,,ეს პოლიტიკური მოწოდებები, არის იმ ნარატივის გაგრძელება, რასაც არჩევნებამდე ვისმენდით” – კახა კალაძე

,,ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა, ეს ,,კინო” უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, როგორ მოქმედებენ რადიკალები”, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური შეფასებები, რომლებიც არჩევნებამდეც კეთდებოდა, რეალურად კი, არჩევნების დარღვევით ჩატარების ფაქტები არ არსებობს. ,,რეალურად არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნაც ვიხილეთ, საბოლოო დასკვნაც. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი დღე აკვირდებოდნენ არჩევნებს, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გააკეთეს. იყო რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მარნეულსა…

მეტი...

სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საქმის განხილვის შეჩერებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის სარჩელზე: ,,შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი. საიას სარჩელით მოთხოვნილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. საქმის…

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებს. რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების თანახმად, რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რაც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას. დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო კოალიციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განიხილება როგორც მთლიანი კოალიციის აგრესია. ახალი დოქტრინის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით განიხილება ერთობლივ თავდასხმად რუსეთზე. ბირთვულ დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი მის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის…

მეტი...

,,კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ და ამიტომ ზოგადად უნდა იძახონ რომ გაყალბებულია” – მამუკა მდინარაძე

,,რაღაც უნდა იმოქმედონ, სხვა გზა არ აქვთ. მართლა საცოდავ მდგომარეობაში არიან”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რითაც უპასუხა ჟურნალისტიკის კითხვას – რა არის სალომე ზურაბიშვილის სარჩელის მიზანი. „მცდელობა თავისი პატრონების დარწმუნების, რომ სანიმუშოდ ასრულებენ დავალებებს, რაღაც ბარიერებს ქმნიან და თავისი მომხრეების მოტყუება – ეს არის. რაღაც უნდა იმოქმედონ, სხვა გზა არ აქვთ. მართლა საცოდავ მდგომარეობაში არიან, რადგან არწმუნებდნენ საზოგადოებას რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 25-30% იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 54%. ახლა, ან ის უნდა თქვან, რომ ამდენი ხანი საზოგადოებას ატყუებდნენ, ან უნდა თქვან,…

მეტი...

,,პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას, მოქალაქეებს გადაადგილებაში პრობლემას ნუ უქმნით” – გიორგი ვაშაძე

,,პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას! მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით – თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე – არ შეიძლება ქალაქის პარალიზება!”, – ასე მიმართა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს. „რატომ კეტავთ გზას? გზა რატომ გაქვთ დაკეტილი, შეგიძლიათ გვითხრათ? თქვენი რაოდენობა არ შეესაბამება თქვენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმას. თქვენ ახლა პროტესტს გამოხატავთ, მელიქიშვილი გაქვთ დაკეტილი და გეკითხებით – რატომ გაქვთ დაკეტილი? ვინ გაიძულათ, რომ დაკეტოთ? თუ შეიძლება გადადით ტროტუარზე და თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე. აქ გზას ტყუილად ნუ კეტავთ. ხომ ემხრობით, რომ…

მეტი...

,,ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში პასუხისმგებლობა ,,ოცნებას” ეკისრება” – მედიაომბუდსმენი

,,დღეს, 19 ნოემბერს, აქციის დარბევის გაშუქებისას, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლების და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”, – ნათქვამია ,,მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაში დღეს დილით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ,,მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორებისა და ჟურნალისტებზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება მათი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს განხორციელდა. კერძოდ: პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს ,,მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე; სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ,,პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში; სამართალდამცველებმა…

მეტი...

მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა – DRI

დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRI) 19 ნოემბრის დილას საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ეხმიანება და წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად. ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში; ხელი არ შეუშალოს აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვაში; მისცეს მედიას და ადვოკატებს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მომავალში დადგეს აქციის დაშლის უკანონო ბრძანების გამცემი პირის პასუხისმგებლობა. ,,დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ და მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად…

მეტი...

