საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი დგას. პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
მეტი...დღე: ნოემბერი 24, 2024
პარლამენტის წინ კარვები გაშალეს – აქცია დაიწყო
პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ისინი დღევანდელ ღამეს სწორედ რუსთაველის გამზირზე გაათენებენ. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს, სიტყვით მიმართავენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები. ისინი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ მიიღონ მონაწილეობა აქციებში. ადილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. ხვალ, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
მეტი...რუსთაველზე კარვები და ღამისთევისთვის საჭირო ნივთები მიიტაენს
აქციის მონაწილეებმა კარვები და ღამისთევისთვის საჭირო ნივთები მიიტანეს. მანამდე სიტუაცია დაიძაბა შეკრებილებსა და პოლოციას შორის, რადგან აღნიშნული ნივთები სწორედ იმ ავტომობილებში იყო მოთავსებული, რომელსაც სამართალდამცავები რუსთაველზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და რამდენიმე ავტომბილი მაინც გაატარეს.
მეტი...“სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული?”- ვაჟა სირაძე
“დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული?” – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს ეხმარებიან, რომ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით წავიდნენ. „დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის. სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ოდესმე გაგიგიათ? უსაფრთხოებიდან გამომდინარე მანქანები ვერ ივლიან. ხალხს ვეხმარებით, რომ დადგნენ და წავიდნენ მსვლელობით, როგორც ხდება ხოლმე“ – განაცხადა ვაჟა სირაძემ. პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს
მეტი...პარლამენტთან საპოლიციო ძალების მობილიზებაა
საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქციისთვის იკრიბებიან, საპოლიციო ძალების მობილიზებაა. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამის გათევას გეგმავენ. პარლამენტთან აქცია იგეგმება ხვალ დილის 9 საათზეც. ამ წუთეში სიტყვიერი შელაპარაკებაა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რესპუბილიკის მოედანზე. პოლიცია კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს. პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს
მეტი...პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. როგორც სამართალდამცავები განმარტავენ, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ქვეითებისთვის. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო. სამართალდამცავების მოწოდებაა, აქციის მონაწილეებმა მანქანები დატოვონ და რუსთაველის გამზირზე ფეხით გადაადგილდნენ. ადგილზე ოპოზიციური პარტიის წევრებიც იმყოფებიან. “პროტესტის ნაწილია და უნდა გამოატარონ. ამაზე თანხმობა იყო და ახლა აღმოჩნდა, რომ უკვე აღარ უნდათ“- განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
მეტი...“სალომე ზურაბიშვილი ხალხის სახელით ევროპარლამენტს მიმართავს”- თამარ კორძაია
26 ნოემბერს ევროპარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი გამოვა. სალომე ზურაბიშვილი ხალხის სახელით ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ, “ერთიანობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. “საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს ხალხის სახელით მიმართავს ევროპარლამენტს და ეტყვის იომას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის უბრალოდ ხმის ქურდი ხელისუფლება. დანარჩენს დაველოდოთ, ერთი რამ ზუსტად ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილის ქართველი ხალხის გევრდით არის და მთლიანად იზიარებს იმ სულისკვეთებას, რასაც დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება გამოხატავს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
მეტი...“ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას”- რუსთაველზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან
აქციის მონაწილეები პარლამენტიის შენობასთან იკრიბება. რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, ოპოზციური პარტიის ლიდერებიც. საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობლია სპეციალური სცენა, საიდანაც გამომსვლელები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ღამეს გაათევენ. “ორი აქციაა ჩანიშნული – ერთი დღეს 21:00 საათზე და მერე ხვალ 9:00 საათზე. ყველა უნდა გამოვიდეს. ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ კარვები დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით“ – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
