გმირთა მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას ხვალ, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდეს. გმირთა მოედანზე გაშლილ ორ კარავს და შესაბამის ინვენტარს იღებენ, რის შემდეგაც, მოძრაობა მთლიანად აღდგება. გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მსვლელობით მივიდნენ. მათ ესტაკადის ქვეშ, ორ ადგილას კარვები ჰქონდათ გაშლილი. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალებიც. “არავინ აპირებს ბრძოლაზე უარის თქმას! პატივი და პრივილეგიაა ვიყოთ მართლები, პატივი და პრივილეგიაა ვიყოთ ამ ბრძოლის ავანგარდში. ხვალ განუზომლად მეტი უნდა ვიყოთ და ველოდებით მთელ საქართველოს საღამოს 9 საათზე. პროტესტი გამარჯვებამდე – ეს არის ხედვაც,…
მეტი...დღე: ნოემბერი 23, 2024
ისაკო დევიძე იზოლატორში დააბრუნეს – ადვოკატი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა საყურადღებოა
საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი ისაკო დევიძე, რომელიც დღეს იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ისევ საპატიმროში დააბრუნეს. დაკავებულის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა “ვივა მედის” ექიმი არც ადვოკატებს გაესაუბრა და არც დევაძის ოჯახის წევრებს. “ისაკო დევიძე ისევ დააბრუნეს ზაჰესის იზოლატორში … ვივამედის ექიმი არც ადვოკატებს გაგვესაუბრა და არც ოჯახის წევრებს, ისაკოს ჯანმრთელობის შესახებ რომ მოეწოდებინა ინფორმაცია!!! ისაკოს ჭირდება 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობა რადგან არის მშრალ შიმშილზე – წყალსაც არ იღებს და იმის მაგივრად ვივამედიში დაეტოვებინათ ისევ იზოლატორში გადაიყვანეს!! სისტემის ანგარიშსწორება თავისუფალ ადამიანებზე გრძელდება!!” – წერს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. “საპატიმროში…
მეტი...ყორუდაში-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ144-კმ151 (ყორუდაში-ლასდილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ143 (წყალტუბოს გადასახვევი-ყორუდაში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მეტი...უკრაინამ კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიების 40%-ზე მეტზე კონტროლი დაკარგა
უკრაინამ რუსეთში, კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიების 40%-ზე მეტზე კონტროლი დაკარგა. ამის შესახებ „როიტერი“ უკრაინის გენერალურ შტაბში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტოს წყაროს თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში 1376 კვ.კმ-ს აკონტროლებდნენ, თუმცა ახლა დაახლოებით, 800 კვ.კმ-ი აქვს დაკავებული. ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთმა კურსკში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შემდეგ, ამ ოლქის სიახლოვეს დაახლოებით, 59 000 სამხედრო მოსამსახურე განალაგა. უკრაინის გენშტაბის წყარომ „როიტერს“ ასევე დაუდასტურა, რომ კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეიდან 11 000 სამხედრო მოსამსახურე ჩაივანეს, თუმცა მათი უმრავლესობა კვლავ მომზადებას გადის.
