შესახებ არ მოხდება. მოლაპარაკებები გრძელდება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
მეტი...ზივზივაძე სეზონის სიმბოლურ გუნდშია, ხოლო საერთო რეიტინგით ჩემპიონატის მესამე საუკეთესო ფეხბურთელია
ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. რჩეულები ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა დაასახელა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „გროიტერ ფიურტთან“ გასვლით მატჩში „კარლსრუეს“ გამარჯვებაში (3:2) მთავარი როლი ითამაშა, რადგან სამივე გოლში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა. ქართველი თავდამსხმელი Kicker-ის ტურის სიმბოლურ გუნდში უკვე მესამედ მოხვდა. ბუდუ ზივზივაძე 9 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა 8.5 ქულა დაუწერა და ასევე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, ის სეზონში საშუალო შეფასებით (7.6 ქულა) ორ საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა, ხოლო Sofascore-ს რეიტინგით (7.55) მეორე ბუნდესლიგის…
მეტი...“Lacoste-ის” ქურთუკის მოპარვის გამო გერმანიაში 40 წლის ქართველი დააკავეს
გერმანიის ქალაქ ბილეფელდში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა და “Lacoste-ის” ბრენდის ქურთუკი მოისინჯა. ის სარკეში საკუთარ თავს ჩვეულებრივზე დიდხანს ათვალიერებდა, შემდეგ კი მაღაზია ქურთუკის საფასურის გადახდის გარეშე დატოვა. მაღაზიის დაცვამ დამნაშავე ადგილზე დააკავა და პოლიციას შეატყობინა. დაკავებულმა მამაკაცმა დანაშაული აღიარა.
მეტი...გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, კმ53-კმ59 (კორშა-გუდანი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მეტი...ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტთან სცენის კონსტრუქციები დაშალეს
რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცენის კონსტრუქციები დაშალეს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს. ოპოზიციურმა პარტიები და მომიტინგეები არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დღეს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა. ბარიერგადალახულ ოპოზიციურ სუბიექტებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდა პრეზიდენტიც. სხდომამ პროტესტის ფონზე ჩაიარა.
მეტი...ხელჩართული ჩხუბი სერბეთის პარლამენტში – დაშავებულია რამდენიმე დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. დეპუტატები ერთმანეთს მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ყვირიან დეპუტატები, ასევე, ერთმანეთს ხელს ურტყამენ და წყალს ასხამენ. პარლამენტის რამდენიმე წევრი დაშავდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევაში მთავრობა დაადანაშაულეს. შეგახსენებთ, ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი მიმდინარე თვის დასაწყისში ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. გასულ კვირას გამოძიების ფარგლებში 12 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, გორან ვესიჩი.
მეტი...„კოალიცია ცვლილებებისთვის“ მანდატებზე უარს ამბობს და პარტიული სიის ჩახსნას ითხოვს
“დღეს ცესკო-ში ჩავაბარეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ პარტიული სიის ჩახსნას და ამის შემდეგ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, მოვითხოვთ ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენი განცხადებების საფუძველზე”- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა. როგორც თენგო თევზაძემ აღნიშნა, პარტიაში ყველა ამბობს უარს საკუთარ მანდატზე. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ არის პასუხისმგებლიანი პარტია. ჩვენ დღეს ცესკო-ში ჩავაბარეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ პარტიული სიის ჩახსნას და ამის შემდეგ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ის დეპუტატები, რომელთა უფლებამოსილება ცნო ე.წ. საქართველოს პარლამენტმა, მოვითხოვთ ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენი განცხადებების საფუძველზე. რატომ ვაკეთებთ ამ თანმიმდევრობით? იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოვუსპოთ რაც შეიძლება მეტი რეგლამენტით გათვალისწინებული…
მეტი...წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული ნავი გადაბრუნდა – 17 ადამიანს ეძებენ
წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული ნავის გადაბრუნების შემდეგ მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ეგვიპტელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ნავმა, რომელსაც 31 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი გადაჰყავდა, განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 5:30 საათზე გასცა. გამოცემის ცნობით, დაკარგულებს შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც არიან. მაშველებმა 28 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
მეტი...„თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის თავის იმპერიულ პოლიტიკას მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს“- ბორელი
“რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგ-პოსტში წერს. ბორელი ამბობს, რომ თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს. „ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. თუ ვლადიმერ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის თავის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ აუცილებლად გააგრძელებს, განსაკუთრებით კი ევროპაში. ჩვენ ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები საქართველოსა და მოლდოვაში უკვე ვნახეთ. ევროპის გარდა, თუ ჩვენ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვაში ვერ დავეხმარებით, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო…
მეტი...ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა
ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტი შეთანხმების დასამტკიცებლად 26 ნოემბერს შეიკრიბება. შეთანხმების ტექსტი დღეს დასრულდა. ისრაელის მედია ასევე წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ არმიამ მიაღწია დასახულ მიზნებს, საზღვრის გასწვრივ „ჰესბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებას და ჩრდილოეთ ისრაელში შეტევის შესაძლებლობის აღმოფხვრას, ასევე „ჰესბოლას“ სარაკეტო არსენალის მკვეთრად შემცირებით. პარალელურად, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ლიბანში დაიბომბა 25 სამიზნე ობიექტი, რომელსაც „ჰესბოლას“ წევრები იყენებდნენ. ლიბანიდან „ჰესბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 340 რაკეტა გაუშვა, რაც არის ყველაზე…
მეტი...პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 ნოემბერიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბერიდან მის გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.…
მეტი...“მისალმების ეს კადრები ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო”- პრეზიდენტი
“მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს კადრები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმებისა, თუ დაჩოქების” – განაცხადა პრეზიდენტმა გავრცელებულ მიმართვაში. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა,რომ ეს კადრები ისტორიაში შევა, როგორც “სამარხცვინო”. „მეცოდებიან ყველა ეს პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით, თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ, არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნია. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს კადრები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და…
მეტი...“კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური”- კონსტიტუციონალისტი
“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური” – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა. მისი თქმით, დროა, ხალხმა დაიწყოს წინააღმდეგობრივი მოძრაობა და ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები სხვა ლიდერებით ჩანაცვლდეს. „დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური. ისინი უშვებენ ფუნდამენტურ შეცდომებს, საზოგადოებას ეფექტურ გეგმას ვერ სთავაზობენ, რაც ხალხში ფრუსტრაციასა და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს. თუმცა, ეს, მეორე მხრივ კარგიც არის – ჩვენ არ უნდა გვქონდეს ფუჭი იმედები მათგან, ვინც ამ იმედებს ვერ გაამართლებს. ნელ-ნელა დგება ის დრო, როდესაც ჩვენ თვითონვე უნდა დავიწყოთ…
მეტი...„მე აქ ვიქნები, მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი არსად წასვლას აპირებს. პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის კანდიდატი რამდენიმე დღეში დასახელდება და ინაუგურაციაც წლის ბოლომდე შედგება, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით პასუხობს და ამბობს, რომ არსად აპირებს წასვლას. „ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად მზად არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო, და იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად. მე როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ…
მეტი...„მეცოდება კობახიძე… თავზე დაიხია კონსტიტუცია“ – სალომე ზურაბიშვილი
„საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან“ – ასეთ ვიდეო მიმართვას ავრცელებს საქართველოს პრეზდენტი. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, დღეს საქართველოს პარლამენტი არ არსებობს. „მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა სტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან. მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდებიან ყველა ეს პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან,…
მეტი...„იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის და პარტნიორების“ – პრეზიდენტის მიმართვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზირაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. „ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს მომზადებაა – იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის და ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან, მიატოვონ საქართველო; იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ ამ ქვეყნის ეს მომავალი ჩვენია – ყველასი ერთად! მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით ახალი არჩევნებისთვის!“ – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.
მეტი...,,საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს სულით და გულით ქართველი” – მამუკა მდინარაძე
,,საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს სულით და გულით ქართველი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, „თუ შენი სამშობლო გიყვარს, სულით და გულით ქართველი ხარ, მთავარ პრინციპებს არ გადაუხვევ, არ მოემსახურები სხვა ქვეყანას, არ გახდები ვიღაცის წარმომადგენელი“. „ძალიან დიდი ხანი, ძალიან ბევრს ვმსჯელობდით გუნდში. ლიდერებთან ეს იყო დიდი ბჭობის საგანი, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. მე მგონია და ჩვენი ყველას აზრი, ბატონი ბიძინადან დაწყებული, დამთავრებული „ქართულ ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე არის ის, რომ პირველი ნიშანი, რაც უნდა იყოს, არის ის, რომ უნდა იყოს ეროვნული, ქართველი…
მეტი...ევროპარლამენტის შენობის წინ ქართველმა ემიგრანტებმა შიმშილობა დაიწყეს
ბრიუსელში ევროპარლამენტის შენობის წინ ქართველმა ემიგრანტებმა შიმშილობა დაიწყეს. საქართველოს მოქალაქეებმა კარვები გაშალეს და გაყალბებულ არჩევნებს პროტესტის უკიდურესი ფორმით აპროტესტებენ. ემიგრანტები ევროპარლამენტარებს მოუწოდებენ, არ მოახდინონ ოლიგარქი ივანიშვილის მიერ მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია და კიდევ ერთხელ დაგმონ რუსული სპეცოპერაციით ჩატარებული არჩევნები. ,,ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე”, – ამბობენ ემიგრანტები, რომლებიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
მეტი...,,კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით” – საქართველოში ბრიტანეთის საელჩო
,,თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. ,,დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ”, – წერია განცხადებაში.