მეტი...აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარალელურად, რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილია ავტომობილებით მსვლელობები. რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეები გეგმავენ, მსვლელობით გაემართონ საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც აპირებენ, რომ ღამე გაათენონ და 25 ნოემბრის დილამდე დარჩნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მეტი...მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთი “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძეა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა – 76 დეპუტატი ესწრება. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი…
მეტი...აქციის მონაწილეები თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიდიან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ხელოვანები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ისინი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. “უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ, რომ საქართველო არის საფრთხეში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდეს და დაიწყოს ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ძალიან მიხარია, რომ დღეს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად 11 რეგიონიდან ჩამოვედით მასწავლებლები და შევუერთდით მასწავლებლებს და ჩვენს პროტესტს გამოვთქვამთ და არ ვაპირებთ გაჩერებას“ – ამბობს მასწავლებელი ლადო აფხაზავა. თბილისში ორ სხვადასხვა ლოკაციაზე მსვლელობა მიმდინარეობს
მეტი...გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დროს დაკავებულ ოპერატორს ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანა “მთავარის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ბარამიძეს სხეულის მრავლობითი დაზიანება სწორედ დაკავების დროს მიიღო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
მეტი...“ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს”- ახალი დეტალები კარდენახში მომხდარ მკვლელობაზე
სოფელ კარდენახში 2 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ვერსიით დაპირისპირებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. თანასოფლელების განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება მხარეებს შორის აქამდეც არაერთხელ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მეტი...“ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტის გამოყენება გამაფრთხილებელი სიგნალი იყო დასავლეთისთვის”- პესკოვი
“ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენება გამაფრთხილებელი სიგნალი იყო დასავლეთისთვის”- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ის ხელმძღვანელობით, აჩვენებს, რომ ისინი მზად არიან ყველაფრისთვის რუსეთის დასათრგუნად. სწორედ ამიტომ ასეთი გამაფრთხილებელი სიგნალები, იმ თვალსაზრისით, რომ „არც კი იფიქროთ“ ამაზე – ვგულისხმობ დარტყმას, რომელიც ჩვენი ახალი რაკეტით განხორციელდა – ძალიან დროული იყო. ეს იყო საჭირო და ეფექტური“ – განაცხადა პესკოვმა. კრემლის პრესსპიკერის აზრით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში უპრეცედენტო სიტუაცია შეიქმნა.
მეტი...ირაკლი კობახიძე, ხვალ ბრიფინგს გამართავს
25 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე ბრიფინგი გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი განცხადებას 10:00 საათზე გააკეთებს. ხვალ, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და საზოგადოებას საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
მეტი...თბილისში ორ სხვადასხვა ლოკაციაზე მსვლელობა მიმდინარეობს
სტუდენტებმა და პროფესორ – მასწავლებლებმა ილიაუნიდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. პარალლეურად მსვლლეობას მართავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პროტესტის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან არჩევნების გაყალბებას, ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას და ისინი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. „ჩვენ არ შევეგუებით ამ ქვეყნისა და მისი საგანმანათლებლო სივრცეების მიტაცებას”- აცხადებს მარშის მონაწილე. ისინი მსვლელობით თსუ-სთან მივლენ.
მეტი...„ბიძინა წადი! მე ვრჩები!“- ბიძინა ივანიშვილის სახლთან მარში დარსულდა
თბილისში ქალების მარში დასრულდა. ქალთა მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი შეუერთდებიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ოპოზიციამ და სხვადასხვა ჯგუფმა დააანონსა. როგორც კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, ისინი ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებენ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს თავად უნდა წავიდეს. „გაიგოს, რომ ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვრჩებით!“, – განაცხადა ბაია პატარაიამ. მარშის მონაწილეები პარტია ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დატოვეს, რომლებზეც წერია: „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „საქართველო, მონატრებული დედის გარეშე“, „არა იძულებით ემიგრაციას“, „ემიგრაცია არჩევანი არ არის“. ისინი სკანდირებდნენ: „წადი, წადი“.