მეტი...“აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე”- ზელენსკი
“აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. “ჩვენ ღია ვართ, კიდევ ერთხელ ვეტყვი, და სხვათა შორის, აფრიკული ქვეყნების, აზიისა და არაბული ქვეყნების ლიდერებს… მზად ვართ მათი შემოთავაზებები დავინახოთ. ასევე მსურს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შემოთავაზებების ნახვა. ვფიქრობ, რომ ამ წინადადებებს უკვე იანვრის თვეში ვნახავთ. და ვფიქრობ, რომ ამ ომის დასრულების გეგმა გვექნება,” – განაცხადა ზელენსკიმ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ „რუსული დეზინფორმაციის ხარისხი მოქმედებდეს ხალხზე, თითქოს მხოლოდ ჩვენი გეგმა გვაქვს და სხვა კონტინენტებიდან სხვა პარტნიორების მოსმენა არ გვსურს, ეს…
მეტი...ძიენშუეი – სატრანსპორტო გზაჯვარედინი ჩინეთის პროვინციაში (ფოტორეპორტაჟი)
Jianshui (ძიენშუეი) – ქალაქი იუნნანის პროვინციაში, რომელიც მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქციას ასრულებს. ამ ქალაქს თამამად შეიძლება ეწოდოს ისტორიული, რადგანაც, არაერთ შენობა-ნაგებობას ნახავთ, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია. მათი დიდი ნაწილი ტანგის დინასტიის დროს არის აშენებული და 1200-ზე მეტი წლის ისტორია გააჩნია. ძიენშუეის უძველესი ქალაქი მთელ მსოფლიოში ცნობილია 50-ზე მეტი უნაკლოდ შემონახული შენობით. აქ გაერთიანებულია სხვადასხვა კულტურა. უძველესი გალავანი ქალაქი ძიენშუეი 600 წლის წინ ააგეს, მინგის დინასტიის დროს. დღეს კი შემორჩენილია ჩაოიანგის და ცინგიუანის კოშკი. ჩაოიანგის კოშკი საკულტო ღირსშესანიშნაობასწარმოადგენს. მას აქვს ტრადიციული კონსტრუქციის სტილი, დიდი ბოძებითა და ხის მოჩუქურთმებული კარებით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჭიშკარში…
მეტი...ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მეცხრე გოლი გაიტანა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძე მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „გროიტერ ფიურტთან“ გასვლით მატჩში „კარლსრუეს“ მოგებაში (3:2) დიდი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 46-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 73-ე წუთზე კი მისი გადაცემით მეკარესთან პირისპირ კონტე დარჩა და სტუმრები წინ გაიყვანა. ამ მოგების შემდეგ „კარლსრუე“ 24 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა. ბუდუ ზივზივაძე კი ცხრა გოლითა და ორი საგოლე გადაცემით მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირია.
მეტი...კრემლის მიერ შეკვეთილი მკვლელობების შესახებ მოხსენება გასაჯაროვდა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამმართველომ კრემლის მიერ შეკვეთილი მკვლელობების შესახებ მოხსენება გაასაჯაროვა. დოკუმენტში საუბარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შეკვეთილი მკვლელობების შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ იყო. ინფორმაციას, „ბლუმბერგი” ავრცელებს. „შეფასების თანახმად, პუტინის მიერ საზღვარგარეთ მკვლელობის შეკვეთის პირველი აშკარა შემთხვევა” მოხდა 2004 წელს კატარში. იქ რუსეთის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე ოფიცერი გაასამართლეს ჩეჩენი ლიდერის ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობისთვის, რომელიც აშშ-მა და გაერო-მ ტერორისტად აღიარეს“ – ნათქვამია დოკუმენტში. „ბლუმბერგის“ მიხედვით, ჩეჩენი სეპარატისტისა და „იჩქერიის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელის მკვლელობისთვის რუსეთის დაზვერვის ოფიცრები ანატოლი ბელაშკოვი და ვასილი ბოგაჩევი გაასამართლეს. მოგვიანებით, ისინი რუსეთს გადასცეს, მაგრამ უკვე 2005 წელს…
მეტი...ქართველი საბა ბაღდავაძე გრანპრის გამარჯვებული გახდა
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოში (J1, უსინათლოთა შორის) ქართველი საბა ბაღდავაძე გრანპრის გამარჯვებული გახდა. შეჯიბრის პირველ დღეს ქართელმა ფალავანმა 81-კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს სძლია, ფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ვიქტორ რუდენკო დაამარცხა და ასტანის გრანპრიზე ოქროს მედალს დაეუფლა.
მეტი...“ორშაბათს დაეთხოვეთ სამსახურიდან” – ოპოზიცია საზოგადოებას 25 ნოემბრის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
“24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, პარალელურად, ჩვენ შემოგვიერთდება რეგიონებიდან ავტომობილები, რომლებიც მსვლელობას მოაწყობენ ქალაქის მასშტაბით, რათა კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი” – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან გმირთა მოედანზე შეკრებილებსა და საზოგადოებას 24-25 ნოემბრის გეგმები დეტალურად გააცნო და მოუწოდა, ორშაბათს შვებულება აიღონ და ეს დღე საქართველოს მიუძღვნან. “ხვალ, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, ჩვენ შემოგვიერთდება რეგიონებიდან მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. შეკრების შემდეგ მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, დავრჩეთ ხვალინდელი ღამე. პარალელურად, დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები შეიკრიბებიან…
მეტი...„ღამე რუსთაველის გამზირზე დარჩენა“- ოპოზიციის ხვალინდელი გეგმა
აქციის მონაწილეებს, რომლებიც გმირთა მოედანზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს და ხვალინედლი დღის გეგმა გააცნეს. როგორც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ხვალ 9 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. „გეგმა არის, ხვალ რესპუბლიკის მოედანზე 9 საათზე შეკრება, შემდეგ წასვლა რუსთაველისკენ, ღამე იქ დარჩენა და 25 ჩვენი გამარჯვების დაბრუნება“- აღნიშნა ბოკუჩავამ. ამ წუთებში გმირთა მოედანზე აქცია მიმდინარეობს- გაშლილია კარავი.
