“მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტი ამბობს, რომ სანქციების ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს ამერიკის შეერთებული შტატები. „მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, როგორც ასეთი. შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, შეზღუდვები ყველა იმ დახმარებებზე, რომელზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს. მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ის დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე. ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, თუ რა…
მეტი...დღე: ნოემბერი 22, 2024
“დღეს, ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში“- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა. „მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ არ შევლენ. 2020 წელთან უაზრო შედარებებია, რომელიც სულ სხვა რამე იყო, იქ არ იდგა ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი, პირიქით, ევროპელები ამბობდნენ, რომ შედით პარლამენტში და იმუშავეთ იმ რეფორმებზე, რასაც ვითხოვთ. მაშინ საზოგადოებაში არ იყო განცდა, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდიოდა. არ იყო განცდა, რომ არჩევნები მასიურად გაყალბდა. იყო [გაყალბება], როგორც მე ვეძახი „ნორმალური გაყალბება“, მაგრამ ის განცდა, რომ არჩევნები და ქვეყანა მოგვპარეს, ეს განცდა არ არსებობდა. ამიტომ ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. დღეს, ვინც პარლამენტში…
მეტი...“გააგონე ქალაქს შენი ხმა”- 23 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება
“გააგონე ქალაქს შენი ხმა” – ხვალ, 23 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები თავდაპირველად, წერეთლის ძეგლთან შეიკრიბებიან, ხოლო 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. “მეგობრებო, ხვალ, 13:00ზე ყველას გელოდებით წერეთლის ძეგლთან. კიდევ ერთხელ გავაგონოთ ქალაქს ჩვენი ხმა და გავაძლიეროთ მუხტი! შემდეგ 15:00-ზე კი შევუერთდებით შეკრებას თსუ-სთან!”, – წერენ ორგანიზატორები.
მეტი...“ვსაუბრობთ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც რუსეთიდან ახალ რისკებს შეაჩერებენ”- ზელენსკი
“უკვე ვსაუბრობთ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც რუსეთიდან ახალ რისკებს შეაჩერებენ” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩემი დავალებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკვე მართავს ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრებს საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებზე – სწორედ ისეთ სისტემებზე, რომლებსაც შეუძლია ახალი რისკებისგან სიცოცხლის დაცვა. დღეს უკვე მეტი დეტალია დადგენილი ახალ რაკეტასთან დაკავშირებით, რომლითაც რუსეთმა დნიპროს დაარტყა და ყველა დეტალს მივცემთ ჟურნალისტებს – საერთაშორისო ჟურნალისტებს. მსოფლიომ სიმართლე უნდა იცოდეს და უნდა იაზრებდეს, რომ ერთადერთი, ვისაც მშვიდობა არ სურს – რუსეთია. სწორედ ამისთვის სჭირდება რუსეთს ესკალაციები“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...“ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს”- რიკარდ იოზვიაკი
“ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს, რასაც უნდა დავაკვირდეთ, საკვანძოა, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია ახალი არჩევნების ჩატარებისკენ”- ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროპარლამენტი არასავალდებულო რეზოლუციას საქართველოზე 28 ნოემბერს მიიღებს. რასაც უნდა დავაკვირდეთ, საკვანძოა, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. იყო საუბრები, დაესწრებოდა თუ არა ზურაბიშვილი პლენარულს [სხდომას], მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა“ – წერს იოზვიაკი.
მეტი...“აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე პირველივე დღესვე მოვინახულეთ” – ომბუდსმენის აპარატი
“სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, რაც დეზინფორმაციაა”- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისეკო დევიძე მოინახულა დავაკების დღესვე და ასევე შიმშილობის დაწყების შემდეგაც. „აღნიშნული პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 19 ნოემბერს, დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მისი განცხადების საფუძველზე გაკეთდა შესაბამისი ოქმი და რეაგირებისთვის გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რაც შეეხება შიმშილობას, გუშინ შემოვიდა ზარი შიმშილობის დაწყების შესახებ და დღეს კვლავ მოინახულა პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმარს პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრის…
მეტი...ლონდონში არსებულ ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
ლონდონში არსებულ ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს. ინფორმაციას, CBS News ავრცელებს. სამართალდამცველებმა მოწყობილობის ადგილზევე განეიტრალება ისე შეძლეს, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...“უკრაინის გვერდით ვდგავართ. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს ომი პუტინმა მოიგოს“- დიდი ბრიტანეთის პრემიერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება, მაგრამ დაეხმარება უკრაინას. „ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის მხრიდან აგრესიის 1 000 დღეზე და ამ დროის განმავლობაში დაღუპულ ადამიანებზე. სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს ომი პუტინმა მოიგოს“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ერთი დღით ადრე, ლონდონში რუსეთის ელჩმა, ანდრეი კელინმა ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირ მონაწილეობაში დაადანაშაულა.
