ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალი შემადგენლობის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ „პოლიტიკოს“ მაღალჩინოსნებმა ანონიმურობის დაცვით განუცხადეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ სექტემბერში თანამდებობაზე ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი წარადგინა: ტერეზა რიბერა ესპანეთიდან, ჰენა ვირკკუნენი ფინეთიდან, სტეფან სეჟურნე საფრანგეთიდან, კაია კალასი ესტონეთიდან, როქსანა მინზატუ რუმინეთიდან და რაფაელე ფიტო იტალიიდან. შემოწმების პროცესი შეჩერებული იყო ექვსივე ვიცე-პრეზიდენტისთვის და ოლივერ ვარჰეისთვის. მათ თანამდებობაზე დანიშვნას მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსები ეწინააღმდეგებოდნენ. ევროპარლამენტის კომიტეტებში კანდიდატების მოსმენა 4-12 ნოემბერს გაიმართა. ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალი გუნდი საქმიანობას დეკემბრიდან შეუდგება.
მეტი...დღე: ნოემბერი 20, 2024
19 ნოემბერს დაკავებულებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები 2024 წლის 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაკავებულები სასამართლოში სამუშაო საათების მიწურულს, 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს, რაზეც ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები გონივრული ვადით ადრე. „არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები იცავენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი შეკრების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ინტერესებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დაკავებულები სასამართლოში დღეს სამუშაო საათების მიწურულს, 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები გონივრული ვადით ადრე. ამ დროისთვის საქმეებს რამდენიმე მოსამართლე პარალელურად იხილავს.…
მეტი...საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე პატიმრობაში 8 დღე დარჩება
თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე 8 დღით პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა. შეგახსენებთ, 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი, ირკალი ანდღულაძე თბილისის საქალაქო სასმართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა.
მეტი...„სამი პრინციპული” საკითხი – ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა დასრულდა
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შტაბში სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა დასრულდა. აუდიენციის შემდეგ მედიასთან განაცხადეს, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კოორდინაცია აქვთ და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება. „სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაზეც აქამდეც ხშირად გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორ უნდა გვქონდეს კოორდინაცია, ამასთან დაკავშირებით, სრული თანხმობა გვაქვს, მათ შორის ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყოს უფრო ეფექტური კოორდინაცია. მეორე საკითხია, [პარლამენტისთვის] აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს. მესამე საკითხი იყო – აქციები, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ…
მეტი...ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო. 15 წევრისგან შემდგარმა საბჭომ კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც მოითხოვდა ღაზას სექტორში დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას, ხოლო ცალკე რეზოლუცია ეხებოდა მძევლების გათავისუფლებას. რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ შეერთებული შტატები იყო, რომელმაც, როგორც საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტო-ს უფლება გამოიყენა. გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, ვაშინგტონის პოზიცია ნათელია და მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ რეზოლუციას, რომელიც ცალსახად მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში. „ომის ხანგრძლივი შეწყვეტა უნდა მოხდეს მძევლების გათავისუფლებით. ეს ორი გადაუდებელი მიზანი განუყოფლად არის დაკავშირებული. რეზოლუციამ უგულებელყო ეს…
მეტი...19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი 2 700 ლარით დაჯარიმდა
19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი, ირკალი ანდღულაძე თბილისის საქალაქო სასმართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 ნოემბრის დილას, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებული 13 აქტივისტიდან 2-ის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის 16 მონაწილე დააკავეს. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.
მეტი...“ეს არ არის შედეგი, რომელსაც ველოდით”- მიქაუტაძე
“ეს არ არის შედეგი, რომელსაც ველოდით, თუმცა 2025-ში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ერთად გვქონდეს დიდებული წელი” – წერს საქართველოს ნაკრების ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მატჩი წააგო. ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. ჩეხეთის კარებში გოლი მიქაუტაძემ გაიტანა.