მეტი...,,ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს, ვერ წარმოვიდგენდი” – მამუკა მდინარაძე
,,ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს ვერ წარმოვიდგენდი. როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რომ მისი სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტონ. „ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს ვერ წარმოვიდგენდი. როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო. მეც კი გამჩენია შეგრძნება, რომ რაღაც არეულობაა. პიროვნულ დონეზე მათ არეულობა აქვთ. საცერივით არის მათი ინფორმაციები, გაჟონვა-გამოჟონვა სადმე თუ ხდება, მათ გუნდში ხდება. ამ გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია…
მეტი...,,ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში, ჩვენ ვხსნით სიას” – ,,კოალიცია ცვლილებისთვის”
პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების ჩახსნის მოთხოვნით, განცხადებით მიმართავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პარტიაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც „ამ პარლამენტში შედგამს ფეხს“. „ის შეკრება, რომელიც ჩატარდა დღეს პარლამენტის შენობაში, არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამას არეგულირებს კონსტიტუცია და არჩევნები, რომელიც იყო აბსოლუტურად გათელილი და ხალხის ნების საწინააღმდეგო. შესაბამისად, რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს შეკრება ვერ იქნება აღიარებული ძალაუფლებად. ამ კონკრეტულ მომენტი მინდა განვაცხადო ფორმალურად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და საარჩევნო კოდექსის…
მეტი...,,ძლიერი ქარბუქი, თოვლი” – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ,,მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...უკრაინაში დაჭრილი სპარტაკ ლეკიაშვილი გარდაიცვალა
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, უკრაინაში დაჭრილი 25 წლის ქართველი სპარტაკ ლეკიაშვილი, გარდაიცვალა. ლეკიაშვილი უკვე მეორე წელია, პარალიზებული იყო, დაჭრილმა მხედველობაც დაკარგა და მას საზოგადოების მხარდაჭერით, ექიმები სხვადასხვა სახის მკურნალობას უტარებდნენ. ოჯახის ახლობლების ცნობით, ბოლოს ახალგაზრდა სამკურნალოდ საფრანგეთში იყო გადაყვანილი. საზოგადოების ჩართულობისა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა. სპარტაკ ლეკიაშვილი 2023 წელს უკრაინაში, ინტერნაციონალურ ბატალიონში იბრძოდა. ქართველი მებრძოლი ბახმუტის ბრძოლების დროს, საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა და მძიმედ დაიჭრა.
მეტი...,,ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ ” – მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ. მისი თქმით, ისინი სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, თუმცა პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. „ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები – საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მეტი...გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, უკვე გაგზავნა საკუთარი განცხადება პარლამენტში, მანდატის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით. ,,მე პირადად უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ შეწყდეს ჩემი მანდატი, დაუყოვნებლივ მოვითხოვ რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყველანაირი კავშირი”, – განაცხადა ვაშაძემ რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ იგივეს გააკეთებენ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მისი განცხადება მანდატის გაუქმებაზე, უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში.