მეტი...“რუსეთის ძალებმა ხუთი უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს”- დონეცკის პროკურატურა
დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან რუსეთის ძალებმა ხუთი უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურა აღნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა. დაწყებულია გამოძიება მომხდარის ყველა გარემოების დასადგენად. არსებული მონაცემებით, 2 ოქტომბერს რუსეთის ჯარისკაცებმა უგლედართან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეტევა მიიტანეს. შტურმის დროს მათ ტყვედ აიყვანეს ხუთი უიარაღო უკრაინელი სამხედრო, რომლებიც დახვრიტეს.
მეტი...“თურმე ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ლგბტ-ზე ყოფილა დამოკიდებული”- მამუკა მდინარაძე
“თურმე ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ლგბტ-ზე ყოფილა დამოკიდებული და გამჭვირვალობის ჩახსნაზე. ევროპულობას იჩემებენ და მათზე ანტიევროპულ განწყობებს ამ ქვეყანაში არავინ აღვივებს” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, არასამთავრობო სექტორის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ევროპა ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებებს და ძალას ნიშნავს და არა ლგბტ პროპაგანდასა და გამჭვირვალობის გამორიცხვას. “თურმე ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ლგბტ-ზე ყოფილა დამოკიდებული და გამჭვირვალობის ჩახსნაზე. თურმე, უნდა იცოდეს ბავშვმა, გეი ვინ არის, როგორ უყვართ ერთმანეთი და ა.შ. და ამაზეა თურმე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. ევროპის აღქმას უფრო მეტ ზიანს ვინ აყენებს?…
მეტი...“ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს არ დათმობს”- მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები შეგნებულად დაწერეს მაშინ, როდესაც დაწერილი განცხადდები არ იყო იურიდიული ძალის მქონე. ამის შესახებ, მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩემი მოლოდინია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებს არ დათმობენ. უკვე დაიწყო ახალი ნარატივის შემოტანა გახარიამ, როგორც 4 პარტიიდან ჯაშუშების პიონერმა. სხვათა შორის, დღეს შეცვალა საკუთარი პოზიცია ჯაშუშობასთან დაკავშირებით. მიხვდა რომ ჯაშუშობა თავისი ხელით დაამტკიცა და სხვას მოუწერა წინა წერილზე ხელი – ახლა თქვა, არაო. ცოტა სხვანაირი განცხადებები გააკეთა, მაგრამ მაინც პიონერი აღმოჩნდა ჯაშუშებს შორის. რა „ტრიუკებსაც“ მიმართავდა შალვა…
მეტი...„შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც გამორიცხავს ვარაუდს, რომ არ გაამართლოს“- მდინარაძე
“შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუნდის შიგნით უკვე ბევრი კანდიდატის შესახებ იმსჯელეს. „შევეცდებით, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ გვიმსჯელია გუნდის შიგნით. ჩვენ შეიძლება უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩვენ შევეცდებით, რომ თარიღის გამოცხადებასთან ძალიან ახლო და შემჭიდროებულ ვადებში…
მეტი...ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე 23 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით. აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე,…
მეტი...„პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია“- მერკელი
“ჯერ კიდევ 2008 წელს ვაფრთხილებდი, რომ პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია და მართალი აღმოვჩნდი, ვინაიდან ის საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა” – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერგელმა გამოცემა Spiegal-თან მისი მემუარების გამოსვლასთან დაკავშირებულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, აქვს თუ არა მას შეგრძნება, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე მისი გადაწყვეტილების გამო ის რუსეთ-უკრაინის ომისთვის „განტევების ვაცად“ გამოყავთ, ყოფილმა კანცლერმა უპასუხა: „ეს უბრალოდ შეგრძნება არაა, ეს სიმართლეა“. „ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მაგალითად, მოგვიწოდა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის და მე ბუჩაში ჩავსულიყავით საშინელი ჟლეტის მერე, თვალსაჩინოა, იმ აზრით, რომ ბუქარესტში…
მეტი...ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ალმატის, მთის ალპურ ზონაში გაჩნდა. ხანძრის რამდენიმე კერა ადგილობრივებმა შენიშნეს. ადგილზე მეხანძრე – მაშველები უკვე მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია
მეტი...მოსამართლემ, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი პატიმრობაში დატოვა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ, ოკრიბელაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. რამდენიმე წუთით, სხდომა შეჩერებული იყო, რადგან ერთ-ერთი დაკავებული დედა შეუძლოდ გახდა. ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა მოქალაქეებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს. რკინის ჯებირების საქმეზე…
მეტი...პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვართან საპროტესტო აქციის გამართავენ
პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვართან, „მედიკ-შეგინის“ სასაზღვრო პუნქტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი, ქვეყანაში უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანას აპროტესტებენ. დემონსტრანტები სამგზავრო ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს ორივე მიმართულებით გაატარებენ. შეზღუდვები შეეხება სატვირთო ტრანსპორტს. უკრაინაში ყოველ ერთ საათში თითო სატვირთოს გატარებენ, უკრაინიდან კი 3,5 ტონაზე მეტი სიმძიმის სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებას მთლიანად დაბლოკავენ.