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა და არაეფექტიანი გამოძიება, ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევებს” – საია

,,სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში”, – აცხადებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მედიის წარმომადგენელების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ,,დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტი, სასიცოცხლო როლს ასრულებს. საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის და იდეების მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გავრცელება მედიის წარმომადგენლების მნიშვნელოვან მოვალეობას წარმოადგენს, ხოლო საზოგადოებას, თავის მხრივ, გააჩნია მსგავსი სახის ინფორმაციის მიღების უფლება. მედიის „ძირითადი ფუნქცია“ ასევე მოიცავს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ხასიათის შეკრებებისა და მანიფესტაციების გაშუქებას და…

მეტი...

აქციაზე დაკავებულები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ წუთებში იზოლატორში მათი შესახლების პროცედურა მიმდინარეობს. ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირიდან 3, მათ შორის, „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მეტი...

,,ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი, ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა” – მამუკა მდინარაძე

,,ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი, ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვიღაცამ ქართველებს გვითხრას, რომ თუ ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ დაიწყეთ, ევროპას ვერ ეღირსებითო. არავის სჭირდება ისეთი წევრობა, რომელიც ლგბტ პროპაგანდაზე და მის მიღება არ მიღებაზე გადის. საქართველოს თავისი მენტალობა, იდენტობა, კულტურა, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები აქვს და არაფრის ფასად დათმობს ამ ყველაფერს. არის რაღაც წითელი ხაზები ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც ის არაფრით არ გადავა და ეს წითელი ხაზი…

მეტი...

,,არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო” – ლუაზო

,,არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო. ადგილი ჰქონდა ყველა სახის გაყალბებას”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრებმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნები და შემდგომ განვითარებულ მოვლენები განიხილეს. ,,საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი და ასევე, მე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის წევრი ვარ. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ადგილი ყველა სახის გაყალბებას ჰქონდა და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო. სამწუხაროდ, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის ერთადერთი ნიშანი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი…

მეტი...

,,რუსული მეთოდებით გვებრძვიან” – პრეზიდენტის ძმა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა და დაკავება ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რუსულ მეთოდებს იყენებს. „ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. გაყალბებას ხალხის გაღიზიანება მოსდევს. ქუჩაში გამოსვლა კანონიერ უფლებებში შედის. სხვა გზა როცა არ არის, აუცილებელია, რომ ხალხი ქუჩაში იყოს. მოქალაქეების წინააღმდეგ გადამეტებით იყენებენ ძალს, რაც ყველა კანონის დარღვევა არის. გაუფრთხილებლად დაკავება არის შიშის დათესვა. ყველას ახსოვს წინა პერიოდი, როგორ იყო საბჭოთა კავშირის დროს და ახლა კიდევ უარესს გვიპირებენ. პირდაპირ რუსეთისკენ მივდივართ და რუსული მეთოდები არის გამოყენებული. უნდა გავუძლოთ ამას, გადავიტანოთ და…

მეტი...

,,დიდი სირცხვილია, როცა აქციის მონაწილეებიდან კადრულობენ და პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ” – ვაჟა სირაძე

,,ძალიან დიდი სირცხვილია, როცა აქციის მონაწილეებიდან ისეთ რაღაცას კადრულობენ, რომ პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ”, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქციაზე დააკავეს ის ადამიანები, რომლებმაც პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. „არაერთხელ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, გავაფრთხილეთ, არღვევდნენ კანონს. ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს სამართალი, კანონი და ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.  

მეტი...

არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა

პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა. ინფორმაციას ,,აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში 3 დღეში გახდება ცნობილი. სასამართლოს შემჭიდროებული 30 დღიანი ვადა აქვს განხილვის დასაწყებად. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ორი კონსტიტუციური პრინციპის – ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევას ასაჩივრებს. საუბარია, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე.

მეტი...

,,არჩევნები გააყალბეს და მე უნდა დამკითხონ” – ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე მივიდა

არჩევნების გაყალბების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული ,,გამოძიების” ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე იკითხება. ,,არჩევნები გააყალბეს და მე უნდა დამკითხონ”, – წერს დეკანოიძე.

მეტი...