მეტი...საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ერთი ქალი მსჯავრდებულია. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...,,შავი ორშაბათი საქართველოში” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას ეხმაურება და პლატფორმა X-ზე წერს, რომ ,,საქართველოში შავი ორშაბათი” გათენდა. ქვეყნის მთავარსარდალი ,,ქართულ ოცნებას” მონებად აცხადებს და ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს ,,კონსტიტუციის მოკვლაში” ადანაშაულებს. ,,შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარებს, რომლის მიღმაც “ქართული ოცნების მონები” კლავენ ჩვენ კონსტიტუციას და მასხრად იგდებენ ჩვენ პარლამენტს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მეტი...,,ხომ არ იცით ვინმე, ვინც გამოჩნდა, განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა?” – მამუკა მდინარაძე
,,ხომ არ იცით ვინმე, ვინც გამოჩნდა, განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა? – შეიძლება კარგა ხანს არ გამოჩნდეს არავინ, დააკვირდით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ „სიების ჩახსნაზე“ განცხადება უდროო დროს დაწერა და ახლა არის დრო, როცა მათ მანდატების დატოვებაზე განცხადების დაწერა შეუძლიათ. „რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს – მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა, ან დაწერონ განცხადებები. ახლა არის ის დრო, როცა განცხადებების დაწერას შესაბამისი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ვინმე ხომ არ გამოჩენილა? ხომ არ იცით ვინმე, რომ გამოჩნდა და განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა? ასეთი არ გამოჩენილა.…
მეტი...,,პარლამენტის მიერ ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია” – სამართლიანი არჩევნები
ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები” მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომას არაკონსტიტუციურს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს არღვევს. ,,საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, პარლამენტის 30-მა წევრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რითაც გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ 25 ნოემბერს ახალი წევრების…
მეტი...,,ალბათ, კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევას ამონიტორინგებს ადგილზე” – ქურდოვანიძე ომბუდსმენზე
,,ალბათ კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევას ამონიტორინგებს ადგილზე”, – საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე პარლამენტის პირველ სესიაზე ომბუდსმენის დასწრებას ირონიული პოსტით ეხმიანება. ,,სახალხო დამცველი პარლამენტში ყოფილა. ალბათ კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარაღვევას ამონიტორინგებს ადგილზე”, – წერს ნონა ქურდოვანიძე. XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას სახალხო დამცველი ესწრება
მეტი...ისრაელმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა
ისრაელის ხელისუფლება პრინციპის დონეზე ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ინფორმაციის თანახმად, ეს ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. როგორც ისრაელის, ასევე ლიბანის ხელისუფლება საბოლოო დეტალების შეჯერებას აპირებს. როგორც ადგილობრივმა მედიამ გაარკვია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაჯგუფება ,,ჰეზბოლას“ მდინარე ლიტანის ჩრდილოეთისკენ გადასვლას, სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარის გაყვანას და ისრაელსა და ლიბანს შორის სადავო მოსაზღვრე ტერიტორიების დემარკაციას გულისხმობს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების კონტროლი დაევალება საერთაშორისო ორგანოს, რომელსაც აშშ უხელმძღვანელებს. ისრაელი, თავის მხრივ, ცდილობს ვაშინგტონისგან მიიღოს გარანტიები, რომ ,,ჰეზბოლას“ მიერ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მას სამხედრო მოქმედებების დაწყების უფლება ექნება.
მეტი...,,სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველვყოთ, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პროცედურულად საპრეზიდენტო არჩევნების ადმინისტრირება” – კალანდარიშვილი
,,რა ვადებშიც არ უნდა მოხდეს ჩანიშვნა, ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით მის ადმინისტრირებას”, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის არჩევნების საკითხზე საუბრისას. „როგორც იცით, ღნიშნული არჩევნები ტარდება ტრადიციული წესით. ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველვყოთ, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პროცედურულად მისი ადმინისტრირება. დაველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან როგორც იცით, ამ შემთხვევაში საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც კომისიის 300 ხმოსნიგან შედგება. შესაბამისად, აქ არის მთელი რიგი საკანონმდებლო მოცემულობები, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოლეგიის დაკომპლექტებას და მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის როლს მის ტექნიკურ ადმინისტრირებასთან…
მეტი...ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტი დატოვა
ოლიგარქმა ივანიშვილმა საკანონმდებლო ორგანო დატოვა. დღეს ის მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო და თავი დეპუტატად ცნო. მან ასევე, პარტიის წევრებისგან მოისმინა მადლობები, ტაში და დაცვის გაძლიერებული კორდონის თანხლებით ტერიტორია დატოვა.
მეტი...პარლამენტის წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცეს. ესენი არიან: აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გელა სამხარაული; ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი – რატი იონათამიშვილი; განათლების კომიტეტი – გივი მიქანაძე; გარემოს დაცვა- მაია ბითაძე; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი – შოთა ბერეკაშვილი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი -ირაკლი ზარქუა; ევროინტეგრაციის კომიტეტი – ლევან მახაშვილი; თავდაცვის კომიტეტი – ალექსანდრე ტაბატაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე [დროებით] გიორგი კახიანი; კულტურის კომიტეტი- გიორგი გაბუნია; რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი- ირაკლი ქადაგიშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე; საპროცედურო საკითხთა კომიტეტი – დავით მათიკაშვილი; საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი – პაატა…
მეტი...,,გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ” – მამუკა მდინარაძე
,,ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – ვიზრუნებთ ქართული ოცნების ასრულებაზე, რაც შეიძლება მალე, ჩვენ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სანამ ოპოზიციაში ეროვნული ძალები არ იქნებიან, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მანამდე იქნება. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება იმისა, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არასდროს გვექნება…
მეტი...