მეტი...რკინის ჯებირების საქმეზე სასამართლო სხდომა შეწყდა – საბა მეფარიშვილის დედა შეუძლოდ გახდა
რკინის ჯებირების საქმე, მიმდინარე საქალაქო სასამართლოში სხდომა შეწყდა, რადგან ერთ-ერთი დაკავებულის, საბა მეფარიშვილის დედა სხდომაზე შეუძლოდ გახდა – მას გული წაუვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეფარიშვილი სასამართლო სხდომიდან გაიყვანეს, რადგან ყვიროდა, რომ “დედასთან მიეშვათ”. რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, ის სამჯერ გადადებული სხდომის შემდეგ, დღეს განახლდა. ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა, ცოტა ხნის წინ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ. დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი შვილების წინააღმდეგ პოლიტიკური დასჯა მიმდინარეობს. ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის…
მეტი...პაკისტანში სამგზავრო ავტომობილებზე თავდასხმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში, “ბოევიკების” სამგზავრო ავტომობილებზე თავდასხმის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც არიან. დაუდგენელმა შეიარაღებულებმა, ცეცხლი გაუხსნეს 200 სამგზავრო მანქანისგან შემდგარ კოლონას, პაკისტანის შორეულ რაიონში. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილებს პაკისტანის, კურამის ტომობრივი რეგიონის გავლისას, ავღანეთის საზღვართან დაესხნენ თავს. მოსახლეობის მიგრაცია რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულმა ძალადობამ გამოიწვია, რის გამოც, ბოლო ერთ წელიწადში, ათეულობით ადამიანი დაიღუპა.
მეტი...„მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“- საპროტესტო აქცია ზუგდიდში
„მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ – ამ ლოზუნგებით ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა დროშებითა და ტრანსფარანტებით ხელში ცენტრალურ გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს. რამდენიმე ლოკაციაზე ავტომობილების გადაადგილება შეფერხებული იყო. აქციის მონაწილეების ბოლო ლოკაცია ზუგდიდის მერია იყო, სადაც სიტყვით მიმართეს ადგილობრივებს და მოუწოდეს, რომ 25 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მეტი...ბექა ჯაიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი არ იყო – ექსპერტიზის დასკვნა
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, ბექა ჯაიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი არ იყო. ექსპერტიზის ჩასატარებლად ჯაიანი მოსამართლის განჩინების შემდეგ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოათავსეს. ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
მეტი...“ავად არის” – რას ამბობს ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი
საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, არჩილ ტუხაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მხოლოდ ის განმარტა გამოძიებასთან, რომ ავად არის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ბრალი არ გადაკვალიფიცირებულა. “დუმილის უფლება აქვს გამოყენებული და მხოლოდ ის განმარტა, რომ არის ავად. არაფერზე პასუხი არ გასცა გამოძიებას. ბრალი უნდა შეეცვალოს და იმ ახალ ბრალზე, რა თქმა უნდა, არ ვიცი რას იტყვის. მკვლელობის ბრალდება ჯერ წარდგენილი არ აქვს,” – აცხადებს ადვოკატი. საქმის პროკურორი, ვლადიმერ ბექიშვილი განმარტავს, რომ რადგან დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა, ბრალდებულს ახალი ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარედგინება.…
მეტი...პოლონეთში 3 ველოსიპედის მოპარვის ბრალდებით, ქართველი დააკავეს
პოლონეთის ქალაქ პროშოვიცეში, 3 ველოსიპედის მოპარვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ეზოდან ველოსიპედების მოპარვის შესახებ 53 წლის ქალმა პოლონეთის პოლიციას 24 ივნისს შეატყობინა. გამოძიებამ რამდენიმე თვეს გასტანა, საბოლოოდ კი, დანაშაულში ბრალდებული 21 წლის ქართველი მამაკაცი 14 ნოემბერს, ვროცლავის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ბრალდებული რამდენიმე წელია პოლონეთში ცხოვრობს და ის მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი პროშოვიცეს განყოფილებაში გადაიყვანეს და ქართული ენის თარჯიმნის დახმარებით დაკითხეს. დაკავებულმა ერთი ველოსიპედის მოპარვა აღიარა, დანარჩენების შესახებ კი თქვა, რომ გაძარცვის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და დეტალები არ ახსოვს.