მეტი...ჯონ ჰილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ ბრიტანული რაკეტა გამოიყენა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული „შტორმ შადოუს“ რაკეტა გამოიყენა. ჯონ ჰილიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის ქმედებები თავისთავად მეტყველებს და ამ ეტაპზე არ შეუძლია, რაიმე დამატებით ოპერაციულ დეტალებზე საუბარი. მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, რომელთანაც განიხილა უკრაინის პასუხი რუსეთის ბოლოდროინდელ ესკალაციაზე და დიდი ბრიტანეთის გეგმაზე, რათა დაეხმაროს უკრაინას 2025 წელს.
მეტი...ოთხი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა – რა ხდება ბათუმში
ბათუმში 4 ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
მეტი...“სალომე ზურაბიშვილის, როგორც გამაერთიანებლის აღქმა ვერ მოხდება სააკაშვილის შეწყალების გარეშე”- ბოკუჩავა
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას შეფასებით, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიმდინარე პროცესებში, რადგან ესეც სწორედ უკავშირდება ერთიანობასთან დაკავშირებულ სურვილებს. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი თუ ხდება ის გამაერთიანებელი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს წინ, აუცილებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა შეძლოს მისი აღქმა, როგორც გამაერთიანებლის და ეს ნამდვილად ვერ მოხდება სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების გარეშე. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და ამისკენ მიანიშნებენ მათ შორის ევროპელი პარტნიორები. საკუთარი პოზიციონირებით ერთგვარად ის უკვე ამ მიმართულებით მიდის, თუმცა აქაც აუცილებლად უნდა გავაჟღერო პოზიცია, რომელიც ჩემთვის პრინციპულად და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია და ეს…
მეტი...“საქართველოში ევროკავშირის ტექნიკური მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა” – პიტერ სტანო
“საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესასწავლად, ევროკავშირის ტექნიკური მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა” – ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. სტანოს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე მოხსენებით წარდგება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელიც შეაფასებს, “როგორ უპასუხეს საჩივრებს საარჩევნო დარღვევებზე”. შეგახსენებთ, საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ ცნობილი 18 ნოემბერს გახდა.
მეტი...ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე თათბირობს
კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ოფისში ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა. მათი თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებისთვის ცხადი გახდება, როგორ გაგრძელდება პროტესტი. „ჩვენ რა გეგმაც გვაქვს, გვინდა, მაქსიმალურად, გაზიარებული იყოს ყველა მხარეს და ამიტომ გვაქვს დღეს ეს შეხვედრა, სადაც ჩამოვყალიბდებით, რას ვაპირებთ უახლოეს დღეებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები და მონახაზები გვაქვს, უბრალოდ, ახლა ყველა ერთმანეთის აზრს გავიზიარებთ და ჩამოვყალიბდებით”, – აღნიშნა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
მეტი...პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორგანიზებით, 24 ნოემბერს საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდება. „მოძრაობა “ქართული განათლება საფრთხეშია” მართავს მსვლელობას სტუდენტებთან ერთად კვირას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა” კორპუსიდან თსუ-მდე. თუ რაიმე აქცია დაანონსდა, ცხადია მათ შევუერთდებით. აქ მყოფ საზოგადოებას მოგიწოდებთ მობრძანდეთ კვირას, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ვაორგანიზებთ აქციას” – აღნიშნა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა ვაზისუბანში – დაღუპულია მძღოლი
ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილია ავტომობილის მძღოლი. არსებული ინფორმაციით, მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული რაკეტებით
უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა არ აკონკრეტებს როდის და კონკრეტულად სად დაბომბა უკრაინამ სამიზნეები. რუსეთის ტერიტორიაზე აღნიშნული რაკეტების პირველად გამოყენების შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-იც ავრცელებს, რომელმაც კურსკის ოლქიდან რაკეტის ფრაგმენტების ფოტოები გააანალიზა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს ამერიკული CNN ასევე ავრცელებდა ცნობებს უკრაინის მიერ ამერიკული წარმოების ATACMS რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის პირველად დაბომბვის შესახებ.