მეტი...“საპატიმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს”- აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე კლინიკაში გადაიყვანეს
19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე “ვივა მედის” კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საპატიმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. როგორც ახალგაზრდის ადვოკატი ამბობს, ისაკო დევიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპისთვის უცნობია, დატოვებენ ბრალდებულს კლინიკაში თუ დააბრუნებენ უკან საპატიმროში. თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე პატიმრობაში დატოვა. დევიძემ შიმშილობა დაიწყო.
მეტი...გმირთა მოედანზე კარავი გაშალეს – ზოოპარკის მიმდებარედ პოლიციის მობილიზებაა
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელიაა მობილიზებული. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს – ადგილზე კარვებია გაშლილი. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გმირთა მოედანი 22:00 საათამდე გადაიკეტება. “არავინ არაფერ არ აშავებს და იმედია ხელი არ დაუცდებათ და რამე საზიზღორაბას ისევა არ იზამენ. იზამენ და უფრო მეტნი გამოვალთ. ყველანაირად უნდა მოერიდონ აგრესიას, იმიტომ რომ აქ არავინ არაფერს არ აშევებს”- განაცხადა აქციის მონაწილემ.
მეტი...რობერტა მეცოლა უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების დაუყოვნებლივ მიწოდებას მხარს უჭერს
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერების ფონზე, ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა მხარს უჭერს კიევისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების დაუყოვნებლივ გადაცემას. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. გერმანულ მედიასთან ინტერვიუში მეცოლამ დადებითად უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, მხარს უჭერენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები და აშშ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებას და უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ უკრაინას „ტაურუსის“ ტიპის რაკეტები. „დიახ, ეს არის ევროპარლამენტის პოზიციაც. ამ მოთხოვნას ფართო მხარდაჭერა აქვს. ვნახოთ, გამოიწვევს თუ არა ეს შესაბამის ცვლილებას ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ“- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
მეტი...თბილისის პარალელურად აქცია იმართება ბათუმში
“საკონსტიტუციო სასამართლოს ვახსენებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა რუს ოლიგარქს” – ეს განცხადება სტუდენტებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გააკეთეს, სადაც მსვლელობით ბათუმის უნივერსიტეტიდან მივიდნენ. „ისტორიულ გზაჯვარედინზე ვდგავართ, ახლა როგორც არასდროს უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, საქართველო ოლიგარქს გამოვტაცოთ და თავის ისტორიულ კალაპოტს დავუბრუნოთ. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, როგორც დამოუკიდებელ სუვერენული სახელმწიფოსი და არა რუსეთის გვერდით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილ მეზობლური დამოკიდებულება არ აქვს. საქართველოში ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და სწორედ, ამა საკონსტიტუციო სასამართლოს ვახსენებთ. 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის ნება გაყალბდა… საქართველოს გაუმარჯოს” – აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა. გმირთა მოედანი გადაკეტეს – კარვების გაშლა დაიწყო
მეტი...გმირთა მოედანი გადაკეტეს – კარვების გაშლა დაიწყო
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ამ წუთებში შეკრებილები კარვებს შლიან. აქციამ თსუ-დან გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, გმირთა მოედანზე 22:00 საათამდე დარჩებიან. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. “ორ ლოკაციაზე გავშლით კარავს”- აქციამ გმირთა მოედანზე გადმოინაცვლა
მეტი...“ორ ლოკაციაზე გავშლით კარავს”- აქციამ გმირთა მოედანზე გადმოინაცვლა
აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან გმირთა მოედანზე გადაინაცველებნ. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, გმირთა მოედანი გადაიკეტება. “ორ ლოკაციაზე გავშლით კარავს 10 საათამდე აქ ვართ, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ გმირთა მოედანი. 10 საათამდე ვართ აქ გამაგრებული და ვაჩვენებთ ჩვენს პროტესტს. დაახლოებით 2 საათში გამოვაცხადებთ ხვალინდელ და ზეგინდელ გეგმას, კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ რას ვაპირებთ ხვალ და ზეგ” – ამბობს “ ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის გადაკეტვას გეგმავენ