მეტი...საჯარო ლექციები დღეს, თსუ-ს პირველ კორპუსთანაც ჩატარდება
საჯარო ლექციები დღეს, თსუ-ს პირველ კორპუსთანაც ჩატარდება. ამის შესახებ, ინფორმაციას მოძრაობა “ნება” სოციალურ ქსელში ავრცელებს. შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა, რაც საჯარო ლექციების სერია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის წინ.
მეტი...ოლაფ შოლცის განცხადებით, ნატო-სა და რუსეთს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა იქნეს აცილებული
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინის ექსპერიმენტული ახალი რაკეტით დაბომბვას სახიფათო ესკალაცია უწოდა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო ესკალაცია აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ეს ომი. ამასთან, დღეს დილით პოლიტიკურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა აღნიშნა, რომ ბერლინი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ გერმანია არ გაუგზავნის უკრაინას „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს. ოლაფ შოლცის თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
მეტი...„ომი აღმოსავლეთში გადამწყვეტ ფაზაში შედის”- ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს. „მიჭირს არ ვთქვა რამდენიმე ფუნდამენტური სიტყვა არსებულ ვითარებაზე, რადგან ეს არის ისტორიული სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით: თქვენ, სტუდენტები, მშობლები, პოლონეთი, ევროპა“ – აღნიშნა ტუსკმა. მისი თქმით, ომი ახლა გადამწყვეტ ფაზაშია და ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები აჩვენებს, რომ საფრთხე ნამდვილად სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით. „ომი აღმოსავლეთში გადამწყვეტ ფაზაში შედის. ეს ყველამ ვიცით. არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი, მაგრამ ვიცით, რომ ის ახლა ძალიან დრამატულ ზომებს იღებს. ბოლო რამდენიმე ათეული საათის…
მეტი...“რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს 25 პროცენტი დაიკავა”- “ბილდი”
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს 25 პროცენტი დაიკავეს. ამის შესახებ გამოცემა „ბილდის“ ანალიტიკოსმა, იულიან რიოპკემ განაცხადა. გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას კურახოვოს წყალსაცავის ჩრდილოეთ ნაპირზე, სადაც შევიდნენ სოფელ ბერესკში და ასევე დაიკავეს კაშხლები, რომლებზეც ადრე მოწყობილი იყო საგზაო და სარკინიგზო გადასასვლელები. „ბილდის“ ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ კაშხლებზე ხიდები განადგურდა, რამაც შეაჩერა რუსი დამპყრობლების წინსვლა ჩრდილოეთიდან, მაგრამ ახლა მათ შეუძლიათ უკრაინული ძალების დაბომბვა სულ რაღაც ერთი კილომეტრის მანძილიდან. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა აღნიშნა, რომ სიტუაცია კურახოვოში შეიძლება მხოლოდ გართულდეს.
მეტი...საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2024/2025 წლების ერთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთს შეხვდება. B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ. B/C ლიგის პლეი ოფის შეხვედრები 20 და 23 მარტს გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 მარტს მეტოქეს საკუთარ მოედანზე მიიღებს.