,,მხოლოდ ფინანსური დახმარების გაყინვა საკმარისი არ არის” – აუსტრევიჩუსი

,,მხოლოდ ფინანსური დახმარების გაყინვა საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა შევაჩეროთ პოლიტიკური კონტაქტები ე.წ. ,,არჩეულ” დეპუტატებთან”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობა და 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს. ,,ჩვენ ჩუმად ვერ ვიქნებით და გამოსავალიც უნდა ვიპოვოთ. ერთ მაგალითს შეგახსენებთ, როდესაც ვიქტორ ორბანი ინდივიდუალუი ვიზიტით საქართველოს დედაქალაქში ჩავიდა და არჩევნების შედეგებს დემოკრატიული უწოდა. ეს ევროკავშირის პოზიცია არაა და სამწუხაროდ, უნგრეთის პრემიერი ცუდად მოიქცა – რეზოლუციაში, რომელსაც მომავალ კვირას მივიღებთ, ეს ცხადად უნდა დავაფიქსიროთ. მე არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ჩვენ ვხვდებით საქართველოს ე.წ. ,,არჩეულ”…

მეტი...

„არც ერთი ღარიბი რეგიონი ან ადამიანი არ უნდა დარჩეს უკან – თუ ჩინეთს შეუძლია ამის გაკეთება, სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ“ – სი ძინპინი

G20-ის მე- 19 სამიტის ერთ-ერთი სესია, რომელიც ბრაზილიაში იმართება,  შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. სამიტზე, ჩინეთის პრეზიდენტმა „საერთო განვითარების სამართლიანი სამყაროს აშენებაზე“ ისაუბრა და 8 პუნქტიანი ინიციატივა წარადგინა, რომელიც შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგაა მიმართული. ერთ-ერთი, რაზეც სი ძინპინმა G20-ის ლიდერებს მიმართა, თანასწორობას ეხება. „20-ის ლიდერებმა არ უნდა დაუშვან თავიანთი ხედვის დაბლოკვა „წარმავალი ღრუბლებით“. პირიქით, მათ უნდა დაინახონ მსოფლიო, როგორც ერთიანი საზოგადოება, რომელსაც აქვს საერთო მომავალი და აიღოს პასუხისმგებლობა ისტორიაზე, აიღოს ისტორიული ინიციატივა და წინ წაიწიოს ისტორია“ – აღნიშნა მან. პრეზიდენტმა „სამართლიანი სამყაროსა და მდგრადი პლანეტის აშენებაზე“ ისაუბრა და ყურადღება…

მეტი...

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი 19 ნოემბერს, დილის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, ომბუდსმენი დაკავებული მოქალაქეების მოსანახულებლად მიდის, რომლებიც აპარატის ინფორმაციით, ფიზიკურად დაზიანდნენ და გადაყვანილები არიან კლინიკებში. ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს უზრუნველყონ აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. ,,სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებში მიემართებიან, 2024 წლის 19 ნოემბერს, დილის საათებში, დაკავებული მოქალაქეების მონახულების მიზნით. მათ შორის, იმ მოქალაქეების, რომლებიც აპარატის ინფორმაციით, ფიზიკურად დაზიანდნენ და გადაყვანილები არიან კლინიკებში. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024),…

მეტი...

,,რუსეთი მზადაა აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო არ იცეკვებს” – პესკოვი

,,რუსეთი მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო ცეკვას არ აპირებს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთი, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ღიაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო ვერ ვიცეკვებთ და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას“, – აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, „სანქციების რბოლა“ რუსეთს არ დაუწყია, არამედ ვაშინგტონის მიერ იყო ინიცირებული.

მეტი...

,,მთავარი არხის” ოპერატორი, სერგი ბარამიძე თავისუფალია

,,მთავარი არხის” ოპერატორი გაათავისუფლეს. ის ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში იმყოფებოდა. სერგი ბარამიძე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაალოებით 2 საათის წინ, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს. ,,ვიღებდით დაკავების კადრებს და ამ დროს მოხდა რაღაც შეხლა-შემოხლა პოლიციასთან. თქვენ არღვევდითო წესს, ხელს გვიშლიდითო, გზის სავალ ნაწილზე იყავითო გადმოსული. აქტივისტი ხომ არ ვარ, მე ვარ ოპერატორი. ჩვეულებრივად ვიღებდი ამბებს, რატომ ადაწყვიტეს ჩემი დაკავება წარმოუდგენელია, არ ვიცი. თვალი მაქვს ჩალურჯებული, ფიზიკურად არაფერი არ მეტყობა მაგრამ კარგად მირტყეს. განყოფილებაში გადავედით ჩვეულებრივად, დიდი არაფერი არ მომხდარა იქ, შეამოწმეს ჩემი ნივთები რა მქონდა. ტანზე სულ გახდილი ვიყავი,…

მეტი...