მეტი...აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის გადაკეტვას გეგმავენ
თუს-ს პირველ კორპუსთან, სადაც სოლიდარობის აქცია დაიწყო. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მსვლელობით გმირთა მოედანთან წასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ისინი თსუ-დან ვარაზისხევის გავლით გაემართებიან გმირთა მოედნისკენ, რომელიც 22:00 საათამდე გადაკეტილი იქნება. „თსუ-ს სტუდენტები არ არიან ღირსნი, რომ ასეთი რექტორი ჰყავდეთ და რაც მთავარია, ეს უნივერსიტეტი არ არის ღირსი, რომ ასეთი რექტორი მართავდეს, რომელიც იმას კადრულობს და აკადრებს სტუდენტებსა და უნივერსიტეტს, რაც არ უკადრებიათ საბჭოთა კავშირის დროს. ახლა მთავარი – ყველანი ერთად ვიკრიბებით აქ, ჩავდივართ გმირთა მოედანზე და ვკეტავთ გმირთა მოედანს. გმირთა მემორიალთან ვიკრიბებით და 22:00 საათამდე ვდგავართ იქ“ – განაცხადა…
მეტი...ბეირუთში გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
ცენტრალურ ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 63-ს აღწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი უფროსი მეთაური, მუჰამედ ჰაიდარი იყო, რომლის ბედი ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი. მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის…
მეტი...“ქალებს მოგვპარეს ხმა”- 16 დღიანი ონლაინ კამპანია ონლაინ კამპანია იწყება
ქალთა და გოგონათა ჯგუფებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაამბობი“ და „ფემინა“, 16 დღიან, ონლაინ კამპანიას “ქალებს მოგვპარეს ხმა” იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ნაამბობი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კამპანია 25 ნოემბერს დაიწყება და 16 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „კამპანია მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში წარიმართება და გულისხმობს სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ქალების პერსპექტივიდან დანახულ მოპარულ არჩევნებს. ემიგრანტები, მარტოხელა დედები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, დამკვირვებელი ქალები და ამომრჩევლები, 8 “ქარდის” მეშვეობით, საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ დამოკიდებულებას, შეხედულებასა და ქვეყნის რუსული კლანჭებისაგან დახსნის გზებს. კამპანია მთლიანად მოიცავს და ფარავს საარჩევნო თემატიკას და მის მოსალოდნელ მავნე ეფექტებს ამა თუ…
მეტი...“არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს”- თსუ-სთან აქცია იწყება
“არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს” – თსუ-სთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქ ცოტა ხანში, პოლიტიკოსები სიტყვით გამოსვლებს დაიწყებენ და კიდევ ერთხელ აუხსნიან საზოგადოებას, თუ რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა აქციებში. “დაიწყო შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში, რომელიც იყო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მოვლენების ეპიცენტრი. აქ დაიცვა ქართველმა ხალხმა ქართული ენა. აქედან იწყებოდა თავისუფლებისთვის, გამოხატვისთვის, დემოკრატიისთვის ბრძოლა. ეს უნივერსიტეტი უნდა იყოს ფლეგმა. ეს მშობლიური უნივერსიტეტია ჩემთვის და ბევრი ბრძოლა მაქვს გამოვლილი უნივერსიტეტის კედებს შიგნითაც და გარეთაც. უნივერსიტეტის სტუდენტს და ლექტორებსა მოვუწოდებ, რომ მათი ჩართულობა არის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი და ისინი უნდა იდგენენ სწორედ ნათელ მხარეს, ეროვნული ინტერესების…
მეტი...“მაგ საქციელს ჩემ ახალგაზრდობაში ოთხი ასო ერქვა”- მეუფე იაკობი
“ჩვენ უნდა დავაფასებინოთ ჩვენი ქვეყანა ყველას, რომ გარბიხარ და წერილებით მიმართავ, მაგ საქციელს ჩემ ახალგაზრდობაში ოთხი ასო ერქვა, რა მათი საქმეა რა კანონს მივიღებთ? – რაც ქვეყანას ჭირდება იმ კანონს მივიღებთ! – ვიდგებით იქ, სადაც საჭიროა და ყოველთვის დაგიცავთ. ისე არ გვაქვს გაფლანგული ავტორიტეტი, როგორც პოლიტიკოსებს” – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპას საქართველოს გაუტეხლობა არ მოსწონს. „ევროპას თავისთან ჩვენი მიღება რომ უნდოდეს ასე გვაწვალებდა? უკრაინას როგორ ექცევა? უკრაინა სჭირდება და ხედავთ რა სიტუაციაცაა,…
მეტი...წერეთლის გამზირზე აქციას მართავენ
აქციის მონაწილეები წერეთლის გამზირზე აქციას მართავენ. ისინი საპროტესტო მსვლელობას ცოტა ხანში დაიწყებენ. აქციის ორგანიზატორი “დაიტოვეა”. აქციის მონაწილეები მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე მივლენ, სადაც ჯავახიშვილის პირველ კორპუსში მყოფი სტუდენტების მხარდასაჭერად ოპოზიციას 15:00 საათზე აქცია აქვს დაანონსებული.