მეტი...“დასავლური ქვეყნები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება”- ლავროვი
“დასავლური ქვეყნები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება და ზოგიერთი მათგანი ამბობს: „მოდით, ახლავე გავჩერდეთ და ეს ნაწილი ნატო-ში მივიღოთ“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი დასავლეთის მხრიდან „კონფრონტაციული ლოგიკაა“. „როდესაც ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მათ დაიწყეს საუბარი : „უკრაინა ნატო-ში უნდა მიგვეღო, მაშინ რუსეთი მას თავს არ დაესხმებოდა“ – ეს იყო მათი გზავნილი. ახლა კი სიტუაციის განვითარების ეს სცენარისტები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ რაღაც ნაწილი დარჩება და ამბობენ: „მოდით, ახლავე გავჩერდეთ და მივიღოთ ეს ნაწილი ნატო-ში“. სხვები კი…
მეტი...“ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ოპოზიცია არ უნდა შევიდეს პარლამენტში”- 23 ორგანიზაციის განცხადება
“ძალაუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან – აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში!” – ამის შესახებ 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან მიტაცებული არჩევნებს და იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებაც. „26 ოქტომბრის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლის, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და მოსყიდვის დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით ჩატარდა. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა. შედეგი, რომელიც ცესკო-მ გამოაცხადა, არ ასახავს მოქალაქეების ნებას. ეს არ იყო არჩევნები,…
მეტი...პროკურორი აქციაზე დაკავებული მათე დევაძის შესახებ განმარტებას აკეთებს
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ მოხდა დაკავებულის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარემ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე დევიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. „ბრალდებისთვის დაცვის მხარეს რაიმე სახის შეღავათის გამოყენების მოთხოვნით არ მოუმართავს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დაკავების გადაწყვეტილება მივიღეთ და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ პატიმრობა მოვითხოვეთ, ვინაიდან მომეტებული რისკები არსებობდა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რა სახის ღონისძიება გამოვიყენოთ ან უნდა დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა,…
მეტი...რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
უკრაინაზე რუსეთის ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში შეხვედრა 26 ნოემბერს, უკრაინის ინიციატივით ჩატარდება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დასაბომბად საშუალო მანძილზე მოქმედი ექსპერიმენტული ბალისტკური რაკეტა „ორეშკინი“ გამოიყენა, რომელიც უფრო ძველი რაკეტის, „რუბეჟის“ საფუძველზე შეიქმნა. „ორეშკინს“ აქვს შესაძლებლობა გადაიტანოს ბირთვული ქობინი.
მეტი...პუტინი აფხაზეთისგან იგივეს ითხოვს, რასაც ქართული მხარე – რა წერია დოკუმენტში?!
ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბოხებულებმა აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის კაბინეტში იპოვეს, რუსეთუდან 2023 წელს არის გამოზავნილი. აქ ჩამოთვლილია ძირითადი პუნქტები, რასაც რუსეთი აფხაზეთისგან ითხოვს. მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ პუტინის მოთხოვნა ქართული მხარის მოთხოვნების იდენტურია. რუსული მხარე აფხაზებისგან მოითხოვს: მოხსნას მდინარე ენგურზე არსებული რეჟიმი; განთავისუფლდნენ ქართველი პატიმრები, რომლებიც აფხაზეთის ციხეებში იმყოფებიან; ამოქმედდეს ინცინდენტების პრევენციის კომისია; დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვის დაწყება. როგორც ჯემალ გამახარიან „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ეს არის საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი. „იმ ნაწილში, სადაც ქართველი პატიმრების გათავისუფლებაზეა საუბარი ერთი არის ბებუა, ყველამ იცის ეს ადამიანი, რომელმაც დროშა დაწვა და შემდეგ გაასამართლეს. არც ერთი…
მეტი...პირველი დეკემბრიდან ცალკეულ გზებზე ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო ხდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. უწყების ინფორმაციით, ზამთარში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: – არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); – არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3); საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი; საბურავზე შესაძლებელი…
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, უკრაინის 34 მოღალატეს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით 34 დამიანსს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯილდოჩამორთმეულ ადამიანთა შორის არიან; უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე რენატ კუზმინი; განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ტაბაჩნიკი; უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი; უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ ფშონკა; III-IX მოწვევის ყოფილი სახალხო დეპუტატი ანდრეი დერკაჩი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი. გარდა ამისა, სიაში შედიან პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი, სახალხო დეპუტატი ოლეგ ცარევი, ასევე ხელოვანები ნიკოლაი ბასკოვი, ფილიპ კირკოროვი, ანი ლორაკი, ალექსანდრე მალინინი და ტაისია პოვალი. სანქციების მაქსიმალური კომპლექტი გამოყენებული იქნა ათ ადამიანზე, მათ შორისაა არა…
მეტი...,,ხვალ, 15:00 საათზე შევიკრიბებით თსუ-თან იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ვარდების რევოლუციის 21 წლის თავი” – თინა ბოკუჩავა
,,ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, შევიკრიბებით თსუ-თან იმისთვის, რომ აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის“ 21 წლისთავი, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, – ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ,,ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, 21 წელი გავიდა „ვარდების რევოლუციიდან“, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოიტანა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და რომელმაც მოგვცა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დაგვეტოვებინა ჩვენი საბჭოთა მემკვიდრეობა და წავსულიყავით წინ ევროპისკენ, რომლის სათავეშიც იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სწორედ „ვარდების რევოლუციის“ მიღწევების და მემკვიდრეობის გამო დღეს საზოგადოებას მიმართავს არა თავისუფალი, არამედ გისოსებს მიღმა. თუმცა მისი ხმა…
მეტი...