მეტი...ქალთა მარშის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ჩემოდნები დაყარეს
ქალთა მარშის მონაწილეები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ და პროტესტის ნიშნად ჩემოდნები დაყარეს. მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “წადი, წადი”. მანამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ მანიფესტი წაიკითხა და განაცხადა, რომ “ოლიგარქი მიდის და ისინი რჩებიან”. “ოლიგარქი მიდის და ჩვენ ვრჩებით. რადგან ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ჩვენ უფრო დღეგრძელები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ეს ჩანთები ჩვენი არაა, ეს ჩანთები ოლიგარქისაა, ამიტომ ოლიგარქი მიდის, ჩვენ ვრჩებით” – განაცხადა ეკა დემეტრაძემ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
მეტი...“ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს არალეგიტიმურ პარლამენტთან”- “სტუდენტური პარლამენტი”
“პარლამენტი, რომელიც შეიკრიბება ხვალ ამ არჩევნების მიხედვით, არის არალეგიტიმური. პარლამენტის არალეგიტიმურობა დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართულმა საზოგადოებამ, ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას”- ამის შესახებ, “სტუდენტური პარლამენტის” წარმომადგენლებმა განაცახდაეს. მათივე თქმით, ისინი ყოველგვარ კავშირს წყვეტენ “არალეგიტიმურ პარლამენტთან”. “შესაბამისად, ჩვენ “საქართველოს სტუდენტური პარლამენტი” ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს და ურთიერთობას არალეგიტიმურ პარლამენტთან, ვაჩერებთ ყველა პროექტს და კოორდინაციას, უარს ვაცხადებთ რაიმე ფორმით, საქმიან და სამუშაო ურთიერთობებზე არალეგიტიმურ პარლამენტთან. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია, “სტუდენტური პარლამენტი”, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით და არსებული პოლიტიკური ვითარების გააზრებით,…
მეტი...“თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ” – წილოსანი სალომე ზურაბიშვილს
“ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ, თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც, პრეზიდენტის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შესახებ დაწერილ „პოსტს“ ეხმაურება. წილოსანი მიმართავს იმ ადამიანებს, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტთან აქციას გეგმავს. “ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ. ხოლო მათ, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება…
მეტი...“მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, ხვალ პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი”- “გახარია საქართველოსთვის”
“ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა” – ამის შესახებ პატია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხვალ, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ. „ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას! ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს! ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა…
მეტი...ქალთა მარშის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს
თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ქალთა მარში იმართება. აქციის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება. მარშის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ჩემოდნები წარწერებით: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”. “თავისუფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიკრიბებით აქ და რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს. მარშით მივალთ ოლიგარქთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილი დღეს გვეუბნება, რომ, ვისაც არ მოსწონს ავტოკრატიული საქართველო, შეუძლია წავიდეს, მაგრამ ჩვენ ქალები დღეს ჩემოდნებით მივადგებით ბიძინა ივანიშვილს და ვეტყვით, რომ ჩვენ ვრჩებით და მისი წასვლის დროა! ჩვენ…
მეტი...მკვლელობა კარდენახში – გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა
მკვლელობა მოხდა კახეთის სოფელ კარდენახში. გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცები სოფლის ცენტრში, ერთმანეთს ცოტა ხნის წინ, ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთთან წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მეტი...სახალხო დამცველის განცხდება თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და შეკრებების მართვასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხს განმარტავს. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს. ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. „მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი. სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ უნდა შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით…
მეტი...25 ნოემბერს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები, შენობაში დაიშვება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი…
მეტი...თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ისინი მსვლელობით 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ „წართმეული არჩევნები ნიშნავს ქვეყნის უკუსვლას და მომავლის წართმევას“. „გვინდა, მოსახლეობას გავაგებინოთ ის მნიშნველოვანი მეისჯები, რისი თქმაც გვინდა, კერძოდ ის, რომ წართმეული არჩევნები ნიშნავს ქვეყნის უკუსვლას, ჩვენი მომავლის წართმევას, ეს ნიშნავს სიღარიბეს“ – აღნიშნავენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები.