მეტი...275 მილიონი უკრაინას ამერიკისგან
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს: საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, საბრძოლო მასალას ნაღმმტყორცნებისთვის, დრონებს, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტებს, Javelin და AT-4 სისტემებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას და სხვა.
მეტი...მელიქიშვილის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირზე 21 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.
მეტი...,,აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას ამზადებს” – პენტაგონი
,,ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ბირთვული დარტყმის მისაყენებლად ემზადება”, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა. „ჩვენ არ გვაქვს არავითარი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება. ჩვენც ვერ ვხედავთ რამე ისეთ ცვლილებებს, რომელსაც ჩვენ ჩვენს ბირთვულ სტრატეგიაში შევიტანდით“, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა. ის აგრეთვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს, ბირთვული იარაღი მისი ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ. „ეს არის ისეთივე უპასუხისმგებლო რიტორიკა, რომელსაც ჩვენ…
მეტი...პრეზიდენტი ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი უმძიმესი და სისტემური დარღვევების შესახებ ისაუბრა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვისა და ხმის მიცემის საყოველთაობა. ,,პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ ამ დროისთვის არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი და დასავლელ პარტნიორებს არ უცნიათ პარლამენტის ლეგიტიმურობა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ ქვეყანაში წარმოებულ…
მეტი...კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ცესკოს წევრი დამნაშავედ ცნო. დავით კირთაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო 500 ლარით დაჯარიმდა. სარჩელი მოსამართლემ დაჩქარებულ ვადაში განიხილა. შეგახსენებთ, რომ ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე, 16 ნოემბერს, დავით კირთაძემ კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, რის გამოც სხდომა გარკვეული დროით შეჩერდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით, იმავე დღეს დაიწყო.
მეტი...ემანუელ მაკრონმა ხელოვნური ინტელექტის სამიტზე დონალდ ტრამპი და ილონ მასკი მიიწვია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თებერვალში საფრანგეთში დაგეგმილ ხელოვნური ინტელექტის სამიტზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ილონ მასკი მიიწვია. როგორც ფრანგული მედია წერს, მაკრონმა ტრამპისა და მასკის მიწვევაზე ბრაზილიაში, დიდი ოცეულის სამიტის სამიტის კულუარებში განაცხადა. ემანუელ მაკრონის თქმით, ხელოვნური ინტელექტის სამიტზე ასევე მიწვეულია ჩინეთი. ღონისძიებას დაესწრება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. ხელოვნური ინტელექტის სამიტი საფრანგეთში 10-11 თებერვალს არის დაგეგმილი.
მეტი...პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ნოემბერს, მარნეულში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...,,ცრუ განგაშია. არა, ეს არ არის წარმოებაში მიღების დოკუმენტი” – ვახუშტი მენაბდე პრეზიდენტის სარჩელზე
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში სასამართლომ სარჩელი დაარეგისტრირა, ხოლო წარმოებაში მიღებაზე მსჯელობა 3 დღის ვადაში გაიმართება. „ლექციიდან გამოსულს აფეთქებული ტელეფონი დამხვდა. ცრუ განგაშია. არა, ეს არ არის წარმოებაში მიღების დოკუმენტი. საკონსტიტუციო სასამართლომ საიტზე პრეზიდენტის სარჩელი გამოაქვეყნა. მეტი არაფერი. ჯერ არც საოქმო ჩანაწერი მიუღია და არც განჩინება. ანუ დასაშვებობის პასუხი არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ საქმეს პლენუმი განიხილავს და მომხსენებლი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება“, – წერს სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
მეტი...უკრაინის 10 ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის ხელისუფლებამ კიევში და კიდევ 10 ოლქში საჰაერო განგაში გამოაცხადა. მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის საფრთხეა კიევის, ჟიტომირის, ვინიცის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავის, რივნეს ოლქებში. მანამდე, აშშ-ის საელჩომ მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო კიევში 20 ნოემბერს მუშაობა შეაჩერა. უკრაინის ქალაქში საელჩოების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ასევე ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის დიპლომატიურმა მისიებმა.