მეტი...ვარდების რევოლუციიდან 21 წელი გავიდა – “ვივა მედთან” სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
ვარდების რევოლუციის თარიღთან დაკავშირებით, “ვივა მედთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და თანაპარტიელები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის ოჯახის წევრებიც. “21 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან. სიმბოლურად მიჭირავს ვარდი, შევიკრიბეთ ჩვენ მიშას მხარდასაჭერად და კიდევ ერთხელ გავიხსენებ, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და მართლა ქვეყანა შედგა, როგორც ქვეყანა” – ამბობს გიორგი სააკაშვილი. დღეს ვარდების რევოლუციიდან 21 წელი გავიდა.
მეტი...პაკისტანში შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას 33 ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სუნიტურ და შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის კურამის რაიონში მოხდა. შეიარაღებულებმა, ბაგანსა და ბაჩა კოტში მაღაზიებს, სახლებსა და სამთავრობო შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. რამდენიმე დღის წინ კურამში, შიიტ მუსლიმებს, რომლებიც ავტობუსებით გადაადგილდებოდნენ, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, 42 ადამიანი დაიღუპა.
მეტი...“საქართველო ჩვენი მეგობარია. დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს”- კონგრესმენი
“ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [არჩევნები] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში”- ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რობერტ ადერჰოლტიმ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლას განაგრძობს. „მე კარგად ვიცი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აკვირდებოდა არჩევნების პროცესს, იმედი გვაქვს, რომ ეს [საკითხი] გადაწყდება. საქართველო ჩვენი კარგი მეგობარია და მისთვის თავისუფლება და დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს. ადმინისტრაციასთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სწორ…
მეტი...“პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან”- დეკანოზმა, შალვა კეკელია
“პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან” – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, შალვა კეკელიამ განაცხადა. „აქციებში არანაირად არ ვერევი. მინდა, ყველამ ერთი რაღაც გაიაზროს, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს. ქრისტეს მსახურებაა, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან. უმთავრესია, რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ეკლესიასთან და ღმერთთან. ამ ქვეყანას ვერავინ ვერ უშველის, საქართველოს მთელ ისტორიას რომ გადავხედოთ, მეგობარი ქვეყანა არასდროს გვყოლია, ეს ქვეყანა დედაღვთისმშობელმა და ღვთისმშობლის ერთგულებამ გადაარჩინა.…
მეტი...„ოცნება“ „კოშმარად“ იქცა”- სტივ კოენი
“იმედგაცრუებული ვიყავი. „ოცნება“ „კოშმარად“ იქცა და სამწუხაროდ, ვფიქრობ, ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან” – ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენიმ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. საქართველოს არჩევნებში ჩარევის მიზნით რუსული სახელმძღვანელოს გამოყენებაზე საუბრობს ასევე დემოკრატი კონგრესმენი მაიკ ქუიგლი. „მე მაშფოთებს კრემლის სახელმძღვანელოს გამოყენება საქართველოსა თუ აღმოსავლეთ ევროპის [სხვა] ქვეყნებში, არჩევნებში ჩარევა… ეს ყველაფერი გრძელდება, რაც კონგრესში ვარ და ველი, რომ ასეც გააგრძელებენ. ეს და სხვა ბინძური ხერხები ის მეთოდებია, როგორ პოლიტიკასაც აწარმოებენ. ქრთამი იქნება ეს, გამოძალვა, კორუფციის კულტურა თუ სხვა რამ, რასაც აღმოსავლეთ ევროპაში იყენებენ“, – განაცხადა ქუიგლიმ.