მეტი...“ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი
“ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას”- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი უკვე აღარ არის რეგიონული. „სამ თვეში რუსეთი აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევროკავშირი აწარმოებს ერთ წელიწადში“- თქვა პისტორიუსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლოს თავის გამოსვლაში პუტინი საუბრობდა „სერიოზულ, შეურიგებელ ბრძოლაზე ახალი მსოფლიო წესრიგისთვის“. პისტორიუსის თქმით, პუტინი უკვე მიიჩნევს თავს უკრაინელების წინააღმდეგ ომში გამარჯვებულად. ამავდროულად კი, დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების გამოყენებით, ჰიბრიდული ომი სრული სვლით მიმდინარეობს. „ჩვენი უსაფრთხოება მყიფეა“- განაცხადა მან.
მეტი...“ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა, ნატო-ში უკრაინის მიწვევაზე საჯარო მოწოდების გაჟღერებაზე”- “ბლუმბერგი”
აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავდა ნატო-ში უკრაინის მიწვევის შესახებ საჯარო მოწოდების გაჟღერების შესაძლებლობას, თუმცა უარი თქვა ამ გეგმაზე. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება განპირობებული იყო მსგავსი მოწოდების „მოკლევადიან პერსპექტივაში წარმატების დაბალი ალბათობით“. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს ნაბიჯი იყო ერთ-ერთი, რომელთა გადადგმაც მოქმედ ადმინისტრაციას სურდა უკრაინის მხარდასაჭერად დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე.
მეტი...რესპუბლიკის მოედანზე დაანონსებულ აქციას სტუდენტები და ლექტორები უერთდებინ
ხელეხალი არჩევნების მოთხოვნით, დღეს რესპუბლიკის მოედანზე დაანონსებულ აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორების ნაწილი უერთდება. ერთობლივი მარში 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყება. “დღევანდელი მარშის მიზანია, რომ აკადემიურმა საზოგადოებამ გამოხატოს პროტესტი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნების შედეგად როგორ ცდილობს ხელისუფლება ძალაუფლების უზურპაციას. ეს ტენდენცია ძალიან მძაფრად აისახება აკადემიურ საზოგადოებაზე. სტუდენტები და აკადემიური პერსონალი დღეს ამ მარშს ვატარებთ ერთად იმიტომ რომ გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს”- აცხადებს უმაღლესი განათლების მკვლევარი ქეთი ცოტნიაშვილი.
მეტი...უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებული შეტევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის ძალების მიერ ღაზას სექტორში განხორციელებული შეტევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ისრაელმა ლიბანიც დაბომბა. ქალაქ ტიროსზე თავდასხმებს 3 ადამიანი ემსხვერპლა.
მეტი...ერდოღანი ნატო-ს გენერალურ მდივანთან რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს განიხილავს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ, ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ერდოღანი და რუტე ასევე ისაუბრებენ ნატო-ს მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში შესყიდვებზე დაბრკოლებების მოხსნაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსის ერთობლივ ბრძოლაზე. Reuters-ი წერს, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და კიევს სამხედრო დახმარებას უწევს, მაგრამ ამავე დროს თურქეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
მეტი...“ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო”- პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე
“ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო-მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია”- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, შსს-ს განცხადებას, სადაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებენ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ესეც კიდევ ერთი და კონსტიტუციის მთავარი პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევაა. “ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთი და კონსტიტუციის მთავარი პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევაა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“, – წერს პრეზიდენტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს
მეტი...ილია თოფურიას ვაჟს მეგრულში ამეცადინებენ (video)
UFC-ის ჩემპიონიs, ილია თოფურიას ვაჟი, ჰუგო თოფურია მეგრულს სწავლობს. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მეტი...იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი-დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულია თავად შეიარაღებული თავდამსხმელი, დაჭრილები კი პოლიციელები არიან. შეიარაღებულმა პოლიციის პატრულს რაბიას რაიონში ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლისას დაიღუპა. იორდანიის მთავრობის კომუნიკაციების მინისტრმა, მოჰამედ მომანიმ განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, რომლის სამიზნე ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძალები იყო.
მეტი...შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. როგორც უწყებაში განმარტავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად. განცხადებაში შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ…
მეტი...