მეტი...ადმინისტრაციული დაკავებისას სტატისტიკური მონაცემების წარმოებასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა შს მინისტრს მიმართა
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით არ დგინდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დაკავებულ პირთა რაოდენობა (ვინაიდან ყველა დაკავებული პირი არ თავსდება დროებითი მოთავსების იზოლატორში). რაოდენობრივი მონაცემების გარეშე კი რთულია, როგორც დაკავების ასევე, დაკავების ვადის საჭიროების გარეშე გახანგრძლივების პრობლემების მასშტაბების შეფასება. საქართველოს სახალხო…
მეტი...თსუ-ს ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტების ნაწილი ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი ბოლო დღეებში უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს. ,,ჩვენ თსუ-ს ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები, სოლიდარობას ვუცხადებთ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ჩვენ, გააზრებული გვაქვს, რომ ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი, თუმცა ასევე ვიაზრებთ ჩვენ პასუხისმგებლობას ამ პროცესების კვალდაკვალ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ სტუდენტები, რომლებიც ამ ქვეყანაში არ ვეგუებოდით და არც არასდროს შევეგუებით : რუსეთს, ოკუპაციას, თავისუფლებისა და განათლების უფლების შეზღუდვას. განათლება უმთავრესი ღირებულებაა, ჩვენ ვიბრძვით ევროპული განათლების იდეებისთვის, სადაც თითოეული…
მეტი...საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა. საქართველოს პრეზიდენტი გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. მთავარი მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნაა. სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს დაირღვა არჩევნების ფარულობის და საყოველთაობის ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დარღვევაც, წესით, ახალი არჩევნების საფუძველია. სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს ეკა ბესელია წარადგენს.
მეტი...,,პუტინს კიდევ ერთხელ ვეტყვი: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან” – დიდი ბრიტანეთის პრემიერი
,,რუსეთიდან უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა ისმის”, – ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცებას. „რუსეთიდან უპასუხისმგებლო რიტორიკა ისმის და ეს ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაში ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა კირ სტარმერმა. ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებული ახალი ბირთვული დოქტრინის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით, ერთობლივ თავდასხმად განიხილება. „(პუტინს) კიდევ ერთხელ ვეტყვი: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მეტი...თურქეთში, ალადაგლარის მთებში ორი ალპინისტი დაიკარგა
თურქეთში, ალადაგლარის მთებში ორი ბელორუსი ალპინისტი დაიკარგა. მედიის ცნობით, ალპინისტები მთის დასაპყრობად 16 ოქტომბერს წავიდნენ. სამძებრო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერად ჩართულია ვერტმფრენიც. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ყველა შესაძლო რესურსია ამოქმედებული, რათა ალპინისტების პოვნა მოხერხდეს. მათი განმარტებით, ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან თურქულ მხარესთან.
მეტი...საჯარო ლექცია ილიაუნის კორპუსთან
,,ცენზურა ლიტერატურაში ტოტალიტარული რეჟიმების დროს”, – ამ წუთებში, ამ თემაზე, საჯარო ლექციას ილიას სახელმიფო უნივერიტეტის ა კორპუსთან ანა კორძაია სამადაშვილი კითხულობს. შეკრებელილები ამ ფრომით ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნება” ტოტალიტალურ რეჟიმად იქცა”.
მეტი...აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა
აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა შამახის რაიონში, პირგულუს სადგურიდან სამხრეთ-დასავლეთით 14 კილომეტრში დაფიქსირდა.