ცხელ ხაზზე 12 დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია – ადვოკატები მათ ადგილსამყოფელს ადგენენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციით, აქციაზე პოლიციელებმა 12 ადამიანი დააკავეს. ,,ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე 577070563, შემოვიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ. ადვოკატები მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე”, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ,,პრეზიდენტი”, ასლან ბჟანია, ,,თანამდებობიდან” გადადგომას დათანხმდა და განცხადება დაწერა. ინფორმაციას ე.წ. ,,პრეზიდენტის” პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. მედიაში ვრცელდება მისი განცხადებაც, სადაც წერია: ,,ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, ვაცხადებ გადადგომას აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან”. თუმცა, მედია წერს, რომ შესაძლოა, ე.წ. ,,პრეზიდენტმა” ბჟანიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააუქმოს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ე.წ. სამთავრობო შენობების ტერიტორიიდან არ დაიშლებიან. აქვე ირკვევა, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ,,ვიცე-პრეზიდენტი” ახლა ე.წ. ,,პრეზიდენტის” მოვალეობის შემსრულებელი გუნბა გახდება. ეს კი ე.წ. ,,ხელისუფლებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების…

მეტი...

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის (ვიდეო)

აქცია დაშლილია, თუმცა, პროტესტის მონაწილეები ამ დრომდე მელიქიშვილის ქუჩაზე რჩებიან. სამართალდამცველები მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ,,უშუალოდ პოლიციის მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, ჩემი და ნიკა მელიას დაკავებაც სცადეს” – გიორგი ვაშაძე ,,ვერანაირი პატრული და რობოკოპი ვერ გააჩერებს პროტესტს” – ხოშტარია  

მეტი...

,,უშუალოდ პოლიციის მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, ჩემი და ნიკა მელიას დაკავებაც სცადეს” – გიორგი ვაშაძე

,,უშუალოდ მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, პირადად ჩემი და ნიკა მელიას დაკავება სცადეს”, – ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ,,ჩვენ ახლა გადავედით მობილური პროტესტის ფაზაში. გავიმეორებ წესებს, წესი ნომერი ერთი: არ ვაძლევთ დაჭერის შესაძლებლობას, ვხედავთ როგორ თავხედურად კანონგარეშე იქცევიან; მეორე, ვიჭერთ დისტანციას პოლიციასთან, თუ მოიწევენ ჩვენკენ ჩვენც გადავადგილდებით, ჩერდებიან ჩვენც ვჩერდებით. მელიქიშვილი არის დაკეტილი ფაქტობრივად, ჩვენი მიზანი ისევ მიღწეულია პოლიციის ხელით, ანუ თვითონ პოლიცია იძულებულია იდგეს აქ, გამოიფიტოს, დაიღალოს, ცოტა ხანში თავის მეთაურებს გინებას დაუწყებენ ახლა იმიტომ, რომ მათთვის ეს დატვირთვა რთულია. ჩვენ მოტივირებულები ვართ,…

მეტი...

„განვითარებულმა ქვეყნებმა იზრუნონ განვითარებად ქვეყნებზე“ – სი ძინპინის გზავნილები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი 20-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც გლობალური მსოფლიო  ეკონომიკური  მმართველობის გასაუმჯობესებლად წინადადებები წამოაყენა.  მან ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე და არა კონკურენციაზე; ძლიერი ქვეყნების მხრიდან განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე; თანაბარ პირობებზე; შესაძლებლობასა და მშვიდობაზე. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სი ძინპინი შეეხო, ხელოვნურ ინტელექტს ეხება.  „უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო მმართველობა და თანამშრომლობა ხელოვნურ ინტელექტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ AI არის კარგი და ყველასთვის და არა მდიდარი ქვეყნებისა და მდიდრების თამაში“ – აღნიშნა სი ძინპინმა. ასევე, გამოსვლის ერთ-ერთი მიმართულება იყო თანამშრომლობა და დახმარება. „განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ განვითარებადი ქვეყნების საჭირო დაფინანსებაზე, ტექნოლოგიებსა და შესაძლებლობებზე…

მეტი...

მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა

ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა: ,,დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს. სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti-ს კორესპონდენტს გივი ავალიანს. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე. სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკა Publika-ს ჟურნალისტს მინდია გაბაძეს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში. ფოტო: პუბლიკა

მეტი...

,,სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით” – ნიკა გვარამია

,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი და პარტია ,,ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, ,,ქართულ ოცნებას” ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ უშველის. ,,პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული, პარტიის აქტივისტები ნაცემი და დაკავებული, მთავარი არხის მეგობარი ოპერატორი ნაცემი და დაკავებული. მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა”, – წერს ნიკა გვარამია.

მეტი...

,,ვერანაირი პატრული და რობოკოპი ვერ გააჩერებს პროტესტს” – ხოშტარია

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, ამ წუთებში, ფილარმონიის ტერიტორიაზე იმყოფებიან და როგორც პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, აქციას ვერაფერი გააჩერებს. ,,მთავარი გადაწყვეტილებაა, რომ პროტესტი არ გაჩერდება, ქუჩის გაწმენდა ამას ვერ გააჩერებს. ხან იქით წავალთ, ხან აქეთ წავალთ. გამოვაცხადებთ და შევიკრიბებით. მთავარია, რომ ვერანაირი პატრული, ვერანაირი რობოკოპი ვერ გააჩერებს პროტესტს”, – ამბობს ,,კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ელენე ხოშტარია.

მეტი...

შსს-ს მოვუწოდებთ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და არ დაუშვას უკანონო დაკავება – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ორი დღეა გამოხატავენ უწყვეტ პროტესტს. მოქალაქეებს ადგილზე ჰქონდათ გაშლილი კარვები, ხოლო გამთენიისას დიდი რაოდენობით მობილიზებულმა საპოლიციო ძალების წარმომადგენლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გაიყვენეს და ინვენტარისგან გაათავისუფლეს ტერიტორია. აქციის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ მელიქიშვილის გამზირზე. საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დონის დარღვევა, მათ შორის,…

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს, აქციაზე დაკავების შემთხვევაში, უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს, აქციაზე დაკავების შემთხვევაში, უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც. ,,მოქალაქეთა საყურადღებოდ: იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგაკავეს აქციაზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დახმარება. დარეკეთ ცხელ ხაზზე: 577070563”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

სი ძინპინის ინიციატივა გლობალური მმართველობის გასაუმჯობესებლად G20-ის ლიდერთა სამიტზე

„განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა იმუშაონ განვითარებადი ქვეყნების საჭირო დაფინანსებაზე, ტექნოლოგიებსა და შესაძლებლობებზე;  ერთად ვიმუშაოთ სამართლიანობისთვის; უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო მმართველობა და თანამშრომლობა ხელოვნურ ინტელექტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ AI არის კარგი და ყველასთვის და არა მდიდარი ქვეყნებისა და მდიდრების თამაში“ – ეს მცირე ამონარიდია პრეზიდენტ სი ძინპინის გამოსვლიდან, რომელზეც მან   G20-ის ლიდერთა სამიტზე ისაუბრა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ბრაზილიაში იმყოფება. რიო-დე-ჟანეიროში, სი ძინპინი  G20-ის ლიდერთა სამიტს ესწრება. ის სიტყვით გამოვიდა  სამიტზე, სადაც გლობალური მმართველობის ინსტიტუტების რეფორმის შესახებ ისაუბრა და 5 პუნქტი გააჟღერა. „G20 სამიტის დაწყებიდან 16 წელი გავიდა. წლების განმავლობაში, ჩვენ სოლიდარულად ვმუშაობდით…

მეტი...

პოლიციამ ,,კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი მანუჩარ ჩაჩანიძე დააკავა

საპოლიციო ძალებმა აქციაზე ,,კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი მანუჩარ ჩაჩანიძე დააკავეს. ასევე, საბა სხვიტარიძე პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა. ხოლო პარტია ,,ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი შეუძლოდ გახდა და ის ამ დროისთვის, კლინიკაშია გადაყვანილი. ფოტო: ,,რადიო თავისუფლება”

მეტი...

პოლიცია ძალის გამოყენებით აქციის მონაწილეებს აკავებს

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლების დემონსტრანტების მანქანაში ჩატენვას ცდილობენ. სამართალდამცველები უპირისპირებიან პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს წიწაკის სპრეიც.

მეტი...