მეტი...„მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს”- უილსონი
“ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს” – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს გვერდში უნდა დაუდგეს. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ის მხარს დაუჭერს იმ კურსს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს. „მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში“ – განაცხადა უილსონმა. “იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში”- ჯო უილსონი
მეტი...“იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში”- ჯო უილსონი
“ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს” – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს გვერდში უნდა დაუდგეს. „მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. „მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს. ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს“, – განაცხადა უილსონმა. ამასთან, როგორც…
მეტი...ტრამპმა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად „სოროსის“ ფონდის ყოფილი მენეჯერი დაასახელა
ამერიკელმა ინვესტორმა, სკოტ ბესენტმა, შესაძლოა, დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. ბესენტის ამ თანამდებობაზე არჩევის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ დაწერა. ტრამპის თქმით, ბესენტი „საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი და გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგი“ და დიდი ხანია, არის ამერიკული მრეწველობისა და „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ პოლიტიკის პრინციპების მხარდამჭერი. 62 წლის ბესენტს არ აქვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. ამჟამად ის ხელმძღვანელობს საინვესტიციო ფონდს, Key Square Management-ს. 2011-დან 2015 წლამდე ის მთავარი საინვესტიციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა Soros Fund…
მეტი...კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაშია
კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაშია. ინფორმაციას უკრაინული მედია კანადის თავდაცვის მინისტრზე, ბილ ბლერზე დაყრდნობით ავრცელებს. „საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინას დამანგრეველი საჰაერო თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმარება. უკრაინის მიმართ კანადის მხარდაჭერა ურყევია“ – განაცხადა ბილ ბლერმა. ცნობისთვის, NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა კანადამ დაახლოებით 300 მილიონ დოლარად შეიძინა.
მეტი...ალმატის მთაზე ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მთაზე ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის შეინიშნება მცირე კვამლი. ადგილობრივების თქმით, დამწვარია ხმელი ბალახი. ხანძარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ტყის მიმდებარედ ალპურ ზონაში გუშინ შენიშნეს, თუმცა ადგილი რთულად მიუვალია, რის გამოც ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში პრევენციისთვის იმყოფებიან სახანძრო სამაშველო ჯგუფები. რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზე იყო გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია.
მეტი...თბილისში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან
თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალქეები პირველ საათზე წერეთლის გამზირზე შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი ჯგუფი “დაიტოვეა”. ახალგაზრდები გეგმავენ დილიდან დაიწყონ დედაქალაქის მთავარ გამზირებზე მსვლელობა. მსვლელობის საბოლოო გაჩერება ჭავჭავაძის გამზირი იქნება. „დღეს პირველ საათზე ვიკრიბებით აკაკი წერეთლის ძეგლთან. “დაიტოვე” ახლა იწყებს გარკვეულ, კრეატიულ პროცესს, რომელშიც გვინდა ჩავრთოთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობა იმ განსხვავებული ადამიანების, რომლებიც შეიძლება, ცოტა დემორალიზებულია, ცოტა ნიჰილიზმშია ჩავარდნილი და ვისაც ნამდვილად გავაგონებთ ჩვენს ხმას და ამაზე პასუხს აუცილებალდ მოგვცემენ თავისი ინიციატივით. მათ გარეშე არ გამოვა და უნდა გვესმოდეს, რომ 25-ში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ პარლამენტის დელეგიტიმაცია ჩვენი რაოდენობით” – ამბობს “დაიტოვეს”…
მეტი...სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობაზე, არ დააკმაყოფილა
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სამი ოპოზიციური პარტიისა და საიას სარჩელი, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მხარეები არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. საქმე 22 ნოემბერს მოსამართლეებმა, ნათია მერაბიშვილმა, ხატია არდაზიშვილმა და ნინო ჭალიძემ მოსმენის გარეშე განიხილეს. სასამართლოს სარჩელით „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ“და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 18 ნოემბერს მიმართეს.
მეტი...