მეტი...ტრამპი მოუწოდებს სენატს ბაიდენის მიერ წარდგენილი მოსამართლეები მის ინაუგურაციამდე არ დაამტკიცონ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს კონგრესის სენატს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი მოსამართლეების დამტკიცების პროცესი მის ინაუგურაციამდე შეაჩეროს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. „დემოკრატები“ წასვლამდე ცდილობენ სასამართლოები მემარცხენე რადიკალი მოსამართლეებით გაავსონ. „რესპუბლიკელ“ სენატორებს ევალებათ მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ – არავითარი ახალი მოსამართლე ინაუგურაციის დღემდე!“, – ციტირებს გამოცემა ტრამპს. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, რომელიც „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელია ნიუ-იორკიდან, საკუთარ კოლეგებს განუცხადა, რომ სენატმა ახალ წლამდე რაც შეიძლება ბევრი მოსამართლე უნდა დაამტკიცოს. ეს შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ კენჭისყრები დასვენების დღეებში, მათ შორის საშობაო არდადეგების დროსაც ჩატარდება. „რესპუბლიკელებმა“ რამდენიმე დღის წინ…
მეტი...,,კონფლიქტის გაყინვის რომელიმე ვარიანტი ჩვენთვის მისაღები არ არის” – პესკოვი
,,უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის ვარიანტები რუსეთს არ აწყობს”, – ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა სააგენტო „როიტერის“ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო სცენარებს ეხება. „ამ კონფლიქტის გაყინვის რამე ვარიანტი ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზნების მიღწევა, რომლებიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, – განაცხადა პესკოვმა. ასევე, კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის მზად არის, უკრაინის საკითხზე კონტაქტებისთვის და მოლაპარაკებებისთვის. „პრეზიდენტი მუდმივად აცხადებს, რომ მზად არის, კონტაქტებისთვის და მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მეტი...,,სასამართლოს გადაწყვეტილება ისე შევიდა ძალაში, არც ადვოკატებს დაუკავშირდნენ, არც მე” – ქაცარავა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა წერს, რომ მისი დაჯარიმების გადაწყვეტილება ძალაში ისე შევიდა, რომ არც ადვოკატს და არც მას არავინ დაკავშირებია. საქმე ეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონის საპროტესტო აქციაზე, სპეცრაზმის მიერ ქაცარავას ცემას, რის შემდეგაც სასამართლომ 2000 ლარით თავად ქაცარავა დააჯარიმა. ,,დამირეკა ადვოკატმა – გემახსოვრებათ ჩემი ცემის საქმე, რაზეც სასამართლომ დამაჯარიმა 2000 ლარით. გადაწყვეტილება ამ ჯარიმასთან დაკავშირებით ფოსტით ფაქტობრივ მისამართზე გამოაგზავნეს – ოღონდ, როგორც აღმოჩნდა, კოდირებულ კარებს მოადგნენ და არც უცდიათ დაკავშირება. არ მოიძებნაო ქაცარავაო. მეორე მისამართზეც გააკეთეს ჩანაწერი – იურიდიულზე, სადაც ჩაწერილი ვარ – ის მისამართი უბრალოდ არ იპოვეს. არც…
მეტი...ვაშინგტონს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს
აშშ-ში, ვაშინგტონში, ძლიერი ქარის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ქარიშხლის შედეგად 650 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლის ქალია, რომელსაც უსახლკაროთა თავშესაფარში ხე დაეცა. წყნარი ოკეანიდან ტენიანობის უზარმაზარი ნაკადი, რომელსაც “ატმოსფერულ მდინარეს” უწოდებენ, სამშაბათს შუადღისას დასავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს და სავარაუდოდ, პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ციკლონად გადაიქცევა, რაც ნიშნავს, რომ ქარიშხლის ეპიცენტრში, წნევა 24 საათში 24 მილიბარით დაიკლებს.
მეტი...დაბომბვის საფრთხის გამო, აშშ-ის შემდეგ, კიევში დროებით ესპანეთის საელჩოც დაიხურა
დაბომბვის საფრთხის გამო, აშშ-ის შემდეგ, კიევში ესპანეთის საელჩოც დაიხურა. ოფიციალურმა მადრიდმა გადაწყვეტილება მოსალოდნელი თავდასხმის გამო მიიღო. ამერიკის საელჩოს განცხადებაში კი წერია, რომ არსებობს ავიადარტყმის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია, რის გამოც საელჩო მუშაობას დროებით შეაჩერებს. თანამშრომლებს განგაშის დროს თავშესაფარში გადაიყვანენ. საელჩო შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს მზად იყვნენ სასწრაფო ევაკუაციისთვის, თუ ეს საჭირო გახდება. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.
მეტი...